ამ სასმელს შოტლანდიური ვისკის “ვოვსის” ლიცენზიით ამზადებენ ჩეხეთში. სასმელი, რომელშიც 60% “ვოვსია”, ცოტაოდენ წააგავს “უილდ ქეთ ვისკის”.
ორივე საუკეთესო სახის ბოთლებშია ჩასხმული და ნამდვილი ვისკისა და კონიაკის მსგავსად, მუყაოს ყუთებშია ჩაწყობილი. ფერითა და სურნელით “გოლდენ სკოტჩ ვისკის” განსხვავება ნამდვილი ვისკისაგან ძნელია.
რაც შეეხება გემოს, უდავოდ ჩამორჩება. თუმცა ეს გარემოება სრულებით არ უკარგავს მას პოპულარობას და ამიტომაცაა, რომ მასზე არანაკლები მოთხოვნილებაა.