მუცლის შებერილობა და ნაწლავების ჭვალები (ნაწლავთა კოლიკი), სიცოცხლის პირველ თვეებში აწუხებს პრაქტიკულად ყველა ახალშობილს.
ეს ხდება იმის გამო, რომ ნაწლავების კუნთები ნაკლებადაა გავარჯიშებული და საკვები ნაწლავებში გადაადგილდება ძალიან ნელა.
ზოგადად დადგენილია, რომ ნაწლავის ჭვალი ნაკლებად აწუხებთ ის პატარებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც მშობლებს ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ, ასეთი შემთხვევები გაცილებით ხშირია, რადგან ხელოვნურ საკვებზე მყოფ ბავშვებს შესაძლებელია ალერგია ჰქონდეთ ძროხის რძის ცილაზე. ამ შემთხვევაში ექიმი სავარაუდოდ დანიშნავს სპეციალურ, ჰიპოალერგიულ ნარევს.
შესაძლოა ახალშობილს შაქრის (ლაქტოზის) მოუნელებლობა ჭირდეს, რაც ხელს უწყობს კოლიკების წარმოშობას. ამ შემთხვევაში ექიმი გირჩევთ საკვებში გარკვეული ნივთიერებების გარევას, რაც საკვების უკეთეს ათვისებას შეუწყობს ხელს;
ახალშობილის კოლიკაზე გავლენას ახდენს დედის კვება, ამიტომ იგი უნდა მოერიდოს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: ციტრუსები, მჟავე პროდუქტები, რძის პროდუქტები (სწრაფი ფრაგმენტაციის რძე და ყველი), ბოსტნეული, მწვანილი, სანელებლები, პარკოსანი მცენარეები, კოფეინი, ალკოჰოლი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები.
მნიშვნელოვანია ერთმენეთისგან გაარჩიოთ თუ რის გამო ტირის ბავშვი და არის თუ არა ეს ტირილი გამოწვეული ნაწლავთა ჭვალით და გაზების დაგროვებით.
კოლიკების და გაზების დაგროვების შემთხვევაში ბავშვის ტირილი მოულოდნელი და გამკივანია. იგი მცირე ხნით წყდება და შემდეგ კვლავ გრძელდება. პატარა მუშტავს ხელებს, ღუნავს ფეხებს და ამოზნიქავს ზურგს.
კოლიკებით გამოწვეული ტკივილი ძირითადად თავს იჩენს დღის მეორე ნახევარში, საღამოს, ხოლო რთულ შემთხვევებში ბავშვი ფაქტიურად მუდმივად ტირის და მისი დაწყნარება ძალიან რთულია.
კოლიკის დროს ბავშვი ძალიან ცუდად იკვებება, იგი ან უარს ამბობს საკვებზე, ან ჭამს ძალიან ცუდად.
კოლიკი როგორც ასეთი, ბავშვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ გამოუცდელი მშობლებისთვის ხშირად სტრესისა და დისკომფორტის მიზეზი ხდება.
თავიდან მშობლებს უჭირთ იდენტიფიცირება, თუ რის გამო ტირის ახალშობილი და ვერ ახერხებენ მის დაწყნარებას, რის გამოც იძაბება ვითარება მშობლებს შორის, ბავშვი გრძნობს ამას და იქმნება ჩაკეტილი წრე, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. თუმცა დედამ მალე უნდა აუღოს ალღო სიტუაციას და შეეცადოს შვება მისცეს საკუთარ პირმშოს.
თუ ბავშვს მუცლის შებერილობა, ნაწლავთა ჭვალა და გაზების აწუხებს, ნუ მისცემთ მაშინვე სხვადასხვა სახის წამლებსა და აბებს, ეს არ არის არც საჭირო და არც სასარგებლო.
»» იმისათვის, რომ ახალშობილი გაზებისგან და მისგან წარმოქმნილი დისკომფორტისგან გაანთავისუფლოთ, დააწვინეთ იგი ზურგზე, დაადევით ხელისგული მუცელზე და გაუკეთეთ ფრთხილი მასაჟი წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით (დაახლეობით 12-ჯერ).
ხელისგული უნდა გქონდეთ თბილი, ხოლო ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს 22 გრადუსზე ნაკლები. შემდეგ გააკეთეთ ბავშვის ნეკნებიდან მუცლის ცენტრისკენ მსუბუქი ზიგზაგისებური მოძრობები.
როგორც წესი, ასეთი მასაჟის შედეგად ახალშობილის ნაწლავებიდან გამოიდევნება გაზები და ხდება დეფეკაცია.
