მევენახეობისა და მეღვინეობის ცნობილი ოლქი ცენტრალურ იტალიაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქ.პესკარა.
ოლქის მთლიანი ფართობის (10 794 კვ.კმ) ნახევარი ათვისებულია. მევენახეობის გარდა განვითარებულია მებაღეობა. მოჰყავთ დიდი რაოდენობით მარცვლეული კულტურები და სხვა.
აბრუციული ღვინოები სახელგანთქმულია როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.