მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3447 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედი ლოგოკარგი ველოსიპედის შერჩევა სულაც არ არის იოლი ამოცანა. არა იმიტომ, რომ არჩევანი მცირეა. პირიქით, ველოსიპედების ასორტიმენტი იმდენად დიდია, ამ დროს არჩევანი პირიქით, რთულდება ხოლმე.

ველოსიპედი უმნიშვნელოვანეს სატრანსპროტო საშუალებაა მათთვის, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.

არასწორად არჩეულმა ველოსიპედმა შეიძლება მის მფლობელს ისე გაუფუჭოს განწყობა, რომ სართოდ უარი თქვას გადაადგილების ამ კომფორტულ საშუალებაზე (საცობებისგან თავის დაღწევა, ხელმიუწვდომელი და პრაქტიკულად არარსებული საპარკინგე ადგილების ძიება და სხვა...)

მოდით, შევეცადოთ ძირითადი ყურადღება გავამახვილოთ დამწყები ველომოყვარულებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან მომენტებზე, რადგან ექსტრემალური გადაადგილების მოყვარულები ძალიან ხშირად თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამ საკითხში.

ინტერნეტში უამრავი მასალა მოიპოვება (სხვათა შორის დეტალურად და კარგად დაწერილი) ველოსიპედების არჩევანის შესახებ, მაგრამ მოდით მაინც კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ ძირითადი პარამეტრები, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ტრანსპორტის ამ პოპულარული საშუალების შერჩევა.

მაშ ასე, რით დავიწყოთ? შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც - რა თქმა უნდა არჩევანი უნდა გაკეთდეს საჭიროებიდან გამომდინარე.

რისთვის გჭირდებათ ველოსიპედი?  - ყველაზე ხშირად ადამიანები ველოსიპედებს ყიდულობენ ქალაქში მოძრაობისთვის, ან ქალაქგარეთ სეირნობისთვის.

ამასთან, ბევრი უშვებს შეცდომას და დიზაინის ან „მრისხანე“ შეხედულების გამო ირჩევს სამთო (მთის) ველოსიპედს  - ამორტიზატორებით, ფართო, აგრესიულ პროტექტორიანი საბურავებით, რეზინის და სპორტული სკამით - ეს არის „ჯიპი“ ველოსიპედებს შორის, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს.

ეს შეცდომაა! ქალაქში მოძრაობისთვის სრულიად საკმარისია ე. წ. ქალაქის ველოსიპედიც, რომლის საშუალებით გადაადგილება შესაძლებელია არა მხოლოდ ქალაქში, არამედ აგარაკზე, ტყის ბილიკებზე.

თუ რა თქმა უნდა გაუვალ მთის ბილიკებზე, ტალახში ან უხეშ გრუნტზე არ გსურთ ან არ გიწევთ მოძრაობა.

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ველოსიპედის ტიპები, რათა გაგიმარტივდეთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული ველოსიპედის ტიპის არჩევანი:

 

— სარჩევი —

ველოსიპედის ტიპები

ასფალტის ველოსიპედები
სპორტული ველოსიპედები
ყველგანმავალი ველოსიპედები
ელექტრო ველოსიპედები
საბავშვო ველოსიპედები
ქალის ველოსიპედები
შეკვეცეთ ძიების პარამეტრები
ველოსიპედის მასალა
ველოსიპედის მუხრუჭები
ველოსიპედის სიჩქარეები/ტრანსმისია
საამორტიზაციო თუ უამორტიზაციო ჩანგლები
ველოსიპედის სკამი
ველოსიპედის საბურავები
ველოსიპედის ნაწილები და აქსესუარები
ველოსიპედის მოვლა და სერვისი
გავრცელებული შეცდომები ველოსიპედის არჩევის დროს
  ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ველოსიპედის ტიპები —

 

გვხვდება 30-მდე სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ველოსიპედი - მათ შორის ქალის, ბავშვის, ელქტრო, უნიციკლი (იგივე მონოციკლი - ერთსაბურავიანი ველოსიპდი), კრუიზერი/ჩოპერი (უჩვეულო დიზაინით და სკამის მდებარეობით), სატვირთო, მისაბმელიანი, ტანდემი (ორადგილიანი), ლიგერადი (იმართება ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში) და სხვა....

მიუხედავად მრავალფეროვანი ასორტიმენტისა, განვიხილოთ მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტიპები, რომელიც გვხვდება სამომხმარებლო ბაზარზე:

 

ასფალტის ველოსიპედები —

 

ასფალტის ველოსიპედებიქალაქის ველოსიპედიcitybike, - იგივე საგზაო ველოსიპედი. ქალაქის ველოსიპედების კლასიფიკაცია საკმაოდ ფართოა. თუ მოკლედ ვიტყვით, ეს არის ველოსიპედი სამსახურში გადასაადგილებლად, ან პარკში სასეირნოდ.

ქალაქის ველოსიპედებს ახასიათებს:

მძიმეა;

კომფორტული;

აქვს საბარგული ან კალათი;

წინა და უკანა ფრთები;

ჯაჭვის დაცვა;

ფართო სკამი;

ერთი სიჩქარე ან პლანეტარული მილისი;

რიგიდული ჩანგალი;

ვერტიკალური ან თითქმის ვერტიკალური სკამი;

სადგამი ფეხი;

ერთი სიტყვით, ველოსიპედების ეს ტიპი ოპტიმალურია მოკლე მარშრუტებით გადასაადგილებლად ქალაქის ტერიტორიაზე - ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერი სამოსით.

ასეთი ველოსიპედები არ არის კაპრიზული მომსახურების თვალსაზრისით და ძალიან გავრცელებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, როგორც გადაადგილების ძირითადი საშუალება.

ჰიბრიდული ველოსიპედი - Hybrid - ველოსიპედის სახეობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ საჭირო გახდა ცალკე ტიპის შექმნა, რომელიც ერთმანეთში შეითავსებდა მთის, გზატკეცილისა და ქალაქის ველოსიპედებს.

ფორმალურად ეს გამარტივებული მთის ველოსიპედია, რომელიც ასფალტზეც შესანიშნავად გადაადგილდება.

ასეთ ველოსიპედებს გააჩნია უფრო მაღალი და მსუბუქი ჩარჩო, ჩანგალი მცირე სვლით, V-brake ან დისკური ტიპის მუხრუჭები, ძირითადად 28 დიუმიანი საბურავები, ზომიერად აგრესიული პროტექტორები - გრუნტზე კარგი მოჭიდებისა და ასფალტზე სტაბილური გადაადგილებისთვის.

ბევრი ველოსიპედისტი ჰიბრიდებს დამატებით უყენებს ფრთებს ("კრილოებს"), საბარგულს, რქებს (საჭეზე) და სხვა აქსესუარებს.

ჰიბრიდული ველოსიპედი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სჭირდება უნივერსალურობა.

ტურისტული ველოსიპედი - იგივე Touring, ამ ტიპის ველოსიპედები იდეალურია ტურიზმისთვის ასფალტოვან გზებზე.

გარეგნულად წააგავს გზატკეცილის ველოსიპედს - საჭის ცხვრის მაგვარი "რქების" გამო, თუმცა ტურისტულ ველოსიპედებს გააჩნია რიგი განსხვავებები:

 ჩარჩოს მასალა - ფოლადი, ქრომომოლიბდენი, ალუმინი ან ტიტანი;

 მყარი ფოლადი ჩანგალი;

 მტკიცე და სანდო საბურავები;

 უგზოობაზე გათვლილი ტრანსმისია;

 ჭუჭყისგან კარგი დაცვა;

 მძლავრი განათება;

იმის გამო, რომ ტურისტული ველოსიპედები გათვლილია ტვირთით დიდი მარშრუტების დასაფარად, მეტი ყუადღება გამახვილებულია მის სანდოობაზე და გამძლეობაზე და არა წონაზე.

დასაკეცი ველოსიპედი - იგივე Folding bike. შესანიშნავი ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად.

მცირე ზომის საბურავების წყალობით შესაძლებელია მისი მარტივად დაკეცვა და თან ტარება ოფისში, სამსახურში, აგარაკზე და ა.შ.

სიჩქარით, კომფორტითა და მართვადობით ამ ტიპის ველოსიპედი მიეკუთვნება საშუალო კლასს კომპაქტურობის გამო.

თუ დიდი მანძილების (ათეულობით კილომეტრის) დაფარვა გსურთ, დასაკეცი ველოსიპედები არ გამოგადგებათ, მაგრამ თუ მცირე დისტანციებზე გადაადგილდებით და კომპაქტურრობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, დასაკეცი ველოსიპედი შესანიშნავი არჩევანია.

 

სპორტული ველოსიპედები —

 

სპორტული ველოსიპედებიგზატკეცილის ველოსიპედი - იგივე "ტრასის" - roadbike - სარბოლო ველოსიპედები. ეს ბაიკები მიეკუთვნება ველოსიპედების ტიპს, რომელთა დანიშნულება ველო რბოლებში მონაწილეობაა.

ამ ტიპის ველოსიპდების დამახასიათებელი თვისებებია:

მსუბუქი წონა;

"ცხვრის რქების მაგვარი" საჭე;

ძალიან ვიწრო საბურავები (ე.წ. "სლიკი" - უპროტექტორო საბურავი);

ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ბაიკზე ველოსიპედისტის აეროდინამიკულ განთავსებას. შესაბამისად, პრობლემას არ წარმოადგენს სპორტსმენის საშუალო და მაღალ სიჩქარეებზე ხანგრძლივი გადაადგილება.

ასეთი ველოსიპედით გადაადგილების დროს გზის საფარი უნდა იყოს იდეალური. ხშირად ტრასის ველოსიპედზე არჩევანს აკეთებენ არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ ველო მოყვარულებიც. მართალია მასზწე ვერ დაამაგრებთ ფრთებსა და საბარგულს, მაგრამ სწრაფი ხანგრძლივი გადაადგილებით ნამდვილად ისიამოვნებთ.

საკროსო ციკლური ველოსიპედი - ამ ტიპის ველოსიპედები ადაპტირებულია უგზოობაში სწრაფად გადასაადგილებლად. გარეგნულად წააგავს ტრასის ველოსიპედს, თუმცა არის განსხვავება - მას აქვს უფრო მტკიცე ჩარჩო და ოდნავ შეცვლილი სკამის მდებარეობა, დაკბილული საბურავები, კანტილევერის ან დისკური (უფრო ხშირად) მუხრუჭები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ველოსიპედები შექმნილია უგზოობაში ველო კროსებისთვის, ველომოყვარულები მას ხშირად იყენებენ როგორც უნივერსალურ ველოსიპედს ნებისმიერ პირობებში გადასაადგილებლად.

ასეთ ველოსიპედებზე შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში ფრთებისა და საბარგულის დამატება. კიდევ ერთი პლუსია ის, რომ კროსის დროს ხშირად საჭირო ხდება ხოლმე მისი მხრით ტარება, ამიტომ საკროსო ველოსიპედები მაქსიმალურად მცირე წონა გააჩნია.

ტრეკის ველოსიპედი - Track bicycle - ეს არის სპეციალური ველოსიპედი, რომელიც შექმნილია ტრეკზე (ველოდრომი) რბოლებისთვის.

ტრეკის ველოსიპედებს არა აქვს მუხრუჭები და ტრანსმისია. საბურავები პირდაპირ დაკავშირებულია პედლებთან, ამიტომ ველოსიპედს არა აქვს თავისუფალი სვლა - ტრიალებს პედლები - ტრიალებს საბურავებიც.

ტრეკის ველოსიპედს, ისევე როგორც ტრასის ველოსიპედს აქვს "ცხვრის რქების მაგვარი" საჭე, რითაც მრბოლელს ველოსიპედზე უჭირავს სპორტული მდგომარეობა.

ეს ყველაზე მსუბუქი ველოსიპედებია. თუმცა პროფესიონალური ტრეკის ველოსიპედების ფასები იწყება რამოდენიმე ათასი დოლარიდან.

ფრისტაილი/ტრიალი ველოსიპედი - ამ ჯგუფი შედის BMX და ტრიალის დიპის ველოსიპედები. ტრიალ-მოდელები მარტივი გამოსაცნობია - ამ მოდელებს არა აქვს სკამი, გააჩნია წაგრძელებული და მსუბუქი ჩარჩო, ფართო საჭე, უკანა საბურავი უფრო სქელია ვიდრე წინა.

ეს ყველაფერი იძლევა უკანა საბურავზე ბალანსის შესანიშნავად შენარჩუნებისა და სპორტული ტრიუკების შესრულების შესაძლებლობას.

ფრისტაილისთვის შექმნილ BMX ველოსიპედებს გააჩნია დაბალი ჩარჩო, 20 დიუმიანი საბურავები, ხოლო ღერძზე მიმაგრებულია სპეციალური მილები.

ამ ველოსიპედებზე შესაძლებლია საჭის უსასრულოდ ტრიალი. ტროსები ერთმანეთში არ "აიბლანდება", რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრიუკების კეთების დროს.

ტრიატლონის ველოსიპედი - (უწოდებენ ტრიათლონსაც) - ეს არის ტრასის ველოსიპედის ნაირსახეობა, რომელიც განკუთვნილია ცალკეული სტარტის ველორბოლებისთვის (როცა ველოსიპედისტები ერთდროულად კი არ იღებენ სტარტს, არამედ ინდივიდუალურად, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ).

ასევე ამ ტიპის ველოსიპედები განსაკუთრებით პოპულარიულია ტრიატლონის სახეობისთვის (ტრიატლონი არის სამი სპორტის სხეობის - ცურვა, ველოსიპედით რბოლა და სირბილის ერთობლიობა).

ისინი გამოირჩევა განსაკუთრებული აეროდინამიკურობით, რაც მიიღწევა ვიწრო საბურავების, "დაწოლილი" საჭის და ჩარჩოს განსაკუთრებული გეომეტრიით, რომელიც ბრწყინვალედ ლახავს ჰაერის წინააღმდეგობას.

 

ყველგანმავალი ველოსიპედები —

 

ყველგანმავალი ველოსიპედებიმთის ველოსიპედი - ხშირად მთის ველოსიპედებს შევხვდებით სხვადასხვა სახელწოდებით - MTB, ATB, Mountain-Bike, Hard Tail, Niner Bikes და სხვა...

დანიშნულების მიხედვით მთის ველოსიპედები იყოფა - დაუნჰილის, ფრირაიდის, კროს ქანთრის და სხვა დანიშნულების ველოსიპედებად.

მთის ველოსიპედი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სახეობაა ველოსიპედებს შორის. იგი განკუთვნილია უგზაობაში გადასაადგილებლად, თუმცა თანამედროვე ველოსიპედისტები მას იყენებენ ყველგან - როგორც ცუდ გზებზე, ასევე იდეალურ გზატკეცილზე მოძრაობისთვის.

გარეგნულად მთის ველოსიპედის ამოცნობა ძალიან მარტივია - მტკიცე, მასიური ჩარჩო, ფართო რეზინიანი საბურავები, მსხვილი, დაკბილული პროტექტორები, საამორტიზაციო ჩანგალი, დიდი რაოდენობის სიჩქარეები, ძირითადად დისკური მუხრუჭები.

ორსაკიდარიანი ველოსიპედი - იდეაში იგივე მთის ველოსიპედია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ასეთ ბაიკებს ამორტიზაცია აქვს როგორც წინა, ასევე უკანა საბურავზე.

უკანა ამორტიზაცია წინაზე გაცილებით რთულია. ყველა მწარმოებელი ცდილობს შექმნას უკანა ამოტიზაციის საკუთარი უნიკალური სისტემა.

პირობითად უკანა საკიდარიანი ველოსიპედები იყოფა ორ ჯგუფად - ერთ ბერკეტიანი და ოთხბერკეტიანი.

ფეტბაიკი - ეს არის ველოსიპედი მსხვილი საბურავებით. ჩარჩოს გეომეტრიით და სკამის განლაგებით იგი წააგავს მთის ველოსიპედს. სხვაობა არის მაღალ გამავლობაში.

ფეტბაიკს შეუძლია მარტივად გადალახოს რთული წინაღობები - ფხვიერი ქვიშა, ტალახი, თოვლი და ა.შ. 

საბურავების სიგანე შეადგენს 3.5-5 დიუმს. წნევა 0.2-2 ატმოსფეროს. ფეტბაიკები კარგია არა მხოლოდ გასართობად და სასეირნოდ, არამედ მიუვალ ადგილებში ტურისტული მოგზაურობისთვის.

 

ელექტრო ველოსიპედები —

 

ელექტრო ველოსიპედის ყიდვაელექტრო ველოსიპედების პოპულარობა და მოყვარულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მწარმოებლები ყოველწლიურად წარადგენენ ახალ მოდელებს, რომლებიც სულ უფრო კომფორტულია გადაადგილებისთვის და დახვეწილია ტექნიკური თვალსაზრისით.

ელექტრო ველოსიპედები გამოირჩევა ეკოლოგიურობით, საიმედოობით, უნივერსალურობით, პრაქტიკულობით და მაღალი კომფორტულობით. 

იგი ერთნაირად პოპულარულია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. ამიტომ მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება და ზრდის ტემპები იმდენად დიდია,  სავარაუდოდ მალე გაუტოლდება ჩეულებრივი ველოსიპედების რიცხვს.

დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა ველოსიპედის მწარმოებელი ბრენდის მიერ სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ელექტრო ველოსიპედების ფართო სპექტრი, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

ელექტრო ველოსიპედების ყველაზე ბრენდებია VOLTECO. WELLNESS. PEDEGO Eltreco , Xiaomi, Twitter, Double Hunter, Green City დ სხვა

ელექტრო ველოსიპედი საკმაოდ ძვირადღირებული გადაადგილების საშუალებაა, ამიტომ მის არჩევას სჭირდება სერიოზული მიდგომა და საკმაოდ ბევრი ნიუანსის გათვალისწინება.

ამიტომ, შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ყველა იმ საჭირო და მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელთა ცოდნა აუცილებელია ელექტრო ველოსიპედის შეძენის წინ.

პირველ რიგში, იცოდეთ, რომ რაც უფრო ძვირადღირებულია ელექტრო ველოსიპედი, მით უფრო მსუბუქი და გამძლეა იგი, დაფარავს მეტ მანძილს ერთი დამუხტვით და ხანგრძივია ექსპლუატაციის ვადა.

შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ბიუჯეტით კარგი ელექტრო ველოსიპედის შეძენა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს.

რისთვის გჭირდებათ ელექტრო ველოსიპედი?

ამ შეკითხვაზე არსებობს ორი ძირითადი პასუხი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენს არჩევანზე:

1. გსურთ, რომ ელექტროველოსიპედს ჰქონდეს შენარჩუნებული ჩვეულებრივი ველოსიპედის ძირითადი ფუნქციები. შეეძლოს სატერფულებით გადაადგილება ძრავის გარეშე, ჰქონდეს დაბალი წონა და შებამისად მცირე გაბარიტები, რომ შეიძლებოდეს მისი აწევა და ხელით გადატანა (მაგალითად სადარბაზოში ან ლიფტში).

2. გსურთ მძლავრი ძრავი, რომ ელექტრო ველოსიპედს შეეძლოს ადგილიდანვე მაღალი სიჩქარის განვითარება. შეძლოთ ერთი დამუხტვით დიდი მანძილის მაქსიმალური სიჩქარით გავლა და თქვენს პრიორიტეტს არა სატერფულებით, არამედ ელექტრო ძრავით გადაადგილება წარმოადგენს.

ელექტრო ველოსიპედების შეძენაასე, რომ თქვენი გადასაწყვეტია, რომელს აირჩევთ ძვირადღირებულ ველოსიპედს მძლავრი ძრავით და მეტი გარბენით თუ შედარებით ნაკლებად ღირებულს, დაბალი სიმძლავრით და დაბალი გარბენით....

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ კონკრეტულად:

ელექტრო ველოსიპედი;

კონვერსიული კომპლექტი.

მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი....

თუ გსურთ გაერკვეთ: ელექტრო ველოსიპედების ისეთ ნიუანსებში, როგორიცაა ელექტრო ველოსიპედის ტიპები, კონვერსიული კომპლექტები, ძრავის ტიპები, გაბარიტები, მუხრუჭები, წონა, ტვირთამწეობა, მუშაობის რეჟიმები და სხვა... გაეცანით მაალას:

როგორ ავირჩიოთ ელექტრო ველოსიპედი

 

საბავშვო ველოსიპედები —

 

საბავშვო ველოსიპედების შეძენათუ ამ მასალის გაცნობამდე მერყეობდით და თავს უსვამდით შეკითხვას - შეგეძინათ თუ არა ველოსიპედი თქვენი ბავშვისთვის, ამ შეკითხვაზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი - დიახ!

ველოსიპედით მოძრაობა აჩვევს ბავშვს აქტიური ცხოვრების წესს, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას და მიზანსწრაფულ ურთიერთობას თანატოლებთან, აკაჟებს მოზარდის მთელს ორგანიზმს და ავითარებს ლიდერის თვისებებს.

როდესაც ბავშვი სწავლობს ველოსიპედით გადაადგილებას, მას უვითარდება ვესტიბულარული აპარატი და იწყებს წონასწორობის შენარჩუნების უნარების ფლობას.

მას მომავალშიც ძალიან გამოადგება ველოსიპედის სრულყოფილად ფლობა.

ამიტომ, და იმიტომაც, რომ უკვე მასალას კითხულობთ, როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ.

მაგრამ როგორ მოიქცეთ, თუ ველოსიპედებში ვერ ერკვევით და ამ საკითხში არაფერი გაგეგებათ?

შევეცდებით დაგეხმაროთ:

საბავშვო ველოსიპედის შერჩევა მშობლებისთვის ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად ფაქიზ და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, რადგან საქმე ეხება მომავალი თაობის კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ამ მასალაში დეტალურად განვიხილოთ ყველაზე აქტუალური საკითხები - დაწყებული ბავშვის ველოსიპედის ზომების კლასიფიკაციიდან  -  დამთავრებული იმ აუცილებელი ნიუანსებით, რომელთა შესახებ შეკითხვები ყველაზე ხშირად ისმის მშობლების მხრიდან.

მასალა დავყოთ ოთხ ძირითად ნაწილად:

 არჩევანი ბავშვის ასაკისა და სიმაღლის მიხედვით;

 საბავშვო ველოსიპედების კლასიფიკაციები და თავისებურებები;

 ხშირად დასმული კითხვები;

 მნიშვნელოვან მომენტები;

თუ გსურთ დეტალურად გაერკვეთ ამ და სხვა ნიუანსებში. პასუხები გასცეთ ხშირად დასმულ კითხვებს და ნათელი გახდეს მნიშვნელოვანი მომენტები, რაც აუცილებელია ბავსვის ველოსიპედის არჩევის წინ, გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ საბავშვო ველოსიპედი

 

ქალის ველოსიპედები —

 

ქალის ველოსიპედებიცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ადამიანებს შორის მრავლად არიან ქალბატონები, რომლებიც ველოსიპედის არჩევის წინ ხშირად დგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე.

თანამედროვე მწარმოებელების მიერ წარდგენილი ველოსიპედების უმრავლესობა გათვლილია მამაკაცის აღნაგობაზე და ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს სუსტი სქესის ველო მოყვარულებისთვის.

თუმცა მსხვილი, ცნობილი მწარმოებლები აწარმოებენ მოდელებს - Woman Specific - რომლებიც შექმნილია სპეციალურად ქალებისთვის. (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არის მარკეტინგი, რომლის უკანაც ხშირად არაფერი განსაკუთრებული არ დგას).

გონივრულად მიდგომის და საკითხში საფუძვლიანად გარკვევის შემთხვევაში, მამაკაცის მოდელებს შორისაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი საჭირო პარამეტრების ველოსიპედის არჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ქალი რაიდერები დიდ ყურადღებას არ აქცევენ დიზაინს, დამწყები სუსტი სქესის წარმომადგენელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ველოსიპედის გაფორმებას.

მწარმოებლებიც შესანიშნავად უმკლავდებიან ამ მოთხოვნას და მათ მოდელებს შორის მრავლადაა სხვადასხვა შეფერილობის ქალის ველოსიპედები. ასე, რომ დიზაინის არჩევასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.

ხშირად ქალის ველოსიპედები აღჭურვილია წინა მხარეს ლამაზი კალათით (პროდუქტების, ბავშვი ნივთების და სხვა...) გადასატანად, ან უკანა მხარეს ბავშვისთვის განკუთვნილი სკამით და სხვა სასიამოვნო აქსესუარებით.

დანარჩენი მონაცემები, როგორიცაა: მაკომპლექტებლების ხარისხის დონე, მანევრირება, გამავლობა და ა.შ... აბსოლიტურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ველოსიპედის ოპტიმალური პარამეტრებისგან.

თუ გსურთ გაერკვეთ ქალისთვის განკუთვნილი ველოსიპედების თავისებურებებში, გაიგოთ რა არის მნიშვნელოვანი მომენტები და ძირითადი მოთხოვნები, რაც უნდა ახასიათებდეს ქალის ველოსიპედებს, გაეცნით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ქალის ველოსიპედი

 

შეკვეცეთ ძიების პარამეტრები —

 

შეკვეცეთ ველოსიპედის ძიების პარამეტრებიმას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით, თუ ველოსიპედი რომელი ტიპია თქვენთვის ოპტიმალური, საჭიროა მნიშვნელოვანი პარამეტრების გათვალისწინება.

ველოსიპედის არჩევა ბევრი პარამეტრით არის შესაძლებელი (და რეკომენდებულიც):

− ველოსიპედის ტიპები,

− ჩარჩოს ფორმა,

− მუხრუჭები,

− საამორტიზაციო ჩანგალი,

− სიჩქარეების რაოდენობა,

− ამორტიზატორები და ა.შ...

ამ ყველაფერს ცალკე თემებში დეტალურად განვიხილავთ, მაგრამ მოდით დროებით მაქსიმალურად შევკვეცოთ ეს პარამეტრები და ყურადღება გავამახვილოთ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე:

ბიუჯეტი;

ველოსიპედის გამძლეობა;

ველოსიპედის წონა;

ბიუჯეტირაც შეეხება ბიუჯეტს. თავშივე ვიტყვით, რომ იაფფასიანი ველოსიპედის შეძენა უხეშად რომ ვთქვათ წყალში გადაყრილი ფულია.

უმჯობესია თუ ბიუჯეტი ხელს არ გიწყობთ, დაელოდოთ და დააგროვოთ თანხა (ან გააკეთოთ განვადება), ვიდრე შეიძინოთ ველოსიპედი, რომელსაც პირველსავე თვეებში გაუფუჭდება და მწყობრიდან გამოუვა აბსოლიტურად ყველაფერი, თანაც ისე, რომ ბევრი ველოსიპედების სახელოსნო უარს იტყვის მის სარემონტო მომსახურებაზე.

გამძლეობაველოსიპედის გამძლეობაზე უნდა ვთქვათ, რომ სანდო მწარმოებლების რიცხვი საკმაოდ მაღალია: Scott, Schwinn, Stels, Cube, Kona, Linus, Fuji, Peugeot და სხვა.

თუ გჭირდებათ სამთო (მთის მოდელი) - სანდო ბრენდებია: Trek, GT, Giant, Haro, Kross და სხვა..

რა თქმა უნდა ამ სიის გაგრძელება შესაძლებელია...

წონაველოსიპედის არჩევის დროს, ძალიან ცოტა თუ ამახვილებს ყურადღებას მის წონაზე, თუმცა რამოდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ შეხედულება იცვლება და ნათელი ხდება, რომ წონა ველოსიპედის არჩევის (ან უკვე არსებული ველოსიპედის კომპონენტების გამოცვლის დროს) მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მიიჩნევენ, რომ 11- 13 კგ ველოსიპედისთვის ყველაზე მისაღები წონაა. თუმცა ოპტიმალურია - 14-16 კგ წონის ველოსიპედებიც.

შეიძლება ხარისხიანი ველოსიპედის წონა ვარირებდეს 13-17 კგ-ს შორის. ხოლო 18-20 და მეტი წონის ველოსიპედის შეძენა სპეციალისტების მიერ არ არის რეკომენდებული.

არსებობს მაღალი კლასის ველოსიპედები, რომელთა წონა არ აღემატება 8-10 კგ-ს.

რაზე მოქმედებს ველოსპედის წონა?

ველოსიპედის წონა გავლენას ახდენს სამ საბაზისო პარამეტრზე:

1. ინერცია და მისი მაკომპენსირებელი აღმძვრელი ძალა;

2. მართვადობა;

3. გზებზე მდგრადობა;

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო ნაკლებია ველოსიპედის წონა, მით უფრო უმჯობესდება ველოსიპედის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი.

შესაძლოა ერთ-ერთი პუნქტი ამ სამიდან საეჭვოდ მოგეჩვენოთ (კერძოდ - გზებზე მდგრადობა), რადგან ერთი შეხედვით, რაც უფრო მეტია წონა, მით უფრო კარგად უჭირავს კონსტრუქციას მიმართულება, მაგრამ ეს ასე არ არის.

ადამიანი, რომელმაც იცის ველოსპედის მართვა, ინსტიქტების დონეზე ინარჩუნებს წონასწორობას ორ საბურავზე მცირე მოძრაობებისა და სიმძიმის ცენტრის გადატანის საშუალებით.

დიდი მასის კონსტრუქციის კომპენსირება კი რთულია და ამას დიდი ძალა სჭირდება, რაც ველოსიპედის მართვას რთულს, ზოგ შემთხვევებში კი შეუძლებელსაც კი ხდის.

 

ველოსიპედის მასალა —

 

ველოსიპედის მასალაეხლა, როცა შევთანხმდით, რომ წონა მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა კომპონენტებისგან იკრიბება ველოსიპედის მასა.

ძირითადი მომენტი, რომელიც მოქმედებს ველოსიპედის მასაზე, არის ის, თუ რა მასალისგან არის დამზადებული მისი ყველაზე მასიური ნაწილები.

ეს მასალებია:

- ფოლადი/ქრომომოლიბდენი;

ალუმინი;

ტიტანი;

მაგნიუმი;

კარბონი;

ფოლადი ყველაზე გავრცელებული მასალაა. სწორედ მისგან მზადდებოდა ველოსიპედის ჩარჩოები ველოინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპზე (თუ არ ჩავთვლით ხეს).

წარმოებაში ძირითადად გამოიყენება შენადნობები:

 (Hi-Ten) Hi Tensile;

(Cro-Mo) ქრომომოლიბდენი;

(Hi-Ten) – „გაუმჯობესებული ხარისხის კონსტრუქციულ ფოლადს“ ძირითადად იყენებენ იაფი ღირებულების ველოსიპედებში. მისგან დამზადებული ჩარჩოები მძიმეა და არ გამოირჩევა ინერციით გადაადგილების უნარით (ანუ კარგად არ დაგორავს).

(Cro-Mo) - თვისებების მიხედვით, სხვა მასალებთან კონკურენცია შეუძლიათ მხოლოდ ქრომომოლიბდენის შენადნობისგან დამზადებული მოდელებს - მათი პლუსია ძვირადღირებულ მასალებთან შედარებით დაბალი ფასი, ჩარჩოს მოქნილობა (რაც უზრუნველყოფს ვიბრაციისა შემცირებას), მოსახვევებში მწყობრად შესვლის უნარი, Hi-Ten მასალასთან შედარებით დაბალი წონა, მასალის სიმტკიცე, გამძლეობა და კოროზიისადმი ნაკლები მიდრეკილება.

აღსანიშავია, რომ ქრომომოლიბდენის შენადნობისგან დამზადებული ველოსიპედები კარგად ექვემდებარება რემონტს.

გარდა ამისა, ფოლადის ჩარჩოების დამზადების დროს  წარმატებით გამოიყენება ტექნოლოგია - (Butting), რაც იძლევა მასის შემცირების საშუალებას ისე, რომ შენარჩუნებული იქნას კონსტრუქციის სიმყარე, რაც მიიღწევა ჩარჩოს იმ ნაწილების დათხელებით, რომელზეც მოდის ნაკლები დატვირთვა.

სიმტკიცის გასაზრდელად, Butting ტექნოლოგიით დამზადებულ ფოლადის ჩარჩოებს სპეციალურად აწრთობენ ველოსიპედების აწყობის წინ.

თუმცა ამ ტექნოლოგიის გამოყენება საგრძნობლად ზრდის საერთო ჯამში დაბალფასიან, ფოლადის ჩარჩოსგან დამზადებული ველოსიპედის თვითღირებულებას.

ერთი სიტყვით, სწორად შერჩეულ და სანდო მწარმოებლის მიერ ფოლადის მასალისგან დამზადებული ველოსიპედები კარგი მოვლის შემთხვევაში ხანგრძლივი წლების განმავლობაში მოემსახურება მფლობელს.

ქრომომოლიბდენის შენადნობებისგან დამზადებული ჩარჩოები თითქმის არ განოიყენება კროს ქანთრის სტილის უმაღლესი ხარისხის ველოსიპედებში. სამაგიეროდ იგი პოპულარულია ტურისტებში და მარათონის მოყვარულებში.

პლუსები:

»» შედარებით დაბალი ფასი;

»» მოქნილი ჩარჩო, რაც არბილებს დარტყმებს და ვიბრაციას;

»» მოსახვევებში მწყობრად შესვლა;

»» აჩქარების გარეშე კარგად გადაადგილდება ინერციით;

»» მასალის მაღალი სიმტკიცე;

»» კარგად ექვემდებარება რემონტს;

მინუსები:  

»» ჩარჩოს სიმძიმე;

»» სიმყიფე;

»» კოროზიის საფრთხე;

»» ველოსიპედისტის წონის შეზღუდა;

»» როცა მეტალის ჩარჩო იწყებს „დაბერებას“ კორპუსზე ჩნდება მცირე ნაპრალები;

ალუმინიAlu (Aluminium) - თანამედროვე ველოსიპედების სტანდარტს წარმოადგენს. იგი შედარებით მსუბუქი და მტკიცე მეტალია, რომლის შენადნობებისგანაც მზადდება მაღალხარისხიანი ბაიკების უმრავლესობა.

როცა საუბრობენ ალუმინზე, ყოველთვის იგულისხმება შენადნობები თუთიით, მაგნიუმით სილიციუმით და ზოგჯერ სკანდიუმით.

ალუმინის შენადნობი, რომელშიც გამოყენებულია სკანდიუმი, თითქმის უტოლდება ტიტანის შენადნობის ხარისხს, მაგრამ მას იშვიათად გამოიყენებენ წარმოების სირთულის გამო.

ალუმინის ჩარჩოების დამზადების დროს (ისევე როგორც ლითონის ჩარჩოების შემთხვევაში) გამოიყენება ტექნოლოგია Butting.

ალუმინის შენადნობები და მათი დამუშავების მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანია. შესაბამისად ხდება მათი ციფრული თანმიმდევრობითი მარკირება. მაგალითად

(7000, 7005, 7005T6, 7009T6, 7010T6, 6061, 6061T6, 6065 და ა.შ). 6000-იანი სერიის შენადნობებში უმატებენ მაგნიუმს, 7000-იან სერიაში - თუთიას.

ყველაზე მეტად გავრცელებული, ფასიდან გამომდინარე არის 7005 სერიის შენადნობები.

რაც უფრო დაბალია ალუმინის შენადნობის სერიული ნომერი, მით უფრო ძვირადღირებული და უკეთესი ხარისხისაა იგი. პრესტიჟული ფირმის უმაღლესი ხარისხის ალუმინის ჩარჩოს ველოსიპედებში ხშირად გამოიყენებენ 6061 სერიის ალუმინის შენადნობებს.

ალუმინისგან დამზადებული ველოსიპედის ჩარჩოს გარჩევა ლითონის ჩარჩოსგან საკმაოდ მარტივია, ჩარჩოს მილების დიდი დიამეტრის გამო. ამასთან, რაც არ უნდა იდეალურად იყოს შეღებილი ჩარჩო, ალუმინს ლითონისგან განსხვავებით მაინც ეტყობა არგონით შედუღების შემდეგ დარჩენილი მსხვილი ნაწიბურები.

ალუმინისგან დამზადებული ჩარჩოების მთავარი უპირატესობა უბრალო ლითონთან და ქორომომოლიბდენთან შედარებით არის მისი სიმსუბუქე და აგრეთვე ის, რომ განიცდის მნიშვნელოვნად ნაკლებ კოროდირებას (კოროზიას) აგრესიულ გარემოში.

პლუსები:

»» დაბალი წონა,

»» გზებზე გადაადგილების დროს კარგი დინამიკა და მგრძნობელობა,

»» კოროზიის მიმართ მდგრადობა (თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ველოსიპედის საკისრები და მილისები (ღერძულა ნახვრეტიანი დეტალი) უმეტეს შემთხვევაში ლითონისგან არის დამზადებული).

»» კარგი ტვირთამწეობა (კარგად იტანს დიდი წონის ველოსიპედისტს).

მინუსები:

»» ცუდად ახშობს ვიბრაციას,

»» ცუდად გორავს (აჩქარების გარეშე ცუდად გადაადგილდება ინერციით. ანუ როცა შეწყვეტთ სატერფულების ტრიალს, ველოსიპედიც წყვეტს მოძრაობას),

»» ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ იღებს დიდ დატვირთვას რის გამოც შეიძლება გატყდეს კიდეც.

»» ცუდად ექვმედებარება რემონტს.

ტიტანიTi (Titanium) - შენადნობები, რომლისგანაც მზადდება ველოსიპედის ჩარჩოები შესანიშნავი თვისებებით გამოირჩევა, თუმცა მაღალი ფასის გამო ტიტანი იშვიათად გამოიყენება სამოყვარულო ველოსიპედების წარმოებაში და მას მხოლოდ პროფესიონალური ველოსიპედების დასამზადებლად იყენებენ.

პლუსები:

»» ტიტანი ძალიან გამძლეა, მისი ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს ითვლის, რაც ძალიან ბევრი ველომოყვარულისთვის გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს არჩევანის დროს. იგი კოროზიის მიმართ იმდენად მდგრადია, რომ არ საჭიროებს შეღებვასაც კი.

»» მდგარადია დარტყმების მიმართ,

»» არ იკაწრება, ამიტომ საწყის, პრეზენტაბელურ იერსახეს ინარჩუნებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

»» გარდა ამისა, ტიტანის ჩარჩო არის ძალიან მტკიცე, არბილებს ვიბრაციას და გააჩნია დაბალი მასა.

მინუსები:

»» მაღალი ფასი;

»» ძნელად ექვემდებარება რემონტს. თუმცა მაღალი სიმტკიცის გამო მისი გაფუჭება თითქმის შეუძლებელია.

მაგნიუმიMg (Magnesium)  - მაგნიუმის ჩარჩოები ყველაზე იშვიათად გვხვდება. მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების გარშემო ერთგვაროვანი მოსაზრებები არ არსებობს და კამათი მაგნიუმის ვარგისიანობის შესახებ დღემდე გრძელდება.

მაგნიუმის ჩარჩოს ძირითადი ღირსება მისი დაბალი წონაა, თუმცა ბევრი პროფესიონალი ეჭვის ქვეშ აყენებს მის გამძლეობას.

დღესდღეობით, მაგნიუმის შენადნობები ფამოიყენება არა ველოსიპედის ჩარჩოს, არამედ ამორტიზატორის ჩანგლის დასამზადებლად.

პლუსები:

»» ყველაზე მსუბუქი მასალაა, რაც იძლევა გადაადგილების დროს კარგი დინამიკის შენარჩუნების საშუალებას;

»» შესანიშნავად გადაადგილდება ინერციით.

»» კორპუსის სიმტკიცე;

მინუსები:

»» კოროზიის საფრთხე;

»» სისუსტე დარტყმისა და დაზიანებების მიმართ;

»» მაღალი ფასი;

»» დაბალი ექსპლუატაციის ვადა (3-4 წელი);

კარბონიCarbon - კარბონი კოპოზიტური მასალაა, რომელიც დამზადებულია ერთმანეთთან სპეციალური ფისით დაკავშირებული ნახშირბადის ბოჭკოების საფუძველზე. მისი თვისებები არსებითად განსხვავდება სხვა ნებისმიერი მეტალისგან პრინციპულად სხვაგვარი წარმოშვებისა და აგებულების გამო.

კარბონისაგან დამზადებული ველოსიპედის ჩარჩოები შეიძლება იყოს მთლიანი (მონოკოკური) და შემადგენლობითი, რომელშიც კარბონის მილები ერთმანეთთან მეტალის დეტალებითაა დაკავშირებული.

კარბონის მონოკოკური ჩარჩოები უფრო გამძლეა, რადგან მასალის მთლიანობით მიიღწევა ჩარჩოს მეტი სიმტკიცე და სიმსუბუქე.

კარბონი უაღრესად პალსტიკური მასალაა, ამიტომ მონოკოკურ ჩარჩოებს მრავალფეროვანი ფორმა და დიაზინი აქვთ ხოლმე.

არსებობს მეტალის კარკასის კომბინირებული კარბონის ჩარჩოებიც, რომლებიც მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით გამოირჩევიან, თუმცა ამასთანავე ხასიათდებიან როგორც კარბონის, ასევე მეტალის დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

კარბონის სიმტკიცეზე და გამძლეობაზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი.

პირველი - ეს არის სპეციალური ფისის რაოდენობა, რომლითაც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული კარბონის ნაშირბადის ბოჭკოები. რაც ნაკლებია ფისი, მით მაღალია სიმტკიცე.

მეორე - ეს არის შრეების რაოდენობა. თუ შრეების რაოდენობა მეტია და ისინი განთავსებულია სხვადასხვა მიმართულებით - მით მეტია ჩარჩოს სიმტკიცე.

კარბონი ერთადერთი მასალაა, რომლის სიმტკიცე შეიძლება გაიზარდოს არ მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე, არამედ გარკვეული მიმართულებითაც (ნაშირბადის ბოჭკოების განლაგების ხარჯზე). ამიტომ, კარბონის ჩარჩობეი ხშირად გამოიყენება პროფესიონალურ ველოსიპედებში.

პლუსები:

»» დაბალი წონა,

»» გამძლეობა,

»» სიმტკიცე (სწორად ექსპლუატაციის შემთხვევაში),

»» ჩარჩოს ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერების საშუალება;

»» ჩარჩოს უჩვეულო ფორმები (მრავალფეროვანი დიზაინი).

მინუსები:

»» მაღალი ფასი;

»» ჩარჩოების გატეხვის რისკი (არასწორი პროექტირების შემთხვევაში);

»» დარტყმების მიმართ არამდგრადობა (შეიძლება დაიშალოს მთელი ჩარჩო);

»» კოროზიის საფრთხე ჩარჩოს მეტალის კვანძებში (კომბინირებულ ჩარჩოებში);

»» რემონტისადმი გამოუსადეგარობა;

დასკვნადღესდღეობით, ველოსიპედის დასამზადებლად, ძირითად მასალად გამოიყენება ქრომირებული მოლიბდენისა და ალუმინი, ამიტომ ტრადიციულად, ახალბედა ველოსიპედებს ურჩევენ შეძინონ სწორედ ამ მასალებისგან დამზადებული ჩარჩოები.

თუმცა მათთვის, ვინც ველოსიპედს მომავლის პერსპექტივაში უყურებს და ამბიციური მოლოდინები აქვს, შეიძლება სხვა მასალისგან დამზადებულ მოდელებზე ყურადღების გამახვილებაც.

დაიმახსოვრეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასალის დასახელება, არამედ მისი ხარისხი და აუცილებლად - მაკომლექტებელი ელემენტების ხარისხი.

ამიტომ, უმჯობესია აირჩიოთ კარგი რეპუტაციის მწარმოებლის მიერ წარმოებული თუნდაც შედარებით უბრალო მასალისგან დამზადებული ჩარჩო, რომელიც იძლევა  ველოსიპედის ხარისხისა და მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიას.

 

ველოსიპედის მუხრუჭები —

 

ველოსიპედის მუხრუჭების ყიდვაველოსიპედისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პირდაპირდამოკიდებულია ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიც არის მუხრუჭები.

არსებობს მუხრუჭების მრავალსახეობა - V-BRAKE; U-BRAKE (გვხვდება ძირითადად BMX ველოსიპედებში); MINI V-BRAKE, მარწუხის ტიპის, კანტილევერის ტიპის, ჰიდრავლიკური (ტროსის მაგივრად გამოიყენება სამუხრუჭე სითხე) და სხვა...

დისკური მექანიკური და ჰიდრავლიკური მუხრუები.

გამოვყოთ და განვიხილოთ მათგან ყველაზე გავრცელებული 3 ტიპის მუხრუჭი, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული თანამედროვე ველოსიპედებში:

V-BRAKE (რკალური/რკალისებრი);

დისკური (მექანიკური);

დისკური (ჰიდრავლიკური);

 

 V-BRAKE

 

 

 

V-BRAKE მუხრუჭების ყიდვალუსები:

»» დაბალი ფასი;

»» დაბალი წონა;

»» ნორმალური მოდულაცია;

»» მარტივი კონსტრუქცია და მომსახურება;

»» ნაკლებად ტვითავს საბურავის ჩხირებს („სპიცებს“);

»» დაზიანების შემთხვევაში სერვისის სიმარტივე (შესაძლებელია მისი შეკეთება ან შეცვლა სავალე პირობებშიც სერვის ცენტრსა და ველო სახელოსნოში ვიზიტის გარეშე);

»» ფართოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომია მისი შემადგენელი დეტალები: ბერკეტები, ტროსი, გარსი, ფრიქციული ნაფენები („ნაკლადკა“) და სამუხრუჭე ხუნდები.)

მინუსები:

»» დამუხრუჭების ცუდი ხარისხი ნესტისა და ცუდი მეტეროლოგიური პირობების შემთხვევაში (წვიმა, ტალახი, თოვლი და ა.შ);

»» იგივე ცუდ პირობებში -  ტალახი, სილა და სხვა წარმოქმნის აბრაზივს, რომელიც იწვევს არა მხოლოდ სამუხრუჭე ხუნდების, არამედ საბურავის დისკის ნაადრევ ცვეთას.

»» ბალანსირების დარღვევის ან საბურავის დეფორმაციის დროს (ე.წ „რვიანი“) საბურავის ცალკეული სეგმენტები ედება სამუხრუჭე ხუნდებს, რაც გადაადგილებას უკიდურესად რთულს ან შეუძლებელს ხდის.

»» ხანგრძლივი დაღმართის დროს, როცა საჭიროა ხშირი დამუხრუჭება, ძლიერად ხურდება საბურავის დისკი, რის გამოც შესაძლოა დარბილებული რეზინი გადაძვრეს კიდეც დისკიდან.

»» კონსტრუქციული ღრეჩოები („ზაზორები“) არ იძლევა ველოსიპედზე ფართო დისკებისა რეზინების დაყენების საშუალებას.

 

  დისკური (მექანიკური)

 

 

 

დისკური (მექანიკური) მუხრუჭების ყიდვაპლუსები: 

»» არ ითხოვს ხშირ ტექნიკურ მომსახურებას;

»» ნაკლებად ბინძურდება, 

»» ნაკლებად ცვთება და იღუნება ველოსიპედის საბურავის დისკი;

»» ცუდი ამინდის დროს (წვიმა, ტალახი და ა.შ) დამუხრუჭების ეფექტურობა პრაქტიკულად არ იცვლება (შესაძლოა გაჩნდეს ჭრაჭუნის ხმა, რონელიც გაშრობისთანავე იკარგება),

»» პრობლემას არ წარმოადგენს დეფორმირებული საბურავით გადაადგილება,

მინუსები: 

»» მაღალი ფასი V-BRAKE მუხრუჭებთან შედარებით.

»» დიდი წონა V-BRAKE და ჰიდრავლიკურ მუხრუჭებთან შედარებით (რის გამოც ითხოვს საამორტიზაციო ჩანგლის კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმყარეს);

»» სამუხრუჭე ტროსის და მისი დამცავი გარსის ხარისხზე და სისუფთავეზე დამოკიდებულება. თუ დამცავ გარსში ჩაჯდა ჭუჭყი და ტროსი დაჭიმულია, მუხრუჭის სახელურზე დაჭერის დროს რთულდება დისკზე (როტორზე) სამუხრუჭე ხუნდების კონტაქტის წერტილის მოძებნა, რაც აუარესებს მოდულაციას.

»» ზედმეტი დატვირთვა მილისიზე („ვტულკა“) და  საბურავის ჩხირებზე („სპიცებზე) დიდი დიამეტრის როტორის დაყენება ამცირებს ამ დატვირთვას და ზრდის მუხრუჭების ეფექტურობას.

»» დროგამოშვებით საჭიროა სამუხრუჭე ხუნდების რეგულირება (განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუხრუჭე ხუნდები უჭერს მხოლოდ ერთ სამუხრუჭე ხუნდს). თუმცა რეგულირება მარტივია და იგი ექვსკუთხა ქანჩის ერთი მოძრაობით ხდება.

 

  დისკური (ჰიდრავლიკური)

 

 

 

დისკური (ჰიდრავლიკური) მუხრუჭების ყიდვაპლუსები: 

»» არ ითხოვს ხშირ კონტროლსა და რეგულირებას;

»» არ სჭირდება სამუხრუჭე ხუნდების ხშირი შეცვლა;

»» არ მოქმედებს საბურავის დისკზე და არ იწვევ მის ცვეთას.

»» ნებისმიერ, ყველაზე უბრალო ვერსიაშიც კი სამუხრუჭე ხუნდები უჭერს დისკს ორივე მხრიდან (დისკურ/მექანიკურ მუხრუჭთან შედარებით)

»» აქვს უფრო მსუბუქი კონსტრუქცია, ვიდრე მექანიკური მუხრუჭებს;

»» თუ მუხრუჭები კარგ მდგომარეობაშია და დგუშები არ არის დაბინძურებული, კალიპერის ცენტრირება ხდება თავისთავად და არ არის საჭირო ღრეჩოების („ზაზორების“) რეგულირება.

»» გააჩნია ფართო სპექტრის მოდულაცია (შეუძლია როგორც მწყობრი, ასევე მკვეთრი დამუხრუჭება);

»» არ არის დამოკდებული ტროსის და გარე გარსის დაბინძურებაზ, ასევე გარემო პირობებზე  (წვიმა, თოვლი, ტალახი), ამ დროს მუხრუჭები მუშაობს ისე, როგორც ჩვეულებრივ პირობებში.

»» უპრობლემოდ მუშაობს ნებისმიერ ტემპერატურაზე, გადახურების შემთხვევაში არ ზიანდება საბურავის დისკი, რადგან ხურდება მხოლოდ როტორი.

მინუსები: 

»» დიდი წონა V-BRAKE ტიპის მუხრუჭებთან შედარებით (რის გამოც ითხოვს საამორტიზაციო ჩანგლის კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმყარეს).

»» მაღალი ფასი V-BRAKE და დისკურ/მექანიკურ მუხრუჭებთან შედარებით;

»» სისტემის მონტაჟისა და რეგულირების სირთულე;

»» არ არის ფართოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილები;

»» რთულად ექვემდებარება რემონტს. 

»» შესაძლოა მოხდეს სამუხრუჭე სითხის ადუღება.

თუ გსურთ უფრო დეტალურად გაერკვეთ თითეული ამ მუხრუჭის მუშაობის პრონციპში, პასუხი მიიღოთ კითხვაზე რომელი მუხრუჭი სჯობს - დისკური მექანიკური თუ ჰიდრავლიკური, შეადაროთ მუხრუჭების მონაცემები და შესაძლებლობები და მიიღოთ რჩვები მუხრუჭების მოვლა-რეგულირების შესახებ, იხილეთ:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის მუხრუჭები

 

ველოსიპედის სიჩქარეები/ტრანსმისია —

 

ველოსიპედის სიჩქარეები/ტრანსმისია - ყიდვაველოსიპედის ტრანსმისია არის ველოსიპედის კომპონენტების ნაკრები, რომელიც ერთობლიობაში ემსახურება ველოსიპედისტის კუნთების ძალის გადაცემას უკანა საბურავზე. 

სწორედ ტრანსმისია უზრუნველყოფს ველოსიპედის სვლას სატერფულების ტრიალის (პედალირების) დროს.

ბევრი დამწყები ველოსიპედისტი თვლის, რომ ტრანსმისია არის მხოლოდ ველოსიპედის ჯაჭვი და ვარსკვლავები, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა, არსებობს ტრანსმისიის ბევრი სახეობები:

პირდაპირი (სწორხაზოვანი) - როცა წამყვანი საბურავი სატერფულებთან ერთად დამაგრებულია სწორხაზოვნად, ჯაჭვური სისტემის გამოყენების გარეშე. ასეთი ტრანსმისია გვხდება პენი-ფართინგებში (წინა მაღალთვლიანი ველოსიპედი), მონიციკლებში (ერთთვლიანი ველოისპედი) და სამთვლიან საბავშვო ველოსიპედებში.

დაკბილული - რომელშიც სიჩქარის გადაცემისთვის გამოიყენება დაკბილული კბილანები.

ლილვური - მბრუნავი მომენტის გადასაცემად გამოიყენება ლილვები.

ღვედური - გამოიყენება ღვედები, რომლებსაც ჯაჭვისგან განსხვავებით არ სჭირდება გაპოხვა.

ჰიდრავლიკური - სიჩქარის გადასაცემად გამოიყენება არა მექანიკური, არამედ ჰიდრავლიკური სიტემა.

პლანეტარული - აქვს პლანეტარული მილისის („ვტულკა“) ფორმა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით დეტალებისგან და წააგავს ავტომობილის ვარიატორის გადაცემათა კოლოფს.

კომბინირებული - წარმოადგენს ორი ტრანსმისიის ჰიბრიდს - გარე და შიდა (პლანეტარული).

ავტომატური -  საწყის ეტაპზე, ავტომატური სისტემის დანიშნულება იყო დაეცვა სიჩქარეების გადამრთველი მტვრისგან, ტალახისგან, მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისგან.

ველოსიპედის სიჩქარეები/ტრანსმისია - ყიდვაამ ამოცანას ნაწილობრივ უმკლავდებოდა პლანეტარული მილისი, რომელიც ისე იყო მოწყობილი, რომ სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად უკან იყო გადაწეული, უკანა საბურავისკენ.

ავტომატური გადამცემის შემთხვევაში კი გადამრთველის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს ზუსტად ველოსიპედის ცენტრში, რაც იძლეოდა საშუალებას მაქსიმალურად გაუმჯობესებულიყო მანევრირება და ველოსიპედის ვიზუალური იერ-სახე.

ავტომატური გადამცემის ძირითადი მინუსი არის მისი მაღალი წონა - 2,5-3 კგ რომელიც საგრძნობლად უმატებს ველოსიპედს საერთო მასას. ასევე საკმაოდ მაღალი ფასი.

მაგალითად, ავტომატური გადაცემა გვხვდება Autobike და BioShift -ის ბრენდის ველოსიპედებში. აქ სიჩქარეების გადართვა ხდება ბორტზე განთავსებული მინიკომპიუტერის საშუალებით, რომელიც ინფორმაციას იღებს მრავალრიცხოვანი გადამწოდების („დაჩიკების“), საშუალებით, რომლებიც განსაზღვრავენ რელიეფს, საბურავების გრუნტზე ხახუნის ძალას და სხვა ფაქტორებს. ითვალისწინებს ველოსიპედისტის ფიზიკურ მომზადებას. გამორიცხავს სიჩქარეების არასწორად გადართვის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლებმა მიაღწიეს სიჩქარეების მწყობრად შეუმჩნევლად გადართვას ყოველგვარი ზიგზაგების გარეშე.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ავტომატური სისტემა არ ითხოვს სპეციალურ დამუხტვას, რადგან იგი იმუხტება სპეციალური დინამოს სასუალებით, რომელიც ჩამონტაჟებულია წინა საბურავში.

Bluetooth გადამრთველი - იაპონურმა ფირმამ Shimano - შექმნა სიჩქარეების უსადენო გადამრთველი, რომელიც ფუნქციონირებს ლითიუმის ელემენტებით, ხოლო მართვა ხდება სმარტფონით Bluetooth-ის საშუალებით.

სპეციალურად შემუშავებული აპლიკაცია ახდენს სატერფულებზე და საბურავებზე განთავსებული სკანერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავებას.

ეს სკანერებია - მოძრაობის სიჩქარის, სატერფულების ტრიალის ინტენსივობის,  აქსელერომეტრი და GPS ნავიგატორი.

მოწყობილობა ხვდება, თუ როგორი დახრის კუთხით მოძრაობს ან არ მოძრაობს  ველოსიპედი და ამ დროს ახდენს სიჩქარეების ავტომატურ გადართვას, ამასთან გზებზე ოპტიმალური გადაადგილებით იცავს გადამრთველის დეტალებს ზედმეტი ცვეთისაგან.

შეიძლება ეს მოწყობილობა აჩენდეს კითხვებს ველოსიპედის სმარტფონის მართვასთან და მის სანდოობასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეა..

დღესდღეობით მისი საშუალებით შესაძლებელია ველოსიპედის მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარეების, მბრუნავი მომენტების დაყენება, საკუთარი სხეულის თავისებურებებზე და პერსონალურ ფიზიოლოგიაზე ველოსიპედის მორგება.

ასევე ასებობს ველოსიპედის უსაფეხურო გადაცემა, (rრომელსაც იგივე პრინციპი აქვს რაც მანქანის ვარიატორს - მაგალითად ბრენდი NuVinci N360.

ველოსიპედის ტრანსმისიის სისტემა შეიძლება დაიყოს ჯგუფებად:

ველოსიპედის სიჩქარეები/ტრანსმისია - ყიდვაMTB სისტემები - მთის ველოსიპედებისთვის;

DH (ინგლ. DownHill/დაუნჰილი) სისტემები;

გზატკეცილის (ტრასის) ველოსიპედის სიტემები;

საგზაო ველოსიპედების სისტემები;

სისტემები რამოდენიმე ვარსკვლავით;

პლანეტარული სისტემები;

სისტემები ერთი ვარსკვლავით (1X);

სისტემები ორი ვარსკვლავით (2X);;

სისტემები სამი ვარსკვლავით (3X);

ველოსიპედის ტრანსმისიის კლასიკურ ვარიანტს გააჩნია ბევრი ნაწილები, მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი:

თუ თქვენ არ იცით რამდენი სიჩქარე აქვს თქვენს ველოსიპედს, როგორ გამოიყენოთ სწორად სიჩქარეები და საერთოდ - რამდენ სიჩქარიანი ველოსიპედი გესაჭიროებათ....

თუ გსურთ გაერკვეთ, თუ როგორ მუშაობს სიჩქარეების სისტემა, რომ არ დაიბნეთ რა არის ვარსკვლავები, კასეტა, გადამრთველები და ასე შემდეგ, გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ტრანსმისია

 

საამორტიზაციო თუ უამორტიზაციო ჩანგლები —

 

ველოსიპედის მუხრუჭებისა და ტრანსმისიის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი კომპონენტი, როგორიცაა ველოსიპედის ჩანგალი.

ველოსიპედის ჩანგალი არის მოწყობილობა, რომელიც  აკავშირებს საბურავს ჩარჩოსთან და აძლევს ველოსიპედს მოხვევის შესაძლებლობას.

ჩანგალი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ველოსიპედისტის/რაიდერის მოძრაობის სტილს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას.

ველოსიპედის ჩანგლები არის ორი ტიპის:

მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები  (Rigid)

რბილი საამორტიზაციო ჩანგლები (Hard Tail)

 

მყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლების ყიდვამყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლები - მყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლებიმყარი (ხისტი) ე. წ. რიგიდული (ინგლისურისგან - რიგიდ) - არის ველოსიპედის ტიპი, რომელსაც არ გააჩნია არც წინა და არც უკანა ამორტიზატორი.

ეს ველოსიპედის ყველაზე ძველი, კლასიკური კონსტრუქციაა, რომელიც გავრცელებული იყო ნებისმიერი ტიპის ველოსიპედებში.

ასეთი ჩანგლები სხვადასხვა ფორმისაა და სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფოლადის, ალუმინის, ტიტანისა და კარბონის ჩანგლები.

მყარი ჩანგლების პლუსები:

• ველოსიპედისტი უკეთ შეიგრძნობს ველოსიპედს, განსაკუთრებით კონტაქტური სატერფულების შეთავსებით - ველოსიპედი თითქოსდა წარმოადგენს მისი კიდურების გაგრძელებას;

 მცირდება პარაზიტული ვერტიკალური რხევა. მართალია საამორტიზაციო ჩანგლის ბლოკირების ფუნქციაც ახშობს ვიბრაციას სწორ გზაზე გადაადგილების დროს, მაგრამ ყოველთვის რჩება მცირე არაბლოკირებული სვლა. (ამასთან იაფფასიან საამორტიზაციო ჩანგლებს არ გააჩნია ბლოკირების ფუნქცია);

 არ არსებობს მისი ტექნიკური მომსახურების (რემონტის) საჭიროება;

 წონა;

 ფასი;

მყარი ჩანგლის მინუსები:

 ველოსიპედის გართულებული მართვა ძლიერი უგზოობის დროს (განსაკუთრებით ახალბედა ველოსიპედისტებისთვის);

 როცა ველოსიპედს მყარი ჩანგალი აქვს, გზის უსწორმასწორობის ამორტიზირება ხდება ხელებით, რაც მოითხოვს გარკვეული ჩვევების გამომუშავებას და სწორ მდებარეობას (ველოსიპედზე განთავსებას). მაგალითად თუ ამ დროს იდაყვები სრულიად გამართულია, დარტყმების შემცირება რთულია.

რჩევა - მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა, ბევრი დამწყები ველოსიპედისტი  არჩევანს აკეთებს არა მყარ (უამორტიზაციო), არამედ საამორტიზაციო ჩანგალზე.

ხშირია ხოლმე ასეთი კითხვა - არის თუ არა საჭირო საამორტიზაციო ჩანგალი ასფალტზე მოძრაობისთვის?

ასფალტზე მოძრაობისთვის არსებობს სპეციალური საგზაო და ტრასის ველოსიპედები რიგიდული (მყარი) ჩანგლით.

რაც შეეხება ქალაქის ველოსიპედებს, მათ ნაწილს გააჩნია საამორტიზაციო ჩანგალი. თუ შევაფასებთ კომბინირებულ ვარიანტს - ტრასა+გრუნტი - ამ შემთხვევაში საამორტიზაციო ჩანგალი საჭიროა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მის ბლოკირებას.

თუ ცხოვრობთ ქალაქში, მაგრამ ხშირად გადაადგილდებით დაზიანებულ, უსწორმასწორო გზებზე, საამორტიზაციო ჩანგლის გამოყენება სრულიად გამართლებულია, თუმცა არსობრივად არ არის სწორი.

ამიტომ, მიხედავად იმისა, რომ დისკუსები და მოსაზრებები, თუ რომელი ჩანგალი უფრო უპირატესია დღემდე არ წყდება, უმჯობესია თავად გადაწყვიტოთ. მთავარია თავი კომფრტულად და მოხერხებულად იგრძნოთ.

საამორტაზაციო ჩანგლების ყიდვასაამორტაზაციო ჩანგლები -

საამორტიზაციო ჩანგლები არის ორი ტიპის:

ველოსიპედი წინა ამორტიზატორით (Hardtale);

ველოსიპედი წინა და უკანა ამორტიზაციით (Fullsuspension);

მყარი (უამორტიზაციო ჩანგლებისგან) განსხვავებით, მთაში და ექსტრემელურ პირობებში,  ან უბრალოდ ცუდ, უსწორმასწორო გზებზე გადაადგილების დროს, არათუ რეკომენდებული, არამედ აუცილებელია ხარისხიანი და სწორად შერჩეული საამორტიზაციო ჩანგალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

გამოცდილებასთან ერთად ნათელი ხდება, რომ მაღალ სიჩქარეების და დატვირთვების დროს, საამორტიზაციო ჩანგალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ისევე როგორც თავად ველოსიპედისტზე.

მუდმივი ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, დაბუჟებული ხელები და დაბეჟილი ხელის გულები - თანმხლები სიმპტომებია მათთვის, ვისი ველოსიპედიც უხარისხო საამორტიზაციო ჩანგლით არის აღჭურვილი. 

კიდევ უფრო უარესი, თუ ჩანგალი გატყდა, რაც ველოსიპედისტის ტრამვებისა და ველოსიპედის ძლიერი დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თითეული ველოსიპედისტი თავისებურად უნიკალურია, რაც ნიშნავს, რომ არჩევნის მიმართ მიდგომა არის ინდივიდუალური და შესაძლოა ის საამორტიზაციო ჩანგალი რომელიც უკვე დამონტაჟებულია ველოსიპედზე, სრულებით არ აკმაყოფილებდეს რეიდერის მოთხოვნებს.

ხარისხიანი ჩანგლის არჩევა ხდება არა მხოლოდ მისი მექანიკური თვისებებიდან გამომდინარე - (სწრაფი შეკუმშვა და ნელი გაჭიმვა - ე.წ - დემპფერი, რომელიც საშუალებას აძლევს ველოსიპედისტს სკამზე მოხერხებულად დაიმაგროს თავი), არამედ მწარმოებელი ბრენდით,  მასალების ხარისხით და გარეგნული იერ-სახით.

გონივრულად შერჩეული საამორტიზაციო ჩანგალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ველოსიპედის გამართულად მუშაობას, არამედ აამაღლებს უსაფრთხოებაას ოღროჩოღრო გზებზე გადაადგილების დროს.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან წინა საბურავის მუდმივი შეხება გრუნტთან ამაღლებს ველოსიპედის მართვისუნარიანობას და მანევრირებას და პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს შანსი ველოსიპედისტი აღმოჩნდეს მიწაზე.

