ელექტრო ველოსიპედების პოპულარობა და მოყვარულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მწარმოებლები ყოველწლიურად წარადგენენ ახალ მოდელებს, რომლებიც სულ უფრო კომფორტულია გადაადგილებისთვის და დახვეწილია ტექნიკური თვალსაზრისით.
ელექტრო ველოსიპედები გამოირჩევა ეკოლოგიურობით, საიმედოობით, უნივერსალურობით, პრაქტიკულობით და მაღალი კომფორტულობით.
იგი ერთნაირად პოპულარულია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. ამიტომ მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება და ზრდის ტემპები იმდენად დიდია, სავარაუდოდ მალე გაუტოლდება ჩეულებრივი ველოსიპედების რიცხვს.
დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა ველოსიპედის მწარმოებელი ბრენდის მიერ სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ელექტრო ველოსიპედების ფართო სპექტრი, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს.
ელექტრო ველოსიპედების ყველაზე ბრენდებია VOLTECO. WELLNESS. PEDEGO Eltreco , Xiaomi, Twitter, Double Hunter, Green City დ სხვა
ელექტრო ველოსიპედი საკმაოდ ძვირადღირებული გადაადგილების საშუალებაა, ამიტომ მის არჩევას სჭირდება სერიოზული მიდგომა და საკმაოდ ბევრი ნიუანსის გათვალისწინება.
შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ყველა იმ საჭირო და მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელთა ცოდნა აუცილებელია ელექტრო ველოსიპედის შეძენის წინ.
პირველ რიგში, იცოდეთ, რომ რაც უფრო ძვირადღირებულია ელექტრო ველოსიპედი, მით უფრო მსუბუქი და გამძლეა იგი, დაფარავს მეტ მანძილს ერთი დამუხტვით და ხანგრძივია ექსპლუატაციის ვადა.
ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ბიუჯეტით კარგი ელექტრო ვლოსიპედის შეძენა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს.
რისთვის გჭირდებათ ელექტრო ველოსიპედი?
ამ შეკითხვაზე არსებობს ორი ძირითადი პასუხი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენს არჩევანზე:
1. გსურთ, რომ ელექტროველოსიპედს ჰქონდეს შენარჩუნებული ჩვეულებრივი ველოსიპედის ძირითადი ფუნქციები. შეეძლოს სატერფულებით გადაადგილება ძრავის გარეშე, ჰქონდეს დაბალი წონა და შებამისად მცირე გაბარიტები, რომ შეიძლებოდეს მისი აწევა და ხელით გადატანა (მაგალითად სადარბაზოში ან ლიფტში).
2. გსურთ მძლავრი ძრავი, რომ ელექტრო ველოსიპედს შეეძლოს ადგილიდანვე მაღალი სიჩქარის განვითარება. შეძლოთ ერთი დამუხტვით დიდი მანძილის მაქსიმალური სიჩქარით გავლა და თქვენს პრიორიტეტს არა სატერფულებით, არამედ ელექტრო ძრავით გადაადგილება წარმოადგენს.
ელექტრო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
X-TREME X1E | X-TREME X1E LITE | EAGGO 2.0 |
ასე, რომ თქვენი გადასაწყვეტია, რომელს აირჩევთ ძვირადღირებულ ველოსიპედს მძლავრი ძრავით და მეტი გარბენით თუ შედარებით ნაკლებად ღირებულს, დაბალი სიმძლავრით და დაბალი გარბენით.
მაშა ასე, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ - კონკრეტულად ელექტრო ველოსიპედი თუ კონვერსიული კომპლექტი.
მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი:
ელექტრო ველოსიპედები - არის მზა მოდელები, რომლებიც პროექტირებულია ელექტრო ძრავის პრინციპით, გათვლილია მაღალ დატვირთვებზე და შეესაბამება ყველა წესსა და ნორმატივს, რომლითაც შემოიფარგლება ელექტროველოსიპედების სიჩქარე და სიმძლავრე.
ელექტროველოსიპედებს გააჩნია ლამაზი დიზაინი, ყველა დეტალი და კომპონენტი მწარმოებლების მიერ ფაქიზად არის ინტეგრირებული და დამალული კორპუსში.
ასეთი ველოსიპედები რა თქმა უნდა უპირატესია სანდოობისა და შესაბამისად უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მზა ელექტრო ველოსიპედების რემონტი ან მოდერნიზაცია საკმაოდ რთულია. ასე რომ, თუ თქვენ გჭირდებათ მაგალითად უფრო მეტი სიჩქარე, ან ტვირთამწეობა, ამაში შეზღუდული ხართ (ან უნდა შეიძინოთ სხვა მოდელი, რომელის ფასიც სავარაუდოდ იქნება საკმაოდ მაღალი.
კონვერსიული კომპლექტები - ასეთი კოპლექტების (ნაკრების) დამონტაჟება შესაძლებელია ჩვეულებრივ ველოსიპედებზე, რაც ველოსიპედს მოტორიზებულ აგრეგატად გადააქცევს.
მათი გამოიყენება ძირითადად ხდება მაღალი წონის მძღოლის და სერიოზული ტვირთის გადასატანად, ან რთულ კლიმატურ პირობებში გადასაადგილებლად.
მინუსს წარმოადგენს ის, რომ საჭირო კომპლექტის შესაძენად და ველოსიპედზე დასაყენებლად საჭიროა გარკვეული ცოდნა და საკმაოდ ბევრი ტექნიკური ნიუანსის გათვალისწინება.
ასეთი კომპლექტები მრავალგვარია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მონტაჟის სირთულით და სიმარტივით, ძრავის სამაგრის გამაძლიერებლის საჭიროება/არსაჭიროებით, ძრავის დამაგრების ადგილმდებარეობით (საბარგული, ჩარჩო ან სპეციალური სადგარი), ასევე წონით - არსებობს დაახლოებით 6-7კგ - 8-11კგ და 12-16 კგ-იანი კომპლექტები და კომლექტაციაში შემავალი კომპონენტებით.
კომპლექტაციაში ძირითადად შედის: ძრავი დისკი (სხვადასხვა სიმძლავრის), აჩქარების სენსორები, მუხრუჭების სენსორები, კონტროლერის ჩანთა, ელ. ენერგიის კონტროლერი, გაზის სახელური, ლითიუმის აკუმულატორი და სხვა..
კონვერსიული კომპლექტების დამონტაჟება თითქმის ყველა ველოსიპედზე შეიძლება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ელექტროძრავა არ არის თავსებადი სიჩქარის ყველა ტიპის მექანიზმზე და სამუხრუჭე სისტემასთან.
დასკვნა - თუ თქვენ გჭირდებათ ელექტროველოსიპედი ქალაქში გადასაადგილებლად და გსურთ ეს გადაადგილება რაც შეიძლება კომფორტული იყოს, ბევრი ფიქრი არ არის საჭირო და არჩევანი ჩვეულებრივ ელექტროველოსიპედზე გააკეთეთ.
მაგრამ თუ თქვენ ელექტრო ველოსიპედი რთული კლიმატური პირობებისთვის გესაჭიროებათ, გაქვთ დიდი წონა, მძიმე ტვირთების გადატანა გსურთ, ან პირიქით, გსურთ თქვენს ველოსიპედს ჰქონდეს ძალიან მაღალი სიჩქარე, ხოლო თქვენს ამ მოთხოვნებს არც ერთი ელექტროველოსიპედის მოდელი არ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ კონვერსიული კომპლექტი შეიძინოთ და ველოსიპედი თქვენი მოთხოვნილებებით დააკომპლექტოთ.
ჩვენ მიმოვიხილავთ ჩვეულებრიც, კლასიკურ ელექტრო ველოსიპედებს, რომელიც გაცილებით პოპულარულია მომხმარებელთა შორის და უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტექნიკური, ასევე კომფორტის თვალსაზრისით.
— ელექტრო ველოსიპედების ტიპები — |
ელექტრო ველოსიპედები კონსტრუქციით ძალიან არ განსხვავდება კლასიკური ველოსიპედებისგან. მისი მთავარი თავისებურებაა ელექტრო ძრავის, აკუმულიატორისა და კონტროლერის არსებობა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მოწყობილობა.
არსებობს სამი სახის ელექტრო ველოსიპედი - კლასიკური, სამთვლიანი და დასაკეცი.
სამთვლიანი ელექტრო ველოსიპედი - განკუთვნილია ტვირთის გადასატანად, მაგალითად მცირე ზომის ბარგის, მოსავლის ან ინვენტარის გადასატანად.
გამოირჩევა მაღალი გამძლეობით და ტვირთამწეობით, თუმცა აგებს კლასიკურ ელექტრო ველოსიპედთან კომპაქტურობით და მანევრირებით.
სამთვლიანი ელექტრო ველოსიპედებით ძირითადად ინტერესდებიან მებაღეები, მებოსტნეები და ზოგადად მცირე გადაზიდვით დაკავებულები. ასევე ხანში შესული ადამიანები.
დასაკეცი ელექტრო ველოსიპედი - თავისი კლასიკური „თანამოძმისგან“ განსხვავდება არა მხოლოდ დაკეცვის შესაძლებლობით, არამედ დახვეწილი და განსხვავებული დიზაინით.
გზებზე კარგი მანევრირება და მარტივი ტრანსპორტირება ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც მასზე არჩევანს აკეთებენ ქალაქის მცხოვრებნი.
დასაკეცი ელექტრო ველოსიპედების უმეტესობას აქვს დასაკეცი ჩარჩო, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი უფრო შორსაც წავიდა და მათი მოდელები დასაკეცი პედლებით და საჭითაც კი არის აღჭურვილი.
ამგვარი კონსტრუქციის სიმყარე მიიღწევა ფიქსირებული ჩამკეტების საშუალებით, რომლებიც უნარჩუნებენ კონსტრუქციას საჭირო ხარისხის მდგრადობას.
დასაკეცი ელექტრო ველოსიპედების ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობაა მისი მობილურობა.
ჩვეულებრივი, კლასიკური ელექტრო ველოსიპედის გადატანა შუძლებელია იქ, სადაც მის დასაკეც „კოლეგას“ თავისუფლად გადაიტანთ. მაგალითად - მეტროში, ავტობუსში, ნებისმიერი ავტომობილის საბარგულში და ა.შ.
გარდა ამისა, მას პრაქტიკულად არ ჭირდება შესანახად ავტოფარეხი ან საგანგებოდ გამოყოფილი კუთხე, რადგან მისი მოთავსება პრაქტიკულად ნებისმიერ, თუნდაც ძალიან მცირე ზომის ბინაშიც კი შეიძლება ისე, რომ დაიკავებს მინიმალურ ადგილს.
მოსახერხებელი და კომფორტულია მისი წონაც, რომელიც დაახლეობით + - 20-25 კგ-ია.
აქ დასაკეცი ელექტრო ველოსიპედების უპირატესობა მთავრდება და მის მინუსებზეც ვისაუბროთ.
დასაკეცი ელექტრო ველოსიპედების უმეტეს მოდელებს არ გააჩნია საამორტიზაციო ჩანგალი.
გარკვეული შეზღუდვები დასაკეც ელექტრო ველოსიპედებს აქვთ სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მათი საშუალოსტატისტიკური ეგზემპლიარი ავითარებს დაახლოებით 20-25 კმ/სთ სიჩქარეს.
კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს მისი ტვირთამწეობა, რომელიც ძირითადად არ აღემატება 70კგ-ს (თუმცა არსებობს უფრო მაღალი ტვირთამწეობის დასაკეცი ელექტრო ველოსიპედებიც).
შეიძლება მინუსად ჩაითვალოს ისიც, რომ მონოლითური კონსტრუქციის ველოსიპედის შემდეგ ბევრ ველომოყვარულს უჭირს მსგავს ტრანსპორტზე გადაწყობა მისი მცირე გაბარიტების გამო.
კლასიკური ელექტრო ველოსიპედები - ისევე, როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედები იყოფა რამდენიმე ძირითად ტიპად (კატეგორიად):
საგზაო (E-Tour) - განკუთვნილია უპირატესად სწორ, ქალაქის გზებზე გადასაადგილებლად. ამის გამო გააჩნია უფრო ვერტიკალური მდგომარეობა. ხისტი ან სტანდარტული მოკლე სვლის მქონე საამორტიზაციო ჩანგალი.
აქვს საშუალო სისქის საბურავები და საწყისი, ან საშუალო დონის ტრანსმისია.
მთის (E-MTB) - განკუთვნილია უგზოობაში და მთიან გარემოში გადასაადგილებლად. გამოირჩევა მაღალხარისხიანი საჰაერო საამორტიზაციო ჩანგლით (სვლა 100-120მმ), მაღალი კლასის (უგზოობისთვის განკუთვნილი) ტრანსმისიით და დისკური ჰიდრავლიკური მუხრუჭებით.
ასევე გააჩნია უფრო მძლავრი ელექტრო მოტორი, დიდი ტევადობის აკუმულიატორი, მეტად ფუნქციური ბორტკომპიუტერი და ფართო, აგრესიული პროტექტორების მქონე საბურავები.
ჰიბრიდული (E-Cross) - განკუთვნილია სწორ და მცირედ დაზიანებულ გზებზე გადასაადგილებლად. აქვს საშუალო დონის ტრანსმისია, მაღალი ხარისხის ელექტრო ძრავი და კარგი საამორტიზაციო ჩანგალი (მოკლე სვლით - 60 მმ). ასევე გააჩნია საშუალო სისქის საბურავები - 44მმ. საშუალო სისქით.
ნოვაციები - არსებობს ელექტრო ველოსიპედები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნია სატერფულები (პედლები). მაგალითად მწარმოებელი Skoda - მოდელი - Klement. იგი ძალიან წააგავს სკუტერის ჰიბრიდს და იდეალურია ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად.
სატერფულების ნაცვლად მას აქვს ორი საფეხური. თუ საფეხურებს გადახრით წინ, ველოსიპედი დაიწყებს სვლას, ხოლო თუ უკან, დაიწყებს დამუხრუჭებას.
საჭეზე მას არ გააჩნია არანაირი მუხრუჭები, გაზის სახელურები და ა.შ. აქვს მხოლოდ მონიტორი, რომელზეც გამოდის ინფორმაციები - მაგალიტად აკუმულიატორის დამუხტვის დონე, ველოსიპედის სიჩქარე და ა.შ.
უკვე არსებობს ელექტრო ველოსიპედები, როლებიც მუშაობენ მზის ენერგიაზე, მგალითან იაპონური ბრენდის Hama Zero-ს მიერ წარმოებული Solar Bike Fujin ველოსიპედები. ისინი მუშაობენ 500 ვატი სიმძლავრის მზის ბატარებით და ერთი დამუხტვით შეუძლიათ დაფარონ 220 კმ მაქსიმუმ 72 კმ/სთ სიჩქარით.
უფრო შორს წავიდნენ ფრანგი მწარმოებლები და კომპანიამ - Pragma Industries შექმნა ელექტრო ველოსიპედის ალტერნატივა - წყალბადზე მომუშავე მოდელი Alter Bike. რომელიც ერთი დამუხტვით გადის 150 კმ-ს.
და სხვა... ექსპერიმენტები გრძელდება...
— ელექტრო ველოსიპედის გაბარიტები და მუხრუჭები — |
პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოთ ელექტრო ველოსიპედის გაბარიტებზე და აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენს ფიზიკურ მონაცემებს.
• 160 -170 სმ - 17 დიუმი;
• 170 -180 სმ - 18 დიუმი;
• 180 -190 სმ - 20 დიუმი.
თუმცა ეს არ არის საკმარისი და საბოლოო არჩევანის წინ ორიენტაცია უნდა გააკეთოთ იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს გადაადგილების
რა თქმა უნდა ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მოხერხებულად გრძნობდეთ თავს გადაადგილების დროს.
საბურავების დიამეტრი - 26-28 დიამეტრის საბურავები ელექტრო ველოსიპედს საშუალებას აძლევს გადალახოს უფრო დიდი მანძილი მაღალი სიჩქარით. ასეთი საბურავები ნაკლებად მგრძნობიარეა ბორცვიან და უსწორმასწორო გზაზე. ველოსიპედის მართვა კი მოხერხებული და კომფორტული.
ნაკლები დიამეტრის საბურავები მახასიათებელებით ჩამოუვარდება უფრო დიდი დიამეტრის საბურავებს, თუმცა ნაკლებად გაბარიტულია და იკავებს უფრო ნაკლებ ადგილს.
პრინციპი, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო ველოსიპედის ზომა, არ განსხვავდება ჩვეულებრივი ველოსიპედის ზომის არჩევის პრინციპისგან, ამიტომ გაეცანით მასალას:
როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ზომა
ელექტრო ველოსიპედის მუხრუჭები - კარგი სამუხრუჭე სისტემის არსებობა ელექტროველოსიპედში უბრალოდ აუცილებელი პირობაა.
ელექტრო ძრავისთვის, რომლის სიმძლავრეა 250 ვატი, საკმარისია ორი V-brake ტიპის მუხრუჭი, ან ერთი V-brake და უკანა барабанного тормоза.
350 ვატიანი ძრავისთვის სასურველია დისკური მუხუჭები, ხოლო 500 ვატიანი და მეტი სიმძლავრის ელექტროძრავისთვის აუცილებელია ორი დისკური მუხრუჭის არსებობა.
ზოგადად კი ელექტრო ველოსიპედის და ჩვეულებრივი ველოსიპედის მუხრუჭების შერჩევის დროს, არჩევანში პრინციპული სხვაობა არ არსებობს.
ასე, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მასალით:
როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის მუხრუჭები
— ელექტრო ველოსიპედის წონა და ტვირთამწეობა — |
წონა ელექტრო ველოსიპედის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრია.
რაც უფრო ნაკლებია ელექტრო ველოსიპედის წონა, მით უფრო კომფორტულია მისი საშუალებით გადაადგილება (მიუხედავად გარემო პირობებისა) და ადვილია მისი გადატანა.
ელექტრო ველოსიპედის წონა დამოკიდებულია მის ჩარჩოს კონსტრუქციაზე, მასალაზე, აკუმულიატორის ტევადობაზე და ელექტრო ძრავის მასაზე.
უფრო მსუბუქია ალუმინის შენადნობებისგან დამზადებული ელექტრო ველოსიპედის ჩარჩო, რომელიც აღჭურვილია დაბალი ტევადობის აკუმულიატორით და რედუქტორიანი ელექტრო ძრავით.
ეკონომ კლასის ქალაქის ელექტრო ველოსიპედების საშუალო წონა არის 22-23 კგ.
გზატკეცილის (ტრასის) ელექტრო ველოსიპედების სშუალო წონა 11-15 კგ.
მთის.ჰიბრიდული ელექტრო ველოსიპედების წონა კი არის 30 კგ-მდე.
ტოპ მაღალსიჩქარიანი და მძლავრი სიმძლავრის მქონე მოდელების წონა არის დაახლებით ისეთივე, როგორიც ქალაქის ელექტრო ველოსიპედები, თუმცა ბევრად აღემატებიან მათ ხარისხითა და მახასიათებლებით.
ელექტრო ველოსიპედებს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული აქვთ მონაცემი - მაქსიმალური ტვირთამწეობა.
მაქსიმალური ტვირთამწეობა არის ველოსიპედისტის (რეიდერის) მაქსიმალურად დასაშვები წონა, რომლის გაძლებაც შეუძლია ელექტრო ველოსიპედს.
მოდელების უმრავლსეობისთვის მაქსიმალურად დასაშვები წონა შეადგენს 120-150 კგ.-ს.
რაიდერის წონა შედგება კონკრეტული ადამიანის წონას+ ნივთები რომელსაც ატარებს იგი გადაადგილების დროს (მაგალითად ზურგჩანთა).
ამიტომ, ნუ გადააჭარბებთ მაქსიმალურ წონას, რაც მითითებულია დოკუმენტაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ველოსიპედის დაზიანება არ არის გამორიცხული.
— კონტროლერი — |
კონტროლერი ელექტრო ველოსიპედის მართვის ცენტრი და „ტვინია“, რომელიც მართავს ელექტრო ძრავის ბრუნვის სიხშირეს.
იგი რადგან წარმოადგენს მიკროსქემების ნაკრებს, რომელიც მოთავსებულია ალუმინის კორპუსში და ამავდროულად ასრულებს რადიატორისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის ფუნქციას.
სხვადასხვა მოდელის ელექტრო ველოსიპედებზე კონტროლერს შეიძლება გააჩნდეს შემავალი და გამომავალი სადენების სხვადასხვა რაოდენობა და სხვადასხვაგვარი ვიზუალის კონტაქტები კომპონენტების მისაერთებლად.
სწორედ კონტროლერი და მისი სვლის რეჟიმების გადართვის სისტემა წარმოადგენს ელექტროველოსიპედის სიმძლავრისა და სიჩქარის მახასიათებლების განმსაზღვრელ ფაქტორს.
ზოგიერთი კონტროლერი აღჭურვილია კრუიზ კონტროლით (უცვლელი (მუდმივი) სიჩქარის მხარდაჭერა), აკუმულიატორის დამუხტვის ინდიკატორით, რეკუპერაციის ფუნქციით. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ რეკუპერაცია იძლევა საშუალებას გარდაქმნას კინეტიკური ენერგიის ნაწილი ელექტრო ენერგიად აკუმულიატორის მუშაობის გასახანგრძლივებლად.
თუმცა აკუმულიატორს უკან უბრუნდება დახარჯული ენერგიის არაუმეტეს 3-5%. აღსანიშნავია, რომ რეკუპერაციის ფუნქცია გვხვდება მხოლოდ პირდაპირი გადაცემის- direct drive ძრავებით აღჭურვილ მოდელებში.
ამ ფუნქციების გამო კონტროლერს ხშირად ბორტკომპიუტერსაც უწოდებენ.
ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ ელექტრო ველოსიპედის ყველა შეეერთება საიმედოდ არის იზოლირებული. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ კონტროლერის დაზიანების თუ ელექტროველოსიპედით გაივლით გუბეში, ტალახში ან ძლიერ წვიმაში. არაფერი არ მოხდება და თქვენს ელექტრო ბაიკს არ დააზიანებს შედარებით ღრმა წყალში ხანმოკლე სიარულიც კი.
— ელექტრო ველოსიპედის მუშაობის რეჟიმები — |
ყველა ელექტრო ველოსიპედს აქვს სამი ძირითადი მართვის მეთოდი:
• პედლებით მართვა - ველოსიპედის რეჟიმი (Pedal-Assist იგივე Pedalec )
• დროსელით მართვა - სრული ელექტრო რეჟიმი (Power on demand )
• კომბინირებული - დახმარების რეჟიმი (Power on demand + Pedal-Assist/ Pedalec)
პედლებით (Pedal-Assist/ Pedalec) -ით მართვის შემთხვევაში, მბრუნავი მომენტის გადამწოდი (დაჩიკი) აკვირდება, თუ როგორ ტრიალებს სატერფულები, რათა აკონტროლოს ძაბვა, რომელიც იცვლება ელექტრო ველოსიპედის სიჩქარის შესაბამისად. გადაადგილება ხდება სატერფულების ტრიალის მეშვეობით, ისე, როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედი;
არსებობს უფრო სწრაფი მართვის რეჟიმი S-Pedalec, რომელიც სატერფულების დახმარების გარეშე ადგილიდან ავითარებს 6 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგადად 45 კმ/სთ-დან და მეტ სიჩქარეს.
დროსელით (Power on demand ) მართვის შემთხვევაში სატერფულების ტრიალი საერთოდ არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ ერთხელ დაატრიალოთ პედლები, შემდეგ კი საჭეზე დამონტაჟებული სახელურის საშუალებით დაიჭიროთ გაზი, რომლითაც არეგულირებთ და მუდმივი კონტროლის ქვეშ გექნებათ ველოსიპედის სიმძლავრე და სიჩქარე.
ამ რეჟიმით ელექტრო ველოსიპედი გადაადგილდება მხოლოდ ელექტრო ძრავით, სატერფულების ტრიალის გარეშე.
ასეთი ელექტროველოსიპედის საჭესთან თავს იგრძნობთ ისე, თითქოს მოძრაობთ სკუტერით ან მცირეგაბარიტიანი მოტოციკლით.
კომბინირებული (დროსელითა და პედლებით / Power on demand + Pedal-Assist/ Pedalec) მართვის მეთოდით შეგიძლიათ ორივე რეჟიმის - როგორც დროსელის, ასევე pedal-assist/ Pedalec-ის სურვილისამებრ გამოყენება.
სატერფულების ტრიალს ამარტივებს ელექტრო ძრავი, რომელიც, ირთვება პედალირების დროს და ამსუბუქებს დატვირთვას.
ელექტრო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
X-TREME X1E | X-TREME X1E LITE | EAGGO 2.0 |
— ელექტრო ძრავის ტიპები და მდებარეობა — |
ელექტროძრავი საკუთარი დინამიკური თვისებებით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ბენზინის ძრავი.
ვიდრე ძრავის ტიპებს მიმოვიხილავდეთ, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორც არის ელექტრო ძრავის მდებარეობა.
ის, თუ სად არის განთავსებული ელექტრო ძრავი, განსაზღვრავს კონკრეტული ელექტრო ველოსიპედის მოდელის უპირატესობას ან ნაკლოვანებას და ექსპლუატაციის თავისებურებებს.
აქ მთავარი მომენტია ის, რომ ძრავის მასა (სიმძიმის ცენტრი) თანაბრად იყოს გადანაწილებული.
ელექტრო ძრავი შეიძლება მდებარეობდეს:
• უკანა საბურავზე;
• წინა საბურავზე;
• სატერფულების (პედლების) ბუდეში;
• საბარგულზე (საბურავზე ჯაჭვური გადაცემით)
• ჩარჩოზე (საბურავზე ჯაჭვური გადაცემით);
სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება ელექტრო ველოსიპედები, რომელთა ძრავები მდებარებს წინა და უკანა საბურავზე (ჩამონტაჟებულია საბურავის მოგვში (ე.წ. „სტუპიცა“).
ასეთ ძრავს - ძრავ დისკს (საბურავს) უწოდებენ. იგი შეერთებულია კონტროლერთან შემავალ -გამომავალი სადენებით.
რაც შეეხება დანარჩენ ვარიანტებს (მაგალითად, როცა ძრავი მდებარეოებს პედლების ბუდეში) - ასეთი მდებარეობა აუმჯობესებს სიმძიმის ცენტრის თანაბრად განაწილებას და გაწონასწორებას (ე.წ „რაზვესოვკა“), რაც ძრავს საშუალებას აძლევს გაზარდოს სათადარიგო სვლა და გამავლობა ისე, რომ არ გახდეს საჭირო ძრავის სიმძლავრის მომატება (სიჩქარის გადართვით).
მაგრამ ეს ვარინატები წარმოადგენს რთულ კონსტრუქციას, რაც საგრძნობლად ზრდის ელექტრო ველოსიპედიების ფასს და ამიტომ გვხვდება იშვიათად - უპირატესად ძვირადღირებულ მოდელებში.
ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ წინა და უკანა საბურავზე განთავსებული ელექტრო ძრავები:
წინა წამყვანი (ძრავი-საბურავი) - ასეთი ელექტრო ველოსიპედი გამოირჩევა კონსტრუქციის სიმარტივით, მოსახვევებში სტაბილურობით და სიმძიმის ცენტრის ბალანსირებული განაწილებით.
თუმცა აქვს მინუსებიც, მაგალითად - წინა ჩანგლის დაზიანების რისკი, სიმძლავრის შეზღუდვა და პრობლემები ტრანსპორტირების დროს, თუ მოსახსნელი გექნათ წინა საბურავი.
წინა წამყვანი ძრავი-საბურავი რეკომენდებულია რაიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას ექსპლუატაციის სიმარტივეს და მძღოლის კლასიკურ მდებარეობას ანიჭებენ და არა ძრავის სიმლავრეს.
უკანა წამყვანი (ძრავი-საბურავი) - ამგვარ ელექტრო ველოსიპედს გააჩნია კარგი მოჭიდება გზის საფართან, რაც საშუალებას იძლევა გააჩნდეს მძლავრი ძრავი. როგორც წესი, ასეთ მოდელებში, სიმძიმის ცენტრის თანაბარი განაწილებისთვის აკუმულიატორი განთავსებულია ველოსიპედის ჩარჩოს შუაში.
ასეთი ძრავის მონტაჟი (საჭიროების შემთხვევაში) უფრო რთულია, თუმცა ტრანსპორტირების დროს წინა საბურავის მოხსნა მარტივად არის შესაძლებელი.
უკანა წამყვანი ძრავი-საბურავი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა რეიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას დიდ სიმძლავრესა და მაღალ სიჩქარეს ანიჭებენ. მიჩვეული არიან მძღოლის სპორტულ მდებარობას და არ აშინებთ შესაძლო სირთულეები ექსპლუატაციის პროცესში.
