ცნობილია, რომ ნებისმიერი ვებ-საიტისთვის, ჩატვირთვის სიჩქარე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ სასურველია საიტი მაქსიმალურად მსუბუქი იყოს. ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია საიტზე არსებული ყველა სურათის ოპტიმიზაცია,
გთავაზობთ საიტის სურათების ოპტიმიზაციის (”წონის შემცირების”) უფასო ონლაინ სერვისებს. ამ სერვისების მოხმარება საკმაოდ მარტივია: საკმარისია მხოლოდ ჩატვირთოთ ფოტოსურათი, დააჭიროთ შესაბამის ღილაკს (UPLOAD IMAGES) და დაელოდოთ, სანამდე სერვისი მოახდენს მის ოპტიმიზაციას, შემდეგ კი ასევე ღილაკზე (DOWNLOAD) ერთი ხელის დაჭერით გადმოწეროთ მიღებული ფოტოსურათი.
აღსანიშნავია, რომ საწყისი და საბოლოო სურათის შედარებისას, სურათების ზომასა და ხარისხს შორის სხვაობა თითქმის არ არსებობს, მაშინ, როცა სურათის ”წონა” მცირდება 20-70% -ით.