იმისათვის, რომ გაერკვეთ, თუ რა საათის რა ზომის ციფერბლატია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური, საჭიროა წინასწარ გაიზომოთ მაჯის გარშემოწერილობა.
ეს შეიძლება გააკეთოთ საზომი (სანტიმეტრიანი) ლენტით, რომელსაც მილიმეტრებიანი დანაყოფები გააჩნია, ან ძაფით, რომელსაც შემდეგ გაზომავთ ჩვეულებრივი სახაზავით.
კლასიკურ ვარიანტად ითვლება, როცა საათის კორპუსის სახელურები (რაშიც სამაჯურია გაყრილი), არ გადასცდება ხელის გარშემოწერილობას.
ზოგადი ფორმულით, მაჯის გარშემოწერილობასა და საათის კორპუსის დიამეტრე შორის პროპორცია ასეთია:
»» მაჯის წვრილი გარშემოწერილობა (16 სმ-მდე) - 40 მმ-მდე დაიმეტრის საათები;
»» მაჯის საშუალო გარშემოწერილობა (18 სმ-მდე) - 40-დან 43 მმ-მდე დიამეტრის საათები;
»» მაჯის მსხვილი გარშემოწერილობა ( 19 სმ-დან) - 43 მმ-დან ზემოთ დიამეტრის საათები;
საათი 15 მმ-დან 40-მმ-მდე კარგად გამოიყურება პატარა და საშუალო ზომის ხელზე. თუ ხელის გარშემოწერილობა 10-დან 16 სმ-მდეა, ასეთი ხელისთვის იდეალურია 40 მმ-მდე დიამეტრის კორპუსის მქონე მაჯის საათი.
ზოგადად, მინიატურული ზომის საათები (ქალის 20 მმ-მდე, მამაკაცის 30 მმ-მდე) უხდება სუსტი გარეგნობის და ტანადობის ადამიანებს.
41-43 მმ დიამეტრის საათები კარგად გამოიყურება ხელზე, რომლის მაჯის გარშემოწერილობა არის 16-დან 19 სმ-მდე.
44-50 მმ - საათის კორპუსის დიამეტრისთვის საკმაოდ დიდ რიცხვად მიიჩნევა. ეს საკმაოდ მაშტაბური ზომის საათებია. იგი მოუხდება ადამიანებს, რომელთა მაჯის გარშემოწერილობა იწყება 18 მმ-დან და ადის 22-25 მმ-მდე.
თუ თქვენ არ იცით მაჯის ზუსტი გარშემოწერილობა და გსურთ შეიძინოთ საათი, მაგალითად საჩუქრად. უკეთესია ისარგებლოდ უსაფრთხო, საყოველთაოდ აღიარებული „უსაფრთხო“ ზომებით:
♦ მამაკაცებისთვის: 42-44 მმ;
♦ ქალებისთვის: 33-38 მმ;
როგორ გავიგოთ დიამეტრის სასურველი ზომა
რა თქმა უნდა საათის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმის მიზომება და უპირველეს ყოვლისა იგი ხელზე კარგად უნდა მოირგოთ, რათა დარწუნდეთ რომ ზომა თქვენთვის კომფორტულია.
თუმცა შესაძლებელია მიახლოებითაც მოარგოთ საათის დიამეტრი მაჯის გარშემოწერილობას. გამოთვლის მარტივი სქემა ასეთია: მაჯის გარშემოწერილობა (მილიმეტრებში) უნდა გაყოთ 4-ზე. მაგალითად, თუ თქვენი მაჯის გარშემოწერილობაა 17 სმ - 170 : 4 = 42,5. მიღებული შედეგი წარმოადგენს თქვენი მაჯის საათის დიამეტრის იდეალურ ზომას.
თავად საათის დიამეტრის გაზომვა ასევე ხდება საზომი (სანტიმეტრიანი) ლენტით, რომელსაც მილიმეტრებიანი დანაყოფები გააჩნია.
იყავით ყურადღებით, რადგან ძალიან ხშირად მაღაზიებში საათზე მითითებულია არა ციფერბლატის ზომა, არამედ კორპუსის სისქე, ან სამაჯურის ზომები.
თუ საათი თან არ გაქვთ და მის შეძენას ინტერნეტით აპირებთ, ან საათს გჩუქნიან და გაინტერესებთ როგორი იქნება მისი ზომა თქვენს მაჯაზე, არსებოიბს მარტივი გამოსავალი: სასურველი ზომის რადიუსის წრე შემოხაზეთ ქაღალდის ფურცელზე, სუფთად გამოჭერით და დაიდევით მაჯაზე. მიიღებთ მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს, თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული ზომის საათი თქვენს ხელზე.
ხშირად ციფერბლატის დიამეტრი მითითებულია დიუმებში. როგორც ცნობილია 1 დიუმი = 2.54 სმ. ამიტომ, თუ ციფერბლატის დიამეტრის ზომად მითითებულია მაგალითად 1,58 დიუმი. საათის დიამეტი მილიმეტრებში იქნება 1,58 X 2,54 = 4, 01 სმ, ანუ 40 მმ.
როგორც წესი, ქალის საათების დიამეტრის ზომა მერყეობს 22-დან 44 მმ-მდე, ხოლო მამაკაცის 34-დან 50 მმ-მდე.
46 მმ-ზე დიდი დიამეტრის საათი უნდა გაიკეთონ მაღალმა მამაკაცებმა რომელთაც მძლავრი ხელებიდა მსხვილი მაჯა გააჩნიათ.
ზოგადი რჩევები
»» ზოგჯერ ხელის მტევნების ზომა და მაჯის გარშემოწერილობა ერთმენეთს არ ემთხვევა. ანუ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი ხელის მტევნები და პატარა მაჯა, ან პირიქით.
ამ შემთხვევაში აუცილებელია გაისინჯოთ საათი ან მიიზომოთ ზემოთ აღწერილი ციფერბლატის ვიზუალური სქემა, რადგან ხელის მტევნების ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს საათის აღქმის თვალსაზრისით.
»» დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიმაღლეს.
დაბალი ადამიანი დიდი, გაბარიტული საათით, ან მაღალი ადამიანი მცირე ზომის საათით არასასიამოვნოდ გამოიყურება. ამ დროს საათი თითქოს კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.
»» როგორც უკვე ავღნიშნეთ, საათის დიამეტრი მერყეობს და რეკომენდებულ ზომაზე ოდნავ მეტი ან ნაკლები შესაძლოა არ იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არსებობს კორპუსის სისქე.
ერთი და იგივე დიამეტრის, მაგრამ სხვადასხვა სისქის საათი ხელზე სხვადასხვაგვარად გამოიყურება.
მაგალითად მსხვილი საათი ხელზე გაცილებით უარესად გამოიყურება, ვიდრე იგივე დიამეტრის, მაგრამ თხელი საათი.
»» ზოგადად საათის გაკეთება რეკომენდებულია მაჯის ყველაზე წვრილ ადგილზე, თუმცა შეიძლება მისი ოდნავ ქვემოთ დაწევაც, იქ, სადაც მაჯა უერთდება ხელის მტევანს.
»» საათის ტარების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. მაგალითად, სპორტული საათი შეიძლება იყოს უფრო გაბარიტული, ვიდრე კლასიკური საათი ტყავის სამაჯურით, რომელიც მფლობელსაც პიჯაკი აცვია.
პერანგის ქვეშ მამაკაცის მაჯის საათს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი კორპუსი, ვიდრე შიშველ მაჯაზე გაკეთებულ საათს.
»» საათი მრგვალი ციფერბლატით ხელზე გაცილებით ბუნებრივად, სადად და ჰარმონიულად გამოიყურება, ვიდრე კვადრატული, მართკუთხედი და სხვა ფორმის საათები.
ამიტომ, ნუ შეიძენთ მიზომვის გარეშე კვადრატულ ან მართკუთხა ფორის საათებს, თუნდაც მის ზომაში დარწმუნებული იყოთ.
»» ქვემოთ მოყვანილია ციფერბლატების შეადარებითი შკალის სქემატური გამოსახულება: მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდელები.
– რეკომენდებული საათები –
ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;
იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.
ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.
საათები ამაზონზე | ||||
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.© |