ქ. ვენასთან ახლოს მდებარე უბანი დასვენებისა და გართობისათვის ერთერთი საყვარელი ადგილია ვენელებისთვის და ყველა უცხოელისთვის. აქ ხშირად მასობრივად იკრიბებიან, საუცხოოდ მოწყობილ უბრალო გლეხურ ქოხებში შექცევიან ცნობილ გრინზინგულ ღვინოებს, განსაკუთრებით ყურძნის მოსავლის აღების დროს.
გრინზინგული ღვინოები თეთრი ფერისაა, თავისი სინაზისა და უბრალოების გამო სასიამოვნო დასალევია. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ თითქმის ყველა ავსტრიელის ოჯახში ნახავთ ხელადებსა თუ ბოთლებში მოჩუხჩუხე “გრინზინგს”, ეს მათი ეროვნული სასმელია.