როგორც ნატურალური სამარკო თეთრი ღვინო, ჩინებული თვისებებით გამოირჩევა. უმაღლესი ხარისხისაა, გამჭვირვალე. აქვს ნათელი, მოყვითალო-მომწვანო ფერი, სასიამოვნო არომატი. ათოსი, ნკლებად ტკბილიც რომ იყოს, მაინც შესძლებდა დამტკიცებას, რომ ძველი პლზენის წარმოება ევროპაში სანიმუშოა.
“ათოსი” საკმაოდ ტკბილი სასმელია, მაგრამ არა ისეთი, როგორც ტოკაის და ბორდოს თეთრი ღვინოები, რომლებსაც ტკბილეულთან ერთად სვამენ. ეს ღვინო ხბოს ხორცის პუდინგთან, ჭანართან ან ღვინოგადავლებულ ნანადირევთან შესანიშნავი დასალევია. ამიტომაც, ყველა კარგ მონადირეს ღვინო “ათოსი” გამოულეველი აქვს.