მთვარის ჰოროსკოპი - ლომი 23.07-23.08
მთვარის ნათელი მხარე ლომის ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო ენერგიულები და შემოქმედითები ხდებიან, უყვართ გართობა და მათი თვალთახედვის არე შესამჩნევად ფართოვდება.
მთვარის ბნელი მხარე ლომის ნიშანში - ადამიანები ამ დროს უფრო ეგოისტურები, პატივმოყვარენი, იმპერატიულები და უხეშები ხდებიან, ყოველნაირად ახალისებენ და ხელს უწყობენ საკუთარი სურვილების განხორციელებას.
მომხიბვლელ და სიცოცხლისმოყვარულ ლომის ნიშანში, მთვარე თავს ძლიერად, პოზიტიურად ავლენს და მისი ბნელი მხარეც კი, სხვა ნიშნებთან შედარებით ნათელია. ლომი შესანიშნავი ნიშანია მთვარისთვის, რადგან იგი მის გავლენას უმატებს დიდ სითბოსა და მუდმივობას, აგრეთვე იდეალიზმს.
მთვარის ლომი ძალიან ემოციურია, ამიტომ მის გრძნობებზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვიდრე გონებაზე. თუ ის გრძნობების ზეგავლენის ქვეშაა, ყველაფერს ზუსტად და აღმაფრენით ითვისებს ხოლმე, მაგრამ თუ რაიმე საგანი ან საკითხი არ იწვევს მასში ემოციებს, ინტერესი ძალიან მალე უქრება ხოლმე. გრძნობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებებს, რომელიც მოდის გარესამყაროდან, მთვარის ლომი იღებს ემოციონალურ დონეზე, ამიტომ, თუ ვინმეს სურს ლომს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, საჭიროა მის გრძნობებზე მოქმედება.
მთვარის ლომის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მას არ სურს დაემორჩილის სხვის თამაშის წესებს. იგი ძალიან ჭკვიანია და სიახლეების ათვისების კარგი უნარით გამოირჩევა, ვერ იტანს დაწვრილმანებასა ვიწრო აზროვნებას. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ცდილობს საზოგადოებაში შესამჩნევი როლი ითამაშოს.
მთვარის ლომი კარგად ამჟღავნებს თავს ერთობლივ პროექტებში, რადგან შეუძლია შთააგონოს და პირადი მაგალითი მისცეს ადამიანებს. პრობლემების შემთხვევაში, იგი არ ყრის ფარხმალს და არ წუწუნებს, პირიქით, მაშინვე იწყებს გამოსავლის ძებნას. მოწოდებით ლიდერია და ხშირად გრძნობს ხოლმე, რომ განსაზღვრული მისია აკისრია ცხოვრებაში. ზოგჯერ ძალიან უყვარს მბრძანებლობა და საერთოდ, ლომს უფრო ბრძანებების გაცემა უყვარს, ვიდრე მისი შესრულება. თუმცა ამას ადვილად პატიობენ, რადგან მისი ჭარბი ენთუზიაზმი, ენერგია და სიცოცხლის სიყვარული გადამდებია სხვა ადამიანებისთვის და მათში დადებით ემოციებს იწვევს.
პატივმოყვარეობა ლომის მთავარი სისუსტეა, ის ადვილი "ნადავლია" მათთვის, ვისაც შეუძლია ხელოვნური, ყალბი კომპლიმენტებისა და ქათინაურების თქმა. მთვარის ლომს ყოველთვის სჭირდება აუდიტორია და ძალიან უყვარს ყურადღება.
მთვარის ლომს ხიბლავს მიწიერი სიკეთეებიც - ნოყიერი საკვები, ძვირფასი ღვინოები, ეფექტური სამოსი. იგი შესანიშნავი მასპინძელია ხოლმე და კარგად გამოსდის შესანიშნავი საღამოების მოწყობა. საბედნიეროდ უფრო ხშირად, მათ ექსტრავაგანტულ გემოვნებას ფინანსური მდგომარეობაც უმაგრებს ზურგს.
სიყვარულში მთვარის ლომი რომანტიკულია, მას შეუძლია თავის რჩეული კვარლცხბეკზე აიყვანოს და ხაზი გაუსვას მის ისეთ ღირსებებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ხოლო როცა პარტნიორი მის იმედებს ვერ გაამართლებს, იმედგაცრუებას განიცდის არა მარტო სიყვარულისადმი სერიოზული დამოკიდებულების, არამედ სიამაყისა და თავმოყვარეობის გამო. იგი ეჭვიანი და სიყვარულში მესაკუთრეა, ამასთან ერთად უყვარს ფლირტი და ძალიან უხარია როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები მის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ.