თითქმის 5/6 მსოფლიო ღვინოებისა იწარმოება და გამოიყენება ევროპაში. ვაზის თითქმის ყველა ჯიში გავრცელებული მთელ მსოფლიოში, საქიშმიშე და სასუფრე ჯიშების გარდა, ევროპულია.
ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი. მევენახეობა განვითარებულია ავსტრიაში, ბულგარეთში, გერმანიის ფედერაცულ რესპუბლიკაში, მოლდოვაში, საქართველოში, საბერძნეთში, უნგრეთში, შვეიცარიაში, ყოფილ იუგოსლავიაში და სხვ.