ქ. ნუსლეს (ჩეხეთი) ღვინის ქარხანაში დამზადებული თეთრი შერეული სასმელი. რაკი ღვინოების კლასიფიკაციაში შედის, ამიტომ, როგორც ყოველ ღვინოს, მასაც აქვს თავისი შესაფერისი კერძები.
ვინოჰრადსკეს ძალზე მიესადაგება მოხარშული ღვიძლი ან კროკეტები, ძეხვი, ისპანახი და ა.შ. თუმცა ამ ღვინის ფასი დაბალია, მაგრამ აქვს ლამაზი ფერი, სასიამოვნო სურნელი და ზომიერი სიმჟავე. თავისი კატეგორიის ღვინოებში ერთერთი პირველთაგანია.