თანამედროვე ელექტრო ველოსიპედებში ძირითადად გვხვდება ორი სახის ელექტრო ძრავი:
• ელექტრო ძრავი რედუქტორით;
• ელექტრო ძრავი რედუქტორის გარეშე;
რედუქტორიან ელექტრო ძრავი იძლევა მაღალ მბრუნავ მომენტს, რომელიც გადაეცემა პლანეტარული ტრანსმისიის საშუალებით.
მისი მინუსებია შეზღუდული სიჩქარე (დაახლოებით 35კმ/სთ-მდე) და შედარებით დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ძრავში რედუქტორის გარეშე კი ხდება პირდაპირი გადაცემა - direct drive, როცა მაგნიტები პირდაპირ აბრუნებენ როტორს.
ასეთი ძრავები ავითარებენ მაღალ სიჩქარეს (დაახლლოებით 29-40კმ/სთ და მეტი), თუმცა დაბალი მბრუნავი მომენტის გამო ხარჯავენ მეტ ენერგიას. ეს კი ზრდის ასეთი ძრავის წონასა და გაბარიტებს.
აღსანიშნავია, რომ ძრავს რედუქტორის გარეშე აქვს უფრო მეტი ხმაურის დონე, ვიდრე რედუქტორიან ძრავს.
ამიტომ, თუ მაღალი სიჩქარე არ გჭირდებათ და 25კმ/სთ-მდე სიჩქარით კმაყოფილდებით, უმჯობესია არჩევანი რედუქტორიან ელექტრო ძრავზე გააკეთოთ.
ელექტრო ძრავები ერთმანეთისაგან განსხვავდება წონით, დიამეტრით და კონფიგურაციით.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ისინი ძირითადად ჩამონტაჟებულია უკანა ან წინა საბურავში.
რედუქტორიანი ძრავის უპირატესობებია:
• არ მოდის წინააღმდეგობაში პედალირებასთან;
• აქვს მცირე გაბარიტები და წონა ვიდრე ძრავები რედუქტორის გარეშე;
• მოიხმარს ნაკლებ ენერგიას;
• დაბალი ხმაურის დონე;
• ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე direct drive ძრავებისა;
• გააჩნია კარგი სიმძლავრე გადადგილების დროს.
direct drive ურედუქტორო ძრავების უპირატესობებია:
• ავითარებს უფრო მაღალ სიჩქარეს ვიდრე რედუქტორიანი ძრავები;
• შეუძლია რეკუპერაციული დამუხრუჭება (ელექტრონული დამუხრუჭების სისტემა, რომლის დროსაც ხდება სამუხრუჭე ენერგიის უკან დაბრუნება (ამოგება), ანუ ხდება დახარჯული ენერგიის აკუმულირება);
• გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა (იმის გამო, რომ არ გააჩნია პლანეტარული გადაცემა).
— ელექტრო ძრავის სიმძლავრე და სიჩქარე — |
ელექტრო ველოსიპედის ელექტრო ძრავის სიმძლავრე იზომება ვატებში (Watt). ეს მონაცემი პირდაპირ განსაზღვრავს მაქსიმალურ სიჩქარეს, გამავლობას, ტვირთამწეობას და ადგილიდან დაძვრის სიჩქარეს.
რაც უფრო მეტია ელექტრო ძრავის სიმძლავრე, მით უფრო მეტია ეს პარამეტრები.
მძლავრი ელექტრო ძრავი საჭიროებს ტევად აკუმულიატორს და მაღალი ძაბვის სისტემას. გაითვალისწინეთ, რომ სიმძლავრის გაზრდასთან ერთად იზრდება ელექტრო ველოსიპედის ფასი, გაბარიტები და წონა.
ელექტრო ველოსიპედის სიჩქარეზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი - ველოსიპედის ტიპი და ძრავის სიმძლავრე. მნიშვნელოვან ფაქტორს ახდენს ველოსიპედისტის წონაც.
მაგალითად, თუ ჯამურად ველოსიპედი და ველოსიპედისტი იწონის 100 კგ-ზე ნაკლებს. შესაძლებელია 50-56 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.
სხვადასხვა მოდლებში ელექტრო ძრავის სიმძლავრე მერყეობს 200Watt დან 4000 Watt-მდე.
200-250 Watt - 25 კმ/სთ
350 Watt - 30 კმ/სთ
500 Watt - 33-43კმ/სთ
750 Watt – 40-45კმ/სთ
1000 Watt – 50კმ/სთ
1500 Watt - 55კმ/სთ
2000 Watt - 60კმ/სთ
3000 Watt - 90კმ/სთ
4000 Watt – 120 კმ/სთ
ელექტრო ველოსიპედების სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება ელექტრო ძრავების სამი კატეგორია:
• დაბალი სიმძლავრის (200-350 Watt);
• საშუალო სიმძლავრის (350-500 Watt);
• მაღალი სიმძლავრის ( 500 Watt-დან).
მაქსიმალური სიჩქარე პირდაპირდამოკიდებულია ელექტრო ველოსიპედის ძრავის სიმძლავრეზე.
საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი ელექტრო ველოსიპედების სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 10-15 კმ/სთ (საბავშვო) და მაქსიმუმ 30 კმ/სთ (მოზარდები).
სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ელქტრო ველოსიპედების უმეტესობა ავითარებს 30-40 კმ/სთ სიჩქარეს.
რა თქმა უნდა არსებობს მძლავრი ელექტრო ველოსიპედებიც, რომლებიც ავითარებენ 50კმ/სთ + სიჩქარეს, თუმცა ასეთი სიჩქარე მოითხოვს მაღალი ტევადობის აკუმულიატორს, რაც ზრდის ტრანსპორტის წონასა და ფასს.
გახსოვდეთ, რომ მაღალი სიჩქარე რაიდერისგან ითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილესა და ყურადღებას, რადაგნ მაღალი სიჩქარე რამდენადმე ზრდის ავარიის რისკს.
