თუ გვაინტერესებს ხარისხიანი ღვინის საერთო შთაბეჭდილება ან მისი ზოგიერთი განსაკუთრებული თვისება, რაც განაპირობებს მომავალში მისი წარმოების გაუმჯობესებას, შეძლებისდაგვარად გადავინახოთ ბოთლების გარკვეული რაოდენობა და ვუწოდოთ მას არქივი.
ღვინო დროდადრო გავსინჯოთ, დავაკვირდეთ მის განვითარებას. ამგვარად, ჩვენ მიერ საარქივოდ გადანახული ღვინო იყო ბურგუნდის თეთრის 1971 წლის გამოშვება. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენს წინაშე წარმოდგა როგორც დიდებული გემოს მქონე სასმელი. ასეთი ღვინოები ბრწყინვალეა არამარტო ბურგუნდიაში, არამედ ერთ-ერთი ვარსკვლავია ევროპულ ღვინოთა თანავარსკვლავედში.