»» ნაწლავის ჭვალს კარგად უმკლავდება სითბო, ამიტომ თუ ბავშვის მდგომარეობა არ შემსუბუქდა, და გაზები ძლიერ აწუხებს, შეიძლება მუცელზე დაადოთ უთოთი გაუთოვებული რამდენჯერმე გადაკეცილი სუფთა საფენი.
სითბო გამოიწვევს ნაწლავის კედლების მოდუნებას და გაზების გამოდევნას. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის კანი ძალიან ნაზია და დაუკვირდით, რომ საფენი ზედმეტად ცხელი არ იყოს.
»» შეიძლება ახალშობილი გაზებისგან გაათავისუფლოთ შემდეგი გზითაც: დააწვინეთ პატარა ზურგზე, მოუხარეთ ფეხები მუხლებში და გადასწიეთ მუცლის მიმართულებით ისე, რომ მუხლები შეეხოს მკერდს და ოდნავ დააწექით (ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ და დაუკვირდით ბავშვის რეაქციას).
შემდეგ გააკეთეთ იგივე, მაგრამ მოხარეთ ბავშვის ფეხები სათითაოდ - ჯერ ერთი, მერე მეორე. კარგი შედეგი აქვს ვარჯიშს „ველოსიპედი“. ასწიეთ ბავშვის ფეხები ზემოთ და გააკეთეთ წრიული, ბრუნვითი მოძრაობები.
ამ მეთოდებით ზედმეტი გაზები ძალიან ადვილად გამოიდევნება ნაწლავებიდან. პატარა შვებას იგძნობს და მალე ჩაიძინებს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდებმაც არ უშველა, უკვე საჭირო გახდება სამკურნალოდ მიმართოთ სამედიცინო პრეპარატებს:
»» იმისათვის რომ წინ აღუდგეთ ნაწლავის კოლიკს, საჭიროა დაეხმაროთ ახალშობილს რათა განთავისუფლდეს მეტორიზმისგან და მოხდეს მისი ნაწლავთა მუსკულატურის მოდუნება.
ამისთვის მას შეიძლება მისცეთ კუპლატონი. საკმარისია 4 წვეთი. წინასწარ აურიეთ წამალი წყალში და მიეცით ხსნარი კოვზის საშუალებით. უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი დაწყნარდება და დაიძინებს.
»» გარდა ამისა, ექიმები ნიშნავენ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ესპუმიზანი, ბები ქალმი, ბობოტიკი, ბებინოსი და სხვა...
თუ ისეთ პირობებში ხართ, რომ ხელთ არაფერი არა გაქვთ, შეგიძლიათ დაფშვნათ ჩვეულებრივი ნოშპა და შეურიოთ იგი წყალში ან ჩაიში. თუმცა ასეთი მკურნალობით გატაცებას არ გირჩევთ. უმჯობესია სპეცილური, ზემოთ აღნიშნული საბავშვო პრეპარატები, რომელიც სწრაფად გაუმკლავდება პრობლემას.
»» ნუ შეიძენთ ზემოთ აღნიშნულ პრეპარატებს პედიატრის დანიშნულების გარეშე. აფთიაქში კი დააკვირდით, რომ მედიკამენტს ჰქონდეს წარწერა - „ბავშვებისთვის“. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ ხალხურ საშუალებებსაც:
»» ყველასთვის ცნობილია, რომ კამის წყალი სულ რაღაც რამოდენიმე წუთში ხსნის სპაზმს და გამოდევნის გაზებს (დღესდღეობით არსებობს კამის წყლის შემცველი თანამედროვე საშუალებებიც. მაგალითად „გრაიპ ბეიბი“- Gripe Baby, ჰიპის კამის წყალი, კამის ჩაი და სხვა).
»» კამის წყლის შეცვლა შეიძლება სხვადასხვა სახის ბალახის ჩაით, რომელთა შეძენა შეიძლება აფთიაქებში.
საკმარისია ერთი კოვზი ჩაი გახსნათ 250 მლ წყალში, მისცეთ ბავშვს და იგი რამოდენიმე წუთში დაწყნარდება.
»» თუ ბავშვს პრობლემა არც მედიკამენტებმა მოუხსნა და იგი კვლავ აგრძელებს ჭირვეულობასა და ტირილს, შესაძლოა ნაწლავთა ჭვალის გარდა უვითარდება სხვა დაავადება.
ამ შემთხვევში უნდა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, რომელიც ჩაატარებს დიაგნოსტიკას და დაადგენს ახალშობილის ასეთი მდგომარეობის მიზეზს.
იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ
საბავშვო თეთრეული ონლაინ მაღაზიაში MyWish.Ge |