პიკნიკი ტარდება ქალაქგარეთ, ღია ცის ქვეშ, დღის საათებში. კერძები წინასწარ მზადდება და მათი ჩალაგება ხდება კალათებში, გადასატან მაცივრებში და სპეციალურ ყუთებში.
პიკნიკის დროს შესაძლებელია ჩვეულებრივი ჭურჭლის ნაცვლად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება.
პიკნიკის დროს დასაკეც სკამებს და მაგიდებს იყენებენ ხოლმე. სასურველია დიდი ქოლგის თან წაღებაც. გასათვალისწინებელია რა სახის ტრნსპორტით უნდა მოხდეს გადაადგილება პიკნიკის ადგილზე და უკან დაბრუნება.
სასურველია ამინდის პროგნოზის გათვალისწინება. ცოდნა იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება ძლიერი წვიმის ან ქარის შემთხვევაში.
ამ დროს ორი გამოსავალი არსებობს. ან უნდა გაიშალოს კარავი, ან პიკნიკის ადგილი საცხოვრებელთან ახლოს უნდა იყოს, რათა მოხერხდეს საჭიროების შემთხვევაში თავის შეფარება. საცხოვრებელი კი საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ადგილი ყველას ეყოს.
პიკნიკის დროს მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. იგი შეიძლება შედგებოდეს როგორც მსუბუქი (პაშტეტები, სალათები, წვნიანი და ა.შ) ასევე ძირითადი კერძებისგან (შემწვარი ხბოს ან ღორის ხორცი, შემწვარი წიწილა და ა.შ).
საკვები შეიძლება იყოს თერმოსებში. დესერტად შეიძლება მორთმეული იყოს ხილი, ნამცხვარი.
პიკნიკი ძირითადად წლის თბილ თვეებში ტარდება. ამიტომ სამოსი მსუბუქი და მოსახერხებელი უნდა იყოს.