ისტორიული ოლქი საფრანგეთის შუა ნაწილში, სადაც აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ თეთრ და წითელ ღვინოებს. ბურგუნდიის ბურგონის ოლქი მოიცავს სონისა და ლუარის, ენის, კოტ დორის, იონის დეპარტამენტებს.
დიჟონის მოსახლეობის 40% სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე არ უღალატიათ მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციული დარგებისათვის.
ბურგონი - ფრანგული წითელი ღვინო, აწარმოებს სახელგანთქმული ფირმა “კალვეტი”. კარგი, საშუალო ხარისხის ღვინოა.