პორტუგალიური წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ძირითადად გამოიყენება პორტვეინის ტიპის ღვინოების დასამზადებლად.
გავრცელებულია აგრეთვე ესპანეთში, საფრანგეთსა და ყირიმში. ამ ჯიშის შესაბამისი სინონიმებია: დონცელინო, დონცელინო დო კასტელო, დონცელინო დე პორტუგალი, დონზელინგო და სხვ.