კაზინო - ცალკე იმპერიაა, საკუთარი წესებითა და კანონებით.
ზოგიერთ ქვეყანაში იგი საერთოდ კანონგარეშედ არის გამოცხადებული, თუმცა გარკვეული ფანდებითა და ხრიკებით კაზინოს მოყვარულები მაინც პოულობენ სიტუაციიდან გამოსავალს. ადამიანები ხომ თავისი ბუნებით აზარტულები არიან და ისწრაფვიან დაიოკონ თამაშის სურვილი.
მთავარია ადამიანი დარჩეს ადამიანად და საკუთარი თავი სრულიად არ დაუქვემდებაროს პროცესს, რომელსაც აზარტული თამაშები ჰქვია.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს კაზინოს შესახებ:
კაზინოს მომსახურე პერსონალის ტანსაცმელს არა აქვს ჯიბეები. ამგვარად ადმინსტრაცია თავს იზღვევს, რომ არ მოხდეს ჟეტონების („ფიშკების“) დამალვა ან მოპარვა.
სათამაშო სახლებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ ვიდეოკამერები, რომლებიც აფიქსირებენ როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე ნებისმიერი მოთამაშისა და ვიზიტორის თითეულ ნაბიჯსა და ჟესტს.
კაზინოს დარბაზმა უნდა გამოიწვიოს მოთამაშის აღტაცება და ეიფორია, ანუ დადებითი ემოცები, რათა ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს.
კაზინოების უმრავლესობაში ვერ ნახავთ საათებს. ეს კეთდება სპეციალურად, რომ მოთამაშე ინტენსიურად ჩაუღრმავდეს თამაშის პროცესს, ყურადღება არ გაამახვილოს სხვა გარე ფაქტორებზე და დაკარგოს კავშირი დროსთან.
კაზინოების უმრავლესობაშ ვერ ნახავთ ფანჯრებს, რათა მოთამაშეებმა რთულად შეძლონ ორიენტაცია და გადამბულად ითამაშონ ისე, რომ ვერ მიხვდნენ ერთი დღე როგორ ჩაანაცვლა მეორემ, მეორე მესამემ და ა.შ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ბლექჯეკის სათამაშო მაგიდის ფართობი შეადგენს 206 კვადრატულ მეტრს.
იგი დაამზადეს კალიფორნიაში კაზინო Viejas Casino-ის გახსნის 21 წლისთავის აღსანიშნავად.
კრუპიე იყენებდა სპეციალურად გადიდებულ ჟეტონებსა და ბანქოს ფურცლებს და გადაადგილდებოდა მთელი მაგიდის ირგვლივ, რომელზეც თამაშობდა 6 მოთამაშე.
2007 წელს, ამერიკელი მამა შვილი ფრიმენები ლას ვეგასსი 24 საათის განმავლობაში 69 კაზინოს ესტუმრნენ, ეს რეკორდი 2015 წელს გაიმეორეს სხვა ამერიკელებმა - კიმო აჰ იუნმა და გერი მეიერმა.
ორივე რეკორდი შესულია გინესის რეკორდების წიგნში.
მსოფლიოში ყველაზე აზარტულ ნაციად ავსტრალია მიიჩნევა. კომპანია H2 Gambling Capital-ის მონაცემებით, 2016 წელს, თითეული ზრდასრული ავსტრალიელის წაგებამ 990 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ლას-ვეგასი ყოველწლიურად იღებს 40 მილიონამდე ტურისტს, რომლებიც კვებაზე, სასტუმროზე და გართობაზე ხარჯავენ 65 მილიარდამდე დოლარს.
შემოსავლების 34.2% - უშუალოდ აზარტულ თამაშებზე მოდის, სასტუმროებზე - 28.12%, კვების პროდუქტების რეალიზაციაზე - 15.96%, ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაზე - 7.17%, 14.47% - სხვა მომსახურებაზე.
ლას-ვეგასში კაზინოში თამაშის მიზნით ჩასულ თითეულ ვიზიტორს მხოლოდ სამგზავროდ სჭირდება თანხა, რომლის რაოდენობა 485 დოლარია.
ჰონკონგის ერთ-ერთ კაზინოში ადმინისტრაცია იძლევა ცნობას, რომ ფული ნამდვილად მოგებულია კაზინოში, რათა კლიენეტებს არ შეექმნათ პრობლემები საგადასახადო ორგანოებთან.
კაზინოს რულეტკის ბორბლის ყველა ციფრის შეკრებით (0-დან 36-მდე), მიიღება მაგიური (ბიბლიური ე.წ. „მხეცის რიცხვი“) – 666. რის გამოც მას „ეშმაკის ბორბალს“ უწოდებენ.
პირველი სათამაშო ავტომატი, რომლის სახელწოდება იყო „Liberty Bell“ – (ქართულად „თავისუფლების ზარი“), 1897 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჩარლზ ფეიმ სან ფრანცისკოდან.
„მანქანა“ იდგა სან-ფრანცისკოში, მის საკუთარ ავტოსახელოსნოში, სადაც კლიენტებს გაყავდათ დრო, სანამ ხდებოდა მათი ავტომობილების შეკეთება.
ავტომატები იმდენად პოპულარული გახდა, რომ კაზინოებმა დაიწყეს მათი შესყიდვა, რათა გაერთოთ კლიენტები იმ პერიოდში, როცა სათამაშო მაგიდები დაკავებული იყო.
თანამედროვე გემბლინგის ყველაზე პოპულარულ ფორმად ლატარეა მიიჩნევა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეგულარულად ყიდულებს ლატარეის ბილეთებს.
მე-XI საუკუნეში, ჩინეთში დომინოს ბანქოთი თამაშობდნენ. მას სქელი ქაღალდისგან ამზადებდნენ, რომელიც მუყაოს წააგავდა. ამგვარად, ჩინეთში ბანქოს თამაშის განვითარების ფაქტორს დომინო წარმოადგენდა.
კაზინოებისა და სათამაშო სახლების მშენებლობის დაგეგმარება ხდება შემდეგი წესით - მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი დერეფნები და მეტია კედლები, ტიხრები, კიბეები და სხვა წინააღმდეგობები კაზინოდან გასასვლელად.
სახელწოდება Black Jack მოდის თამაშის ძველი წესებისგან, როცა მოთამაშეს, რომელსაც ხელში ეჭირა ყვავის ტუზისა და ყვავის ვალეტის კომბინაცია - (Jack- ვალეტი, Black - შავი), ეძლეოდა დამატებითი ბონუსი.
რომის იმპერატორ ნერონს, რაც არ უნდა მომხდარიყო, აკრძალული ჰქონდა თამაშის დროს მისთვის ხელის შეშლა. რომში მომხდარი დიდი ხანძრის დროსაც კი ვერ გაბედეს მისი შეწუხება.
1932 წელს, აზარტული თამაშების ლეგალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ ნევადას შტატის სახელმწიფო ციხეში Carson City - გაიხსნა პირველი და უკანასკნელი კაზინო პატიმრებისთვის.
სათამაშო სახლი bull pen მდებარეობდა დახურულ ტერიტორიზე ქვის შენობაში და ემსახურებოდა „ჰომოსექსუალური პრობლემების“, ბუნტების, სასტიკი გარჩევების და უფრო მკაცრი და დაუნდობელი აზარტული თამაშების პროფილაქტიკისთვის.
რეგულირებად კაზინოში მომხმარებლებს შეეძლოთ ეთამაშათ პოკერი, Gin Rummy, ბლექჯეკი და კრეპსი. ასევე შესაძლებელი იყო სპორტული ფსონების გაკეთება.
კაზინო bull pen იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარი ვალუტაც კი გააჩნდა.
სათამაშო სახლი მოქმედებდა 35 წლის განმავლობაში და დაიხურა მხოლოდ 1967 წელს, როცა დაინიშნა ახალი ციხის მმართველი უორდენ კარლ ჰოკერი კალიფორნიიდან.
ჰოკერი მიიჩნევდა, რომ აზარტული თამაშები დეგრადაციას უწყობდა ხელს, ამიტომ მან პოკერი, ბლექჯეკი და კრეპსი - ჭადრაკით, კალათბურთითა და პინგ-პონგით შეცვალა.
ამერიკული რულეტკის მოგება უფრო რთულია, ვიდრე მისი ევროპული ანალოგისა.
პირველად რულეტკა ფრანგულ თამაშს წარმოადგენდა, თუმცა ამერიკელებმა შეიმუშავეს ფორმულა, რათა რულეტკის ბურთულის მოთავსების ადგილი 37 სექტორიდან 38-მდე გაეზარდათ (დაამატეს „00“ და“ჯიბე სახლისთვის - 0“).
ადრე მოგება კიდევ უფრო რთული იყო, თუმცა 1866 წელს თამაშის ვერსიამ - ამერიკული არწივის სიმბოლოთი, დაამატა კიდევ ერთი საშუალება სახლისთვის, რაც ზრდიდა მოგების შესაძლებლობას.
1988 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერა რეგულაციის აქტს, რომლითაც ინდიელებისა და აბორიგენების სათამაშო ბიზნესი გაათავისუფლა ქონების გადასახადისგან.
1973 წელს კომპანია - FedEx - გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა და მისი ხსნა მხოლოდ სასწაულს შეეძლო.
კომპანიას არ გააჩნდა თანხა, რომელიც უნდა გადაეხადა თანამშრომლებისთვის, ხოლო მისი თვითმფრინავების პილოტები საწვავს საკუთარი ხარჯებით ასხამდნენ.
მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა General Dynamics-მა კომპანიას კრედიტზე უარი უთხრა.
მაშინ დამფუძნებელმა ფრედერიკ სმიტმა აიღო უკანასკნელი 5000 დოლარი და გადაფრინდა ლას-ვეგასი სათამაშოდ. ერთი კვირის განმავლობაში მან მოიგო 27 000 დოლარი, რითაც შეაჩერა კომპანიის კრახი.
უკვე 1976 წელს FedEx-მა მიიღო მოგება 3.6 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო 2014 წელს იგი გახდა უმსხვილესი კორპორაცია წლიური 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
თუ მოთამაშის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გამოდის კონტროლიდან და უახლოვდება საშიშ ზღვარს, ამერიკის ზოგიერთ შტატი შესაძლებლობას აძლევს მათ აუკრძალონ საკუთარ თავს კაზინოში შესვლა.
თუ პირი ამის შემდეგ შეაბიჯებს სათამაშო დარბაზში, იგი ავტომატურად ხდება დამნაშავე.
მაგალითად, ოჰაიოში აზარტული მოთამაშეებისთვის მოქმედებს ე.წ „ნებაყოფლობითი გამორიცხვის“ პროგრამა, რომელიც ლუდომანებს საშუალებას აძლევს აუკრძალონ საკუთარ თავს კაზინოში შესვლა: 1 წლით, 5 წლით, ან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პოკერის ნამდვილი ჟეტონის („ფიშკა“) ფასი შეადგენს 1-დან 1.5-მდე დოლარს, ხოლო აუთენტური წონა - 10 გრამს (ძალიან იშვიათად მეტს ან ნაკლებს).
ნამდვილ ჟეტონებს გააჩნიათ განსაკუთრებული, განუმეორებელი ჟღერადობა.
ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ სათამაშო ავტომატების ბორბლებზე დატანილია პატარა სურათები ხილის გამოსახულებებით: ლიმონი, ალუბალი, ყურძენი და ა.შ.
სწორედ ასეთი გამოსახულებები იყო დატანილი პირველი სათამაშო ავტომატების - ე.წ. „ცალხელა ბანდიტების“ ბორბლებზე.
ეს არ არის შემთხვევითი და ისტორიული საფუძველი გააჩნია. საქმე იმაშია, რომ მე-XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა აზარტული თამაშების ნებისმიერ ფორმას.
ამიტომ, კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით სათამაშო ავტომატების მფლობელებმა გადაწყვიტეს ფულის ნაცვლად გაეცათ საღეჭი რეზინები, რომლის გემოც დამოკიდებული იყო სურათების კომბინაციაზე - ალუბალი - ალუბლის გემოს საღეჭი რეზინი, ნესვი - ნესვის გემოს საღეჭი რეზინი და ა.შ.
ასეთი ავტომატების დადგმა ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა და ფორმალურად ითვლებოდა სავაჭრო მოწყობილობად, სინამდვილეში კი უღვივებდა ადამიანებს აზარტული ამაების მიმართ სიყვარულს.
მოგვიანებით, სათამაშო აპარატებმა დაიწყეს ჟეტონების გაცემა, რომლის გადაცვლა შეიძლებოდა სიგარეტებზე, ან სპირტიან სასმელებზე.
ბანქო - „ჯოკერის“ სახელწოდება მოდის ძველი გერმანული თამაშისგან “Juker”, სადაც “joker” (ინგლისურად მასხარა) საბედისწერო ბანქოს წარმოადგენდა, რომელსაც სრულიად შეეძლო შეეცვალა თამაშის მიმდინარეობა.
რეალურ კაზინოებში რულეტკის ყველა ბორბალი იწონის დაახლოებით 60 კგ-ს. კრუპიე მხოლოდ უბიძგებს ბორბალს, ხოლო შემდგომი მისი მოძრაობა ხდება სპეციალური მექანიზმის საშუალებით.
გერმანული ქალაქის კურჰაუზის პარკში დგას ცნობილი რუსი მწერლის ფეოდორ დოსტოევსკის ძეგლი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ქალაქს და არც თუ ისე მცირე წვლილი აქვს შეტანილი მისი ერთ-ერთი კაზინოს „აყვავებაში“.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აზარტული თამაშების ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა წააგო ინგლისის მეფემ ჰენრიხ VIII.
ამბობენ, რომ მეფეს ფული არ გააჩნდა კამათელის თამაშის შემდეგ წაგებული წმინდა პავლეს ზარით გადაიხადა.
მონტე-კარლოს კაზინოში შესვლა ნებადართულია მხოლოდ უცხოელებისთვის. მონაკოს მკვიდრთ სათამაშო დარბაზებში სტუმრობა და თამაში აკრძალული აქვთ.
სამაგიეროდ ქალაქის მაცხოვრებლები განთავსუფლებულები არან საშემოსავლო გადასახადისაგან, რადგან ამას სახელმწიფო თავად ფარავს სწორედ კაზინოდან მიღებული შემოსავლებით.
მონაკოში მცხოვრებ აზარტული თამაშის მოყვარულებს სათამაშოდ აქვთ ორი ვარიანტი - დატოვონ მონაკოს ტერიტორია, ან დაკმაყოფილდნენ ონლაინ კაზინოში თამაშით (ჯერჯერობით).
მე XVIII საუკუნეში, ინგლისის ყველა სათამაშო დაწესებულებაში ჰყავდათ ადამიანები, რომელთა დანიშნულებას პოლიციის რეიდების დროს სათამაშო კამათლების გადაყლაპვა წარმოადგენდა.
კრუპიე (დილერი) - ასე უწოდებდნენ XVII საუკუნიდან ადამიანს, რომელიც იდგა ახალბედა, გამოუცდელი მოთამაშის ზურგს უკან და ეხმარებოდა მას სწორი სვლების გაკეთებაში.
თამაში ბლექ ჯეკი (Black Jack) წარმოიშვა საფრანგეთში დაახლოებით XVII საუკუნის ბოლოს ფრანგული თამაშიდან „chemin de fer“
ალბათობის თეორიიის თანახმად მიიჩნევა, რომ ბელქ ჯეკის (Black Jack) მოთამაშის უპირატესობა კაზინოზე შეადგენს 1-2%-ს.
კრეპსი ერთ-ერთი პოპულარული სამხრეთ ამერიკული კამათლებით თამაშია.
ბრიტანელები მხტუნავ „გველის თვალებს“ (კამათლებს) – „კრაბებს“ უწოდებდნენ.
1700 წლიდან თამაში აქტიურად დაიწყეს ფრანგებმაც და დროთა განმავლობაში ინგლისელი და ფრანგი მოთამაშეების შერწყმამ - თამაში „კრაბი“ - ახალ თამაშად - კრეპსად აქცია.
იაპონიაში აკრძალულია თამაშები ფულადი პრიზებით, თუმცა დაშვებულია ე.წ. „პაჩინკოს სალონები“.
ეს არის სალონი სათამაშო ავტომატებით, რომლებიც გასცემენ არა მონეტებს, არამედ პატარა ვერცხლისფერ ბურთულებს, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია სათამაშოებში, ალკოჰოლში, სიგარეტში, საღეჭ რეზინებს და სხვა პრიზებში.
შესაძლებელია სპეციალური საპრიზო ჟეტონების მოთხოვნაც.
ეინშტეინმა განაცხადა, რომ გამოიგონა მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო მარტივად მოეგო რულეტკისთვის.
მეთოდი მდგომარეობდა ჟეტონების „აწაპნვაში“ როგორც კი კრუპიე მას ზურგს შეაქცევდა.
