მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 349 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მერვე

 

შეეგუეთ იმას, რომ თქვენთან მოსაუბრე შეიძლება მთლად მართალი არ იყოს. ყოველ შემთხვევაში ის ასე არ ფიქრობს და ნუ განსჯით ამისათვის. შეეცადეთ, გაუგოთ მას. ასე იქცევიან ჭკვიანი, მომთმენი, წესიერი ადამიანები.

ყოველ აზრსა და ქცევას თავისი მიზეზი აქვს. მიაგენი ამ ფარულ მიზეზს და ხელთ გექნებათ გასაღები ქმედებისა, შესაძლოა - მთელი პიროვნებისაც.

გულით მოინდომეთ მის ადგილზე დადგეთ და თავს ჰკითხოთ: „- რას ვიგრძნობდი, როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე რომ აღმოვჩენილიყავი?“

„ერთი წუთით შეჩერდით, - ამბობს კვნეტ გუტი თავი წიგნში „როგორ გადავაქციოთ ადამიანი ოქროდ,“ - შეჩერდით ერთი წუთით და საკუთარი საქმეებისადმი დიდი ინტერესი შეადარეთ ინტერესს ყველა დანარჩენისადმი. შეეცადეთ გაიგოთ, რომ ამ ქვეყნად ყველას თქვენნაირი განცდები აქვს. თუ ეს შეიცანით, გიპოვიათ ჯადოსნური თვალი და ეგ არი.

„მაშინ მიხვდებით, რომ ადამიანებთან ურთიერთობის წარმატება დამოკიდებულია კეთილშობილურ სურვილზე - გაიგოთ მეორე ადამიანის აზრი, შეხედულება“

წლების მანძილზე თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ჩემი სახლის მახლობელ პარკში ვატარებდი ხოლმე. მე ცოტათი ძველი გალიის დრუიდებს ვგევარ - მათსავით გული მეწვის, როცა ვხედავ ზაფხულობით ახალნაყარ ხეებსა და ბუჩქებს რომ ანადგურებს ხანძარი. ის კი მხოლოდ უყურადღებოდ გადაგდებული სიგარეტის ან ასანთის ბრალი არ იყო. დამნაშავეები, თითქმის ყოველთვის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც პარკში სეირნობისას ცეცხლს აჩაღებდნენ სოსისის ან კვერცხის მოსახარშად. პარკში გამოკრული განცხადება კრძალავდა ცეცხლის დანთებას, ჯარიმას აწესებდა, პატიმრობასაც ითვალისწინებდა, მაგრამ ისეთ მიუდგომელ ადგილზე ეკიდა, რომ მას ვერავინ ხედავდა. ალბათ, იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ პარკში წესრიგისთვის თვალ-ყური უნდა ედევნებინა ცხენოსან პოლიციელს. ვაი, რომ ისიც დაუდევრად ეკიდებოდა საქმეს და ცეცხლი თავისას შვრებოდა. ბოლოს ისე მომერია ბრაზი, რომ ვეღარ მოვითმინე და თვითონ ვიკისრე საზოგადოებრივი დოვლათის დაცვა.

სამწუხაროდ, თავიდან არც მიფიქრია, გამეგო ახალგაზრდების აზრი. როგორც კი თვალს მოვკრავდი ხეების ქვეშ დანთებულ კოცონს, თავგზა მებნეოდა. წესრიგის დამყარება მწყუროდა, მაგრამ კარგის ნაცვლად ცუდს ვაკეთებდი. მივიდოდი ახალგაზრდებთან და ვაშინებდი - დაგაჯარიმებენ-მეთქი და უბოდიშოდ მოვითხოვდი ცეცხლის სასწრაფოდ ჩაქრობას. ურჩობისათვის დაჭერითაც ვემუქრებოდი. ერთი სიტყვით, გულს ვიოხებდი, იმას კი არ ვკითხულობდი, რას ფიქრობდნენ თვითონ ახალგაზრდები.

