პორტუგალიური წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში, ძირითადად გაშენებულია მდ. დუერის, ტამევასა და როკორგოს ხეობათა ზონაში, მთისპირა ფერდობებზე.
ამ ჯიშისა და ალვარელიოს დაკუპაჟებით იღებენ შესანიშნავ ლიქიორს, გამოიყენება ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების მისაღებად. ყურძნის მაქსიმალური შაქრიანობაა 28%-მდე. საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია “ბასტარდოს” კუნძულ მადეირაზე და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.