მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!

  ნანახია 22626 - ჯერ |  
შრიფტის ზომა


 

Momondo

შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითმფრინავის ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს. ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა (სასურველია თუ დარეგისტრირდება) შესაბამის გრაფაში ჩაწეროს შესაბამისი კოორდინატები: – გამგზავრების , დანიშნულების ადგილი და თარიღი. შემდეგ კი  მისცეს ბრძანება ძებნა. დანარჩენს სერვისი თავად გააკათებს, სახელდობრ ჩამოწერს სრულ სიას თუ რომელი ავიაკომპანია და რა ფასად, რა დროს ახორციელებს თქვენთვის საჭირო რეისს, შესაბამისად  შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი. შედის საქართველოც (მოძებნეთ აზიაში და არა ევროპაში).

ბილეთის ბრონირება, ადგილიდანვე შეგიძლიათ, დააჭერთ გადასვლას იმ ავიაკომპანიისა და ფასის გასწვრივ, რომელიც გაწყობთ და გადახვალთ სერვისის პარტნიორ საიტზე, სადაც შეუკვეთავთ კიდეც ონლაინში ბილეთებს.

სერვისის შემქნელები ირწმუნებიან, რომ, როცა  ხელმისაწვდომია ბაზარზე არსებული ფასების მთელი სპექტრი, სრულიად შესაძლებელია გაკეთდეს სწორი არჩევანი და დაიზოგოს 50–200 ევრო. ხოლო თუ რამდენიმე ადამიანი მიფრინავს, დაზოგილმა თანხამ შეიძლება საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრს მიაღწიოს.

გარდა ხელსაყრელი ავიარეისებისა, სერვისის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ქალაქის სასტუმროების მოძებნა. ძებნა ჩვეულებრივ მიმდინარეობს, შეიყვანთ შესაბამის პარამეტრებს  და მიიღებთ სასტუმროების სიას.

სასტუმროს ბრონირებაც ადგილიდანვე შეგიძლიათ, ისევე როგორც ავიაბილეთების შემთხვევაში. გადახვალთ შესაბამისი ლინკით პარტნიორ საიტებზე, რომლებიც მუშაობენ ბილეთების ბრონირებაზე და შეუკვეთავთ თქვენთვის მისაღები სასტუმროს ნომერს.

სერვისს გააჩნია ასევე მსგავსი მომსახურება ავტოგაქირავებაზე, ავტომობილის დაქირავების ყველაზე ხელსაყრელი ფასის დადგენა ხდება ანალოგიურად, ზემოთ აღნიშნული ხერხით. სერვისის შემქმნელები ასევე ირწმუნებიან, რომ შესაძლებელია მთელს ევროპაში ჩქაროსნული მატარებლების ბილეთების მოძებნა, შესაბამისი ფასებით.

ხოლო მათთვის, ვინც არსად მიფრინავს და ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს საქმიან მოგზაურობას ან დასვენებას, საიტზე შექმნილია განყოფილება "გზამკვლევი", სადაც საიტის მომხმარებლები, რომელთა შორის მრავლად არიან თავგამოდებული მოგზაურები ანთავსებენ საკუთარ სტატიებს, შთაბეჭდილებებს, რჩევებს, ფოტოსურათებს, და რუქებს, რომელზეც აღნიშნულია ღირსშესანიშნაობები და მთელი რიგი დამატებითი ინფორმაციები.

სერვისს გააჩნია ინგლისური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, რუსული და სხვა ენების მხარდაჭერა.

 

ავიარეისებისა და ბილეთის ფასების ონლაინ სერვისები - Momondo

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Amadeus

შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომელიც ძალიან არ მოსწონს  მსოფლიოს არც ერთ ტურისტულ კომპანიას, მასში კონცენტრირებულია ინფორმაცია დედამიწის ზურგზე არსებული  თითქმის ყველა ავიაკომპანიის ავიარეისებზე.

ასე რომ შესაძლებელია აირჩიოთ ყველაზე იაფი ვარიანტი და თქვენთვის მოსახერხებელი მარშრუტი.

 

ავიარეისებისა და ბილეთის ფასების ონლაინ სერვისები - Amadeus

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Expedia

მსოფლიო ბაზარზე არსებული ერთ–ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ავიაკომპანიის ონლაინ სერვისი, რომელიც აერთიანებს ტურისტული მომსახურებით დაკავებულ მსოფლიოს მსხვილი კომპანიებს.

კომპანია ყოველთვის სთავაზობს მომხმარებლებს სერიოზულ და უბადლო წინადადებებს, რომლებიც განთავსებულია 90 საიტზე 60 - ზე მეტ ქვეყანაში.

 

ავიარეისებისა და ბილეთის ფასების ონლაინ სერვისები - Expedia

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Anywayanyday

შესანიშნავი რუსული ონლაინ სერვისი, მარტივი, სასიამოვნო ინტერფეისით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბილეთის ფასის დადგენა და მისი შეძენა პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ბანკის პლასტიკური ბარათით.

შეიძლება სასტუმროს ფასებისა და სხვა პირობების დადგენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

აუცილებლად გამოადგებათ მოკოვში (და არა მარტო) მცხოვრებ ჩვენს მრავალრიცხოვან თანამემამულეებს.

 

ავიარეისებისა და ბილეთის ფასების ონლაინ სერვისები - Anywayanyday