იმისათვის, რომ საათი წლების განმავლობაში ერთგულად გემსახუროთ, აუცილებელია მისი სწორად მოვლა.
ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი საგანი, საათიც განიცდის მტვრის, პარფიუმერული ნივთიერებების, ოფლის, აუზისა და ზღვის წყლის ზემოქმედებას.
კანიდან, მარილის კრისტალები შესაძლოა მოხვდეს საათის მეტალის კორპუსზე და სამაჯურზე, მოსამართ თავაკზე და ტყავის სამაჯურზე.
ამიტომ, დროგამოშვებით, რეკომენდებულია საათის გამწმენდა ოდნავ ნოტიო რბილი ქსოვილით. ამ მოქმედებით როგორც ჩვეულებრივი, ასევე მოოქროვილი მეტალი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ იერ-სახეს და ბზინვარებას.
საათი უნდა მოარიდოთ მაგნიტურ ველს, ქიმიურ რეაგენტებს, ვიბრაციულ და დარტყმით დატვირთვებს. ამ ყველაფერმა შეიძლება საათის მექანიზმის, კორპუსის და მინის დაზიანება გამოიწვიოს.
საათი უნდა მოარიდოთ მაღალი და დაბალი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. ზედმეტად გადახურება ან გაცივება ერთნაირად საზიანოა საათისთვის, რადგან როცა მექანიზმის დეტალები მკვეთრად ვიწროვდება ან ფართოვება, ირღვევა საათის სვლის სიზუსტე. ამ თვალსაზრისით, მექანიკურ და კვარცის საათებს შორის არანაირი განსხვავება არ არის (მიკროსქემებიც ანალოგიურად რეაგირებს ტემეპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე).
ექსტრემალური ტემპერატურული რეჟიმები დამღუპველია ჰერმეტული საათებისთვისაც, რადგან ირღვევა შუასადების ელასტიურობა და შესაბამისად ჰერმეტულობა. შედეგად კი წყალი შეაღწევს საათში და დაიწყება კოროზია, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოვა მექანიზმი, რომელიც რემონტს აღარ დაექვემდებარება.
მიუხედავად გამძლეობისა და დარტყმის მიმართ ძლიერი ამტანობისა, მოფრთხილება სჭირდება კერამიკულ საათებსაც. ზოგადად, რეკომენდებულია საათის მოხსნა ძლიერი ფიზიკური დატვირთვებისა და სპორტული ასპარეობების დროს.
რეკომენდებულია მექანიკური საათების პროფესიონალური მომსახურება სერვის ცენტრში ან კვალიფიციურ მესაათესთან 3-4 წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ საათი წყალგაუმტარია და წყალთან ხშირი შეხება აქვს - წელიწადში ერთხელ.
მიუხედავად იმისა, რომ კვარცის საათები უფრო მარტივი და ამტანია, საჭიროა მისი შემოწმება, გაწმენდა, დაზეთვა 4-5 წელიწადში ერთხელ.
ზოგადი რჩევები
• მოარიდეთ საათი სხვადასხვა გამხსნელებს, პარფიუმერულ, კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებს. ქიმიურად აქტიურმა ნივთიერებებმა და ზღვის წყალმა შესაძლოა კორპუსის საფარის და სამაჯურის დაზიანება გამოიწვიოს. ზღვის წყალთან კონტაქტის შემდეგ, აუცილებლად გარეცხეთ საათი გამდინარე წყალში.
• არ დადოთ საათი აუდიო სისტემებზე და მაცივარის თავზე, რადგან ისინი ძლიერ მაგნიტურ ველს ახივებენ, რაც გამოიწვევს ფოლადის დეტალების, პირველ რიგში მოსამართი ზამბარის დამაგნიტებას. შედეგად კი საათი იმუშავებს არაზუსტად, ან შესაძლოა საერთოდ გაჩერდეს.
• მოიხსენით სათი ძილის წინ. ძილში გამოყოფა მეტი რაოდენობის ოფლი, რომელიც დაგროვდება საათის ზედაპირზე და დააზიანებს როგორც საათის კორპუსს, ასევე საათის შუასადებს (ე.წ. „პრაკლადკა“, რომელიც მოთავსებულია საათის კორპუსსა და უკანა ხუფს შორის).
• თუ საათის მომართვაა საჭირო, უმჯობესია იგი ჯერ მოიხსნათ და მხოლოდ ამის შემდეგ მომართოთ. ეს გამორიცხავს არათანაბარ დაწოლას მოსამართ თავაკზე (რომელიც საათის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და პრობლემური ადგილია).
• სასურველია საათი შეინახოთ სამკაულებისგან მოშორებით, განსაკუთრებით იგი უნდა მოარიდოთ ძვირფას ქვებს და ზოგადად ისეთ ადგილება, სადაც არსებობს მინიმალური ხახუნის რისკი.
• საათის შენახვის ოპტიმალური ვარიანტია მისი ყუთი, რომელშიც იყო საათი შეძენის დროს. ასეთი ყუთები აღჭურვილია სპეციალური რბილი ქსოვილით, რომელიც განკუთვნილია თქვენი საათისთვის.
• არ არის რეკომენდებული საათით შესვლა საუნაში, აბანოში ან ცხელი შხაპის ქვეშ. ზედმეტმა სითბომ და ნესტმა შესაძლოა საათის დეტალების დაზიანება გამოიწვიოს და დაარღვიოს მისი ჰერმეტულობა.
• არასოდეს გამოცვალოთ კვარცის ელემენტი დამოუკიდებლად, ან არაკომპოეტენტურ მესაათესთან. უმჯობესია ეს საქმე სერვის ცენტრს, ან პროფესიონალ მესაათეს მიანდოთ.
• საათის გასწორების დროს, არ შეიძლება ისრების წინ დატრიალება განუწყვეტელი მოძრაობით, რადგან არსებობს რისკი დაზიანდეს საათის მცირე რაოდენობის კბილანებიანი რგოლი, რომელზედაც დაპრესილია წუთობრივი ისარი. ეს შეიძლება გააკეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საათს გააჩნია კალენდარის მექანიზმიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ისრები გადააადგილეთ აუჩქარებლად, წყვეტილი მოძრაობით.
• კალენდარიანი მექანიზმის მქონე საათში, თვის დღეების მაჩვენებლის გასწორების შემთხვევაში, საათობრივი ისარი უნდა იყოს ციფერბლატის ქვედა ნაწილში (მაგალითად მდგომარეობაში „6 საათი“). ამასთან, კალენდარის მექანიზმის შესაძლოა დაზიანდეს 23 დან 04 საათამდე საათრის ისრების ძალიან ხშირად გადაყვანით.
• თუ შემთხვევით საათის მინა გატყდა, აუცილებლად მაშინვე უნდა გააჩეროთ საათის მექანიზმი (მაგალითად მოსამართი თავაკის მოხსნით) და მიმართოთ სერვის ცენტრს ან საათების ოსტატს.
საგარანტიო მომსახურება
საათების უმრავლესობას მწარმოებლის ორწლიანი საგარანტიო მომსახურება გააჩნია.
გარანტია ვრცელდება საათის მასალისა და მექანიზმის დეფექტებსა და ქარხნულ წუნზე.
გარანტია ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ტალონი შევსებულია სწორად და სრულად, მითითებულია საათის გაყიდვის თარიღი და ბეჭედი.
საგრანტიო ვადის განმავლობაში, მომხმარებელს აქვს უფლება საგარანტიო ტალონის წარდგენის შემთხვევაში მიიღოს საათის შესაძლო დეფექტების უფასოდ აღმოფხვრის უფლება.
ნუ გახსნით დამოუკიდებლად საათს, თუ მისი საგარანტიო ვადა არ არის გასული. ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი პრობლემის შემთხვევაშიც მიმართეთ საგარანტიო მომსახურების ცენტრს. წინააღმდეგ ემთხვევაში თქვენ დაკარგავთ საგარნტიო მომსახურების უფლებას.
თუ საათი გქონდათ საგარანტიო ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა რემონტი, მოითხოვეთ აღნიშვნა, რომ მომსახურება ჩატარდა უფლებამოსილ სერვის ცენტრში.
საგარანტიო მომსახურება არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში:
»» დაზიანებული: მინა, ავტომომართვის მექანიზმი, მოსამართი თავაკი, ღილაკები, ელემენტი, სამაჯური;
»» დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი ცვეთით ან გაუფრთხილებელი მოპყრობით. აგრეთვე მექანიკური ზემოქმედებით, რომელიც გამოწვეულია ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციის დარღვევით;
»» თუ საათი გახნილია, გარემონტებულია და გამოცვლილია ელემენტი არაუფლებამოსილ სახელოსნოში, ან თავად მომხმარებლის მიერ;
»» დაზიანება და დეფექტი, რომელიც გამოწვეულია რემონტის შემდეგ საათში წყლის შეღწევით. თუ რემონტის, ან ელემენტის შეცვლის შემდეგ არ იქნა შემოწმებული საათის წყალგაუმტარობა და ჰერმეტულობა.
»» ნებისმიერი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია არასათანადო ექსპლუატაციით, მათ შორის მკვეთრი დარტყმით, მაღალი და დაბალი ტემპერატურული ცვლილებით, მაგნიტური ველით;
»» დაზიანება, რომელიც გამოწვეულია საათზე ისეთი მძაფრი ქიმიური ნივთიერებებისა და გამხსნელების მოხვედრით, როგორიცაა: მჟავა, ტუტე, ვერცხლისწყალი და მისი აირები, პლასტმასის გამხსნელები და ა.შ;
»» დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მის შიგნით უცხო სხეულების, ნივთიერებების და მწერების მოხვედრით;
»» კალენდრის მექანიზმის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ 23 დან 04 სთ-მდე შუალედში ისრების გადაწევით (როცა ავტომატურად არის ჩართული თვის დღისა და კვირის დღეების ცვლილების რეჟიმი;
ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, საათის გამართულად მუშაობის ვადა გაცილებით გაიზრდება და იგი წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.
– რეკომენდებული საათები –
ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;
იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღვიძარების მრავალფეროვან არჩევანს.
ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.
საათები ამაზონზე | ||||
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.© |