ამ ქვეყანას ღვინის წარმოებაში მესამე ადგილი უკავია მსოფლიოში, საერთო ფართობი ვენახებისა 1,6 მლნ ჰექტარია, წელიწადში 20,3 მლნ ჰლ ღვინოს აწარმოებს. მევენახეობის ძირითადი ოლქებია ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთი მხარე.
ვენახის მოსავალი უმაღლეს დონეს შემდეგ რაიონებში აღწევს: ალიკანტე, კორდოვა, ხერესი, რიოსა, მდ. ებროს დაბლობი, კატალონია, სევილია, ვალენსია, ხერეს დე და ფრინტესა, მალაგა და სხვ
ცნობილი ვაზის ჯიშებია: ალბილიო, ალმერია, გრენაში, მაზუელა, კაბერნე სოვინიონი, მანტუო კასტელანი, მანდუო პილასი, პალომინო, ჰედრო ხიმენესი, ტემპრანილი და სხვ.