ქართული სამარკო კონიაკი (მრავალწლიანი). აწარმოებენ 1954 წლიდან. მსუბუქი დასალევია, ჰარმონიულია თავისი გემოთი, აქვს ღია ჩალისფერი.
მის პოპულარობაზე მეტყველებს საერთაშორისო და საკავშირო კონკურსებზე დამსახურებული მედლები. საუკეთესოა როგორც ხორცთან, ასევე ტკბილეულთან ერთად. მისი წლოვანება ძირითადად 6-7 წლით განისაზღვრება.