ძირითადად გაშენებულია ვაზის სასუფრე ჯიშები, რომელთა შორის მთავარია “შასლა” (თეთრი ფერის). ვენახების ზვრების საერთო ფართობი ალჟირში 390000 ჰექტარს მოიცავს, აწარმოებს 17 მლნ ჰექტოლიტრ ღვინოს, ათეული წლების მანძილზე ალჟირი ღვინოების ერთერთი მთავარი ექსპორტიორია საფრანგეთში. მევენახეობას ალჟირში საფუძველი დაედო ჯერ კიდევ 1860-1890 წ.წ.
როცა ფილოქსერამ საფრანგეთში ვაზი გაანადგურა. ამ პერიოდში ვენახების ფართობი გაიზარდა ალჟირში, სადაც ფრანგმა სპეციალისტებმა ჩაიტანეს სამხრეთ საფრანგეთის ვაზის ჯიშები: ალიკანტ ბუშე, არამონი, გრენაში, მატარო, კარინიანი და სხვა. მევენახეობისა და მეღვინეობის ძირითადი რაიონები ალჟირში განლაგებულია ქალაქების _ ალჟირის, ბუქის, მასკარას, მორტაგანის, ორანის, სიდი ბელ აბესის, ტლემრენისა და ფილიპ ვილის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზე.