თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. “ვერდელიოს” სამშობლოა პორტუგალია. ძირითადად ხარობს ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე გავრცელებულია ბალკანეთის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
ღვინოს აქვს ლამაზი შეფერილობა, შესანიშნავი გემო და მდიდარი ბუკეტი. სწორედ მისგან მზადდება მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინო “მადერა”.