ჩეხური თეთრი ღვინო, რომელსაც პრაღა - ვისოჩანის ღვინის ქარხანა აწარმოებს. ვეზენისა და ადგილობრივი თეთრი ღვინოების საკუპაჟე მასალაა, შაქრის დიდი რაოდენობით (22-25%).
ჭაშნიკის აღებისთანავე იგრძნობა მისი უშუალო, საუკეთესო სურნელი და გემო, რაც მეტად დამახასიათებელია სამხრეთულ მორავიული ღვინოებისთვის. ბოთლის ეტიკეტი კარგად არის გაფორმებული და ჩეხეთის ისტორიულ წარსულს ასახავს.