ან რას მივაღწიე? ნაწყენი ბიჭები მემორჩილებოდნენ, მაგრამ საკმარისი იყო თვალს მივფარებოდი, რომ ისევ ანთებდნენ ცეცხლს, თანაც ისეთი გახელებით, მთელი პარკი რომ გადამწვარიყო, არ დაენანებოდათ.

წლებმა ჭკუა მასწავლა. ახლა უკვე ვერკვევი ადამიანურ ურთიერთობებში, მეტი ტაქტიც შევიძინე, მეტი სურვილიც გამიჩნდა გავარკვიო და გავითვალისწინო სხვისი თვალსაზრისიც.

ცეცხლს რომ დავინახავ, მივალ და ბიჭებს მეგობრულად გამოველაპარაკები. დაახლოებით ასე ვიწყებ: „დროს ატარებთ, არა? აჰ, ვახშამსაც იმზადებთ? ყმაწვილკაცობაში მეც მიყვარდა კოცონის ანთება. ახლაც მიყვარს, მაგრამ პარკში საშიშია. თქვენც ხომ იცით, სამწუხაროდ, ყველას არ ესმის. შეიძლება ბავშვები მოვიდნენ და იმათაც მოგბაძონ. ისინი ცეცხლის ჩასაქრობად თავს აღარ შეიწუხებენ და შეიძლება დიდი ხაძარი გაჩნდეს. მთელი პარკი მოისპობა, საერთოდ აქ ცეცხლის გაჩაღებისათვის, შეიძლება სასჯელიც მოგაკერონ. თუმცა მე რა უფლება მაქვს აგიკრძალოთ. პირიქით, მომწონს კარგ დროს რომ ატარებთ, მხოლოდ მინდა გთხოვოთ, რომ კოცონს ჩამოაშოროთ ხმელი ფოთლები, მერე კი, წასვლის წინ ცეცხლს მიწა მიაყარეთ; ისე, თუ გინდათ, უკეთეს ადგილს მიგასწავლით. იქ მშვიდად შეიძლება დაანთოთ დიდი კოცონი. აბა, თქვენ იცით".

ამნაირი საუბრის შემდეგ საქმე სხვანაირად მიდიოდა. ის კი არა და, ბიჭები პარკის დაცვითაც დაინტერესდნენ. აღარც შენიშვნა სწყინდათ, აღარც ჯიუტობდნენ. კარგ ხასიათზე იყვნენ და მეც ნასიამოვნები ვრჩებოდი. ასე გადავჭერი კონ-ფლიქტი, როცა მათი აზრიც და სურვილიც ანგარიშში ჩავაგდე.

ხვალ თუ დაგჭირდათ ვინმეს რამე სთხოვოთ, ცეცხლის ჩაქრობა იქნება, სამუშაო კუთხის მოწესრიგება თუ წითელი ჯვრისათვის ორმოცდაათი დოლარის შეწირვა, ჯერ დაფიქრდით, მათ ადგილზე წარმოიდგინეთ თავი და ჰკითხეთ: „რა მომანდომებინებს ამ საქმის გაკეთებას? მართალია, ამ დაფიქრებას დრო სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ მეგობრებსაც შეიძენთ და მიზანსაც მიაღწევთ.

„ვინმესთან შესახვედრად ისე არ წავალ, - ამბობდა ჰარვარდის კომერციული სკოლის დეკანი დოდჰემი - სანამ ზუსტად არ დავალაგებ ჩემს სათქმელსაც და მისი ინტერესების გათვალისწინებით პასუხსაც არ წარმოვიდგენ“.

ვფიქრობ, ეს მაგალითი ყველას გამოადგება.

თქვენს საქმიან ურთიერთობებში დიდად დაგეხმარებათ ისიც, რომ ამ წიგნიდან დაიმახსოვროთ: საჭიროა დაფიქრება, სხვისი აზრის გათვალისწინება, საგნებისა და მოვლენების შენი და სხვისი თვალით დანახვა-შეფასება.

მაშასადამე, თუ გსურთ ვინმეს საკუთარ აზრზე უარი ათქმევინოთ ისე, რომ არ გაანაწყენოთ, მისდიეთ მერვე წესს: 

გულით მოინდომეთ და საგნებს თქვენი მოსაუბრის თვალითაც შეხედეთ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