ქართული სამარკო კონიაკი. სახელწოდება მიიღო ყვარლის რაიონის სოფელ გრემის პატივსაცემად. როგორც ისტორიკოსები მიგვითითებენ, ამ ტერიტორიაზე (მდ. ალაზნის მიდამოებში) ცხოვრება დაიწყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში.
მე-14 საუკუნეში კი იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქიც ყოფილა. ასეთ ისტორიულ ადგილსამყოფელს შესაფერისი კონიაკიც მიესადაგება. კონიაკი “გრემი” დღეს სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში. კარგად ისმება ღორის მწვადთან, მჟავე კიტრის მწნილთან და დედასპურთან ერთად.