ამიტომ, გამოცდილი ველოსიპედისტებიც კი არ აჭარბებენ და გადაადგილდებიან 28-30 კმ/სთ სიჩქარით.
გაითვალისწინეთ, რომ უაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ზოგიერთ ქვეყანაში დაშვებულია ელექტრო ველოსიპედები რომელთა სიჩქარე არ აღემატება 30კმ/სთ. უფრო მეტი სიჩქარის ელექტრო ველოსიპედებს კი სჭირდება მართვის მოწმობა.
— ელექტრო ველოსიპედის ბატარეა/აკუმულიატორი — |
ელექტრო ველოსიპედებში ძირითადად გვხვდება ოთხი ტიპის ბატარეა:
ტყვია-მჟავა აკუმულიატორი (SLA, VRLA, AGM) - ძველი და არაპოპულარული ტიპია. მძიმეა, იკავებს დიდ ადგილს და ძალიან ნელა იმუხტება. თუმცა აქვს დაბალი ფასი და არ არის კაპრიზული ტემპერატურული რეჟიმების მიმართ.
ასეთი აკუმულიატორის რესურსია დამუხტვა/განმუხტვის 500-700 ციკლი ან 2-3 წელი მუშაობის ხანგრძლივობა.
ტყვიის აკუმულიატორები თითქმის აღარ გამოიყენება, თუმცა მაინც გვხვდება ზოგიერთ მოდელებში.
ნიკელ-მეტალის-ჰიდრიდის აკუმულიატორი (NIMH) - რესურსის თვალსაზრისით უჭირავს საშუალო პოზიცია ტყვია-მჟავა და ლითიუმ-იონურ აკუმულიტორებს შორის.
ასეთი აკუმულიატორების რესურსია დამუხტვა/განმუხტვის 400-600 ციკლი, ან 3-4 წელი მუშაობის ხანგრძლივობა.
ნაკლებად გამოიყენება სერიულ წარმოებაში და მისი მონტაჟი ელექტრო ველოსიპედებში ხდება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით აწყობილ მოდელებში.
ლითიუმ-იონური აკუმულიატორი (Li-ion) - ბატარეის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტიპია ელექტრო ველოსიპედებში. მსუბუქია, იკავებს ნაკლებ ადგილს და სწრაფად იმუხტება.
ასეთი აკუმულიატორის რესურსია დამუხტვის 800-1000 ციკლი ან 3-5 წელი მუშაობის ხანგრძლივობა.
ლითიუმ-ფოსფატური აკუმულიატორი (LiFePO4) - დღესდღეობით ყველაზე საუკეთესო ბატარეად მიიჩნევა. არის ძალიან გამძლე, აქვს მცირე წონა, ყინვაგამძლეა, იკავებს მინიმალურ ადგილს, გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია.
ასეთი აკუმულიატორის რესურსია დამუხტვის 3000-4000 ციკლი ან 5-7 წელი მუშაობის ხანგრძლივობა.
პს. - როგორც წესი, რაც უფრო მეტია ძაბვა, მით მეტია მაქსიმალური სიჩქარე, თუ იგი ელექტრონულად არ არის შეზღუდული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
• 24W - შედარებით დაბალფასიანი, მსუბუქი და კომპაქტური მოდელები. ძრავის სიმძლავრე (200-350 ვატი). მაქსიმალური სიჩქარე - 25-30 კმ/სთ.
• 36W – საშუალო სიმძლავრის ელექტრო ველოსიპედები (250-500 ვატი), მაქსიმალური სიჩქარე - 25-35 კმ.სთ. ამ კატეგორიაში შედის ბევრი დასაკეცი და სატვირთო მოდელები.
• 48-60W - ყველაზე მძლავრი მოდელები (500-1000 ვატი) ძვირადღირებული და სწრაფი. მაქსიმალური სიჩქარე - 35-50 +... კმ/სთ.
აკუმულიატორისთვის საუკეთესო ადგილია სკამის ღერძი, ჩარჩოს ქვედა ღერძი ან უკანა საბარგულის ქვედა ნაწილი.
ელექტრო ველოსიპედის აკუმულიატორები იმუხტება სპეციალური კაბელით, რომელიც მოჰყვება კომპლექტში სატრანსპორტო საშუალებას და დამალულია ველოსიპედის კორპუსში.
იგი იმუხტება (იტენება) დენის ქსელში, სახლის პირობებში - როზეტში (220-230 ვოლტი).
დამუხტვის დრო სხვადასხვა მოდელებისთვის განსხვავებულია და შედგენს 3- დან 8 საათამდე.
— მაქსიმალური გარბენი — |
მაქსიმალური გარბენი (იგივე სათადარიგო სვლა) არის მანძილი, რომელსაც გაივლის ველოსიპედი აკუმულიატორის ერთი სრული დამუხტვით სატერფულებს დახმარების გარეშე.
იმ შემთხვევაშიმ თუ ველოსიპედისტი ძრავს პედალირებითაც დაეხმარება, ეს მონაცემი 2-3-ჯერ გაიზრდება.
პირველ რიგში ეს მანძილი დამოკიდებულია აკუმულიატორის ტიპზე და ტევადობაზე.
მწარმოებლები ელექტრო ველოსიპედების ტექნიკურ პასპორტში ამ მონაცემს უთითებენ იდეალური პირობების გათვალისწინებით.
თუმცა ფაქტიური გარბენი შეიძლება შეიცვალო (შემცირდეს ან გაიზარდოს) შემდეგი გარემო ფაქტორების ზეგავლენით:
• ძრავის სიმძლავრე;
• ველოსიპედისტის და თავად ელექტრო ველოსიპედის წონა (მძიმე/მსუბუქი);
• რელიეფი (სწორი/უსწორმასწორო);
• ქარის მიმართულება (პირისქარი/ზურგისქარი);
• მოძრაობის სიჩქარე (მაქსიმალური/საშუალო);
• ძრავის რეჟიმი (მხოლოდ ელექტრო ძრავი/ პედლები + ელექტრო ძრავი);
ელექტრო ველოსიპედების უმრავლესობას ტექნიკურ პასპორტში მითითებული აქვს გარბენი 60-70 კმ.
