წინასიტყვაობა
1811 წლის 21 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა იმპერატორ ალექსანდრე I-ს წარუდგინა "უქვეშემრდომილესი მოხსენება". სინოდი იმპერატორს მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმების აუცილებლობასა და კანონიერებას უსაბუთებდა.
ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე არსებული 13 ეპარქია ორ ეპარქიად ერთიანდებოდა და უწმიდესი სინოდის იურისდიქციაში შედიოდა. უმაღლესი საეკლესიო იერარქი ამიერიდან კათოლიკოს პატრიარქის ნაცვლად უნდა ყოფილიყო "მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი, რუსეთის ეგზარქოსი საქართველოში".
საეკლესიო კრების ნაცვლად, სასულიერო საქმეების მართვა-გამგეობის მიზნით, უნდა შექმნილიყო სასულიერო დიკასტერია.
1811 წლის 30 ივნისს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა უწმიდესი სინოდის მოხსენება. 1810 წლის ნოემბერში, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, პეტერბურგში გაწვეული კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა, რუსეთშივე გარდაიცვალა. რუსეთის საიმპერატორო კარის პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების, ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, მრავალმხრივაა საყურადღებო.
ჩვენ შევეცადეთ რუსეთისათვის ეს სამარცხვინო ისტორია ძირითადად იმპერიის სახელმწიფო ორგანოებში (საქართველოს მთავარსარდლის, საქართველოს უმაღლესი მთავრობის, რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის) საქმის წარმოების დროს შექმნილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაგვეშუქებინა.
ხსენებულ ოფიციალურ დოკუმენტებს იმდენად დიდი მამხილებელი ძალა აქვს, რომ ვრცელ კომენტარს არ საჭიროებს.
წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას ჩვენთვის უპირველეს წყაროს წარმოადგენდა "კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში" დაბეჭდილი დოკუმენტები და მასალები (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Под редакциею Ад. Берже. Том I. Тифлис, 1866; Том II. Тифлис, 1868; Том III. Тифлис, 1869; Том IV. Тифлис, 1870; Том V. Тифлис, 1873). სადღეისოდ ესაა დოკუმენტებისა და მასალების ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაცია.
ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილის) ნაშრომი, რომელიც საქართველოს ეკლესიისა და საეგზარქოსოს ისტორიას ეძღვნება (Епископ Кирион. Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901).
1905 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა დეკანოზ ვ. ჟმაკინის საყურადღებო ნაშრომი, რომელიც ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს (Прот. В. Жмакин. Грузинский Католикос Антон II в России. _ Христианское чтение. Ежемесячный журнал издаваемый при С.-Петербургской Духовной Академии. 1905, част. I, Т. ССXIX). განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენთვის საინტერესო პერიოდის შესწავლას (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კრებები. წიგნი I. საკანონმდებლო კრებები XII-XX სს. თბილისი, 2003;
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი, 2009). საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის ღვაწლი, რომლის ნაშრომი "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე” დღემდე ერთადერთი მონოგრაფიული გამოკვლევაა, რომელიც ანტონ II-ის მოღვაწეობას ეძღვნება (ელდარ ბუბულაშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. თბილისი, 2002).
თავი I
მცხეთის საპატრიარქოს თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმება
1. ეკლესიის საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობაში (1771-1800 წწ.)
ეკლესიათა ურთიერთობის საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) დადების წინა ხანებში დაისვა. ამ პერიოდისათვის (XVIII საუკუნის 70-80-იანი წლები) ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიაში
განსხვავებული საეკლესიო წყობა არსებობდა. ქართლ-კახეთის სამეფოში უმაღლესი საეკლესიო იერარქი იყო უწმიდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I. ანტონ I იყო მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი, სამოციქულო მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელი. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეკლესიის მართვა-გამგეობაში დიდ როლს ასრულებდა საეკლესიო კრება, რომელსაც პერიოდულად იწვევდნენ უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად.
სულ სხვაგვარად იყო მოწყობილი რუსეთის ეკლესია. 1700 წლიდან რუსეთს აღარ ჰყოლია უმაღლესი საეკლესიო იერარქი - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. 1721 წლიდან რუსეთის ეკლესიას განაგებდა უწმიდესი სინოდი. სინოდის წევრები სასულიერო პირები (მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები) იყვნენ, მაგრამ სინოდის ობერ-პროკურორი (თავმჯდომარე) საერო პირი იყო. უწმიდესი სინოდის წევრებსა და ობერ-პროკურორს იმპერატორი ნიშნავდა და ათავისუფლებდა.
უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს მნიშვნელოვანი ფუნქცია არ ჰქონია დაკისრებული. იგი სინოდის სხდომებს თავმჯდომარეობდა და მიღებულ გადაწყვეტილებას მოახსენებდა იმპერატორს. სინოდის ობერ-პროკურორის წარდგინების შემდეგ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმპერატორი იღებდა და გამოსცემდა შესაბამის ბრძანებას (განკარგულებას). იმპერატორს შეეძლო, ყურად არ ეღო სინოდის გადაწყვეტილება. რუსეთში დე ფაქტო და დე იურე იმპერატორი ითავსებდა უმაღლესი საეკლესიო იერარქის ფუნქციას.
საეკლესიო წყობაში პრინციპული განსხვავება ართულებდა საეკლესიო სფეროში ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობას.
1771 წლის დეკემბრის მიწურულსა და 1772 წლის იანვრის დამდეგს ერეკლე II-მ შეიმუშავა ის პირობები, რომლის მიხედვითაც ქართლკახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებას ითხოვდა. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა მფარველობითი ხელშეკრულების პროექტს. სამეფო ხელისუფლების "უცვალებლად" შენარ უნებასთან ერთად მეფე ითხოვდა: "მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად" (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 59).
1782 წლის ბოლოსა და 1783 წლის დამდეგს ეკატერინე II-მ აზრი გამოთქვა ქართლ-კახეთის სამეფოსთან დასადები მფარველობითი ხელშეკრულებების პირობების თაობაზე. ეკლესიების ურთიერთობის პრინციპებს ეკატერინე II არ შეხებია, მაგრამ ამ საკითხს შეეხო იმპერატორის ფავორიტი ალექსანდრე ბეზბოროდკო. მისი აზრით, ქართლ-კახეთის სამეფოს ეპარქიების მმართველი იერარქები უნდა დაქვემდებარებოდნენ რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი უნდა გამხდარიყო უწმიდესი სინოდის წევრი (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 65).
გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წლის 24 ივლისი) მერვე მუხლის ძალით კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ხდებოდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი და სინოდში იკავებდა მერვე ადგილს ტობოლსკის არქიეპისკოპოსის შემდეგ (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 69).
გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლი ლახავდა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელის, სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელის, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის ღირსებას, კერძოდ, რუსეთის ეკლესიაში და, ცხადია, უწმიდეს სინოდში, არ იყო ანტონ I-ის რანგის საეკლესიო იერარქი, ასეთი იერარქი რუსეთს 1770 წლიდან
საერთოდ არ ჰყოლია. სინოდის წევრობა ანტონ I-თვის ნიშნავდა მის წევრებთან (მიტროპოლიტებთან, არქიეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებთან) გათანაბრებას. უფრო მეტიც, სინოდში კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ Iზე დიდი პატივით სარგებლობდა შვიდი მღვდელმთავარი (მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი).
გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წ.) არ აუქმებდა ქართლ-კახეთის სამეფოს, ისევე როგორც ტრაქტატის მერვე მუხლი არ აუქმებდა მცხეთის საპატრიარქო ტახტს და უძველეს სამოციქულო ეკლესიის თვითმწყემსობას (ავტოკეფალიას). რუსეთის საიმპერატორო კარი იწყებდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის გეგმაზომიერ მოქმედებას (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი, 2009, გვ. 1091). მცხეთის საპატრიარქო ტახტისა და ავტოკეფალიის გაუქმებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა 1801 წელს ქართლკახეთის სამეფოს გაუქმებითა და მისი რუსეთთან შეერთებით (Епископ Кирион. Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901, стр. 18.).
2. მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების მომზადება (1801-1809 წწ.)
1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე (მანიფესტში "ქართლ-კახეთის სამეფოს" ნაცვლად ვხვდებით: "царство Грузинское" და "Грузия"). მანიფესტში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო სამუდამოდ უერთდებოდა რუსეთის იმპერიას (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том I. Тифлис, 1866, стр. 94).
მანიფესტში არაფერი იყო ნათქვამი კათოლიკოს-პატრიარქსა და ეკლესიაზე. მანიფესტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ გენერალლეიტენანტმა კარლ კნორინგმა, იმპერატორ პავლე I-ის ნების თანახმად, წერილი გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. 1801 წლის თებერვლისათვის კარლ კნორინგი თანამდებობრივად ქართლ-კახეთთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. იგი ქართლ-კახეთის გენერალგუბერნატორად მხოლოდ 1801 წლის 11 მარტს დაინიშნა. მიუხედავად ამისა, რუსი გენერალი თავს გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფოს, აწ უკვე რუსეთის იმპერიის გუბერნიის, ბატონ-პატრონად თვლიდა.
კარლ კნორინგი ანტონ II-ს სთხოვდა ეპასუხა შემდეგ კითხვებზე:
1. რამდენი ეპარქია იყო ქართლ-კახეთის სამეფოში, ვინ იყვნენ ეპარქიის მმართველი იერარქები, რომელ სასულიერო ხელისუფალს ემორჩილებოდნენ ეპარქიის მმართველი იერარქები და როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ ისინი სამეფო ხელისუფლებასთან?
2. რამდენი მამათა და დედათა მონასტერი, საკათედრო ტაძარი და სამრევლო ეკლესია იყო თითოეულ ეპარქიაში, რამდენი ღვთისმსახური იყო ეპარქიაში და საიდან იღებდნენ ისინი სარგოს?
3. საეკლესიო იერარქები როგორ განაგებდნენ მონასტრებსა და ეკლესიებს; არსებობდა თუ არა ეპარქიებში რაიმე ორგანო: დიკასტერია, სასულიერო მმართველობა და სხვ., როგორი იყო ამ ორგანოების შემადგენლობა; კანცელარიის მოხელეები სასულიერო პირები იყვნენ თუ საერონი, საიდან იღებდნენ ისინი სარჩოს?
4. სასულიერო პირების მონაწილეობით სამოქალაქო საქმეები სად იხილებოდა: საეკლესიო თუ საერო სასამართლოში?
5. როგორ ხდებოდა სასულიერო წოდების მინიჭება; სასულიერო პირს ირ ევდა მრევლი თუ მას სასულიერო ხელისუფალი ნიშნავდა?
6. არსებობდა თუ არა ეპარქიებში სასულიერო წოდებისათვის სასწავლებლები, რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და ვის ხარჯზე არსებობდნენ ისინი?
7. ზემოხსენებულის გარდა, ქართველი სამღვდელოების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კიდევ რაიმეს გარკვევა ხომ არ იყო აუცილებელი? (Акты, I, стр. 529; ელდარ ბუბულაშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II. თბილისი, 2002, გვ. 16-17). გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგის წერილში ყოველი კითხვა ნათლად და გასაგებად იყო ამოყალიბებული.
მიუხედავად ამისა, როგორც არქიმანდრიტი ნიკანდრი აღნიშნავდა, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პასუხის გაცემას არ ქარობდა (Архимандрит Никандр. Об Автокефальности грузинской церкви и церковкой жизни в Грузии при католикосах. – Прибавление в „Духовному вестнику Грузинскаго экзархата“, 1905, №№13-14, 1-15 июля, стр. 66).
ცხადია, რუსმა არქიმანდრიტმა კარგად უწყოდა, თუ რატომ აგვიანებდა პასუხს ანტონ II. კათოლიკოსპატრიარქი გრძნობდა, რომ პეტერბურგში სრულიად გარკვეული მიზნით დაინტერესდნენ ქართლ-კახეთის ეკლესიის მდგომარეობით. პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) უხეში დარღვევის მაუწყებელი იყო. პავლე I-მა ფეხქვეშ გათელა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის უფლება, არად ააგდო მისი წინამორბედი იმპერატორის, დედის, ეკატერინე II-ის მიერ რატიფიცირებული ტრაქტატი.
ყოველივე ეს ანტონ II-ს სრულ უფლებას აძლევდა ეფიქრა: რუსეთის საიმპერატორო კარი ვერც კათოლიკოსპატრიარქის ხელისუფლებას მოითმენდა და მცხეთის უძველეს საპატრიარქო ტახტსაც, უძველეს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიასაც გააუქმებდა.
ძალზე საეჭვო იყო რუსეთის საიმპერატორო კარის დაინტერესება ისეთი საკითხებით, რომელიც მხოლოდ ანტონ II-ის იურისდიქციაში შედიოდა. ქართველი სამღვდელოების ბედზე ზრუნვით რომ რუსეთი რაღაც ავისმომასწავებლის შენიღბვას ცდილობდა, ეს ეჭვს არ იწვევდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ბოლოს იძულებული გახდა, პასუხი გაეცა რუსი გენერლის მიერ დასმულ კითხვებზე. ანტონ II-ის მიერ გაგზავნილი წერილის დედანი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.
ვენამდე მოღწეული წერილის რუსულ თარგმანს თარიღი არ უზის (Акты, I, стр. 529-530). დადგენილი არ არის, თუ რამდენ ხანს დააგვიანა ანტონ II-მ საპასუხო წერილის გაგზავნა, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის შემდეგ პასუხს დიდხანს ვეღარ დააყოვნებდა. ყოველ შემთხვევაში 1801 წლის ოქტომბრისათვის ანტონ II-ის პასუხი პეტერბურგში უკვე მიღებული უნდა ჰქონოდათ (Акты, I, стр. 535).
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის წერილი ძალზე კარგადაა შედგენილი. ანტონ II, ცხადია, გრძნობდა, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას აპირებდა. ამიტომ იყო, რომ წერილი შემდეგნაირად იწყებოდა: "ბერძენთა მეფის კონსტანტინე დიდის დროს საქართველოში მოვიდა წმიდა ნინო, რომელმაც უფლის შეწევნით დაამხო წარმართობა და მართლმადიდებლობაზე მოაქცია მეფე მირიანი და ქართველი ხალხი" (Акты, I, стр. 529-530).
ანტონ II აღნიშნავს, რომ მეფე მირიანის თხოვნის საფუძველზე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა საქართველოში გამოგზავნა ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი, რომელმაც მონათლა მეფე და ქართველი ხალხი, აკურთხა ეკლესია (Акты, I, стр. 530). ანტონ II წერილში საგანგებოდ უსვამდა ხაზს იმას, რომ მეფე ვახტანგ გორგასალმა მცხეთაში ცხოველმყოფელი სვეტის ადგილზე ააგო ეკლესია, დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც იწოდებოდა "უწმიდესად". ანტონ II წერდა, რომ ბიზანტიის იმპერატორები და მსოფლიო საეკლესიო კრებები ცნობდნენ საქართველოს ეკლესიის "თვითმწყემსობას" და საპატრიარქო ღირსებას. ცხადია, სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა ანტონ II, როდესაც წერილში საგანგებოდ აღნიშნავდა: „и по сие время патриаршество сие есть самовласное“ (Акты, I, стр. 530).
ამ შესავლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პასუხობს კარლ კნორინგის მიერ დასმულ კითხვებს:
1. ქართლში საეკლესიო იერარქები იყვნენ - მიტროპოლიტები: თბილელი, სამთავროელი, რუისელი, წილკნელი; მთავარეპისკოპოსი: მანგლელი; ეპისკოპოსები: ურბნელი, სამთავნელი, ნიქოზელი. კახეთში - მიტროპოლიტები: ალავერდელი (ეპარქიას პირადად ანტონ II განაგებდა), ბოდბელი, ნინოწმინდელი; მთავარეპისკოპოსი: რუსთველი; ეპისკოპოსები: ნეკრესელი, ხარჭაშნელი.
2. ეპარქიების მმართველი იერარქები გამორ ეული და დანიშნული იყვნენ მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ.
3. ქართლში მამათა შემდეგი მონასტრები იყო (მონასტრების სახელწოდებას მოვიყვანთ ისე, როგორც "აქტებშია" დაბეჭდილი): „Пещерский“, „Похвалы Божией Матери“, „Икортский“, „Ананурский“, „Креста“, „Пустынный Мгвимский“, „Ларгвисский“, „Хобский“ „Улумбский“, „Гетсиманий“, „Тирский“. კახეთში მამათა მონასტრები იყო: „Давид Гареджский“, „Предтеченский“, „Средигорный (Шуамтинский)“, „Бочормский“, „Святаго Саввы“, „Хирсский“, „Спаса“, „Предтеченский“. მონასტრებს განაგებდნენ არქიმანდრიტები. დედათა მონასტრები ქართლსა და კახეთში აღარ არსებობდნენ.
4. მღვდელმთავრები (მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები), მონასტრები და არქიმანდრიტები სარ ოს იღებენ საეკლესიო გლეხების მიერ გაღებული გადასახადიდან და საეკლესიო მამულებიდან რანგის შესაბამისად. სამრევლო ეკლესიების ღვთისმსახურები სარ ოს იღებენ მრევლიდან და პირადი შრომით.
5. ეკლესიაში თანამდებობებს იკავებენ მემკვიდრეობით, პირადი ღირსებით და არ ევით.
6. ქართლ-კახეთში დიკასტერია ან სხვა რაიმე ორგანო, საპატრიარქო სახლის გარდა, არ არსებობდა. ეპარქიებს განაგებდნენ პირადად მღვდელმთავრები (მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები) სამღვდელოებასთან ერთად, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავდნენ საპატრიარქოს.
7. ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიაში სამღვდელოების შვილებს ასწავლიან წერა-კითხვას თავიანთი ოჯახების ხარჯზე. მეფე ერეკლე II-ის დროს თბილისსა და თელავში არსებობდა სემინარიები, სადაც ასწავლიდნენ გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას. სემინარიებს ინახავდა მეფე (Акты, I, стр. 530).
ანტონ II-ის წერილისა და, ცხადია, სხვა ინფორმაციის მიღების შემდეგ პეტერბურგში შეუდგენიათ დოკუმენტი სათაურით „Наличный состав Грузинскаго Патриархата“. დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა:
1. ქართლ-კახეთის ეკლესიას განაგებს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მეფე ერეკლე II-ის ძე ანტონ II.
2. საპატრიარქო კათედრა მცხეთაშია. ტაძარი აშენებულია სასწაულმოქმედი სვეტის ადგილას.
3. ქართლში კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის 88 სოფელი, კახეთში - 58. ქართლში 6 მონასტერია, კახეთში - 5. კათოლიკოს-პატრიარქის გამგებლობაშია: კახეთში - ალავერდის ეკლესია, ქართლში - სამთავროს ეპარქია.
4. ქართლში საეკლესიო იერარქები არიან: ა) თბილელი მიტროპოლიტი არსენი, რომლის სამწყსოში, გარდა თბილისისა, შედის 18 სოფელი. სამწყსოს ტერიტორიაზე მამულები აქვთ 3 თავადსა და 4 აზნაურს; ბ) რუისელი მიტროპოლიტი იუსტინე, რომლის სამწყსოში შედის 46 სოფელი 21 თავადითა და 95 აზნაურით; გ) წილკნელი მიტროპოლიტი იოანე, რომლის სამწყსოში შედის 46 სოფელი, ასევე მოხევეები, მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოსხეველები, ჭართლელები.
სამწყსოს ტერიტორიაზე 14 აზნაური სახლობს; დ) ურბნელი მიტროპოლიტი იული, რომლის სამწყსოში შედის 20 სოფელი 5 თავადითა და 8 აზნაურით; ე) სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი, რომლის სამწყსოში შედის 17 სოფელი 1 თავადითა და 8 აზნაურით; ვ) ნიქოზელი ეპისკოპოსი ათანასე, რომლის სამწყსოში შედის 8 სოფელი.
5. კახეთში საეკლესიო იერარქები არიან: ა) ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, რომლის სამწყსოში შედის 31 სოფელი 28 თავადით;
ბ) ნინოწმინდელი მიტროპოლიტი მიხეილი, რომლის სამწყოში შედის 30 სოფელი 1 თავადით; გ) რუსთველი მთავარეპისკოპოსი სტეფანე, რომლის სამწყოში შედის 8 სოფელი 1 თავადით; დ) ნეკრესელი მიტროპოლიტი ამბროსი, რომლის სამწყოში შედის 14 სოფელი 5 თავადით (Акты, I, стр. 531).
1801 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში მყოფმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა უმაღლეს მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთების თაობაზე (Акты, I, стр. 132-133) (მანიფესტში, ისევე როგორც სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, "ქართლ-კახეთის სამეფოს" ნაცვლად გვხვდება „царство Грузинское“ და „Грузия“).
1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში არაფერი იყო ნათქვამი კათოლიკოს-პატრიარქის, საპატრიარქოსა და ეკლესიის თაობაზე. მანიფესტი ითვალისწინებდა ქართლკახეთის მოსახლეობის დაფიცებას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე.
ქართველი სამღვდელოება სწორედ ამ კონტექსტშია მოხსენიებული: "სამღვდელოთა, ვითარცა მწყემსთა სულისა თანა, პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა" (ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტი გამოსცა ი. დოლიძემ. ტომი II. თბილისი, 1965, გვ. 558). 1801 წლის 12 სექტემბერსვე ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა კიდევ რამდენიმე დოკუმენტს:
1) „Рескрипт от 12-го сентября 1801 года“, რომელიც მიეცა „Нашему ген.-л., главнокомандующему в Грузии Кноррингу“ (Акты, I, стр. 133-136);
2) „Височаише утвержденное воззвание к Грузинскому народу, в 12-й день сентября 1801 года“ (Акты, I, стр. 136-137);
3) „Постановление внутренняго в Грузии управления, Высочайше утвержденное в 12-й день сентября 1801 года“ (Акты, I, стр. 137-138);
4) „Объяснение исполнений Высочайшаго повеления, последовавшаго к ген.-л. Кноррингу, об управлении Грузиею, в 12-й день сентября 1801 года“ (Акты, I, стр. 138-140). ამ ოფიციალურ დოკუმენტებში ყველგან "ქართლკახეთის" ნაცვლად გვხვდება: „Грузия“.
1801 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს შინაგანი მართვა-გამგეობა ასე მოეწყო:
პირველი. ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველოს) ტერიტორია დაიყო 5 მაზრად (სამი მაზრა შეიქმნა ქართლში, ორი მაზრა - კახეთში). ეს მაზრები იყო: გორის, ლორეს, დუშეთის, თელავის, სიღნაღის.
მეორე. ქართლ-კახეთის მართვა-გამგეობაში შემდეგი თანამდებობები და ორგანოები იყო:
ა) მთავარსარდალი (Главнокомандующий),
ბ) მმართველი (Правитель),
გ) საქართველოს უმაღლესი მთავრობა (Верховное Грузинское Правительство), რომლის ადგილსამყოფელი იყო თბილისში.
საქართველოს უმაღლესი მთავრობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (დეპარტამენტად): 1) აღმასრულებელი, ანუ მმართველობისა, 2) სახაზინო, ანუ ეკონომიური, 3) სისხლის სამართლის საქმეთა, 4) სამოქალაქო საქმეთა. ექსპედიციების (დეპარტამენტების) უფროსები რუსი მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ. ექსპედიციის უფროსებს ეყოლებოდათ ქართველი თავადებიდან 4 მრჩეველი, ანუ მდივანბეგი.