ხარისხიანი საამორტაზაციო ჩანგლებისხვადასხვა ტიპის ველოსიპედებისთვის საამორტიზაციო ჩანგალი უნდა იყოს განსხვავებული. მაგალითად კარგი ტურისტული ველოსიპედის ჩანგალი უნდა იყოს კომფორტული, კარგად გადალახოს მცირე უსწორმასწორობები და არ იხტუნოს შედარებით ცუდ გრუნტზე.

ხოლო სპორტული ველოსიპედის სამორტიზაციო ჩანგალმა პირიქით, არ უნდა გაფანტოს ენერგია მსუბუქი წინაღობების დროს და იყოს შედარებით ხისტი.

თუ ველოსიპედს უნივერსალური მიზნებისთვის იყენებთ, რეკომენდებულია ყურადღება გაამახვილოთ საამორტიზაციო ჩანგლის მოდელებზე, რომლის რეგულირება და ბლოკირებაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია.

ასეთი ფუნქცია საშუალებას იძლევა ჩანგალმა გამართულად და უპრობლემოდ იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია წონა! გახსოვდეთ რომ კარგი საამორტიზაციო ჩანგლის წინა არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს. მასალა უნდა იყოს მტკიცე, სანდო და გაუძლოს ნებისმიერი წონის ველოსიპედისტს.

ჩანგლის დეტალები არ უნდა იყოს რთულად მისადგომი და ძვირადღირებული, ხოლო თავად ამორტიზატორი არ საჭიროებდეს ხშირ გადაწყობას.

იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა გავეცნოთ თანამედროვე საამორტიზაციო ჩანგლების  ტიპებს და მათი მუშაობის თავისებურებებს.

საამორტიზაციო ჩანგლების პლუსები:

გაცილებით  უკეთესად გადაადგილდება უსწორმასწორო გზაზე, უგზოობაში და ექსტრემალურ პირობებში ვიდრე მყარი ჩანგალი.

უგზოობაში გადაადგილების დროს იძლევა მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას ველოსიპედისტის ნაკლები ძალისხმევით.

ამაღლებს ველოსიპედის მართვადობას ცუდ გზებზე და ექსტრემლურ პირობებში გადაადგილების დროს. არბილებს მოძრაობას და ნაკლებად ხტუნავს უსწორმასწორო გზაზე, უკეთესად შედის მოსახვევებში, თავის თავზე იღებს დატვირთვებს და დარტყმებს, რასაც მიიღებდა ველოსიპედის საბურავი.

საამორტიზაციო ჩანგლის მინუსები:

გაცილებით მძიმეა, ვიდრე მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები.

ამორტიზატორი შთანთქავს ველოსიპედისიტის ენერგიის ნაწილს, რომელსაც იგი იყენებს მოძრაობის დროს. თუმცა ზოგიერთ მოდელებში შესაძლებელია ამორტიზატორის ბლოკირება, რაც მას მყარ ჩანგლად გადააქცევს (ფუნქცია LოცკOუტ). თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბლოკირებული ამორტიზატორი უარესად შთანთქავს ბიძგებს, დარტყმებს და ვიბრაციას ვიდრე ჩვეულებრივი მყარი ჩანგალი.

უფრო მაღალფასიანია ვიდრე მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები.

საჭიროებს რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, რადგან შედგება მტელი რიგი მოძრავი დეტალებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვთება.

თუ თქვენ მოძრაობთ ზამთარში, ამისთვის უკეთესია ზამბარიან-ზეთოვანი ან ჰაერ-ზეთოვანი საამორტიზაციო ჩანგლები.

ელასტომერული ჩანგლები ცუდად მუშაობს სიცივეში, რადგან თუ მოყინა, ეალსტომერი მაგრდება და კარგავს დრეკადობას. ზოგი რაიდერი, თუ ისეთ გარემოში უწევს გადაადგილება სადაც არის ყინვები, ზამთარში ხსნის საამორტიზაციო ჩანგალს და მას მყარი ჩანგლით ანაცვლებს.

საამორტიზაციო ჩანგლის ტიპებისაამორტიზაციო ჩანგლის ტიპები - საამორტიზაციო ჩანგლის ტიპებითუ მყარი ჩანგლები არის ძირითადად ერთი ტიპის, მათი ამორტიზატორიანი "კოლეგების" ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.

საამორტიზაციო ჩანგლები შეიძლება იყოს:

ზამბარიანი;

ზამბარიან-ელასტიური;

ზამბარიან-ზეთოვანი;

ჰაერის;

ჰაერ-ზეთოვანი;

ზამბარიანი - საამორტიზაციო ჩანგლების ყველაზე უბრალო, ხისტი და დაბალფასიანი ტიპია. არ გამოირჩევა კარგი ხარისხით და თვისებებით. პრაქტიკულად არ შთანთქავს რხევებს.

ასეთი ჩანგლები გამოდგება ბავშვებისთვის, რომლებიც პირველად სხდებიან ველოსიპედზე და გადაადგილდებიან სწორ გზებზე ეზოს ან პარკის ტერიტორიაზე.

ზამბარიან-ელასტიური - შედარებით სრულყოფილია ზამბარიან ჩანგალთან შედარებით. ამგვარ ჩანგლებში ამორტიზაცია ხდება ელასტომერის შეკუმშვის პრინციპით, რის გამოც იგი იმატებს ზომებში და ამუხრუჭებს ზამბარის მოძრაობას.

ელასტომერი წარმოადგენს რბილ პლასტმასს (რომელიც თვისებებით ახლოსაა მყარ პოლიმერულ რეზინთან). 

ზამბარიან-ელასტიური ჩანგლის მინუსებიდან შეიძლება გამოვყოთ:

»» საპოხი ნივთიერების განლევის შემთხვევაში (გარდა ელასტომერზე არსებული სქელი ტეფლონის საპოხისა), ჩანგლის დეტალები, რომლებიც განიცდის ხახუნს, მალე გამოდის მწყობრიდან.

»» დიდი სურვილის მიუხედავად შეუძლებელია ასეთი ჩანგლების გადაკეთება იმგვარად, რომ მათ გააჩნდეთ გრძელი სვლა.

»» დემპფერის წინააღმდეგობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ოღროჩოღრო გზებზე მნიშვნელოვნად იკლებს კომფორტი და როგორც შედეგი - უსაფრთხოებაც.

»» სწრაფად გადაადგილების დროს, ამ ტიპის ჩანგლები საკმაოდ ხისტია მცირე ახტომა/შეხტომების დროს.

»» იმის გამო, რომ ელასტომერი დამზადებული სპეციალური პლასტმასისგან ან რეზინისგან, ხოლო ტეფლონის საპოხი არ არის მუდმივი, გარკვეული დროის შემდეგ ჩანგლის დეტალები იწყებს ცვეთას, რაც დროთა განმავლობაში მის ტგატეხვას ან გაჭედვას იწვევს.

მიუხედავად ამისა, ნორმალური არჩევანია ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად.

ზამბარიან-ზეთოვანი - მუშაობის პრინციპი მარტივია - აქ დემპფერი წარმოადგენს ზეთით გამართულ კატრიჯს, ხოლო ზამბარა დამზადებულია მაღალხარისხოვანი მეტალისგან.

ზეთი შესანიშნავი დემპფერია, რომელიც თავად ხასიათდება საპოხი თვისებებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩანგლის მომსახურებას.

ასეთი საამორტიზაციო ჩანგლები მარტივი, გამძლე და ამტანია, არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და გამოდგება პრაქტიკულად ნებისმიერი სტილით გაადგილებისთვის განკუთვნილი ველოსიპედებისთვის.

მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიანი ამორტიზაციად. გამოიყენება მსოფლიო ტოპ ბრენდების მაღალხარისხიან ველოსიპედებში. ღირებულება შედარებით მაღალია, მაგრამ აბსოლიტურად ლოგიკური და გამართლებული, როცა საქმე უმაღლესი კლასის ხარისხს, გამძლეობას და კომფორტს შეეხება.

ჰაერის - ჰაერის ჩანგლებში დემპფერის როლს ზამბარის ნაცვლად ასრულებს შეკუმშული ჰაერი რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საამორტაზიო ელემენტსაც. ასეთი ჩანგლები თავისი თვისებებით ახლოსაა პროფესიონალური დონის მოწყობილობებთან.

ჰაერის საამორტიზაციო ჩანგლები იდეალურია კროს-ქანთრის ტიპის ველოსიპედებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა მარათონებში, რაც პირველ რიგში აიხსნება მისი დაბალი წონით.

გარდა წონისა, მისი უპირატესობა გამოიხატება ჩამონტაჟებულ ბერკეტულ სისტემაში, რომელიც საშუალებას აძლევს ველოსიპედს შეუმჩნევლად გადალახოს მცირედ უსწორმასწორო გრუნტი და პრაქტიკულად არაფერი შეეტყოს დაძვრისა და დამუხრუჭების დროს. 

თუ გადაადგილება სიამოვნებისთვის გჭირდებათ, ჰაერის ამორტიზატორი კარგი არჩევანია, თუმცა უფრო აგრესიული გადაადგილებისთვის ამ სტილის სისტემა სუსტია და არ გამოდგება.

ჰაერის ამორტიზატორები მფლობელის მხრიდან საჭიროებს ყურადღებას და მოვლას. ამიტომ, თუ მწყობრიდან გამოვიდა ჩობალები (ე.წ. „სალნიკები“), საჭიროა მათი დროული შეცვლა, რათა ამორტიზატორი არ გამივიდეს მწყობრიდან.

ჰაერ-ზეთოვანი - მოქმედების პრინციპი მარტივია - ზამბარის როლს ასრულებს ჰაერი, ხოლო დარტყმებს ახშობს ზეთის კატრიჯი.

ამორტიზაციის ამგვარი პრინციპი საშუალებას იძლევა ეფექტურად გადანაწილდეს წინააღმდეგობის ძალა შეკუმშვა-გაშლის დროს და ამავდროულად იძლევა ინდივიდუალური რეგულირების საშუალებას.

სპეციალისტების აზრით ჰაერ-ზეთოვანი ამორტიზატორი მიიჩნევა ყველაზე გამძლე ამორტიზატორად სხვა საამორტიზაციო ჩანგლებს შორის. 

მისი უდავო პლუსია ნაკლები მგრძნობელობა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, ხოლო მინუსი ის, რომ საჭიროებს კატრიჯში ზეთის წნევის რეგულარულ კონტროლს. 

რემონტი და მომსახურება იგივეა, როგორც ჰაერის ამორტიზატორებში, მთავარია ყურადღება და სახარჯო მასალების დროული გამოცვლა (ცვეთის მიხედვით).

თუ გსურთ გაერკვეთ საამორტიზაციო ჩანგლის სტანდარტებში, ფუნქციებში, ამორტიზატორის სვლის კლასებსში, უკანა ამორტიზატორების ტიპებში და მიიღოთ რჩვები ჩანგლის არჩევა/შერჩევასთან დაკავშირებით, გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ამორტიზატორები

 

ველოსიპედის სკამი —

 

ველოსიპედის სკამიპრაქტიკულად არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ განიცდიდნენ ტკივილს და დისკომფორტს საჯდომის მიდამოში, გარკვეული კილომეტრაჟის გავლის შემდგომ.

ჩვეულებრივ ეს ზღვარი დგება 60-80 კმ-დე დისტანციის გავლის შემდეგ, თუმცა ყველაზე ამტანებისთვის ზღვარი შეიძლება 100 კილომეტრი და კიდევ მეტი იყოს.

ეს მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ველოსიპედის ეს კომპონენტი.

თანამედროვე ველოსიპედების სკამები იყოფა რამდენიმე ტიპად, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებიან პარამეტრებითა და დანიშნულების მიხედვით.

სტანდარტული სკამები - ასეთი სკამებით ძირითადად აღჭურვილია ქალაქის და ე.წ. საგზაო ველოსიპედები. ასეთი სკამები ძირითადად ფართო/საშუალო ზომის და რბილი/საშუალოდ რბილია.

ხშირად კონსტრუქციაში გამოიყენება ზამბარები (სკამის ამორტიზატორები). კომფორტულია სკამის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაადგილების დროს.

სპორტული სკამები - გამოიყენება გზატკეცილის (ტრასის) და აქტიური გადაადგილების მოყვარულთათვის განკუთვნილ ველოსიპედებში. ასეთი სკამი უფრო მყარი და ვიწროა, ვიდრე კომფორტული (სტანდარტული) სკამები. შესანიშნავია მაღალი სიჩქარით და დიდ დისტანციებზე გადასაადგილებლად.

მთის ველოსიპედის სკამები - მცირე ზომის ვიწრო და მკვრივი სკამებია. ხელს არ უშლის ფეხზე ამდგარ მდგომარეობაში ველოსიპედის მართვას.

ქალის სკამები - იგივე ანატომიური სკამები ასეთ სკამებში გათვალისწინებულია ქალის მენჯის ანატომიური თავისებურებები, რადგან ქალის მენჯის ძვლები უფრო ფართოა, ვიდრე მამაკაცისა.

ამიტომ, ქალის სკამები უფრო ფართოა წინა ნაწილში და მოკლე უკანა ნაწილში. ზოგ მოდელს ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური ელასტომერები, რომელიც ანიჭებს სკამს დამატებით სირბილეს.

თუ გსურთ გაერკვეთ სკამის ტიპებში, ასევე ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკამის მასალა, ფორმა, დიზაინი, როგორი უნდა იყოს სკამი, მაგარი თუ რბილი, ვიწრო თუ ფართო, უნდა ჰქონდეს თუ არა ჭრილი, ზამბარები, როგორ უნდა მოხდეს სკამის რეგულირება და სხვა საკითხებში, იხილეთ:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის სკამი

 

ველოსიპედის საბურავები —

 

ველოსიპედის საბურავების ყიდვასაბურავი ნებისმიერი ველოსიპედის კონსტრუქციის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს. სწორედ იგი იღებს თავის თავზე ველოსიპედისა და ველოსიპედისტის წონის დატვირთვას და უდიდეს ზეგავლენას ახდენს ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა - ველოსიპედის მასა, აჩქარება, სიჩქარე, მანევრირება, გამავლობა, გრუნტთან მოჭიდება და ა.შ.

ერთი სიტყვით, სწორედ საბურავები განსაზღვრავს ველოსიპედით გადაადგილების ხარისხს, უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთოებას. ამიტომ, აუცილებელია სრული სერიოზულობით და ყურადღებით მიუდგეთ საბურავების შერჩევის საკითხს.

საბურავი შედგება ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა:  - დისკი, სპიცები (ჩხირები), კამერა, მილისები (“ტულკები“), რეზინები.

მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ საბურავების არჩევისას, არის მისი ზომა, წონა და სიმტკიცე.

თუ წონასთან და სიმტკიცესთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია (რაც უფრო მსუბუქია და მტკიცე, მით უფრო უკეთესი), ზომასთან მიმართებაში დაფიქრება და საკითხში კარგად გარკვევაა საჭირო.

სანამ ზომებს განვიხილავდეთ, გავერკვეთ რაზეა დამოკიდებული საბურავის მასა და სიმტკიცე.

საბურავების წონა და სიმტკიცე საბურავების წონა და სიმტკიცე, დამოკიდებულია ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: - დისკის პროფილის ფორმა და მასალა, ჩხირების (სპიცების) სისქე და საბურავის რეზინის ხარისხი.

დისკის პროფილი - ველოსიპედის დისკს შეიძლება გააჩნდეს ერთმაგი, ორმაგი ან სამმაგი პროფილი. ასევე არსებობს სპეცილური მოდიფიკაცია უკამერო საბურავებისთვის (უკამერო საბურავების დისკები  მზადდება ტექნოლოგიით UST (Universal System Tubeless) ან BST (Bead Socket Technology).

პროფილის ფორმის არჩევის დროს, რეკომენდებულია ყურადღება გაამახვილოთ ორმაგი პროფილის დისკებზე. სწორედ ასეთი დისკებით არის დაკომპლექტებული ბრენდული ველოსიპედების უმრავლესობა, რადგან ის გაცილებით მტკიცეა ვიდრე ერთმაგი პროფილი, უფრო მსუბუქია და შეესაბამება ნებიმიერი ტიპის მუხრუჭებს.

მაღალი სიმტკიცის უზრუნველყოფა ხდება პროფილში მეორე ტიხარის არსებობით, ხოლო დაბალი წონა - პროფილში ალუმინის შენადნობების გამოყენებით, რომელიც გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ერთმაგი პროფილი, რომელიც ძირითადად მძიმე ფოლადითაა დამზადებული.

რაც შეეხება სამმაგ პროფილს, ეს ყველაზე მტკიცე, მაგრამ ამასთან ყველაზე მძიმე მოდიფიკაციია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.

velosipedis saburavebis kidvaსაბურავის სიმტკიცეზე ასევე მოქმედებს დისკის პროფილის სიმაღლე და სიგანე. რაც უფრო მაღალია პროფილი, მით უფრო მტკიცეა იგი გადაადგილების დროს და ფრონტალური დარტყმის მიღების შემთხვევაში, ხოლო ფართო პროფილი დისკის ტორსის სიმაგრეს უზრუნველყოფს.

მაღალი პროფილის საბურავის დისკი ნაკლებად ზიანდება ორმოებზე და ბორცვებზე გადაადგილების დროს. ამიტომ იგი რეკომენდებულია მათთვის ვისაც ხშირად უწევს ცუდ გზაზე გადაადგილება. ან ჰარდტეილით (ველოსიპედი უკანა საკიდარის („პადვესკა“) გარეშე) მსუბუქი უგზოობის დროს.

ფართო და მაღალი პროფილის საბურავის დისკები რეკომენდებულია ასევე მათთვის, ვისაც უყვარს ექსტრემალურ სიტუიაციაში, ძლიერ უგზოობაში გადაადგილება, ველოსიპედით ხტომებისა და სხვადასხვა ტრიუკების კეთება.

დისკის მასალა - ველოსიპედის საბურავის დისკის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი მასალები:

 ალუმინი;

ფოლადი;

ქრომირებული მოლიბდენი (ქრომომოლიბდენი)

კარბონი;

დამწყებ ველომოყვარულთა უმრავლესობისთვის რეკომენდებულია ალუმინის შენადნობით დამზადებული საბურავების დისკები. ისინი მსუბუქია, ზოგჯერ ფოლადზე მტკიცეც კი, რაც მიიღწევა პროფილის სპეციალური ფორმით და თერმული დამუშავებით.  ასეთი დისკებს რა თქმა უნდა აქვს ჩვეულებრივ, მეტალის დისკებზე უფრო მაღალი ფასიც.

ფოლადის დისკები საკმარისად მტკიცე და არც მაღალი ფასით გამოირჩევა, ამასთან ადვილად ექვემდებარება დეფორმაციის სემთხვევაში გასწორებას, თუმცა აქვს მინუსებიც, რას მის მაღალ წონაში და კოროზიისადმი მიდრეკილებაში გამოიხატება.

ფოლადის დისკები კარგი ვარიანტია ბიუჯეტური, ერთსიჩქარიანი ველოსიპედებისთვის, რომლებსაც სამუხრუჭე დოლიანი ფეხის მუხრუჭები გააჩნიათ.

ფოლადში ქრომისა და მოლიბდენის შენადნობების დამატება საგრძნობლად აუმჯობესებს დისკების ხარისხს და თვისებებს.

ამიტომ, ქრომომოლიბდენის შენადნობებისგან დამზადებული და თერმულად დამუშავებული დისკები შესანიშნავი ვარიანტია ექსტრემლაური ტრიუკების, ხტომების, უგზოობაში გადაადგილების, მთიდან მაღალი სიჩქარით დაშვების მოყვარულთათვის.

აღსანიშნავია, რომ  BMX ტიპის (Bicycle Moto Xtreme - ორმაგი საკიდარიანი) ველოსიპედების უმრავლესობა სწორედ ქრომომოლიბდენის შენადნობისგან დამზადებული დისკებით არის აღჭურვილი.

ველოსიპედის დისკების კარბონის მოდიფიკაციები  - იდეალური ვარიანტია და ძირითადად გვხვდება კიდეც ველომრბოლელებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებში.

კარბონი ძალიან მსუბუქი და მტკიცე მასალაა, შესაბამისად მისი ღირებულებაც ძალიან მაღალია და გვხვდება მხოლოდ ძვირადღირებულ მოდელებში.

წნევა საბურავებში - უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

საბურავებში წნევის დონე პირდაპირ მოქმედებს ველოსიპედის გადაადგილების კომფორტულობაზე და გამავლობაზე, ამიტომ წნევა საბურავებში უნდა იყოს ზუსტი.

»» რაც უფრო კარგად არის არის დაბერილი საბურავი, მით უკეთესად დაგორავს ველოსიპედი და ნაკლებია დაღლილობა;

»» რაც უფრო მძიმეა ველოსიპედი, მით უფრო მეტი უნდა იყოს წნევა საბურავებში;

»» რაც უფრო მეტად არის დაბერილი საბურავები, მით უფრო მეტია რყევა უსწორმასწორო და ცუდ გზებზე;

»» თუ საბურავებში წნევა საჭიროზე დაბალია, ბორდიურიდან ჩამოსვლის დროს მეტია დისკის კიდეების დაზიანებისა და კამერის გახეთქვის რისკი.

ზოგადად, თითქმის ყველა ბრენდული ველოსიპედის საბურავებზე დატანილია რეკომენდებული ატმოსფერული წნევის მარკირება.

ეს შეიძლება იყოს:

ATM (ატმოსფერო),

 BAR (ბარი) - 1 bar (bar = atm * 0.980655);

 PSI (წნევა ფუნტებში) - 1 psi = 0.068 atm ან პირიქით - 1 atm = 14.706 psi - ანუ, თუ თქვენი ველოსიპედის საბურავზე მითითებულია მაგალითად 29 psi, იგი უნდა გაყოთ 14.706-ზე - atm = 29 / 14.706 = 1.972 ≈ 2 atm.

ზოგიერთ შემთხვევაში საბურავზე მითითებულია რეკომენდებული წნევის დიაპაზონი. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება მხოლოდ წნევის მაქსიმალური მნიშვნელობა.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოყვანილია ატმოსფერული წნევის რეკომენდებული მნიშვნელობა, რომლითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად განსაზღვროთ საჭირო მნიშვნელობა საკუთარი წონის შესაბამისად.

 

ველოსიპედისტის წონა
(კგ)

წნევა საბურავებში
(ATM)

წნევა საბურავებში
(PSI)

50 1.8-2.0 26-30
65 2,1-2.2 31-33
75 2.3-2.4 34-35
90 2.5-2.8 36-42
105 3.1-3.3 45-48
115 3,2-3,4 47-50

 

ზომები და მარკირება - არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანად ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში საბურავის ერთი ან მეორე ზომა უკეთესია, ვიდრე სხვა ზომები.

გამონაკლისს წარმოადგენს დასაკეცი ველოსიპედები, რადგან ისინი ძირითადად ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი ზომის და გათვლილია საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე ზომით: 155-დან 185 სმ-მდე.

ეს პარამეტრი დამოკიდებულია ველოსიპედის გამოყენების სფეროზე, ანუ რა მიზნით გსურთ ველოსიპედის გამოყენება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ზომა შეესაბამებოდეს ველოსიპედის ჩანგლისა და ჩარჩოს ზომებს.

ველოსიპედის საბურავების შეძენაამ ამოცანების გასამარტივებლად სპეციალისტებმა შეადგინეს სპეციალური ცხრილები და დანერგეს მარკირების ტრადიციული სისტემა.

გავერკვეთ, თუ რაში მდგომარეობს იგი.

ველოსიპედის საბურავების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებია:

შიდა დიამეტრი;

დისკისა და საბურავის სიგანე;

ზომის ერთეულებად ძირითადად გამოიყენება დიუმები. (1 დიუმი=2.54 სმ). ზოგჯერ გვვხვდება მარკირება მილიმეტრებშიც (ძირითადად მთის, ტრასის და ზოგჯერ ქალაქის მოდელებში).

ველოსიპედის საბურავის ყველაზე გავრცელებული დიამეტრებია:  20″, 24″, 26″, 27″, 27.5”, 28″ და 29″.

მარკირების დატანა ხდება საბურავის გვერდითა მხარეს. მაგარითად, წარწერა 26х1.75 ნიშნავს, რომ საბურავის დიამეტრია 26 დიუმი, სიგანე კი 1,75 დიუმი.

იხილეთ: როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ზომა

თუ გსურთ გაეცნოთ აუცილებელ რეკომენდაციებს, კარგად გაერკვეთ უკამერო საბურავების მიზანშეწონილობაში, ცვლადი რეზინის კომპლექტებში და უჰაერო საბურავის უპირატესობაში, გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის საბურავები

 

ველოსიპედის ნაწილები და აქსესუარები —

 

ველოსიპედის ნაწილები და აქსესუარებიველოსიპედისტის ჩახფუტიველოსიპედისტის ეკიპირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თავის დამცავი ჩაფხუტი. მან შესაძლოა არა მხოლოდ სერიოზული ტრამვებისგან დაიცვას მფლობელი, არამედ იხსნას კიდეც მისი სიცოცხლე.

ველოსიპედისტის ხელთათმანიველოხელთათმანები ძალიან მნიშვნელოვან აქსესუარს წარმოადგენს, რადგან ისინი განკუთვნილია არა მოდისა და პრესტიჟისთვის, არამედ პირველ რიგში მოხერხებულობის და კომფორტის თვალსაზრისით.

ველოსიპედსიტის სათვალესათვალე აუცილებელი აქსესუარია. განსაკუთრებით დამწყები ველოსიპედისტებისთვის. ველოსიპედისტები ხშირად გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მრავლადაა მტვერი, ავტომობილების გამონაბოლქვი, საბურავის რეზინების მსხვილი ნაწილაკები და ა.შ. მ ყველაფრისგან დაცვას კი შესანიშნავად უზრუნველყოფს ველოსიპედისტის სათვალე.

ველოსიპედისტის სამოსი - ველო სამოსი სპეციალურად იქმნება ველოსიპედისტ/რაიდერებისთვის.

ეს არის მთელი ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონისთვის განკუთვნილ: ველომაისურებს; ველოშორტებს; ველობრიჯებს; ველობოტასებს; ველო წინდებს; ველო ზედატანებს ("კოფთებს") ქალებისთვის; ველო ბახილებს; ქარისგან და წვიმისგან დამცავ ქურთუკებს; საწვიმრებს; ჟილეტებს და ა.შ;

ველოსიპედის საბარგული/ჩანთა/ზურგჩანთაყველა ველოსიპედისტს აქვს განსაზღვრული ტვირთი, რომელსაც ის  რეგულარულად თან ატარებს, ან გადააქვს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე.

