დებატები არის მოვლენა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, როცა ადამიანებს შორის პირველად წარმოიშვა უთანხმოება.
ფორმალურად კი დებატები სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან, სადაც იგი წარმოადგენდა დემოკრატიის ინსტიტუტის ნაწილს, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან შედიოდნენ დებატებში, შემოთავაზებული კანონების ავკარგიანობის შესახებ, მსჯელობდნენ მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე.
მოქალაქეები დებატებს იყენებდნენ საკუთარი თავდაცვის მიზნით. საკითხის ორივე მხარის არგუმენტირებას, დიდი ინტერესით სწავლობდნენ სტუდენტებიც, რათა უფრო კარგად შეეცნოთ მისი არსი.
ზოგიერთი დებატიორი, რომლებსაც სოფისტებს უწოდებდნენ, მიზნად ისახავდნენ დებატებში გამარჯვებას, ისინი ფოკუსირებდნენ აუდიტორიის სტილსა და მათ დარწმუნებაზე.
სოფისტებს არ ეთანხმებოდა არისტოტელე, რომელიც თვლიდა, რომ კარგი არგუმენტები ხელს უწყობდა სიმართლის დადგენას, ხოლო მთავარი იყო სიმართლე, და არა დებატებში გამარჯვება.
ბერძნების კვალდაკვალ დებატების ტრადიციებს მიჰყვნენ რომაელებიც.
შუა საუკუნეებში, ევროპაში, განათლება მოიცავდა სახალხო გამოსვლის ცოდნას, რომელიც ორატორული ხელოვნების სახელით იყო ცნობილი, ხოლო დებატებს დიდი როლი ეკავა ამ ხელოვნების გაღრმავებაში, რადგან სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ საკუთარი იდეების დაცვასა და საწინააღმდეგო შეხედულებების კრიტიკაში.
მე-XVII საუკუნეში, დებატები ძირითადად ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა.
ძველად, დებატიორთა საზოგადოებები იქმნებოდა უნივერსიტეტებში.
აშშ-ში ХIХ საუკუნის ბოლოს დებატები იმართებოდა აღმოსავლეთ სანაპიროს, დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილსა და კალიფორნიაში.
ორატორთა უმრავლესობა ამზადებდა საკუთარ გამოსვლას დებატების დაწყებამდე და იყენებდა გამზადებულ ტექსტს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.
1920 წლის დასაწყისში, ამერიკული უნივერსიტეტების დებატები ტარდებოდა ერთდროულად, რამოდენიმე უნივერსიტეტს შორის.
ამ დროს მსმენელები თანდათანობით იცვლებოდა მოსამართლეებით. თუმცა მაშინ არ არსებობდა დებატების მკაფიო კრიტერიუმები მოსამართლეებისათვის.
1960 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველად შედგა და საქვეყნოდ იქნა ნაჩვენები პირველი სერია ტელედებატებისა - ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონს შორის. ამან დებატებს დიდი პოპულარობა მოუტანა და მათ შემდგომ განვითარებასა და დახვეწას შეუწყო ხელი.