სახელწოდება დასავლეთ ჩეხეთის ერთერთი ქარხნისა, რომელიც 1807 წელს კარლოვი ვარში დაარსდა და სპირტიან სასმელებსა და კონსერვებს აწარმოებს. მსოფლიოში სახელგანთქმული “ბეხეროვკის” გარდა ადგილობრივი პატრიოტების თაოსნობით კარლოვი ვარის ცამეტი სამკურნალო წყაროს შემდეგ ათვისებულ იქნა მეთოთხმეტე წყაროც.
კარლოვი ვარი საერთაშორისო ბაზარს დიდი რაოდენობით აწვდის ისეთ სასმელებს, როგორიცაა “როიალ აპერიტივი”, “რაპიდ ბიტერი”, “კორდიალ მედოკი”. ბეხეროვკა ლიქიორია, მისი პირველდაწყებითი და ნამდვილი სახელწოდებაა “ორიგინალ კარლსბად ბეხერ ლიქიორი”. მას მწარე გემო დაჰკრავს, მაგრამ სიმწარე სმის დროს შეუმჩნეველი რჩება.
რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვისაც. ამიტომ “ბეხეროვკა” განთქმულია არამარტო ჩეხეთში, არამედ საზღვარგარეთაც. ზომიერად ტკბილია და ბალახის სურნელი აქვს. დამახასიათებელი ნიშნების გამო “ბეხეროვკა” საუკეთესო აპერიტივია.