სავალდებულო ვაქცინაციების ჩამონათვალი | |||||||||
ვაქცინა | 0-12 საათი |
0-5 დღე |
2 თვე |
3 თვე |
4 თვე |
1 |
1.5 წელი |
5 წელი |
14 წელი |
B ჰეპატიტი |
HepB1 | ||||||||
ბცჟ / BCG (ტუბერკულოზი) |
ბცჟ (BCG) | ||||||||
დყტ+ჰეპბ+ჰიბ (DPT-HepB-Hib) ხუთკომპონენტიანი ვაქცინა |
DPT-HepB-Hib | DPT-HepB-Hib | DPT-HepB-Hib | ||||||
როტავირუსული ინფექცია როტა / Rota |
ROTA | ROTA | |||||||
პნევმო / PCV პნევმოკოკური ინფექცია |
PCV | PCV | PCV | ||||||
წწყ / MMR წითელა-წითურა-ყბაყურა |
MMR | MMR | |||||||
დყტ / DPT დიფტერია - ყივანახველა - ტეტანუსი |
DPT | ||||||||
ოპვ / OPV პოლიომიელიტი |
OPV1 | OPV2 | OPV3 | OPV4 | OPV5 | ||||
დტ / DT დიფტერია-ტეტანუსი |
DT | ||||||||
ტდ / TD ტეტანუსი-დიფტერია |
TD | ||||||||
აპვ (HPV) ადამიანის პაპილომავირუსი |
გოგონების ასაკი - 10 - 11 - 12 წელი / აცრის ჯერადობა - 2 / აცრებს შორის მინ. ინტერვალი - 6 თვე | ||||||||
ჩუტყვავილა | არ შედის სავალდებულო ვაქცინაციების ჩამონათვალში | Chickenpox | Chickenpox |
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების ჩატარების წესი:
1. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ბცჟ):
ა) აცრა ტარდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში. თუ ახალშობილის აცრა ვერ განხორციელდა სამშობიარო სახლში/განყოფილებაში 0-5 დღის განმავლობაში, მას ბცჟ ვაქცინაცია უტარდება პირველივე შესაძლებლობისთანავე, 1 წლამდე ასაკში იმუნიზაციის მომსახურების მიმწოდებელთან;
ბ) ვაქცინაცია 1 წლამდე ასაკში შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად ნებისმიერ სხვა რუტინულ ვაქცინასთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით;
გ) საქართველოში და ტუბერკულოზის პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლების მქონე სხვა ქვეყნებში დაბადებული 12 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების ბცჟ ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის, რადგან კლებულობს ვაქცინის დამცველობითი ეფექტი;
დ) ბცჟ ვაქცინაციის წინ მანტუს სინჯი არ კეთდება.
2. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (B ჰეპატიტი) – აცრა ტარდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-12 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედა არის HBsAg დადებითი:
ა) ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია B ჰეპატიტის (მონო) ვაქცინით და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით დაბადებიდან 0 -12 სთ-ის განმავლობაში (იმუნოგლობულინის დოზის შერჩევა ხდება ინსტრუქციის შესაბამისად, კილოგრამ-წონაზე გაანგარიშებით);
ბ) B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შეყვანა ხორციელდება თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ბცჟ, B ჰეპ ვაქცინები და B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი ახალშობილს შესაძლოა გაუკეთეს ერთდროულად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით;
გ) თუ ახალშობილი არ აიცრა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით სამშობიარო სახლში/განყოფილებაში, ის უნდა აიცრას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით B ჰეპატიტის კომპონენტიანი ან მონოვაქცინით სამჯერადად, ასაკის შესაბამისად.
3. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული), B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰექსა) – აცრა ტარდება 2, 3, 4 თვის ასაკში, კურსი არის სამდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა. ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია 24 თვის ასაკამდე.
4. ტეტანუსი, დიფთერიის საწინააღმდეგო რევაქცინაცია (ტდ) – აცრა ტარდება 14 წლის ასაკში და ზემოთ. დიფთერიის და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულების შემდეგ, ყოველ მე-10 წელს 55 წლის ასაკამდე აცრები უნდა ჩატარდებეს ტდ ვაქცინით.
5. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაცია (დყატ/პ) – აცრა ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში. თუ პირი არ არის ასაკობრივად აცრილი დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში 2 წლიდან 13 წლამდე ასაკის არავაქცინირებული პირი იცრება სამჯერადად. პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა, მეორე და მესამე აცრას შორის რეკომენდებული ინტერვალია 6 თვე.
6. წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია (წწყ) – კურსი არის ორდოზიანი და ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრებს შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალია 4 კვირა.
7. პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (პნევმო) – აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში, კურსი არის სამდოზიანი:
ა) პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალი არის 8 კვირა;
ბ) მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი არის 6 თვე;
გ) არავაქცინირებული ჩვილები და ბავშვები – 7 თვე და უფროსი ასაკი:
გ.ა) 7-11 თვის ასაკში ვაქცინაციის კურსი არის სამდოზიანი – ორი პირველადი აცრა კეთდება მინიმალური 4 კვირის ინტერვალით. მესამე აცრა უნდა გაკეთდეს სიცოცხლის მეორე წელს, მეორე აცრიდან მინიმალური 8 კვირის ინტერვალით;
გ.ბ) 12 თვე – 5 წლის ასაკში ვაქცინაციის კურსი არის ორდოზიანი. დოზებს შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალია 8 კვირა.
8. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ორალური ვაქცინა, როტა) – აცრა ტარდება 2 და 3 თვის ასაკში, კურსი არის ორდოზიანი და პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა. რეკომენდებულია ვაქცინის პირველი დოზის მიცემა 16 კვირის ასაკამდე. აცრების ორდოზიანი კურსი უნდა დამთავრდეს 24 კვირის ასაკში.
9. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 - 11 - 12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი.
10. 0-18 წლამდე ასაკის ყველა არავაქცინირებული და/ან არასრულად ვაქცინირებული პირი უნდა აიცრას ასაკის შესაბამისი ვაქცინით პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.
11. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია: აწარმოოს ჩატარებული აცრების, აცრებზე უარის, აცრებზე უკუჩვენებებისა და აცრის შემდგომი გართულებების რეგისტრაცია, შეიტანოს ინფორმაცია ჩატარებული აცრების და ვაქცინების ხარჯვის შესახებ ყველა სათანადო დოკუმენტში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში (იმემ) და უზრუნველყოს პროფილაქტიკური აცრების ბარათის (ფორმა №01) გაცემა.
12. აცრის წინ ექიმი ვალდებულია შეამოწმოს ბავშვის აცრის სტატუსი, შეაფასოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გასცეს ნებართვა აცრის ჩატარების თაობაზე.
13. აცრების სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში ბავშვი ითვლება არავაქცინირებულად და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დღეს მას უნდა ჩაუტარდეს ყველა გამოტოვებული აცრა ასაკის შესაბამისი ვაქცინით:
ა) ერთი ვიზიტის დროს პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად ცოცხალი და არაცოცხალი (ინაქტივირებული) ვაქცინებით აცრები კეთდება ერთდროულად, სხვადასხვა შპრიცით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე. იმუნურ სისტემას აქვს უნარი ეფექტურად უპასუხოს რამდენიმე ანტიგენის ერთდროულ შეყვანას;
ბ) ერთსა და იმავე ვაქცინით (როგორც ცოცხალი, ასევე არაცოცხალი) ჩატარებულ აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა;
გ) თუ სხვადასხვა ცოცხალი ვაქცინით აცრა არ გაკეთდა ერთდროულად (ერთი ვიზიტის დროს), ამ შემთხვევაში სხვადასხვა ცოცხალი ვაქცინებით აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4-კვირა;
დ) თუ ცოცხალი და არაცოცხალი ვაქცინებით აცრები არ ჩატარდა ერთდროულად (ერთი ვიზიტის დროს), შემდგომი ვაქცინაცია ტარდება ცოცხალი და არაცოცხალი სახეობის ვაქცინებს შორის მინიმალური 4-კვირიანი ინტერვალის დაცვის გარეშე;
ე) ერთი სახეობის ვაქცინის ცალკეულ დოზებს შორის 4-კვირიანი ინტერვალის გადამეტების შემთხვევაში ვაქცინაცია გრძელდება პირველი შესაძლებლობისთანავე, დამატებითი აცრის გარეშე, ასაკის გათვალისწინებით;
ვ) თუ კონკრეტული ვაქცინის მორიგი დოზის შეყვანისას არ იყო დაცული მინიმალური 4-კვირიანი ინტერვალი, ეს აცრა არ ითვლება მიღებულ დოზად და საჭიროა მისი განმეორებითი ჩატარება, ამ აცრიდან 4-კვირიანი ინტერვალის დაცვით.
14. ვაქცინაციის/რევაქცინაციის ასაკი, დოზა, ადმინისტრირების მეთოდი, ინიექციის ადგილი, უკუჩვენებები, სავარაუდო რეაქციები და რეაქციების შემთხვევაში რეკომენდებული ვაქცინების ჩამონათვალი განისაზღვრება კონკრეტული ვაქცინის თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.“
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2020 წელი