საქართველოს მმართველი (Правитель Грузии), ექსპედიციების უფროსები და მათი მრ ევლები შეადგენდნენ "საქართველოს მთავრობას" („Верховное Грузинское Правительство“) (Акты, I, стр. 137).
საქართველოს პირველი მთავარსარდლები იყვნენ: გენერალლეიტენანტი კარლ კნორინგი (1801-1803), გენერალ-ლეიტენანტი პავლე ციციანოვი (ციციშვილი) (1802-1806), გენერალ-ანშეფი ივანე გუდოვიჩი (1806-1809), გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ტორმასოვი (1809-1811), გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ პაულუჩი (1811-1812), გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ რტიშჩევი (1811-1816).
საქართველოს უმაღლესი მთავრობა თბილისში ფუნქციონირებას შეუდგა 1802 წლის 8 მაისს. საქართველოს პირველი მმართველი იყო პეტრე კოვალენსკი.
1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი უფრო ენერგიულად შეუდგა კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის, საკათალიკოსოსა და ქართველი სამღვდელოები საქმეებში არევას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტიურობდა კარლ კნორინგის შემცვლელი, საქართველოს ახალი მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი, წარმოშობით ქართველი თავადი, პავლე ციციანოვი (ციციშვილი) (Ахимандрит Никандр. Об автокефальности грузинской церкви и церковной жизни в Грузии при католикосах. – Прибавление к „Духовному Вестнику Грузинскаго экзархата“, 1905, №№13-14, 1-15 июля, стр. 67).
პავლე ციციანოვი საქართველოს მთავარსარდლად 1802 წელს დაინიშნა, თუმცა თბილისში 1803 წლის 1 თებერვალს ამოვიდა. ახალი მთავარსარდლის მოთხოვნით მალევე იქნა აღრიცხული კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-ის წლიური შემოსავალი. ანტონ II-ს შემდეგი შემოსავალი ჰქონია: 1700 კოდი ხორბალი, 225 საპალნე ღვინო, 2800 მანეთი (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том II. Тифлис, 1866, стр. 263).
თბილისში ამოსულ საქართველოს მთავარსარდალ პავლე ციციანოვს საქართველოს მმართველმა პეტრე კოვალენსკიმ წარუდგინა
მოხსენება 1803 წლის 27 იანვარს მომხდარი ინცინდენტის თაობაზე. 27 იანვარს, სამთავროსა და წილკნის მთავარეპისკოპოს იოანეს დაკრძალვის დროს, წარმოიშვა დავა დეკანოზ სოლომონსა და თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზ (დოკუმენტში ვინაობა არაა მითითებული - ვ. გ.) შორის კათოლიკოს-პატრიარქის უწყებაში (საკათალიკოსო სახლში) თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.
თბილელი მიტროპოლიტი არსენი მოითხოვდა უპირატესობა მიენიჭებინათ სიონის ტაძრის დეკანოზისათვის. გაწბილებულმა დეკანოზმა სოლომონმა, რაკი თავისი ვერ გაიტანა, დაკრძალვა მიატოვა.
დაკრძალვიდან დაბრუნებისას თბილელ მიტროპოლიტ არსენს და მის თანმხლებთ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, დაჭრეს მიტროპოლიტი და მასთან მყოფი რამდენიმე ღვთისმსახური.
მიტროპოლიტ არსენის აზრით, თავდამსხმელები იყვნენ დეკანოზ სოლომონის შვილები, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ისა და ორივე დედოფლის (დარეჯანისა და მარიამის - ვ. გ.) მსახურები (Акты, II, стр. 263; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 29-30).
პავლე ციციანოვისათვის თბილისში ამოსვლის შემდეგ ქალაქის კომენდანტს წარუდგენია მოხსენება. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ შემთხვევის ადგილას ხმლით ხელში დაუჭრიათ დეკანოზ სოლომონის შვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. პავლე ციციანოვმა ბრძანება გასცა ძიების დაწყების თაობაზე, რათა დაედგინათ დაპატიმრებულის თანამზრახველები და კანონის შესაბამისად დაესაჯათ ისინი. ყოველივე ამის თაობაზე პავლე ციციანოვმა 1803 წლის 10 თებერვალს საგანგებო წერილით საქმის კურსში ააყენა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (Акты, II, стр. 263-264).
მთავარეპისკოპოს იოანეს დაკრძალვის დღეს მომხდარი ინცინდენტი უფრო სხვა მხრივაა ყურადსაღები. თბილელი მიტროპოლიტი არსენი ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა. როგორც პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი აღნიშნავს, თბილელი მიტროპოლიტი არსენი "წარმოშობით ბაგრატიონი იყო, თუმცა იგი ნადიბაიძის გვარს ატარებდა. არსენი იყო ვახტანგ მეექვსის ძმის იესეს უკანონო შვილის აბდულა-ბეგის (არ ილის) შვილი" (ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 28-29).
იგი ოპოზიციაში ედგა ბაგრატიონთა კახეთის შტოს ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს, დავით ბატონიშვილს და, ცხადია, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს (ერეკლე II-ს ძეს). პავლე ციციანოვმა ყოველივე ეს კარგად უწყოდა და თბილელი მიტროპოლიტის თავისი მიზნებისათვის გამოყენებას ცდილობდა. ამიტომ იყო, რომ გენერალმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პეტრე კოვალენსკის მოხსენებას და ინცინდენტის გამოძიებას შეუდგა.
სამაგიეროდ, პავლე ციციანოვი ყოველნაირად ცდილობდა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის შეზღუდვას. საქართველოს მთავარსარდალი კათოლიკოს-პატრიარქთან ურთიერთობისას ყოველთვის ცდილობდა ეტიკეტი არ დაერღვია, თუმცა ანტონ II-ის სამართლიან მოთხოვნებს იშვიათად უწევდა ანგარიშს.
საერთოდ პავლე ციციანოვი თვლიდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე კათოლიკოსპატრიარქი ეკლესიას მეფესთან ერთად განაგებდა, მეფეს ეთათბირებოდა. რადგან სამეფო ხელისუფლება უკვე გაუქმებული იყო, კათალიკოს-პატრიარქს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავარსარდალთან, ე. ი. პავლე ციციანოვთან შეთანხმებით უნდა მიეღო.
1802 წლის 16 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კუთვნილი 10 სავაჭრო დუქანი. ხანძარმა დააზიანა ტაძარიც. სიონის ტაძარი ძირითადად ამ დუქნებიდან მიღებული შემოსავლით არსებობდა. პავლე ციციანოვმა გამოგონილი მიზეზით ანტონ II-ს უარი უთხრა დუქნების აღდგენაზე და, ამდენად, სიონის ტაძარი უსახსროდ დატოვა.
გენერალი კათოლიკოს-პატრიარქს დაჰპირდა, იმპერატორს ვთხოვ, გვერდით მდებარე დავით ბატონიშვილის კუთვნილი ქარვასლა უბოძოს სიონის ტაძარსო (Акты, II, стр. 264). ქარვასლის სიონის ტაძრისათვის გადაცემის თხოვნა პავლე ციციანოვს მართლაც რომ გაეგზავნა პეტერბურგში, ეს საქმე ძალიან დიდხანს გაჭიანურდებოდა, სიონის ტაძარს კი ფინანსური შემწეობა დაუყოვნებლივ სჭირდებოდა - აუცილებელი იყო ტაძრის რესტავრაცია.
ტაძარი რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, პავლე ციციანოვმა კარგად უწყოდა. მიუხედავად ამისა, გენერალმა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს ოფიციალურად აცნობა, რომ სიონის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისათვის საჭირო 10.000 მანეთი საქართველოს შემოსავლებიდან ვერ გამოიყოფოდა (Акты, II, стр. 264). მოგვიანებით, 1803 წლის 4 მაისს, პავლე ციციანოვს პეტერბურგიდან აცნობეს, რომ სიონის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისათვის საჭირო 10.000 მანეთი იმპერატორის 1803 წლის 29 აპრილის ბრძანებით გამოყოფილი იყო სახელმწიფო ხაზინიდან (Акты, II, стр. 265; ელდარ ბუბულაშვილი.
დასახელებული ნაშრომი, გვ. 26). ეს თანხა ტაძრის რეკონსტრუქციას მოხმარდა.
რუსეთის საიმპერატორო კარის მითითების თანახმად, პავლე ციციანოვი შეუდგა ქართლსა და კახეთში ეპარქიების შემცირებას.
საწყის ეტაპზე მიმდინარეობდა ეპარქიების გაერთიანება. პავლე ციციანოვმა გადაწყვიტა წილკნის ეპარქია გაეუქმებინა, უფრო ზუსტად, წილკნისა და სამთავისის ეპარქია გაეერთიანებინა. კათოლიკოსპატრიარქი ანტონ II წინ აღუდგა ორი ეპარქიის გაერთიანებას და პავლე ციციანოვის თანხმობის გარეშე წილკნის ეპარქიის მმართველ იერარქად არქიმანდრიტი დოსითეოზი დაადგინა.
ცხადია, არქიმანდრიტი ეპარქიის მმართველად მხოლოდ დროებით შეიძლებოდა ყოფილიყო, მალევე უნდა მომხდარიყო დოსითეოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა.
ანტონ II-ის გადაწყვეტილებამ ძალზე აღაშფოთა პავლე ციციანოვი. 1803 წლის 2 აპრილს გენერალმა წერილი გაუგზავნა კათოლიკოსპატრიარქს (Акты, II, стр. 264). მართალია, პავლე ციციანოვი თითქოს პატივისცემას ადასტურებდა კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, მაგრამ ამავე დროს აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ანტონ II-მ მასთან შეუთანხმებლად არქიმანდრიტი დოსითეოზი წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა. გენერალს ისიც კი გამოუძიებია, თუ ვისთან იმყოფებოდა დოსითეოზი ნათესაურ კავშირში (Акты, II, стр. 264).
აღშფოთებული გენერალი ანტონ II-ს შეახსენებდა, რომ „священная есть воля Е. И. В. (მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის - ვ. გ.) не умножать в Грузии высоких в духовенстве званий“ (Акты, II, стр. 264). ეს იმას ნიშნავდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს უკრძალავდნენ ეპისკოპოსად, მთავარეპისკოპოსად და მიტროპოლიტად ხელდასხმას. და ბოლოს, პავლე ციციანოვი ანტონ II-ს ავალებდა: იმპერატორის ნების თანახმად, წილკნის ეპარქია გააუქმე და სამთავისის ეპარქიას შეუერთეო. გაერთიანებული ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსად მეუფე გერვასი უნდა დარჩენილიყო (Акты, II, стр. 264).
ანტონ II მძიმე მდგომარეობაში აღმო ნდა. ეპისკოპოსად, მთავარეპისკოპოსად და მიტროპოლიტად ხელდასხმის აკრძალვის გამო, ეპარქიის მმართველი იერარქიის გარდაცვალების შემთხვევაში, ეპარქია ავტომატურად უქმდებოდა (უერთდებოდა სხვა ეპარქიას). 1803 წლის აპრილში ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიხეილმა ავადმყოფობის (მხედველობის დაქვეითების) გამო გადადგომა ითხოვა.
ეპარქიის ახალი მმართველი იერარქის დადგენა (ეპისკოპოსად ხელდასხმა) ანტონ II-ს აკრძალული ჰქონდა. 1803 წლის 26 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ რუსთველ მთავარეპისკოპოს სტეფანეს აცნობა, რომ რუსთავის ეპარქიას უერთდებოდა ნინოწმინდის ეპარქია. ამიერიდან გაერთიანებული ეპარქიების მმართველი იერარქი სტეფანე იწოდებოდა ასე: "მიტროპოლიტი ნინოწმინდისა და მთავარეპისკოპოსი რუსთავისა" (Акты, II, стр. 564-565).
პავლე ციციანოვი უხეშად ერეოდა საპატრიარქოს ფინანსურ საქმეებში. 1804 წლის 18 თებერვალს გენერალმა წერილით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. წერილში აღნიშნულია, რომ სანთლის გაყიდვის შედეგად რუსეთის ეკლესია მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა. ამიერიდან ქართლისა და კახეთის ეპარქიებში სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა უნდა მოხმარებოდა ეკლესიებს (ტაძრებს) და არა სამღვდელოებას (Акты, II, стр. 567).
პავლე ციციანოვის გადაწყვეტილება, რომელიც, ცხადია, პეტერბურგში მიღებული გადაწყვეტილების გამოძახილი იყო, შემთხვევითი არ ყოფილა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ქართლისა და კახეთის ეკლესიებისა და მონასტრების უმრავლესობა დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებდა. სახელმწიფო ხაზინას საჭირო სახსრების გაღება არ სურდა. ამიტომ გადაწყდა, რესტავრაციისათვის აუცილებელი თანხა თვით ეკლესიებს მოეძიებინათ.
თუ სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა სამღვდელოებას არ მოხმარდებოდა და რესტავრაციისათვის გადაიდებოდა, ცხადია, ხაზინას გარკვეული შეღავათი მიეცემოდა. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად მცირდებოდა სამღვდელოების შემოსავალი. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველი სამღვდელოებისათვის ეს დიდი დარტყმა იყო.
რუსეთის საიმპერატორო კარი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარებისთანავე შეუდგა როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო უწყებაში შემოსავლების აღრიცხვას გადასახადების დაწესების მიზნით. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ცდილობდა საეკლესიო შემოსავლების დაცვას.
ამით აღშფოთებული საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი 1804 წლის 23 მარტს უმაღლეს ხელისუფლებას მოახსენებდა: საქართველოში ამოსვლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს სამჯერ გავუგზავნე ფორმები, რომლის მიხედვითაც უნდა აეტარებინათ საეკლესიო ქონების აღწერა, მაგრამ საჭირო ცნობების მირებას ვერ მივაღწიეო (Акты, II, стр. 267).
პავლე ციციანოვმა 1804 წლის 23 მარტს იმპერატორისათვის გაგზავნილ მოხსენებას თან დაურთო იმავე რიცხვით დათარიღებული წერილის ასლი, რომელიც მან კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს გაუგზავნა. პავლე ციციანოვი ანტონ II-ს წერდა: რვა თვის განმავლობაში ვერ მივაღწიე
საეკლესიო ქონების აღწერას, თუმცა აღწერისათვის საჭირო ფორმები გამოგიზავნეთო. შემდეგ გენერალი თვალთმაქცობდა და კათოლიკოსპატრიარქს ასე მიმართავდა: საეკლესიო ქონების აღწერის დაყოვნების გამო არ მინდოდა თავს დაგტყდომოდათ იმპერატორის რისხვა, ამიტომაც აქამდე თავს ვიკავებდი და იმპერატორისათვის საქმის ვითარება არ მომიხსენებიაო. პავლე ციციანოვი ანტონ II-ს საყვედურობდა:
მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები ყოველგვარი წესის და რიგის დაცვის გარეშე ახდენენ მღვდლად ხელდასხმას, ხოლო არქიმანდრიტები - ბერად აღკვეცას. ყურადღება არ ექცევა მღვდლად ხელდასხმულის ან ბერად აღკვეცილის ასაკს და წოდებას; არად აგდებენ მემამულის უფლებას. მემამულეს არ ეკითხებიან, თანახმაა თუ არა იგი, ყმა გლეხი გადავიდეს სასულიერო წოდებაში.
პავლე ციციანოვის აზრით, ასეთი მდგომარეობა ქმნიდა იმის საფრთხეს, რომ საქართველოს ერთი ნაწილი იქცეოდა ბერულ სამყაროდ, ხოლო მეორე ნაწილი - თეთრი სამღვდელოების სამყაროდ. გენერალი თეთრი და შავი სამღვდელოების გამრავლებაში ხედავდა არა ადამიანების ეკლესიის წიაღისაკენ სულიერ სწრაფვას, არამედ სასულიერო წოდებაში გადასვლით გადასახადებისაგან გათავისუფლების მისწრაფებას (Акты, II, стр. 568). პავლე ციციანოვი თეთრი და შავი სამღვდელოების გამრავლებაში სხვა საფრთხესაც ხედავდა.
გენერალი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ეკლესიები და მონასტრები ეკონომიურად ცუდად იყვნენ უზრუნველყოფილნი, ეკონომიური თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა სამღვდელოება. ასეთ ვითარებაში თეთრი და შავი სამღვდელოების რიცხვის ზრდა კიდევ უფრო გააუარესებდა მდგომარეობას.
პავლე ციციანოვს ასეთი მაგალითი მოჰყავდა: ერთ-ერთ ეკლესიას ძალზე მცირე შემოსავალი ჰქონდა და ამავე დროს ეკლესიის შტატში 14 მღვდელი ირიცხებოდაო (Акты, II, стр. 268).
პავლე ციციანოვის დამოკიდებულება კათოლიკოს-პატრიარქისა და, საერთოდ, ქართველი სამღვდელოებისადმი კარგად ანს მისი წერილიდან ანტონ II-დმი, რომელიც 1804 წლის 25 მარტით არის დათარიღებული. 1804 წლის 18 მარტს ანტონ II-ს თხოვნით მიუმართავს პავლე ციციანოვისათვის საეკლესიო გალობის მასწავლებლის არქიმანდრიტ გერასიმეს და მისი ძმისათვის ხელფასის დანიშვნის თაობაზე. არქიმანდრიტი გერასიმე თავის დროზე მეფე ერეკლე II-ს გამოუწვევია იმერეთიდან და ხელფასსაც მეფე უხდიდა.
პავლე ციციანოვმა უარი თქვა ანტონ II-ის თხოვნის დაკმაყოფილებაზე (Акты, II, стр. 268). გენერლის წერილიდან ყურადღებას იმსახურებს ერთი ადგილი. ხელფასის დანიშვნაზე უარის თქმას პავლე ციციანოვი იმითაც ასაბუთებდა, რომ საეკლესიო გალობის მასწავლებლის მოღვაწეობას სათანადო შედეგი არ მოჰყოლიაო.
იგი პირდაპირ აცხადებდა: ეკლესიებში გალობის ნაცვლად თხების კიკინი ისმისო (Акты, II, стр. 268). იქვე გენერალი ანტონ II-ს რ ევას აძლევდა: ქართული საეკლესიო გალობა რუსული საეკლესიო გალობით შეცვალეთო (Акты, II, стр. 268). ქართული საეკლესიო გალობის რუსულით შეცვლა, ისევე როგორც ღვთისმსახურების რუსულ ენაზე წარმართვა, საქართველოში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენდა. ამ პოლიტიკის გატარება საქართველოში პავლე ციციანოვმა დაიწყო.
პავლე ციციანოვის 1804 წლის 23 მარტის წერილის მიღების შემდეგ მუხრანში მყოფმა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ 1804 წლის 6 აპრილს წერილითვე უპასუხა გენერალს. ანტონ II პავლე ციციანოვს აცნობებდა, რომ საეკლესიო ქონების აღწერისათვის სპეციალური ფორმები მან რამდენიმე თვის წინ დაუგზავნა ეპარქიების მმართველ იერარქებს. ამასთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქი წერდა, რომ მან ეპარქიის მმართველ იერარქებს აუკრძალა როგორც ვინმეს ბერად აღკვეცა, ისე მღვდლად ხელდასხმა (Акты, II, стр. 568). საჭირო მასალის არარსებობის გამო არ დგინდება, ტარდებოდა თუ არა ეს აკრძალვა ცხოვრებაში.
ანტონ II-ის 1804 წლის 6 აპრილის წერილი ცხადად ადასტურებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი იძულებული გახდა პავლე ციციანოვის მოთხოვნისათვის, თუ ფაქტობრივად არა, ფორმალურად მაინც ანგარიში გაეწია. თუმცა გენერალი ამან სულაც არ დააკმაყოფილა და კვლავ განაგრძო კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის შევიწროვება.
1804 წლის მარტში გარდაიცვალა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ექვთიმე. ანტონ II-მ ნინოწმინდისა და რუსთავის ეპარქიის მმართველ მთავარეპისკოპოს სტეფანეს წარდგინებით მონასტრის წინამძღვრად დაადგინა არქიმანდრიტი დომენტი (Акты, II, стр. 268).
შეიტყო თუ არა მომხდარი, 1804 წლის 10 აპრილს პავლე ციციანოვმა ანტონ II-ს პროტესტის წერილი გაუგზავნა. გენერალი წერდა: ნიქოზის ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა ათანასემ ასაკის გამო გადადგომა ითხოვა. ამასთან ერთად მეუფე სტეფანემ ითხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მისი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარად დადგენა; თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, იმავე მონასტერში ცხოვრების უფლება და წლიურ სარGოდ 120 მანეთის დანიშვნა (Акты, II, стр. 268). ამის შემდეგ პავლე ციციანოვი ანტონ II-ს ავალებდა:
1) მის მიერ იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად დადგენილი არქიმანდრიტი დომენტი გადაეყენებინა, მონასტრის წინამძღვრად დაედგინა მეუფე სტეფანე და დაენიშნა მისთვის სარგო 120 მანეთი; წინამძღვრის მოადგილედ დაედგინა არქიმანდრიტი დომენტი.
2) წილკნის ეპარქია შეერთებინა სამთავისის ეპარქიისათვის. ამასთან ერთად გენერალი კათოლიკოს-პატრიარქს წერდა: თუ რაიმე მიზეზით ის არ ისურვებდა მეუფე სტეფანეს მონასტრის წინამძღვრად დადგენას, მაშინ ეცნობებინა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, რათა თავის თავად პავლე ციციანოვს ანტონ II-ის გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში აეყენებინა რუსეთის იმპერატორი (Акты, II, стр. 269; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 30-31).
ქართლისა და კახეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართული ენის ნაცვლად რუსულ ენაზე აღვლენის მიზნით პავლე ციციანოვმა რამდენიმე ღონისძიება გაატარა. ამასთან ერთად პავლე ციციანოვი იმაზეც ზრუნავდა, რომ ქართლისა და კახეთის ეკლესიებში შემოეღოთ ისეთი საკითხავები, რომლებიც რუსეთის ეკლესიაში იკითხებოდა. ეს საკითხავები რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი და, ცხადია, 1804 წლისათვის საქართველოს ეკლესიებში რუსულ ენაზე კითხვას აზრი არ ჰქონდა - ქართველი მრევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსული ენა არ იცოდა.
1804 წლის 25 აპრილს გენერალმა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს წერილით მიმართა. პავლე ციციანოვი ობერ-პროკურორს სთხოვდა, უწმიდესი სინოდის ქართველ წევრს, ქსნის ერისთავთა შთამომავალს, არქიეპისკოპოს ვარლამს ქართულად ეთარგმნა ეკლესიაში საკითხავები:
1) დიდი საეკლესიო დღესასწაულების ტაბელი, 2) ეკლესიებში რუსეთის იმპერატორის საგვარეულოს მოხსენიების ფორმა, 3) სამადლობელი ლოცვები, 4) ლოცვები რუსეთის იმპერატორის ტახტზე ასვლისა და კორონაციის დღეს, 5) გარდაცვლილი იმპერატორისათვის პანაშვიდის გადახდისას საკითხავები. თარგმნილი ლიტერატურა პეტერბურგში უნდა დაბეჭდილიყო ქართულ ენაზე, თითოეული არა ნაკლებ 200 ეგზემპლარისა (Акты, II, стр. 269).
