მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16091 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თხოვნის ფსიქოლოგიაალბათ ბავშვობის ადრეულ ასაკში ყველა თქვენთაგანს ასწავლიდნენ, რომ თხოვნა ცუდი ტონია, სირცხვილია და არ არის ლამაზი საქციელი. რომ ამით იმცირებთ საკუთარ თავს და ცუდ შთაბეჭდილებას ახდენთ გარშემო მყოფებზე.

ალბათ ბევრი თქვენთაგანი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა, ან  ახლაც ცხოვრობს ამ პრინციპით.

ადამიანი, რომელიც არავის არაფერს სთხოვს, თავს ამაყად და დამოუკიდებლად გრძნობს, და თავისი ხასიათით თითქოს უთანაბრდება ”ძლიერთ ამა ქვეყნისა”, რომელთაც საკუთარი გავლენის წყალობით შეუძლიათ სიცოცხლის ბოლომდე არავის არაფერი სთხოვონ.

ამ პრინციპით ცხოვრება შესანიშნავია, რადგან ძალიან კარგად ავითარებს სიამაყის გრძნობას და გარკვეულწილად გამართლებაც აქვს, თუმცა ამავდროულად გააჩნია არც თუ ისე უმნიშვნელო ნაკლოვანებები.

თუ თქვენ არ გინდათ იყოთ ამაყი, მაგრამ ხელმოცარული, უიღბლო ადამიანი და უფრო გიზიდავთ ხელშესახები რეალური შედეგი - კეთილდღეობა, ჯობია ეს პრინციპი ამოიგდოთ თავიდან და, რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი.

მოდით, შევხედოთ სიმართლეს თვალებში:

თუ არავის მოსთხოვთ იმას, რაც გსურთ, თქვენთან არავინ მოვა და არაფერს მოგცემთ.

თხოვნის ფსიქოლოგიამაგალითად, თუ თქვენ მამაკაცი ხართ, შეგიძლიათ არც იოცნებოთ, რომ მომხიბვლელი ქალი თავად დაგინიშნავთ პაემანს და შეხვედრის ადგილსაც ის მოიფიქრებს (რა თქმა უნდა, ხანდახან დაუტენავი იარაღიც ისვრის, მაგრამ, თუ ამას დაელოდებით, ძალიან დიდი ხანი მოგიწევთ მოცდა).

თუ  ქალბატონი ბრძანდებით, აქ სიტუაცია, რა თქმა უნდა, სხვაა, ქალები ძალიან იშვითად იჩენენ თავად ინიციატივას (ყოველ შემთხვევაში გახსნილად ამას არ აკეთებენ), მაგრამ,  თუ არ გსურთ მთელი ცხოვრება არასასიამოვნო გარემოებებში გაატაროთ, უნდა ისწავლოთ სთხოვოთ მამაკაცს ის, რაც თქვენ გინდათ.

თუ ხელმძღვანელი ხართ და რამე გინდათ ხელქვეითებისგან, სთხოვეთ მათ ამის შესახებ.

თუ  ხელქვეითი ხართ და არ მოგწონთ ხელმძღვანელის მიერ გატარებული პოლიტიკის გარკვეული  ნაწილი, სთხოვეთ მას შეცვალოს იგი.

თუ კაფეში კონდიციონერის ქვეშ დაგსვეს, რომელიც ძლიერ გიბერავთ ცივ ჰაერს  და გაწუხებთ, სთხოვეთ დაუწიონ მას, ან გადაგსვან სხვა ადგილზე და ა.შ

თხოვნის ფსიქოლოგიაცხოვრებაში ძალიან ბევრია ისეთი მომენტი, როდესაც ბევრჯერ გაგიფუჭებიათ (ხშირად გამოუსწორებლადაც კი) საქმე, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გაბედეთ, შეგრცხვათ, დაგეზარათ, საჭიროდ არ ჩათვალეთ, სიამაყემ საშუალება არ მოგცათ, გეთხოვათ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო და ერთ პატარა, დროულ, დელიკატურ და უწყინარ თხოვნას შეეძლო თქვენთვის დიდი პრობლემები აეცილებინა  თავიდან.

გასაგებია, რომ ყოველთვის ვერ მიიღებთ იმას, რაც გსურთ. შეიძლება უმეტეს  შემთხვევაში თხოვნაზე უარიც მიიღოთ და მას არ მოყვეს შედეგი. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ, თუ თხოვთ, მიიღებთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე გეფიქრათ, რომ გარშემომყოფები თავად წაიკითხავდნენ თქვენს აზრებს, გამოიცნობდნენ თქვენს სურვილებს.

