მაღალხარისხოვანი კონიაკი, ქართული კონიაკის წარმოების მშვენება. პირველად გამოვიდა 1946 წელს.
ენისელს აქვს ნაზი, სასიამოვნო ბუკეტი და ვანილის არომატი, გემო ხავერდოვანი და ფერი ქარვისა. კონიაკის ეს თვისებანი მის ხნოვანებაზეა დამოკიდებული, კონიაკის სპირტი ხომ საუკეთესო ჯიშის ქართული ყურძნისგან – რქაწითელისგან მზადდება, რომელიც კახეთში, შილდა-ენისელში მოჰყავთ.
ენისელი 43 გრადუს სპირტს და 0,7 % შაქარს შეიცავს. 1955-1959 წლებში საერთაშორისო და საკავშირო გამოფენებზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.