მოყავისფრო-წითელი ფერის სამართლიანად გამორჩეული და საუკეთესო აპერიტივი. გემოთი და სურნელით მიხვდებით, რომ მისი დამზადებისას ბალახეულია გამოყენებული, დაჰკრავს ფორთოხლისა და ალუბლის გემოც, რომლებიც “ბიტერის” ძირითად ელემენტებს შეადგენენ.
იგი ზომიერად ტკბილიცაა და მწარეც. კიდევ უფრო მეტი სიტკბო რომ ჰქონდეს, ალბათ სპეციალისტები ლიქიორთა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ.