მკვეთრი მწვანე ფერის ღვინო, მსუბუქი, მაგრამ ზომიერად გამოკვეთილი სურნელით, ძალზე ჰარმონიული გემოსი, ამიტომ სამართლიანად ითვლება სლოვაკური თეთრი ღვინოების თაიგულად.
ჭაშნიკის აღებისას გემო საკმაოდ მშვიდი და თანაბარი აქვს, მაგრამ მესამე, მეოთხე ჭიქაზე სისხლი უთუოდ სწრაფად აგიჩქეფდებათ. ბოლოს კი, თვითდაჯერებულობისა და ცოტაოდენი მოურიდებლობის შედეგად, მთლიანად დაგიმორჩილებთ კიდეც. ომლეტთან შაშხით ან საქონლის მოთუშულ თირკმლებთან ერთად თითქმის შეუცვლელი რამაა.