პავლე ციციანოვი პერიოდულად გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშს უდგენდა იმპერატორს. ერთ-ერთი ასეთი ანგარიში დაწერილია 1804 წლის 29 მაისს. გენერალი უმაღლეს ხელისუფლებას მოახსენებდა შემდეგს:
1) წილკნის ეპარქია გაუქმდა და შეუერთდა სამთავისის ეპარქიას;
2) წილკნის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი ასაკის გამო გადადგა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ცხოვრობს. კათოლიკოს-პატრიარქმა, ჩემი თხოვნის მიუხედავად, წლიურ სარგოდ 120 მანეთის ნაცვლად დაუნიშნა 60 მანეთი, დანარჩენ 60 მანეთს იგი საქართველის შემოსავლებიდან (ხაზინიდან) იღებს;
3) მმართველი ეპისკოპოსების ნებაყოფლობითი გადადგომა ეპარქიების შემცირების საუკუთესო ფორმაა. ამ გზით ქართლში 6 ეპარქიიდან 3 უკვე გაუქმებულია;
4) ეპარქიების ერთბაშად გაუქმება სახიფათოა (Акты, II, стр. 269). პავლე ციციანოვის 1804 წლის 29 მაისით დათარიღებულ ანგარიშს პეტერბურგში გამოეხმაურნენ. 1804 წლის 9 სექტემბერს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ფავორიტმა, ფარული კომიტეტის წევრმა ვიქტორ კოჩუბეიმ პავლე ციციანოვს წერილობით აცნობა შემდეგი:
1) მოწონებას იმსახურებდა ეპარქიების გაუქმება; 2) ეპარქიების რიცხვის შემცირება კვლავაც უნდა გაგრძელებულიყო; 3) ეპარქიების გაუქმება უნდა მომხდარიყო უმტკივნეულოდ; 4) იოანე ნათლისმცემლის მონასტერში განწესებული მეუფე ათანასესათვის საქართველოს შემოსავლებიდან წლიურად 60 მანეთის გამოყოფას იმპერატორი დაეთანხმა (Акты, II, стр. 269-270).
საქართველოს მთავარსარდალი გენერალი პავლე ციციანოვი, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობდა ბოლომდე მიეყვანა ქართლსა და კახეთში საეკლესიო ქონების აღწერის საქმე. გენერალი ხშირად კათოლიკოს-პატრიარქის გვერდის ავლითაც მოქმედებდა და პირდაპირ ეპარქიის მმართველ იერარქებს ავალებდა აღწერის ატარებას.
1805 წლის 21 თებერვალს ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე პავლე ციციანოვს მოახსენებდა:
1) ნეკრესის ეპარქიის მფლობელობაშია 80 კომლი გლეხი, რომლებიც ემსახურებიან ეკლესიას და მუშაობენ ეკლესიის მამულში;
2) 50 კომლი გლეხი ნეკრესის ეპარქიას უხდის ყოველ კომლზე წლიურად ნახევარ საპალნე ღვინოს და 10 კოდ ხორბალს. გარდა ამისა, 50 კომლი ეკლესიას წლიურად უხდის 60 ვერცხლის მანეთს;
3) ნეკრესის ეპარქიას ორგან აქვს ვენახი, რომელთაგან ერთი ნაკლებადმსხმოიარეა. ორივე ვენახი იძლევა 60 საპალნე ღვინოს;
4) ხორბლის ყანები ნეკრესის ეპარქიას არ გააჩნია. გლეხები ვალდებული იყვნენ, ხორბალი დაეთესათ, მაგრამ უარი თქვეს. ეკლესია ხორბალს ყიდულობს;
5) სავაჭროებიდან ნეკრესის ეპარქია ყოველწლიურად იღებს 40 მანეთს;
6) საეკლესიო გლეხებისაგან გადასახადის ("დრამა" და "სახუცო") სახით ნეკრესის ეპარქია ყოველწლიურად იღებს 220 მანეთს; 7) სადილის ჟამნობის დადგენილი გადასახადიდან ნეკრესის ეპარქიას წელიწადში აქვს შემოსავალი 200 მანეთის ოდენობით (Акты, II, стр. 271). ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე პავლე ციციანოვს ცალკე მოახსენებდა ხარჭაშნის ეპარქიის შემოსავლის თაობაზე:
1) ხარჭაშნის ეპარქიაში 30 კომლი საეკლესიო გლეხია;
2) საეკლესიო გლეხები ეპარქიას, შეძლებისდაგვარად, გადასახადს უხდიან ხორბლით, ღვინით კი ვერა;
3) ხარჭაშნის ეპარქიას აქვს ვენახი, რომელიც იძლევა 12 საპალნე ღვინოს;
4) ხარჭაშნის ეპარქიაში შედის თიანეთი და ფშავი, საიდანაც გადასახადები მცირე რაოდენობით შემოდის. თიანეთიდან დრამის გადასახადი შეადგენს წელიწადში 15 ან 20 მანეთს;
5) საძოვრით სარგებლობისათვის ხარჭაშნის ეპარქია გადასახადის სახით იღებს 20 ცხვარს (Акты, II, стр. 271).
ხარჭაშნის ეპარქიაზე კიდევ უფრო ღარიბი იყო ნიქოზის ეპარქია.
1806 წელს ბაქოში ღალატით მოკლული საქართველოს მთავარსარდლის გენერალ პავლე ციციანოვის ნაცვლად მთავარსარდლად დაინიშნა გენერალ-ანშეფი ივანე გუდოვიGი (1806-1809). ამ პერიოდისათვის (1803-1804 წწ.) იმერეთის სამეფო, სამეგრელოსა და გურიის სამთავროები უკვე რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში იყვნენ შესულნი. მზადდებოდა დასავლეთ საქართველოს დაპყრობა. თუ 1806 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდებოდა, რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს დაპყრობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
დასავლეთ საქართველო (იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი) ლიხთიმერეთისა და აფხაზთა კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. 1795 წელს გარდაიცვალა ლიხთიმერეთისა და აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმე (აბაშიძე). იმერეთში შექმნილი რთული ვითარების გამო საეკლესიო კრების მოწვევა და კათოლიკოს-პატრიარქის არ ევა ვერ მოხერხდა. იმერეთის მეფე სოლომონ II-მ კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შესრულება ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოზს დააკისრა.
1807 წლის 15 აპრილს რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერპროკურორმა ალექსანდრე გოლიცინმა საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ივანე გუდოვიGს საგანგებო წერილი გაუგზავნა. წერილის შინაარსი ასეთია: იმერეთის მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების კრებამ თხოვნით მიმართა უწმიდეს სინოდს, რათა ამ უკანასკნელს იმერეთში გაეგზავნა წმიდა მირონი. ი
მერეთის მღვდელმთავრები წერდნენ, რომ წინათ მირონს კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან იღებდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში, ომიანობისა და არეულობის გამო (ამ დროს მიმდინარეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომის - ვ. გ.), კონსტანტინეპოლში გამგზავრება შეუძლებელი გახდა (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том III. Тифлис, 1869, стр. 76). სინოდის ობერ-პროკურორი ალექსანდრე გოლიცინი გენერალ ივანე გუდოვინს აცნობებდა, რომ უწმიდესმა სინოდმა მოსკოვის სინოდალურ კანტორას დაავალა იმერეთში გასაგზავნად გამოეყო ვედრონახევარი მირონი, რომელიც მოსკოვში ასულ ქართველებს უნდა აეტანათ ჩრდილო კავკასიის ქალაქ მოზდოკში.
მოზდოკიდან მირონის იმერეთში გადატანაზე გენერალ ივანე გუდოვი ს უნდა ეზრუნა (Акты, III, стр. 76). იმერეთის მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების წერილის დედანი, რომელსაც ალექსანდრე გოლიცინი იხსენებს, მიკვლეული არ არის.
ქართული წყაროები არ ადასტურებენ ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქოს მიერ მირონის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ამოტანის ფაქტს. ქართული საერო და საეკლესიო ისტორიოგრაფია მიი ნევს, რომ მირონი ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქოს მცხეთიდან მიჰქონდა.
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ყოველმხრივ შევიწროვებასთან ერთად რუსეთის საიმპერატორო კარი ანტონ II-ის მოწინააღმდეგე სამღვდელოების წახალისების პოლიტიკას ატარებდა. 1807 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ანტონ II-ის ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე თბილელი მიტროპოლიტი არსენი ბრილიანტისჯვრიანი თეთრი ბარტყულით დააჯილდოვა (Акты, III, стр. 77).
ანტონ II-ის მიმართ რუსეთის საიმპერატორო კარის არაკეთილგანწყობილების დამადასტურებელი იყო იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1807 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება. თავის დროზე ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XII-მ იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კუთვნილი გლეხები გადასახადისაგან გაათავისუფლა. ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე I-მა ივანე გუდოვი ს შემდეგი შინაარსის ბრძანება გამოუგზავნა:
1) ქართველი მეფეების სიგელები მონასტრების კუთვნილი გლეხების გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე ძალადაკარგულად აითვალოს;
2) ამიერიდან გლეხებმა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს დადგენილი წესით გადაუხადონ გადასახადი (Акты, III, стр. 77).
3. მცხეთის საპატრიარქოს გაუქმება (1809-1811 წწ.).
რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში რომ მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის და სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობას ისახავდა მიზნად, თავიდანვე ნათელი იყო.
პირველ რიგში ამას ცხადად გრძნობდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II. რუსეთის საიმპერატორო კარი პირველ ხანებში შენიღბულად მოქმედებდა. 1809 წელს საქართველოს მთავარსარდლად დანიშნულმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა უკვე ღიად დაიწყო მოქმედება.
1809 წლის 6 ივნისს ალექსანდრე ტორმასოვმა მოხსენება გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს. გენერალი ყოველგვარი შესავლის გარეშე მოხსენების დასაწყისშივე აცხადებს: ემი წინამორბედების (პავლე ციციანოვისა და ივანე გუდოვი ის - ვ. გ.) მცდელობის მიუხედავად, დღესაც კი უცნობია, თუ რამდენი ეკლესია, ან რამდენი ღვთისმსახურია ქართლკახეთში (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том IV. Тифлис, 1870, стр. 139).
მოხსენებაში ალექსანდრე ტორმასოვი აყალიბებს თავის შეხედულებას ეკლესიაში გასატარებელი რეფორმების თაობაზე:
1. რუსეთის ეკლესიის მსგავსად თბილისში უნდა დაარსდეს დიკასტერია, რაზეც თანხმობა განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ.
2. სასულიერო მმართველობის ახალი ორგანო - დიკასტერია - დაამყარებს წესრიგს ეკლესიაში, ბოლოს და ბოლოს, გაირკვევა ეკლესიებისა და ღვთისმსახურების რიცხვი.
3. ეპარქიებში მმართველმა ეპისკოპოსებმა დიკასტერიის თანხმობის გარეშე ვერ უნდა მოახდინონ მღვდლად ხელდასხმა ან ბერად აღკვეცა.
4. დიკასტერიის შექმნამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ უნდა აკრძალოს პირადად მისი და საერო ხელისუფლების (მთავარსარდლის - ვ. გ.) ნებართვის გარეშე მღვდლად ხელდასხმა და ბერად აღკვეცა.
5. მღვდლად ხელდასხმისა და ბერად აღკვეცის შეზღუდვა შეამცირებს ღვთისმსახურების რიცხვს, რომელიც ამჟამად წარმოუდგენლად დიდია - ერთ ეკლესიაზე სამი-ოთხი მღვდელი მოდის.
6. თბილისში უნდა დაარსდეს სასულიერო სემინარია, სადაც ისწავლიან სამღვდელოების შვილები, რაც ხელს შეუწყობს სამღვდელოების განათლების დონის ამაღლებას (Акты, IV, стр. 139-140; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 34-35).
რეფორმის ზოგადი მიმართულების განსაზღვრის შემდეგ ალექსანდრე ტორმასოვი უბრუნდება თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების საკითხს და აღნიშნავს:
პირველი: ქართლკახეთის სამეფო საგვარეულოს პატივისცემის ნიშნად, რომლის წარმომადგენელიცაა აქ ყველასაგან პატივცემული კათოლიკოსპატრიარქი ანტონ II, ამ უკანასკნელს მივანდოთ სასულიერო დიკასტერიის დაარსება.
ანტონ II უნდა გახდეს სასულიერო დიკასტერიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი გამორ ეული აქაური არქიეპისკოპოსი. ვიცე-პრეზიდენტმა შემდეგში უნდა დაიკავოს პრეზიდენტის ადგილი, ამიტომაც საქმისათვის უმჯობესია, თუ ვიცე-პრეზიდენტი გახდება რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი არქიეპისკოპოსი ვარლამი (ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლიდან - ვ. გ.), რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და იცის სასულიერო დიკასტერიის მოღვაწეობის წესი და რიგი.
გარდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისა, სასულიერო დიკასტერიაში უნდა შევიდეს სამღვდელოებიდან არ ეული სამი წევრი და მდივანი. დიკასტერიას უნდა ჰყავდეს მთარგმნელი. დიკასტერიის მწერალთა რიცხვი განისაზღვრება სამუშაოს მოცულობის მიხედვით.
მეორე: სასულიერო დიკასტერიას სჭირდება შენობა (რეზიდენცია) და სახსრები სხვადასხვა საჭიროებისათვის. რადგან ჯერჯერობით დაუდგენელია აქაური ეკლესიების შემოსავალი, სასულიერო დიკასტერიამ უნდა მიიღოს ერთდროულად დაფინანსება - 5000 ვერცხლის მანეთი. სასულიერო დიკასტერიისათვის აუცილებელი თანხა შემდგომში გამოყოფილი იქნა ადგილობრივი საეკლესიო შემოსავლებიდან.
მესამე: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II თბილისში მოღვაწეობს, თბილისში არსებული ეკლესიების უმრავლესობა მის ეპარქიას ეკუთვნის. საკუთრივ, თბილელ მიტროპოლიტს თბილისში ეკუთვნის 2 ეკლესია, ხოლო თბილისის მაზრაში - 7. ყველა ეს ეკლესია ძალზე ღარიბია. ამის გამო ანტონ II მიი ნევს, რომ თბილისის ეპარქია უნდა გაუქმდეს.
მეოთხე: სასულიერო დიკასტერიაში უნდა იყოს ერთი წევრი, რომელსაც ესმის საქმის წარმოება. სწორედ ამიტომ დიკასტერიის წევრი უნდა გახდეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორი დეკანოზი ალექსი პეტრიაშვილი. ალექსი პეტრიაშვილმა ჯერ კიდევ 1803 წელს მიიღო სინოდის თანხმობა ბერად აღკვეცისათვის.
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II-ც თანახმაა მისი ბერად აღკვეცისა, რის შემდეგაც იგი აყვანილი იქნება არქიმანდრიტის ხარისხში, განწესდება თბილისის სიონის ტაძარში და აიბარებს თბილისის ეპარქიას. ალექსი პეტრიაშვილი წესრიგს დაამყარებს სასულიერო დიკასტერიაში და თბილისის ეპარქიაში (Акты, IV, стр. 140; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 36-38).
ალექსანდრე ტორმასოვის მოხსენება მრავალმხრივაა საყურადღებო. უკვე იმათავითვე ცხადი იყო, რომ სასულიერო დიკასტერიის პრეზიდენტად ანტონ II-ის დანიშვნა მიმართული იყო კათოლიკოსპატრიარქის ინსტიტუტის დაკნინებისაკენ. ეკლესიის სათავეში აღმოჩნდებოდა სასულიერო დიკასტერია და მისი პრეზიდენტი, ფუნქციას დაკარგავდა კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქო. ამ დროისათვის გადაწყვეტილი იყო ისიც, რომ ანტონ II-ს მალე რუსეთში გაიწვევდნენ და დიკასტერიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსოფილი არქიეპისკოპოსი ვარლამი ავტომატურად გახდებოდა სასულიერო დიკასტერიის პრეზიდენტი.
ამის შესახებ ცხადად მიანიშნებდა ალექსანდრე ტორმასოვი: „а под ним нужно иметь из первых архиепископов вице-президента, который бы мог после него заступить место президента“ (Акты, IV, стр. 140).
ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხელისუფლება დე-ფაქტო აღარ იარსებებდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს საერთოდ აღარ აირჩევდნენ, რადგან მას ფუნქციაც აღარ ექნებოდა - ეკლესიის მართვა-გამგეობა სასულიერო დიკასტერიისა და მისი პრეზიდენტის ხელში გადავიდოდა. ალექსანდრე ტორმასოვი დაჟინებით ითხოვდა დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილის აღზევებას და მისთვის თბილისის ეპარქიის ჩაბარებას. ეს შემთხვევითი არ იყო. დეკანოზი ალექსი ადრე რუსეთში მსახურობდა, რუსოფილი იყო და იგი ყოველმხრივ შეუწყობდა ხელს საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის ანაცვლებას სასულიერო დიკასტერიით და დიკასტერიის პრეზიდენტით.
ალექსანდრე ტორმასოვი ენერგიულად შეუდგა თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების საქმეს. 1809 წლის 15 ივნისს მან წერილით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. გენერალი ანტონ II-ს უსაბუთებდა სასულიერო დიკასტერიის დაარსების აუცილებლობას, ჩამოთვლიდა ახალი სასულიერო მმართველობის უპირატესობას და ანტონ II-ს სთხოვდა:
1. შეექმნა მისთვის სასურველ ღვთისმსახურთაგან სასულიერო კომისია, რომელიც დაადგენდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიებისა და იქ მომსახურე სამღვდელოების რიცხვს.
2. უკიდურესი აუცილებლობის გარდა ეპარქიების მმართველმა ეპისკოპოსებმა სასულიერო დიკასტერიის შექმნამდე თავი შეიკავონ მღვდლად ხელდასხმისაგან და ბერად აღკვეცისაგან.
3. სასულიერო დიკასტერიის შექმნამდე ადგილობრივი საერო ხელისუფლების ნებართვის გარეშე ხელდასხმული სასულიერო პირის ხელდასხმა არ აითვლება კანონიერად (Акты, IV, стр. 141).
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თან დაპირისპირებულმა თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა დაინახა, რომ რუსებმა ხელი აიღეს მის მფარველობაზე და ანტონ II-ის გულის მოგების მიზნით ძველი თანამოაზრე გაწირეს - რუსეთში ნამსახურ ალექსი პეტრიაშვილზე გაცვალეს. მიტროპოლიტი იმასაც მიხვდა, რომ მთავარმართებელი ალექსანდრე ტორმასოვი მას არ დაიცავდა და პირდაპირ იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიმართა. მიმართვა საკმაოდ ვრცელია, ამის გამო მისი შინაარსი ბევრ უცნობ საკითხს ჰფენს ნათელს. შევეცდებით იგი რაც შეიძლება სრულად წარმოვადგინოთ:
მიტროპოლიტი არსენი მიმართვას იმით იწყებს, რომ იგი ბერია და არ უნდა ერეოდეს ამქვეყნიურ საქმეებში, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა იმპერატორისადმი ერთგულებამ: „к коему возбуждает меня верность к Вам, пребывающая в душе моей до конца жизни моей“ (Акты, IV, стр. 141). ამის შემდეგ მიტროპოლიტი არსენი დაწვრილებით აღწერს მის მიერ რუსეთის იმპერიისათვის გაწეული სამსახურის უმნიშვნელოვანეს მომენტებს. არსენის რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულება დაუფასებიათ საქართველოს პირველ მთავარსარდალ გენერალ კარლ კნორინგს, საქართველოს მმართველ პეტრე კოვალენსკის და გენერალ ივანე ლაზარევს.
მიტროპოლიტი არსენი არ მალავს, რომ სარგებლობდა რუს ხელისუფალთა მხარდაჭერით. საქართველს მთავარსარდალ გენერალ პავლე ციციანოვსაც დაუფასებია არსენის რუსეთის იმპერატორისადმი ერთგული სამსახური და იმპერატორის წინაშე უშუამდგომლებია მისი წმიდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოების თაობაზე. ეს ჯილდო არსენს მიუღია როგორც „несказанное счастие“. მთავარსარდალ გენერალ ივანე გუდოვი ს ასევე შეუმ ნეველი არ დარ ენია არსენის რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულება და იმპერატორის წინაშე უშუამდგომლებია მისი თეთრი ბარტყულითა და ბარტყულზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოების თაობაზე. არსენი გაოცებული დარ ენილა იმპერატორის მიერ გაღებული „божественным милостям“ (Акты, IV, стр. 219).
თვით მიტროპოლიტ არსენის მიერ მოყვანილი ფაქტებიდანაც კი კარგად ანს, თუ როგორ უყრიდა თავს ქართველთა შორის რუსეთის საიმპერატორო კარი თავის მომხრეებს, როგორ ამზადებდა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. საუბედუროდ, მიტროპოლიტი არსენი ერთადერთი არ იყო! რუსეთის იმპერატორის წინაშე თავისი ერთგული სამსახურის წარმოების შემდეგ მიტროპოლიტი არსენი ალექსანდრე I-ს მოახსენებს იმის თაობაზე, თუ როგორ ებრძოდნენ და ავიწროვებდნენ მას. მოვიყვანთ მოხსენებიდან ერთ ადგილს:
მიტროპოლიტ არსენის მოშურნე ყოფილა ყიზლარელი მღვდელი ალექსი პეტრიაშვილი. თითქოს დეკანოზ ალექსის მოუტყუებია კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II და რუსეთიდან ახლადდაბრუნებული არქიეპისკოპოსი ვარლამი (ერისთავი), რათა მათ საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვისა და საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვისათვის ეთხოვათ თბილისის სიონის კათედრიდან მიტროპოლიტ არსენის სხვა ეკლესიაში გადაყვანა და მის ნაცვლად ალექსი პეტრიაშვილის დანიშვნა (Акты, IV, стр. 142).
ამის შემდეგ მიტროპოლიტი არსენი გადადის ცილისწამებაზე. იგი იმპერატორს აცნობებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ გაძარცვა მცხეთის სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები და ტაძრებიდან მოპარული ნივთები ბაზარზე იყიდებაო (Акты, IV, стр. 142).
მიტროპოლიტმა არსენმა არც არქიეპისკოპოსი ვარლამი დაინდო. იგი იმპერატორს წერდა, რომ არქიეპისკოპოს ვარლამს სურს წაართვას მას ეპარქია (Акты, IV, стр. 142). მიტროპოლიტი არსენი იმპერატორს სთხოვდა, შეესწავლა აქაური სასულიერო საქმეები და არ დაეშვა მისი გადაყვანა სხვა ეპარქიაში.
მიტროპოლიტი იმპერატორს შეახსენებდა, რომ საქართველოში არ იყო მღვდელმთავრის ერთი ეპარქიიდან მეორეში გადაყვანის ტრადიცია.
ალექსანდრე I-ის გულის მოგების მიზნით მიტროპოლიტი არსენი იმასაც დასძენდა, რომ მისი მღვდელმთავრობის დროს სიონის ტაძარში რუსეთის იმპერატორი იდიდებოდა, რაც შეშურდათ მის მტრებს (Акты, IV, стр. 142).
მიტროპოლიტი არსენი იმპერატორს სთხოვდა, დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილის, არქიეპისკოპოს ვარლამის (ერისთავის) და საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვის მხილების მიზნით, გამოეკვლია ყოველივე, რაც თავისთავად დაადასტურებდა მის უდანაშაულობას (Акты, IV, стр. 142).
მიტროპოლიტმა არსენმა იმპერატორს თავისი აზრი მოახსენა საეკლესიო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. იგი წერდა, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა არქიეპისკოპოსმა ვარლამმა ყველაფერი აურდაურია. სწორედ არქიეპისკოპოსმა ვარლამმა დაითანხმა მთავარსარდალი ალექსანდრე ტორმასოვი თბილისის ეპარქიიდან მის გადაყვანაზე, რათა თვითონ გამხდარიყო ეპარქიის მმართველი იერარქი. არსენი დაასკვნის: ემი ეპარქია თბილისშია, სადაც მე მაქვს განსაკუთრებული სასამართლო (საეკლესიო სასამართლო); კათოლიკოს-პატრიარქის ეპარქია მცხეთაშია და ამიტომ მცხეთაშივე უნდა დაარსდეს სასულიერო დიკასტერიაო (Акты, IV, стр. 142).
