ამ ჯიშის ვენახები გაშენებულია უმეტესად საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში, განსაკუთრებით მოლდავეთსა და საქართველოში. იძლევა საუკეთესო სუფრის ღვინოს, “ჰარმონიული თაიგული” – ასე უწოდებენ ხშირად მას საფრანგეთში. სასიამონო მჟავიანობის გამო შესაძლებელია მისი შეზავება სოდიან წყალთან. კარგია ალიგოტე ქამა-სოკოში ჩათუთქულ ომლეტთან ერთად.