კაზინოების იატაკები აღჭურვილია თვალისმომჭრელი ხალიჩებით, რომლებიც გაფორმებულია ფსიქოლოგიაზე ზეგავლენის მომხდენი ნაყშებით („უზორებით“), რაც ამყოფებს მოთამაშეებს ტონუსში და აიძულებთ დიდი ხნის განმავლობაში თამაშს.
ნევადაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი აზარტული სახლი. კაზინო გაიხსნა 1996 წელს და მისი სიმაღლე შეადგენს 340 მეტრს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეიფელის კოშკის სიმაღლეს.
რიჩარდ ნიქსონი, რომელიც ფლოტში ოფიცრად მსახურობდა, გამოირჩეოდა პოკერის კარგი თამაშით და გასაოცარი იღბალით.
საერთო ჯამში მან თანამსახურებს მოუგო ექვსი ათასი დოლარი და მოგებული თანხა 1946 წელს მთლიანად ჩადო საკუთარ საარჩევნო კომპანიაში და მალე ნამდვილი კონგრესმენი გახდა.
გავიდა კიდევ რაღაც დრო და პოკერის იღბლიანი მოთამაშე ოცდამეჩვიდმეტე პრეზიდენტი გახდა.
ლას-ვეგასში, კაზინოს ინდუსტრიის პიონერები არ იყვნენ მხოლოდ განგსტერები: კაზინოს პირველი ლიცენზია მიიღო ქალბატონმა, სახელად - მეიმი სტოკერმა 1920 წელს სამხრეთის კლუბისთვის.
სტოკერი რესპექტაბელური ქალი, სამაგალითო მეუღლე და დედა იყო, რომელზეც ხშირად წერდნენ ადგილობრივ პრესაში.
მეიმმა კაზინო საკუთარი სახელით გახსნა, რადგან მის ქმარს, ჰეროლდს არ სურდა მისი სახელი თავიდანვე ასოცირებულიყო აზარტულ თამაშებთან.
კაზინოში დაშვებული იყო მხოლოდ 5 თამაში, რომელიც ნებადართული იყო იმ დროს ლას ვეგასში: „სტად-პოკერი“, „ფრე-პოკერი“, „ლოუბოლ-პოკერი“, „500“ და „ბრიჯი“
ზოგიერთი მოთამაშე იმდენად აზარტული და თამაშზე დამოკიდებულია, რომ შესაძლოა პირდაპირ შარვალში მოისაქმოს ან გაიკეთოს ჰიგიენური საფენი დიდებისთვის, რათა არ მოსწყდეს თამაშს.
მაგალითად, 2007 წელს, ინდიანას შტატში მოთამაშემ საჩივარი შეიტანა აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისიაში მას შემდეგ, რაც იგი ჩაჯდა სათამაშო ავტომატის წინ მდგარ სავარძელში, რომელშიც მის დაჯდომამდე ვიღაცამ მოისაქმა.
2015 წელს, ნიუ ჯერსიში მამაკაცმა პირდაპირ სათამაშო ავტომატის მონეტებისთვის განკუთვნილ სლოტში მოისაქმა.
სენდვიჩი 1765 წელს გამოიგონა დიდი ბრიტანეთის სანდვიჩების მე-4 გრაფმა, ლორდმა ჯონ მონტეგიუმ, რომელიც ძალიან აზარტული მოთამაშე გახლდათ და სათამაშო მაგიდასთან დიდ დროს ატარებდა.
იმისათვის, რომ ჭამაზე დრო არ დაეკარგა, მან უბრძანა მსახურებს ცოტაოდენი ხორცი მოეთავსებინათ ორ პურს შორის, რათა მას თამაშის პარალელურად შეძლებოდა ჭამა და ამავდროულად ხელებიც არ დაესვარა.
მსოფლიოში ყველაზე პატარა კაზინოს, სახელწოდებით Grosvenor - არა აქვს მისამართი.
კაზინოს მდებარეობს ლონდონის ტაქსის კაბინის უკანა ნაწილში, სადაც არის სათამაშო მაგიდა, დილერი, ბარი და 2 ტელევიზორი, რომელიც მუდმივად გადმოსცემს სპორტულ არხებს.
ტაქსის მგზავრებს სთავაზობენ გადახდის ორ ვარიანტს:
1) თუ ისინი ითამაშებენ კაზინოში - Grosvenor, მგზავრობა არის უფასო;
2) თუ მგზავრს არ სურს თამაში და მხოლოდ ქალაქის ერთი წერტილდან მეორეი გადაადგილდება, მან უნდა გაიღოს თანხა ქველმოქმედებისთვის.
ქალაქი მაკაო, ერთადერთი ადგილია ჩინეთის ტერიტორიაზე, სადაც აზარტული თამაშები ლეგალურია.
გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ სათამაშო ბიზნესის ცენტრს.
2012 წელს მაკაოს კაზინოების შემოსავლებმა ლას-ვეგასის შემოსავლებს 5-ჯერ გადააჭარბა.
განსხვავებით ვეგასისგან, რომელიც შემოსავლების დიდ ნაწილს სათამაშო ავტომატებისგან იღებს, მაკაოს შემოსავლების უდიდესი ნაწილი (75%) VIP მაგიდებთან დადებული მაღალი ფსონების ხარჯზე მოდის.
1951 წლიდან 1963 წლამდე, ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ ლას-ვეგასის ჩრდილო-დასავლეთიდან 65 მილის დაშორებით დაიწყო საცდელი ბირთვული აფეთქებები. ააფეთქეს ათას ბომბზე მეტი.
ეს იყო საშინელი სანახაობა, რომელმაც „დღე ღამედ აქცია“, ხოლო ბირთვული სოკოვანი ღრუბლები კარგად ჩანდა მზარდი ტურისტული ზონის კაზინოებიდან.
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გამოუშვა კალენდარი ბირთვული გამოცდის თარიღებითა კაზინოების სიებით, საიდანაც ყველაზე კარგად შეიძლებოდა მომხდარისათვის თვალყურის დევნება.
ვეგასი არის ვეგასი. ქალაქმა საშინელებათა შოუ საქმიან შესაძლებლობად აქცია და მომხმარებელს ატომური ბომბის პარტიების რეკლამები, ხოლო კაზინოს ბარებში სპეციალური „ატომური კოქტეილები“ შესთავაზა.
ის კი არა, ერთ-ერთ კაზინოში გაიმართა კონკურსი „მის ატომური ენერგია“, რომელშიც კონკურსანტები სოკოვანი ატომური ღრუბლების სამოსში იყვნენ გამოწყობილი.
პირველი კაზინო ამერიკაში, რომელშიც შესვლა შეეძლოთ ორივე (თეთრი და შავი რასის) წარმომადგენლებს, გაიხსნა 1955 წელს.
1950 წლამდე ბევრ შტატში არ იყვნენ ტოლერანტულები აფროამერიკელების მიმართ. გამონაკლისს არც ლას-ვეგასი წარმოადგენდა. ერთ-ერთ სასტუმროში ლეგენდარულმა მომღერალმა სემი დევის-უმცროსმა დაარღვია წესები და აუზში იბანავა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ იგი გააშრო და სასტუმროდან გაუშვა.
სხვა სასტუმროში, ფერადკანიან მომღერალს ლორნ დორნს კონცერტის ნება დართეს და ღამე სასტუმროს ნომერშიც კი გაათევინეს, თუმცა მეორე დღეს მისი პირსახოცი და თეთრეული დაწვეს.
ამიტომ, 1955 წელს პირველი რასთაშორისო აზარტული დაწესებულების გახსნა იყო ისტორიული ფაქტი, მიუხედავად იმსა, რომ კაზინოები უპირატესად აფროამერიკელებით დასახლებულ რაიონებსა და კვარტლებში გახსნეს.
სასტუმრო „მულენ რუჟი“ და კაზინოს მოცეკვავეები რამოდენიმე თვის განმავლობაში იწონებდნენ თავს ჟურნალების გარეკანებზე, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ დაწესებულების მუშაობა შეაჩერეს.
კაზინოში არ არის აკრძალული კარტების გამოთვლა. ეს მოთამაშის უფლება და კანონიერი სტრატეგიაა. თუმცა ამავდროულად რთული საქმეა, რადაგან ადამიანები წლების განმავლობაში სწავლობენ, მაგრამ ვერ ეუფლებიან კარტის გამოთვლის უნარებს.
რა თქმა უნდა კაზინოს ადმინისტრაცია ცდილობს ყველა შესაძლო ხერხით ებრძოლოს ამას, იქნება ეს წესების ცვლილება, ბანქოს დასტის ხშირი არევა და ა.შ.
ყველაფერი კაზინოს შესახებ ® |