მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5280 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ველოსიპედის აქსესუარების არჩევანინუ იფიქრებთ, რომ ველოსიპედის შეძენის შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ სატერფულების ტრიალი და სეირნობით ტკბობაა.

ველოსიპედი ითხოვს დამატებით ფინანსებს, რაც გამოიხატება აუცილებელი აქსესუარების შეძენაში.

აქსესუარების შეძენა კი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე და ველოსიპედის გამოყენების სფეროზე.

რა თქმა უნდა მოთხოვნილება და გემოვნება ყველას სხვადასხვაგვარი გააჩნია, მაგრამ არ ღირს ველოსიპედი დაამსგავსოთ "საახალწლო ნაძვის ხეს". ეს არის ზედმეტი ხარჯი და რაც მთავარია ზედმეტი წონაა ველოსიპედისთვის, რასაც მალევე იგრძნობთ.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მაღაზიიდან ან სხვა დაწესებულებიდან გამოსულს მოხსნილი არ დაგხვდებათ თქვენი ძვირად ღირებული ამუნიცია.

ამიტომ, აღჭურვეთ საკუთარი ველოსიპედი არა ყველაზე ლამაზი და ძვირადღირებული, არამედ ყველაზე აუცილებელი და პრაქტიკული აქსესუარებით.

 

— სარჩევი —

ველოსიპედისტის ჩაფხუტი

ველოსიპედისტის ხელთათმანი
ველოსიპედისტის სათვალე
ველოსიპედისტის სამოსი
ველოსიპედის საბარგული/ველოჩანთა/ზურგჩანთა
ველოსიპედის ფანარი
ველოკომპიუტერი
ველოსიპედის სიგნალიზაცია და საკეტები
ველოსიპედის მათარა/ბოთლი
ველოსიპედის სხვა აქსესუარები
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ველოსიპედისტის ჩაფხუტი —

 

ველოსიპედისტის ჩაფხუტებიველოსიპედისტის ეკიპირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თავის დამცავი ჩაფხუტი. მან შესაძლოა არა მხოლოდ სერიოზული ტრამვებისგან დაიცვას მფლობელი, არამედ იხსნას კიდეც მისი სიცოცხლე.

დამცავი ჩაფხუტი იცავს თავს ვარდნის დროს და რეკომენდებულია ყველა ველოსიპედისტისთვის, თუმცა მისი ტარება აუცილებელია მათთვის, ვინც ველოსიპედით რეგულარულად გადაადგილდება დიდ დისტანციებზე, განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში.

როგორი უნდა იყოს ველოსიპედის ჩაფხუტი? - მნიშვნელოვანია, რომ ჩაფხუტი იყოს მსუბუქი, მტკიცე და ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, რომ თავი არ გაოფლიანდეს და არ შექმნას დისკომფოტს მგზავრობის დროს.

ჩაფხუტები მზადდება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პოლიმერების შენადნობებისგან, რომლებიც ეფექტურად ახშობენ დარტყმებს, ხოლო კონსტრუქციას აქვს ისეთი აგებულება, რომ გააჩნია ყოველმხრივი ვენტილაცია.

თანამედროვე ბაზარზე შეხვდებით მრავალფეროვანი ჩამფუტების ასორტიმენტს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, მასალით, მწარმოებელი ფირმით და ა.შ.

მოკლედ მიმოვიხილოთ ხარისხიანი ჩაფხუტის შერჩევისთვის საჭირო ნიუანსები.

არსებობს, მთის, სპორტული, დაუნჰილის, სპორტული, ВМХ-ჩაფხუტები და სხვა კლასიფიკაციის ველო ჩაფხუტები. ყველა ტიპის ჩაფხუტიმსუბუქია, კომფორტული, მოდური და არაც მთავარია უზრუნველყოფს დარტყმის მიმართ გამძლეობას.

სარბოლო ჩაფხუტები - გამოირჩევა დაბალი წონით, შესანიშნავი ვენტილაციით და აეროდინამიკური დიზაინით. სარბოლო ჩაფხუტებს გააჩნია მოგრძო ფორმა და დიდი რაოდენობით სავენტილაციო არხები.

სპორტული ჩაფხუტები - დაბალფასიანი და ყველაზე გავრცელებული მოდელებია. კარგია როგორც ქალაქში, გზატკეცილზე ან თუნდაც მთაში გადაადგილებისთვის, არამედ სკეიბორისტებისთვის და როლიკებზე სეირნობისთვის.

დაუნჰილის ჩაფხუტები - ძალიან წააგავს მოტოციკლეტისტის ჩაფხუტს, თუმცა გააჩნია გაცილებით ნაკლები წონა. ეს ჩაფხუტები ითვალისწინებს ნიკაპის დაცვასაც. მზადდება არა მხოლოდ პენოპოლისტიროლის მასალისგან, არამედ კარბონისგან და მინაბოჭკოვანი პოლიმერებისგან.

ВМХ-ჩაფხუტები - თითქმის ანალოგიურია, როგორც დაუნჰილის ჩაფხუტები - დაბალი წონით და ნიკაპის დამცავით, თუმცა მისგან განსხვავებით წინ გააჩნია დიდი ოთკუთხედის ფორმის კეპი.

მთის (МТВ) ველოსიპედების ჩაფხუტები - უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას, კარგ ხილვადობას. ისინი ძალიან წააგავს ტრასის ველოსიპედის ჩაფხუტებს, მხოლოდ ერთი უმნიშვნელო განსხვავებით - წინა მხარეს არსებული კეპით.

ასეთ ჩაფხუტებს გააჩნია სპეციალური დამაგრების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მყარ და მტკიცე დამაგრებას გზის ოღროჩოღრო და მთიან მონაკვეთებზე. ხშირად გამოიყენებენ ციკლური კროსით დაკავებული მრბოლერები.

 

მნიშვნელოვანი მომენტები

 

 

 

ჩაფხუტის შერჩევა თუ ჩაფხუტს მოყვება ექსპლუატაციის ინსტრუქცია, კარგად წაიკითხეთ გადაადგილების წინ. ზოგიერთი ჩაფხუტი გამოიყენება სპეციალური დანიშნულებისთვის. მაგალითად ჩაფხუტი ფულფეისი (Fullface) ხშირად გამოიყენება მთის ველოსიპედებში.

არ გაწმინდოთ ჩაფხუტი ქიმიური საწმენდი საშუალებებით და გამსხნელებით. თითქმის ყველა მწარმოებლის რეკომენდაციია ჩაფხუტის გაწმენდა საპნიანი წყლით და რბილი ტილოთი ან ღრუბლით.

ნუ შეინახავთ ჩაფხუტს სხვენზე, ავტოფარეხში, ავტომობილის საბარგულში და მზიან ადგილებში. მაღალი ტემპერატურის პირობებში იგი შესაძლოა გაიბეროს და შეიცვალოს ფორმა. თუ ასე მოხდა, არარ აგამიყენოტ ასეთი ჩაფხუტი.

არ ათხოვოთ საკუთარი ჩაფხუტი სხვას და არც თქვენ ითხოვოთ იგი. ასევე, არასოდეს შეიძინოთ ნახმარი, გამოყენებული ჩაფხუტი. შესაძლოა იგი ვიზუალურად იდეალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ თქვენ არ იცით როგორ იყენებდა მას წინა მფობელი. შესაძლოა ჩაფხუტს არ ეტყობოდეს დარტყმის კვალი, მაგრამ გააჩნდეს მიკრო ბზარები, ან იყოს შებერილი (ანუ გამოუსადეგარი).

თუ თქვენ ერთხელ უკვე მოხვდით ავარიაში, იცოდეთ, რომ ჩაფხუტის რემონტი შეუძლებელია, რადგან მან მიიღო დაზიანება, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს ვიზუალურად. შესაბამისად, შემდეგ დარტყმებს იგი ვეღარ გაუძლებს და გადასკდება.

ამიტომ, ჩაფხუტი უნდა შეიცვალოს ნებიმიერი სერიოზული დარტყმის შემდეგ, თუნდაც იგი შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ზოგადად, ჩაფხუტის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 5 წელიწადში მაშინაც კი, თუ მას არ გადაუტანია ავარია, რადგან შესაძლოა იგი უვარგისი იყოს დაცვის თვალსაზრისით გარე ფაქტორების ზემოქმედებით - დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, არახელსაყრელი მეტეროლოგიური პირობები (მზე, წვიმა, ქარი).

კეპიანი ჩაფხუტის არჩევისას, დააკვირდით რომ კეპი რაც შეიძლება მჭიდროდ მაგრდებოდეს კორპუსზე. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ მოდელებს აქვს ლუფტი მიმაგრების ადგილზე. ქარში ან დიდი სიჩქარის დროს მოგზაურობისას, კეპი იწყებს ვიბრირებას ჰაერის ძალის ზემოქმედებისას ან ველოსიპედის რყევის გამო, რაც ქმნის არასასიამოვნო განცდას.

თუ  ქარიან ამინდში მოგზაურობთ, ჩაფხუტის ქვეშ თხელი კუდი ან ბენდენა დაიხურეთ.

ველოჩაფხუტზე შეგიძლათ სპეციალური უკანა ხედვის სარკის ან GoPro ს ტიპის  ვიდეოკამერის  მიმაგრება. თუ რა თქმა უნდა ეს თქვენთვის პრაქტიკულია.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ველოსიპედის ჩაფხუტები, მათი ზომის შერჩევის, სწორად ტარების, კლასიფიკაციის, სერტიფიკაციის დასაკეცი ჩაფხუტების და ა.შ შესახებ გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ჩაფხუტი

 

ველოსიპედის ჩაფხუტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TT05 Helmet Aura.Ge - Trinx - TT07 Helmet Aura.Ge - Trinx - TT06 Helmet
TT05 Helmet TT07 Helmet TT06 Helmet

 

ველოსიპედისტის ხელთათმანი —

 

ველოსიპედისტის ხელთათმანიველოხელთათმანები ძალიან მნიშვნელოვან აქსესუარს წარმოადგენს, რადგან ისინი განკუთვნილია არა მოდისა და პრესტიჟისთვის, არამედ პირველ რიგში მოხერხებულობის და კომფორტის თვალსაზრისით.

მაგრამ საქმე მხოლოდ კომფორტში არ არის. ველოსიპედისტის დაცემის შემთხვევაში, პირველ რიგში ზიანდება ხელის მტევნები, რადგან პირველ რიგში მათ ეყრდნობა ადამიანი.

გარდა ამისა, ხელის მტევნებზე მოდის დიდი დატვირთვა, ვინაიდან საჭე ველოსიპედისტს ყოველთვის მჭიდროდ აქვს დაფიქსირებული, რაც ხელის კანს აშრობს და ხეხავს.

ხელი იტვირთება რთულ რელიეფურ გრუნტზე გადასვლის დროსაც.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილისგან დასაცავად აუცილებელია გამოიყენოთ ველოსიპედისტის ხელთათმანი, რომელთა ფართო არჩევანიც არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე.

თხელი და ელასტიური ხელთათმანების არჩევანი საკმაოდ დიდია და ველომოყვარულთა ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

არსებობს ორი სახის ველო ხელთათმანი:

 ღია;

 დახურული;

ღია ხელთათმანი - ანუ ხელთათმანი თითების გარეშე, იმგვარად არის შესრულებული, რომ ხელისგული სუნთქავს, ხოლო ხელი მჭიდროდ არის დაფიქსირებული ველოსიპედის საჭეზე და არ ცურავს.

ღია, თითების გარეშე ხელთათმანი განკუთვნილია ქალაქში სეირნობისთვის ან გზატკეცილზე გადაადგილებისთვის.

დახურული ხელთათმანი კი განკუთვნილია მთაში, სამთო და ექსტრემალური გადაადგილებისთვის.

ამ ტიპის ხელთათმანი მთლიანად ფარავს ხელის მტევანს და სრულად უზრუნველყოფს მთელს ხელის (მაჯისა და თითების) უსაფრთხოებას. ასევე იცავს მას ქარისა და სიცივისგან.

დახურული ხელთათანები თავის მხრივ არის სამი სახის:

კლასიკური - სტანდარტული ხელთათმანები, რომლშიც ყველა თითს საკუთარი განყოფილება აქვს.

გაერთიანებული - ხელთათმანი, რომლშის საკუთარი განყოფილება აქვს მხოლოდ ცერა თითს, ხოლო დანარჩენი ოთხი თითი ერთ განყოფილებაშია გაერთიანებული.. ამ ტიპის ხელთათმანები ძირითადად ზამთარში გამოიყენება.

გაძლიერებული - ასეთი ხელთათმანები აღჭურვილია სილიკონის ჩანართებით, შესაკრავებით, დამატებითი ფიქსატორებით, რომლებიც მტკიცე მასალებისგან (კარბონი, პლასტმასი, რეზინი და სხვა) არის დამზადებული. გამოიყენება ექსტრემალური ველოსპორტის სახეობებისთვის.

ველოხელთათმანების არჩევანირა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მასალა, რომლისგანაც მზადდება ველო ხელთათმანები, იგი მრავალფეროვანია, ტყავი, დერმატინი, ნეოპრენი, ფლისი,  პოლიესტერი და სხვა. 

ცალ-ცალკე ამ მასალებს არ განვიხილავთ, უბრალოდ ვიტყვით, რომ არსებობს ნებისმიერი მასალისგან დამზადებული როგორც მაღალი, ასევე დაბალი ხარისხის ხელთათანები.

ხშირად ხელთათმანის ხელის გულებში ჩაკერებულია ტყავი ან მისი შემცვლელი, ზემოდან კი ამაგრებენ სპანდექსის, ლაიკრას ან სხვა შესაფერისი მასალის ფენას, რომლის ზედაპირიც კარგად ატარებს ჰაერს და ნესტს.

ყველა ცნობილ მწარმოებელს გააჩნია სხვადასხვა მასალისგან დამზადებული და ნებისმიერი ფერისა და მრავალფეროვანი დიზაინის, მაღალი ხარისხის ხელთათმანები.

არსებობს მამაკაცის, ქალის, ნესტის მშთანთქმელი, ჰაერგამტარი, წყალგაუმტარი და სხვა ტიპის ხელთათმანები

სასურველია ფერადი ხელთათმანების შეძენა, რათა სიგნალის დროს უფრო ხილვადი იყოს სხვა სტრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის და ქვეითებისთვის.

ასე, რომ ველოხელთათმანის, ამ მნიშვნელოვანი ატრიბუტის ასორტიმენტი ნებისმიერ ველო გურმანს დააკამაყოფილებს.

ველოხელთათმანების ცნობილი მწარმოებლებია:

Alpinestars, BBB, Cube, Giro, Larsen, Scott, Stark, Stels, RockBros და სხვა...

 

ხელთათმანები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TF61 Long Cycling Gloves Aura.Ge - Trinx - TF61 Long Cycling Gloves Aura.Ge - Trinx - TF61 Long Cycling Gloves
TF61 Long Cycling Gloves TF61 Long Cycling Gloves TF61 Long Cycling Gloves

 

ველოსიპედისტის სათვალე —

 

ველოსიპედისტის სათვალესათვალე აუცილებელი აქსესუარია. განსაკუთრებით დამწყები ველოსიპედისტებისთვის.

ველოსიპედისტები ხშირად გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მრავლადაა მტვერი, ავტომობილების გამონაბოლქვი, საბურავის რეზინების მსხვილი ნაწილაკები და ა.შ, რომლებიც შეუმჩნევლად, მაგრამ თანდათანობით ილექება ველოსიპედისტის თვალებზე.

იგივე შეიძლება ითქვას როცა ველოსიპედისტი გადაადგილდება მთაში ან ტყეში, სადაც თვალებში ასევე შეიძლება მოხვდეს მტვერი, ქინქლები, კოღოები, ობობის ქსელები და ა.შ. ანუ ამ შემთხვევაში სათვალე იცავს არა მხოლოდ მავნე ნივთიერებებისგან, არამედ მექანიკური ზემოქმედებისგანაც.

კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია შემხვედრი ქარი, რომელიც გადაადგილების დროს აშრობს თვალის გუგებს.

ასევე სათვალე აუცილებელია თვალების მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად.

სამომხმარებლო ბაზარზე შეხვდებით ველო სათვალეების ფართო ასორტიმენტს. მრავალფეროვანია ფასებიც. შესაძლოა გაგიკვირდეთ, როცა შეხვდებით ბრენდულ სათვალეს მარალი ფასით, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, რადგან ეს არის არა ბრენდისა და მარკის ფასი. როგორც მინიმუმ ასეთ სათვალეებს გააჩნია:

სპეციალური დაფარვა, რომელიც ამცირებს ოფლის გამოყოფას;

სპეციალური საფარი, რომელიც იცავს ნაკაწრებისგან;

სპორტული დიზაინი და გონივრული ერგონომიკა;

ლინზების კონსტრუქცია, რომელიც ამცირებს პერიფერიულ არეკვლას;

თუმცა, ეს ყველაფერი მეტი ან ნაკლები ხარისხით გააჩნიათ ჩვეულებრივ, ხარისხიან ველოსიპედისტის სათვალეებსაც. ამიტომ, ძალიან ძვირფასი სათვალეების ყიდვის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული ბრენდისადმი ლტოლვა და "ველოფეტიშიზმი".

დღესდღეობით, გაცილებით დაბალი (ზომიერი) ფასის ყველა ნორმალურ სათვალეს გააჩნია ოფლის საწინააღმდეგო და ნაკაწრებისგან დამცავი საფარი.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბრენდული სათვალეები უფრო გამძლეა და დიდი ხნის განმავლობაში ემსახურება მფლობელს.

სათვალეს, რომელსაც შეარჩევთ, უნდა ჰქონდეს შემდეგი მონაცემები:

»» მზისგან დამცავი ლინზების ხარისხი უნდა იყოს არანაკლებ UV 400. სხვაგვარად თვალები შესაძლოა დაზიანდეს ულტრაიისფერი სხივებით;

»» სათვალე მჭიდროდ უნდა ერგებოდეს სახეს, არ ცურავდეს (ვარდებოდეს) და ამავდროულად არ უჭერდეს, რათა ველოსიპედისტმა არ იგრძნოს დისკომფორტი.

»» ლინზები უნდა იყოს მუქი, მაგრამ არა ძალიან მუქი (შავი) რადგან ასეთ ლინზებს ცუდი ხილვადობა აქვს არა მხოლოდ საღამოთი, არამედ დღისთაც კი.

»» ძალიან მოსახერხებელია სათვალე ცვლადი ლინზებით: მუქი - თაკარა მზისთვის; ყვითელი ან სტაფილოსფერი - ცუდ ამინდში (წვიმა, ავდარი) და გამჭვირვალე - საღამოსთვის.

»» სათვალის ჩარჩო არ უნდა ფარავდეს ხედვის არეს. ამის გამო ველოსიპედისტმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს მოახლოებული ავტომობილი (ან სხვა სახის საფრთხე).

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედისტის სათვალე»» რეკომენდებულია სათვალე რეზინის ან სილიკონის ცხვირის საყრდენებით. ჩარჩო დამზადებული უნდა იყოს მტკიცე და მსუბუქი მასალისგან, ხოლო ლინზები პოლიკარბონატისგან.

»» ლინზები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მინის, რადგან გატეხვის შემთხვევაში შესაძლოა დაუზიანოს ველოსიპედისტს სახე და თვალები.

»» თუ ველოსიპედისტს ცუდი მხედველობა აქვს, არსებობს დიოპტრიული სათვალე, რომლის ლინზების შეკვეთა შესაძლებელია შეუკვეთოთ პერსონალური რეცეპტით. შედეგი და კომფორტული სეირნობა გარანტირებულია.

»» არსებობს ფოტოქრომული სათვალეები. ასეთ ლინზას, ისევე როგორ ქამელეონს შეუძლია მასზე მოხვედრილი სინათლის სხივების (ულტრაიისფერი სხივების) რაოდენობის მიხედვით იცვალოს ფერი - თაკარა მზის ქვეშ ისინი მუქდება, ცუდ ამინდში კი ხდება გამჭვირვალე.

 

ველოსიპედისტის სათვალეები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TY02 Goggles Aura.Ge - Trinx - TY02 Goggles Aura.Ge - Trinx - TY02 Goggles
TY02 Goggles
TY02 Goggles TY02 Goggles

 

ველოსიპედისტის სამოსი —

 

ველოსიპედისტის სამოსი - არჩევანიველო სამოსი სპეციალურად იქმნება ველოსიპედისტ/რაიდერებისთვის.

ეს არის მთელი ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონისთვის განკუთვნილ:

»» ველომაისურებს;

»» ველოშორტებს;

»» ველობრიჯებს;

»» ველობოტასებს;

»» ველო წინდებს;

»» ველო ზედატანებს ("კოფთებს") ქალებისთვის;

»» ველო ბახილებს;

»» ქარისგან და წვიმისგან დამცავ ქურთუკებს;

»» საწვიმრებს;

»» ჟილეტებს და ა.შ;

მთავარი, რაც უნდა ახასიათებდეს ხარისხიან ველო სამოსს, ეს არის კარგი თერმორეგულაცია.

რისთვის არის საჭირო ველო სამოსი? - აქ შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მომენტი:

მოხერხებულობა - როცა სამოსი შექმნილია სპეციალურად ველოსიპედისტებისთვის, იგი ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა ნესტის გატარება, ქარისაგან და წვიმისგან დაცვა და ა.შ.

ველო სამოსს გაჩნია სპეციალური საფარი, რომელიც არის ელასტიური და არ ბოჭავს ველოსიპედისტს გადაადგილების დროს.

გარდა ამისა, საფარი ახშობს ქარის მოძრაობას, არ იბერება სწრაფად მოძრაობის შემთხვევაში, არ ედება ხის ტოტებსა და ბუჩქებს - მთაში ან უბრალოდ ბუნებაში გადაადგილების დროს.

ველო შორტებს ჩაკერებული აქვთ სპეციალური ჰიგიენური ჩანართები, რომელიც იცავს არასასიამოვნო შეგრძნებებისგან და მგზავრობის დროს კომფორტს უზრუნველყოფს, რადგან კარგად შეიწოვს ოფლს, შთანთქავს ნესტს, არბილებს სკამთან კონტაქტს, იცავს მისგან გამოწვეული კანის გაღიზიანებისგან (გახეხვისგან) და სხვა...

პრაქტიკულობა - ველო მაისურებს და ველო ქურთუკებს პრაქტიკულობისთვის ზურგზე (ან სხვა ადგილზე) აქვს სპეციალური ჯიბეები, სადაც შესაძლებელია უამრავი წვრილმანი შენახვა - სმარტფონი, ყურსასმენები, გასაღებები და ა.შ.

ეს საშუალებს აძლევს ველოსიპედისტს იოლას გავიდეს ზურგჩანთის ან ველოჩანთის გარეშე. რაც მის ზურგს სიმშრალეს შეუნარჩუნებს.

ველო სამოსს აქვს ბევრი მანჟეტი და ელვა შესაკრავი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ვენტილაციის ეფექტური რეგულირება სხვადახვა ამინდის პირობებში.

უსაფრთხოება - დადგენილია, რომ ავტომობილის მძღოლები გაცილებით ხშირად უთმობენ გზას და ატარებენ ველოსიპედისტებს, რომლებიც არა ჩვეულებრივ ჯინსებსა და შორტებში, არამედ ველო ფორმაში არიან გამოწყობილი.

ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, მაგრამ მაინც...

ველოსიპედისტის სამოსი ნათელი, ღია ფერის უნდა იყოს, რომ დღისით მარტივად აღიქვა და შეამჩნიო. ასევე უნდა ჰქონდეს მანათობელი ნეონის ხაზები, რომ მათი ხილვადობა ღამითაც იყოს შესაძლებელი.

სამოსზე დატანილი უნდა იყოს მანათობელი ტექსტურები.  ეს ნეონური ფერები შეიძლება ფოსფორის ეფექტით, ღამით შუქს უნდა აირეკლავდეს და ველოსიპედისტს ხილვადს ხდიდეს.

იყიდება სპეცილური ჟილეტებიც, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს ბოლოებზე მცირე ზომის ნათურები. ასეთ ჟილეტში 23 დიოდური ნათურაა ჩაყენებული, რომელიც მოძრაობისას აქტიურდება. თუ ველოსიპედისტი აწევს მარჯვენა ან მარცხენა ხელის აწევისას ნათდება შესაბამისი მხარის ნათურები და უკან მდგომი ხვდებამ თუ საით უხვევს ველოსიპედსიტი - მარჯვნივ თუ მარცხენივ.

ველოსამოსის ცნობილი მწარმოებლებია - Craft, Shimano, Specialized, Cube, Nalini და სხვა...

 

ველოსიპედისტის სამოსი ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TF16 Short Cycling Suit Aura.Ge - Trinx - TF18 Lady Cycling Suit Aura.Ge - Trinx - TF17 Short Cycling Suit
TF16 Short Cycling Suit TF18 Lady Cycling Suit TF17 Short Cycling Suit

 

ველოსიპედის საბარგული/ველოჩანთა/ზურგჩანთა —

 

საბარგული/ველოჩანთა/ზურგჩანთაყველა ველოსიპედისტს აქვს განსაზღვრული ტვირთი, რომელსაც ის  რეგულარულად თან ატარებს, ან გადააქვს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე.

ამრიგად, აუცილებელია ველოსიპედისტს ჰქონდეს საბარგული, ზურგჩანთა ან ველოჩანთა.

საბარგული - არის ორი ტიპის: უკანა და წინა საბარგული. 

»» უკანა საბარგული - გამოყენება ტვირთის სტაბილური და ბალანსირებული გადატანისთვის. კარგ ამინდებში შესაძლებელია ტვირთის დამაგრება საბარგულზე ზედმეტი შეფუთვის გარეშე.

უკანა საბარგულზე მაგრდება კალათი სხვადასხვა ნივთების გადასატანად, ასევე სხვადასხვა ზომისა და ფორმის ველოჩანთები. მისი საშუალებით შესაძლებელია 10, 25 და 50 კგ-მდე ტვირთის გადაადგილება. არსებობს მსუბუქი, მარტივი საბარგულებიც, რომელიც ხუთ კილოგრამამდე ტვირთზეა გათვლილი.

დიდი წონისთვის განკუთვნილი დიდ ზომის საბარგული მაგრდება ველოსიპედის ჩარჩოზე სპეციალური საყრდენების საშუალებით (ზოგს აქვს 3 საყრდენი, ზოგს 2).

როგორც წესი, ველოსიპედების უმრავლესობას გააჩნია სპეციალური ღიობები საბარგულის ჩარჩოზე დასამაგრებლად. თუ ასეთი ღიობები ჩარჩოს არ აქვს, შესაძლებელია საბარგულის მიმაგრება მეტალის ცალუღების ("ხამუტების") საშუალებით.

»» წინა საბარგული - იძლევა დამატებითი ტვირთის გადატანის საშუალებას. იგი უკანა საბარგულის დამატებას წარმოადგენს, რადგან აძლიერებს დატვირთვას წინა ჩანგალზე და შესაძლოა გაართულოს ველოსიპედის მართვა.

წინა საბარგულები ძირითადად პოპულარულია ველოტურისტებში, რომელთაც გადააქვთ დიდი მოცულობის ტვირთები.

არსებობს ორი ტიპის წინა საბარგულები:

კონსოლური ("ზედა დამაგრებით") - გამოიყენება მცირე წონის ტვირთებისა და ველოჩანთების გადასატანად

წინა საბარგული ("გვერდითა სამაგრი საყრდენებით") გამოიყენება დიდი წონის ტვირთებისა და მოცულობითი ველოჩანთების გადასატანად. ამასთან სიმძიმის ცენტრი მდებარეობს საბურავის ცენტრტან ახლოს, რაც ხელს არ უსლის ველოსიპედის მართვას.

ველოსიპედისტის ზურგჩანთაზურგჩანთა - ძალიან მოსახერხებელია სეირნობის და განსაკუთრებით ლაშქრობების დროს ტვირთის გადასატანად. მისი საშუალებით ერთნაირად კომფრტულია არა მხოლოდ ველოსიპედით, არამედ საჭიროების შემთხვევაში ფეხით გადასაადგილებლად და სირბილის დროსაც კი.

არ აგერიოთ ჩვეულებრივი ზურგჩანთა ველოსიპედისტის ზურგჩანთაში, რადგან ველო ზურგჩანთას გარდა სპეციფიკური ფორმისა და წონისა აქვს სპეციფიკური ნიუანსები, რომლის დაყოფა შეილება ოთხ ნაწილად:

მოცულობა, საერთო კონსტრუქცია, ფუნქციონალი და ფურნიტურა.

»» მოცულობა - 20 ლიტრამდე (სრულიად საკმარისია ქალაქში გადასადგილებლად. მასში თავსდება მხოლოდ აუცილებელი ნივთები და სტრიმერი წყლის მიღებისთვის),

20-25 ლიტრი (გამოდგება პიკნიკებისთვის, დამატებით შეიძლება გადაიტანოთ საწვიმარი, ფოტოაპარატი, ინსტრუმენტების ნაკრები),

25-35 ლიტრი (საუკეთესო ლიტრაჟია კროს ქანთრის ველოსიპედებისთვის, მასსი თავსდება ყველა საჭირო ნივთი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის).

35-50 (ზურჩანთები რამოდენიმე დღიანი მოგზაურობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ მოცულობის ზურგჩანთები უარყოფითად მოქმედებს აეროდინამიკაზე და წინასწორობაზე. ამიტომ, რეკომენდებულია "ველო შარვლის" ტიპის ზურგჩანთები, რომლებიც შედგება გამოყოფილი ორი მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული ზურგჩანთისგან, ხოლო "უბის" არე მაგრდება უკანა საბარგულზე).

ზურგჩანთები სხვადახვა მასალისგან მზადება - ნეილონი, პოლიესტერი, პოლიამიდი, რიპსტოპი, ტექსტრემი და სხვა. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასალის დასხელება, არამედ მწარმოებლის სანდოობა. გვხვდება ნესტგამძლე, წყალგამძლე და სხვა სახის ზურგჩანთები.

ხარისხიან ზურგჩანთებს უნდა ჰქონდეს ველოსიპედისტის ზურგისთვის აუცილებელი ვენტილაცია და მოსახერხებელი კონსტრუქცია.

გარდა ამისა, ზუგჩანთა უნდა იყოს არა მხოლოდ მოცულობითი, არამედ გააჩნდეს გონივრულად განლაგებული ჯიბეები და სათავსოები (სხვადასხვა ტიპის საკეტებით)  სხვადასხვა დანიშნულების ნივთებისთვის.

ზურგჩანთების სანდო მწარმოებლებია  - Osprey, Deuter და სხვა...

არსებობს მაღალი ხარისხის ჰიდრატაციული ზურგჩანთები ველო ტურისტებისთვის და 1-2 დღიანი რბოლებისთვის. რომლის საშუალებითაც ველოსიპედისტს გაჩერების გარეშე მიეწოდება 12 ლიტრი წყალი (არის ნაკლებ რეზერვუარიანი ზურგჩანთებიც) სპეციალური მაგნიტური მილის საშუალებით (მაგალითად Thule ReTrakt 12L).

ასეთი ზურგჩანთები ძალიან მდგრადია აგრესიული გადაადგილებისთვის - ციცაბო დარმართებში და უხეში ხტომების დროს.

სიმძიმის დაბალი ცენტრისა და მასის ოპტიმალური გადანაწილებით უმჯობესდება ველოსიპედის მართვა და მცირდება კუნთების დაძაბულობა.

ზურგჩანთის მარტივ და მოსახერხებელ სპეციალურ სამაგრებზე შესანიშნავად მაგრდება ეპიკირება, ჩაფხუტი ან ნიკაპის დამცავი.

გარდა ამისა, ზურგჩანთას გააჩნია მარტივად ხელმისაწვდომი ღრმა ჯიბეები წელის მიდამოში, რაც აიოლებს საკვებთან, სამოსთან ან ინსტრუმენტებთან იოლ ხელმისაწვდომობას.

ველოჩანთაველოჩანთა - ზოგჯერ ველოსიპედისტებისთვის ზურგჩანთით სარგებლობა დამღლელი და მოუხერხებელია, განსაკუთრებით თუ ის მძიმეა. ამავდროულად ზურგჩანთისგან ზურგი მკვეთრად ოფლიანდება და  ველოსიპედისტს უხდება არასახარბიელო პირობებში მგზავრობა.

ალტერნატივის სახით არსებობს სამი სახის -  ყოველდღიური გამოყენების, ტვირთის გადასატანი და ველოტურიზმისთვის განკუთვნილი ველოჩანთები.

»» ყოველდღიური გამოყენების (მაგრდება სკამის ქვეშ ან საბარგულზე - ინსტრუმენტებისა და მცირე საგნებისთვის),

»» ტვირთის გადასატანი (მაგრდება უკანა ან წინა საბარგულზე საშუალო ზომის ნივთების - ფეხსაცმელი, წიგნები, ნოუთბუქი და სხვა ნივთების გადასატანად)

»» ველოტურიზმისთვის განკუთვნილი ველოჩანთები (თავსდება ასევე წინა ან უკანა საბარგულზე - თუ ველოსიპედისტი გეგმავს ხანგრძლივ მოგზაურობას, აუცილებლად დასჭირდება ველოჩანთა, რომლის მოცულობა გათვლილია ოთხმოცდახუთ კილოგრამზე (სამოსის, კარავის და სხვა დიდი ნივთების გადასატანად)

არსებობს ველოჩანთები რომლებსაც აქვს სახელურები, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაიკიდოთ ჩანთა ზურგზე (ისე როგორც ზურგჩანთა) გზის რთულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას.

კალათა - არსებობს სპეციალური ველოსიპედის კალათა; ეს მსუბუქი კალათა მიმაგრებულია უკან, ჩარჩოზე და მისი ზედაპირი აღჭურვილია, ტვირთის დამჭრი ქამრებით.

ასეთი კალათებით ძირითადად ქალბატონები სარგებლობენ ქალაქში გადაადგილების დროს (მაგალითად სურსათის მაღაზიიდან სანოვაგის ან სხვა პროდუქტისა და ნივთების გადასატანად).

 

ზურგჩანთები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TB06 Leisure Backpack Aura.Ge - Trinx - TB12 Rack Carrier Back Aura.Ge - Trinx - TB03 Leisure Backpack
TB06 Leisure Backpack
TB12 Rack Carrier Back TB03 Leisure Backpack

 

ველოსიპედის ფანარი —

 

ველოსიპედის ფანარიფანარი ველოსიპედის უმნიშვნელოვანესი აქსესუარია. შეიძლება ითქვას, რომ ის არა აქსესუარი, არამედ ველოსიპედის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლიც განსაზღვრავს ველოსიპედისტის უსაფრთხოებას.

სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ველოსიპედის ფანრების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, თუმცა მისი არჩევის დროს საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ოპტიმალური ველო ფანარი.

ფარი თუ ფანარი - მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედისტების ნაწილი დღესაც წარმატებით იყენებს ველოსიპედის ფარებს, ველო ფანარის უპირატესობა აშკარაა.

პირველ რიგში, ველოსიპედის ფანარი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცალკე მოწყობილობა და გამოიყენოთ სხვადასხვა სიტუაციებში: ლაშქრობაში, სანადიროდ, სათევზაოდ, კარავის გასანათებლად, ან უბრალოდ გამოიყენოთ ტყეში, ქალაქში, აგარაკზე ან ზღვის სანაპიროზე. ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება მეორე ფანრის შეძენა ან თან წაღება.

მეორე უპირატესობაა ის, რომ ძირითადად ველოსიპედის ფარებს გააჩნია მუშაობის მხოლოდ ერთი რეჟიმი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი გამოყენების შესაძლებლობას.

ფანართან შედარებით, ველოსიპედის ფარის კიდევ ერთი მინუსია შიდა ელემენტების არსებობა, რაც ქმნის დამატებით ბალასტს.

სწორედ ამ მიზეზთა გამო ველოსიპედისტთა უმრავლესობა უპირატეობას ანიჭებს კომპაქტურ და ფუნქციონალურ ველო ფანრებს.

ფანარის კვების წყარო - ველოსიპედის კომპაქტური ფანრების კვების წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა - AA, AAA, კრონა და სხვა ტიპს ელემენტები.

თუმცა, ელემენტების ხშირი ცვლის, ან მათი დასამუხტი მოწყობილობის ტარების თავიდან ასაცილებლად, ოპტიმალური ვარიანტია ფანარი, რომელსაც აქვს ერთი შიდა ელემენტი, იმუხტება USB პორტის საშუალებით და მუშაობს რამოდენიმე საათის განმავლობაში - 2,3, 4, 5 და ა.შ (გააჩნია მწარმოებელს და ფანრის ხარისხს).

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ველოსიპედისტი გადაადგილდება ღამის საათებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბევრი მწარმოებელი აწარმოებს ფანრებს, რომელიც დამატებით იმუხტება და მუშაობს მზის ენერგიაზე.

დოდურ ფანარს უნდა ჰოქნდეს მუშაობის რამოდენიმე, რეგულირებადი რეჟიმი, იყოს მსუბუქი, მარტივად მაგრდებოდეს ველოსიპედის საჭეზე, კორპუსზე და ზოგადად, ნებისმიერ საჭირო ადგილზე, ხოლო საჭიროებს შემთხვევაში ასევე მარტივად შეიძლებოდეს მოხსნა (სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად.

კონსტრუქცია და გამძლეობა - ველოსიპედის ფანარი უნდა იყოს კომპაქტური, ჰქონდეს დარტყმაგამძლე და ნესტგამძლე კორპუსი.

ფანარი კარგად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ კლიმატრ პირობებში და არ გამოდიოდეს მწყობრიდან დავარდნის ან წვიმისა და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში.

მისი მართვა (რეჟიმების გადართვა) უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი ველოსიპედის მართვის დროს

მნიშვნელოვანია სამაგრიც, რომელიც უნდა იყოს მტკიცე და სანდო, რათა უგზოობაში ან ექსტრემალურ პირობებში გადაადგილების დროს არ ჩანოვარდეს და დაიკარგოს.

შენიშვნა - თუ თქვენ ფლობთ ხარსხიან ფანარს, ყოველთვის მოხსენით და თან წაიღეთ იგი ველოსიპედის უნდაც საკეტით ან სიგნალიზაციით ჩაკეტვის შემთხვევაში.

განათების სხვა საშუალებები - გარდა ფარსა და ფანრისა შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური წებოვანი მანათობელი სტიკერები ან უკანა ციმციმა, რომელიც  თქვენს უკან მყოფ ქვეითსა თუ ველოსიპედისტს მიუთითებს თქვენზე, ასევე საჭიროა სიბნელეში მგზავრობისას.

მანათობელი სტიკერები მარტივი გამოსავალია, რადგან მისი მიკვრა ყველგან შესაძლებელია ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში, რაც ველოსიპედს გაალამაზებს და ღამით ხილვადს გახდის.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საბურავების მაშუქები. ასეთი მაშუქები გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია და ეფეტს აძლევს თქვენს სატრანსპორტო საშუალებას, კარგია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან სხვისთვის მარტივად შესამჩნევს გაგხდით.

ზოგიერთი ველოსიპედი მანათობელი საღებავითაა შეღებილი და შეღებილი კორპუსი ღამით მთლიანად ანათებს.

 

ველოსიპედის ფანრები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - LED USB 2000 mAh Aura.Ge - Trinx - LED USB 2000 mAh Aura.Ge - Trinx - LED USB 2000 mAh
LED USB 2000 mAh LED USB 2000 mAh
LED USB 2000 mAh

 

ველოკომპიუტერი —

 

ველოკომპიუტერიველო-კომპიუტერი არის ველოსიპედის ფიტნეს ტრეკერი და არა მხოლოდ...

იგი აკონტროლებს ველოსიპედის სიჩქარეს, მარშრუტს, აქვს სპიდომეტრი, არის ველოსიპედისტის გარბენის მთვლელი (კილომეტრაჟი), განსაზღვრავს ძალებს აღმართებზე და საღმართებზე, გზის დახრის კუთხეს, ეხმარება ოპტიმალური სიჩქარის (გადაცემის) მოძებნაში და ა.შ 

არსებობს ორი სახის ველო-კომპიუტერები

 სადენიანი (მაგნიტური);

 უსადენო (GPS);

შეძენის წინ ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფუნქციონალზე, რომელიც გააჩნია ველო კომპიუტერს. ფუნქციების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია და სხვადასხვა ხელსაწყოს განსხვავებული აქვს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეტ საბაზისო ფუნქციებს, რომელიც უნდა გააჩნდეს კარგ ველო კომპიუტერს.

ეს ფუნქციებია:

»» ავტომატური ჩართვა-გამორთვა;

»» დრო და ტემპერატურა;

»» მიმდინარე სიჩქარის დაფიქსირება - სიჩქარე, რომლითაც გადაადგილდება ველოსიპედისტი.

»» საშუალო სიჩქარე - გადაადგილების დროს ველოსიპედისტის მოძრაობის საშუალო სიჩქარე;

»» მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე - მორიგი გადაადგილების დროს ველოსიპედისტის მიერ აკრებილი მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე;

»» კადენსი - პედლების ბრუნვის რაოდენობა ერთი წუთის განმავლობაში;

»» კილომეტრაჟი - გაჯეტის მორიგი ჩართვიდან გამორთვამდე განვლილი მანძილი;

»» ოდომეტრი - ველოსიპედისტის მიერ განვლილი სართო კილომეტრაჟი;

»» წამზომი - გამოდგება ველო რბოლებისთვის, ან ველოსიპედისტის სხვა საჭიროებისთვის;

»» ალტიმეტრი - აჩვენებს ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იმყოფება ველოსიპედისტი;

ველოკომპიუტერის არჩევარა თქმა უნდა, საბაზისო ფუნქციების გარდა ველო კომპიუტერს აქვს სხვა დამატებითი ფუნქციებიც, რომლის საჭიროება-არ საჭიროება თავად უნდა განსაზღვროს ველოსიპედისტმა ინდივიდუალურად, ველოკომპიუტერის შეძენის წინ. ანუ არ ღირს ზედმეტი თანხის გადახდა ფუნქციების გამო, რომელიც არ გჭირდებათ და არასოდეს ისარგებლებთ.

მაგალითად, გულის რითმისა და პულსის საზომი (პულსომეტრი), დახარჯული კალორიების მთვლელი, GPS ნავიგატორი (კონკრეტული ლოკაციის, მიმდინარე მარშრუტის განსაზღვრა), რამოდენიმე ველოსიპედის ამოცნობის ფუნქცია და ა.შ.

გარდა ამისა, მაღალტექონოლოგიური გაჯეტები შეიძლება შეუერთოთ უსადენო (Bluetooth/ბლუთუს) ქსელით სმარტფონს ან ლეპტოპს. ამგვარად ველოსიპედისტი შეძლებს ფინტნეს პროგრამების სინქრონიზაციას, ან განვლილი მარშრუტის გადატანას ლეპტოპზე და შემდეგ მეგობრებისთვის ან სოც ქსელებში გაზიარებას.

მაგნიტური მოდელების საშუალებით ამის გაკეთება შეუძლებელია, ხოლო GPS მოწყობილობით - მარტივად.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის ველო კომპიუტერს აირჩევთ, ყურადღება გაამახვილეთ რიგ მნიშვნელოვან პარამეტრებზე:

მტვრისგან დაცვა - აუცილებელია ნებიმიერ შემთხვევაში. არა აქვს მნიშვნლობა ტრასის ტიპს. მტვერი ჯდება ხელსაწყოზე მიუხედავად იმისა, თუ სად გადაადგილდებით - ქალაქში, ტყეში თუ მთის პირობებში

ნესტისგან დაცვა - აქ საუბარია არა მხოლოდ კოკისპირულ წვიმაში მოხვედრზე, არამედ ბანალურ თრთვილსა და ნისლზე, რომელმაც შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს ველო კომპიუტერის ელექტრონული შიგთავსი. ამიტომ ველოკომპიუტერს უნდა ჰქონდეს ნესტისგან მაქსიმალურად დაცვის ფუნქცია.

დარტყმისგან დაცვა - ველოსიპედის დავარდნისგან არავინ არის დაზღვეული. მგრძნობიარე ელექტრონიკა კი ცუდად რეაგირებს არათუ დარტყმაზე, არამედ მოძრაობის დროს დიდ ვიბრაციებზეც კი (მაგალითად ელემენტალურად მცირე ზომს ბორდიურიდან ჩამოხტომის დროს). ამიტომ, თუ არ გსრთ, რომ ველო კომპიუტერზე მონაცემები ხშირად განულდეს ან საერთოდ წაიშალოს, შეიძინეთ დარტყმაგამძლე გაჯეტი.

დამაგრება - საკმაოდ მნიშვნელოვანია მომენტია, განსაკუთრებით ცუდ გზებზე და ექსტრემალურ პირობებში გადაადგილების დროს. ველო კომპიუტერის სამაგრი არის კონსტრუქცია, რომელიც არა მხოლოდ აფიქსირებს ველოკომპიუტერს ჩარჩოზე, არამედ სპეციალური რეზინის სამაგრი-საფენები, რომლებიც ახშობს ვიბრაციას.

ეკრანი - ეკრანი მნიშვნელოვანია. მასზე ინფორმაცია მარტივად უნდა იკითხებოდეს ნებიმისერ ამინდში. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს მზის სხივების ამრეკლი ეკრანი, და კარგი მხედველობითი აღქმის კუთხე (ანუ ინფორმაცია კარგად ჩანდეს ნებისმიერ მდგომარეობაში).

გარდა ამისა, შეიძლება მოგიწიოთ დღის გვიან მონაკვეთში გადაადგილება, როცა უკვე ბნელა, ამიტომ რეკომენდებულია ეკრანს ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში განათების ფუნქცია.

როგორ ავირჩიოთ ველოკომპიუტერიდასკვნა - დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ველო კომპიუტერის შერჩევის წინ, ორიენტაცია აიღეთ მოძრაობის სტილზე და მოთხოვნილებაზე.

თუ თქვენთვის ველოსიპედი მხოლოდ სეირნობის საშუალებაა თბილ ამინდებში, შეიძლება შემოიფარგლოთ მარტივი სადენიანი (მაგნიტური) ველო კომპიუტერით, რომელსაც აქვს საათი და სპიდომეტრი.

მაგრამ თუ პროფესიონალურ დონეზე უდგებით ველოსიპედს, რეგულარულად გადაადგილდებით, ბევრს მოგზაურობთ და ხშირად გიხდებათ უცნობი ადგილების დალაშქვრა, შეგიძლიათ არჩევანი GPS მოდლებზე გააკეთოთ თქვენთვის ოპტიმალური ფუნქციონალით.

ველო კომპიუტერის წამყვანი ბრენდებია: BBB, Sigma, CatEye და სხვა...

 

ველო კომპიუტერები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - MB02 Cycling Computer Aura.Ge - Trinx - MB02 Cycling Computer Aura.Ge - Trinx - MB02 Cycling Computer
MB02 Cycling Computer
MB02 Cycling Computer MB02 Cycling Computer

 

ველოსიპედის სიგნალიზაცია —

 

ველოსიპედის სიგნალიზაციასწორი არჩევანის შემთხვევაში, ველოსიპედის სიგნალიზაცია გატაცების საწინააღმდეგო საიმედო საშუალებას წარმოადგენს.

ეს მარტივი ხელსაწყო არ ღირს ძვირი და შესანიშნავად იცავს ძვირადღირებულ ველოსიპედებს გატაცებისგან.

აგრეთვე, საჭირო აღარ არის ველოსიპედზე ძვირადღირებული აქსესუარებისა და დეტალების მოხსნა მისი დატოვების დროს.

ძირითადად არსებობს ორი სახი ველოსიპედების სიგნალიზიები:

მარტივი სიგნალიზაციები;

ინტელექტუალური სიგნალიზაციები;

მარტივი სიგნალიზაციების მოქმედების პრინციპი მარტივია - როდესაც მუშაობას იწყებს ვიბროსენსორი, სიგნალიზაცია იწყებს ხმოვანი სიგალის გამოცემას. სენსორის ამოქმედება ხდება 120 დეციმეტრ სიხშირეზე .

ამასთან შესაძლებელია მისი ამოქმედება დროის მიხედვით, ანუ იგი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიბრაცია გრძელდება განსაზღვრულ დროის შუალედზე მეტი ხნის განმავლობაში.

ეს საშუალებას იძლევა, არ მიაქციოთ ყურადღება - მაგალითად მძიმე ტრანსპორტის გავლას იმ ადგილზე, სადაც თქვენი ველოსიპედია დაპარკინგებული.

არსებობს ასეთი სიგნალიზაციების ფართო ასორტიმენტი, ისინი ძირითადად განსხვავდებიან უკუკავშირის არსებობით, ანუ ზოგ სიგნალიზაციას აქვს პულტი ან ბრელოკი (დაახლოებით ისეთი, როგორიც აქვს ავტომობილის სიგნალიზაციებს).

მაგრამ განვმეორდებით, რომ ასეთი სიგნალიზაცია არ ღირს ძვირი და მისი შერჩევა შეგიძლიათ პირადი მოთხოვნილობებიდან გამომდინარე.

ველოსიპედის ინტელექტუალური სიგნალიზაციებიინტელექტუალური სიგნალიზაციები შედარებით მაღალფასიანი სეგმენტია. მათი მართვა შესაძლებელია სმარტფონით, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. ბლოკირებისთვის გამოიყენება ელექტრო გასაღები, რომლის გადაცემა ველოსიპედის მფლობელს მესამე პირზეც შეუძლია.

ხშირად ასეთი სიგნალიზაციები აღჭურვილია მობილური კავშირის მოდულითა და GPS-ით, რომლის საშუალებით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენი ველოსიპედის ადგილმდებარეობა მისი გატაცების შემთხვევაში.

ორივე ტიპის სიგნალიზაციებში სხვადასხვაა მოქმედების დიაპაზონიც - 20-დან 80 და მეტ მეტრამდე.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ხმოვანი სიგნალისა და გატაცების საწინააღმდეგო საკეტის ჰიბრიდით, ანუ ჩაკეტოთ ველოსიპედი საკეტით და ამავდროულად ჩართოთ სიგნალიზაციაც.

რაც შეეხება ველოსიპედის საკეტებს, მათი ასორტიმენტი და მოქმედების პრინციპი მრავალფეროვანია. თუ გსურთ გაეცნოთ თანამედროვე საკეტების მუშაობის პრინციპს და ასორტიმენტს,

გაეცანით მასალას: როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის საკეტი

 

ველოსიპედის მათარა/ბოთლი —

 

ველოსიპედის მათარა/ბოთლიყველა ველოსიპედისტმა იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სითხის მიღება ველოსიპედით გადაადგილების დროს. ამიტომ, ვინც ვინც ველოსიპედით რეგულარულად გადაადგილდება, თან აუცილებლად უნდა ჰქონდეს თწყლის სპეციალური სპორტული ბოთლი/მათარა.

ჩვეულებრივი ბოთლებისგან განსხვავებით, სპეციალურად ველოსიპედისთვის განკუთვნილ ბოთლებს/მათარებს გააჩნია რიგი უპირატესობები:

• სპეციალური სარქველი (ე.წ. "კლაპანი"), რომელიც ადვილად იხსნება ცალი ხელით, მაშინ როცა ჩვეულებრივი ბოთლის გახსნისას ორივე ხელი დაგჭირდებათ.

• მყარი ფიქსაცია სპეციალურ სამაგრზე, რომელიც თავის მხრივ დამაგრებულია ველოსიპედის ჩარჩოზე. ამ დროს აუცილებელი არ არის სითხის მისაღებად ველოსიპედის გაჩერებას.

• ცვეთისადმი მდგრადი და აბსოლიტურად უსაფრთხო მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ბოთლი/მათარა და სხვა პლასტმასის ბოთლებისგან განსხვავებით გამოდგება მრავალჯერადი მოხმარებისთვის.

მაგალითად ბოთლი PODIUM ICE CAMELBAK, რომელსაც შეუძლია წყალი დიდხანს გრილად შეინახოს. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, ეს ხერხდება აეროგელის იზოლაციის მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ თერმოსზე მეტად უფრო ეფექტურია.

• სპეციალურ თერმო ბოთლები/მათარები, რომელიც გრილად ინახავს წყალს (ან სხვა სითხეს), რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხელ, მზიან ამინდში.

• დამატებით თავსახური, რომელიც იცავს ბოთლი/მათარის სარქველს დაბინძურებისგან (სამწუხაროდ იგი ყველა მოდელს არა აქვს, მაგრამ ასრულებს მნიშვნელოვან და საწირო ფუნქციას).

 

მნიშვნელოვანი მომენტები

 

 

 

ველოსიპედის მათარის არჩევის მნიშვნელოვანი მომენტებიმასალა - ველო ბოთლის/მათარის არჩევის წინ, პირველ რიგში რაზეც უნდა ჩამოყალიბდეთ, არის მასალა, რომლისგან არის დამზადებული ბოთლი/მათარა. ძირითადად ეს მასალაა პლასტმასი, ალუმინი, კერამიკა და თერმო-მათარები.

პლასტმასი მსუბუქი და ხელმისაწვდომია. თუმცა ყურადღებით იყავით, რადგან თუ ბოთლი/მათარა არ არის სანდო მწარმოებლების მიერ წარმოებული ან უბრალოდ არის უხარისხო, მას შეიძლება ჰქონდეს სფეციფიკური სუნი.

ალუმინის ბოთლებს/მათარებს აქვთ მეტი ღირებულება, თუმცა გამოირჩევიან კარგი თერმოიზოლაციით და ეფექტურად უნარჩუნებენ სითხეს სიგრილეს ან სითბოს.

კერამიკული ბოთლები/მათარები - მზადდება პლასტმასისგან და ალუმინისგან, რომლებიც გარედან დაფარულია თხელი კერამიკული შრით. კერამიკის უნიკალური თვისებების წყალობით სითხე მათარაში არ თბება ან არ ცივდება, ხოლო სითხის ტემპერატურა არ იცვლება.

თერმო მათარები/ბოთლები - თავისი არსით ეს იგივე თერმოსია, მხოლოდ სხვა კონსტრუქციით, რათა ადვილი იყოს მისი სამაგრზე დამაგრება.

მოცულობა - ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადად გავრცელებულია 0.5, 0.75 და 1 ლიტრიანი ბოთლები/მათარები.

მათარის ზომა და ლიტრაჟობა დამოკიდებულია ველოსიპედისტის მარშრუტზე. მაგალითად - ქალაქის ტერიტორიაზე და ქალაქგარეთ სასერინოდ სრულიად საკმარისია 0.75 ლიტრიანი მოცულობის ბოთლი/მათარა. მაგრამ ლაშქრობის ან მთაში გადაადგილების, დროს როცა მარშრუტი შეადგენს 40-50 კმ-ს, უმჯობესია 1 ლიტრიანი ბოთლის წაღება.. 

მოვლა -  ბოთლის/მათარის მოვლაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ესთეტიკური იერ-სახე, არამედ მის საექსპლუატაციო ვადა და თვისებები.

მნიშვნელოვანია ხშირად გაწმინდოთ მტვრის ნაწილაკებისაგან ბოთლის/მათარის თავსახური და სარქველი, რადგან შეიძლება დროთა განმავლობაში სარქველი გაიჭედოს.

თუ მათარაში მხოლოდ წყალს ასხამთ, გასეირნების წინ საკმარისია მხოლოდ წყლის გამოვლება, მაგრამ თუ ბოთლში ჩაის, ყავის და სხვა სითხეების ჩასხმა გიყვართ, რეკომენდებულია ბოთლი/მათარა ბოთლის სარეცხელათი და სპეციალური სარეცხი საშუალებით კარგად გამორეცხოთ.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამ სითხეების ნარჩენებმა არ მოახდინონ არასასიამოვნო სუნისა და გემოს პროვოცირება.

სამაგრი - სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბოთლის/მათარის სამაგრები, რომლებიც მაგრდება სპეციალური ფიქსატორით ველოსიპედის ჩარჩოს სხვადასხვა ადგილზე (ჩარჩოზე, საჭეზე, სკამის ღერძზე და ა.შ) 

ყველაზე მეტად პოპულარულია რეგულირებადი სამაგრები, რომლებშიც შესაძლებელია სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ბოთლის/მათარის მოთავსება.

ბოთლის სამაგრებს ძირითადად პლასტმასის, უჟანგავი ლითონისა და ალუმინისგან ამზადებენ.

ხანგრძლივ მოგაზურობაში მიმავალი რაიდერები ხშირად ველოსიპედის ჩარჩოზე ორ ან მეტ სამაგრს ამაგრებენ (2-ან სამი ბოთლისთვის/მათარისთვის).

პს - რაც შეეხება იზოტონიკებს, რომლის მიღება რეკომენდებული რაიდერებისთვის წყალთან კომბინაციაში, მწარმოებლების იზოტონიკებს სპეციალურ ბოთლებში/მათარებში ასხამენ, ამიტომ მათთვის ცალკე ბოთლი არ არის საჭირო.

თუ გსურთ გაერკვეთ წყლის, იზოტონიკების და სხვა სითხეების სარგებლობის შესახებ, გაიგოთ რა დატვირთვებზე რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ველოსიპედისტმა და სხვა დეტალები, გაეცანით მასალას:

ველოსიპედი და სითხის მიღების წესები

 

წყლის ბოთლები და სადგარები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TH13 Luminous Bottle Cage Aura.Ge - Trinx - TH18 Bottle Cage Aura.Ge - Trinx - TH12 Bottle Cage
TH13 Luminous Bottle Cage
TH18 Bottle Cage TH12 Bottle Cage

 

ველოსიპედის სხვა აქსესუარები —

 

ველოსიპედის სხვა აქსესუარები

ველოსიპედის ფრთები - ველოსიპედის ფრთების ("კრილოების") ძირითადი დანიშნულებაა დაიცვას თქვენი სატრანპორტო საშუალება საბურავების მიერ ამოტყორცნილია ჭუჭყისა და ტალახისაგან.

ფრთები პროაქტიკულად ნებისმიერ ველოსიპედს სჭირდება (სპეციალიზებული ველოსიპედების გარდა).

არსებობს სხვადასხვა სახის ფრთები:

 მოკლე პლასტმასის ფრთები, რომელიც სურვილის შემთხვევაში სწრაფად იხსნება. იგი მარტივად მაგრდება ჩარჩოზე, ან სკამქვეშა ღერძზე.

გრძელი, მეტალის ან მეტალოპლასტმაისის სტაციონალური ფრთები, რომელიც ფარავს საბურავის დიდ ზედაპირს.

მოკლე ფრთები ძირითადად გამოიყენება მთის ველოსიპედებში. იშვიათად კი ჰიბრიდულ და ტრასის ველოსიპედებში. მათი პლუსია ის, გააჩნია დაბალი წონა, პრაქტიკულად არ ტყდება და მარტივად შეიძლება მოხსნა და მიგება ინსტრუმენტების გარეშე.

მისი მთავარი მინუსია დაბალი დაცვა, რადგან საბურავიდან ისხლიტება მტვერისა და ტალახის მხოლოდ ძირითადი ნაწილი.

რაც სეეხება გრძელ ფრთებს, ისინი გამოიყენება ქალაქის, ჰიბრიდულ და სხვა ტიპის, მათ შორის მთის ველოსიპედებშიც. ისინი მაქსიმალურად იცავს მტვრისა და ტალახისგან, თუმცა ინსტრუმენტების გარეშე დაყენება/მოხსნა შეუძებელია და ამას გარდა გააჩნიათ გაცილებით მეტი მასა.

ველოსიპედის სიგნალი - ხმოვანი სიგნალი ველოსიპედისტისთვის აუცილებელი აქსესუარია. იგი ატყობინებს მოახლოებას როგორც ქვეითს, ასევე სხვა ველოსიპედისტებს და ავტომობილისტებს.

იმ ქალაქებში სადაც არ არის მონიშნული ველობილიკები ხოლო ქვეითსა და ველოსიპედს ერთად უხდებათ მოძრაობა, სიგნალი აუცილებელია, რომ ქვეითს გზის დათმობაზე მიანიშნოთ.

კომპაქტური ტუმბო ეს უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რომელიც უპირობოდ თან უნდა ჰქონდეს, ყველა ველოსიპედისტს. მისი მეშვეობით ნებისმიერი შეძლებს საბურავის რამდენიმე წუთში დაბერვას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უადგილო ადგილზე და დროს - ველოსიპედის ტარება ხელით მოგიწიოთ.

ქეისი ჩაშენებული ინსტრუმენტებით სათადრიგო ნაწილები  ველოსიპედის საბურავებისთვის - ქეისს თან ახლავს 22 ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია ველოსიპედის შეკეთებისთვის.

ასეთი ნაკრების მეშვეობით თქვენ სწრაფად შეძლებთ გახვრეტილი საბურავის შეკეთებას.

მათ შორისაა საბურავის კამერა - თუ შეუძლებელია დაზიანებული კამერის დაწებება ახალი კამერა აუცილებლად დაგჭირდებათ.

ექვსკუთხა ქანჩების ("შესტიგრანიკი") ნაკრები - ექვსკუთხედებით თქვენ შეგიძლიათ გადააწყოთ ველოსიპედი, ზოგიერთი დეტალი  დააფიქსიროთ. ჩარჩოზე მიაყენოთ ტუმბო.

ასეთ ნაკრებში უნდა  4 ,5, 6 მილიმეტრიანი მომჭერები ასევე შეიძლება 8 მილიმეტრიანი გასაღებიც რამეში გამოგადგეთ.

აკუმულატორ-გენერატორი - ველოსიპედის რამდენიმე ტიპის აკუმულატორები არსებობს, რომელიც უშუალოდ საბურავზე მაგრდება.

ის ახდენს სუფთა ენერგიის გენერირებას. როგორც კი ველოსიპედისტი 5კმ. საათში სიჩქარეს აჭარბებს, გენერატორი იწყებს ენერგიის დაგროვებას.

უკანა ხედვის სარკე - გამოიყენება ძირითადად ქალაქში, ან ტრასაზე გადაადგილების დროს. იგი მაგრდება საჭეზე და გააჩნია მოქნილი ფეხი მოსახერხებელი და მარტივ რეგულირებისთვის.

ქეისი ტელეფონისთვის - ზედმეტი არ იქნება სმარტფონისთვის განკუთვნილი ქეისი, რადგან ყველა ველოსიპედისტს აქვს მობილური ტელეფონი, მათ ნაწილი კი ველოსიპედის გარკვეულ ოფციებს მართავს სწორედ სმარტფონის საშუალებით.

 

ველოსიპედის აქსესუარები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TA31 CAP Aura.Ge - Trinx - TQ05 Pump Aura.Ge - Trinx - TB51 Saddle Cover
TA31 CAP
TQ05 Pump TB51 Saddle Cover

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