წითელი დაკუპაჟებული ღვინო, დამზადებული ნუსლეს ღვინის ქარხნებში. ჩეხების სასიხარულოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ღვინომ გაამართლა მათი იმედები და სახელიც გაუთქვა მათ. კუპაჟის მთავარი შემადგენელი ნაწილია უმაღლესი ხარისხის წითელი “კაბერნე” და უნგრული იაგერის მსგავსი “ბურგუნდი”, რომელსაც დაუმატეს ცოტაოდენი “სვატოვავრჟინული” ან “ფრანკოვკა”.
ასე წარმოიშვა დიდებული წითელი ღვინო, რომელმაც გამოჩენისთანავე მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები გაიჩინა. კარგი ფერისაა და ტკბილი გემოსი. განსაკუთრებით სასიამოვნოა სმის დაწყებისას.