საქართველოს დედაქალაქი და დიდებული სამარკო კონიაკი. სწორედ აქ, თბილისში, 1888 წელს შეიქმნა ქართული კონიაკის პირველი პროდუქცია, რომლის ფუძემდებელი იყო დ. სარაჯიშვილი
როგორც სხვა ქართული კონიაკები, “თბილისიც” მრავალი ოქროს მედლის მფლობელია. აღსანიშნავია მისი სიმსუბუქე, ვანილისებური არომატი, არაჩვეულებრივად ძლიერი ბუკეტი, ოქროსფერი და სხვ. “თბილისი” პირველად 1958 წელს ჩამოისხა ქ. თბილისის 1500 წლისთავისათვის საიუბილეო დღეებში.