შესანიშნავი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომლის სამშობლოა უნგრეთი. მის საუკეთესო თვისებებსა და პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ იგი დიდი ხანია გავრცელებულია ბალკანეთის ქვეყნებში, რუმინეთში, საბჭოთა კავშირში, საფრანგეთში, ჩეხეთში და სხვა.
“გარს ლეველიუს” პროდუქცია ფურმინტთან დაკუპაჟებით განკუთვნილია მაღალხარისხოვანი ტოკაის სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ასევ შესანიშნავია სხვადასხვა სახის ლიქიორი, რომელიც ევროპაში ძალზე მიღებულია, ამ ჯიშის სინონიმებია “გარშლეველიუ”, “ლიპოვინა”, “ტოკაი”, “ხარშლველიუ” და სხვ.