ყველანაირი ღვინო მიიღება დუღილის შედეგად, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობს 20-26 გრადუს ტემპერატურაზე. დუღილი ღვინის საფუარით გამოწვეული ბიოქიმიური პროცესია, ამ დროს შაქარი გარდაიქმნება ალკოჰოლად და გამოიყოფა ნახშიროჟანგი სხვა პროდუქტებთან ერთად, წარმოიქმნება ე.წ. ენზიმები.
ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს ორ ეტაპად – ძლიერი და წყნარი. დუღილის შემდეგ სუფთა ღვინოს ვიღებთ სხვადასხვანაირი ტექნოლოგიით.