სურვილი იმისა, რომ არავის არაფერი სთხოვო, რა თქმა უნდა არ არის სიამაყის მაჩვენებელი, ეს უფრო სიმხდალის და სიზარმაცის ნიშანია. ადამიანი, რომელსაც ეშინია რაიმე ითხოვოს, თავმოყვარეობის შელახვას უფრო განიცდის, ვიდრე მის დეფიციტს.

”ძლიერნი ამა სოფლისანი”  ხშირად სთხოვენ, რაც  მათ სურთ  იმ ადამიანებს, რომლებიც გავლენით მათზე მაღლა დგანან. სხვათა შორის რეგულარულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერასოდეს მიაღწევდნენ იმ მდგომარეობას, რასაც მიაღწიეს.

ბევრი თვლის, რომ თხოვნა აუცხოებს ადამიანებს და ხელს უშლის მათ შემდგომ ურთიერთობას.  ზოგჯერ  მართლაც ასეა, თუ, მაგალითად, თქვენ თხოვთ ფინანსებს ან მანქანას  შემთხვევით გაცნობილ პიროვნებას.  საქმე იმაშია, რომ ასეთი უაზრო თხოვნით შედეგს ვერ მიიღებთ, მხოლოდ გაუფუჭებთ ადამიანს განწყობას, დაარღვევთ მის სიმშვიდეს.

თხოვნის ფსიქოლოგიამაგრამ, თუ სთხოვთ, დაგეხმარონ რჩევით, ან გაგაცნონ საჭირო ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი დახმარება რომელიმე პრობლემის ან საქმის მოგვარებაში, ასეთი თხოვნა ნორმალურად იქნება მიღებული, რადგან მასში არაფერია შეურაცხმყოფელი.

რეალობაა, რომ გაცილებით ხშირად ადამიანები თხოვნაზე უარყოფით პასუხს უფრო იღებენ, ვიდრე დადებითს, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. ხანდახან ამის მიზეზია ის, რომ მათ სურთ, მაგრამ არ ძალუძთ დახმარება, თქვენ კი გადაჭარბებით შეაფასეთ მათი შესაძლებლობები.

სამაგიეროდ ისინი  ეცდებიან, საჭირო შემთხვევაში ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარონ და თქვენ შეძლებთ სტაბილური და კარგი ურთიერთობა იქონიოთ მათთან.

ხოლო მათთან, ვისაც აქვს დრო  და იმის შესაძლებლობა, რომ დაგეხმარონ, ჩამოგიყალიბდებათ კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა, ეს კი  მხოლოდ გააღრმავებს თქვენს მეგობრობას, რადგან  ადამიანები ყოველთვის კეთილად განეწყობიან  მათ მიმართ, ვისაც რამე გაუკეთეს და  დახმარება აღმოუჩინეს.

თხოვნას, რა თქმა უნდა, ფაქიზი მიდგომა სჭირდება. სწორად შერჩეულ თხოვნის სტილს და შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნურასოდეს იწუწუნებთ და ნუ დატვირთავთ ადამიანებს თქვენი პრობლემებით, შეეცადეთ, აქცენტი გააკეთოთ თქვენს თხოვნასა და სხვა ადამიანების ინტერესებს შორის კავშირზე.

თხოვნის ფსიქოლოგიანურასოდეს მოითხოვთ  არარეალურს, მითუმეტეს, თუ წინასწარ გრძნობთ, რომ ის ვერ შესრულდება. ყოველთვის მზად იყავით, რამეთი აანაზღაუროთ თქვენს მიმართ გაწეული დახმარება.

მაგრამ ყველაზე მთავარია, გამოიმუშავოთ თხოვნის სწორი ჩვევა.

სწორად შერჩეული, საჭირო დროსა და მომენტში გამოყენებული თხოვნა, ბევრ რთულ პრობლემას ადვილად აგაცილებთ თავიდან.

ძალიან მალე თქვენ მიხვდებით იმას, რასაც  ბევრი ვერ ხვდება.

თხოვნა ადვილია!

 
 
 

კომენტარები
მიშა
2018-12-07
სიმართლეა რაც წერია ყველაფერი, თუცა ზოგჯერ საკუთარ სიამაყეს თუ ამპარტავნებას ვერ ვაბიჯებთ ხოლმე ადამიანები, რომ ვინმეს რამე ვთხოვოთ.
inga
2018-11-01
მე თხოვო და მერე ინანო მირჩევნია, თორემ ხომ გამისკდა გული ))
VM
2018-11-01
ჯობია არ თხოვო და ინანო ...

ვისთვის როგორ ))
თამრო
2018-10-09
ანუ თხოვ ინანებ, არ თხოვ და მაინც ინანებ? :-)))
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