ერთი ქილა ნაკუწ-ნაკუწად დაჭრილი ანანასი ჭურჭელში ჩაყარეთ, დაამატეთ ერთი ჭიქა “ტესაველა კარმენი” და ნახევარი ჭიქა “კიურასო”. 2-3 საათი გააჩერეთ და აურიეთ.
შემდეგ ჩაასხით ერთ ლიტრამდე ნატურალური თეთრი ღვინო (სულ ერთია რომელი ქვეყნის ჩამოსხმა იქნება) და დაუმატეთ 250 გ შაქრის ფხვნილი, ასე დატოვეთ მანამ, ვიდრე ყვითელი ფერის წყალი არ გამოიყოფა. შემდეგ დაუმატეთ ცქრიალა ღვინოში შერეული ერთ ლიტრამდე ანანასის წვენი.