ვაზის სახეობისა და ჯიშების შემსწავლელი მეცნიერება, რომელიც ძირითადად XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა.
ევროპული ზონის ქვეყნებში, იქ სადაც განვითარებულია მევენახეობა და მეღვინეობა, მეცნიერების ამ დარგს დიდი როლი ენიჭება, ამიტომაც მრავალი ამპელოგრაფიული ნაშრომია გამოქვეყნებული.