მიტროპოლიტმა არსენმა კარგად უწყოდა, რომ რუსები კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-ს ბრალს სდებდნენ საერო ხელისუფლების (საქართველოს მთავარსარდლის) თანხმობის გარეშე მღვდლად ხელდასხმასა და ბერად აღკვეცაში. ამიტომ იყო, რომ იმპერატორის წინაშე აბეზღებდა ანტონ II-ს. მიტროპოლიტი არსენი წერდა: ქართლსა და კახეთში კათოლიკოს-პატრიარქს მეფის ნებართვის გარეშე არ შეეძლო მღვდელმთავრად (მიტროპოლიტად, მთავარეპისკოპოსად, ეპისკოპოსად), არქიმანდრიტად, იღუმენად და მღვდლად ხელდასხმა.
მიტროპოლიტი არსენი იმპერატორს მოახსენებდა, რომ ანტონ II არღვევდა ამ წესს (Акты, IV, стр. 142). თავის დაცვის მიზნით მიტროპოლიტი არსენი არავის არ ინდობდა და იმპერატორისათვის ასეთი ინფორმაციის მიწოდებასაც კი არ ერიდებოდა. მიტროპოლიტი არსენი წერს: მთავარეპისკოპოსმა ვარლამმა, საქართველოს მმართველმა გენერალმა თევდორე ახვერდოვმა და დეკანოზმა ალექსი პეტრიაშვილმა დაითანხმეს მთავარსარდალი ალექსანდრე ტორმასოვი, რათა მე სხვა ეპარქიაში გადავეყვანეო. საქართველოს მმართველ თევდორე ახვერდოვის გადაბირება თითქოს იმით მოუხერხებიათ, რომ ალექსი პეტრიაშვილის შუამავლობით კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს თევდორე ახვერდოვის შვილი მოუნათლავს (Акты, IV, стр. 142).
მიტროპოლიტი არსენი თავის მოხსენებას კიდევ ერთი დასმენით ამთავრებს. მისი ცნობით, გიორგი XII-ის ძეს, სამეფოს გამგებელ დავითს (1800-1802 წწ.) დოსითეოზ ფიცხელაურისათვის არქიმანდრიტობა უბოძებია. მიტროპოლიტი არსენი აღნიშნავდა, რომ კათოლიკოსპატრიარქმა ანტონ II-მ იმის გამო, რომ დავით ბატონიშვილი მისი ერთგული იყო, დოსითეოზ ფიცხელაურს უკანონოდ ნაბოძები არქიმანდრიტობა კი არ ამოართვა, არამედ დამატებით ოთხი არქიმანდრიტი დაუქვემდებარა და ურბნისის ეპარქიაც კი ააბარაო (Акты, IV, стр. 142; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 40-42).
რუსეთის იმპერატორისათვის მირთმეული მოხსენების შემდეგ მიტროპოლიტმა არსენმა 1810 წლის 1 თებერვალს დაახლოებით იგივე შინაარსის მოხსენება რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერპროკურორ ალექსანდრე გოლიცინსაც გაუგზავნა (Акты, IV, стр. 143). სადღეოსოდ შემორ ენილი დოკუმენტები და მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, ზუსტად დადგინდეს მიტროპოლიტ არსენის მიერ მოყვანილი ფაქტების სისწორე. ამის მიუხედავად ცხადია სავალალო რეალობა: მიტროპოლიტ არსენის მსგავსი ადამიანები, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობდნენ რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის წარმატებას, რომლის მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.
ამჯერადაც მტერმა ზედმიწევნით კარგად გამოიყენა ქართველთა შორის არსებული შუღლი და დაპირისპირება.
1809 წლის 2 ნოემბერს რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორმა ალექსანდრე გოლიცინმა საქართველოს მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვს აცნობა: 1809 წლის 6 ივნისს იმპერატორს მოვახსენე თქვენი და კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსებას ითვალისწინებს. სასულიერო დიკასტერიის დაარსებასთან დაკავშირებით ანტონ II პეტერბურგში უნდა გაემგზავროს, რადგან გადასაწყვეტია ბევრი საკითხი, რომელთა გარკვევა მიმოწერის გზით გაძნელდება, ხოლო საქმე გაჭიანურდებაო.
ალექსანდრე გოლიცინი ალექსანდრე ტორმასოვს სთხოვდა, ყოველივე ეს კათოლიკოს-პატრიარქს მოახსენე, ხოლო შედეგი მე მაცნობეო (Акты, IV, стр. 143).
სავსებით გასაგებია, თუ რატომ იყო დაინტერესებული ალექსანდრე გოლიცინი ანტონ II-ის რეაქციით მის პეტერბურგში გაწვევასთან დაკავშირებით. ცხადია, ანტონ II მიხვდებოდა, რომ მისი პეტერბურგში გაწვევა ავისმომასწავებელი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კათოლიკოს-პატრიარქს ხომ კარგად ემახსოვრებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ პეტერბურგში სამეფო სახლის წევრების - დედოფლებისა და ბატონიშვილების - გაწვევის ისტორია. ისინი რუსეთში საპატიო ტყვეების რანგში აღმო ნდნენ.
ანტონ II-მ, მას შემდეგ რაც ალექსანდრე ტორმასოვმა იმპერატორ ალექსანდრე I-ის ნება აუწყა, 1810 წლის 7 იანვარს წერილი გაუგზავნა საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვს. ანტონ II წერდა, რომ აღტაცებული იყო იმპერატორის ხილვის შესაძლებლობით, თუმცა მის სურვილს ასრულება არ ეწერა. კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს მმართველს აუწყებდა, რომ წინა წელს გადატანილი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ძალზე დასუსტებული იყო და არ შეეძლო შორ მანძილზე მგზავრობა.
ანტონ II თევდორე ახვერდოვს აცნობებდა, რომ შექმნილი ვითარების გამო მან გადაწყვიტა, პეტერბურგში გაეგზავნა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი არქიეპისკოპოსი ვარლამი და არქიმანდრიტი დოსითეოზი, რომელთაც ექნებოდათ საჭირო ინფორმაცია და ამავე დროს შეეძლოთ აზრი გამოეთქვათ ყველა საკითხზე (Акты, IV, стр. 141; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 44).
გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში ცნობილი გახდა თბილელი მიტროპოლიტ არსენის მიერ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თვის 1809 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილი მოხსენების (სა ივრის) შინაარსი. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ გარკვეული ღონისძიებანი გაატარა თბილელი მიტროპოლიტის მხილების მიზნით.
1810 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვს თხოვნით მიმართეს თბილისის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა პეტრემ და მღვდელმა პავლემ. ხსენებული დოკუმენტიდან დგინდება:
1) თბილელ მიტროპოლიტად არსენი ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე ყოფილა ხელდასხმული. მისი სასულიერო კარიერის წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეუსრულებიათ ერეკლე II-სა და გიორგი XII-ს;
2) მიტროპოლიტი არსენი თავდაპირველად კეთილმსახური ყოფილა, მაგრამ შემდგომში მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი ქმედებები ჩაუდენია. გიორგი XII-ის სიცოცხლეში მიტროპოლიტი არსენი, ასე თუ ისე, თავს იკავებდა. მეფის სიკვდილის შემდეგ ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. მთავარსარდალ პავლე ციციანოვის მხარდაჭერით გათამამებული მღვდელმთავარი ჯოხით სცემდა და ლანძღავდა ღვთისმსახურებს, ადებდა მათ სხვადასხვა სასტიკ სასჯელს, არ ერიდებოდა სხეულის დაზიანებასაც კი. უსამართლოდ და სასტიკად დასჯილთა შორის იყვნენ დეკანოზი პეტრე და მღვდელი პავლე;
3) ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიას იმ დროისათვის 5 დუქანი ჰქონია, დუქნებიდან მიღებულ შემოსავალს ეკლესიის საჭიროებისათვის იყენებდნენ (ამ დროისათვის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო);
4) 1804 წლის იანვრიდან მიტროპოლიტ არსენს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის შემოსავლის დიდი ნაწილი მიუთვისებია და დანგრევის პირას მისული ეკლესია უსახსროდ დაუტოვებია; 5) დეკანოზ პეტრესა და მღვდელ პავლეს მთავარსარდალ პავლე ციციანოვის სიკვდილის შემდეგ საქართველოს მმართველთან უ ივლიათ.
საქართველოს მარტველობიდან კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თვის უთხოვიათ საქმის გამოძიება და სამართლიანი მსჯავრის გამოტანა. როგორც ანს, ანტონ II-მ ან საქმის გამოძიება ვერ მოახერხა, ან მსჯავრის გამოტანა, მაგრამ მიტროპოლიტმა არსენმა განა ენი არ სცნო. დეკანოზი პეტრე და მღვდელი პავლე იძულებული გამხდარან ალექსანდრე ტორმასოვისათვის მიემართათ თხოვნით (Акты, IV, стр. 145).
მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვთან, როგორც ჩანს, მიტროპოლიტ არსენს სხვებმაც უჩივლეს, რის გამოც გენერალი იძულებული გახდა, გადამჭრელი ზომები მიეღო. მიტროპოლიტი არსენი საეკლესიო სასამართლოს უნდა გაესამართლებინა. სასამართლო შედგა 1810 წლის 7 თებერვალს.
საეკლესიო სასამართლომ კათალიკოსპატრიარქ ანტონ II-ს მოხსენება გაუგზავნა. ამ დოკუმენტის ქართული დედანი მიკვლეული არ არის, რუსულ თარგმანს აქვს შენიშვნა, რომ დედანს ხელს აწერდნენ მიტროპოლიტები და არქიმანდრიტები, კონკრეტულად ვინ, რუსული თარგმანიდან არ ანს (Акты, IV, стр. 145-146).
საეკლესიო სასამართლოს მოხსენებიდან დგინდება:
1) საეკლესიო სასამართლოს გან ინება გამოუტანია მიტროპოლიტ არსენის საქმეზე, რომელიც მიტროპოლიტს არ უცვნია და თავის მხრივ საეკლესიო სასამართლოსათვის მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვთან უჩივლია.
2) ალექსანდრე ტორმასოვს მიტროპოლიტ არსენის საჩივარი კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თვის გადაუგზავნია, ამ უკანასკნელს კი საეკლესიო სასამართლოსათვის გადაუცია განსახილველად (Акты, IV, стр. 145).
საეკლესიო სასამართლოს მოხსენება საინტერესო დოკუმენტია, ამიტომ შევეცდებით მისი შინაარსი სრულად მოვიყვანოთ. კერძოდ, დოკუმენტიდან დგინდება:
პირველი: მიტროპოლიტი არსენი ამტკიცებდა, რომ სასამართლოზე იგი გალანძღეს, არ მისცეს მოთხოვნების წერილობითი წარდგენის უფლება, რის გამოც იძულებული გახდა ზეპირი გამოსვლით დაკმაყოფილებულიყო.
მეორე: სინამდვილეში სასამართლოს დაწყებამდე მიტროპოლიტ არსენს იღუმენ ათანასეს და დეკანოზ დიმიტრის ხელით გაუგზავნეს მის მიერ ადენილი ქმედებების ამონათვალი 7 პუნქტად და მოსთხოვეს წერილობითი ახსნა-განმარტება.
მესამე: მიტროპოლიტმა არსენმა წერილობითი ახსნა-განმარტება არ წარმოადგინა. მის მიერ სასამართლოსათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ 7 პუნქტიანი ამონათვალიდან მან ვერ გაიგო, ვინ უჩიოდა.
მეოთხე: მიტროპოლიტ არსენის პასუხის მიღების შემდეგ სასამართლომ მასთან გაგზავნა იღუმენი ათანასე და დეკანოზი დიმიტრი, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, ყველა გაუგებარი საკითხი განემარტათ მიტროპოლიტისათვის.
მეხუთე: მიტროპოლიტმა არსენმა ამჯერად განაცხადა, რომ წაიკითხავდა 7 პუნქტიან ამონათვალს და პასუხს გასცემდა სასამართლოსათვის საინტერესო კითხვებს. დანაპირები მიტროპოლიტს არ შეუსრულებია.
მეექვსე: სასამართლომ მიტროპოლიტ არსენთან ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით გაგზავნა მიტროპოლიტი გერვასი ორ არქიმანდრიტთან ერთად, ასევე იღუმენი ათანასე და დეკანოზი დიმიტრი. მიტროპოლიტმა არსენმა ახსნა-განმარტება არც ამჯერად მისცა.
მეშვიდე: რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ, არსებული წესის მიხედვით, მიტროპოლიტ არსენთან გაგზავნა ორი მიტროპოლიტი - სტეფანე ნინოწმინდელი და გერვასი წილკნელი. მიტროპოლიტმა არსენმა ახსნა-განმარტება არც ამჯერად მისცა და განაცხადა: სასამართლოში გამოვცხადდები, როგორც კი მომიწვევთო. მიუხედავად დაპირებისა, მიტროპოლიტი არც სასამართლოში გამოცხადებულა და არც წერილობითი ახსნა-განმარტება წარუდგენია.
მერვე: ბოლოს, არსებული წესის თანახმად, სასამართლომ მიტროპოლიტ არსენთან გაგზავნა მიტროპოლიტები სტეფანე და გერვასი ორ არქიმანდრიტთან ერთად, რომელთაც თან წაიღეს წმიდა მოციქულთა კანონები და მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები, რომელთა მიხედვით მიტროპოლიტ არსენის დანაშაული დამტკიცებულად ითვლებოდა.
მეცხრე: მიტროპოლიტმა არსენმა, როგორც კი შეიტყო, რომ მასთან მიდიოდა ორი მიტროპოლიტი ორ არქიმანდრიტთან ერთად, თავისი კაცი შეაგება მათ და აუწყა, რომ უწმიდესი (იგულისხმება კათოლიკოსპატრიარქი ანტონ II - ვ. გ.) არ იყო მისი უზენაესი საეკლესიო ხელისუფალი და რეზიდენციაში აიკეტა. მიტროპოლიტები და არქიმანდრიტები უკან გაბრუნდნენ.
მეათე: საეკლესიო სასამართლომ მიტროპოლიტ არსენის საკითხი მსჯავრის გამოსატანად კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს გადასცა (Акты, IV, стр. 145-146).
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ ავადმყოფობით გამოწვეული ფიზიკური სისუსტის მომიზეზებით 1810 წლის 7 იანვარს საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვს აცნობა, რომ პეტერბურგში ვერ გაემგზავრებოდა.
საქართველოს მთავარსარდალმა ალექსანდრე ტორმასოვმა, როგორც ჩანს, ანტონ II საბოლოოდ მაინც ვერ დაითანხმა და 1810 წლის 12 თებერვალს რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს აცნობა: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პეტერბურგში ვერ მიემგზავრება, მის ნაცვლად, ანტონ II-ის თანხმობით, იგზავნებიან არქიეპისკოპოსი ვარლამი და არქიმანდრიტი დოსითეოზი, რომელთაც ანტონ II-გან აქვთ ყველა რწმუნება, ასევე საჭირო მასალა, რათა მოლაპარაკება აწარმოონ თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების თაობაზე (Акты, IV, стр. 146).
ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს აუწყებდა თბილისში მიტროპოლიტ არსენის გარშემო დატრიალებულ ამბებს - კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ისა და თბილელ მიტროპოლიტ არსენის მომხრეთა შორის დაწყებული დაპირისპირების ზოგიერთ საყურადღებო დეტალს.
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თან დაპირისპირებულ მიტროპოლიტ არსენს ალექსანდრე ტორმასოვისთვის მიუმართავს შემდეგი თხოვნით: სიონის საკათედრო ტაძრის მთელი შემოსავალი (ალ. ტორმასოვის გამოთვლით წელიწადში 3000 მანეთი - ვ. გ.) საპატრიარქოს კი არ გადაეცეს, არამედ საქართველოს შემოსავლებში (ე. ი. ქართლ-კახეთის რუსული ადმინისტრაციის შემოსავლებში) აირიცხოს, საიდანაც მიტროპოლიტ არსენს უნდა მიეღო მისი მდგომარეობის შესაფერისი სარ ო (Акты, IV, стр. 146).
ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს აუწყებდა ერთი სკანდალური ფაქტის თაობაზე. 1809 წლის 12 დეკემბერს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის დაბადების დღეს, საღვთო ლიტურგიის დროს, მიტროპოლიტმა არსენმა სიონის ტაძრის საკურთხევლიდან მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი ლანძღვით გააძევა დეკანოზი ალექსი პეტრიაშვილი და ლანძღვითვე მოიხსენია არქიეპისკოპოსი ვარლამი (ერისთავი).
შეურაცხყოფილ ალექსი პეტრიაშვილს ალექსანდრე ტორმასოვთან უ ივლია, ხოლო ამ უკანასკნელს საქმე განსახილველად და მსჯავრის გამოსატანად კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თვის გადაუგზავნია. საქმის დასრულებამდე შეურაცხყოფილ ალექსი პეტრიაშვილს მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი აუმხედრებია, რომელთაც ალექსანდრე ტორმასოვისათვის ასევე საჩივრები მიურთმევიათ.
მალე ალექსანდრე ტორმასოვს ანტონ II-გან მიუღია საეკლესიო სასამართლოს გან ინება, რომელიც მიტროპოლიტ არსენის თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გადაყენებას ითვალისწინებდა (Акты, IV, стр. 147; ელდარ ბუბულაშვილი.
დასახელებული ნაშრომი, გვ. 46-47). ალექსანდრე ტორმასოვს რუსეთის ერთგული მსახურის მიტროპოლიტ არსენის ბოლომდე გაწირვისაგან თავი შეუკავებია და ანტონ II-თვის უთხოვია: მიტროპოლიტი არსენი დამნაშავე კია, მაგრამ პატივი ეცით მის მღვდელმთავრულ ღირსებას და სხვა რაიმე სასჯელი მოიფიქრეთო. ალექსანდრე ტორმასოვი ანტონ II-გან პასუხის მოლოდინში იყო, როცა მიტროპოლიტმა არსენმა მას სა ივარი მიართვა - არსენი საეკლესიო სასამართლოს უ იოდა (Акты, IV, стр. 147). ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს წერდა:
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს ვთხოვე, მიტროპოლიტ არსენის საქმე დაწვრილებით შეისწავლოს და საბოლოო გან ინების თაობაზე მაცნობოს. უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს საქართველოს მთავარსარდალი იმასაც აუწყებდა, რომ ანტონ II-ის გან ინებას იგი იმპერატორს წარუდგენდა (Акты, IV, стр. 147).
რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორის ალექსანდრე გოლიცინისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს მთავარსარდალი ალექსანდრე ტორმასოვი დასკვნის სახით აღნიშნავს:
1: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II იშვიათი თვისებების მქონე ადამიანია, რომელიც ყველასაგან პატივისცემას იმსახურებს („глава духовенства католикос-патриарх Антоний, сыт царя Ираклия, по всей справедливости особа редких свойств и правил, общественно уважаемая“).
2: ავადმყოფობისაგან დასუსტებული ანტონ II მოექცა ფიცხი და მოშურნე ღვთისმსახურთა გავლენის ქვეშ და ირწმუნა თბილელ მიტროპოლიტ არსენის მაბეზღებლების საჩივრებისა.
3. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ცდილობს შეინარჩუნოს საეკლესიო შემოსავლები.
4. ანტონ II იძულებულია აღიაროს, რომ ის ღვთისმსახურები, ვინც მიტროპოლიტ არსენს უჩივლა, თვითონ ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ უფრთხილდებიან საეკლესიო შემოსავალს. საერთოდ მთელი სამღვდელოება არაკეთილსინდისიერად სარგებლობს საეკლესიო შემოსავლებით.
5. ქართველი სამღვდელოება ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ბევრი მათგანი დაუმსახურებლად არის ხელდასხმული და აღკვეცილი. სამღვდელოებას, ისევე როგორც აქაურ ხალხს (ე. ი. ქართველებს - ვ. გ.), აქვს მომხვეჭელობისაკენ მისწრაფება. ისინი ესწრაფვიან არა ეკლესიის შემოსავლების გაზრდას, არამედ პირად გამდიდრებას.
6. ბერად აღიკვეცებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ბერული ცხოვრების არც სურვილი და არც მისწრაფება არ გააჩნიათ. აღკვეცის შემდეგ მათ ხელი მიუწვდებათ საეკლესიო შემოსავალზე და შანსიც ეძლევათ უმაღლეს საეკლესიო იერარქიაში დაიკავონ ადგილი (Акты, IV, стр. 147).
წერილის ბოლოს ალექსანდრე ტორმასოვი სვამს კითხვას: ასეთი სამღვდელოება შეიძლება გახდეს გაუნათლებელი ხალხისათვის მაგალითის მიმცემი? ექნება შესაფერისი შედეგი ასეთი სამღვდელოების მოღვაწეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა უპირველესი მღვდელმთავრები შეურიგებლობისა და უწესობის მაგალითს იძლევიან? (Акты, IV, стр. 147). მალე საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა ალექსანდრე
ტორმასოვმა მიიღო რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერპროკურორის ალექსანდრე გოლიცინის წერილი, რომელიც 1810 წლის 25 თებერვლით იყო დათარიღებული. ალექსანდრე გოლიცინი გენერალს აცნობებდა, რომ მან იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოახსენა პეტერბურგში კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის გამგზავრების შემაფერხებელ გარემოებათა შესახებ.
იმპერატორს უბრძანებია: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პეტერბურგში მაშინ გაემგზავროს, როდესაც გამოჯანმრთელდებაო, ხოლო სასულიერო დიკასტერიის შექმნის საკითხის განხილვა დროებით შე ერდესო (Акты, IV, стр. 148; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 45). ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი პრინციპულად ითხოვდა ანტონ II-ის რუსეთში გამგზავრებას და ყოველგვარ უკანდასახევ გზას უჭრიდა კათოლიკოს-პატრიარქს.
1810 წლის გაზაფხულისათვის უმაღლეს საეკლესიო იერარქიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. თბილელ მიტროპოლიტ არსენის საქმემ ნათლად წარმოა ინა ქართველ სამღვდელოებაში არსებული ბევრი წინააღმდეგობა. ალექსანდრე ტორმასოვი თავს იზღვევდა და პეტერბურგს პერიოდულად დაწვრილებით აყენებდა საქმის კურსში. 1810 წლის 16 მარტს ალექსანდრე ტორმასოვმა უწმიდესი სინოდის ობერპროკურორ ალექსანდრე გოლიცინს აცნობა შემდეგი:
1. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს მოვთხოვე, დააჩქაროს მიტროპოლიტ არსენის საქმის გამოძიება და მისი საეკლესიო სასამართლოში განხილვა.
2. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ გამომიგზავნა მიტროპოლიტ არსენის საქმის ძიების მასალები, ასევე საეკლესიო სასამართლოს განჩინება, რომელიც შედგენილია ოთხი მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსისა და ოთხი არქიმანდრიტის მიერ. საეკლესიო სასამართლომ თბილელი მიტროპოლიტი არსენი დამნაშავედ სცნო და გადააყენა იგი თბილისის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან.
არსენი განყენებული იქნა მღვდელმსახურებიდან, იგი უნდა გაემგზავროს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შერ ეულ ერთ-ერთ მონასტერში. ანტონ II მთლიანად დაეთანხმა საეკლესიო სასამართლოს განჩინებას და მომმართა თხოვნით, რათა განჩინება დასამტკიცებლად წარვუდგინო იმპერატორს (Акты, IV, стр. 148).
3. კათოლიკოს-პატრიარქმა მაცნობა, რომ მასთან შედის საჩივრები მიტროპოლიტ არსენის მიერ სიონის საკათედრო ტაძრის შემოსავლის უკანონოდ მითვისების თაობაზე და მთხოვა, დავეხმარო შემოსავლების დაცვაში, კერძოდ, შემოსავლების აღრიცხვა დავავალო სანდო პირს.
4. ალექსანდრე ტორმასოვს ანტონ II-თვის ურ ევია, რომ ეს საკითხი მას თავისი ღვთისმსახურების დახმარებით მოეგვარებინა. ანტონ II-ს ეს რჩევა შეუწყნარებია და შეუქმნია სიონის ტაძრის შემოსავლების აღმრიცხველი კომისია ტაძრის დეკანოზ იოსებ მიქაძის ხელმძღვანელობით (Акты, IV, стр. 148).
წერილის ბოლოს ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს აცნობებდა, რომ იგი თავის მოვალეობად არ მიი ნევდა სიონის ტაძრის შემოსავლების აღრიცხვას, მაგრამ საკითხი იმდენად გამწვავებულა, რომ ალექსანდრე ტორმასოვი იძულებული გამხდარა საქართველოს მმართველისათვის, გენერალ თევდორე ახვერდოვისათვის, ეთხოვა არეულიყო ამ საქმეში (Акты, IV, стр. 148).
1810 წლის 15 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ წერილით მიმართა საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს. წერილში დაწვრილებითაა აღწერილი თბილელ მიტროპოლიტ არსენის მიერ მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი ქმედებები. ანტონ II ალექსანდრე ტორმასოვს სთხოვდა, ეშუამდგომლებინა იმპერატორთან მიტროპოლიტ არსენის მღვდელმთავრობიდან გადაყენებისა და მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე (Акты, IV, стр. 149).
ანტონ II-მ ალექსანდრე ტორმასოვს ასევე გაუგზავნა მის მიერ დამტკიცებული საეკლესიო სასამართლოს გან ინება მიტროპოლიტ არსენის საქმესთან დაკავშირებით. გან ინება ანტონ II-ს 1810 წლის 16 მარტს დაუმტკიცებია (Акты, IV, стр. 149).
დოკუმენტი საინტერესოა იმით, ანტონ II თავის თავს იხსენიებს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს („Мы, всея Грузии католикос-патриарх Антоный“) (Акты, IV, стр. 149). მართალია, დოკუმენტის ქართული დედანი მიკვლეული არ არის, მაგრამ საეჭვოა, რომ თარგმანში ანტონ II-ის ტიტულატურა შეეცვალათ. საეკლესიო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ არსენს დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება (Акты, IV, стр. 149).
მიტროპოლიტი არსენი დანებებას არ აპირებდა და საქართველოს მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვთან უ იოდა ანტონ II-სა და საეკლესიო სასამართლოს. 1810 წლის 3 აპრილს ალექსანდრე ტორმასოვმა მიტროპოლიტ არსენის ორი წერილი (1810 წლის 16 მარტით და 30 მარტით დათარიღებული) რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს გადაუგზავნა (Акты, IV, стр. 150-151).
ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს წერდა, რომ იგი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა სურვილი ჰქონდა ერთი შენიშვნა გაეკეთებინა: მიტროპოლიტ არსენის მტკიცება, რომ მისი მღვდელმსახურების დროს სიონის საკათედრო ტაძარი აღორძინდა და გამშვენიერდა, სინამდვილეს არ შეეფერებოდა.
გენერალი აღნიშნავდა, რომ თბილისის სიონის ტაძარი გამორჩეულია საქართველოში. ტაძრის რესტავრაცია განახორციელა საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა პავლე ციციანოვმა, ხოლო ტაძრის მოსართავად იმპერატორის ბრძანებით გამოიყო თანხა.
ალექსანდრე ტორმასოვი უსამართლოდ მიიჩნევდა მიტროპოლიტ არსენის მიერ სხვისი დამსახურების მითვისებას (Акты, IV, стр. 150).
მძიმე მდგომარეობაში მყოფ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა 1810 წლის 3 თებერვალს წერილი გაუგზავნა. წერილი ავისმომასწავებელი იყო. მისი შინაარსი ასეთია:
1. რუსეთში არსებული წესის მიხედვით, იქ, სადაც არმიის მთავარსარდლის ან გენერალ-გუბერნატორის მთავარი რეზიდენციაა, უნდა იყოს ეკლესია და მიმდინარეობდეს ღვთისმსახურება.
2. ჩემს მიერ ეკლესიად შერჩეული იქნა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია.
3. ამიერიდან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე უნდა წარმოებდეს, ხოლო ეკლესიაში რუსი სამღვდელოება უნდა მსახურებდეს.
4. იმ დღეებში, როცა ქაშვეთის ეკლესიაში რუს სამღვდელოებას არ ექნება მსახურება, შეიძლება ქართველმა სამღვდელოებამ ქართულ ენაზე წარმართოს მსახურება.
5. ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზმა პეტრემ და მღვდელმა პავლემ ითხოვეს ეკლესიაში იმსახურონ ყოველ დღე, მათ შორის კვირა დღესაც და საუფლო დღეებშიაც, რადგან შემოსავალს კარგავენ.
6. ქაშვეთის ეკლესიაში ახლადშემოღებული წესის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ ეკლესიის მოძღვრები რომ არ დაზარალდნენ, საპატრიარქომ მათ სხვა რამ სარ ო გაუ ინოს (Акты, IV, стр. 151; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 52).
1810 წლის 25 მაისს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ უპასუხა ალექსანდრე ტორმასოვის 1810 წლის 3 აპრილის წერილს. წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზ პეტრეს და მღვდელ პავლეს ალექსანდრე ტორმასოვისათვის მიურთმევიათ თხოვნა, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში რუსი სამღვდელოების მიერ ღვთისმსახურების აღსრულებას ეხებოდა.
კერძოდ, ქართველი მოძღვრები შეუძლებლად მიი ნევდნენ უქმე და საუფლო დღეებში ღვთისმსახურების მხოლოდ რუსულ ენაზე აღსრულებას. ამასთან დაკავშირებით ანტონ II ალექსანდრე ტორმასოვს ასე პირობებს სთავაზობდა:
1. უქმე და საუფლო დღეებში ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში იმსახურებს რუსი სამღვდელოება, მსახურება აღესრულება რუსულ ენაზე. უქმე და საუფლო დღეების გარდა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში იმსახურებს ქართველი სამღვდელოება, მსახურება აღესრულება ქართულ ენაზე. მეოთხე ათეულში, კვირა დღეების გამოკლებით, რუსი და ქართველი სამღვდელოება იმსახურებს მორიგეობით თითო კვირის განმავლობაში - პირველ კვირაში მსახურება აღესრულება რუსულ ენაზე, მეორე კვირაში - ქართულ ენაზე.
2. სანთლების გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი ეკუთვნის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიას. რუსულ ენაზე მსახურებისათვის დანიშნულია რუსეთის არმიის სამხედრო მოძღვარი. მისი მსახურების დღეს ეკლესიაში გაიყიდება სამხედრო ეკლესიის სანთლები და შემოსავალიც სამხედრო ეკლესიისა იქნება. ყველა დანარჩენ დღეებში გაყიდული სანთლების შემოსავალი ქაშვეთის ეკლესიისა.
3. ქართველი სამღვდელოების შემოსავალი არ გაუნაწილდება რუს სამღვდელოებას, ისევე როგორც ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის შემოსავალი არ გაუნაწილდება სამხედრო ეკლესიას.
4. ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის ქონება ეკუთვნის მხოლოდ ამ ეკლესიას. ეს ქონება რ ება დეკანოზ პეტრესა და მღვდელ პავლეს გამგებლობაში, მათთანვე ინახება ეკლესიის გასაღები. რუს სამღვდელოებას არ აქვს უფლება, თან წაიღოს ეკლესიის გასაღები.
5. რადგან დეკანოზი პეტრე და მღვდელი პავლე უქმე და საუფლო დღეებში ვეღარ იმსახურებენ, მათ დააკლდებათ შემოსავალი. მათ ეს დანაკლისი აუნაზღაურდეთ ეკლესიის კუთვნილი დუქნების შემოსავლიდან (Акты, IV, стр. 151).
ალექსანდრე ტორმასოვმა არ მიიღო ანტონ II-ს პი- რობები. რუსეთის საიმპერატორო კარი აღარ აპირებდა, კიდევ გადაედო კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრება.
საქართველოს მთავარსარდალი გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი უკვე აშკარად აგრძნობინებდა ანტონ II-ს, რომ მეტის დახანება აღარ შეიძლებოდა. 1810 წლის 8 ივნისს ანტონ II-მ ალექსანდრე ტორმასოვს აცნობა: ჯანმრთელობა პეტერბურგში გამგზავრების საშუალებას მაძლევსო.
გენერალს მაშინვე გაუცია შესაბამისი განკარგულებანი მგზავრობის მომზადებასთან დაკავშირებით და თან ანტონ II-ის გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში აუყენებია პეტერბურგი (Акты, IV, стр. 152). მოგვიანებით ანტონ II-ს გადაწყვეტილება შეუცვლია და საქართველოს მმართველის მეშვეობით ალექსანდრე ტორმასოვისათვის უცნობებია: პეტერბურგში აგვისტოს ბოლოს გავემგზავრებიო. გამგზავრების გადადებას ანტონ II ძლიერი სიცხეებით ხსნიდა (Акты, IV, стр. 152). ალექსანდრე ტორმასოვი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
1810 წლის 12 ივლისს გენერალი კათოლიკოს-პატრიარქს წერდა: მე ვერ გავბედავდი თქვენთვის მერჩია ზაფხულის ძლიერ სიცხეში გამგზავრება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ თქვენ რდილოეთში მიემგზავრებითო (Акты, IV, стр. 152). ეს იმას ნიშნავდა, რომ გენერალი მგზავრობის გადადების მიზეზს სერიოზულად არ მიიჩნევდა. წერილის ბოლოს ალექსანდრე ტორმასოვი დასძენდა: პეტერბურგში გამგზავრების დრო თქვენ უნდა შეარჩიოთ, ჩემს რჩევას კი ძალდატანებად ნუ მიიჩნევთო (Акты, IV, стр. 152).
ყოველივე ზემოთ თქმულს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება დავასკვნათ: კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრება დიდი ხნით ვეღარ გადაიდებოდა. რუსეთის საიმპერატორო კარი ანტონ II-ს ძალას მხოლოდ იმიტომ არ ატანდა, რომ გამგზავრების რამდენიმე თვით გადადება ხელს არ უშლიდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის რეალიზებას.
მიტროპოლიტ არსენის საქმის ძიების პროცესში რამდენჯერმე წამოტივტივდა საეკლესიო შემოსავლების უყაირათოდ ხარჯვის საკითხი. საეკლესიო შემოსავლების დადგენა ჯერ კიდევ საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა პავლე ციციანოვმა სცადა. შემოსავლების საკითხით ალექსანდრე ტორმასოვიც სერიოზულად იყო დაინტერესებული.
საეკლესიო შემოსავლების დადგენას ითხოვდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი. მიუხედავად ამისა, შემოსავლების აღრიცხვის საქმეში საჭირო წესრიგი მაინც ვერ დამყარდა. 1810 წლის 2 ივლისს ალექსანდრე ტორმასოვმა საეკლესიო შემოსავლების საკითხის გარკვევა საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორ პლახოტინს დაავალა. 1810 წლის 23 ივლისს პროკურორმა ალექსანდრე ტორმასოვს მოხსენება წარუდგინა, რომლის შინაარსი ასეთია:
1. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ და, კონკრეტულად, მისი პეტერბურგში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი სხვადასხვა წოდების ადამიანებს უბოძა მონასტრებისა და ეკლესიების კუთვნილი მიწები. მონასტრებისა და ეკლესიების მიწების ბოძებას ანტონ II მეფობის გაუქმებამდე მარტო ვერ წყვეტდა. კათოლიკოსპატრიარქი ერთ არშინ მიწასაც კი ვერ გასცემდა მეფის თანხმობის გარეშე.
2. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწების ბოძების და გაყიდვის აკრძალვა სცადა მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა, რომელმაც ამის თაობაზე 1805 წლის 5 თებერვალს საგანგებო ბრძანება გამოსცა.
3. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ პასუხისმგებლობა აიღო, დაეფარა მისი ნათესავის, თავად ესტატე ციციშვილის ვალი - 80.000 ვერცხლის მანეთი. ამ ვალის, ისევე როგორც მისი ძმების ვალების, სახელმწიფო ხაზინიდან დასაფარად ანტონ II აპირებს თხოვნით მიმართოს იმპერატორს (Акты, IV, стр. 152).
პროკურორ პლახოტინს დაუდგენია:
ა) ანტონ II-ის მიერ სხვადასხვა ადამიანებზე გაჩუქებული უძრავი და მოძრავი ქონება;
ბ) ანტონ II-ის მიერ ნათესავების ვალებზე აღებული პასუხისმგებლობა, ვალების რაოდენობა და მევალეები. პროკურორის მიერ შედგენილ ჩამონათვალში სამოცდასამი პუნქტია (Акты, IV, стр. 153-154).
მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
1. თავად დავით მაღალაშვილს მუდმივ (მემკვიდრეობით) საკუთრებაში ებოძა მცხეთის მონასტრის კუთვნილი სოფელი - ხატის სოფელი.
2. მემამულე ნიკოლოზ ელიოზიშვილს ებოძა მონასტრის კუთვნილი ხითარიძეების კომლი ბაღით და სახნავით.
3. გლეხ ნინიას (ხუროს) ებოძა თბილისში მცხეთის მონასტრის კუთვნილი უპატრონოდ დარ ენილი სახლი.
4. პატრიარქის მსახურ შალვას სოფელ ტირძნისში ებოძა მონასტრის კუთვნილი სახნავი, ბაღი და სახლი.
5. ურბნისის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოსითეოზი, ურბნისის მონასტრის გარდა, დადგენილი იქნა კიდევ 5 მონასტრის წინამძღვრად.
6. რუსთველ მთავარეპისკოპოსს ებოძა ნინოწმინდის ეპარქია (Акты, IV, стр. 153-154).
ალექსანდრე ტორმასოვმა პროკურორ პლახოტინის 1810 წლის 23 ივლისის მოხსენება იმავე წლის 25 ივლისს გადაუგზავნა საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვს. ალექსანდრე ტორმასოვი თევდორე ახვერდოვს ავალებდა, რომ უკანონოდ გასხვისებული საეკლესიო ქონება დაებრუნებინა ეკლესიისათვის. ამ მიზნით აუცილებელი იყო:
1) საჯაროდ გამოეცხადებინათ, რომ საეკლესიო ქონების გირაოში დადება უკანონოა;
2) საჯაროდ გამოეცხადებინათ, რომ საეკლესიო ქონების ბოძების თაობაზე გაცემული სიგელები ბათილია. საქართველოს მთავარსარდალი საქართველოს მმართველს მთელი კატეგორიულობით უცხადებდა: მე ლაშქრობაში მივდივარ (ამ დროს რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომები მიმდინარეობდა - ვ. გ.) და მთელ პასუხისმგებლობას საეკლესიო ქონების დროულად დაბრუნებაზე თქვენ გაკისრებთო (Акты, IV, стр. 154).
ბოლოს ალექსანდრე ტორმასოვი თევდორე ახვერდოვს კიდევ ერთ დავალებას აძლევდა: კათოლიკოს-პატრიარქი პეტერბურგში მიემგზავრება, ამიტომ გაფრთხილებთ, საეკლესიო და სამონასტრო მამულებთან დაკავშირებული ყველა მასალა თან წაიღოს, რათა შემდგომ დრო არ დაიკარგოს ამ მასალის თბილისიდან პეტერბურგში გადაგზავნისთვისო (Акты, IV, стр. 154). კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II საეკლესიო ქონებას, კერძოდ, ეკლესიებისა და მონასტრების მამულებს, მხოლოდ ერთი მიზნით უბოძებდა სხვადასხვა წოდების ადამიანებს. ანტონ II-მ კარგად უწყოდა,
რომ ახლოვდებოდა მცხეთის საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების დრო. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საეკლესიო ქონება, მათ შორის ეკლესიებისა და მონასტრების მამულები, რუსეთის ეკლესიის მფლობელობაში გადავიდოდა. კათოლიკოს-პატრიარქს სურდა, ეკლესიის კუთვნილი მამულების რაც შეიძლება დიდი ნაწილი ქართველებს დარჩენოდათ.
ცხადია, რუსეთის საიმპერატორო კარი და რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ამას არ დაუშვებდნენ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს მთვარსარდალი გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი მთელი კატეგორიულობით ავალებდა საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვს, ბათილად ეცნო ანტონ II-ის მიერ გაცემული ყველა სიგელი საეკლესიო ქონების, განსაკუთრებით ეკლესიებისა და მონასტრების მამულების, ვინმეზე გასხვისების თაობაზე და ამავე დროს აეკრძალა ეკლესიის კუთვნილი მამულების გირაოში დადება.
ანტონ II-მ რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, საქართველოს მთავარსარდლების კატეგორიული მოთხოვნების მიუხედავად, არ შეა ერა მღვდლად, იღუმენად და არქიმანდრიტად ხელდასხმა. კათოლიკოს-პატრიარქი, ცხადია, იმასაც გრძნობდა, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ მღვდლად, იღუმენად და არქიმანდრიტად ქართველთა ხელდასხმა შეიზღუდებოდა. ანტონ II ცდილობდა ავტოკეფალიის გაუქმების დროისათვის რაც შეიძლება მეტი ქართველი ღვთისმსახური ყოფილიყო ეკლესიებსა და მონასტრებში.
ალექსანდრე ტორმასოვი ცდილობდა, როგორმე დაე ქარებინა ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრება, ქარობდნენ საიმპერატორო კარზეც და უწმიდეს სინოდშიც. 1810 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავარსარდალი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს მოახსენებდა: ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრების ხარჯები (5.000 მანეთი) უკვე გამოვყავიო.
ამავე დროს ალექსანდრე ტორმასოვი ობერ-პროკურორს სთხოვდა, გაეგო იმპერატორის აზრი კათოლიკოს-პატრიარქის ნათესავების მიერ აღებული ვალების სახელმწიფო ხაზინიდან დაფარვის თაობაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა ანტონ II-ს ჰქონდა ნაკისრი (Акты, IV, стр. 155).
მოულოდნელად კათოლიკოს-პატრიარქის პეტერბურგში გამგზავრება შეფერხდა. მიზეზი სერიოზული იყო. 1810 წლის 20 აგვისტოს გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვს შემაშფოთებელი ამბავი აუწყა.
საქართველოს მთავარსარდალი წერდა:
1. ლევან ბატონიშვილმა ოსეთიდან თავისი კაცები გაგზავნა არაგვის ხეობაში, რათა რუსეთში მიმავალი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიტაცონ.
2. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თევდორე ახვერდოვს განუწყვეტლივ უნდა ედევნებინა თვალყური კათოლიკოს-პატრიარქის გარემოცვისათვის და თვით ანტონ II-თვის.
3. კათოლიკოს-პატრიარქის გამგზავრება რამდენიმე ხნით გადაიდოს, რადგან აუცილებელია მისი თანმხლები (გამცილებელი) ძლიერი რაზმის გამოყოფა.
4. თუ კათოლიკოს-პატრიარქი მოითხოვს გამგზავრების და ქარებას, ამით ის დაადასტურებს, რომ მოქმედებს ლევან ბატონიშვილთან შეთანხმებით.
5. კათოლიკოს-პატრიარქისათვის უნდა ეცნობებინათ, რომ გამგზავრებამდე აუცილებელი იყო კაცის გაგზავნა და თბილისიდან მოზდოკამდე მთელ გზაზე წინასწარ თადარიგის დაჭერა (ცხენების მომზადება), ასევე გამცილებელთა ძლიერი რაზმის მომზადება. ყოველივე ამას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. გამგზავრება შესაძლებელი იქნებოდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან გაგზავნილი კაცი დაბრუნდებოდა, ანუ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.
6. არაგვის ხეობის ოსებში, და საერთოდ მთიანეთში, უნდა გაიგზავნოს კაცები და დადგინდეს, მართალა იყვნენ თუ არა ამოსული ლევან ბატონიშვილის კაცები, როგორ შეხვდნენ მათ და შეიძლება თუ არა ლევან ბატონიშვილის კაცების შეპყრობა (Акты, IV, стр. 155-156).
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის გარშემო ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. 1810 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მმართველმა თევდორე ახვერდოვმა ალექსანდრე ტორმასოვს წერილი გაუგზავნა. წერილიდან ირკვევა:
1. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ დააპატიმრებინა და საპყრობილეში აასმევინა ბერი სერაპიონი. ბერს ბრალდებად წაუყენეს კათოლიკოს-პატრიარქის დასმენა, თითქოს ანტონ II-მ მონაწილეობა მიიღო თბილისში პატიმრობაში მყოფი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის გაქცევის ორგანიზებაში.
2. სერაპიონ ბერთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი დაუსმენია არქიმანდრიტ დიონისეს.
3. თევდორე ახვერდოვს კათოლიკოს-პატრიარქისათვის უთხოვია, დასმენისათვის არ მიექცია სერიოზული ყურადღება.
4. კათოლიკოს-პატრიარქი დაინტერესებულია, ძირფესვიანად გამოიძიოს ყველაფერი და განზრახული აქვს, სერაპიონ ბერის საქმე გადასცეს საეკლესიო სასამართლოს.
5. ანტონ II სერაპიონ ბერის დაკითხვას იმიტომ ითხოვს, რომ ეჭვობს, დამსმენების უკან მიტროპოლიტი არსენი ხომ არ დგას.
6. ანტონ II არქიმანდრიტ დიონისეს დასმენამ იმდენად შეაძრწუნა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა (Акты, IV, стр. 156).
საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორ პლახოტინის 1810 წლის 23 ივლისის მოხსენების შინაარსი ცნობილი გახდა კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-თვის. 1810 წლის 16 სექტემბერს ანტონ II ალექსანდრე ტორმასოვს წერდა, რომ პროკურორი ცრუ დასმენებს ემყარებოდა. შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი წერს, რომ საეკლესიო მამულების ბოძებისას იგი ხელმძღვანელობდა იმ წესით, რომელიც საქართველოში 1400 წელია არსებობს.
ბოლოს ანტონ II დასძენდა, რომ მას ალექსანდრე I-მა უბოძა "უმაღლესი წერილი" („Высочайшее письмо“), რომელიც ადასტურებდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი რჩებოდა ძველ უფლებებში (Акты, IV, стр. 157). ანტონ II-მ ალექსანდრე ტორმასოვისადმი გაგზავნილ წერილს თან დაურთო ასლი ალექსანდრე I-ის მიერ ბოძებული დოკუმენტისა.
ეს დოკუმენტი ასეა დასათაურებული: „Высочайшая грамота католикосу Антонию, от 31-го декабря 1801 года. – С.-Петербург.“ "უმაღლესი სიგელი" მართლაც ადასტურებდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ძველ უფლებებში რჩებოდა და მისი იურისდიქცია არ იზღუდებოდა (Акты, IV, стр. 157).
საეკლესიო ქონების საკითხი აქტუალობას არ კარგავდა. 1810 წლის 25 სექტემბერს ალექსანდრე ტორმასოვს პეტერბურგიდან აცნობეს, რომ საპატრიარქოს შემოსავლებიდან ანტონ II სარ ოს აღარ მიიღებდა.
კათოლიკოს-პატრიარქს ენიშნებოდა სარგო საქართველოს შემოსავლებიდან - 2.675 ვერცხლის მანეთი წლიურად (Акты, IV, стр. 157).
პეტერბურგში ალექსანდრე ტორმასოვს მოუწონეს ანტონ II-ის მიერ რუსეთში გამგზავრების წინ საეკლესიო ქონების გასხვისების აღკვეთისა და ქონების უკან დაბრუნების მიზნით გაწეული მუშაობა.
1810 წლის 28 სექტემბერს უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორი ალექსანდრე გოლიცინი ალექსანდრე ტორმასოვს აცნობებდა, რომ საეკლესიო ქონების დაცვის მიზნით მის მიერ გაწეული მუშაობა იმპერატორმა სწორად მიი ნია. ამასთან ერთად უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორი საქართველოს მთავარსარდალს აცნობებდა, რომ სინოდში არ აქვთ ცნობები (მასალა) ქართველი სამღვდელოების თაობაზე. ალექსანდრე გოლიცინი ალექსანდრე ტორმასოვს სთხოვდა, დაკავშირებოდა თბილისში მყოფ არქიეპისკოპოს ვარლამს და მასთან ერთად შეემუშავებინა აზრი ქართველი სამღვდელოების მართვაგამგეობის თაობაზე (Акты, IV, стр. 157-158).
მიტროპოლიტ არსენის საქმე რუსების ხელში კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად იქცა. პეტერბურგში და თბილისში კარგად უწყოდნენ მტყუან-მართალი, მაგრამ საბოლოო მსჯავრის გამოტანას არ ქარობდნენ. 1810 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს წერდა, რომ მან შეისწავლა პეტერბურგიდან მისთვის გადაგზავნილი მიტროპოლიტ არსენის საჩივრები, დაწერილი პირველი იმპერატორის, ხოლო მეორე - უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორის სახელზე.
მიტროპოლიტი არსენი ბრალს სდებდა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს იმაში, რომ მან არქიეპისკოპოს ვარლამთან, საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვთან და თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის ყოფილ დირექტორთან, დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად გადაწყვიტა მისი თბილისის ეპარქიიდან გაძევება და ეპარქიის მმართველ იერარქად ალექსი პეტრიაშვილის დადგენა.
ალექსანდრე ტორმასოვი ობერ-პროკურორს აცნობებდა, რომ მიტროპოლიტმა არსენმა პირადად მას ცილი დასწამა, რომ თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის თხოვნით თბილელი მიტროპოლიტის ეპარქიიდან გადაყვანის გადაწყვეტილების თაობაზე
იმპერატორისათვის წარდგინება გაეკეთებინოს (Акты, IV, стр. 158). ამ შესავლის შემდეგ ალექსანდრე ტორმასოვი ალექსანდრე გოლიცინს მოახსენებდა საქმის არსის თაობაზე, საიდანაც ირკვევა:
1. მიტროპოლიტ არსენის საქმეში პირადად მიუკერძოებელი იყო და ყოველთვის სიმართლის დადგენას ცდილობდა.
2. მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ თბილისში სასულიერო დიკასტერიის შექმნას დაუჭირა მხარი, მიტროპოლიტი ცდილობდა, არ დაქვემდებარებოდა დიკასტერიას. მან ითხოვა, რომ თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის შემოსავლები სახელმწიფო ხაზინაში შეეტანა. შემოსავლების განაწილების საკითხი იყო ანტონ IIისა და მიტროპოლიტ არსენის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
3. 1809 წლის 12 დეკემბერს, იმპერატორის დაბადების დღეს, საღვთო ლიტურგიის დროს სიონის ტაძარში მოხდა ინცინდენტი (ალ. ტორმასოვი გულისხმობს მიტროპოლიტ არსენის მიერ საკურთხევლიდან დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილის ლანძღვით გაძევებას - ვ. გ.).
4. ინცინდენტის შემდეგ რამდენიმე ღვთისმსახურმა მიტროპოლიტ არსენს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-თან უ ივლა და ბრალი დასდო მიტროპოლიტს სიონის ტაძრის შემოსავლების მითვისებაში.
5. ანტონ II-ს თხოვნით მიუმართავს ალექსანდრე ტორმასოვისათვის, რათა მხარი დაეჭირა თბილისის ეპარქიიდან მიტროპოლიტ არსენის გადაყვანისათვის. ალექსანდრე ტორმასოვს ანტონ II-თვის ურჩევია:
ა) მიტროპოლიტ არსენის მიერ სიონის ტაძრის შემოსავლების მითვისების საკითხი საფუძვლიანად შეესწავლათ,
ბ) თუ დადასტურდებოდა, რომ მიტროპოლიტი მართლაც ითვისებდა ტაძრის შემოსავლებს, არ მიეღოთ გადამჭრელი ზომები, პატივი ეცათ მღვდელმთავრის ღირსებისათვის და მოეფიქრებინათ სიონის ტაძრის შემოსავლის აღრიცხვისა და კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც არ შეურაცხყოფდა მიტროპოლიტ არსენს.
6. საქართველოს მთავარსარდალი ალექსანდრე ტორმასოვი, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა არეულიყო მიტროპოლიტ არსენის საქმის ძიებისა და მსჯავრის გამოტანის პროცესში. იგი ცდილობდა, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-სა და თბილელ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება და მტრობა მოესპო. იმავდროულად მთავარსარდალი საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვის მეშვეობით ცდილობდა დაეცვა საეკლესიო შემოსავლები.
7. მიტროპოლიტმა არსენმა საქართველოს მთავარსარდალთან იჩივლა, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობდა: ანტონ II-მ თავისი მომხრე მღვდელმთავრებიდან შექმნა საეკლესიო სასამართლო, რომლის წევრებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტს.
8. ალექსანდრე ტორმასოვმა მიტროპოლიტ არსენის საჩივრის მიღების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს სთხოვა, დაეჩქარებინა საეკლესიო სასამართლოს მიერ განა ენის გამოტანა, რათა განა ენი დროულად ყოფილიყო იმპერატორისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი.
9. საეკლესიო სასამართლომ მიტროპოლიტ არსენის საქმეზე შემდეგი შინაარსის განა ენი გამოიტანა:
ა) მიტროპოლიტი არსენი გადაყენებული იქნას თბილისის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან,
ბ) გაემგზავროს არსენი ერთ-ერთ შორეულ მონასტერში და დაენიშნოს მას სარგო თბილისის ეპარქიის შემოსავლებიდან,
გ) მონასტერში გამგზავრებამდე არსენი განყენებულ იქნას მღვდელმსახურებიდან. საეკლესიო სასამართლოს განა ენი ალექსანდრე ტორმასოვმა 1810 წლის 16 მარტს რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს გაუგზავნა.
10. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ ალექსანდრე ტორმასოვს შესთავაზა სიონის ტაძრის შემოსავლები აებარებინათ დეკანოზ იოსებ მიქაძე-ფალავანდიშვილისათვის. გენერალს თავი შეუკავებია საეკლესიო საქმეებში არევისაგან და კათოლიკოს-პატრიარქისათვის ურჩევია პირადად გადაეწყვიტა ეს საკითხი. რადგან საქმე საეკლესიო შემოსავლების დაცვას ეხებოდა, ალექსანდრე ტორმასოვს საქართველოს მმართველისათვის, გენერალ თევდორე ახვერდოვისათვის, დაუვალებია მიეღო შესაბამისი ზომები.
11. მიტროპოლიტი არსენი ცრუობდა, როცა ამტკიცებდა, რომ თბილისის სიონის ტაძარი მან გაამშვენიერა. ტაძრის რეკონსტრუქცია განახორციელა საქართველოს მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა, ხოლო ტაძარი მოირთო იმპერატორის მიერ გამოყოფილი სახსრებით.
12. მიტროპოლიტ არსენს ალექსანდრე ტორმასოვისათვის მიურთმევია სა ივარი, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობდა: კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს სიონის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დაწყების წინ ამბიონიდან უნებებია იმისი განცხადება, რომ საეკლესიო სასამართლოს გან ინებით მიტროპოლიტი არსენი გადაყენებული იყო თბილისის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან და აკრძალული ჰქონდა ტაძარში მსახურება.
13. მიტროპოლიტ არსენს მიუმართავს საქართველოს მმართველ გენერალ თევდორე ახვერდოვისათვის, რათა ამ უკანასკნელს ანტონ IIთან გაერკვია, თუ რატომ გამოაცხადა მან სიონის ტაძარში საეკლესიო სასამართლოს განჩინება მანამ, სანამ განჩინებას იმპერატორი დაამტკიცებდა. ანტონ II-ის პასუხი ასეთი ყოფილა: მიტროპოლიტმა არსენმა დაარღვია წმიდა მოციქულთა კანონები და მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრების დადგენილებები, რის გამოც იგი განყენებული იქნა ღვთისმსახურებიდან (Акты, IV, стр. 158-160).
დასასრულ, ალექსანდრე ტორმასოვი წერდა, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმის შესახებ იგი ელოდება უწმიდესი სინოდის გადაწყვეტილებას და იმპერატორის ბრძანებას (Акты, IV, стр. 160).
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრება, რომელიც 1810 წელს რამდენჯერმე გადაიდო, მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. 1810 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მმართველი გენერალი თევდორე ახვერდოვი საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვს მოახსენებდა: კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II 1810 წლის 3 ნოემბერს თბილისიდან პეტერბურგს გაემგზავრა. იგი 9 ნოემბრამდე მცხეთში შეჩერდა და ამჯერად ემზადება გზის გასაგრძელებლადო. კათოლიკოს-პატრიარქს კობამდე გააცილებდა კაზაკთა პოლკის 16 ჯარისკაცი ოფიცრის მეთაურობით, კობიდან ვლადიკავკაზამდე (ხევის გავლით კი) - კაზაკთა ასეული (Акты, IV, стр. 160-161).
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II, მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი და უძველესი ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი, რუსეთში გაემგზავრა სასულიერო დიკასტერიის დაარსებასთან დაკავშირებით. ეს იყო ფორმალური საბაბი ანტონ II-ის თბილისიდან გაწვევისათვის.
პეტერბურგში უკვე გადაწყვეტილი იყო მცხეთის საპატრიარქოს გაუქმება. ანტონ II სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ეღირსა, იგი რუსეთშივე აღესრულა.
კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის პეტერბურგში გამგზავრების შემდეგ თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების საქმე და ქარებული ტემპით წავიდა წინ. ამიერიდან თბილისსა და ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს მთელ ტერიტორიაზე უპირველესი საეკლესიო იერარქის ფუნქცია რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრს, არქიეპისკოპოს ვარლამს დაეკისრა. 1810 წლის 13 დეკემბერს ალექსანდრე ტორმასოვი არქიეპისკოპოს ვარლამს სთხოვდა, გაეგო ქართველი სამღვდლოების აზრი ახალი სასულიერო მმართველობის თაობაზე (Акты, IV, стр. 161). საქართველოს მთავარსარდალი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე არქიეპისკოპოს ვარლამს ეთათბირებოდა.
თბილისის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე დაწყების შემდეგ ქართველ და რუს სამღვდელოებას შორის ბევრჯერ შეიქმნა კონფლიქტური ვითარება. 1811 წლის 12 თებერვალს ალექსანდრე ტორმასოვი არქიეპისკოპოს ვარლამს წერდა, რომ ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზმა პეტრემ და მღვდელმა პავლემ მასთან უჩივლეს ხერსონის გრენადერთა პოლკის მოძღვარ პეტრეს, რომელიც ეკლესიიდან ქართველი სამღვდელოების გაძევებას ესწრაფოდა.
როგორც ალექსანდრე ტორმასოვის წერილიდან ჩანს, ადრე მიღწეული შეთანხმება ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი და რუსი სამღვდელოების ერთდროულად მსახურების თაობაზე მას უკვე აღარ აკმაყოფილებდა. გენერალი წერდა: მე ვეცადე, კონფლიქტი მომეგვარებინა და დეკანოზ პეტრეს და მღვდელ პავლესათვის ქაშვეთის ეკლესიაში რუსი მოძღვრის მსახურების დაწყების შემდეგ შემცირებული შემოსავალი ფულადი კომპენსაციით ამენაზღაურებინა.
როგორც ირკვევა, ქაშვეთის მოძღვრებს ამაზე უარი განუცხადებიათ და ეკლესიაში რუსულ ენაზე ღვთისმსახურების შეწყვეტა მოუთხოვიათ (Акты, IV, стр. 161). ალექსანდრე ტორმასოვი არქიეპისკოპოს ვარლამს წერდა: ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე შეწყვეტა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ეკლესია ჩემს სახლთან ახლოსააო. გენერალი არქიეპისკოპოსს სთხოვდა, დეკანოზი პეტრე და მღვდელი პავლე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან სხვა ეკლესიაში გადაიყვანეო (Акты, IV, стр. 161).
1811 წლის 18 თებერვალს ალექსანდრე ტორმასოვმა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს წარუდგინა ვრცელი მოხსენება თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების თაობაზე.
მოხსენებიდან ირკვევა, რომ დიკასტერიის შექმნის პროექტი არქიეპისკოპოს ვარლამს შეუდგენია, რომელიც ამ დროისათვის ოფიციალურად იწოდებოდა "სასულიერო ნაწილის თავმჯდომარედ". არქიეპისკოპოს ვარლამის პროექტში გათვალისწინებული იყო ალექსანდრე ტორმასოვის მოსაზრებებიც. მოხსენების მიხედვით პროექტის შინაარსი ასეთი იყო:
1. ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე (აღმოსავლეთ საქართველოში) არსებული 13 ეპარქიიდან უნდა დარჩენილიყო 2 ეპარქია: მცხეთისა, ანუ ქართლისა და ალავერდისა, ანუ კახეთისა.
2. 9 საარქიმანდრიტოდან უნდა დარჩენილიყო 5 საარქიმანდრიტო.
3. სასულიერო დიკასტერიის შექმნამდე ეკლესიებისა და სამღვდელოების რიცხვი არ უნდა შემცირებულიყო. შემცირება უნდა დაწყებულიყო დიკასტერიის შექმნის შემდეგ. ზოგიერთი ეკლესია დაიხურებოდა და, შესაბამისად, შემცირდებოდა სამღვდელოების რიცხვიც. შემცირებულ მღვდლებს წოდების მიხედვით მიეცემოდათ სარგო და შემდეგ ისინი დაინიშნებოდნენ დიკასტერიის შეხედულების მიხედვით. გარდაცვლილი მღვდლების ადგილს დაიკავებდნენ ის მღვდლები, რომლებიც ეკლესიების დახურვის შემდეგ სამწყსოს გარეშე დარჩებოდნენ.
4. საეკლესიო გადასახადების ნატურით (ხორბლით, ღვინით, ხილით და ა. შ.) გადასახადის აღება რთული იყო, ამიტომაც ნატურით გადასახადი შეიცვლებოდა ფულადი გადასახადით. ეპარქიის მმართველ იერარქებსა და არქიმანდრიტებს სასულიერო დიკასტერიაში გადასახადი ფულის სახით უნდა შეეტანათ.
5. საეკლესიო გლეხებს ხაზინის გადასახადი უნდა გადაეხადათ სურსათით - ერთ კომლზე 3 კოდი ხორბალი, ან ფულით - ერთი კოდი ხორბლის სანაცვლოდ ერთი მანეთი.
6. სასულიერო დიკასტერიის წევრები უნდა ყოფილიყვნენ: ქართლიდან: ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტი დოსითეოზი და იკორთის მონასტრის არქიმანდრიტი გამალიილა (რომელიც იმხანად უკვე გადაყვანილი იყო ბოდბის მონასტრის არქიმანდრიტად); კახეთიდან: არქიმანდრიტი ელეფთერი, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი იოანე მაღალაშვილი, დეკანოზი იოსებ წინამძღვრიშვილი და დეკანოზი დიმიტრი ალექსიშვილი.
7. საქართველოს კათოლიკოსები ბიზანტიის იმპერატორის მიერ იყვნენ დადგენილნი და მათ დამოუკიდებლობას (ავტოკეფალიას - ვ. გ.) აღიარებდნენ მსოფლიო პატრიარქები. ამის გამო პატივისცემის ნიშნად მცხეთის, ანუ ქართლის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წოდება ასეთი იქნებოდა: "მიტროპოლიტი მცხეთისა და ქართლისა და უწმიდესი სინოდის ეგზარქოსი საქართველოში". იგი დაექვემდებარებოდა რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს და სინოდიდან მიიღებდა განკარგულებას (Акты, IV, стр. 162).
დიკასტერიის პროექტის წარდგენის შემდეგ თავის მოხსენებაში ალექსანდრე ტორმასოვი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს წერდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს არ ძალუძდა სასულიერო მმართველობის ახალი სისტემის ამოყალიბება და სასულიერო უწყების (დიკასტერიის) ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავარსარდალი ალექსანდრე გოლიცინს აცნობებდა, რომ მისი აზრით "საქართველოში უწმიდესი სინოდის ეგზარქოსის, მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტის" ადგილი უნდა დაეკავებინა უწმიდესი სინოდის წევრს, არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავს), ხოლო ალავერდის, ანუ კახეთის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი უნდა გამხდარიყო ბოდბის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი იოანე (Акты, IV, стр. 162).
ალექსანდრე ტორმასოვი თავის მოხსენებაში შეეხო რუსეთში მყოფი კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის სარ ოს საკითხს. გენერალი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს აცნობებდა, რომ ანტონ II-მ საპატრიარქოს შემოსავლებიდან 1808 წელს მიიღო 2.300 ვერცხლის მანეთი, ხოლო 1810 წელს საქართველოს შემოსავლებიდან იმპერატორის ბრძანებით მიიღო 2.675 ვერცხლის მანეთი.
ალექსანდრე ტორმასოვი შუამდგომლობდა, რათა ანტონ II-ს, თუ იგი რუსეთში დარ ებოდა, საქართველოს შემოსავლებიდან გარდაცვალებამდე ყოველწლიურად მიეღო 6.000 მანეთი პენსიის სახით. სამაგიეროდ, ანტონ II-ს არანაირი უფლება აღარ უნდა ჰქონოდა სასულიერო დიკასტერიის (ყოფილი საპატრიარქოს) შემოსავლებზე (Акты, IV, стр. 163).
ალექსანდრე ტორმასოვი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორის წინაშე აყენებდა კიდევ ერთ საკითხს. საეკლესიო აზნაურები, რომლებიც ეპარქიებსა და მონასტრებს ეკუთვნოდნენ, დღემდე ასრულებენ საეკლესიო მამულების მოურავების (მმართველების) ფუნქციას. ამ მოურავებმა ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრებთან ერთად გაძარცვეს საეკლესიო მამულები.
ქართული კანონები არ ითვალისწინებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრების მიერ მეფის თანხმობის გარეშე საეკლესიო გლეხებისა და მამულების გასხვისებას (ბოძებას). არქიეპისკოპოს ვარლამის მოსაზრების საფუძველზე ალექსანდრე ტორმასოვი უწმიდეს სინოდს სთავაზობდა: ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე რუსული მმართველობის შემოღებამდე (საქართველოს უმაღლესი მთავრობის შექმნამდე - ვ. გ.) ეპარქიების მფლობელობაში არსებული მამულები დარ ეს ეკლესიის მფლობელობაში, ხოლო საეკლესიო აზნაურები და გლეხები მამულებითურთ გადაეცეს სახელმწიფო ხაზინას (Акты, IV, стр. 163).
ალექსანდრე ტორმასოვი უწმიდესი სინოდის წინაშე აყენებდა თბილისში სამღვდელოთა და თავადაზნაურობის შვილთათვის გიმნაზიის გახსნის საკითხს. გიმნაზია 60 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ალექსანდრე ტორმასოვის აზრით, გიმნაზიაში განსწავლული სამღვდელოება შეიძლებოდა გამოეყენებინათ ჩრდილო კავკასიის ხალხების ქრისტიანობაზე მოსაქცევად.
ალექსანდრე ტორმასოვი ასევე აყენებდა სამაზრო სასწავლებლების დაარსების საკითხს, სადაც სამღვდელოების შვილებთან ერთად ისწავლიდნენ ღარიბი თავადაზნაურებისა და დაბალი სოციალური ფენებიდან გამოსულებიც. სამაზრო სასწავლებლებში უნდა ესწავლებინათ რუსული და ქართული ენები, ასევე არითმეტიკა. სამაზრო სასწავლებლებში აღზრდილი თავადაზნაურების შვილებს შესაძლებლობა ექნებოდათ, სწავლა გაეგრძელებინათ თბილისის კეთილშობილთა სამხედრო სასწავლებელში, ხოლო სამღვდელოების შვილებს - გიმნაზიაში (Акты, IV, стр. 163).
მოხსენებაში ალექსანდრე ტორმასოვი მღვდლებისა და დიაკვნების ქვრივებისა და შვილებისათვის მატერიალური დახმარების საკითხსაც აყენებდა. დახმარებისათვის საჭირო ფინანსების განკარგვა უნდა მოეხდინათ საქართველოს მთავარსარდალსა და სასულიერო დიკასტერიას. დახმარება არ მიეცემოდათ იმ ქვრივებსა და ბავშვებს, რომელთაც საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ (Акты, IV, стр. 163-164).
მოხსენების დასასრულს საქართველოს მთავარსარდალი მადლიერებით იხსენიებდა სასულიერო ნაწილის მმართველს, არქიეპისკოპოს ვარლამს და იმედს გამოთქვამდა, რომ სასულიერო დიკასტერიის შექმნის შემდეგ ქართველი სამღვდელოების მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა (Акты, IV, стр. 164).
მოხსენებას ალექსანდრე ტორმასოვმა დაურთო „Список епархиям, в Грузии ныне состоящим, с показанием сколько каждой принадлежит дворов крестьян“ (Акты, IV, стр. 164-165). მოვიყვანთ ზოგიერთ მასალას ამ დოკუმენტიდან: მცხეთის ეპარქიას ეკუთვნოდა 615 კომლი, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარს - 24, სამთავროს ეპარქიას - 35, რუისის ეპარქიას - 96, წილკნის ეპარქიას - 20, სამთავისის ეპარქიას - 30, ურბნისისა და ნიქოზის ეპარქიას - 70, ალავერდის ეპარქიას - 342, ნინოწმინდის ეპარქიას - 113, რუსთავის ეპარქიას - 58, ნეკრესის ეპარქიას - 86, ბოდბის ეპარქიას - 729. სულ ქართლისა და კახეთის ტერიტორიაზე არსებულ 13 ეპარქიას ეკუთვნოდა 2.218 კომლი გლეხი (Акты, IV, стр. 164).
მეორე დანართის - „Список архимандритам, в Грузии ныне состоящим, с показанием сколько каждой принадлежит дворов крестьян“ - მიხედვით სულ არსებობდა 9 საარქიმანდრიტო, რომლებიც ფლობდნენ 637 კომლ გლეხს. კომლების რაოდენობა საარქიმანდრიტოებზე ასე ნაწილდებოდა: ქვაბთახევის - 105, მღვიმევის - 27, იკორთის - 16, კახეთის - 122, დავით გარეჯის - 153, იოანე ნათლისმცემლის - 106, შუამთის - 65, ლარგვისის - 40, თირის - 3 (Акты, IV, стр. 164).
კიდევ ერთ დანართში წარმოდგენილია ეპარქიების წლიური შემოსავალი. მცხეთის ეპარქიის შემოსავალი შეადგენდა 9.560 მანეთს, სიონის საკათედრო ტაძრისა - 2.500 მანეთს, სამთავროს ეპარქიისა - 500 მანეთს, რუისის ეპარქიისა - 1.500 მანეთს, წილკნის ეპარქიისა - 1.000 მანეთს, სამთავისის ეპარქიისა - 600 მანეთს, ურბნისისა და ნიქოზის ეპარქიისა - 300 მანეთს. ეს შემოსავალი შემდეგნაირად უნდა განკარგულიყო: უმაღლეს სასულიერო ხელისუფალს - 5000 მანეთი, სასულიერო დიკასტერიას - 1.500 მანეთი, გიმნაზიას - 1.500 მანეთი, სიონის საკათედრო ტაძრის სამრეკლოს ასაგებად - 1.000 მანეთი, ეკლესიის შესანახად - 560 მანეთი. ამრიგად, სულ გამიზნული იყო 9.560 მანეთის დახარჯვა (Акты, IV, стр. 164). მიტროპოლიტ არსენისათვის გარდაცვალებამდე ყოველწლიურად პენსიის სახით უნდა მიეცათ 1.000 მანეთი (Акты, IV, стр. 164).
მეტად საინტერესოა ალექსანდრე ტორმასოვის მოხსენების კიდევ ერთი დანართი - „Список, сколько находиться где церквей, архиереев, священников, дьяконов и церковников“ (Акты, IV, стр. 165).
ამ დანართის მიხედვით:
1) მცხეთის ეპარქიაში იყო ერთი მღვდელმთავარი, 122 ეკლესია, 133 მღვდელი, 20 დიაკონი, 118 ეკლესიის მსახური;
2)თბილისის ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 12 ეკლესია, 25 მღვდელი, 4 დიაკონი და 20 ეკლესიის მსახური;
3) სამთავროს ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 82 ეკლესია, 60 მღვდელი, 8 დიაკონი და 70 ეკლესიის მსახური;
4) რუისის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 52 ეკლესია, 42 მღვდელი, 4 დიაკონი, 42 ეკლესიის მსახური;
5) წილკნის ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 80 ეკლესია, 75 მღვდელი, 11 დიაკონი, 45 ეკლესიის მსახური;
6) სამთავისის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 44 ეკლესია, 23 მღვდელი, 5 დიაკონი, 16 ეკლესიის მსახური;
7) ურბნისის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 40 ეკლესია, 40 მღვდელი, 6 დიაკონი, 38 ეკლესიის მსახური;
8) ნიქოზის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 11 ეკლესია, 10 მღვდელი, 3 დიაკონი, 7 ეკლესიის მსახური;
9) ბოდბის ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 100 ეკლესია, 116 მღვდელი, 32 დიაკონი, 88 ეკლესიის მსახური;
10) ალავერდის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 113 ეკლესია, 84 მღვდელი, 20 დიაკონი, 84 ეკლესიის მსახური;
11) ნინოწმინდის ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 67 ეკლესია, 66 მღვდელი, 9 დიაკონი, 68 ეკლესიის მსახური;
12) რუსთავის ეპარქიაში: მღვდელმთავარი არ იყო, 20 ეკლესია, 23 მღვდელი, 7 დიაკონი, 23 ეკლესიის მსახური;
13) ნეკრესის ეპარქიაში: ერთი მღვდელმთავარი, 56 ეკლესია, 49 მღვდელი, 17 დიაკონი, 42 ეკლესიის მსახური.
სულ 1811 წლის 18 თებერვლისათვის ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე (აღმოსავლეთ საქართველოში) 13 ეპარქიაში იყო 7 მღვდელმთავარი, 799 ეკლესია, 746 მღვდელი, 146 დიაკონი და 661 ეკლესიის მსახური (Акты, IV, стр. 165; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. 2009, გვ.1095). 13 ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ მონასტრებში 75 ბერი იყო (Акты, IV, стр. 165).
კიდევ ერთ დანართში ამოთვლილია იმ საეკლესიო აზნაურების გვარები, რომლებიც სახელმწიფო ხაზინის მფლობელობაში უნდა გადასულიყვნენ თავიანთი გლეხებიანად. ესენი არიან (გვარებს მოვიყვანთ დედნის მიხედვით): ქართლში - Магалов, Гедеванов, Карсидзе, Элиозов, Квалиев, Тазиев, Кадагов, Зумбулидзе, Кавриев, Тухарели, Бочорадзе, Ананиев, Мамацов (ეს აზნაურები სულ 193 კომლ გლეხს ფლობდნენ); კახეთში - Гараканидзе, Мицоблидзе, Гижимкрели, Сулханов, Андроников, Абелов, Мгалобелов, Иерамов, Таниев, Нацвалов, Деканозов, Шатберов (ეს აზნაურები სულ 470 კომლ გლეხს ფლობდნენ) (Акты, IV, стр. 165).
ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების, მონასტრების, შავი და თეთრი სამღვდელოების რაოდენობის დადგენის, ასევე საეკლესიო შემოსავლების გარკვევის შემდეგ 1811 წლის 21 ივნისს რუსეთის ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა "უქვეშემრდომილესი მოხსენება" წარუდგინა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს. 1811 წლის 30 ივნისს იმპერატორმა მოხსენება დაამტკიცა.
დედანზე იმპერატორის ხელით გაკეთებულია ასეთი რეზოლუცია: „Быть по сему. Александр“ (Акты, IV, стр. 166-169). ამ დოკუმენტმა გადაწყვიტა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის, უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-ის ბედი (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი, 2009, გვ. 1095; ელდარ ბუბულაშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. თბილისი, 2002, გვ. 72-74).
ამის გამო შევეცდებით დოკუმენტის შინაარსი დაწვრილებით წარმოვადგინოთ. იმპერატორის მიერ დამტკიცებული უწმიდესი სინოდის მოხსენება ასეთი შინაარსისაა:
I. 1783 წელს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ ცნო რუსეთის იმპერიის უზენაესი ხელისუფლება და ქვეშევრდომობა. ხელშეკრულების (გეორგიევსკის ტრაქტატის - ვ. გ.) მერვე მუხლის მიხედვით ორ სახელმწიფოს ეკლესიათა შორის ურთიერთობის თაობაზე ცალკე ხელშეკრულება უნდა დადებულიყო.
II. 1801 წლის განმავლობაში გამოიცა ორი მანიფესტი: პირველი - 18 იანვარს, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო უერთდებოდა რუსეთის იმპერიას, მეორე - 12 სექტემბერს, რომელსაც თან ახლდა დადგენილება ქართლ-კახეთის მმართველობის მოწყობის თაობაზე. გენერალ კარლ კნორინგს დაევალა მხარის სასულიერო ცხოვრების წესრიგში მოყვანა.
III. უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორმა ალექსანდრე გოლიცინმა საქართველოში მყოფი სინოდის წევრის, არქიეპისკოპოს ვარლამისა და მთავარსარდალ ალექსანდრე ტორმასოვის მეშვეობით მიიღო ცნობები ქართველი სამღვდელოების მდგომარეობის თაობაზე. ამ ცნობებიდან დგინდება, რომ ქართლისა და კახეთის 13 ეპარქიაში 7 მღვდელმთავარი, 799 ეკლესია, 746 მღვდელი, 146 დიაკონი და 661 ეკლესიის მსახური, 9 საარქიმანდრიტო, 6 არქიმანდრიტი და 75 ბერია. 13 ეპარქიაში 2.213 კომლი საეკლესიო გლეხია, ხოლო 9 საარქიმანდრიტოში - 637 კომლი. საეკლესიო აზნაურები 470 კომლ საეკლესიო გლეხს ფლობენ.
IV. მღვდელმთავრები საეკლესიო შემოსავლების თაობაზე არავის არანაირ ანგარიშს არ აბარებენ, შემოსავლების თაობაზე მათ არანაირი ცნობები არ გააჩნიათ, საეკლესიო შემოსავლებით სარგებლობენ ყოველგვარი წესის გარეშე. არქიეპისკოპოს ვარლამის გამოანგარიშებით, ეპარქიების შემოსავალი უნდა უდრიდეს 26.360 მანეთს, საარქიმანდრიტოებისა - 13.224 მანეთს.
V. არქიეპისკოპოსი ვარლამი გვთავაზობს შემდეგს:
1) 13 ეპარქიიდან დარ ეს მხოლოდ ორი: მცხეთის, ანუ ქართლისა და ალავერდის, ანუ კახეთისა.
2) მცხეთისა და ქართლის მღვდელმთავარი, როგორც ქართველი სამღვდელოების უპირველესი იერარქი, იწოდება ასე: "მიტროპოლიტი მცხეთისა და ქართლისა, სინოდის ეგზარქოსი საქართველოში".
3) 9 საარქიმანდრიტოდან დარჩეს 5 საარქიმანდრიტო.
4) დაარსდეს დიკასტერია, რომლის წევრები იქნებიან არა მღვდელმთავრები, არამედ არქიმანდრიტები და დეკანოზები. დიკასტერია ეპარქიებიდან და საარქიმანდრიტოებიდან მიიღებს ყველა აუცილებელ ცნობას, რომელიც შეეხება:
ა) ზედმეტი ეკლესიების დახურვას, დახურული ეკლესიების ღვთისმსახურების სხვა ეკლესიებში გადაყვანას, ღვთისმსახურებისათვის ხარისხის მინიჭებას, საეკლესიო შემოსავლებს;
ბ) საეკლესიო გლეხებიდან გადასახადების აკრეფის მოწესრიგებას, შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვას, გიმნაზიის შენახვას, სასწავლებლებისა და მოწყალების სახლების შენახვას;
გ) ნატურით მიღებული გადასახადების ფულზე გადაყვანას.
5) სამღვდელოების შვილებისათვის განათლების მისაცემად თბილისში უნდა დაარსდეს გიმნაზია (პირველ ხანებში 60 მოსწავლისათვის), ხოლი მაზრებში - სამაზრო სასწავლებლები. განათლებული ქართველი სამღვდელოება გამოყენებული უნდა იქნეს ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის გასაქრისტიანებლად.
6) საეკლესიო გლეხებისაგან მიღებული შემოსავალი ასე უნდა განაწილდეს: მცხეთისა და ქართლის მღვდელმთავარს - 5.000 მანეთი, წილკნის ეპარქიის მღვდელმთავარ გერვასის - 1.000 მანეთი, ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარ იოანეს და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარს (იმჟამად კათედრა ვაკანტური იყო - ვ. გ.) - 2.500 მანეთი, სასულიერო დიკასტერიას - 1.500 მანეთი, გიმნაზიას - 3.400 მანეთი, სამაზრო სასწავლებლებს - 2.000 მანეთი, ოთხ ადგილას ეკლესიებისა და სამრევლოების მშენებლობის დასრულებისათვის 3 წლის განმავლობაში - 3.300 მანეთი და სხვ.
VI. ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე რუსული მმართველობის შემოღებამდე (საქართველოს უმაღლესი მთავრობის შექმნამდე) ვინც საეკლესიო აზნაურის წოდებას ატარებდა გლეხებიანად გადაირიცხოს სახელმწიფო ხაზინის გამგებლობაში.
VII. მიეცეს სარგო მღვდლებისა და დიაკვნების ქვრივებსა და შვილებს.
VIII. ქართველი სამღვდელოების თხოვნის მიუხედავად, არ შეიძლება არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვება:
1) არ შეიძლება შენარჩუნდეს 13 ეპარქია.
2) რუსეთის მსგავსად შემოღებული უნდა იქნეს სასამართლო - კონსისტორია და სასულიერო მმართველობა, რომელიც თვალყურს ადევნებს სამღვდელოებას.
3) აუცილებელია სასულიერო სემინარიის დაარსება, რადგან მღვდლები უნდა იყვნენ განათლებულნი და მრევლისათვის მაგალითის მიმცემნი.
4) დაუშვებელია კერძო პირებზე საეკლესიო მამულების გასხვისება.
IX. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უწმიდესი სინოდი მიიჩნევს:
1. 13 ეპარქიიდან შეიქმნას 2 ეპარქია: ა) მცხეთისა და ქართლისა, ბ) ალავერდისა და კახეთისა; გ) 9 საარქიმანდრიტოდან შეიქმნას 5 საარქიმანდრიტო.
2. ქართველი სამღვდელოების უმაღლესი იერარქი იქნება მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი, რომელსაც ყოველთვის ექნება წოდება: "უწმიდესი სინოდის ეგზარქოსი საქართველოში".
3. შეიქმნას დიკასტერია, რომელსაც სათავეში აუდგება ქართველი სამღვდლოების უმაღლესი იერარქი ("მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი, უწმიდესი სინოდის ეგზარქოსი საქართველოში"). დიკასტერიის ხელმძღვანელის (უფროსის) გადაწყვეტილებით, სამაზრო ქალაქებში პირველდაწყებითი სასამართლო საქმისწარმოებისათვის შეიქმნას სასულიერო მმართველობები, რომლის წევრები იქნებიან დეკანოზები და მღვდლები. გარდა ამისა, მაზრებში სამღვდელოებაზე მეთვალყურეობა დაევალოს ბლაღოGინებს.
4. სამღვდელოების შვილებისათვის სწავლა-განათლების მისაცემად გიმნაზიის ნაცვლად დაარსდეს სასულიერო სემინარია. სამაზრო სასწავლებლები გაიხსნას მას შემდეგ, რაც სასულიერო სემინარია ამ სასწავლებლებისათვის მოამზადებს მასწავლებლებს.
5. მღვდელმთავრების, არქიმანდრიტების, სასულიერო დიკასტერიის, სასულიერო სემინარიის, მღვდლებისა და დიაკვნების ქვრივებისა და შვილების შესანახი ხარჯები გაღებული იქნება საეკლესიო შემოსავლებიდან.
6. გლეხები, რომლებიც საეკლესიო გლეხების კატეგორიას განეკუთვნებოდნენ ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე რუსული მმართველობის შემოღებამდე (საქართველოს უმაღლესი მთავრობის შექმნამდე), დარ ებიან სასულიერო უწყების დაქვემდებარებაში. რაც შეეხება საეკლესიო აზნაურებს, სასულიერო დიკასტერიის შექმნის გამო, მათი გამოყენება საეკლესიო მამულების მოურავებად არ არის გათვალისწინებული. საეკლესიო აზნაურების საკითხს შეისწავლის უწმიდესი სინოდი და დასამტკიცებლად წარუდგენს იმპერატორს (Акты, IV, стр. 166-169).
ასეთია იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელმაც, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, გააუქმა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტი და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობა (ავტოკეფალია) (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი, 2009, გვ. 1094-1095).
ათი წელი (1801-1811 წწ.) ამზადებდა რუსეთის საიმპერატორო კარი მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის, უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმებას. მიუხედავად ამისა, გაუქმება მოხდა სრულიად უკანონოდ, საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთება არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმებისა. ეს ეწინააღმდეგებოდა ეფესოს წმიდა III მსოფლიო საეკლესიო კრების (431 წ.) მერვე კანონს.
ამ კანონის მიღების საფუძველი გახდა ანტიოქიის ეკლესიის მცდელობა, თავისი იურისდიქციისათვის დაემორჩილებინა კვიპროსის ეკლესია და, შესაბამისად, კვიპროსის ეკლესიისათვის ამოერთმია ავტოკეფალური უფლებები, რომელიც ძველთაგანვე ჰქონდა მინიჭებული. რადგან კვიპროსის ეკლესია ძველთაგანვე ავტოკეფალურად იყო აღიარებული, III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაიცვა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კრებები. წიგნი I. თბილისი, 2003, გვ. 204-205).
მცხეთის უძველესი საპატრიარქოსა და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) კანონიერად გაუქმებისათვის აუცილებელი იყო შემდეგი:
1. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს უნდა მოეწვია საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა მიეღო გან ინება ავტოკეფალური უფლებების დათმობისა და ავტოკეფალიის გაუქმების თაობაზე. ასეთი საეკლესიო კრება მოწვეული არ ყოფილა.
2. გაუქმებული მცხეთის საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შესვლაზე თანხმობა უნდა მიეცა რუსეთის საეკლესიო კრებას. რუსეთში საეკლესიო კრებას აღარ იწვევდნენ, ხოლო უწმიდესი სინოდი საეკლესიო კრებას ვერ შეცვლიდა.
3. მცხეთის უძველესი საპატრიარქოსა და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის აუცილებელი იყო კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქისა და მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქების (იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის) თანხმობა. ასეთი თანხმობა რუსეთს არც უთხოვია და, ცხადია, არც მიუღია.
4. ვითარება მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების შემდეგ (1811-1814 წწ.) 1801 წლის 12 სექტემბერს უკანონო აქტს, რომლის ძალითაც გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო, 1811 წლის 30 ივნისს მოჰყვა მეორე უკანონო აქტი, რომლის ძალითაც გაუქმდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საპატრიარქო - მცხეთის საპატრიარქო და უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობა (ავტოკეფალია).
მცხეთის საპატრიარქოსა და ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმების შემდეგ ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე უმაღლესი საეკლესიო იერარქი გახდა "მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი", რომელიც ამავე დროს იყო რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის "ეგზარქოსი საქართველოში". ეს "პატივი" წილად ხვდა უწმიდესი სინოდის წევრს, არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავს).
სწორედ არქიეპისკოპოსი ვარლამი იყო რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის აქტიური გამტარებელი საქართველოში. იგი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინისა და საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ალექსანდრე ტორმასოვის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობდა.
მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი, საქართველოს ეგზარქოსი ვარლამი 1811 წლის 30 ივნისს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით შექმნილი საქართველოს დიკასტერიის სათავეში იდგა. ეს იყო საეკლესიო საქმეთა მართვა-გემგეობის ახალი ორგანო, რომელსაც ქართველი სამღვდელოების ბედი უნდა განეგო.
ეგზარქოსი ვარლამი ენერგიულად შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ეგზარქოს ვარლამისათვის ხელი არ შეუშლია იმას, რომ მისი თანამოაზრე საქართველოს მთავარსარდალი გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი 1811 წელსვე თბილისიდან გადაიყვანეს. საქართველოს მთავარსარდლად დაინიშნა გენერალლეიტენანტი ფილიპ პაულუGი (1811-1812), რომელიც მალე გენერალლეიტენანტმა ნიკოლოზ რტიშGევმა (1812-1816) შეცვალა.
1811 წლის 19 ოქტომბერს ეგზარქოსი ვარლამი საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ფილიპ პაულუ ის წერდა, რომ უკვე დაწყებული იყო რუსულ ენაზე საეკლესიო გალობის დამკვიდრების მიზნით მგალობელთა გუნდის შექმნა. ეს საქმე თავისი ინიციატივით დაუწყია ყაბარდოს ქვეითთა პოლკის მოძღვარ მიხეილ ივანოვს.
ეგზარქოსი მიხეილ ივანოვს ახასიათებდა, როგორც ტახტის ერთგულ და წესიერ ადამიანს და მისთვის შემწეობას სთხოვდა გენერალს (Акты, Кавказскою Археографическою Комиисииею. Под редакцией Ад. Берже. Том. V. Часть I. Тифлис, 1873, стр. 139).
მცხეთის საპატრიარქოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი შეუდგა საეკლესიო საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას. 1811 წლის 21 დეკემბერს რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავარსარდალ ფილიპ პაულუ ის საეკლესიო აზნაურებისა და საეკლესიო გლეხების საკითხის გარკვევას ავალებდა. კერძოდ, მინისტრი წერდა:
1) საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა გადაწყვიტა საეკლესიო აზნაურების გლეხებიანად სახელმწიფო ხაზინის გამგებლობაში გადარიცხვა.
2) საეკლესიო აზნაურები და საეკლესიო გლეხები თავიანთი მამულებიდან უნდა აეყარათ და ლორეს ველზე უნდა დაესახლებინათ (Акты, V, I, стр. 139). მინისტრი მთავარსარდალს ავალებდა, გაერკვია:
ა) რის საფუძველზე ფლობდნენ საეკლესიო აზნაურები და საეკლესიო გლეხები მამულებს;
ბ) მათი გადასახლების შემდეგ მამულები (მიწა, ნაგებობანი) ხომ არ დარ ება უპატრონოდ;
გ) ხომ არ შეიძლება ლორეს ველზე იძულებითი გადასახლების ნაცვლად საეკლესიო აზნაურები და საეკლესიო გლეხები დასახლდნენ იქ, სადაც მათ სურთ (Акты, V, I, стр. 139). მინისტრი მთავარსარდალს ავალებდა: შეესწავლა საეკლესიო აზნაურებისა და გლეხების საქმე და შესაბამისი დასკვნა წარედგინა სამინისტროსათვის. მინისტრი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელი იყო ზუსტად გარკვეულიყო საეკლესიო აზნაურების უფლებრივი მდგომარეობა, ასევე თუ რის საფუძველზე ფლობდნენ ისინი გლეხებს და მიწას (Акты, V, I, стр. 140).
მიტროპოლიტ არსენის საქმე არც მას შემდეგ აცხრა, რაც საქართველოს მთავარსარდლის წარდგინებით იმპერატორის ბრძანებით იგი თბილისის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.
მიტროპოლიტ არსენს ბრალი ედებოდა სიონის საკათედრო ტაძრის შემოსავლების მითვისებაში. საქართველოს რუსული ადმინისტრაციის მოხელე ნამდვილი სამოქალაქო მრ ეველი მალინსკი საქართველოს მთავარსარდალს 1812 წლის 8 იანვარს აცნობებდა: საქართველოს ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ვარლამმა ითხოვა მიტროპოლიტ არსენის მიერ საეკლესიო საკითხების უკანონოდ მითვისების საქმის შესწავლის მიზნით დიკასტერიის მიერ შექმნილ კომისიას დაემატოს ერთი სამოქალაქო მოხელეო. მალინსკის კომისიის წევრობა დაუვალებია თბილისის პოლიცმაისტერ თავად თუმანიშვილისათვის.
დიკასტერიის კომისიის შექმნის შემდეგ მიტროპოლიტ არსენს მიუმართავს მალინსკისათვის. გადაყენებული მიტროპოლიტი რუს მოხელეს წერდა, რომ მიტროპოლიტ ვარლამს მტრობა აქვს მასთან, ამიტომ იყო რომ იგი ერწმუნა საქმის გამოსაძიებლად კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის მიერ დანიშნულ მღვდელმთავრებს, ხოლო თვით არსენს არ მოუსმინა.
მიტროპოლიტი არსენი მალინსკის არწუნებდა, რომ თითქოს მას გაეყიდოს ეკლესიის (სიონის ტაძრის) კუთვნილი ქონება, ცილისწამება იყო (Акты, V, I, стр. 140). 1812 წლის 19 აგვისტოს ნამდვილი სამოქალაქო მრ ეველი მალინსკი საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ნიკოლოზ რტიშGევს მოახსენებდა მიტროპოლიტ არსენის ურობის თაობაზე.
მიტროპოლიტ არსენს განუცხადებია: ეპარქიის მღვდელმთავრობიდან ემს გადაყენებას მაშინ ვირწმუნებ, თუ იმპერატორის ბრძანებას მა ვენებთო. მალინსკის ეგზარქოს ვარლამის თანხმობით დიკასტერიის წევრის, არქიმანდრიტ ათანასეს, დიკასტერიის მდივნისა და თბილისის კომენდანტის თანდასწრებით მიტროპოლიტ არსენისათვის უ ვენებია უწმიდესი სინოდის ბრძანება მისი იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაყვანისა და პენსიის დანიშვნის თაობაზე.
ბრძანების გაცნობის შემდეგ მიტროპოლიტ არსენს განუცხადებია:
უწმიდესი სინოდის ბრძანებას სინოდის უფროსი მდივანი კი არ უნდა აწერდეს ხელს, არამედ სინოდის წევრი არქიეპისკოპოსიო.
მიტროპოლიტ არსენს ბრძანება სარწმუნოდ არ უცვნია და უარი განუცხადებია ნებაყოფლობით ეპარქიის დატოვებასა და მონასტერში
წასვლაზე. ამასთან ერთად მიტროპოლიტს უთქვამს, რომ თუ მის მიმართ ძალას გამოიყენებენ, ის ათვლიდა, რომ ისჯებოდა იმ დანაშაულისათვის, რომელიც არ აუდენია. მალინსკის უცდია მიტროპოლიტის დარწმუნება და მისთვის განუმარტავს: უწმიდესი სინოდის და სენატის ბრძანებებს, არსებული წესის მიხედვით, ყოველთვის უფროსი მდივნები აწერენ ხელსო. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტ არსენს აზრი არ შეუცვლია (Акты, V, II, стр. 400).
მიტროპოლიტ არსენის საქმე კიდევ ერთხელ გამწვავდა. 1813 წლის 8 თებერვალს საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა ნიკოლოზ რტიშჩევმა უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორ ალექსანდრე გოლიცინს მიტროპოლიტ არსენის საქმის გამო წერილი გაუგზავნა.
წერილის შინაარსი ასეთია:
1) ეგზარქოს ვარლამს ნიკოლოზ რტიშ ევისათვის უცნობებია, რომ მან უწმიდესი სინოდისაგან 1812 წლის 11 ნოემბერს მიიღო ბრძანება იმპერატორის ბრძანების შესაბამისად მიტროპოლიტ არსენისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე.
2) უწმიდესი სინოდის ბრძანებაში აღნიშნული ყოფილა, რომ მიტროპოლიტ არსენისათვის უნდა ამოერთმიათ თბილისის სიონის ტაძრიდან წაღებული ნივთები. 3) თუ არსენი წაღებული ნივთების დაბრუნებაზე უარს იტყოდა, მაშინ იგი დანიშნულ პენსიას ვერ მიიღებდა. 4) მიტროპოლიტი არსენი ვერ დაითანხმეს. უშედეგო აღმოჩნდა როგორც საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის, ისე თვით ეგზარქოს ვარლამის მცდელობა (Акты, V, II, стр. 400).
ეგზარქოსი ვარლამი თვლიდა, რომ მიტროპოლიტ არსენის დაუმორჩილებლობა იმპერატორის ბრძანებისადმი თითქმის იგივე იყო, რაც კახელი თავადების მიერ იმპერატორისათვის მიცემული ფიცის გატეხვაო (იგულისხმება 1812 წლის კახეთის აჯანყება - ვ. გ.). ეგზარქოსი ეჭვს გამოთქვამდა, რომ მიტროპოლიტი არსენი ჭკუაზე შემცდარი იყო.
ამის დასტურად ეგზარქოსს მოჰყავდა მიტროპოლიტის სიტყვები: ჩემი იძულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავარსარდალი ბრძანებას გასცემს ემი დაპატიმრების თაობაზეო (Акты, V, II, стр. 401). ეგზარქოს ვარლამს შექმნილი ვითარება ძალზე აფიქრებდა.
ამიტომ იყო, რომ იგი უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორს სთხოვდა: იმპერატორისათვის ეთხოვა ნებართვა, რათა მიტროპოლიტ არსენისათვის, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამოერთმიათ (იგულისხმებოდა ძალის გამოყენებით ამორთმევა - ვ. გ.) სიონის ტაძრიდან წაღებული ძვირადღირებული ნივთები, ხოლო თვით მიტროპოლიტი რუსეთის რომელიმე მონასტერში გაეგზავნათ და მიეცათ მისთვის პენსია 1.000 ვერცხლის მანეთი წელიწადში (რაც უდრიდა ასიგნაციებით 1.200 რუსულ მანეთს).
ეგზარქოსი ვარლამი ხაზს უსვამდა იმას, რომ მიტროპოლიტ არსენის საქართველოში დატოვება მისი დაუდეგარი და შურისმაძიებლური ხასიათის გამო არ შეიძლებოდა. ზემოაღნიშნული ღონისძიებების გარდა ეგზარქოსი ვარლამი სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა (Акты, V, II, стр. 401). ერთი წლის შემდეგ, 1814 წელს, მიტროპოლიტი არსენი გარდაიცვალა (Акты, V, II, стр. 406).
თავი II
ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქოს გაუქმება
(1814-1815 წწ.)
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რომ იმერეთის სამეფოს ჯერი დადგებოდა, ამაში უკვე ეჭვი არავის არ ეპარებოდა, პირველ რიგში კი სოლომონ II-ს. რუსეთის საიმპერატორო კარი იმერეთის სამეფოს დაპყრობისათვის მზადებას წინასწარ გააზრებული გეგმით შეუდგა.
პეტერბურგში კარგად უწყოდნენ, რომ იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს შორის ურთიერთობა უკიდურესად იყო გამწვავებული. გრიგოლ დადიანი სოლომონ II-ს ლე ხუმს ედავებოდა. საქმე ომამდე მივიდა. ასეთ ვითარებაში 1803 წლის 4 დეკემბერს რუსების რჩევითა და წაქეზებით სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ქვეშევრდომობაზე დაიფიცა.
პეტერბურგში სამეგრელოს მთავრის "სათხოვარი პუნქტები" გაიგზავნა. 1804 წლის 4 ივლისს ალექსანდრე I-მა გრიგოლ დადიანის "სათხოვარი პუნქტები" შეიწყნარა და სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა (მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007, გვ. 32-33).
რუსეთის იმპერატორის მიერ სამეგრელოს სამთავროს ქვეშევრდომობაში მიღება იმერეთის სამეფოს სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავდა, რადგან დე იურე სამეგრელოს მთავარი იმერეთის მეფის ქვეშევრდომი იყო.
1804 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი პავლე ციციანოვი ჯარით შეიჭრა იმერეთში და სოლომონ II აიძულა, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. რუსეთის იმპერატორისათვის გასაგზავნ "სათხოვარ პუნქტებს" იმერეთის მეფემ ხელი მოაწერა 1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში.
1804 წლის 4 ივლისს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა სიგელს იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში („в вечное подданство“) მიღების თაობაზე (მერაბ ვაGნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007, გვ. 34-35). 1809 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა,
პეტერბურგიდან მიღებული მითითების თანახმად, სოლომონ II
ტახტიდან გადააყენა, ხოლო 1810 წელს მეფე შეიპყრო. იმავე წელს სოლომონ II ტყვეობიდან გაიქცა და ტახტის დაბრუნებას შეეცადა. რუსეთის ჯარი იმერეთში შეიჭრა. სოლომონ II დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა (მერაბ ვაGნაძე, ვახტანგ გურული. რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ. თბილისი, 2007, გვ. 35).
დაპყრობილი იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე შეიქმნა იმერეთის ოლქი. 1810 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი იმერეთის ოლქის პირველ მმართველად დანიშნულ პოლკოვნიკ თევდორე სიმონოვიჩს წერდა, რომ იგი დანიშნულია "იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველად". 1814 წლის დასაწყისში შემუშავებული იქნა იმერეთის დროებითი მმართველობის დებულება. იმერეთის ოლქი გაიყო ოკრუგებად. ეს ოკრუგები იყო: ქუთაისის, ვანის, შორაპნისა და რაჭის.
იმერეთის დროებითი მმართველობის (1810-1840 წწ.) სათავეში რუსი მოხელე - მმართველი იდგა. იმერეთის პირველი მმართველები იყვნენ: პოლკოვნიკი თევდორე სიმონოვიჩი (1810-1815), პოლკოვნიკი სტანისლავ მერლინი (1815-1816), გენერალი ივანე ხატუნცოვი (1816-1820), პოლკოვნიკი ივანე პუზირევსკი (1820 წ.) (გოდერძი ვაჭრიძე. იმერეთის დროებითი მმართველობა (1810-1840 წწ.). ქუთაისი, 1999.).
იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს გაუქმებისათვის იწყებს მზადებას (გიორგი მჭედლიძე, მერაბ კეზევაძე. ქუთაის-გაენათის ეპარქია. ქუთაისი, 2008, გვ. 228-232).
ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს გაუქმებისათვის პირობებს ამზადებდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი და მისი ობერ-პროკურორი ალექსანდრე გოლიცინი. ამჯერად საქართველოში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება გორის ეპისკოპოსი დოსითეოზი. ეპისკოპოს დოსითეოზის მიერ შედგენილი პროექტი უწმიდეს სინოდში მოიწონეს და დასამტკიცებლად წარუდგინეს იმპერატორ ალექსანდრე I-ს. 1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა პროექტი მოიწონა და დაამტკიცა. იმპერატორი წერდა:
„Разсмотрев представленное обер-прокурором Синода кн. Голицыным отношение к нему Горийскаго епископа Доситея насчет устройства духовных дел в Грузии и иных присоединенных к Державе Российской областях, и находя предположения его полезными для церкви, обращаю подлинное отношение в Синод для надлежащаго исполнения по всем пунктам онаго, Мною утверждаемым, кроме 27-го, о котором последует решение особо“ (Акты, V, II, стр. 407). უწმიდესი სინოდის წარდგინებით
1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა პროექტის შემდგენელ გორის ეპისკოპოს დოსითეოზს "თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსობა" უბოძა და იმავდროულად ოსეთის სასულიერო კომისიის თავმჯდომარედ დაადგინა (Акты, V, II, стр. 407).
მაინც რას წარმოადგენდა გორის ეპისკოპოს დოსითეოზის მიერ შედგენილი პროექტი, რომელიც "რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოსა და სხვა შემოერთებულ ოლქებში სასულიერო საქმეების მოწყობას" ითვალისწინებდა? დოკუმენტი ვრცელია, მაგრამ, ვფიქრობთ, მისი შინაარსის დაწვრილებით გადმოცემა
ინტერესმოკლებული არ იქნება (ისევე როგორც იმდროინდელ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, ამჯერადაც „Грузия“ იხმარება მხოლოდ ქართლ-კახეთის (აღმოსავლეთ საქართველოს) აღსანიშნავად, „Имеретия“ უმეტეს შემთხვევაში იხმარება ყოფილი იმერეთის სამეფოს ტერიტორიის აღსანიშნავად, ზოგჯერ კი მთელი დასავლეთ საქართველოს (ლიხთიმერეთის) მნიშვნელობით. „Грузия и Имеретия“ უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს მთელ საქართველოს).
1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ დამტკიცებული სასულიერო საქმეების მოწყობის პროექტი ასეთი შინაარსისა იყო:
1. საქართველოსა და იმერეთში იქნებოდა უწმიდესი სინოდის ერთი ეგზარქოსი და იგი იწოდებოდა ასე: "საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი".
2. თბილისში არსდებოდა უწმიდესი სინოდის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა, რომელიც იქნებოდა უწმიდესი სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში, ისევე როგორც მოსკოვის სინოდალური კანტორა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დაარსებით უქმდებოდა თბილისში არსებული დიკასტერია. სამაგიეროდ დიკასტერია არსდებოდა ქუთაისში, რომლის გამგებლობაში შევიდოდნენ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამღვდელოება, ეკლესიები და მონასტრები.
3. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი, ხოლო წევრები - თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი, ორი არქიმანდრიტი და ორი დეკანოზი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრები ხდებოდნენ: საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი ვარლამი, თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი დოსითეოზი, ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ათანასე, კიდევ ერთი არქიმანდრიტი და ორი დეკანოზი მოგვიანებით აირეოდა.
ქუთაისში შექმნილი დიკასტერიის უპირველესი წევრი (თავმჯდომარე) იქნებოდა ქუთათელი მღვდელმთავარი, ხოლო წევრები - ერთი არქიმანდრიტი და ორი დეკანოზი. დიკასტერიის შემადგენლობას დაამტკიცებდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა.
4. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას ეყოლებოდა V კლასის პროკურორი, რომელსაც უნდა სცოდნოდა რუსული და ქართული ენები. პროკურორის მოვალეობა იყო სინოდალურ კანტორასა და დიკასტერიაში საქმის წარმოებაზე თვალყურის დევნება.
პროკურორის დამხმარედ უნდა აერჩიათ სამი უფროსი ოფიცერი, რომელთაგან ერთი იქნებოდა გორში, მეორე - თელავში, მესამე - ქუთაისში. მათ მოვალეობას შეადგენდა, საჭიროების შემთხვევაში, პროკურორის საქმის კურსში აყენება.
5. საქმის წარმოებისათვის საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში უნდა ყოფილიყო ორი VIII კლასის მდივანი. ერთი მათგანი დაკავებული იქნებოდა აღმოსავლეთ საქართველოს („Грузия“), ხოლო მეორე - დასავლეთ საქართველოს („Имеретия“) საქმეებით. ორივე მდივანს უნდა ჰყოლოდა თითო მაგიდის უფროსი და მწერალი, ასევე ორი X კლასის მთარგმნელი. დიკასტერიას უნდა ჰყოლოდა ერთი X კლასის მდივანი, ერთი XII კლასის მთარგმნელი და ორი მწერალი.
6. როდესაც საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრებით დაკომპლექტება დასრულდებოდა, ამის თაობაზე საქმის კურსში უნდა აეყენებინათ საქართველოს მთავარსარდალი, საქართველოსა (ქართლ-კახეთის) და იმერეთის სამოქალაქო ხელისუფლება (საქართველოს უმაღლეს მთავრობა და იმერეთის დროებით მმართველობა - ვ. გ.) და უწმინდეს სინოდი.
7. საქართველოში უნდა შექმნილიყო სამი ეპარქია: ქართლის, ოსეთისა და სიღნაღისა. პირველი ეპარქიის მღვდელმთავარი იქნებოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი ტიტულით: "მცხეთის, თბილისისა და ქართლის მიტროპოლიტი", მეორისა - თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი, მესამისა - სიღნაღისა და ქიზიყის ეპისკოპოსი (ამ კათედრაზე უკვე დამტკიცებული იყო ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარი იოანე).
გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო საქართველოს ქორეპისკოპოსის თანამდებობის დაწესება. ეს თანამდებობდა განკუთვნილი იყო ყოფილი წილკნის ეპარქიის მღვდელმთავრისათვის - გერვასისათვის. მისი ტიტული იქნებოდა: საქართველოსა და გორის ქორეპისკოპოსი.
8. იმერეთში (დასავლეთ საქართველოში) არსებული ეპარქიები ხელუხლებლად უნდა დარ ენილიყო მღვდელმთავრების სიცოცხლის ბოლომდე. მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ სინოდალურ კანტორას უწმიდესი სინოდისათვის უნდა მოეხსენებინა თავისი აზრი ეპარქიების თაობაზე.
9. საქართველოსა (აღმოსავლეთ საქართველოსა) და იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) ეპარქიების მღვდელმთავრებს უნდა ეხელმძღვანელათ: წმიდა წერილით, წმიდა მოციქულთა კანონებით, სახელმწიფოს კანონმდებლობით და უწმიდესი სინოდის დადგენილებებით. აღმოსავლეთ საქართველოს მღვდელმთავრებს საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართათ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის, დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავრებს - ქუთაისში არსებული დიკასტერიისათვის.
10. ეკლესიებზე, ღვთისმსახურებზე და ეკლესიის მსახურებზე თვალყურის დევნებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ყოველ 10 ეკლესიას (შეიძლება ცოტა მეტზე და ცოტა ნაკლებზე, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით) უნდა ჰყოლოდა ერთი ბლაღოგინი.ბლაღოინების დანიშვნა ეპარქიის მღვდელმთავრების უფლებას წარმოადგენდა. ბლაღო ინის დანიშვნისა და გადაყენების თაობაზე მღვდელმთავარს საქმის კურსში უნდა აეყენებინა სინოდალური კანტორა (აღმოსავლეთ საქართველოში) ან დიკასტერია (დასავლეთ საქართველოში).
11. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას გახსნის შემდეგ უნდა გადაებარებინა თბილისის ყოფილ დიკასტერიაში განსახილველად შესული საქმეები. მომავალში, შემოსავლისა და გასავლის დადგენის პროცესში, სინოდალურ კანტორას ქუთაისში არსებული დიკასტერიისათვის უნდა მოეთხოვა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიების შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა, რათა სამღვდელოების სარ ოს დანიშვნა გამხდარიყო შესაძლებელი. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უწმიდესი სინოდისათვის უნდა წარედგინა ყოველწლიური ხარჯთაღრიცხვა.
12. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა განიხილავდა არა მარტო უწმიდესი სინოდიდან შემოსულ საქმეებს, არამედ ქუთაისის დიკასტერიიდან და ქართლ-კახეთის (აღმოსავლეთ საქართველოს) მღვდელმთავრებიდან შესულ საქმეებს.
13. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა განიხილავდა საეკლესიო მამულების საქმეს, რომელსაც გადასცემდა პროკურორი.
14. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა განიხილავდა იმ საეკლესიო მამულების საქმეს, რომელიც ეკუთვნოდა ერთ ეპარქიას, მაგრამ მდებარეობდა მეორე ეპარქიის ტერიტორიაზე.
15. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს ყოველწლიურად აცნობებდა გადაწყვეტილი საქმეების რაოდენობას, ასევე იმ საქმეების რაოდენობას, რომელიც რაიმე მიზეზით ვერ გადაწყდა.
16. ქუთაისის დიკასტერია იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიების საქმეებს განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენდა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, წელიწადში ოთხჯერ ანგარიშს ააბარებდა მნიშვნელოვანი მოვლენების, ასევე შემოსავლისა და გასავლის თაობაზე.
17. თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსს ეკისრებოდა იგივე მოვალეობა, რაც აქამდე დაკისრებული ჰქონდა მოზდოკში არსებულ ოსეთის სასულიერო კომისიას.
18. თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიაში უნდა ყოფილიყო შავი სამღვდელოება: 1 არქიმანდრიტი, 1 იღუმენი, 4 ბერდიაკონი, 2 იეროდიაკონი; თეთრი სამღვდელოება: 2 მღვდელი, 1 დიაკონი და 8 მნათე; X კლასის 1 მდივანი, XII კლასის 1 მთარგმნელი და 2 მწერალი.
19. ზემოხსენებული სასულიერო პირების ხელდასხმას, დანიშვნასა და გადაყენებას თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი ახდენდა.
20. რდილო კავკასიის მთიანეთში თელავისა და საქართველოკავკასიის არქიეპისკოპოსის, ასევე მისიონერების გასაცილებლად უნდა გამოყოფილიყო 30 ცხენოსანი საეკლესიო გლეხებიდან, ასევე 100 კაზაკი.
21. თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსმა ოსეთის სასულიერო კომისიის საქმეთა თაობაზე მოხსენება უნდა წარუდგინოს რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს და დაელოდოს სინოდის გადაწყვეტილებას.
22. კახეთის ქალაქი თელავი და ქართლის ქალაქი ანანური, იმის გამო, რომ ოსებთან და კავკასიის მთიელებთან ახლოს მდებარეობს, გადავიდეს თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსის გამგებლობაში.
23. იმერეთის სამღვდელოების და ეკლესიის მსახურთა შვილებისათვის ქალაქ ქუთაისში დაარსდეს სასულიერო სემინარია.
24. 1811 წელს იმპერატორის ბრძანებით დამტკიცებული იყო 5 საარქიმანდრიტო. 1811 წელს ერთ საარქიმანდრიტოდ გაერთიანდა იოანე ნათლისმცემლისა და შუამთის მონასტრები. შუამთის მონასტერი გამოიყოფოდა ცალკე საარქიმანდრიტოდ და შუამთის არქიმანდრიტი უნდა გამხდარიყო თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიმანდრიტის მონაცვლე (მოადგილე), რომელსაც ეპარქია უნდა ემართა არქიეპისკოპოსის ეპარქიაში არყოფნის დროს.
25. თუ რამდენი მონასტერი უნდა ყოფილიყო იმერეთში (დასავლეთ საქართველოში), უნდა გადაეწყვიტა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას და თავისი მოსაზრება წარედგინა სინოდისათვის.
26. თუ ეპარქიების მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და მონასტრის წინამძღვრები გაამრავლებდნენ საეკლესიო უძრავ და მოძრავ ქონებას, მათი სარო გაიზრდებოდა.
27. სასულიერო და საერო პირების ხელფასი უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად (ვერცხლის მანეთებში): 1) საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსს - 5.000 მანეთი, 2) თელავისა და საქართველოკავკასიის არქიეპისკოპოსს - 3.000 მანეთი, 3) სიღნაღისა და ქიზიყის მღვდელმთავარს - 2.000 მანეთი, 4) გორის ეპისკოპოსსა და საქართველოს ქორეპისკოპოსს - 1.500 მანეთი, 5) შუამთის მონასტრის არქიმანდრიტს - 400 მანეთი.
საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში უნდა დაწესებულიყო შემდეგი ხელფასები: 1) პროკურორს - 1.000 მანეთი, 2) სამ ვაქილს - 250 მანეთი თითოეულს, 3) ორ მდივანს - 400 მანეთი თითოეულს, 4) მაგიდის ორ უფროსს - 200 მანეთი თითოეულს, 5) ორ მთარგმნელს - 300 მანეთი თითოეულს, 6) ორ მწერალს - 150 მანეთი თითოეულს, 7) საკანცელარიო ხარჯებისათვის - 500 მანეთი.
ოსეთის სასულიერო კომისიაში უნდა დაწესებულიყო შემდეგი ხელფასები: 1) მდივანს - 350 მანეთი, 2) მთარგმნელს - 300 მანეთი, 3) ორ მწერალს - 150 მანეთი თითოეულს, 4) საკანცელარიო ხარჯებისათვის - 300 მანეთი (Акты, V, II, стр. 407-410).
საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის პროკურორის მიერ 1815 წლის 8 მაისის საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ნიკოლოზ რტიშევისათვის წარდგენილი მოხსენებიდან ირკვევა, რომ იმპერატორის 1814 წლის 30 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა გახსნილა 1815 წლის 8 თებერვალს.
ამ მოვლენის აღსანიშნავად თბილისის სიონის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსმა, მცხეთის, თბილისისა და ქართლის მიტროპოლიტმა, ალექსანდრე ნეველისა და წმ. ანას I ხარისხის ორდენების კავალერმა ვარლამმა (ერისთავმა). წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ვარლამმა აღავლინა ლოცვა იმპერატორ ალექსანდრე I-ისა და რომანოვთა სამეფო სახლის დღეგრძელობისათვის (Акты, V, II, стр. 413-414). საქართველოიმერეთის სინოდალური კანტორა შეუდგა მუშაობას.
1815 წლის ოქტომბერში საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსმა ვარლამმა იმოგზაურა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, შეხვდა მღვდელმთავრებსა და თავადაზნაურობას.
1815 წლის 26 ოქტომბერს ეგზარქოსმა ვარლამმა მოხსენება წარუდგინა საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ნიკოლოზ რტიშ ევს. ეგზარქოსი თვლიდა, რომ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის საქმეები უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილიყო საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში. პრაქტიკულად ეგზარქოსი ვარლამი ქუთაისში დიკასტერიის არსებობას მიზანშეწონილად არ მიინევდა (Акты, V, II, стр. 415-416).
ასე დაასრულა არსებობა ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსომ.
1811-1814 წლებში ჯერ მცხეთის საპატრიარქოს, ხოლო შემდეგ ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქოს გაუქმება იყო ქართლკახეთისა და იმერეთის სამეფოების გაუქმების ლოგიკური გაგრძელება.
სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმებით რუსეთის საიმპერატორო კარი ცდილობდა სანუკვარი მიზნის ასრულებას - საქართველოს გადაქცევას რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად.
* * * * * * *
გამომცემლობა "უნივერსალი". 2010 წელი.