როგორც წესი, მწარმოებლები ძირითადად „ცოდავენ“ იმით, რომ უთითებენ რეჟიმ Pedalec (პედლები+ელექტროძრავი) მონაცემებს.
როგორც ავღნიშნეთ, ერთი დამუხტვით რეალური გარბენის სიდიდის შესახებ რეალური მონაცემებზე შეიძლება ვიმსჯელოთ ძაბვისა და აკუმულიატორის ტევადობის მიხედვით.
მაგალითად, ელექტრო ველოსიპედით, რომელსაც აქვს 500 ვატი სიმძლავრის ძრავი-დისკი და 48W 10 A h (ამპერი/საათში) აკუმულიატორი, სწორ რელიეფზე, პედლების დახმარების გარეშე შესაძლებელია 50-55კმ-ის გავლა.
36W 10 A h აკუმულიატორით - 40-45 კმ და არა 70კმ (რაც მითითებული აქვთ მწარმოებლებს), ხოლო 24W 10 A h აკუმულიატორით 20-25 კმ-ის გავლა.
ამასთან, რაც უფრო მძიმეა ველოსიპედისტი, მით უფრო ნაკლები მანძილის გავლაა შესაძლებელი ელექტრო ველოსიპედით.
მაქსიმალური სიჩქარე ყველა ელექტრო ველოსიპედს აქვს სხვადასხვა, თუმცა მწარმოებელის მიერ მითითებულ მონაცემზე დაახლოებით 5-15 კმ/სთ-ით ნაკლები.
ბევრი მწარმოებელი უთითებს სიჩქარეს კომბინირებულ (პედლები+ელექტრო ძრავი) რეჟიმში.
რა თქმა უნდა 48W 10 A h მაღალი მონაცემების გამო უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე 36W 10 A h და მითუმეტეს 24W 10 A h აკუმულიატორები, რადგან ბატარა ელექტრო ველოსიპედის ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილია.
— ელექტრო ველოსიპედის მოვლა/ მტვრისა და ნესტისგან დაცვა — |
ხარისხიანი ელექტრო ველოსიპედებს უნდა გააჩნდეს დაცვის კლასი, რომლის მარკირება ხდება ამგვარად IPХХ (პირველი ციფრი აღნიშნავს მტვრისაგან ხოლო მეორე ნესტისგან დაცვას).
ელექტრო ველოსიპედების მოდელების უმრავლესობას გააჩნია დაცვის ხარისხის დონე IP54 (მტვრისგან და ნებისმიერი მიმართულების წყლის შხეფებისგან დაცვა).
ეს დაცვა იძლევა საშუალო სიძლიერის წვიმაში და მცირე ზომის გუბეებში გადაადგილების საშუალებას ისე, რომ ველოსიპედს არ შეექმნება არანაირი საფრთხე.
თუ ელექტრო ველოსიპედი ძლიერად დაგისველდათ, აკუმულიატორის გამოყენების წინ მშრალი ტილოთი ან ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ აკუმულატორი, კონტროლერი და სხვა ელექტრო ხელსაწყოები ან გააშრეთ მშრალ შენობაში, რათა თავიდან აიცილოთ მოკლე ჩართვა.
• ყოველი გადაადგილების წინ შეამოწმეთ საბურავებში ჰაერის დონე და ჭანჭიკების სიმყარე. ასევე ჯაჭვისა და სპიცების დაჭიმულობა.
• ხანგრძლივი გადაადგილების დროს დროდადრო შეასვენეთ ძრავი. ეს უზრუნველყოფს კონტროლერის გამართულ მუშაობას.
• არ შეიძლება გაზზე ერთდროული დაჭერით საბურავების ბლოკირება, ამან შეიძლება ელექტრო მოწყობილობა მწყობრიდან გამოიყვანოს.
• ყოველი გადაადგილების წინ სასურველია ელექტრო ველოსიპედის აკუმულიატორი იყოს ბოლომდე დატენილი. თუ შენახვას აპირებთ, ოპტიმალური ვარიანტია მისი 70%-ით დამუხტვა. ხოლო თუ დიდი მანძილი გაქვთ გასავლელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი (სათადარიგო) აკუმულიატორი.
• ნუ დააჯენთ აკუმულიატორის ბოლომდე. უკიდურესი შემთხვევევბის გარდა (როცა სხვა გზა არა გაქვთ). ეს შეამცირებს მისი ექსპლუატაციის ვადას.
• ყურადღება მიაქციეთ, რომ ელ. ქსელისა და აკუმულიატორის ძაბვა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
• არ დაუშვათ აკუმულიატორის ზედაპირის ძლიერი გადახურება. თუ იგი აჭარბებს 55 C, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს დასამუხტ მოწყობილობას ან თავად აკუმულიატორს.
• თუ ელექტრო ველოსიპედს იშვიათად იყენებთ, საჭიროა მისი 20-25 დღეში ერთხელ მაინც დამუხტვა, რათა დამუხტვის დონე არ ჩამოცდეს 25-30%.-ს.
• მოეპყარით აკუმულიატორს ფაქიზად, არ დააგდოთ, არ მიარტყათ მყარ საგნებს, არ დააზიანოთ მაქანიკურად.
• რეგულარულად გაპიხეთ და გაწმინდეთ ელექტრო ველოსიპედის კორპუსი, ჯაჭვი, ბერკეტები, ტროსები. არ გამოიყენოთ მის გასარეცხად „კერხელი“ და მსგავსი ტიპის მაღალი წნევის წყლის ჭავლით სარეცხი აპარატები.
ელექტრო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
X-TREME X1E | X-TREME X1E LITE | EAGGO 2.0 |
— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ — |