ღვინის ქვა, მჟავე კალიუმის მარილი. გარკვეული სახეობის ღვინოები საკმაო რაოდენობით შეიცავენ, რაც ღვინის სიმღვრივეს იწვევს.
4-5 გრადუსით გაცივებისას კასრის ფსკერზე დაილექება და დაკრისტალდება. ხშირად ასეთივე შემთხვევაა ბოთლებშიც და უფრო მეტიც – ჩამოასხამ ღვინოს და შეიძლება ამ კრისტალის ნაწიბურები ჭიქაში აღმოჩნდეს.
არ გეგონოთ, რომ ღვინის ბრალია, ვინაიდან ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს ღვინით სავსე კასრების ან ბოთლების გადატან-გადმოტანისას ყინვიან ამინდში ან მაცივრის საკანში მოძრაობისას.