ბოთლის მოსართავი ელემენტები. ღვინით სავსე ბოთლი, რომელიც არამარტო დახუფულია, არამედ საცობზე ეტიკეტიც აქვს. საცობი დაფარულია თეთრი, წითელი ან მწვანე ფერის კალაფირის, პლასტმასის, ხშირად კი კალის ფოლგისაგან დამზადებული თავსახურით.
ჩამოსხმის წელი აღინიშნება მცირე ზომის ეტიკეტით ან ან ნებისმიერი ფორმის ბაფთით. ზოგჯერ ბოთლის ყელზე მიბმულია მინიატურული ზომის წიგნაკი, სადაც აღნუსხულია ღვინის მოკლე დახასიათება.