ამრიგად, აუცილებელია ველოსიპედისტს ჰქონდეს საბარგული, ზურგჩანთა ან ველოჩანთა.

ველოსიპედსიტის ბოთლი/მათარა - ყველა ველოსიპედისტმა იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სითხის მიღება ველოსიპედით გადაადგილების დროს. ამიტომ, ვინც ვინც ველოსიპედით რეგულარულად გადაადგილდება, თან აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყლისთვის, ან სხვა სითხეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სპორტული ბოთლი/მათარა.

ველოკომპიუტერიველო-კომპიუტერი არის ველოსიპედის ფიტნეს ტრეკერი და არა მხოლოდ...

იგი აკონტროლებს ველოსიპედის სიჩქარეს, მარშრუტს, აქვს სპიდომეტრი, არის ველოსიპედისტის გარბენის მთვლელი (კილომეტრაჟი), განსაზღვრავს ძალებს აღმართებზე და საღმართებზე, გზის დახრის კუთხეს, ეხმარება ოპტიმალური სიჩქარის (გადაცემის) მოძებნაში და ა.შ 

ველოსიპედის საკეტი/სიგნალიზაციასწორი არჩევანის შემთხვევაში, ველოსიპედის სიგნალიზაცია გატაცების საწინააღმდეგო საიმედო საშუალებას წარმოადგენს.

ეს მარტივი ხელსაწყო არ ღირს ძვირი და შესანიშნავად იცავს ძვირადღირებულ ველოსიპედებს გატაცებისგან. აგრეთვე, საჭირო აღარ არის ველოსიპედზე ძვირადღირებული აქსესუარებისა და დეტალების მოხსნა მისი დატოვების დროს.

ველოსიპედის სიგნალი - ხმოვანი სიგნალი ველოსიპედისტისთვის აუცილებელი აქსესუარია. იგი ატყობინებს მოახლოებას როგორც ქვეითს, ასევე სხვა ველოსიპედისტებს და ავტომობილისტებს.

იმ ქალაქებში სადაც არ არის მონიშნული ველობილიკები ხოლო ქვეითსა და ველოსიპედს ერთად უხდებათ მოძრაობა, სიგნალი აუცილებელია, რომ ქვეითს გზის დათმობაზე მიანიშნოთ.

კომპაქტური ტუმბო - ეს უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რომელიც უპირობოდ თან უნდა ჰქონდეს, ყველა ველოსიპედისტს. მისი მეშვეობით ნებისმიერი შეძლებს საბურავის რამდენიმე წუთში დაბერვას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უადგილო ადგილზე და დროს - ველოსიპედის ტარება ხელით მოგიწიოთ.

ქეისი ჩაშენებული ინსტრუმენტებით სათადრიგო ნაწილები  ველოსიპედის საბურავებისთვის - ქეისს თან ახლავს 22 ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია ველოსიპედის შეკეთებისთვის.

ასეთი ნაკრების მეშვეობით თქვენ სწრაფად შეძლებთ გახვრეტილი საბურავის შეკეთებას.

მათ შორისაა საბურავის კამერა - თუ შეუძლებელია დაზიანებული კამერის დაწებება ახალი კამერა აუცილებლად დაგჭირდებათ.

ექვსკუთხა ქანჩების ("შესტიგრანიკი") ნაკრები - ექვსკუთხედებით თქვენ შეგიძლიათ გადააწყოთ ველოსიპედი, ზოგიერთი დეტალი  დააფიქსიროთ. ჩარჩოზე მიაყენოთ ტუმბო.

ასეთ ნაკრებში უნდა  4 ,5, 6 მილიმეტრიანი მომჭერები ასევე შეიძლება 8 მილიმეტრიანი გასაღებიც რამეში გამოგადგეთ.

განათება - ციმციმა, ფარანი, წებოვანი სტიკერები - ფარანი რომელიც ანათებს გზას წინა მხარეს აუცილებელია ღამე სიარულისას.

უკანა ციმციმა, რომელიც თქვენს უკან მყოფ ქვეითსა თუ ველოსიპედისტს მიუთითებს თქვენზე, ასევე საჭიროა სიბნელეში მგზავრობისას.

საბურავების მაშუქები. ასეთი მაშუქები ძალიან ლამაზია და ეფეტს აძლევს თქვენს სატრანსპორტო საშუალებას. ამას გარდა სხვისთვის მარტივი შესამჩნევი გახდებით.

ზოგიერთი ველოსიპედი  მანათობელი საღებავითაა შეღებილი და შეღებილი კორპუსი ღამით მთლიანად ანათებს.

მარტივი გამოსავალია მანათობელი სტიკერები, რომლის მიკვრა ყველგან შესაძლებელია ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში, რაც ველოსიპედს გაამამაზებს და ღამით ხილვადს გახდის.

აკუმულატორ-გენერატორი - ველოსიპედის რამდენიმე ტიპის აკუმულატორები არსებობს, რომელიც უშუალოდ საბურავზე მაგრდება.

ის ახდენს სუფთა ენერგიის გენერირებას. როგორც კი ველოსიპედისტი 5კმ. საათში სიჩქარეს აჭარბებს, გენერატორი იწყებს ენერგიის დაგროვებას.

ქეისი ტელეფონისთვის - ზედმეტი არ იქნება სმარტფონისთვის განკუთვნილი ქეისი, რადგან ყველა ველოსიპედისტს აქვს მობილური ტელეფონი, მათ ნაწილი კი ველოსიპედის გარკვეულ ოფციებს მართავს სწორედ სმარტფონის საშუალებით.

თუ გსურთ კონკრეტულად გაერკვეთ ველოსიპედის ნაწილებსა და აქსესუარებში, გაიგოთ ყველაფერი ჩაფხუტების, ხელთათმანების, სათვალის, ბოთლის/მათარის, ველოკომპიუტერის, ველო სამოსის და ა.შ შესახებ დეტალური ინფორმაცია, გაეცანით მასალას:

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის აქსესუარები

 

ველოსიპედის მოვლა და სერვისი —

 

ველოსიპედის მოვლა და სერვისიგახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ველოსიპედი სათუთ მოპყრობას და გულმოდგინე, სწორად მოვლას საჭიროებს.

ველოსიპედს მუდმივად კარგ ფორმაში შეიმარჩუნებთ, თუ წელიწადში ერთხელ მოახდენთ ველოსიპედების სახელოსნოში მის ტექნიკურ შემოწმებას და შესაძლო არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

სუფთა, გარეცხილი ველოსიპედით სეირნობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ჭუჭყმა და მტვერმა შესაძლოა გამოიწვიოს სიჩქარეების გადამრთველი სისტემის, ჯაჭვის, ვარსკვლავის და სხვა ელემენტების მუშაობის შეფერხება, ჩარჩოს მილების და სხვა დეტალების კოროზია და სხვა პრობლემები.

ველოსიპედი, ისევე როგორც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საჭიროებს საპოხი მასალების არსებობას იმ დეტალებზე, რომელიც ბრუნავს და განიცდის ხახუნს.

ასეთი დეტალებია: ჯაჭვი, საკისრები, მილისებრი მასრები, ბარბაცა, ვარსკვლავები, სიჩქარის გადამრთველები და ა.შ.

ამიტომ, ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად და ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდებულია რეგულარულად გაიპოხოს ველოსიპედის ყველა ეს დეტალი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ველოსიპედის კომპონენტები ნაადრევად გაცვთება და ადვილად დაექვემდებარება კოროზიას.

ველოსიპედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სარეცხი და საპოხი საშუალებების სწორად შერჩევა.

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება ველოსიპედის შემდეგი სახის სარეცხი და საპოხი საშუალებები:

სარეცხი საშუალებები:

 ველოშამპუნი;

 გამწმენდი სპრეი;

 ცხიმგამცლელი („აბეზჟირივატელი“) - გამოიყენება ველოსიპედის ძლიერი დაბინძურების დროს.

 

საპოხი საშუალებები:

 

 აეროზოლები

 თხევადი საპოხები;

 კალციუმის შემცველი საპოხები;

 სილიკონის საფუძველზე დამზადებული საპოხები;

 ტეფლონის შემცველი საპოხები;

თუ გსურთ გაერკვეთ ამ საშუალებების თავისებურებებში, ასევე როგორ მოუაროთ და დაარეგულიროთ საჭე, სკამი მუხრუჭები, ტრანსმისია, ამორტიზატორები და ა.შ

ასევე, რა მინიმალური ინსტრუმენტების ნაკრები გჭირდებათ ველოსიპედის დამუკიდებლად მომსახურებისთვის, როგორ შეინახოთ სწორად ველოსიპედი განსაკუთრებით მაშინ, როცა არაა სეზონი, იხილეთ...

ველოსიპედის მოვლა და სერვისი

 

გავრცელებული შეცდომები ველოსპედის არჩევის დროს —

 

გავრცელებული შეცდომები ველოსპედის არჩევის დროსდაბალფასიანი ველოსიპედის შეძენა

მართალია მოკლედ უკვე შევეხეთ, მაგრამ ზედმეტი არ იქნება ამ საკითხს ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ.

ერთი შეხედვით, პირობითად - 300 და 1500 ლარიანი ველოსიპედები შესაძლოა ვიზუალურად დიდად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ ვიზუალი ბევრს არაფერს ნიშნავს და სამწუხაროდ დაბალი ფასი თითქმის ყოველთვის ნიშნავს დაბალ ხარისხს.

ველოსიპედის ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს განსაზღვრავს მისი ჩარჩოს („რამა“) თვითღირებულება.

ხარისხიან ჩარჩოზე აწყობილი დეტალები გაცილებით დიდხანს ემსახურება მფლობელს, რადგან ამ შეთხვევაში შესაძლებელი ხდება ყველა სტანდარტის დაცვა.

ხარისხიანი ჩარჩო განსაზღვრავს ველოსიპედის მწყობრ გადაადგილებას, ვიბროდაცვას, სიმტკიცეს და სიმსუბუქეს.

მოსაზრება, რომ ჩინური ველოსიპედი ცუდი ველოსიპედია

ჩინეთი და ტაივანი მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების ცენტრებს წარმოადგენს და ველოსიპედების 70% სწორედ იქ იწარმოება.

სამწუხაროდ, თავს მოხვეულმა მოსაზრებამ, რომ ყოველგვარი ჩინური პროდუქცია არის დაბალი ხარისხის, დღემდე ვერ ამოწურა საკუთარი თავი.

ფაქტია, რომ გიგანტური ჩინური მაღალტექნოლოგიური საწარმოები დღესდღეობით კონკურენტუნარიანები არიან თითქმის ყველა სფეროში.

ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები Huawei, OnePlus, Xiaomi, Oppo, Lenovo, Meizu, ZTE და სხვა და სხვა…

გარდა ამისა, მსოფლიოს ცნობილი  ბრენდების საწრმოები სწორედ ჩინეთშია განთავსებული.

ამიტომ, როცა საქმე კონკრეტულად ჩინურ ველოსიპედებს ეხება, მთავარია არჩევანი გააკეთოთ არა გაურკვეველი და საეჭვო ჩინური ბრენდის, არამედ ცნობილი ჩინური ველოსიპედის მწარმოებელი ბრენდების პროდუქციაზე.

მაგალითად, თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი ცნობილი ჩინური და ტაივანური მწარმოებელი ბრენდების ველოსიპედები, როგორიცაა:

Challenger, Giant, Merida (Specialized), Trinx, DuBike, Fuji-ta, Alpine Bike, Rinasclta, Cross-M, Author, Black One, Aspect, Atom,  Feige, Guofang და სხვა...

მთავარია სიჩქარეების რაოდენობა და არა გადართვის ტიპი

თუ ველოსპედის სიჩქარეების გადამრთველი არ წარმოადგენს Shimano (shimano deore, shimano xtr) ან SRAM -ის ბრენდს, ეს შესაძლოა პრობლემური გახდეს რადგან მსოფლიო ველომწარმოებლების 90% საკუთარ პროდუქციაში იყენებს სწორედ ამ ბრენდების მაკომპლექტებლებს.

ხოლო სიჩქარეების რაოდენობა მერეხარისხოვანია განსაკუთრებით მაშინ, თუ ველოსიპედი საწყისი დონისაა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სიჩქარეების რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს ველოსიპედის სისწრაფეს.

მოსაზრება, რომ დისკური ჰიდრავლიკური მუხრუჭი  - უსარგებლო ოფციაა

მიუხედავად იმისა, ბრძანდებით თუ არა ექსტრემალი ველოსიპედისტი რომელიც ხშირად გადაადგილდება უგზოობაში, მტვრიან ან ტალახიან გზაზე, ჰიდრავლიკური მუხრუჭები გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტულია, ვიდრე მექანიკური.

ხოლო, მოსაზრება, რომ სერვისის თვალსაზრისით მექანიკური დისკური მუხრუჭები უფრო მომგებიანია, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან თუ მექნიკური დისკური მუხრუჭების სერვისი შედარებით იაფია, დისკური ჰიდრავლიკური მუხრუჭები უფრო გამძლეა, სანდო და მისი ექსპლუატაცის ვადა გაცილებით აღემატება მექანიკის მუშაობის ვადებს.

ამიტომ, ჰიდრავლიკური მუხრუჭები სრულებითაც არ არის უსარგებლო ოფცია.

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