უმაღლესი ხარისხის ყურძნის ჯიში, რომელიც შესანიშნავ ტკბილს იძლევა. როგორც ირკვევა, წარმოშობილია საფრანგეთიდან, ხოლო სპეციალისტები თვლიან, რომ იგი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გაქრა ფერი “რუხი ბურგუნდიულისა”. ბურგუნდიული თეთრი საკმაოდ ალკოჰოლურია. მწვანე - ნათელი ფერისაა, ღვინის მსუბუქი არომატი გააჩნია.
ბურგუნდსკე ბილე მელნიცკის ოლქში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინოა, რომელიც ყველასათვის ახალი აღმოჩენა და სასიამოვნო სიურპრიზიც გახლავთ, მას სპეციალისტები ზოგჯერ ხელოვნების ნიმუშებსაც კი ადარებენ . სიამოვნებას გაგიორკეცებთ, თუ შეექცევით ხბოს დაბეგვილ ხორცთან ან მოთუშულ ჭანართან ერთად.
ღვინო გამოირჩევა სისუფთავით, სიჯანსაღით, საამოა ყოველთვის. ძალზე წააგავს საკმაოდ გახმაურებულ “მიულერ-ტურგაუს”. ღვინო მწვანე-მოყვითალო ფერისაა, აქვს თავისებური გამომწვევი გემო. ძალზე პიკანტურია, ასევე ზომიერი სიცხარით.
თეთრ ბურგუნდიული ისეთი სუფთა და ჯანსაღია, რომ არავითარ საუზმეს არ მოითხოვს. დათლილი ხბოს ხორცი დაფნის ფოთლით ან იტალიურად მომზადებული ხბოს გულ-მკერდი მშვენიერია მასთან ერთად.