ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებული და გაშენებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში; მისგან დამზადებული ღვინო ძალზე ექსტრაქტული და ჰარმონიულია, ღია მოყვითალო ფერისაა.
გამოიყენება საკონიაკე ღინომასალისა და ყურძნის წვენის დასამზადებლად. დონდღლაბის ვაზის ჯიში სხვადასხვანაირია: თავწითელა, მწვანე და მჭკნარა.