აიღეთ 10 ცალი კარგად მომწიფებული გარგარი, გაჭერით და ქილის ფსკერზე დაალაგეთ. დაასხით 1 ლ “კარმენ ტესაველა” და დაუმატეთ ორი კოვზი შაქრის ფხვნილი.
მეორე ჭურჭელში 250 გ შაქარს დაასხით ერთი ლიტრი მოტკბო ნატურალური თეთრი ღვინო და აურიეთ, ვიდრე შაქარი არ დადნებოდეს. უკვე ტკბილი ღვინო დაასხით დაჭრილ გარგარს და ერთი საათით მაცივარში შედგით. მირთმევამდე, კიდევ დაამატეთ თითო-თითო ლიტრი თეთრი ცქრიალა ღვინო.