მევენახეობას ამ ქვეყანაში საუკუნეების ისტორია აქვს და გასაკვირი როდია, ძნელად დაასახელო ოლქი, რაიონი, ქალაქის გარეუბანიც კი, რომ ვაზის კულტურა არ იყოს გაშენებული.
მევენახეობით განსაკუთრებით განთქმულია ვარნა, პლევენი, პოვდივი, რუხე, სვიშტონი, სუხინდულა და სხვა. როგორც ისტორია გვამცნობს, უძველესი ევროპული მევენახეობა ჩაისახა თრიკიაში ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ.