ა
აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის ცემა-ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.
ვილჰელმ გრიმი
ადამიანობა მოთმინება ყოფილა.
ოთარ ჭილაძე
"ადამიანად გავწალდოთ ტყისკაცი ცხრათავიანი,
შევიწყნაროთ და გავრანდოთ, გავზარდოთ ადამიანი!"
მურმან ლებანიძე
არსებობს ორი სახის ქურდი: ჩვეულებრივი, რომელიც გპარავს ფულს, ჩანთას, საათს… და პოლიტიკოსი ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ხელფასს, ჯანმრთელობას.
განსხვავება ისაა, რომ პირველი შენ გირჩევს, ხოლო მეორეს - შენ ირჩევ. პირველს პოლიცია ეძებს, მეორეს - პოლიცია იცავს.”
ჰერმან ჰესე
ადამიანზე ჯერ არავის უთქვამს უფრო საპატიო სიტყვები, ვიდრე: “თავად განსაზღვრე თავი შენი“, რაც კანტის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. თვითგანსაზღვრის ეს დიადი იდეა თავს დაგვნათის და ირეკლება ბუნების იმ მოვლენებში, რომლებსაც სილამაზეს ვუწოდებთ.
ფრიდრიხ შილერი
ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და გვაუბედურებს კიდეც.
ნიკოლაუ ზომბარტი
ადამიანები ბერდებიან, მაგრამ სრულად ვერ მწიფდებიან.
ალფონს დოდე
ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს.
ჩინური ანდაზა
ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავიანთი ნებით განდგებიან.
ილია II
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.
იმანუელ კანტი
ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს არ ატყუებდნენ.
ლაროშფუკო
ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ.
დენი დიდრო
ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი აზრის სამართლიანობაში, ხშირად ტყუილად დაჯერებულნი, მიიჩნევენ რა მას ერთადერთ ჭეშმარიტებად, რომ სხვის მოსაზრებას ამპარტავნულად არად აგდებენ; ეს ქედმაღლობა პირველმიზეზია მხეცობისა და დევნისა, არავის სურს ითმენდეს მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს, თუმც აზრები ქვეყნად იმდენია, რამდენიც ადამიანი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სექტა, რომელიც არ განსჯიდეს ყველა დანარჩენ სექტას და არ ისურვოს ერთპიროვნული ბატონობა.
სებასტიან კასტელიო
ადამიანები იმდენს არასდროს არ ცრუობენ, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის დროს ან არჩევნების წინ.
ოტო ფონ ბისმარკი
ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა და უნდა შესძლო - რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. მით უფრო, რომ დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი, სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია.
გაიუს სალუსტიუს კრისპური
ადამიანები, რომლებსაც მუდამ არ სცალიათ, ჩვეულებრივად არაფერს აკეთებენ.
გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი
ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შეჰქმნიან რასმე ღირებულს. ისინი მხოლოდ ცხოვრებისათვის იცოცხლებენ.
ძმები გონკურები
ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!
გაბრიელ გარსია მარკესი
ადამიანები ჩვეულებრივ საქმით წინააღმდეგობას უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე სიტყვით წინააღმდეგობას.
ვოლფრამ ეშენბახი
ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს, ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და თანამიმდევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით.
არა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ყველაფერი - დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენობის წვრილი ბორბლები, რომელთა ბრუნვაც ან ანელებს, ან აჩქარებს, ხანდახან კი აჩერებს კიდეც ამ მოძრაობას.
ჩესტერფილდი
ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
ალბერტ აინშტაინი
ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო - ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა: აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის, დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან).
ზიგმუნდ ფროიდი
ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა - ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა.
ძველი ებრაული
ადამიანებიც პირუტყვებივით არიან: დიდები პატარებსა სჭამენ და პატარები კი იკბინებიან.
ფრანსუა ვოლტერი
ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.
ბლეზ პასკალი
ადამიანებს არათუ ავიწყდებათ სიკეთე და შეურაცხყოფა, არამედ სიძულვილით იმსჭვალებიან კეთილმყოფელებისადმი და სიძულვილი უქრებათ შეურაცხმყოფელთა მიმართ. სიკეთე სიკეთის წილ და ბოროტება ბოროტების წილ მიაჩნიათ მონობად და დასჯისადმი მორჩილებად.
ლაროშფუკო
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული;
მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
სოკრატე
ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიაზრებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.
ჟან დე ლაბრიუერი
ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.
პასკალი
ადამიანებს ჩვენ მხოლოდ პუნქტირული მოხაზულობით ვიცნობთ. ამრიგად მათი სურათიც კი, ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რამდენადმე მაინც ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია.
თუკი ჩვენი საუკეთესო მეგობრები ჩვენივე წარმოსახვის ძაფზე ასხმულ დატეხილი ხაზების ნაწყვეტებს წარმოადგენენ, მაშინ ვიცნობთ თუ არა ჩვენ საერთოდ ვინმეს და გვიცნობს თუ არა ჩვენ ვინმე სხვაფრივ თუ არ ამ დაწყვეტილი, დანაწევრებული სახით. მაგრამ ამ ჭუჭრუტანებში რომ გარეშეთა წარმოსახვის შუქი იღვრება, იქნებ სწორედ ეგა ქმნიდეს სიახლოვეს კაცთა შორის.
რაბინდრანათ თაგორი
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის ხელში ჩაგდება სიმშვიდესა და ბედნიერებას მიანიჭებთ. ისინი ვერ გრძნობენ, რა უძღებია მათი სიხარბე და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, მართლაც სიმშვიდეს დავეძებთო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ შფოთს, აყალ-მაყალსა და შეხლა-შემოხლას დაეძებენ.
პასკალი
ადამიანთა ბედ-იღბალი რაც უნდა განსხვავებული იყოს, ბედნიერება და უბედურება მაინც ათანაბრებს მათ.
ლაროშფუკო
ადამიანთა ბედი ის არის, რომ მრავალს იწვევენ და ცოტას ირჩევენ, ხოლო წიგნების ბედი ის გახლავთ, რომ მრავალს ჰფურცლავენ და ნაკლებად კითხულობენ.
ფრანგი ეპიგრაფისტი
ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.
არისტოტელე
ადამიანთა კეთილგანწყობილება საზოგადოებაში ახლად გამოჩენილი კაცისადმი, მეტწილად, გამოწვეულია ფარული შურით იმათ მიმართ, ვისაც მყარი მდგომარეობა უკვე შექმნილი აქვს.
ლაროშფუკო
ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე - ეს ველური ცხოველების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვს. ისინი ყოველთვის მზად არიან ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი
ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება,ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.
თამაზ ჭილაძე
ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების საუკეთესო წლებს ანდომებს იმას, რომ დანარჩენი წლები ჩაშხამებული ჰქონდეს.
ლაბრიუერი
ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე. ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.
ლაროშფუკო
ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.
ჰენრი ფორდი
ადამიანთა ცნობა სასარგებლოა ყველასთვის, შენთვის კი განსაკუთრებულად აუცილებელია, რაკი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადები. ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ ხასიათებს შეხვდები და მოგიწევს მათი გულმოდგინედ შესწავლა იმისათვის, რომ შემდგომში ალღოიანად მოექცე მათ, მაგრამ მარტო ეს როდია საკმარისი. შენივე საკუთარი დაკვირვება და გამჭრიახობა ყველაფერზე უკეთ დაგეხმარება ადამიანთა ცნობაში.
ჩესტერფილდი
ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია.
იულიუს კეისარი
ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.
ლაროშფუკო
ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.
თეოდორ დოსტოევსკი
ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
ლევ ტოლსტოი
ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი. უბედურება იმაშია, რომ როცა განგებ ანგელოზობას დაიწყებს, მაშინვე მხეცად შეიქმნება ხოლმე.
პასკალი
ადამიანი ბრძენდება არა ღონით, არამედ ბევრი კითხვით.
ჯორდანო ბრუნო
ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, - ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.
ილია ჭავჭავაძე
ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.
ლაროშფუკო
ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.
კანეტი
ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.
მიხეილ ჯავახიშვილი
ადამიანი - ეს სტილია.
მარინა ცვეტაევა
ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.
ლევ ტოლსტოი
ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.
ლათინური აფორიზმი
ადამიანი ვერასდროს ჰპოვებს ბედნიერებას ინტიმურ სიყვარულში, თუკი არ უყვარს მოყვარე, თუკი იგი არ არის დაჯილდოებული ჭეშმარიტი თავმდაბლობით, ერთგულების უნარით, თუკი არ არის გამბედავი, მოწესრიგებული. საზოგადოებაში, რომელიც ღარიბია ჩამოთვლილი თვისებებით, შესაბამისად, სიყვარულიც უცხო ხილი იქნება.
ერიხ ფრომი
ადამიანი ზეადამიანად იქცა... მაგრამ ზეადამიანი თავისი ზეადამიანური ძალით, ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა ზეადამიანური შეგნების დონემდე. კაცი რაც მეტად ძლიერდება, მით მეტად ღარიბდება. ჩვენი სინდისი უნდა გააღვიძოს იმის შეგნებამ, რომ რაც მეტად ზეადამიანური ვხვდებით, მით მეტად ვკარგავთ ადამიანობას.
ალბერტ შვაიცერი
ადამიანი თავის ბუნებით ანგარებიანია, ეგოისტია - და ის ეკონომიკური სისტემა, რომელიც გათვლილია უანგარობასა და «შეგნებულობაზე“ - განწირულია.
მიხეილ ჩულაკი
ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ადამიანი თავისი სურვილითვეა თვალხილული და ბრმა, თავისუფალი და მონა, პატიოსანი და მტარვალი.
იოანე ბოლნელი
ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.
შილერი
ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
გოეთე
ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.
იმანუელ კანტი
ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო.
აბბა პიმენი
ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
ლევ ტოლსტოი
ადამიანი ისევე აღარ ეკუთვნის თავის თავს, როგორც ხომალდზე მიჯაჭვული მონა.
უილიამ სომერსიტ მოემი
ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებას, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება საწოლი ოთახის ტრაგედია.
მაქსიმ გორკი
ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.
კანტი
ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს.
სიბრძნის წყარო
ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.
ნიკოლო მაკიაველი
ადამიანი, მით უმეტეს პატიოსანი, საწყალი კაცი, ამ ქვეყნად ქეიფისა და ბედნიერებისთვის არაა მოსული.
ირაკლი აბაშიძე
ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს.
სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ჩაკარგულნი ვართ. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.
პასკალი
ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სრულიად მარტოდ მარტოა.
მაქსიმ გორკი
ადამიანი მხოლოდ მაშინ ცხოვრობს თავისი მოწოდების შესაბამისად, როცა მისი ქმედება დაუინტერესებელია, უანგაროა. გნოსეოლოგიაში ეს პრინციპი გამოვლინდება, როგორც ობიექტურობა, საგნის სიყვარული, ხოლო აქსიოლოგიაში - როგორც გონითი სიყვარული - «აგაპე“.
თამაზ ბუაჩიძე
ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება.
მაქსიმ გორკი
ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.
დეილ კარნეგი
ადამიანი, რომელიც ღმერთებს უყვართ, ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც იქით დაბრუნებას, საიდანაც მოსულა, მანამ ისწრაფის, სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია, არც მზის, წყლის, ღრუბლებისა და ცეცხლის სილამაზის ცქერა მოწყენია... ამ ქვეყნად დაყოვნებული ადამიანი იღლება და ქონებას კარგავს, ბერდება, სიღარიბეში ვარდება და უმრავლდება მტრები, რომლებიც ფათერაკს უმზადებენ. ხანდაზმული კაცი იმ სოფლისკენ გამწარებული მიდის, რადგანაც ამ ქვეყნად ბევრი იცხოვრა.
ძველი ბერძენი ავტორის სიტყვები მეგობრისადმი.
ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.
შარლ მონტესკიე
ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.
გოეთე
ადამიანი, რომელმაც დაწესებულება ამართა, საქმეში კი არ გამოუყენებია, ემსგავსება მუშაკს, რომელიც მიწას ხნავს, მაგრამ არაფერს არ სთესავს.
საამდროვო ანდაზა
ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს.
ლაროშფუკო
ადამიანი, რომელსაც არც ბედნიერება გამოუცდია, არც უბედურობა, კვდება როგორც ჯარისკაცი, რომელსაც თავის დღეში მტერი თვალით არ უნახავს.
მაქს კლინგერი
ადამიანი, რომელსაც ხელში კარგი წიგნი უჭირავს, მარტო არასოდეს არ დარჩება.
კარლო გოლდონი
ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
კანტი
ადამიანი, რომელსაც სხვისი ცხოვრება არ აინტერესებს, დიდ სიძნელეებს აწყდება ცხოვრებაში და დიდ ვნებას აყენებს სხვას. ასეთი ადამიანებისაგან ხდება ყველა ის უბედურებანი, რასაც კი კაცობრიობა აწყდება.
ალფრედ ადლერი
ადამიანი საიდუმლოა, იგი უნდა გამოიცნო.
თ. დოსტოევსკი
ადამიანი სიკვდილისაგან ვერაოდეს დაიხსნის თავს, მაგრამ სიკვდილი ისე საშინელი არ არის, თუ დარწმუნებულია ადამიანი, რომ ის საქმე, რომელსაც მე ვადექი, უპატიოსნოდ არ იქნება დატოვებული და მზრუნველი და მომვლელი გამოუჩნდებაო. დამამცირებელია მხოლოდ ტანჯვა, თანდათან დაუძლურება, შიში, რომელიც იძულებულ გვყოფს ხოლმე სიკვდილის ნამწვებს შევეცილოთ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვანათებდით.
ერნესტ ჟოზეფ რენანი
ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.
ლაროშფუკო
ადამიანი უბედურია, თუ შემდეგ სამ რამეს ხვდება ცხოვრებაში: ცოლის სიკვდილს სიბერეში, ფულის მინდობას ნათესავებისათვის, სხვებისაგან დამოკიდებულებას, რათა მშიერი არ დარჩეს.
ჩანაკია პანდიტი
ადამიანი უენო საქონელზედაც ადვილად ირყვნებაო.
ქართული თქმა
ადამიანი უმრავლესად მეტის პატივისცემით ეკიდება თავის ხუთ გრძნობას, ესე იგი თვალთა ხედვას, ყურთა სმენას, ყნოსვას, შეხებასა და გემოვნებას, ვიდრე თავის გონებას.
ილია ნაკაშიძე
ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, უბრალო, სამართლიანი, გაბედული და კეთილი. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მას უფლება ატაროს მაღალი წოდება - ადამიანი.
კონსტანტინე პაუსტოვსკი
ადამიანი უნდა ფასდებოდეს “საქმითა და აღსრულებითა“. “საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი“.
სულხან-საბა ორბელიანი
ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.
ვოლტერი
ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
მაკიაველი
ადამიანი უძირო ორმოა ყოველგვარი უძლურებისა.
ჟან მასლიონი
ადამიანი უძლურია ჩასწვდეს საეკლესიო სიბრძნეს. უნდა იწამოს უკრიტიკოდ და უპირობოდ.
კვინტუს ტერტულიანე
ადამიანი ყოველთვის ეძებს ბედნიერებას და თუმცა წლის ბოლოში, როცა უკან მოიხედავს და გადაავლებს თვალს განვლილ წელიწადს, იგი იშვიათად თუ ხედავს ამ წარსულში ბედნიერ დღეს, მაგრამ ამითი გული არ უტყდება, მაინც წინ იყურება, მაინც კეთილს ეძებს, მაინც კმაყოფილებას ეძებს. (ნათქვამია ნინო ყიფიანისადმი 1903 წლის 31 დეკ. პარიზიდან გამოგზავნილ წერილში).
არჩილ ჯორჯაძე
ადამიანი ყოველთვის უნდა ჩქარობდეს ხარჯოს თავისი ადამიანური ძალები სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, სილამაზისათვის.
ლავროსი კალანდაძე
ადამიანი ყოველთვის ცდილობს უარყოს ის, რისი დამტკიცებაც (გამოხატვაც) არ შეუძლია.
პოლ ვალერი
ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, რომ მის მოქმედებას ვნება არ წარმართავდეს, ხოლო რასაც უძლურების ან საჭიროების გამო აკეთებს, არც ცოდვად ეთვლება და არც მოდუნებად.
წმიდა ბარსანოფი დიდი
ადამიანი ცის კართან კი არ უნდა მივიდეს, ის ცის კარი უნდა გაიაროს და ცის ბრწყინვალებაში უნდა შევიდეს. აი ამისთვის არის მოწოდებული ადამიანი.
ილია II
ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას მეტყველების უნარით, მაგრამ მასზე დაბლა დგას, თუ უმართებულოდ მეტყველებს.
საადი
ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.
კანტი
ადამიანი წარმოადგენს პიროვნებას და მისი მთავარი ღირსებებია: ჭკუა, სილამაზე, ტემპერამენტი, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა არის ბედნიერების უპირველესი პირობა, აგრეთვე მხიარული ხასიათი და ნაკლები სიმდიდრე. ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ, რა სიმაღლიდან უყურებ მას.
არტურ შოპენჰაუერი
ადამიანი ჭადრაკის პაიკივით უნდა შეიზღუდოს. უფლება არ უნდა ჰქონდეს უკან სვლის.
ედიშერ ყიფიანი
ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; და კიდევ - სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.
მოემი
ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.
კანტი
ადამიანის ადამიანისადმი სიყვარული უნდა იყვეს უმაღლეს და პირველ კანონად.
ლუდვიგ ანდრეას ფეიერბახი
ადამიანის ასაკი გამოიხატება არა იმ ციფრით, რომელიც პასპორტში აქვს ჩაწერილი, არამედ გულის სიჭაბუკით, რამდენად ძალუმად ფეთქავს იგი ადამიანის მკერდში! სიბერე მაშინ იწყება, როცა ადამიანი ჰკარგავს კავშირს ახალგაზრდა თაობასთან, როცა ახალგაზრდობას უშლის წინმსვლელობას.
ნაზიმ ჰიქმეთი
ადამიანის აღზრდის მთავარი გზა არის რწმენა, ხოლო რწმენაზე შეიძლება იმოქმედო რწმენით. ადამიანი ხელისა და ფეხის შეკვრას უფრო ადვილად ნებდება, ვიდრე ენის შეკვრას.
პიერ კლოდ ვიქტორ ბუასტი
ადამიანის ბედნიერება ღვთიური ვალის ასრულებაშია. ვინც ამ ვალს ასრულებს, იგი უკვდავია და ერთვის მარადისობას, თქვენც ასეთს ვალს ასრულებთ და მაშასადამე, ვერც უგვანო სინამდვილე გაგიტეხსთ სულს.
არჩ.ჯორჯაძის მიმართ, (გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, 1913 წ).
ადამიანის ბედნიერება შრომაშია, იმ შრომაში, რომელიც მოვალეობად არის მიჩნეული.
რენანი
ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან ერთად შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
პლინიუს უმცროსი
ადამიანის ბუნება ისეთია, რომ სულ სასწაულს ეძებს. სასწაულის ხილვის სურვილით მას სურს დაუახლოვდეს უფალს. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, და მსგავსი მსგავსს ესწრაფვის. ადამიანმა რომ თავის სულიერ ან თუნდაც ფიზიკურ სამყაროს ჩახედოს, ისეთ სასწაულებს იხილავს, რომელთაც ვერცერთი მეცნიერი ვერ ახსნის.
ილია II
ადამიანის ბუნების არსებით მიზანთა თვალსაზრისით, უმაღლესი ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგვიყვანს, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისათვის მიუნიჭებია. (ლ. ტოლსტოის მიუწერია: “დიდებულია“.)
კანტი
ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, - ყველაფერი ამათშია.
ვიქტორ ჰიუგო
ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.
ლაროშფუკო
ადამიანის დასამარებისათვის ორი ხერხი არსებობს. პირველი-დუმილი, მეორე-გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება დუმილი სჯობდეს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ადამიანის ენა ევოლუციის თეორიას დიდ სიძნელეებს უქმნის, რადგან მისი შესაძლებლობების ახსნა შეუძლებელია.
დევიდ პრემაკი
ადამიანის ზნეობა ყალიბდება არა მარტო იმის მიხედვით, თუ რაოდენ მისცემს გასაქანს დადებით საწყისს საკუთარი პიროვნებაში, არამედ იმით, თუ რამდენად მოახერხებს უარყოფითის დათრგუნვას თავის თავში (ეს დაახლოებით იგივეა, რაც აინშტაინმა ბრძანა “მე“-ს უარყოფის თაობაზე).
ოტია პაჭკორია
ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
გოეთე
ადამიანის კოლექტიურ გონებას მაღალი ხარისხის სიბლანტე ახასიათებს და ერთი პოზიციიდან მეორეში ისეთი წინააღმდეგობისგამწევი ზოზინით გადადის, როგორც ზღვის შლამი - მიქცევის ჟამს მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ასეთი ტემპით იზრდება დედამიწის მოსახლეობა, შეუჩერებლად ვითარდება ტექნიკა და არც აგრესიული ნაციონალიზმი აყოვნებს, ჩვენს განკარგულებაში მყოფი დრო უკიდურესად შეზღუდულია.
უნდა აღმოვაჩინოთ - თან რაც შეიძლება მალე - ენერგიის ახალი წყაროები, რათა გადაილახოს ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური ინერცია. უნდა აღმოვაჩინოთ უკეთესი გამხსნელები ადამიანთა ანაქრონისტული გონებრივი მდგომარეობის ბლანტი შლამის გასათხიერებლად. ეს უნდა იყოს ენის ბუნებისა და საზღვრების, მისი კეთილად გამოყენების სწავლება.
უნდა მოხდეს ადამიანებში მენტალური დუმილისა და წმინდა მიმღებლობის მდგომარეობის გამოწრთვნა, რითაც ადამიანი შეძლებს კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ კულტურას, უკუაგდოს ამ უკანასკნელის მავნე მხარეები, უგნურებანი თუ შეუსაბამობები და მადლიერებით მიიღოს მისი საუნჯე, მის მიერ დაგროვებული ცოდნა, მისი რაციონალური ნაწილი, ჰუმანისტური ხასიათი თუ პრაქტიკული სიბრძნე.
ოლდოს ჰაქსლი
ადამიანის მეხსიერებას აქვს ერთი თვისება - შერჩევისა და უარყოფის. იგი ივიწყებს შემთხვევითს, შეუფერებელს, მტკივნეულს. ზოგჯერ იმასაც, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. თაობის მეხსიერება უფრო დაუნდობელია, იგი საკუთარი არსებობის მონაკვეთზეც ივიწყებს ბევრ რამეს. როცა ფიქრობ შენს თაობაზე, გეუფლება გრძნობა: ლიტერატურული ქვეყანა, რომელსაც კარგად უნდა იცნობდე, საოცარი მოულოდნელობითაა სავსე, შენ იცი მისი არსებობის მორალური კანონი, მისი სოციალური და საზოგადოებრივი იდეალები. და მაინც, ყოველთვის ელოდები ახალს, მოქმედს, ამაღლებულს.
ოტია პაჭკორია
ადამიანის მისწრაფებათა უმაღლეს მიზანს წარმოადგენს მაღალზნეობრივი ხასიათი.
ერნსტ ტელმანი
ადამიანის მოსპობა შეიძლება, დამარცხება კი არა.
ერნესტ ჰემინგუეი
ადამიანის მოქმედება სამ ხანას გაივლის: I-მეომარ-დაპყრობითი, II-მეომარმოგერიებითი, III-მშვიდობიან-წარმოებითი.
ოგიუსტ კონტი
ადამიანის მოქმედებას ორი სახე აქვს, ერთი სხვისთვის, მეორე თავისთვის. პირველს ჩვენ ფარშავანგის კუდივით გავშლით, მეორეს ვმალავთ, გვეშინია მისი გამომზეურებისა. ყოველი ადამიანი მსახიობია. მე ვიცნობ ორ მსახიობს, სძულთ ერთმანეთი, მაგრამ სცენაზე შეყვარებულთა როლის ასრულება უხდებათ, და ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან.
როდიონ ქორქია
ადამიანის ნიჭი ცოცხალ მინდორს წარმოადგენს, რომელიც ითესება მეცნიერების თესლით. თესლის ყლორტები - ეს არის ყოველი ადამიანის მუდმივი აზრები, ხოლო ნაყოფი სხვადასხვანაირია მათგან აღმოცენებული რჩევის, დარიგების, ცოდნის, უნარების სხვადასხვაობის გამო. ისინი მოიმკება გონების ნამგლით. გადაიტანება მეხსიერების ბეღელში და, დასასრულ, ილეწება განმსჯელობის სალეწი მანქანით და განიავების შედეგად სუფთავდება, რათა გამოცალკევდეს ხორბალი ბზისაგან (ჭეშმარიტება ვარაუდებისაგან).
იან ამოს კომენსკი
ადამიანის პირველი ჭეშმარიტება ის არის, რომ რაც შეიძლება უკეთესად შეეგუოს ბუნებას და შეიგუოს იგი. ეს ერთ-ერთი, უმთავრესი გზაა იმისათვის, რომ ადამიანმა მშვენიერებას მიაღწიოს ცხოვრებაში.
ილია ჭავჭავაძე
ადამიანის პირის კანი ხახვის შუა გარსზე უფრო თხელია და თუ ერთხელ გაიხა, კამეჩის ტყავზედ უფრო გასქელდება და შეიქმნება ურცხვი.
ქართული ანდაზა
ადამიანის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ურმის თვლის როლს კი არ მიაგავს, არამედ თვით ურმის თვალს და რომ მის მოქმედებას შემოქმედებითი ძალა აქვს და მის ზნეობას თავისი საკუთარი მმოძრავი ხასიათი.
არჩილ ჯორჯაძე
ადამიანის სამყაროში შეცდომები და უგუნურება ჭარბობს ცოდნის მატებისა და შეთვისების უნარს.
ალეკსანდრ ბელოსელსკ-ბელოზიორსკი
ადამიანის სიდიადე - ესაა მისი აზროვნების უნარი და რომ იგი თავის უბადრუკობას გრძნობს. ხე ამას არ გრძნობს. მაშასადამე, მხოლოდ უბადრუკი გრძნობს საკუთარ უბადრუკობას, მაგრამ მისი სიდიადეც ესაა სწორედ.
პასკალი
ადამიანის სიდიადე ისაა, რომ მან იცის, მოკვდავი ვარო.
ანდრე მორუა
ადამიანის სიყვარული ადამიანისადმი, ეს ყველაზე ძნელი ამოცანაა, რაც კი ჩვენთვის დაუწესებია განგებას: სიყვარული განსაცდელი და გამოცდაა, უდიდესი საქმე, რისთვისაც ყველა სხვა საქმიანობით მხოლოდ ვემზადებით: ამიტომაც, ახალგაზრდებს, ყველაფერში ახალბედანი და დამწყებნი რომ არიან, ჯერ არ ძალუძთ სიყვარული; მათ ჯერ უნდა ისწავლონ იგი, ისწავლონ მთელი არსებით. მთელი ძალისხმევით, საკუთარ ეულ, შიშნეულ გულისძგერას მიყურადებულებმა. სწავლის ჟამი ძალზე გრძელია და ფარული; ამიტომ სიყვარული დიდი ხნის და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის მარტოობა: უღრმესი, უმძაფრესი მარტოობა იმ ადამიანისა, რომელსაც უყვარს. სიყვარული აზრს დაკარგავდა, მარტოოდენ თავდავიწყებას, მეორე ადამიანთან შერწყმას და შეერთებას რომ გულისხმობდეს.
სიყვარული ამაღლებული მიზეზია ერთეულთათვის, რათა მომწიფდნენ, დასრულდნენ და სამყაროდ იქცნენ. სიყვარულის განხორციელების ნება მხოლოდ მაშინ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თუკი აცნობიერებენ მას როგორც დავალებას, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობისაკენ («ნიადაგ ყურისგდებისა და ქმნისაკენ“), ძალთა მოკრებისაკენ უბიძგებს. ეს არის საბოლოო მიზანი, შესაძლოა საბოლოო მისიაც, რომლის აღსრულებასაც ადამიანთა სიცოცხლე ჯერჯერობით არ ჰყოფნის.
რაინერ მარია რილკე
ადამიანის სიცოცხლე ცვარივით დრომოკლეა, სიკვდილი ბევრ მშვენიერ აზრსაც კლავს, ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ, რასაც გვიტოვებენ, შევინახოთ და შთამომავლობას გადავცეთ. მოგონება დაუნდობელ დროსთან ბრძოლაცაა და კიდევ, კაცის შესახებ საუბარი მასთან შეხვედრას ჰგავს.
გიორგი ნადირაძე
ადამიანის სიცოცხლეზედ საყურადღებო არა არის-რა და არც სხვა რამ საქმეა უფრო დიდი, ვიდრე ის, რომ დაბრკოლება მოაშორო ამ სიცოცხლეს, ხელი შეუწყო მის განვითარებას.
ლევ ტოლსტოი
ადამიანის სიცოცხლის დიდი აზრი იწყება იქ, სადაც იწყება პიროვნება.
ლავროსი კალანდაძე
ადამიანის სიცოცხლის არსი სილამაზის, ჰარმონიის, თვითგამოხატვის მიღწევაა. თუ ადამიანი ყოველდღე რაიმეს გააკეთებს უფრო სრულყოფილად ვინემ გუშინ, და ამას იქმს შეგნებით, მაშინ მისი ეს სწრაფვა აუცილებლად დაამჩნევს კვალს მის ცნობიერებას, ხოლო მისწრაფებათა ერთობლიობა შეცვლის მის ქცევას უკეთესობისაკენ.
სვიატოსლავ რერიხი
ადამიანის სრული ბედნიერებისათვის აუცილებელია სახელოვანი სამშობლო.
სიმონიდე კეოსელი
ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და შევაშველოთ და ვცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული: თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
ნოდარ დუმბაძე
ადამიანის სული, მისი მისწრაფება, სიყვარული, თანაგრძნობა წმიდათაწმიდაა და მას უნდა გავცემდეთ სრულიად თავისუფლად და ღირსებით.
სამსონ ფირცხალავა
ადამიანის უდიდეს ნაკლად მიმაჩნია უზრდელობა და უმადურობა. მაქვს კრიტიკულ მომენტში მაქსიმალურად მობილიზების უნარი. ჩემი ცხოვრებისეული კრედოა - საქმისადმი ერთგულება და სწრაფვა მაღალი პროფესიონალიზმისაკენ; ნებისმიერი წარმატება შედეგი უნდა იყოს დიდი შრომისა; შორს ბოროტი და შურიანი ადამიანებისაგან.
როინ მეტრეველი
ადამიანის უდიდესი მტერი ყოველთვის თვითონ არის. ჩვენი ყოფის უმთავრესი უბედურება ჩვენი სულიერი დაუძლურებაა. შემოქმედება ისპობა იქ, სადაც უიმედობა გაბატონებულა, იარაღს ვეღარ მოიმარჯვებს ურწმუნო, და მტერი აღვირაშვებული დათარეშობს მის მამულ-დედულ მიწაზე.
სამსონ ფირცხალავა
ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს (თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.
კანტი
ადამიანის ღირსებებზე მისი მაღალი თვისებების მიხედვით კი არ უნდა მსჯელობდე, არამედ იმის მიხედვით როგორ იყენებს მას.
ლაროშფუკო
ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ პირიქით - განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.
კარლ მარქსი
ადამიანის ცოდნა, მისი შემეცნების ფართო ხასიათის მიუხედავად, შეზღუდულია.
ნიკოლაუ ზომბარტი
ადამიანის ცოდნა მუდამ საკმაოა, თუკი მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
მარკიზ დე კიუსტინი
ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა!
ფოლკნერი
ადამიანისათვის ცუდად მოხმარებული დრო არსებობაა, კარგად მოხმარებული - სიცოცხლე.
ვილჰელმ ვუნგი
ადამიანის ცხოვრება კოცონს წააგავს - მისი საწყისი ალია, ხოლო დასასრული კი - ფერფლი.
ვლადიმერ სტაროსელსკი
ადამიანის ცხოვრება მდინარეა. დინებას უნდა გაჰყვე, შეებრძოლო. ან ფონს გახვალ, ან დაიხრჩობი.
ქეთევან ჯავახიშვილი
ადამიანის ცხოვრებაში არის ჰასაკი, რომელსაც წელთა ყვავილი ეწოდება, ეს მაშინ, როცა მისი ზნეობრივი და ფიზიკური ძალები მიაღწევენ სრულ განვითარებას. ხალხის ცხოვრებაში არის ასაკი, რომელსაც ოქროს საუკუნე ეწოდება, როცა ამ ხალხის არსებობა აღწევს თავისი პოლიტიკური განვითარების უმაღლესს ხარისხს.
მაგრამ ყოველთვის ერთი პიროვნების ცხოვრებაშიც და მთელი ხალხის ცხოვრებაშიც, ცოტა თუ ბევრად, მკვეთრად აღინიშნება მდგომარეობა, რომლის ზევით უკვე ვეღარ აღწევენ მათი ვერავითარი ძალები და რომელიც, რასაკვირველია, თავის რიგად, ცოტა თუ ბევრად, ბრწყინვალეა.
დიმიტრი ყიფიანი
ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი არის კარგი განათლება.
რაბინდრანათ თაგორი
ადამიანის ძალღონეს ორი რამ ამოძრავებს: აზრი და ქონებრივი გამორჩენა. ვისი ძალღონეც აზრით მოძრაობს, ის გენიოსია, რაც უნდა პაწია და უჩინარი იყოს მისი მოღვაწეობის წრე. ვინც მოგებისათვის შრომობს, ჩვეულებრივ საჭიროებისა, ანუ საფუფუნებელ საშუალების მოსაპოვებლად, ის უბრალო მუშა კაცია. მშვენიერი ადამიანი კი ის არის, ვის გულშიაც ორივე კარგადაა შეერთებული.
ბერტოლდ აუერბახი
ადამიანის წინმსვლელობა და განვითარება შეუძლებელია, თუ ის თავისუფალი არ არის; ეროვნული უფლებანი კი შეადგენენ ორგანულ ნაწილს პოლიტიკურ თავისუფლებისა. ხალხი წინ მიდის მხოლოდ მაშინ, თუ აქვს ნება თავისუფალ შემოქმედებითი შრომისა. სხვა და სხვა ერები ძმურად ჰცხოვრობენ ერთ და იმავე სახელმწიფოში, თუ მათი ეროვნული უფლებანი უზრუნველყოფილნი არიან.
აქედან - აუცილებლობა ეროვნულ-ტერიტორიალურ თვითმართველობისა. ამისთანა თვითმმართველობა, აშენებული დემოკრატიულ პრინციპებზე... მოაწესრიგებს საზოგადოდ შინაურს ცხოვრებას კულტურული განვითარებისათვის“
ელისაბედ ჯამბაკურ-ორბელიანი; გიორგი გვაზავა
ადამიანის ჭეშმარიტ დიდბუნებოვნებას სხვისი დამდაბლება არა სჭირდება.
პიერ დარიუ
ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი: მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.
კანტი
ადამიანის ხასიათის ლმობიერება, გულწრფელობა, გულკეთილობა და სულის შეუბღალავი სისპეტაკე ჩვენს გარდამავალსა და ფუქსავატობით გაჟღენთილ დროში იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ უნებურად გხიბლავს ადამიანს ისეთი პიროვნება, რომელიც უხვადაა დაჯილდოებული ამ იშვიათი თვისებებით.
ასეთი თვისების მქონე ადამიანი თავის საკუთარი ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის ვერასოდეს ვერ გამოიყენებს თავის მაღალ ღირსებას; რის გამოც იგი თითქმის ყოველთვის მოკლებულია პირად ბედნიერებას, საკუთარ კეთილდღეობას. ასეთი პირი მუდამ უბედური და დასჯილია ცხოვრებაში და ამ უბედურების წყარო მისივე მაღალი ღირსება ხდება.
სვიმონ ღოღობერიძის ნეკროლოგიდან
ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მოემი
ადამიანისთვის არ არსებობს სიცარიელე; რაც არ არსებობს-მოგონილია; და რაც მოგონილია, ის სიცრუეა. ამიტომაც ვცდილობთ რითიმე ამოვავსოთ ხოლმე ადგილი, სადაც ვერაფერს ვხედავთ.
თაგორი
ადამიანისთვის ორი ჭეშმარიტება არსებობს ქვეყანაზე: ვაჟკაცობა (ახაწარააფხ.) და თვითაღზრდა (ახაძარა-აფხ.), უდიდესი სიმდიდრე კი იმედი (აგუღრა-აფხ.).
100 წლის აფხაზი ტაბაგუ პაპცა
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მარტოოდენ სამი მოვლენა: დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება, და ავიწყდება, რომ უნდა იცხოვროს.
ლაბრიუერი
ადამიანისათვის ცუდად მოხმარებული დრო არსებობაა, კარგად მოხმარებული - სიცოცხლე.
ვილჰელმ ვუნგი
ადამიანისათვის წარსულის მოგონება ისე ძვირფასია, რომ მომავალი მისთვის მიმზიდველი ვერ იქნება თუ იგი წარსულის გაგრძელებას არ შეადგენს, შესაძლოა შესწორებულს, სრულყოფილს, მაგრამ მაინც გაგრძელებას.
პეტრე უსლარი
"ადამიანმა თუ ყური გათხოვა -
მეტი მოვლა უნდა ნათხოვარს!
რამდენ დროსაც ართმევ,
იმდენ ტოლფას სათქმელს თუ არ აძლევ,
ჰგავხარ მათხოვარს!"
ტარიელ ჭანტურია
ადამიანმა, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია, მაღაზია არ უნდა გახსნას.
ძველი ჩინური სიბრძნე
ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა.. სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება და მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაგვარჩენს.
ილია II
ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება, ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს.
ნიკოლაი ბერდიაევი
ადამიანო, მთელ შენი ცხოვრება იყო მგზავრობა ხორცშესხმულობითა. გზად მიდიოდი, ჩქარობდი სიარულს და ახლა უცებ გენანება ის, რის ასრულებასაც შენ თვითონ ესწრაფებოდი. გაშინებს განა, რომ დიდი ცვლილება მოგელის ხორცით
სიკვდილისა, მაგრამ ასეთივე დიდი ცვლილება ხომ მაშინაც მოხდა, როდესაც გაჩნდი ამ ქვეყნად.
ლევ ტოლსტოი
ადამიანობა საკუთარი მშობლების, ოჯახის, გარემოცვის, სოფლის, ქალაქის, მხარისა და სამშობლოს შემეცნებით იწყება. ადამიანის ღირსების ჩამოყალიბებისას განუზომელია ისტორიის მნიშვნელობა. იგი გვასწავლის - რანი ვიყავით, რანი ვართ, საით უნდა მივისწრაფოდეთ და შემდგომში რას უნდა ვაღწევდეთ ერთობლივად.
გიორგი ციციშვილი
ადამიანს ავისა და ჭუჭყიანი ფიქრისა არა რცხვენია. ხოლო როცა ჰგონია, სხვასაც ეჭვი აქვს აღებული, რომ ავი და ჭუჭყიანი ფიქრი მაქვსო, მაშინ იგრძნობს ხოლმე სირცხვილს.
ფრიდრიხ ნიცშე
ადამიანს არაფერი ძალუძს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, - ამ ორ საპირისპირო და საერთოდ კი ერთნაირად სწორ დებულებას შორის ფეთქავს და ქანაობს ჩვენი ცხოვრება - თვითოეულის ცალკე და ყველასი ერთად.
კანტი
ადამიანს ასუსტებს ორი ინსტიქტური მოქმედება, რითაც იშრიტება და შრება ჩვენი ცხოვრების წყარო. ორი ზმნა გამოხატავს სიკვდილის ამ ორი მიზეზის ყველა ფორმას: “მსურს“ და “შემიძლია“. სურვილი გვწვავს, შესაძლებლობა - გვსპობს.
ონორე დე ბალზაკი
ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მეცნიერი, მაგრამ მოქალაქე რომ არ იყოს, ამის უფლება მას არა აქვს.
სიმონ ჯანაშია
ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.
მარკესი
ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, გული არ გაუტეხო, ხელის გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა წააქეზო. თუ გრაფომანია, მაშინვე უნდა უთხრა სიმართლე, განსაკუთრებით ხანშიშესულს.
რედაქციაში ჯოხური რჩევა არ შეიძლება. ხომ იცით შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი, ნინო ნაკაშიძე როგორ აძლევენ კონსულტაციას? არ უნდა დააშინო დამწყები მწერალი, ან საერთოდ, რედაქციაში მოსული.
რედაქცია კაცთმოყვარეობის და პატივისცემის ტაძარი უნდა იყოს. თუმცა რაღა ბევრს გეუბნებით? თქვენ ხომ უჩემოდაც იცით ეს.
ლევან ასათიანი
ადამიანს გაორებული ბუნება აქვს. და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმადააა დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად ფიქრობენ. თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე“ იტანჯება, წვალობს და ამ განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი და რთული საქმეა. ის უფრო ჰგავს სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს, ვიდრე აზრიან მეტყველებას.
თაგორი
ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება, მიბაძვა, გამოცდილება. აზროვნება-ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა-ყველაზე ადვილი, გამოცდილებაყველაზე ძნელი.
კონფუცი
ადამიანს თავი უკვდავად მიაჩნია, თუ მას რჩება მემკვიდრე.
აპოლონ წულაძე
ადამიანს თავის ბუნებით არ უყვარს ჭეშმარიტება - ეს გასაგებიცაა. სიცრუე, მითოსი, მისთვის ბევრად უფრო სასურველია. ადამიანისათვის ბევრად უფრო სასიამოა წარმოიდგინოს გენია ავარდნილ ალად, ვიდრე მასში დაინახოს ნევროტული არსება.
ძმები გონკურები
ადამიანს ისე არას მოვთხოვ, როგორც სიმტკიცეს, რომელიც გულწრფელობასთან ერთად ადამიანის უძვირფასესი ღირსებაა.
სამსონ ფირცხალავა
ადამიანს ისე უყვარს სიცოცხლე, რომ საეჭვოა სხვა რამ უფრო მეტად უყვარდეს. და მაინც სიცოცხლეს სახელი ურჩევნია, თუმცა სახელი მის შესახებ შექმნილი აზრია ათასობით ადამიანის მიერ, რომელთაც არც იცნობს და არც არაფრად აგდებს.
ლაბრიუერი
ადამიანს მეტად მცირე აქვს შინაგანი კეთილშობილება., რამეთუ მარტოოდენ მარცხისა და დაქვეითების შემდეგ ხდება უფრო კაცური კაცი, უფრო დამყოლი, კეთილი და პატიოსანი.
ლაბრიუერი
ადამიანს მივმართავთ: “ბატონო გიორგი!“ ღმერთს-“უფალო!“ და საოცარია: “უფლება“ ქართულში “მატიანისაგან“ კი არ მოდის, არამედ უფლისაგან.
გრიგოლ რობაქიძე
ადამიანს, მისი პირადი ბედნიერებისთვის, ცოდნის გარკვეული ულუფა ჰყოფნის და ნუ გადავალთ ამ ზღვარს, ნუ ვიქნებით ხარბები!
მიხეილ ქვლივიძე
ადამიანს მხოლოდ იმის მოცემა და მონიჭება შეუძლიან, რაც აქვს.
გრიგოლ ყიფშიძე
ადამიანს ოღონდ უთხარი რამე და გააფრთხილე, ნურავის ეტყვი, საიდუმლოა და ვითომ ბუკი და ნაღარა დაგიკრავს.
დამაკვირდი
ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას, არ გააჩნია სხვა რამ ისეთი ძვირფასი განძი, როგორიც არის მშობლიური ენა. იგი შეუთვისებია ადამიანს დედის რძესთან ერთად. ამიტომ მშობლიურ ენაში გვაქვს ჩაქსოვილი, მასთან შერწყმული მთელ სიცოცხლეში, ჩვენთვისვე შეუმჩნევლად შემონახული მთელი ჩვენი მსოფლშემეცნება.
იგივე მშობლიური ენაა ურთიერთობის საშუალება უპირველესად დედასთან, ხოლო შემდეგ სხვა გარემოსთან. ქართველმა კაცმა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად დაარქვა მას დედა, დედაენა. ეს ყველაზე ძვირფასი, ინტიმური, ყველაზე საფიცარი სიტყვა.
გიორგი ახვლედიანი
ადამიანს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვისი პიროვნებით, შეუძლია უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს ორ თვეში, ვიდრე ამას მეორე მოახერხებს ორი წლის განმავლობაში, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავით დააინტერესოს სხვა.
დეილ კარნეგი
ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავისი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს, მიხვდეს, რა სურს მეორე ადამიანს, გარანტირებული აქვს კარგი მომავალი.
ოუენ რანგი
ადამიანს სიბრძნე ამშვენებს, ესე იგი, დაკვირვება, გამოცდილება და ჭკუა.
მიხეილ ჯავახიშვილი
ადამიანს, სხვა არსებულისაგან განსხვავებული ონტოლოგიური სტატუსი აქვს - როგორც არა აქვს არც ერთ სხვა არსებულს - არც არაორგანულ ნივთს, არც მცენარესა და არც ცხოველს. ესაა - გონი. გონი - ეს არის უნარი ობიექტურ, თავად საგნის, თავად ღირებულების პოზიციაზე დადგომისა. შემეცნების აქტები, ესთეტიკური განცდები, ზნეობრივი მოქმედებები, რელიგიური ცხოვრება.
- ყველა ამ სფეროში მეფობენ არა ადამიანის ვიტალური ინტერესები, არამედ უმაღლესი ღირებულებები, ჭეშმარიტება, მშვენიერება, სიკეთე. ადამიანს ისიც შეუძლია, რომ გონის საპირისპიროდ იმოქმედოს და ცხოველს დაემსგავსოს.
თამაზ ბუაჩიძე
ადამიანს უდიდესი სიფრთხილე მართებს იმის მიმართ, რაც მისი პირიდან წარმოითქმება: მას შეუძლია როგორც აშენება, ისე დამხობა.
ტაბაგუ პაპცა
ადამიანს ღირსების დამამცირებლად უნდა მიაჩნდეს ანგარიშის გაწევა ისეთი ადამიანისა, რომელსაც სხვის საქმეში ჭუჭყიანი ხელის ფათური ხელობად გადაუქცევია და თავის საკუთარ ჭუჭყს კი ვერა ჰხედავს.
“სახალხო გაზეთის“ რედაქციისაგან (1912, №693)
ადამიანური განცდის არცერთი სფერო არ არის პირობითობა-შეთანხმებებით ისე მომარაგებული, როგორც სიყვარული. აქ უამრავი მაშველი საშუალება გამოუგონიათ: მაშველი რგოლები, ნავები, საცურაო ბუშტები...
ათასგვარი თავშესაფარი ააგო საზოგადოებრივმა აზრმა, რომელმაც, რაკი სიყვარული სიამოვნებასთან გააიგივა, მისი მსუბუქად მოწყობაც ითავა.
სხვა მნიშვნელოვან საკითხთაგან ყველაზე ნაკლებად სიყვარულის საკითხის გადაწყვეტა შეიძლება საჯაროდ დადგენილი ტრადიციული კანონ-წესების მიხედვით, რომ ეს მათი ცხოვრების არსებითი კითხვებია, მხოლოდ ორ ადამიანს რომ ეხება. მაგრამ როგორღა უნდა იპოვნონ საშველი საკუთარ თავში, საკუთარი მარტოობის სიღრმეებში, როცა თავიც გაუფანტავთ და მარტოობაც? როცა ორი ადამიანი ისე ათქვეფილა ერთმანეთში, რომ საკუთარი აღარაფერი გააჩნიათ და ერთმანეთისგან აღარაფრით განსხვავდებიან?
რილკე
ადამიანში არის ორნაირი “მე“. ჭეშმარიტი, ნამდვილი, ღრმა და “მე“, წარმოდგენითა და ვნებებით ჩამოყალიბებული, ყალბი.
ნიკოლაი ბერდიაევი
ადამიანში სიკეთის გაღვიძება და პატივისცემა ჩვენზე აღმატებული ძალისადმი კრიზისიდან ჩვენი გამოყვანის ერთადერთი გზაა.
ვაცლავ ჰაველი
ადამიანში ყველაზე მართალი გულია და თუ გული ტყუის, მაშინ ყველაფერი გათავებულია.
ძმები გონკურები
ადამისგან ესე ასრე ყოფილა: დიდბუნებოვან კაცს აუჩნდებიან მოწინააღმდეგენი, მგმობარნი და მოკამათენი გარნა იგი არ მიჰხედავს მათ, დგას თავის თავზე სვეტებრ ტონისებრ და ჟამთა განმავლობაში შეურყევლებითა აზრისა თვისის ძლიერება თვისით თვისსავე გზას მოჰყრის მოკამათეთა და მოქიშპეთა თვისთა, და ამ სახით წინანდელნი მტერნი მუნ იქნებიან მისნი უერთგულესნი მეგობარნი და საკუთარნი კაცნი.
მოსე ჯანაშვილი
ადვილი როდია ისეთი საქმის პოვნა, რომელშიაც ვინმეს რამე ბრალი არ დაედოს. ძალზე ძნელია, ისე გააკეთო რამე, რაღაცაში არ შეცდე; უნაკლოდაც რომ შეასრულო საქმე, მაინც ძნელია, განუკითხავი მსაჯულის ყბაში ჩავარდნას გადაურჩე.
სოკრატე
ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა, მალევ ნუ დაწვრილმანდებით; ქედს ნუ მოიხრით მონურად, მალევ ნუ დაიჩაგრებით. აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით, შემოიკრიბეთ მხნეობა! რად მალე გული გაგიტყდათ და დაგიმჩატდათ მხნეობა?! დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა თავისუფლების დღეობა. სისხლ გულით ნადენს, ცრემლს-თვალით შესცვლის ლხინი და ღრეობა!..
ვაჟა-ფშაველა
ადრეულ ასაკში სულისათვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ მის უკეთეს სამკაულს წარმოადგენს მოვლენების სწორი შეფასება და ჯეროვანი პატივისცემა; რომ თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ბატონობის ასპარეზის გასადიდებლად. რისამე ქებას ან გაოცებას ნებისყოფის სისუსტედ თვლიანთავისთავად დაკნინებად და დამარცხებად.
ამიტომაც სხვისი გაკილვის, გაცამტვერებისა და სახელის გატეხის მიზნით ხშირად აადენენ ხოლმე ლანძღვაგინების კორიანტელს. მაშინ სხვისი დამცირებით ვცდილობთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.
თაგორი
ავ თვალს კარგს ნუღარ უჩვენებ, ავ ყურს კარგს ნურას ეტყვი-რა.
ქართული ანდაზა
ავად ვიყავ - არა მნახე, მკვდარს რაღაზე ჩამომყვირი.
ქართული ანდაზა
ავზნეობა გულისა - ცხადი ნიშანია ჭკუანაკლებობისა.
ანა ლუიზა ჟერმენა სტალი
ავთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
შოთა რუსთაველი
ავთან სიკეთე მასა ჰგავს, ქველს ჰკადრო დიდი ავები; თუ ავსა ავი არ უყო, ვის ჰკითხო დანაშავები?
სულხან-საბა ორბელიანი
ავი დედაკაცის ენა ასპიტის ღრძილების შხამშია ამოვლებული.
სოლომონ ბრძენი
ავი დიაცი ნადირთა დაპყრობად უძნელესია; თავისა დაუჭირავი გველთაგან უგველესია.
ვახტანგ VI
ავი ენა ავი გულის ნიშანია.
სირუსი
ავი კაცი აქე და ერიდეო.
ქართული ანდაზა
ავი კაცი ნახშირსა ჰგავს: თუ არ დაგწვავს, გაგმურავს მაინც.
ანაქარსისი
ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია.
ილია ჭავჭავაძე
ავი მეზობელი ამომავალი მზეა, კარგი რაღა იქნებაო.
ქართული ანდაზა
ავი ქალი ნუმც მინახავს, გულსა სევდის შემომყრელი: რაგინდ მზისა დარი იყოს, ასპიტია გესლთა მყრელი.
ვახტანგ VI
ავკაცობა ლაფი არის ძნელად-ძნელი სატოპავი.
ქართული ანდაზა
ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.
ვაჟა-ფშაველა
ავსა კაცსა ავი სიტყვა და ბეზღობა უჩანს უნჯად.
იოსებ ტფილელი
აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.
ლევ ტოლსტოი
აზრი! დიადი სიტყვაა! მაშ რა შეადგენს ადამიანის სიდიადეს თუ არა აზრი? დაე აზრი თავისუფალი იყოს, როგორც თავისუფალი უნდა იქნეს ადამიანი: კანონის ფარგლებში, ყველა იმ პირობის დაცვით, რომლებსაც საზოგადოება გვაკისრებს.
ალეკსანდრ პუშკინი
აზრი მაშინაა მხატვრული, როცა ემოციის წნეხს გაივლის. აზრი ისე უნდა იყოს გრძნობისაგან გაუყოფელი, როგორც მხედველობა თვალისაგან, სმენა ყურისაგან, სული მატერიისაგან, როგორც აბსტრაქცია კონკრეტულისგან.
შოთა ნიშნიანიძე
აზრი ქედმაღალია, ამაყია და ადამიანი მისთვის ძვირფასია.
მაქსიმ გორკი
აზრი შენი, დაიბადება რა გონებასა შინა შენსა, შვიდჯერ აბრუნე, შვიდგზის უქციე, შვიდჯერ განჭვრიტე, შვიდგზის მოჩარხე და ისრე აღმოუშვი ბაგეთაგან შენთა.
მოსე ჯანაშვილი
აზრი, წიგნები, მათი ავტორები მდიდრებისა და რაიმე ავლადიდების მფლობელთაგან რომ იყვნენ დამოკიდებული, რა დევნა დაიწყებოდა! არავის დაინდობდნენ.
ერთი შეხედეთ, რა ქედმაღლურად მიმართავენ მეცნიერებს! რარიგ ზემოდან დასცქერიან ამ “უბადრუკ“ კაცებს, რომელთაც თავიანთმა დამსახურებამ არ მოუტანა არც მაღალი თანამდებობა, არც სიმდიდრე და მაინც გონივრულად აზროვნებენ და წერენ!
უნდა ვაღიაროთ, აწმყო მდიდრებს ეკუთვნის, მყოფადი - პატიოსანსა და ნიჭიერ ადამიანებს.
ლაბრიუერი
აზრის სნეულება უფრო გავრცელებული და უფრო დამღუპველია, ვიდრე სხეულის სნეულება.
მარკუს ტულიუს ციცერონი
აზრის სხვადასხვაობა კარგი საქმეა, მაგრამ ზოგიერთ ისტორიულ მომენტში და ერის ზოგიერთ პირობებში საჭიროა ყველა პროგრესულ ელემენტების ძალთა კონცენტრაცია, საჭიროა ერთი აზრის შემუშავება, ერთი გრძნობის, მისწრაფების შექმნა ერის ყოფნა-არყოფნის საკითხის წამოყენების დროს.
არჩილ ჯორჯაძე
ათასი გარემოებაა იმისთანა, რომელიც ჯერ უნდა გამოიძიო, ვიდრე განიკითხავდე საქციელს სხვისას.
მარკუს ავრელიუსი
ათასი მტრის გაწყვეტას ერთი მამულიშვილის დახსნა სჯობია.
ჟაკ ბოსიუეტი
ათასგვარი უბედურების მიუხედავად, კაცს სურს ბედნიერი იყოს, დიახ, მას სურს ბედნიერი იყოს და არ შეუძლია არ სურდეს ეს. მაგრამ როგორ ეზიაროს ბედნიერებას? სიმართლე თუ გნებავთ, ერთადერთი გზით: უკვდავი უნდა გახდეს, მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, ის ცდილობს საერთოდ არ იფიქროს ამაზე.
პასკალი
ათასი დედაკაცის მორიგება უფრო შეიძლება, ვიდრე ორისა.
ჩინური ანდაზა
ამ გამწარებულს წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქმნება.
სიტყვა სამურველი ხომ არ არის, მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდან უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა.
ილია ჭავჭავაძე
ამ კაცს ნიადაგ ხალხი ახვევია გარს, სულ კუდში დასდევენ, - მაღალი თანამდებობის პირია; აგერ იმ კაცს ყველა თვალში შესციცინებს - დიადნი ამა სოფლისანი სწყალობენ; ამას კი ყველა ეფერება და ელაქუცება, თვით დიდებულნიც, - მდიდარია; აი ამას ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქერის, თითით საჩვენებელი ვინმეა, - მეცნიერი და მჭერმეტყველი; ვხედავ ერთ კაცს, ვინც სალამს ვერვის ასწრებს, - ბოროტია.
ნეტავ შემახვედრა ერთი ისეთი კაცი, რომელიც იქნება მხოლოდ კეთილი, კეთილი და სხვა არაფერი და ყველა ეცდება მასთან დაახლოებას.
ლაბრიუერი
ამჟამად კაცთა მინდობა ამხანაგთაგან ძნელია: საწადლის პირთა გამთავე საქმით არა სჩანს მქნელია; რომელიც მშვიდი გგონია, ის ხერხთა მომფენელია, მუცლის ლხინად და ნადიმად უჩანს საქმენი ბნელია.
ვახტანგ VI
ამ ქვეყანაზე, თუმცა ცოდნით სხვებზე წინა ვარ, ვერ გამიგია, რისთვის მოველ, რა ვარ, ვინა ვარ. ან გამახარა ამ ქვეყნიურ ბედნიერებით, ანდა ამქვეყნად ნეტავ, სულ არ დამაბინავა! სრულქმნილების გზას ვეძიებდი სიბრძნის ჩირაღდნით, ამაოდ დავშვერ! - აი, ჩემი გულის ნაღველი!
აბუ ალ-იბნ-სინა
ამ ქვეყანას სამი საფუძველი აქვს; ცოდნა, ღვთისმსახურება და ქველმოქმედება.
სიმონ მართალი
"ამაო სიტყვა კაცისა, მაგრამ არ ვარგა მოჯრილი.
სიტყვა მოქნილი სჯობია, მოკლე, სხარტი და მოჭრილი.
სიტყვა თუმც წყაროს წყალსა ჰგავს, ზოგი ამაოდ ირჯება, -
ბევრი ჭიჭყინით გაგჭყიპავს და გული მოგეყირჭება.
ცოტა თქვი, მაგრამ კარგად თქვი, ვით მარგალიტი ჭიოტა.
რა დაუდგება კარგ ნათქვამს, თუ ხალხში ერთხელ იოტა.
ბევრს ნუ იყბედებ, მოსმენის დაეკარგებათ ხალისი.
მარგალიტი გაქვს, გგონია, თურმე გქონია ალიზი.
კოპწია კონა ვარდისა თავისი ქორფა ქათიბით
თივას ყოველთვის სჯობია, თუნდ იყოს მთელი სათიბი."
ნიზამი განჯელი
ამაღლდი ღირსად კეთილად ცხორებითა უფროის ვიდრეღა ცნობისა სიმაღლითა: იგი განგაღმართობს და დაგცემს დიდად.
ნიკოლოზ ორბელიანი
ამაღლებულნი დამდაბლდნენ. ამაღლდნენ დამდაბლებულნი; მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.
არჩილ მეფე
ამაყი კაცისთვის ძნელია აპატიოს ადამიანს, რომელიც მას დანაშაულზე წაუსწრებს და სამართლიანად უსაყვედურებს. გოროზი გული მხოლოდ მაშინ მოულბება, როდესაც მეორესაც ფეხი წაუცდება და თვითონ ძველებურად წელში გასწორდება.
ლაბრიუერი
ამქვეყნად კაცის ცხოვრების დანიშნულება არის შრომა, სიყვარული შრომისადმი, რომელსაც თანა უძღვის ტანჯვა-ვაება და რომელშიცა მდგომარეობს სიცოცხლე და ბედნიერება კაცისა.
მღვდ. იოანე შიუკაშვილი
სიტყვა წარმოთქმული ბარბარე ჯორჯაძის ცხედრის წინაშე ამქვეყნად სამი ძირითადი ფასეულობაა: პური არსობისა, რომელიც გვაძლევს სიცოცხლის ძალას და ჯანმრთელობას, ქალი, რომელიც აგრძელებს სიცოცხლის ძაფს და სიბრძნე, რომლებიც წიგნებში ძევს და დროთა კავშირს უზრუნველყოფს.
ძველებური თქმა
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი მაინც ადამიანია. გაანებე თავი მის მცირე ნაკლს. თუ კი საშუალება გექნეს, ადამიანს მოეხმარე, მის სულს მოეფერე. რაც დღეს გააკეთე, ამხანაგებთან არ მოყვე. არავის არ უთხრა, რომ ადამიანს სული შეურყიე.
თუ ვინმეს დანაშაულზე წაასწრო, საქვეყნოდ ნუ გამოიტან, ფეხს გულზე ნუ დააჭერ. გაინაპირე, პირისპირ მარტო შეხვდი და ეცადე საკუთარ სულში ჩაახედო. მე ვიცი, რომ ეს ძნელი გზაა, მაგრამ ამ გზაზე დამარცხება გერჩიოს დღევანდელ შენს გამარჯვებას.
ალეკსანდრ შატცკი
ამ საწუთროში ბედნიერია ის, ვინც დიდსულოვანია ნათესავების მიმართ, კეთილის მგზავრების მიმართ, გულგრილია მიწიერების მიმართ, მეგობრობს კარგ ადამიანებთან, ფრთხილი და წინდახედულია არამზადასთან, წრფელია სწავლული ადამიანებისადმი, მამაცია მტრებთან, მორჩილია უფროსებთან და მკაცრია ცოლთან.
აღმოსავლური სიბრძნე
ამ საწუთროში ადამიანის უამრავ საქმეთაგან, მის იდუმალ ზრახვათა სიტყვით გამოხატვას პოეზია ეწოდება. კაცთა გულში აქვს ფესვი პოეზიას: იგი იზრდება სიტყვის უამრავ ფოთოლს შორის. პოეზია აბრუნებს ცასა და დედამიწას, გულს აღუძრავს უხილავ ღმერთებსა და აცხრობს მებრძოლთა სისასტიკეს. იგი ჰგიებს დასაბამიდან ქვეყნისა.
კი-ნო ციურაიუკი
ამაო წუხილს წარსულისათვის ისევ ისა სჯობს, რომ გონიერი მერმისის ფიქრს შევუდგეთ.
დამაკვირდი
ამას ვწყინობ: ავნი ავსა თვით იქმნენ და სხვას კი სძრახვენ.
დავით გურამიშვილი
ამბობენ, დრო წახდაო, არა, ბატონებო! დრო არ წამხდარა და არც არასოდეს წახდება, მხოლოდ ადამიანები წახდნენ თავიანთი უგუნურობით.
ლევ ტოლსტოი
ამირანის ყველა ავკარგი და სისუსტე, მეტნაკლებად ყველა ქართველის ავკარგი და სისუსტეა.
შოთა ნიშნიანიძე
ამოირჩიე იმისთანა კაცი, რომლის მოქმედება ან სიტყვა მოგწონებია, რომლის სახე გამომეტყველია შენდა მიმართ თანამგრძნობის გულისა და თვალწინ იყოლიე მუდამ როგორც შენი მფარველი, როგორც მაგალითი.
ლუციუს ანეუს სენეკა
არაბთა ბრძენს ლოკმანს ჰკითხეს, - ვისგან შეისწავლე სიბრძნეო? - ბრმებისაგანაო, - უპასუხა მან: ისინი ფეხს ისე არ გადასდგამენ, თუ ალაგი არ გასინჯესო.
აღმოსავლური სიბრძნე
არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია, მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია.
ილია ჭავჭავაძე
არ არის საზოგადოება იქ, სადაც არ არის სავალდებულო ზნეობრივი კანონი გარდაუვალი ყველასათვის. საზოგადოება აგებულია თავისებურ წესებზე, წესები ანიჭებენ მას სახეს, ხასიათს, არსებას და თუ ყოველს ადამიანს, საზოგადოების წევრს თავის ნებით შეუძლია ფეხით გათელოს საზოგადოების საფუძველი წესი, საზოგადოება იშლება, უძლურდება, იხრწნება. საზოგადოების წესი ზღუდავს ადამიანის პიროვნების განუსაზღვრელს თავისუფლებას.
სამსონ ფირცხალავა
არამზადას, სინდისის გასაღვიძებლად, სილა უნდა გააწნა.
არისტოტელე
არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ყოველ თვისებას უფრო მეტად არ აფასებდეს, ვიდრე თვით იმ კაცის თვისებებს, ვისაც ყველაზე მეტად სცემს პატივს.
ლაროშფუკო
არ არსებობს ახირებული დროება, არიან მხოლოდ ახირებული ადამიანები.
რომენ როლანი
არ არსებობს მანკიერება, რაც თავად (ესპანეთს) არ გააჩნდეს და არ არსებობს ტანჯვა, რაც თავად არ განეცადოს ადამიანს. აზრთა ასეთი მდინარება პატიოსანიცაა, გულწრფელიც და ღრმად ადამიანურიც. გთხოვთ, სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდეთ ეს და ერთგულად იცავდეთ.
ანტონიო მაჩადო
არ არსებობს რაიმე ადამიანზე ძლიერი. ის გადასცურავს ზღვებს, ააფეთქებს მიწას, ათვინიერებს მხეცებს, იცავს თავს სიცხისაგან, სიცივისაგან, შიმშილისაგან, ყველაფრის წინააღმდეგ იცის მან რაღაც საშუალება, მაგრამ სიკვდილს ვერ გაექცევა.
სოფოკლე
არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისაგან სიყვარულს იგრძნობ!..
თამაზ ჭილაძე
არ არსებობს შინააშლილობაზე უფრო დიდი უბედურება. ის გარდუვალია, თუ შევეცდებით ყველას თავისი კუთვნილი მივაგოთ, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი იტყვის, რომ სწორედ მან დაიმსახურა ყველაზე დიდი პატივი. ბრიყვი, რომელსაც ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცა, ასევე შეიძლება გახდეს უბედურების მიზეზი, მაგრამ ეს უბედურება არც ასერიგად დიდია და არც ასერიგად გარდუვალი.
პასკალი
არ გაგამედიდუროს ქებამ, არც ძაგებამ შეგაშინოს, გახსოვდეს, არც ერთი საქმე არ არის იმისთანა, რომ არა ჰყავდეს მაქებარიც და მძაგებელიც. პატიოსანი კაცი აქებს მარტო კარგს, სულელი-ყველაფერს და ავი-მარტო ბოროტს.
აიზიკ გორშ ვეისი
არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.
ანტონ ჩეხოვი
არ უნდა გვწყინდეს, თუ ვინმე კარგად არ გვიცნობს და ჩვენზე ცუდი აზრისაა. იგი ჩვენს წინააღმდეგ კი არა, თავისი წარმოდგენით მოჩვენების წინააღმდეგაა განწყობილი.
ლაბრიუერი
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცუდია ის ხალხი და მას არავინ არ შეიყვარებს, რომელიც არ თანაუგრძნობს და მონაწილეობას არ ღებულობს ქვეყნის სასარგებლო საქმეთათვის ბრძოლაში და სხვებთან თავს არ გასწირავს. ამგვარ ხალხს კეთილი ბოლო არ უწერია.
ანტონ ფურცელაძე
არ უნდა შეურაცხჰყო გონიერი ღარიბი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა ადიდო ცოდვილი კაცი.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
არავის ეგებოდე ფეხქვეშ, არც სხვისგან მოელოდე ფეხქვეშ გაგებას, - აი ეს გახლავთ ტკბილი ცხოვრება, ოქროს საუკუნე, ადამიანის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა.
ლაბრიუერი
"არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?"
შოთა რუსთაველი
არსად ამქვეყნად და არც მის მიღმა არ მოიაზრება ისეთი რამ, რაც ყოველ შეზღუდვის გარეშე ჩაითვლებოდა სიკეთედ, გარდა კეთილი ნებისა. ჭკუა, გონებამახვილობა, მსჯელობის უნარი, თუ სხვა რამ, რაც უნდა ერქვას გონით უნარებს, ან, გნებავთ, მამაცობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, როგორც ტემპერამენტის თვისებები, უეჭველად, ზოგჯერ კარგია და სასურველიც, მაგრამ ისინი შესაძლოა უაღრესად ცუდი და მავნებელიც გამოდგეს, თუ არ არის კეთილი ნება, რომელმაც უნდა მოიხმაროს ეს ბუნებრივი უნარები
კანტი
არ დავიწყება ისტორიისა ანთებული კერაა მამულიშვილობისა, სამშობლოს სიყვარულისა. მხოლოდ იმას შეუძლიან თვალი გაუსწოროს და უშიშრად უცქიროს მერმისს, ვინც იცის წარსული.. მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
ილია ჭავჭავაძე
არ გაიმართლო თავი ადამიანის წინაშე, მაგრამ შენს სულში იყავი ბრძენი, მშვიდი, დიდსულოვანი, მომთმენი, ადამიანისადმი სიყვარულით აღვსილი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
არ მეშინია სიკვდილისო, ვინც იტყვის, სტყუის, თუმც ერთადერთი, ნენე, ჩემი ალერსის ღმერთი, არის, ჩემს სიკვდილს ურჩევნია მოკვდება თუ ის.
ფრიდონ ხალვაში
არ უნდა გააკეთო კი არა, არც უნდა მოგინდეს, ვიღაცას ხელი შეუშალო, რაღაც ატკინო, მზაკვრულად მოატყუო და ისე მიაღწიო მიზანს. გამოღმა შერჩენის მიზნით გაღმა არავის შეედავო, თუ უნებურად რაღაც შეგეშალა, მაგრამ ვერ შეგამჩნიეს, გეყოს ვაჟკაცობა, აღიარო შეცდომა. დიდი, წრფელი და მოსიყვარულე გული უნდა გქონდეს.
მიხეილ მესხი
არა, არ შეიძლება ტყე უმცენაროდ, მდინარე უწყლოდ და ადამიანი უსიმღეროდ. მღერიან სიცოცხლეზე, სილამაზეზე, უკვდავებაზე. სილამაზე ყოველთვის მღერის. სილამაზე რომ შექმნა, ოცნება გჭირდება, ასეთი ოცნებისათვის ღირს ცხოვრება..
კარლო არსენიშვილი
არა არის რა ამაზე უფრო ჭეშმარიტი, არც ამაზე მეტად საზარელი. რაგინდ მამაცურადაც უნდა გეჭიროს თავი, ეს - დასასრულია, რომელიც ელის ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერ სიცოცხლეს.
საკმარისია დაუფიქრდეთ ამას, და ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმედი განაპირობებს, რომ ადამიანები ბედნიერნი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ, და რომ თუ უბედურება უცხოა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, ბედნიერება ასევე მიუწვდომელია მისთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.
პასკალი
არა არის რა ბოროტ კაცზე უსულელესი, და სულელზე უბოროტესი.
ბონეგალი
არა არის რა ისე ძნელი სათქმელი კაცთათვის, როგორც მართალი.
ვოლტერი
არა გვგონია სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე წინ დაუხედავად, ტყუილ-უბრალოდ ილანძღებოდეს, როგორც ჩვენში. ჩვენის ფიქრით-კი ადამიანს, კაცია თუ ქალი, პატიოსნების და ნამუსის მეტი სხვა უძვირფასესი არა აქვს-რა გასაფრთხილებელი და წმინდად შესანახავი. თუმცა ესეა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში-კი არაფრად მიაჩნიათ ჩირქის მოცხობა და წაწყმედა სხვისი პატიოსნებისა და ნამუსისა.
ილია ჭავჭავაძე
არა კაც ჰკლა, გარნა ნუ დაინდობ შენის თავისუფლების დამამხობელსა და შენთა სიწმინდეთა მაგინებელსა, ვინაიდგან იგი არა არს კაც.
მოსე ჯანაშვილი
არაკაცი ისე საზიზღარი და გულიდან ამოსაღები არ არის, როგორც ის, რომელიც ნახევრად გაიძვერაა; ნახევრად გაიძვერას ძნელად გაუგებ, რაში ტყუის და რაშია მართალი და თუმცა ცხოვრობს და მოქმედობს მართალის წინააღმდეგ, მაგრამ იმდენად მხდალია, რომ პირდაპირ ტყუილის თქმას ვერ ბედავს.
მთელი მისი დღე იმაზე ღამდება, რომ ტყუილს და მართალს ერთმანეთში ურევს და ამით ცდილობს, ტყუილი როგორმე მართალს დაამგვანოს.
ტომას კარლეილი
არა ერთი და ორი ადამიანია ისეთი, ვისაც ზოგიერთ პროფესიონალ მწერალზე ბევრად უფრო ღრმად და უკეთესად აქვს გაგებული. რა არის ჭეშმარიტი ღირსება მწერლისა და საერთოდ მწერლობისა. ასე რომ არ ყოფილიყო, გაღარიბებული და მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.
სერგო კლდიაშვილი
არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში.
წმიდა ნილოს სინელი
არა რაი არს ესოდენ შეუსწორებელ აღმძვრელ ყოფად სულისა. გულისთქუმად სათნოებისა, ვითარ ცხოვრებისაი კაცთა სათნოთა.
კვირიკე სკვითისეპოლელი
არავითარ ლამაზ სიტყვებს და სინდისიერებას არა აქვს ფასი, თუ კონკრეტული მოქმედებებით არ დასტურდება ერთიც და მეორეც.
მარლონ ბრანდი
არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? აწმყო - აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ.
მარკუს ავრელიუსი
არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი... როდესაც სულიერი დედობა ფიზიკურ დედობას ეხამება, ვიღებთ შესანიშნავ და უფრო აუხსნელ, ვიდრე აუხსნად მოვლენას, რაც დედობრივი გრძნობის არსს შეადგენს.
ბალზაკი
არავის გაუგონია და არც არავის უნახავს ისეთი დედა, რომ შეუწუხებლად შვილი დაბადებოდეს, მაგრამ ეს მწუხარება არც ერთ დედას არ აძლევს ნებას კაცთა გამჩენის უარის ყოფაზე. წინააღმდეგ გაჭირვების დროს დედანი ისევე სარწმუნოებით ღმერთს სთხოვენ შველას და შემწეობას.
დეკ. დავით ღამბაშიძე
არავის ეპრიანება კაცი ძალით, ღონით და ნიჭით აღჭურვილი, თუ იგი უქმი და მცონარია. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან. არარაა ის ერი, რომელსაც არ ჰყავს და არ სწამს საკუთარი თავის ღმერთი.
თ.დოსტოევსკი
არასაკმარისია ნებისყოფა იმიტომ, რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა, რადგან არასაკმარისია კულტურა.
ფრანჩესკო დე სანკტისი
“არასოდეს არ გაიტეხო გული“. დიადია იგი, ვინც იტყვის «ჩვენ“ და «მეს“ გულისხმობს. ვინც “მეს“ იტყვის და “ჩვენს“ ნიშნავს.
კონსტანტინე გამსახურდია
არასოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი; ისწავლე ის, რისი სწავლაც აუცილებელია; იცხოვრე უბრალოდ, ძვირფასი საგნების გარეშე; არასოდეს გააკეთო ის, რაზეც მერე ინანებ.; არ დაიძინო მანამ, სანამ არ შეაფასებ შენს საქციელს და საქმიანობას დღის განმავლობაში.
პითაგორა
არასოდეს დამავიწყდება დედაჩემი, მან გაახარა ჩემში სიკეთის ნერგი. მან გაუღო ჩემი გულის კარი ბუნების შთაბეჭდილებებს, მან გამიღვიძა და გამიფართოვა წარმოდგენები, მისმა შეგონებებმა ბევრჯერ მიხსნა ცხოვრების მანძილზე.
კანტი
არაფერი გადადო ხვალისათვის - ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლოება იმ ადამიანისა, ვინც დროის ფასი გაიგო.
ედუარდ ლაბულე
არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
არაფერი ისეთი საშინელი არ არის, როგორც დემოკრატია, მაგრამ უკეთესი რამ კაცობრიობას არ მოუფიქრებია.
უინსტონ ჩერჩილი
არაფერია დამარცხებულ ადამიანზე უფრო უსიამოვნო სანახავი. ის ბოროტი და დაუნდობელი ხდება.
ქეთევან ჯავახიშვილი
არაფერია დედის სიყვარულზე უფრო წმინდა და უანგარო. დედის უმაღლესი ბედნიერებაა, გხედავდეთ თავის გვერდით, და მაინც გგზავნით იქ, სადაც, მისი აზრით, უფრო მეტი სიხარული მოგელით. თქვენი სარგებლობისათვის, თქვენი ბედნიერებისათვის ის მზად არის სამუდამოდ დაგშორდეთ კიდეც.
ბესარიონ ბელინსკი
არაფერია ისე იშვიათი, როგორც ჭეშმარიტი სიკეთე: ადამიანთა უმეტესობა, ვინც საკუთარ თავს მიაწერს ამ თვისებას, ჩვეულებრივ ან ლმობიერნი არიან, ანდა უსუსურნი.
ლაროშფუკო
არაფერია უფრო მშვენიერი, ვიდრე ღვთიურთან მიახლოება და მისი სხივების ადამიანთა მოდგმაზე ფრქვევა.
ლუდვიგ ვან ბეთხოვენი
არიან ადამიანები-ნებაყოფლობით მგლოვიარენი. ისინი არ გრძნობენ არც ძრწოლას, არც მოწყენას, რადგან მათთვის უცნობია დიდი სიხარული. ისინი არ გრძნობენ გლოვას, რადგან მათ გულში არავის დაუთესია ეჭვის გესლი. ისინი უკეთესს არ ინატრიან, რადგან უკეთესი ვერ წარმოუდგენიათ.
კონსტანტინე გამსახურდია
არიან ადამიანები, რომელთაც, ბიბლიური გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, სიცოცხლეში, ნათელი ადგათ. თვით უახლოეს მეგობარსაც კი, რომელსაც წლების მანძილზე იცნობთ და მეგობრობთ, მასაც კი სხვადასხვა განწყობილებით შეხვდებით ხოლმე - ხან საამო სიხალისით, ხან მოღუშული, ხან შეიძლება კიდევაც გაებუტოთ. მაგრამ არიან გამონაკლისი ადამიანები, რომელთა დანახვაც კი თქვენში ყოველთვის სულიერი სიმშვიდის, კეთილი ადამიანური გრძნობების გაღვიძებას იწვევს.
გერონტი (ქიქოძე) იყო განსახიერება მაღალი, უაღრესად ადამიანური თვისებებისა.
აკაკი ბელიაშვილი
არიან ადამიანები, რომლებიც არ იდრიკებიან ძალაუფლებისა და მოწყალების სიმძიმის ქვეშ, ადვილად ეგუებიან თავიანთ აღზევებასა და თავბრუ არ ესხმით, რაც უნდ მაღალი თანამდებობა ეჭიროთ. ხოლო ისინი, ვისაც ბრმა ფორტუნა დაუმსახურებლად გადმოხედავს მოწყალე თვალით და ლამის თრგუნავს თავისი მადლით, კადნიერად და განუზომლად ტკბებიან თავიანთი კეთილდღეობით.
მათი გამოხედვა, სიარული, ხმა, ყოფაქცევა, მრავალი ხნის განმავლობაში ამჟღავნებს, თუ რაოდენ მოსწონთ თავი, რაოდენ შეგრფინვიან საკუთარ განდიდებას, ისე დიდგულნი და ყოყოჩები ხდებიან, რომ მხოლოდ ძირს დაცემა თუ მოათვინიერებთ..
მაღალი თანამდებობა დიდ ადამიანს უფრო დიდს ხდის, პატარას კი უფრო პატარას.
ლაბრიუერი
არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც სიბერეშიაც ვერ გადასჩვევიან სიჭაბუკეს.
ავგუსტ კოცებუ
არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიანა გვანან ნაზ იას, რომელთაც ფართო საზოგადო, საჩინო ასპარეზზე ვერავინ ხედავს; რომლებიც იბადებიან და კვდებიან გარეშეთა შეუმჩნევლათ, და იმავე დროს ისინიც ისეთივე საჭირო და აუცილებელი არიან ცხოვრებაში, როგორც მორცხვი, ნაზი და წყნარი ია ყვავილთა თაიგულში.. ნურავინ იფიქრებს, რომ ქვეყანაზე მარტო დიდ პიროვნებებს, მარტო გმირებს შეუძლიათ სარგებლობის მოტანა. ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს.
ის არომატი, ის სურნელება, რომელსაც თაიგული ავრცელებს ხოლმე თავის გარშემო. მარტო მაისის ვარდს, ზამბახსა, ან ყაყაჩოს კი არ ეკუთვნის; ამ სურნელების შექმნაში მორცხვ იასაც დიდი წილი უდევს...
“ფიქრი“ 1914, №2, 8 იანვ. ორშ. გვ. 2.
არის განა ქვეყანაში ისეთი დამახინჯებული ვინმე, რომელსაც ეთქვა: «მე არ მიყვარს ჩემი სამშობლო, მე არ მესმის მამულისთვის ჭმუნვა, მე არ მინდა იმის სამსახური?! და თუ ისეთი ხალხი შესაძლებელნი არიან, ნუთუ მეც იმათ ვეკუთვნი? და თუ ეგრე იქნებოდა, ვიქნებოდი-ღა ღირსი ადამიანის სახელის ტარებისა?
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი (1880 წ.)
"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის, და არის მხოლოდ გადამკითხველი...
ის ფურცლავს, ნიშნავს, ადარებს, ჩიჩქნის, მაგრამ ვინაა აქ გამკითხველი".
გალაკტიონ ტაბიძე
არის სამი სიტყვა, რომელსაც სოფლის დასაბამიდგანვე მეტად ვრცელი და ყველაზე უპირველესი ადგილი სჭერია და უჭირავს მთელს კაცობრიობის ცხოვრებაში, გულ-გონებაში და მისი მოქმედების ისტორიაში. ...ეს სამი სიტყვა გახლავთ გონებრივი და ქონებრივი წარმატება ადამიანისა კერძოდ და ქვეყნისა ერთად. ცოდნა სულია და შრომა-ხორცი: სული და ხორცი უერთმანეთოდ ვერ ივარგებენ.
დიმიტრი მაჩხანელი
არსებობს ერთგვარი განდიდება, რაიც სულაც არ არის დამოკიდებული ბედისწერაზე: ეს მჟღავნდება თავდაჭერაში, ადამიანს რომ გამოარჩევს სხვებისგან და იუწყება მის ბრწყინვალე დანიშნულებასა და მომავალს. აგრეთვე უნებურად ფასდაუდებელს ხდის საკუთარ თავს. სწორედ ამგვარი თვისებები უხვეჭს კაცს ადამიანთა პატივისცემას და უფრო მეტად აღაზევებს მათ ზედა, ვიდრე წარმოშობა, მდგომარეობა და თვით დამსახურებაც კი.
ლაროშფუკო
“არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“. გარკვეულწილად ეს პასუხია კითხვებზე - რისთვის ცხოვრობს ადამიანი? რა აზრი შეიძლება ჰქონდეს დედამიწაზე ადამიანის არსებობას? რატომ გამოაგზავნა ღმერთმა ადამიანი წუთისოფელში?
გიორგი მაჭავარიანი
არც კაცურს და არც სხვა რამ ძალას არ შეუძლია ბოროტი ათქმევინოს მას, ვინც პატიოსნად ცხოვრობს სამშობლოს საკეთილდღეოდ და საკუთარის დიდებისათვის.
ფოსკოლო უგო
არც ერთ საქმეში ადამიანის სიმამაცე ღმერთების ძლიერებას ისე არ უახლოვდება, როგორც ეს ხდება ახალ სახელმწიფოების ჩამოყალიბებისას და არსებული სახელმწიფოების შენარჩუნების დროს.
ციცერონი
არც ერთ ქვეყანას არ უღვაწნია იმდენი კაცობრიობისათვის, რამდენიც იღვაწა საფრანგეთმა; არც ერთს არ დაუღვრია იმდენი სისხლი და არ გამოუვლია იმდენი განსაცდელი, რამდენიც გამოიარა ამ ქვეყანამ. მშვენიერი, შეუდარებელი ენა, მშვენიერი, სიკვდილის პირამდე მოუწყინარი ხასიათი, კაცთმოყვარეობა, ყველა ქალაქებზე უკეთესი ქალაქი, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის შუაგულად ითვლება.. მთელს მსოფლიო ისტორიაში მეორე მაგალითი სხვა არ არის, რომ კაცი, ნიჭისა და პატიოსნების ძალით, ისე მაღლა ასულიყოს, რა სიმაღლეზედაც ავიდა გამბეტა.
იონა მეუნარგია
არ შეშვენის გლახაკს დიდს კაცთან გაიჭიმოს. თუ წაეკიდოს, თავს ვერ გაიტანს, როგორც უთქომს: ჯიანჭველა გველთან როგორ გაიჭიმებაო, შუა გაწყდებაო..
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
არც ერთ ხალხს მსოფლიოში არ მიმადლებია რომელიმე ნიჭი ან უნარი, რომელიც მას უპირატესობას ანიჭებდეს სხვათა წინაშე.
გოტჰოლდ ლესინგი
არც ერთი ადამიანი ჩემში პატივისცემის გრძნობას არ იწვევს, თუ მის ნაწარმოებს თავდადებული, ძლიერი, ხალისიანი, აქტიური შრომის ბეჭედი არ აზის, რა თქმა უნდა პროფესიონალისათვის.
გალაკტიონ ტაბიძე
არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფელს კი არა რა არგოს.
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ასე ყოფილა - რომ დამორჩილებული პატარა ერი უფრო სახიფათო და საშიში ყოფილა მეზობელ დიდი ერისათვის, ვიდრე თავისუფალი და უფლებამოსილი პატარა ერი!
“საქართველო“ 1916, №268, გვ. 1-2.
ასე სჭირს საქართველოსას დიდებულთ გინა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან უჩემოდ ვინ იმღერეთა?
არჩილ მეფე
ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაჰკარგო?
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ასეულობის პოლიტიკოსობა ერის ტრაგედიაა, ხოლო უწიგნურთა, მდაბიოთა პოლიტიკოსობა - ტრაგიკომედია, ანუ ყვარყვარიზმი..
შოთა ნიშნიანიძე
ასწონ-დასწონოს თითოელმა თავისი ფიქრი და დარწმუნდება, რომ იგი წარსულსა და მერმისს უნდება. ჩვენ თითქმის არასოდეს არა ვფიქრობთ აწმყოსათვის, ხოლო თუ გავიხსენებთ ხოლმე იშვიათად, ისიც იმიტომ, რომ სინათლის სხივი გამოვტყუოთ მერმისისათვის. აწმყო არად მიგვაჩნია, წარსული და აწმყო საშუალებაა, საგნად მხოლოდ მერმისი გვაქვს. ამგვარად, კი არა ვცხოვრობთ, იმედი გვაქვს ცხოვრებისა და, ყოველთვის გაბედნიერების ზრუნვით გატაცებულნი, არასოდეს არა ვართ ბედნიერნი.
პასკალი
აქე კარგი კაცი, იგი გაუკეთესდება, აქე ცუდი კაცი - გაუარესდება.
ფუგო ვინკლერი
აქტიური სიბერისათვის სამი რამ არის საჭირო - იშრომო, შური გულს არ გაიკარო და მხოლოდ სიკეთეს ემსახურო.
ავლიპი ზურაბაშვილი
გამოცდილება პირველი და უკეთესი ოსტატია ადამიანის გონებისა.
ჟან მარატი
აღზევებული ადამიანის მხრივ წმინდა წყლის თვალთმაქცობაა, თუ მაშინვე არ დაიკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს, რასაც ყველა უთმობს, არაფერი უჯდება, იყოს მოკრძალებული, გაერიოს ბრბოში, რომელიც მისი გამოჩენისას აქეთ-იქით იხევს; თავყრილობაზე სადღაც მიიკუჭოს, რათა ყველამ თვალი მოჰკრას და კისრისტეხით მოირბინოს, აქაოდა სად დაბრძანებულხართო და სათანადო ადგილი მიუჩინოს. მოკრძალება მძიმე ტვირთია უბრალო მოხელისთვის. გაერევა ბრბოში და იქნებ გაჭყლიტონ კიდეც. აირჩევს მოუხერხებელ ადგილს და იქვე დატოვებენ.
ლაბრიუერი
აღიკვეთეთ ცრუგრძნობა და ცრუმეტყველება და ასგზის ბედნიერი იქნება ხალხი. აღიკვეთეთ “კაცთმოყვარეობა“ და “სამართლიანობა“ და აღსდგება ძეთა მოწიწება და მამური სიყვარული. აღიკვეთეთ ცბიერება და სიხარბე და აღიკვეთება ქურდობაც და ავაზაკობაც. სამივე ცოდნის უკმარობით წარმოსდგება. ჭეშმარიტად: მხოლოდ ის ეზიარა მარადიულს: ვინცა გაიბუნება სიწმიდე და უბრალოება. ვინცა შეიზღუდა სურვილები და დაიცხრო ვნებები. ვინცა უარყო ცრუგრძნობა და ცრუმეტყველება.
ლაო-ძი
აღმზრდელი, ოჰ, რა მაღალსულოვანი ადამიანია!.. მართლაც, ადამიანი რომ აღზარდო, შენ თვითონ ან მამა უნდა იყო ან ზეადამიანი.
ჟან-ჟაკ რუსო
აღმზრდელობითი მნიშვნელობა დიდ პიროვნებათა ბიოგრაფიების, მათ საქმიანობის, მათ მოღვაწეობის შესწავლისა: ეს წმიდათა “ცხოვრებაები“ იმიტომ უნდა იწერებოდეს, რათა ჩუენ მოხსენებითა შრომათა და ღუაწლთა მათთათა დღითი დღე ფრთოვან ვიქმნებოდეთ, ბაძვად სათნოებათა მათთა წარვემატებოდეთ..
გიორგი მთაწმინდელი
“აღვირივნეთ ერსა, უცხოსა შჯულითა, განდგომილსა ქრისტესაგან“ და ვირყეოდითო ქართველები, “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო“? “უწყებაი და ხსენებაი“, “აწ დაღაცა თუ გლახაკ ხარ, არამედ თავისუფალ ხარ; უკეთუ კულა ისესხო გავერვეღა ამდიდრდე და თავისუფლებაი მოგეღოს შენგან, რამეთუ მოვალეი მონაი არს მოსესხისაი და მონაი სყიდული“.
1035 წელს გადაწერილი ქართული ხელნაწერიდან
აწ, საყვარელნო, რაი ჯერ არს ჩვენდა ყოფად? ჩვენდა ჯერ არს განღვიძებად ძილისაგან მსწრაფლ; ჩვენდა ჯერ არს ზე-აღდგომად გულს მოდგინედ; ჩვენდა ჯერ არს წარმართებაი მხურვალედ.
იოანე ბოლნელი
აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო-მეცნიერთა და მერმისი-დიდბუნებოვან კაცთა.
დემოკრიტე
ახალგაზრდობა უკვე თავისთავად ცხოვრების პოეზიაა, და ახალგაზრდობაში თვითოეული ჩვენთაგანი უკეთესია, ვიდრე თავისი ცხოვრების სხვა პერიოდში.
ბელინსკი
ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს... ცუდი მკითხველი.
კონსტანტინე გამსახურდია
ახალგაზრდობის სწავლება და აღზრდა - არის უდიდესი, უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო სამსახური, რომელიც ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს გავუწიოთ.
ციცერონი
ახალი თაობა თავის დანიშნულებას მხოლოდ მაშინ აასრულებს, როდესაც სამართლიანად დააფასებს და განმარტავს ძველ თაობის ნაანდერძევს, ქართულ ვინაობას აღადგენს და ეროვნების წარმატებისთვის გამოსადეგ იარაღად გადააქცევს.
არჩილ ჯორჯაძე
ახალი თაობა ის კი არ არის, ვინც ახალგაზრდაა მხოლოდ თავისი ასაკით, არამედ ახალი თაობა ის არის, ვინც ახალ რამეს შექმნის და შემოიტანს თავისი ერის ცხოვრებაში.
ილია ჭავჭავაძე
ახალი თაობის ლტოლვილებათა მიზანი, მათი აზრების სიმძიმე უნდა იყოს აწმყოში და უფრო მომავალში, და არა წარსულში; ის უნდა ხედავდეს იდეალს მომავალში, და არა წარსულში, უნდა ხედავდეს იდეალს სულ სხვაგვარ მამულის შვილებში... წარსული ცხოვრება, როგორც მეცნიერების საგანი, და თვით მეცნიერება, უნდა იყოს მათი გზის მაჩვენებელი და სიბნელის გამნათებელი..
გიორგი უთურგაული
ახალი მეგობარი მსგავსია ახალი ღვინისა: როცა ახალი ღვინო დაძველდება, სიამოვნებით დალევ მას.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ახალმა თაობამ, თუ რამე მომავალის იმედი აცოცხლებს და თუ ხალხთან ერთად ჰსურს მოქმედება, უნდა დემოკრატიულ ნიადაგზედ ააშენოს ეროვნული კეთილდღეობა.
არჩილ ჯორჯაძე
ახალგაზრდებს კი ნუ ვეტყვით, მაგრამ მოხუცებს უეჭველად უნდა მოვაგონოთ: მოხუცებულება უეჭველად ჭკვიანობის ნიშანი არ არის; მარტო იმისათვის, რომ კაცი გიჟად დიდხანს იყო, არ შეიძლება ჭკვიანი დავუძახოთ.
ალფონს კარრი
ახალგაზრდობა - ცდომაა, მოწიფული ასაკი - ბრძოლა, სიბერე - ნანვა.
ბენჟამენ დიზრაელი
ახოვნებამან სულისამან გონება მომკვდარი აღადგინოს, ხოლო მოწყინებამან და მცონარებამ ყოველივე სიმდიდრე განაბნიოს.
იოანე კლემაქსი
ბ
ბავშვები, მოზარდები იმთავითვე უნდა მივაჩვიოთ ბუნებასა და ცხოვრებაში ან ხელოვნებასა და ლიტერატურაში სილამაზის ძიებას და აღმოჩენას!
მიხეილ კვესელავა
ბავშვები - ეს არის სიწმიდე ამქვეყნად, ზეცა, გარდამოსული მიწაზე. “ბავშვი - ბროლის კამკამა წვეთია, ჩამოგდებულ ჩვენს მღვრიე ცხოვრებაში იმისთვის, რომ განწმინდოს და განანათლოს ეს ცხოვრება“.
აქედანაა ბავშვის მზერის ეს სიწრფელე, ყრმათა ყოვლის განმწმედი სიწმიდე. ბავშვის ჩვენს გვერდით ყოფნისას უფრო ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება. იგი დიდი ნუგეშია ჩვენი სულისთვის, და არა მხოლოდ სასიხარულო და სანუგეშო ხდება ცხოვრება, არამედ უმჯობესიც.
მღვდელმსახური ალექსანდრე (ჟუკოვი)
ბავშვების დედა არის ოჯახის დედა, მაგრამ ოჯახის დედები იმავე დროს არიან ერის დედებიც.
მიქაელ ნალბანდიანი
ბავშვებს მარტო მაშინ კი არ ვზრდით, როცა ჭკუას ვარიგებთ, არამედ ჩვენ მათ ვზრდით ჩვენი არსებობის ყველა მომენტში.
ანტონ მაკარენკო
ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება.
ჟ.-ჟ. რუსო
"ბავშვი ვისიც უნდა იყოს, ჩემთვის განურჩეველია;
ვიცი, მისი ნორჩი გული სიყვარულის მფრქვეველია."
შიო მღვიმელი
ბავშვის აღმზრდელი ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს: იმდენად ახალგაზრდა, რამდენადაც ეს შეეფერება ჭკუით დადინჯებულ ადამიანს. კარგი იქნებოდა აღმზრდელი თავადაც ბავშვი ყოფილიყო, შეძლებოდა თავის აღზრდილთან დაამხანაგება და მის გართობაში მონაწილეობით მისი ნდობის დამსახურება.
ჟ.-ჟ.რუსო
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო.
ქართული თქმა
ბავშვს კვერს ნუ დაპირდები და ხატს - სანთელსა. თუ დაპირდები, შეუსრულე კიდეცა.
ქართული ანდაზა
ბავშვს რაცა ჰქვია, ის დაუძახე.
ნორვეგიული ანდაზა
ბავშვს ცეცხლზე შემოდგმულ რძესავით უნდა თვალის მიდევნება.
არაბული ანდაზა
ბატონებო, სწავლა სტუმარია და ჭკუა - მასპინძელი; სტუმარი მოვა და ისევ წავა, თუ მასპინძელი შინ არ დახვდა.
პეტრე დადიანი
ბებერი აზრი, ბებერი ჩვეულება, ბებერი გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია და ძალიან დიდხანს ცოცხლობენ.. ან რა დაშავდება ვითომ იმით, რომ სტუმარს ღვინო, ან არაყი არ დავალევინოთ?! არაფერი, სრულიად არაფერი, პირიქით, დიდი სიკეთეც არი, როგორც მასპინძლისა, ისე სტუმრისათვის. გარდა იმისა ზედმეტ ხარჯსა და ტანჯვას ასცდება ორივე, - გაიგებენ ერთი მეორის სიტყვას, შეეძლებათ დარბაისლური მსჯელობა, დალაგებული მასლაათი. მთვრალი კაცი კი ნახევრად გიჟია.
ვაჟა-ფშაველა
ბებერი - მოგონებითა, ჯეელი - მოლოდინითაო.
ქართული ანდაზა
ბებერმა თქვა: ხარჯს ეწევით, ბარემ მეც დამაქორწინეთო.
ქართული ანდაზა
ბებერმა კვერცხი თავქვეშ დაიდო, - ეგება აღდგომა მალე გამითენდესო.
ქართული ანდაზა
ბებერსა სასძლოდ მორთულსა უფრთხილდი, მოერიდეო.
ვახტანგ VI
ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.
მაკიაველი
ბედნიერად ყოფნა არც თუ ისე ძნელია, როგორც ზოგსა ჰგონია; ხოლო თითოეულს ჩვენგანს სხვაზედ ბედნიერად ყოფნა უნდა და ეს კი შეუძლებელია.
დამაკვირდი
ბედნიერება ადამიანის ყოველივე სურვილის შესრულებას ჰქვიან.
მიხეილ ჯავახიშვილი
“ბედნიერება არის შრომა და შრომით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა“ (გალაკტიონის დღიურიდან). თუ ამას დაუმატებ სიყვარულის უნარს, ესე იგი, თუ გიყვარს და უყვარხარ, მაშინ ბედნიერი ხარ..
დევი სტურუა
ბედნიერება თავისთავად არ მოდის, იგი ადამიანებმა თვითონ უნდა ეძიონ.
ნაპოლეონ ბონაპარტე
ბედნიერება იქნებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო მშვიდობის კურთხევა. მშვიდობისა, რომელიც თავისუფლებისა და აღორძინების ხანას მოასწავებდა. ადამიანთა თავშეუკავებელი ლტოლვა გამრავლებისაკენ თითქმის ცხოველურს ჰგავდა, მაგრამ შეუძლებელი იყო მათთვის არ გეთანაგრძოთ.
იასუნარი კავაბატა
ბედნიერება კაცს თავის დღეში იმოდენად მაღლა არ აიყვანს, რომ მაინც მეგობრის ყოლა არ იყოს მისთვის საჭირო.
სენეკა
ბედნიერება, რომელსაც მატერიალური მდგომარეობა იძლევა, არასრულქმნილი და არამყარია. ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ ადამიანის სულიერი განვითარების გზით თუ მიიღწევა.
დალაი-ლამა
"ბედნიერებას სჭირდება ცოტა: პატარა მადლი, პატარა ცოდვა და მობჯენილი ყელში ცრემლები...
უბედურებას სჭირდება ცოტა: იგივე მადლი, იგივე ცოდვა და მობჯენილი ყელში ცრემლები...
ვაი თუ ღმერთმა, მაღალმა ღმერთმა, შენთვის არც ერთი არ გაიმეტა!"
ავთანდილ გურგენიძე
ბედნიერია ის, ვინც თავისთავზეა დამოკიდებული.
ციცერონი
ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.
უილიამ შექსპირი
ბედნიერი ხართ, თუ უყვარხართ და გიყვართ, მაგრამ უბედური ხართ, როცა არ უყვარხართ და გიყვართ, კიდეც უფრო უბედური ხართ, თუ პატიოსანი ხართ და უყვარხართ და არ გიყვართ.
დავით სულაბერიძის კოლექცია, ფ. 229, ან. 1, საქ. 13,
ბედნიერია ბავშვობის ხანა, რომ ფიზიკური ტკივილის გარდა სხვა ტკივილს არ იცნობს. სულიერი ტკივილის გარდა არაფერი არ იწვევს უიმედობას.
ჟ.-ჟ.რუსო
ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდენია ის, რაც ჰსურს; უფრო ბედნიერია, ვისაც მხოლოდ ისა ჰსურს, რაც მისთვის ხელმისაწვდენია.
ვეისი
ბედნიერია ის, ვისაც სიბერეში უნარი აქვს სწორად იმსჯელოს საგნებზე.
პლატონი
ბედოვლათი საუზმობს ნამეტნობასთან, სადილობს ნაკლებობასთან, ვახშმობს სიღარიბესთან და იძინებს სირცხვილთან ერთად.
ბენჟამენ ფრანკლინი
ბედოვლათობა მდიდრისა სასაცილოდ აგდებაა მშიერ მწურვალისა.
ბუასტი
ბედსა რად სწყევლი? - რად სწუხარ? რას გარგებს სულმოკლეობა?
გრიგოლ ორბელიანი
ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი.
წმიდა მარკოზ მოღვაწე
ბევრაი მოიკმაზება მოილამაზებს პირსაო: მარჯვეში კაი ბიჭია, მარცხეში არსად ღირსაო.
თქმული გლეხთაგან
ბევრი ადამიანი ძეხვსა ჰგავს: რითაც გასტენავ, იმისი მქონებელია.
კოზმა პრუდკოვი
ბევრი დედ-მამისათვის გონიერი ყმაწვილი უფრო იგია, ვისაც თოჯინასავით უჭირავს თავი; ხელი აქვს - არ უნდა გასძრას, ფეხი აქვს - არ უნდა ირბინოს, ენა აქვს - ხმას არ უნდა იღებდეს, მისმა ბრწყინავმა თვალებმაც კი არ უნდა აღბეჭდონ რაიმე სურვილი..
ბევრი დედ-მამა შვილს ზრდის თავისთვის და არა იმისთვის, რომ შვილი ბედნიერი ჰყონ სამერმისოდ.
ჭეშმარიტი გაზრდა შვილისა უნდა იყოს უანგარო. ბავშვი უნდა იზრდებოდეს თავისი თავისთვის, სამშობლოსთვის, კაცობრიობისათვის.
შალვა კვიციანის კოლექცია, ფ. 229, ან. 1, საქ. 13,
ბევრი ნაკითხი კაცი ხშირად ჰგავს განჯინას, გავსილს ძველი ტანისამოსით.
“მწყემსი“ 1900, №16, 30 აგვისტო, გვ. 6-7.
ბევრი უსამართლობა მოისპობოდა, რომ ყველას საზოგადო საქმე თავის საქმეთაც მიაჩნდეს;
პროფ. ვაგნერი
ბევრია ისეთები, რომელთაც შეუძლიათ თავისთავს წაუძღვენ, მაგრამ ძლიერ მცირენი არიან, რომელთაც სხვათა წაძღოლა შეიძლონ.
“მწყემსი“ 1903, №15-16, 15-30 აგვ, გვ. 11.
ბევრი იცის არა იმან, ვისაც ბევრი აქვს გაზეპირებული, არამედ ვისაც ბევრის გაგება შეუძლია.
ანრი პუანკარე
ბევრი კაცი არის, რომ თავის საიდუმლო ცოლს უთხრას. ცოლი უთქმელობას ვერ მოითმენს. კაცი წახდება, იქნება კიდეც მოკვდეს. მართებს კაცსა, მრავალი კეთილი უყოს ცოლსა, რომ ერთი გვამნი არიან, მაგრამ თავის საიდუმლო განზრახვა არ უნდა უთხრას.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, 1899.
ბევრი ცდილობს შეიტყოს, რა ხდება უცხო ქვეყნებში, მაგრამ არ ეძიებს იმას, რა ხდება საკუთარ სულში.
“საპატრიარქოს უწყებანი“ 2002, №27 (181), 6-12 ივლ. გვ. 18.
ბევრია იმისთანა ადამიანი, რომელიც წიგნსა კითხულობს მხოლოდ იმისათვის, რომ თავიდან მოიშოროს სამოქმედოდ აღძრული გონება.
გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი
ბევრია შენზე უკეთესი მორკინალი, მაგრამ, დაე, ნუვინ იქნება შენზე თავმდაბალი, შენზე ერთგული საზოგადო სიკეთისადმი, შენზე მორჩილი ბედისწერისადმი და მოყვასთა ცთომის მიმართ - შენზე უფრო დიდსულოვანი.
ავრელიუსი
ბევრისგან გამიგონია, ყოველგვარ განძზე უდიდესი განძი ჭკვიანი და კეთილი მეგობარია, მაგრამ ვხედავ, უმრავლესობა ყველა სხვა რამეზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე მეგობართა შეძენაზეო.
სოკრატე
ბევრმა არ იცის რა ბევრი ცოდნაა საჭირო, რომ ვიცოდეთ - რა ცოტა ვიცით.
უნგენანტი
ბევრს ნუ დაპირდები, თუ გსურს პირობის დამრღვეველი არ შეიქმნე; ბევრს ნუ ენდობი, თუ გსურს შენივე ნდობის მსხვერპლი არ გახდე.
დამაკვირდი
"ბევრსა კაცსა და ვაგლახსა მალე დაათრობს მაჭარი.
სიყრმევ, გიყიდდი ფასადა, თუ მიგიღებდა ვაჭარი."
თქმული გლეხთაგან
ბერძნების წარმოდგენით, სიბრძნე იყო, რომელსაც ეყოლა სამი ასული: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული დედა... უამათოდ, ამათ დაუხმარებლად, ქვეყნიური შვება - ბედნიერება შეუძლებელი იყო. ნეტავი იმ ერს, რომელსაც ეს ალეგორია ესმის და სწამს!
აკაკი წერეთელი
ბიბლიაში ნათქვამია: ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი - გულსა კაცისას.
ილია II
ბოლომდე დატკბით, მაგრამ ნუკი მოიღლებით.
ალეკსანდრ ბელოსელსკი
ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენ ვცხოვრობთ იმათთვის, რომელნიც ჩვენს უკან მოდიან, ხვალ გაგვისწრებენ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ წავალთ ამ ქვეყნიდან, ბავშვები დარჩებიან.. შევეცადოთ ჩვენი ბავშვებიდან აღვზარდოთ ახალი კაცობრიობა.
მაქსიმ გორკი
ბოროტ კაცად უნდა ჩაითვალოს იგი, ვინც მარტო თავის თავისათვის არის კეთილი.
სირიუსი
ბოროტება მხოლოდ კაცის მოქმედებით დაითრგუნება და არა პასიური ჰუმანიზმით. ეს იყო ჩვენი რელიგიის ეროვნული განსაკუთრებულობა, ან, თუ გნებავთ, თვით ქართული ქრისტიანობა.
ირაკლი აბაშიძე
ბოროტთა კაცთა ნახვა-მოსმენა უკვე დასაწყისია ბოროტის საქმის ჩადენისა.
კონფუცი
ბოროტზე უსულელესი და სულელზე უბოროტესი ქვეყანაზე სხვა არა არისრა.
დე-ბონევალი
ბოროტი ადამიანები ბუზებსა ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე.
ლაბრიუერი
ბოროტი დედაკაცი როდესაც სხვას აქეზებს, ჰგავს ასპიტს, რომელიც შხამს უნაწილებს სხვა გველებს.
დიოგენე
ბოროტის მქნელს რაზომც კეთილი აწიო, ის არ გისმენს, ნურც დაიჯერებ, დიაღ მეცნიერი და კეთილი კაცი უნდა იყოს, რომ ბოროტისაგან მოიქცეს და კეთილი გისმინოს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან შენი დამცირება-დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს, რომ თვით შენ არ დაიმდაბლებ თავს.
წმიდა ანტონი დიდი
ბოროტს თუ პატივს სცემ და მოეფერები, (ის მაშინ) შენს კეთილდღეობას მიაყენებს ზარალს შენივე სახელით.
საადი
ბრალდების დამტკიცება რომ ისე ადვილი იყოს, როგორც ადვილია იმისი წარმოთქმა, მაშინ ყოველი გამყალბებელი კაცი ციცერონი იქნებოდა.
დამაკვირდი
ბრბო არის ერთად შეყრა თუნდ კარგ ადამიანთა, რომელნიც ერთმანეთს ეხებიან მხოლოდ პირუტყვულად, ქვენა გრძნობათა მეშვეობით და მით გამომხატველია კაცობრივის ბუნების სისუსტისა და მტარვალობისა.
ლევ ტოლსტოი
ბრემის “ცხოველებისა და ფრინველების ცხოვრებას“ ბავშვობიდანვე სიბერემდე უნდა კითხულობდეს ყველა. ბრემის უკვდავი წიგნი - ფაუნის ბიბლიაა..
აკაკი გაწერელია
ბრიყვი კაცის ჭკვიანობა სიჩუმეა. ჭკვიანისა სიბრძნით ლაპარაკი.
დამაკვირდი
ბრძენი არასოდეს დაიცავს თავის სიმართლეს, ბრძენი ელოდება შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ.
ბესიკ ხარანაული
ბრძენი ის არის, ვისი საქმენი, სიტყვა და აზრები ერთმანეთს ეთანხმება.
აღმოსავლური სიბრძნე
ბრძენია იგი მამა, რომელიც იცნობს თავის საკუთარ შვილს.
დეციმუს იუნიუს იუვენალი
ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს: და ხალხში მოისპობა შუღლი. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს: და მოისპობა პარვა კაცთა შორის. ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს: და არ იბობოქრებს ხალხის გული.
ლაო-ძი
ბრძენს ჰკითხეს: “რა არის სათნოება?“ მან უპასუხა: “გიყვარდეთ ადამიანი!“ - ჰკითხეს აგრეთვე: “რა არის მეცნიერებაო“. ბრძენმა უპასუხა: “გაიცანით ადამიანი!“
ჩინური სიბრძნე
ბრძენისათვის ყოველისფერი არის და იქნება ამოცანად, და უდიდესი ბედნიერება იმაშია, სულელად დაიბადოს ადამიანი.
კარლ ჰუმბოლტი
ბრძოლა პიროვნებისა-პიროვნებასთან, ჯგუფთან და ჯგუფისა-ჯგუფთან. და ამ ელემენტთა მოძრაობა ჰქმნის ისტორიას. ისტორია სხვა არა არის რა, როგორც ფაკელთა კრებული, ადამიანთა ცხოვრებიდან ამოკრეფილი. ისტორია არის გაბმული დენა კაცთა ცხოვრებისა, განუწყვეტელი ჯაჭვი კაცთა მოქმედებისა და შემთხვევებისა.
ვახტანგ კოტეტიშვილი
ბრძოლად კაცს უნდა: ფარხმალი, გული და გამოცდილება.
ხალხური
გ
გადაგვარებულ ადამიანებს სძულთ მხატვარი, რომელმაც ისინი მეტისმეტად კარგად დახატა.
ჰაინრიხ მანი
გადახედეთ ჩვენს ცხოვრებას. თითქოს ეს არის ცეცხლითა და მახვილით მტერმა გადალახა იგიო, ყოველივე აყრილ-დაყრილი, დაშლილი, მოუწყობელი, მოუწესრიგებელია.
დააკვირდით საზოგადოებრივ საქმეებს, ყველგან საქმის მაგივრად ქიშპობა, მუშაობის ნაცვლად ნერვიული ეპილეპსიაა.
ორი პროგრესიული პარტია, რომელთაც კეთილიც უნდათ ხალხისათვის, კარგიც, ერთმანეთს ჩასჭიდებიან და იქაც კი, სადაც არავითარი მიზეზი არ არის განხეთქილებისა, უნაყოფოდ საცოდავად ჰფლანგავენ ერთმანეთის გაჯიბრებაში ისეთ ძვირფასს განძს, როგორიცაა ადამიანის სულიერი ძალა.
და ყველა ამაში, ამ ტრაგედიაში, სავაგლახო ის არის, რომ ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დავას, დაუსრულებელ ყოფნას მოშხამულ სარდაფში, ბოლო არ უჩანს გაბოროტებულ და თითქოს გავერანებულ ადამიანთა საცოდავობას.
არჩილ ჯორჯაძე
გაექეცით, მოშორდით მდაბალ შურიანობას..
ნიკოლა ბუალო
გავფრთხილდეთ, მანამ ცოცხლები ვართ. კაცს ნუ მოვკლავთ, ნუ დავჭრით, ნუვის მოვპარავთ, ძალით ნუვის წავართმევთ, ცილს ნურავის დავწამებთ; ნუ დავითვრებით ისე, რო ის აღარ ვიცოდეთ, რაც უბედურება შეგვემთხვევა; ძმასა და მეზობელს ნუ დავჩაგრავთ; ობოლი, ქვრივი, ღარიბი და საწყალი გვებრალებოდეს; ერთმანეთი გვიყვარდეს და ყოველთვის ერთმანეთს შემწეობას მივცემდეთ გაჭირვებაში მშიერს პური მივცეთ, ტიტველი შევმოსოთ, მწყურალს ვასვათ, ეკლესია შევიყვაროთ - ლოცვა, წირვა, აღსარება და ზიარება.
პავლე რაზიკაშვილი
(გალაკტიონის მიმართ) ყველა ჩვენგანზე უკეთ ისევ შენმა ღვიძლმა ძმამ თქვა შენზე თავის დროზე: “დიდებულია იგი, როცა მაღლა დაფრინავს, მხოლოდ სასაცილოა, როცა ძირს ეშვება და ჩვეულებრივ ადამიანის სახეს იღებს.. ეს უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ადამიანი და გულუბრყვილო ბავშვი"
ირაკლი აბაშიძე
გამოცდილება მეტად ხშირად გვასწავლის, რომ ადამიანი ისე ადვილად არაფერს ემონება, როგორც თავის ენას.
ბენედიქტე სპინოზა
გამოცდილება პირველი და უკეთესი ოსტატია ადამიანის გონებისა.
ჟან მარატი
განა საოცარი არ არის, რომ პირუტყვი სცნობდეს თავის პატრონს და ადამიანი კი უარყოფდეს თავის გამჩენს?!
ალექსი ბერი (შუშანია)
განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა. განათლებას ფასი და მნიშვნელობა მხოლოდ მაშინა აქვს, როცა მას რიგიანად გამოვიყენებთ.
კირიონ II
განათლებული კაცი ყველგან თავისიანად მიღებულ იქნება, რადგან განათლება აერთებს ადამიანებს, გაუნათლებლობა კი - ჰყოფს, რადგანაც გაუნათლებელი ყველას ეუცხოვება და ყველანი მას ეუცხოვებიან.
არისტიპე
განათლებული უნდა განსხვავდებოდეს უსწავლელ კაცთა საქმისა და ცხოვრებისაგან.
გაბრიელ ქიქოძე
განგებას თვალებზე დიდი საოცრება რა გაუჩენია? ადამიანის თვალები უეჭველად სასწაულია სასწაულთა შორის. ადამიანთა თვალთმეტყველება იმდენი და იმდენნაირია, რამდენი ადამიანიცაა.
ლავროსი კალანდაძე
განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა.
სულხან-საბა ორბელიანი
განრისხებული კაცის გულს ნუ შეაძრწუნებ, და ნუ დაუგვიანებ მისაცემელს მას, რომელნიც საჭიროებენ. ათხოვე ყური გლახაკს და მოექეც მას მოფერებით და თავმდაბლად.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
განსაკუთრებით ორი კისერ-მოსატეხი ქვაა, რომელზედაც შეიმუსრება ხოლმე ბევრი წილი ადამიანი: ერთი სიყვარული და მეორე - პატივმოყვარეობა.
ბეშველი
განსაკუთრებით სასაცილონი არიან ის ბებრუცუნები, რომელთაც ოდესღაც მომხიბვლელობა არა ჰკლებიათ და დავიწყებიათ, ახლა რომ აღარ ბრძანდებიან პირმშვენიერნი.
ლაროშფუკო
განსაცდელი ის სიმთვრალეა, რომელიც ადამიანს აფხიზლებს.
ალფონს დოდე
განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული, თვალახილებული ხალხია.
ვაჟა-ფშაველა
გაორებული კაცის ბედი მთავრდება მარცხითაო..
ქართული თქმა
გაპრანჭულმა და თავდაჯერებულმა ქალებმა არც გემოვნებით ჩაცმა იციან და ვერც ლაპარაკითა და ქცევით მიიპყრობენ ყურადღებას.
მოემი
გარდაცვალება, გარდასვლა, გარდაქმნა, იმქვეყნიურში გადასახლებაა. “ერთი ყვავილი გამოაკლდა მიწის სიმდიდრეს, ზეცის სიმდიდრეს შეემატა ერთი ვარსკვლავი“.
“სახალხო საქმე“ 1919, №691, 28 ნოემბ., გვ. 3.
გარდაცვალებულები ყოველთვის ნაზ და თბილ მოგონებებს იწვევენ ჩვენში და გაცილებით უკეთესნი არიან ცოცხლებზე.
ალბერ კამიუ
გარეთ თუ მტერია მდევნელი, შინ მაინც უნდა იყოს მოყვარე და გულშემატკივარი; გარეთ თუ მონობაა, შინ მაინც უნდა იყოს თავისუფლება; გარეთ თუ ღალატია, შინ მაინც უნდა იყოს ერთგულობა, სიმტკიცე, რწმენა.
სამსონ ფირცხალავა
გასავალი არა აქვს კაცს, რომელმაც ხელობა არ იცის საქმისა და მის გაკეთებასკი კისრულობს; ანდა რაც იცის, იმის გაკეთებას-კი არ შეუდგება, არამედ იმას, რის თავისა და ბოლოსი არა იცის-რა; ამისთანა უთოუდ საქმეს წაახდენს ხოლმე და სამართლიან საყვედურსაც დაიმსახურებს.
მოსე ჯანაშვილი
გატეხილს ჭურჭელს მიჰრონი არ ერწმუნების იცითა; ცრუ კაცსა საიდუმლონი არ ეთქმის, მითქვამს ფიცითა.
არჩილ მეფე
გაუფრთხილდით თქვენი შვილების ცრემლს, რომ მერე თქვენ საფლავზე დაჰღვარონ.
პითაგორა
გაფრთხილდი მზაკვარის კაცისაგან, ნურას გზით ნუ გაეწყობი. კიდევ ამას გეტყვი: დიდი, ბნელი და ღვთის წინააღმდეგი ეს არის, რომ ცილისმწამებელი კაცი მოსამართლემ გაამართლოს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ. 1899.
გაცილებით მეტს მოვიგებთ, თუ თავს გამოვიჩენთ ისეთს, როგორიცა ვართ, ვიდრე ისეთს, როგორიც არა ვართ და ვერც ვიქნებით.
ლაროშფუკო
“გაცხოვრებ, - მაცხოვრე!“ - მარტო ეს ორი სიტყვა უნდა შეადგენდეს კაცობრიობის საურთიერთო (საერთაშორისო) კანონმდებლობის შინაარსს.
მოსე ჯანაშვილი
გაჭირვება ვნებათა დედაა, მაგრამ ბიწიერების ბებიაცაა.
ჟან პოლი
გაჭირვების დროს კაცს უნდა შერჩეს ჭკუა და გონება.
იოსებ ტფილელი
გახსენით თქვენი გონება რაღაც მოულოდნელის მოსასმენად.
ინგლისური თქმა
გახსენ გონება შესასმენად ნათხრობის ჩემის, და აღიბეჭდე ყოველივე ასე ხსოვნაში; რადგან მოსმენა როდი ნიშნავს მეცნიერებას, არამედ მხოლოდ მონასმენის მტკიცედ შეგნება.
დანტე ალიგიერი
გახსოვდეთ, როდესაც ეხები ადამიანის ხელებს, შენ ეხები სვეტებს იმ ტაძრებისას, რომელშიაც სუფევს ღვთაება.
ფრიდრიხ ნოვალისი
გახსოვდეთ, რომ არც ერთი შეურაცხყოფა არ აჩნევს ისეთს დიდს კვალს, როგორც შეურაცხყოფა, რომელიც მოსიყვარულე გულს მოჰხვდება.
ჩარლზ დიკენსი
გახსოვდეს, არასოდეს იფიქრო, რომ ხალხი-გმირია, ნურც იმას დაიჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც შენ რაიმეს გედავება, შენი მეგობარი გახდება და უარს იტყვის თავის მიზანზე.
ჩესტერფილდი
გახსოვდეს, რომ გქვიან შვილი. რას მოასწავებს ეს? იმას, რომ ყოველივე, რაც შენ გეკუთვნის. ჩასთვალო კუთვნილებად მამისა, ყოველიფერში მას გაუგონო, არასდროს მაზე ცუდი არ ილაპარაკო, არასდროს ცუდი სიტყვა არ აკადრო, არ გააბოროტო, ყოველივეში დაუთმო, ყოველივე კეთილ გონიერებაზე მიაგდო და შეძლებისამებრ დაეხმარო მას.
კვლავ გახსოვდეს, რომ ძმა ხარ. იყავი ძმებისა და დების დამთმობი, მათთან შეტკბობილი, კაი მქმელი, ეცადე არ გამოიჩინო თავი მათ წინაშე მასში, რაც შენი ნების გარეშე იმყოფება. იყავ პირველი მასში, რაზედაც უფლებს შენი ნება.
მოსე ჯანაშვილი
გახსოვდეს, რომ შენ მათგან ხარ შობილი, და რა შეგიძლია შენ მისცე მათ ნაცვლად იმისა, რაც მათ შენ მოგანიჭეს?
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
გახსოვდეს შენი უკანასკნელი დღე და არასდროს არ შესცოდებ.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
"გახსოვდეს წარსული, გწამდეს დღევანდელი, მომავლის გზებია სხივები მზისანი, -
და მარად ახალი და მარად ნათელი - მზესავით ერთია სიცოცხლის მიზანი."
ალიო მირცხულავა
გენიოსების საუკუნეში კოპერნიკი საუკუნის გენიოსად იქცა.
ბეროუზ დანემი
გენიოსი ან ნიჭით ცხებული კაცის ხალხში ტრიალი ფასს აკლებს მას ადამიანთა თვალში.
ძმები გონკურები
გენიოსი ქალი არ მოიძიება. როცა ქალი გენიოსია, მაშინ ის მამაკაცია.
ედმონდ გონკური
გენიოსს დანაშაულად არ ჩაეთვლება, რომ არ იცოდეს ათასი რამე, რაც უბრალო მოსწავლეებმაც კი იციან. იმის სიმდიდრეს კი ის არ შეადგენს, რასაც მეხსიერება ჰკრებს, არამედ ის, რაც მას საკუთარი გრძნობის ძვირფასი სალაროდან ამოაქვს.
ლესინგი
გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება.
ვაჟა-ფშაველა
გერმანელი თეატრში იმიტომ მიდის, რომ მსახიობების თამაშს უცქიროს და იმათი ღირსება დააფასოს; ფრანგი კი იმისთვის მიდის, რომ პიესა ნახოს და შთაბეჭდილება მიიღოს.
ჰაინრიხ ჰაინე
გეშინოდეს იმისი, ვისაც შენი ეშინია.
სპარსული ანდაზა
გეშინოდეს ღვთისა და იმის არ მოშიშართა.
პიერემონტი
გეშინოდეს შვიდთავიანი ვეშაპისა კი არა, არამედ ორპირი კაცისა.
ქაბუსი
“გვასწავლე ჩვენ ლოცვა“ - სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, ეს ადგილი ჰგულისხმობს ამას: დაგვეხმარე, რომ სიტყვებით გამოვთქვათ ყველა ის გრძნობანი, რაც ჩვენშია ჩამარხული, ჩვენ მიერ შემეცნილნი თუ შეუმეცნელნი, დაგვეხმარე, რომ ჩვენ მკაფიოდ და ნათლად შევსწვდეთ და გავიგოთ ის, რაც ჩვენ გვაშფოთებს, გვაღელვებს და მოსვენებას გვიფრთხობს.
გრიგოლ ფერაძე
გველი არღარა უმზერს ბრჭყალთა კაცთასა, არცარა გამოაქვს გესლი პირით მისით. ხოლო შენ აუბნევ გესლოვანსა ენასა შენსა და უცადებულად რომლითა მოკუდებიან მრავალნი კაცნი.
სულხან-საბა ორბელიანი
გველი გარედან არის ჭრელი, კაცი-შიგნიდან.
ხალხური
გველსა თავისი წელი დაკლაკნის, ადამიანს თავისი ჭირიო.
ქართული ანდაზა
გვსიამოვნებს ვხედავდეთ მას, ვისზედაც ამაგი დაგვიდია, ვიდრე მას, ვისაც ჩვენზე დაუდვია ამაგი.
ლაროშფუკო
გზა ქურდისა ნემსიდან კვერცხამდეა, კვერცხიდან ძროხამდე, ძროხიდან სახრჩობელამდე.
სპრიშპფორტ
გზა ძნელი, გზა იჭვიანი კაცს საძიებლად ჰქონია, - რასაც დაეძებს ჭკვიანი,სულელს ნაპოვნი ჰგონია!
ალიო მირცხულავა
გზას გაუდექი, მოგზაურო და მიბაძე, თუკი შეძლებ, იმას, ვინც მთელი ძალღონით ცდილობდა დაეცვა მოპოვებული თავისუფლება.
ჯონათან სვიფტი
გინდ სხვისი კეთილშობილური საქციელი შეგიქია გულწრფელად, გინდ თავად მიგიღია მასში მონაწილეობა.
ლაროშფუკო
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მოუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის, და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწუთათვის, გინება განლესს ხმალთა და წამახუავნ ლახვართა, გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყევლასა და სიკუდილსა. გველი არღარა უმზერს ბრჭყალთა კაცთასა, არცარა გამოაქვს გესლი პირით მისით. ხოლო შენ აუბნევ გესლოვანსა ენასა შენსა და უცადებულად რომლითა მოკუდებიან მრავალნი კაცნი.
სულხან-საბა ორბელიანი
გიორგი მერჩულეს - “ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელის“ ხელნაწერში ქართული სიტყვა მოცემულია ისე, თითქო პირველმიწას რძე სდიოდეს კვლავ ძუძუებიდან. ..სიტყვა ისეთი, რომელსაც აქვს ქალწულური დარცხვენა და ამავე დროს მორკინალის შემართება: სწორედ ისეთი, რომლითაც ძველად წირვადს ჰქმნიდნენ.
გრიგოლ რობაქიძე
"გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა შენს ზურგის მისაყუდებსა,
ერიდე, ნუ ჰშლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა."
დავით გურამიშვილი
“გიყვარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმალავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“.
მათე სახარება, 5.44
გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა. დალოცვილი და გახარებული იყავით: იარეთ ჭეშმარიტების გზით და ჭეშმარიტება მიგიყვანთ უფალთან.
ილია II
გიყვარდეს მშობელნი, რადგან იგინი არიან მიზეზი შენის კაცობისა და სახიერებისა.
დავით ღამბაშიძე
გლეხკაცის ყოველი საფიცარია ღმერთი დაუსაწყისი, ცა, მზე, დედამიწა ულეველი, უშრეტელი, ყანის მუხლი, ვაზის დედა, მებაღის ნობათი, ხარის ქედი, აკვნის ფიცარი, წისქვილის დოლაბი, სიმინდის ფრჩხილი, ახალნერგი, რქაგადახვეული ყოჩი, მინდვრის თარგი, აბრეშუმის ჭია, ქარფეხა ცხენი, ფუძნარი, გუთანი და ხმალი! და ვინ იცის, კიდევ რამდენი რა...
გიორგი ლეონიძე (მოთხრობა “ღვინჯუა“)
გლეხი უნდო და პრაქტიკული ჭკუის ადამიანია. მას უჭირს ძველის დაგდება და ცხოვრების ახალ რელსებზე გადასვლა. ამიტომ მთელი ძალ-ღონით ეპოტინება ძველს, ვიდრე ამის უნარი შესწევს.
ქეთევან ჯავახიშვილი
გლეხი ცხვარია და ყველა ჰპარავს, სოფელი უპატრონოა და ყველა სტანჯავს.
ხალხური
გმირებსა და მომღერლებს სამყარო არ დაივიწყებს.. სამარეში ვიქნები, მაგრამ მაინც ვილაპარაკებ.
გავრილ დერჟავინი
გმირი - ეს არის ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ ჟამს ასრულებს იმას, რის შესრულებასაც ხალხის ინტერესი მოითხოვს.
იულიუს ფუჩიკი
გმირული სიცრუე სიმხდალეა! ქვეყნად მხოლოდ ერთი გმირობა არსებობს: სამყაროს ისეთს ხედავდე, როგორც სინამდვილეშია და გიყვარდეს.
როლანი
გოეთემ ერთ პატარა ლექსში ადამიანი შეადარა სინათლით მოწყურებულს საბრალო ფარვანას, რომელიც ლამპრისკენ მიჰქრის, ცეცხლს ეკვრება და ალზე იწვის. მაგრამ სანამ შენ ეს არ შეგიგნიაო, ამბობს გოეთე, ეს “მოკვდი და აღსდეგ!“ შენ მხოლოდ ერთი უმნიშვნელო სტუმარი ხარ ამ ბნელს დედამიწაზეო.
გერონტი ქიქოძე
გონება და ჭკუა ორი სულ სხვადასხვა თვისებაა. ჭკუა ნიჭია ცხოვრების გარემოებისა და ვითარების გასაგებად და მოსააზრებლად; ხოლო გონება ღვთაებრივი არსებაა სულისა, ცხადმყოფელი იმისი, თუ რა ურთიერთობაში უნდა იყოს იგი სული ქვეყნიერების მიმართ. გონება ანთავისუფლებს ადამიანს იმ ცდუნებათაგან, რომელსაც ჭკუა ბოჭავს.
ლევ ტოლსტოი
გონება იტანს უბედურებას, ვაჟკაცი გულდაგულ წინ უდგას, მოთმინება და სარწმუნოება კი სძლევს ხოლმე.
რენანი
გონება, ცხადია, სუსტია იმ უსასრულო ობიექტებთან შედარებით, რომელთა ახსნასაც ცდილობს რა თქმა უნდა სუსტია იმ უგუნურობასთან ბრძოლაში, რომელიც ადამიანთა ბედს განაგებს, მაგრამ გონების ქმედება საუკუნეთა მანძილზე ანათებს და ათბობს კაცობრიობას.
ალბერტ აინშტაინი
გონების ძალა მოვახმაროთ არა რაღაც ირეალურის ან მიუწვდომელის შეცნობას, არამედ ცხოვრების შესწავლას, სინამდვილის გააზრებას. ცხოვრების მოვლენებში წვდომის საერთო-ეროვნული ინტერესების კონკრეტულ საჭიროებას.
არჩილ ჯორჯაძე
გონების ხმას შეუწონე ყველა შენი სიტყვა და საქმე; გწამდეს, მხოლოდ ეს დაგიხსნის სასოწარკვეთილებისაგან, ფუჭი ბრძოლისგან, პირმოთნეობისა და პატივმოყვარეობისაგან.
ავრელიუსი
გონებრივი შრომა აქარვებს და აქარწყლებს ყოველგვარ მწუხარებას.
საადი
გონიერ ადამიანს სიკვდილი არა სწადიან, მაგრამ არც ეშინიან მისი.
ჩინური სიბრძნე
გონიერ სახელმწიფოში “ადამიანები ისე უნდა იქცეოდნენ, რომ თავისუფლად და საქვეყნოდ აღიარებდენ სხვადასხვა საწინააღმდეგო აზრებს, მაგრამ მაინც ერთსულოვნად ცხოვრობდენ“. ის სახელმწიფო, რომელიც ამ მოთხოვნილებას საუკეთესოდ განახორციელებს, დემოკრატიული იქნება.
სპინოზა
გონიერი ადამიანი არც ძრახვას ითაკილებს და არც ქებით გაამპარტავნდება.
სოკრატე
გონიერი რომ უგნურს ხელში სამართებელს მიცემს, ნუღარ დაემდურება, თუ უგნურმა პირველათ იმ გონიერსვე გამოსჭრას ყელი.
აკაკი წერეთელი
გონიერი ხალხი კრებებზე სიტყვას ამბობს, უგუნურნი კი სახელმწიფოს მართავენო, - მაინც რა უცნაური არიან ეს ბერძნები.
ლადო მრელაშვილი
გონიერია ის, ვინც შრომის დასასრულს მხიარულობით იმკის, ხოლო ვინც დასაწყისშივე მეტად გახარებულია, ის შორ მანძილს ვერ გაივლის.
ფრიდრიხ რუკერტი
გონიერი დედაკაცის ქმარი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერია. ყველა დედაკაცის ცოდნა თავის საქციელით იხატება. კაცის ლაპარაკში თუ სიბრძნე არ იხატებოდეს, სიჩუმე უფრო კეთილია. ყბედი დედაკაცისაგან უფრო შიში მოგველის, ვიდრე გარეულ მხეცებისაგან.
სოლომონ ბრძენი
გონიერი ქალი არის ჭურჭელი კეთილი ზნეობისა და გონებისა, სამკაული საზოგადოებისა, კეთილი ქცევა, სიწმინდე და სიმშვიდე.
გაბრიელ ქიქოძე
გონიერმა კაცმა, ღვთაებრივ სიბრძნეს ნაზიარებმა, კარგად უწყის, რა სჯობს მისთვის და როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომაც არ ჩქარობს ლაპარაკს, არამედ კარგად ასწონ-დასწონის და ისე გადაწყვეტს - როდის ისმინოს და როდის ისიტყვოს. ხოლო უგუნური ადამიანი არ იქცევა ასე და არ შეიკრძალავს ენას.
წმიდა ანტონი დიდი
გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით.
ილია II
გონივრული ბაასი სულელთან, იგივეა, რაც ელექტრონული განათება ბრმისათვის.
ბრძენ და მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
გონივრული რჩევა შეიძლება მისცე ადამიანს, მაგრამ გონივრულ საქციელს ვერ შთააგონებ.
ლაროშფუკო
გრძნობათა შორის ბავშვს ყველაზე გვიან ყნოსვა უვითარდება. ორ თუ სამ წლამდე არ ემჩნევა, რომ შეეძლოს ცუდი ან კარგი სუნის გრძნობა. ამ მხრივ იგი ინდიფერენტული, ან, უკეთ, უგრძნობელ არის, რაც მრავალ ცხოველსაც ემჩნევა.
ჟ.-ჟ.რუსო
გსურთ შეიძინოთ წარმოდგენა საზოგადოებრივი აღზრდის შესახებ? წაიკითხეთ პლატონის “რესპუბლიკა“. იგი პოლიტიკური სრულიადაც არ არის, არამედ ეს არის აღზრდის შესახებ საუკეთესო ტრაქტატი, რომელიც კი ოდესმე დაწერილა.
ჟ.-ჟ.რუსო
გულად ვაჟკაცზე მშრომელი სამი გაფრენით მეტია.
ქართული ანდაზა
გული ადამიანისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულია.
ვოლტერი
გული ბრძენისა იქ არის, სადაც ტირიან, ბრიყვისა - სადაც ყვირიან.
ქართული ანდაზა
გული გულს შენაწებარი კაცმა ვერ გახსნას ვერ რითა.
“ივერია“ 1885, №6, გვ. 115.
"გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი."
შოთა რუსთაველი
გული წისქვილის ხვირიმას ჰგავს, რასაც დააყრი იმას ჩამოაფქვევს - დარდს დააყრი დარდს მოგცემს. სიხარულს დააყრი - სიხარულს.
გიორგი შატბერაშვილი
“გული წმიდა დაბადე ჩემთანა, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“, ამბობს წინასწარმეტყველი. დიახ, სანამდის ამ საჭირო თვისებით არ აღიჭურვება მოღვაწე, მანამდის ყოველი მეცადინეობა, შრომა, სურვილი თუ სავნებელი არ იქმნა ქვეყნისთვის - სასარგებლო ხომ მაინც არ იქნება!.
დავით მიქელაძე
გულის მომკვლელი სანახავია: თავაწყვეტილი ზეიმი და ტაშ-ფანდურა სამკომლიან სოფელში. სამხედრო აღლუმი მიყრუებულ ქალაქში. მდიდარ ნათესავთან მოსტუმრე ხელმოკლე მეცნიერი; ლამის უწიგნური კაცი, რომელსაც ლექსების წერა განუზრახავს.
ძუან იუნ-ძიაო (XV-XVI ს.ს.)
გულმოსულ კაცს არასოდეს მასწავლებლობა არ შეუძლია.
დავით ღამბაშიძე
“გულისხმის ყოფით იქმოდე თავისა თვისისა ცხორებასა.“
ნუსხური ხელნაწერი (1586 წ.)
გულკეთილობა იზიდავს ჩვენკენ ადამიანის გულს; პატიოსნება-მოგვიპოვებს საერთო პატივისცემას, ცოდნა-შეცდომისაგან გვიხსნის, ზომიერებაბედოვლათობისაგან და სიმტკიცე ხასიათისა ჭეშმარიტი თავმდებია იმისი, რომ არავითარი მახვილი ბედისა ჩვენ არ დაგვაძაბუნებს და ძირს არ დაგვცემს.
დამაკვირდი
გულმრუდი მეგობარი უფრო საშიშარია, ვიდრე პატიოსანი მტერი.
სტეფანე მაკაროვი
გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა, ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქებისა.
პლინიუსი
გულში ატარე ადამიანი, რომ პატივი სცე იმ სიყვარულითა, რომელიც ათბობს და ანათებს შენს სულიერს ბუნებასა.
სენეკა
გულწრფელი მხიარულება არ შეიძლება მისთვის, ვისაც წმიდა სინდისი არა აქვს.
დიდრო
გულწრფელობა გახსნაა გულისა. ამის უნარი ბევრს არ შესწევს და რაც ჩვეულებრივ გულწრფელობა გვგონია, გაქნილი თითლიბაზობაა, სხვათა ნდობის მოსაპოვებლად გამიზნული.
ლაროშფუკო
გულწრფელობა დედაა სიმართლისა და ნიშანი პატიოსანი კაცისა.
დიდრო
გულწრფელობა მძლავრი გულთა მოსაგები თვისებაა ადამიანისა.
ილია ნაკაშიძე
გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს.
ლეო ქიაჩელი
დ
დიდსა, მაღალსა, ნათელსა მზესა
მცირე ღრუბელი შეუცვლის ზნესა
სულხან-საბა ორბელიანი
დაგვიანებულ დემოკრატიაში გამოდის რასა და იმონავებს იდეალებს, ანდა დაცინვით გადაისროლის მას საკუჭნაოში. აზროვნება და ამასთან მასების მოქმედება რკინის სალტეებით არის გარშემორტყმული. ამისათვის და მხოლოდ ამისათვის ხართ თქვენ მკითხველი და ამომრჩეველი, ე.ი. ორმაგი მონა.
ოსვალდ შპენგლერი
დაგვტოვეთ ისეთნი, როგორიც ვართ! ჩვენი უბოროტობის და ხასიათის არაორდინალური თვისებების ერთობლიობა ვერ ეგუება მიმტევებლობის და გულგახსნილობის სულისკვეთების შეზღუდვას.
ფილოსოფოსის სენტენცია
დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მათ დაღუპეს საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ XIX-XX საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულიერი დონის დაკნინებისა, სულმოკლეობისა. ურთიერთმტრობისა... და რომ წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა; ჩვენც მონანი ვართ იმ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია.
საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას ჩვენ უკეთესნი ვიქნებოდით? გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს? ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. მის მხილებას სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა.
ილია II
დათვმა თქვა: მე ადამიანის სიყვარულით ვერა ვძღები და ის კი - ჩემი მტრობითაო.
ქართული ანდაზა
დაიმორჩილე შენი თავი იმდენად, რომ პატივსა სცემდე სხვებს, როგორც საკუთარ თავს და მოეპყარი ისე, როგორც გინდა შენ მოგეპყრან. აი ნამდვილი კაცთმოყვარეობა. დაკნინების, დამცირების ქართველს უდგას მწარე ხანა და კარგს იზამს, თავის მიზანს, თუ მიხედავს ხანდახანა!
დომენტი თომაშვილი
დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით! გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით! იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით! შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ!
მიხეილ ჯავახიშვილი
“დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“.
იოანე ზოსიმე
დამნაშავედ უნდა ჩაითვალოს ერის წინაშე იგი, ვინც საჯაროდ აქებს იმისთანა “სახალხო სკოლების საკითხავად“ დაწერილ წიგნაკს, რომელსაც შეუძლიან ხალხს თავის მამა-პაპის წარსული ისტორიული ცხოვრება შეაზიზღოს.
დიმიტრი ჯანაშვილი
დამწვარ ბავშვს მაწონიც ცხელი ეგონა.
ნორვეგიული ანდაზა
დააჯერეთ სულელი, რომ ხმა არ ამოიღოს, და ბრძნად გაითქვამს სახელს.
პუბლიციუსი
დადექით სკასთან და კარგად დააკვირდით, თუ რა ხალისით და თავდავიწყებით ეზიდებიან ეს მშრომელები (ფუტკრები) თავიანთ მძიმე ტვირთს, ამხანაგებთან ერთად, როგორი თანხმობით და სიყვარულით შრომობენ.
ლანგსტ რატი
დავლიოთ, ბიჭო, დავლიოთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო, დარდად ისიც კი გვეყოფა, შავ ლოდს რომ ამოვხედავთო.
კონსტანტინე გამსახურდია
დავით კლდიაშვილის ტალანტი მაშინ ვიგრძენი და გავიგე, როცა 21-22 წლისა გავხდი. მისი საოცარი მხატვრული უბრალოება - მხატვრულობის მწვერვალია. სანიმუშოა და მხიბლავენ დიალოგი, თხრობის ეკონომია, მახვილი თვალი, გულწრფელობა, ადამიანის სიყვარული.
მოგვიანებით, ერთი ჩემი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მითხრა: “რატომ ასე ნერვიულს ხდი წინადადებას და ეპიზოდებსაც? ამით მკითხველს ვერ ააღელვებ, მხოლოდ ლაღი, მეტი არაფერი“.
სერგო კლდიაშვილი
დავუბრუნოთ ადამიანს რწმენა - მე ასე მესმის: ეს იმას ნიშნავს, რომ დავუბრუნოთ სამშობლო, დავუბრუნოთ უკვდავების გრძნობა! დავუბრუნოთ ადამიანს მისი სულის, მისი სიტყვის უკვდავების რწმენა. ნივთებს არ შეიძლება შეეწიროს ადამიანი, ნივთიერმა ინტერესებმა არ უნდა გადაიყოლიოს მისი სული.
ლავროსი კალანდაძე
დაი ძმის დაღუპვის ამბავს რომ შეიტყობს, მაშინდელი ცრემლის ადგილას ბალახი არ ამოვა, იქ ვერაფერი ვერ იხარებს..
ილია კუტალია
დაიმახსოვრე: მოთმინების გარეშე კაცი ვერ იქმს საქმესა სასახელოსა.
ლილი იოსელიანი
დასაბამითვე ერთიანობით მოცულა ყოველი: ერთიანობამ მიუბოძა ცას სიწმიდე. ერთიანობამ მიუბოძა მიწას სიმშვიდე. ერთიანობამ მიუბოძა სულს სილბო. ერთიანობამ მიუბოძა ტბას სისავსე. ერთიანობამ მიუბოძა ყოველ არსს სიცოცხლე. ხელმწიფენი და წინამძღვარნი ერთიანობით არიან: ცისქვეშეთის მეუფენი და მოძღვარნი. (..ერთიანობის გარეშე ცა-ჩამოიქცეოდა, მიწა-დაიშლებოდა, სული შთაინთქებოდა, ტბა - დაიშრიტებოდა, ყოველი არსი-გაუდაბურდებოდა, ხელმწიფენი და წინამძღვარნი-დაემხობოდნენ).
ლაო-ძი
დასანანია, ო, რა რიგად დასანანია, რაც გულით გინდა, ჩალის ფასად იყიდებოდეს, შენ კი, უბადრუკს, იგი - ჩალის ფასიც არ გქონდეს.
ლი შან ინი
დასჯა ადამიანისა რისხვის დროს, დასჯა კი არა, შურის ძიებაა.
ბუასტი
დაუახლოვდით იმათ, ვინც ესწრაფვის თქვენთან სიახლოვეს, მაგრამ შორს დაიჭირეთ თავი იმ ახლობლებისაგან, ვისზედაც გულგატეხილი ხართ და ვინც თქვენი ნდობა დაკარგა!
დავით სულაბერიძე
დაუმსახურებელი ქება მწარე დაცინვად იქცევა, კიდევ მეტი, შეურაცხყოფად და უფრო ნათლად აჩენს ხოლმე ადამიანის უზნეობას და უგუნურობას.
ჩესტერფილდი
დაუმსახურებელი ჯილდო იმ მოპარულ ცხენსა ჰგავს, რომელსაც პატრონი აღმოაჩენს და წაიყვანს.
ალექსი რაზიკაშვილი
დაუწყებელ ჩხუბს უფრო ადვილად აიცილებს ადამიანი თავიდან, ვიდრე დაწყებულს შესწყვეტდეს.
შარლ მორასი
დაუსრულებელი ფერადობა, ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების გაშენება, დიდ ქალაქებში უაზრო ჩოჩქოლი, მოუსვენარი მღელვარება, პროფესორების და დოცენტების ტრაბახობა, ტყუილი, სიცრუე, მოწამლული ჰაერით სუნთქვა, ჭლექი, ვენერიული სნეულებანი, პოლიტიკური და დიპლომატიური შანტაჟი, კომერციული აფერები, გაიძვერა და უსინდისო პირთა ინტრიგები, დილეტანტების და უზნეო ქალების შეღებილი ლოყები, მშრომელთა ოფლი, მოტყუებულთა ცრემლები, მეოცნებეთა შიმშილი და სიღატაკე.
აი ცილივიზაცია. აი ის, რასაც ჩვენ ვეძახით კულტურას, განათლებას, წინსვლას.
კონსტანტინე კაპანელი
"დაუჭკნობია, დაუშრობელი - მშობლის ამაგი ნუგეშის გვარად,
როცა არ გიყვარს შენი მშობელი, ნუ გშურს, თუ შვილმა არ შეგიყვარა!"
ალიო მირცხულავა
დაფიქრებული შემოქმედის (დავით კაკაბაძისა) სული იყო ენერგიით დატენილი, როგორც მარცვლებით - ბროწეულის ნაყოფი. მეტად თავმდაბალი და გულღია კაცის შუბლი მუდამ ფიქრით იყო დაღარული.
ელენე ახვლედიანი
დაფნის რტოების ჩრდილი, ან თავს უბრუებს და ათბობს ადამიანებს, ან აძინებს.
პითაგორა
დაცინვისა ეშინია იმასაც, ვისაც აღარაფრისა ეშინია ამ წუთისოფელში.
ნიკოლაი გოგოლი
დაწესებულება უკეთილადამიანებოდ ფუჭია, მაგრამ ადამიანებსაც კეთილი დაწესებულების გარეშე კეთილის წარმოება ცოტათი შეუძლია.
გრაფი სპერანსკი
დაჰკარი ჩემო ტალკვესო, დაჰკარი დააკვესეო, მოყვარეს პირში უძრახე და მტერი ააკვნესეო.
“დროება“ 1909, №176, 9 აგვ. გვ. 2.
დგომამც ქნა შავი ლუდისა, გათავებამდის არ იყო, მოსვლაი კარგი სტუმრისა, წინ წასვლა წესიმც არ იყო. პური და ღვინო უსტუმრო, ვისც უამს, ნუმც უამებაო, მზემც ნუ მოვ უსტუმროდ, მოვიდას ნუმც კი დათბებაო.
მასპინძლის სადღეგრძელო ხევსურეთში
დედა-ენა არის ენა სულისა; უცხო ენა კი - ენა მეხსიერებისა.
იაკობ გოგებაშვილი
დედათა მჭერმეტყველება ცრემლია.
ბუასტი
დედათა უწრფელობა მოაყივნებს.
სარგის თმოგველი
დედაკაცი განკრძალული იძიე და ნუ შუენიერი, რამეთუ განკრძალული საუნჯე არს მოუკლებელი, ხოლო შუენიერი გინებულებაი სამარადისოი.
სწავლანი მრავალთა ფილოსოფოსთანი და სიტყვანი ფრიად სარგებელნი სული სხეულთანი
დედაკაცი მხნე გვირგვინი არის თავის ქმრისა, უპატიური - მსგავსი მყრალი ძვალისა.
სოლომონ ბრძენი
დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი - ვრცლად. მამაკაცისათვის ქვეყანა გულია, დედაკაცისათვის გული ქვეყანაა.
გრამე
დედაკაცი ყმაწვილკაცთათვის საყვარელია, ხნიერისათვის - მეგობარი და მოხუცისათვის - ძიძა.
ოქსენოტიერი
დედაკაცის ჭკუა ხურჯინსა ჰგავს.
რუსული ანდაზა
დედაკაცის ხუთი გრძობაა - გემოვნება, მხედველობა, ყნოსვა, შეხება, სმენა.
“ივერია“ 1904, №25, 1 თებ. გვ. 2.
დედაკაცს და მშიერ მგელს ნუ ენდობი.
არისტოფანე
დედაკაცსა და მთვრალს კაცს ცრემლი ადვილად უღირს.
რუსული ანდაზა
დედამიწა თავის ღერძის გარშემო ბრუნავს საათში 700 მილის სიჩქარით, მზის გარშემო ორბიტაზე კი მიჰქრის 70 ათასი მილი სიჩქარით, ხოლო მზის სისტემა გალაქტიკის ჩარჩოებში - საათში ერთი მილიონი მილის სიჩქარით. თვითონ გალაქტიკა კი სამყაროში რამდენიმე მილიონი მილის სიჩქარით მიჰქრის.
ფრიდ ჰოილი
დედამიწაზე მშვენიერების ხანგრძლივობა და სრული ბედნიერება ჯერ არავის უნახავს. დიდი ხანია ადამიანებს თავისუფლად და უშიშრად არ შეუძლიათ არც სიყვარული, არც სიძულვილი, მათ სჩვევიათ მხოლოდ ღალატი, სინანულის ცრემლები, ცოდვა და ურვა სულისა.
ეს ცხოვრება ყველაფერს კეთილს ტალახში სვრის, ყველაფერს კარგს და მშვენიერს მარად ლანძღავს და კეთილისთვის დაჯილდოების მაგიერ გოლგოთას მთაზე აიყვანეს ქვეყნის მხსნელი და იქ ჯვარზე აცვეს, სოკრატე ბრძენს საწამლავი დაალევინეს იმიტომ, რომ ქადაგებდა ათინაში სიყვარულს; ჯორდანო ბრუნო ცეცხლში დაწვეს იმიტომ, რომ სიმართლის თქმა ხმამაღლა გაბედა.
კონსტანტინე კაპანელი
დედანი ვერ მოიგონებენ ისეთ სამკაულს, რომ იმდენად დაიმშვენონ თავი, რამდენადაც სათნოება დაამშვენეს მათ.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
"დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა."
მიხეილ ხელაშვილი
დედ-მამის უსიყვარულო და ურგები შვილი საწამლავზე უმწარესი და გვარის შემარცხვენელია.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
დედ-მამისაგან ოჯახშივე უნდა ჩაენერგოს შვილს სიყვარული ბეჯითობისა, გარჯისა, შრომისა კაცად გახდომის გზაზე. გულთათქმის, სურვილების დამორჩილება, მათზე გაბატონება აქავ, ოჯახში, უნდა ისწავლოს შვილმა. აქავ უნდა ნახოს, რომ გულში ჩაინერგოს, ჩათესლოს. ბავშვი მთელი შვიდი-რვა წელიწადი დედ-მამას შეჰყურებს და იმათს მაგალითს ხედავს.
“ივერია“ 1897, №67, 6 აპრილი, გვ. 1-2.
დეე, შურიანი ილანძღებოდეს და მარტო სულელი პასუხს უგებდეს ლანძღვასა.
დუპატი
დემაგოგებმა კარგად იციან, რომელი სიტყვის გამოყენებაა საჭირო. საზოგადოებრივ სიტყვათხმარებაში მეფობს ნომინალიზმი და არა რეალიზმი.
ნიკოლაი ბერდიაევი
დემოსთენეს წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის იყო, რომ ყოველი გამოსვლა ახლებური, თავისებური ჰქონდა: მოკლედ იტყოდა, სხარტად, დასაბუთებულად, მიმართავდა კითხვებს, იშველიებდა ციტატებს, ირონიას. ბევრს მუშაობდა ყოველი გამოსვლის წინ და ამბობდნენ, მის სიტყვას “სანათის სუნი სდისო.“ 50 სიტყვა დარჩა უთქმელი, ისე გარდაიცვალა. მისი სიტყვებია: “გამოთქმა! გამოთქმა! გამოთქმა!“
აკაკი გელოვანი
დიადი აზრი მხოლოდ ობლად (იშვიათად) მოევლინება ადამიანს.
მარია ებნერ-ეშენბახი
დიადი სულები მაღალ მწვერვალებს გვანან. ღრუბლები გარს ეხვევა, ზედ ქარი დათარეშობს. მაგრამ იქ სუნთქვა უფრო იოლია. ჰაერი იქ ისეთი სუფთაა, რომ გულიდან ყველა ლაქას გადარეცხს. და როცა ღრუბელი გაიფანტება, ადამის მოდგმას ზემოდან გადმოჰყურებს.
ასეთი იყო ეს გოლიათი მთაც (მიქელანჯელო), აღორძინების ხანის იტალიას თავს რომ დაჰყურებს. ჩვენ ვხედავთ, მაღლა ცაში როგორ იხატება მისი ნაწვალები პროფილი, მაგრამ მის მწვერვალს თვალს ვეღარ ვუწვდენთ.
რომენ როლანი
დიახ, ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ რომ მოკვდება ვიტირებთ!..
აკაკი წერეთელი
დიდ ადამიანებს დიდი იდეები შობენ.
ჟურნ. “ექო სახიერი“ IV, თბ., 2003.
დიდად სასარგებლოა იცხოვრო დიდი ადამიანის გვერდით, გესმოდეს მისი და ეთაყვანებოდე.
ანდრე მორუა
დიდბუნებიანთა კაცთა ხშირად თან სდევს სევდა.
არისტოტელე
დიდ შეცდომას უშვებს ის, ვისაც არ ესმის, რომ ამ ოკეანის მსგავს ქვეყანაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ძლიერი დინებანი და თითქოს ათასობით ზვირთი აწყდება ერთმანეთს ადამიანთა ინტერესებისა და პატივმოყვარე მისწრაფებების სახით, არ შეიძლება საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიკეტო და სტიქიის შმაგ ძალას წინააღმდეგობა გაუწიო. ასეთი ადამიანი დასაღუპავადაა განწირული. სხვისი ინტერესები ანგარიშში უნდა ჩავაგდოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათზე ვიმოქმედოთ.
ბალზაკი
დიდად განვითარებული სოციალური ინსტიქტი აუცილებელი საფუძველია ყოველი საღი ეროვნული მორალისა.
გერონტი ქიქოძე
დიდების მოპოვების ხარბად და გაუმაძღრად მონდომება ადამიანის სულის შეხუთვაა და გულის გაქვავება.
ზაქარიას ტოპელიუსი
დიდებულ ადამიანთა სახელი უნდა იზომებოდეს იმ საშუალებებით, რითაც სახელი მოიხვეჭეს.
ლაროშფუკო
დიდებული ადამიანი იგივე მაღლობი ადგილია, რომელზედაც მიცოცავს ყოველი პატარა კაცუნა, რომ იქიდან უფრო დიდად მოეჩვენოს ყველას. გინება დიდებული ადამიანისა, ქება მისი, გამოქომაგება დიდებულ ადამიანისა და მისი ადგილის დაკავება - მუდამ საყვარელი საქმე იყო პატარა კაცუნებისათვის.
შალვა ამირეჯიბი
დიდი აზრები ყოველთვის კარგია, მაგრამ იმაზე უბედურება არაფერია, როდესაც ეს დიდი აზრი პატარა ტვინის კაცის გოგრაშია მოქცეული.
ნაპოლეონ ბონაპარტე
დიდი ბედნიერება: კაცმა იქონიოს, რაც სურს და უფრო დიდი ბედნიერებაა, არ ისურვოს მასზედ მეტი, რაცა აქვს.
ჰამადანი
დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება.
ილია ჭავჭავაძე
დიდი ვაჭარი კარგი და ჭკვიანი მოსამართლე იქნება, რომელიც არ იტყვის რაიმე არაკანონიერს.
ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
შოთა რუსთაველი
დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს. დიდი გულისთქმა, ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი-ყბედი და ლაქლაქა.
ილია ჭავჭავაძე
დიდი მხნეობა, დაუძინებელი ბრძოლა არსებობისათვის, დიდი სიფრთხილე, დიდი წინდახედულობა და დიდი პოლიტიკური ტაქტიკაა საჭირო ჩვენთვის, რათა თავი დავაღწიოთ საშინელს კრიზისს, რომელშიაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გავთანასწორდეთ ყოველი უფლებით ჩვენი სახელმწიფოს მთავარ ერთან და შავი ბედი თეთრ ბედად ვაქციოთ.
იაკობ გოგებაშვილი
დიდი ნაკლი მარტო დიდებულს კაცს შეიძლება რომ ჰქონდეს.
“მწყემსი“ 1900, 16, 30 აგვისტო, გვ. 6-7.
დიდი პიროვნება სიდიადეს სწორედ თავისზე დაბლა მდგომ ადამიანებთან ურთიერთობაში ამჟღავნებს.
ტომას კარლეილი
დიდი პიროვნება ხშირად მეტს დაანგრევს თავის სიკვდილით, ვიდრე ააშენა თავის სიცოცხლით.
ოსვალდ შპენგლერი
დიდი პოეტისათვის არ არსებობს იმაზე უფრო დიდი პატივი, ვიდრე ის, რომ იყოს უაღრესად ნაციონალური, იმიტომ, რომ სხვანაირად იგი არც შეიძლება დიდი იყოს.
ბესარიონ ბელინსკი
დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.
ლაროშფუკო
დიდი სიკეთის გასამრჯელოდაც კი კაცმა მცირეოდენი ხოტბის ქმნაც არ უნდა იკადროს.
პასკალი
დიდი უბედურება არ არის, რომ სამსახური გაუწიო უმადურს, ხოლო მეტისმეტად უბედურება იგია, რომ სამსახური გაუწიოს კაცმა უნამუსოთა.
ლაროშფუკო
დიდი ღირსების კაცთა ადვილად არ შეენდობათ ხოლმე პატარა შეცდომაცკი.
ეშენბახი
დიდი ხანია ადამიანებს თავისუფლად და უშიშრად არ შეუძლიათ არც სიყვარული, არც სიძულვილი, მათ სჩვევიათ მხოლოდ ღალატი, სინანულის ცრემლები, ცოდვა და ურვა სულისა. ეს ცხოვრება ყველაფერს კეთილს ტალახში სვრის, ყველაფერს კარგს და მშვენიერს მარად ლანძღავს და შეურაცხყოფს..
კონსტანტინე კაპანელი
დიდხანს არავის მოეწონება ის, ვინც ერთფეროვნად აზროვნებს.
ლაროშფუკო
დიოგენს ჰკითხეს: რომელ საათზე უნდა ისადილო? დიოგენმა უპასუხა: თუ შენ ხარ მდიდარი, როდესაც გინდა, მაშინ; თუ შენ ხარ ღარიბი, როდესაც გაირჯები.
მოსე ჯანაშვილის უბის წიგნაკიდან
დრო და დრო ღმრთის მოწყალება გამოაჩენს “ღირსთა მისთა“ (ღირსეულ ადამიანთა აღმზრ. მნიშვ.) “ნუგეშინის საცემლად უძლურისა ამის და დახსნილისა ნათესავისა ჩუენისა განმაძლიერებლად და განმამხნობელად, რათა ხედვითა და სმენითა სათნოებათა მათთათა შურად და ბაძვად ღირსებისა მათისა აღვიძვროდით და ძალსა მას საცნაურსა სულისა ჩუენისასა, ვითარცა ორბისა სიჭაბუკესა, განვაჭაბუკებდეთ და, ვითარცა მთოარესა, ეგრეთ განვაახლებდეთ, რომელ ღამესა შინა ამის ცხოვრებისასა, ვითარცა დღესა შინა, მეცნიერად ვიდოდით..
გიორგი მთაწმინდელი
დრო ფული არის, ვინც დროს ცუდად და უბრალო ლაპარაკზედ ჰკარგავს - ის ნიადაგ ღარიბია.
“მწყემსი“ 1900, №16, 30 აგვისტო, გვ. 6-7.
დროს ჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს, რას ისხამს, რა მოისთვლების?
სოლომონ ბრძენი
დიდ კაცად არ სთვლიან ბრძენნი მას, ვინაც დიდი კაცის სახელსა სთელავს. ყველაფერი არაა, ვინაიდან წარმავალია ყველაფერი, - ტახტი, ბედნიერება, სიცოცხლე, ძალაუფლება, ქონება!
საადი
დიდ უფლებას ის მოიპოვებს, ვინც მცირეს ზომიერადა ხმარობს.
იულიუს კეისარი
დიდ სიბრძნეს არ აფრქვევდა, მაგრამ მისი დაუნდობელი სარკაზმი ხშირად აღწევდა მიზანს და, გარდა ამისა, ყოველთვის იმას ამბობდა, რაც გულში ედო. შტრეკლენდს არაფრად მიაჩნდა ადამიანის დაგესვლა და ხშირად ერთობოდა კიდეც ამით.
მოემი
დიდად ძალოვანი კაციც კი უღონოა, თუ მოძმენი ბანს არ მისცემენ.
დუკლო
დიდება სათნოებიანის კაცისა მის საკუთარს გულშია და არა სხვისაგან ქებაში.
ბერნარი
დიდება შენი აჩრდილსა ჰგავს შენსას: ხან წინ მიგიძღვის, ხან უკან მოგდევს; ხან შენზე დიდია, ხან შენზე პატარა.
“ივერია“ 1897, №214, 15 ნოემბ. გვ. 3.
დიდების მოყვარე კაცის არსება ჩრდილია სიზმრისა.
გოლდენსტერნი
დიდებულთა მოწყალება მეტწილად ხალხის გულის მოსაგებად გამიზნული თვალთმაქცობაა.
ლაროშფუკო
დიდებულია მარტო იგი, რაც მკვიდრია, მკვიდრია მარტო იგი, რაც მართალია.
ფერნარი
დიდი ადამიანები კაცობრიობის შინაარსის სარჩევია.
ფრიდრიხ ჰეგელი
დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონს კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება.
ილია ჭავჭავაძე
დიდი ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს მას, ვინც მოინდომებს ხმამაღლა სთქვას ის, რაც საიდუმლოდ ყველამ იცის და რასაც ყველა გრძნობს.
ალექსანდრე გერცენი
დიდი იდეები ისევე იბადებიან, როგორც პატარა ბავშვები, შემდეგ იზრდებიან.
თაგორი
დიდი კაცი მხოლოდ ის არის, ვინც მზესავით უვლის და ათბობს დიდთაცა და პატარათაც.
დავით ღამბაშიძე
დიდი მნიშვნელობა აქვს, კაცს მისი ხასიათის შესაბამისად და მართებულად მოექცე, ვინაიდან მეგობარს ძალით ვერ აიყვან და ვერც დააკავებ; კეთილის ყოფითა და ამო მოპყრობით კი ეს ნადავლი ხელში ჩასაგდებადაც მისაწვდომია და დასაკავებლადაც.
ამიტომ საჭიროა მზრუნველ მეგობრებს თავდაპირველად მხოლოდ ის მოსთხოვო, რის შესრულებაც უმცირესი გარჯით შეეძლებათ, ხოლო შემდეგ შენც ასეთივე სანაცვლო მადლი უნდა მიუძღვნა...
ამ გზით უფრო იქმნება მეგობრობა, სიყვარულიც ხანგრძლივად ექნებათ შენი და მეტ სიკეთესაც გასწევენ. მათ მადლობას უფრო მეტად დაიმსახურებ, თუ შენს წყალობას საჭიროების ჟამს გაიღებ.
სოკრატე
დიდებიდან სასაცილო მდგომარეობამდე - ერთი ნაბიჯია.. ზოგისთვის საუნჯეა - რწმენა, სიყვარული, სასოება და მრავალი სხვა სათნოებები; ზოგისთვის - სიმდიდრე, დიდება, წოდება, პატივი და სხვა სიკეთენი ამა სოფლისა.; ყოველი კვირა დღე მაცხოვრის აღდგომის დღეა. ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო დღესასწაულობს. დაწესდა იგი VIII საუკუნეში; VII მსოფლიო კრების შემდეგ ხატთა თაყვანისცემა საბოლოოდ დადგინდა. კათოლიკოსი ე.ი. საყოველთაო, ანუ ყოველთა ქართველთა სულიერი მამა.
ილია II
დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა.
არჩილ მეფე
დიდი უბედურება არ არის, რომ სამსახური გაუწიო უმადურსა, ხოლო მეტისმეტად უბედურება იგია, რომ სამსახური გაგიწიოს უნამუსომ.
ლაროშფუკო
დიდი უბედურებაა: გლახა იყო და ამპარტავანი.
კალდერონი
დიდბუნებოვან კაცს ხშირად თან სდევს სევდა.
არისტოტელე
დიდი ტილოს ავტორმა რომანი უნდა დაასრულოს, რამდენიმე თვე დაასვენოს, თვითონაც დაისვენოს, მერმე ისევ გადაიკითხოს, გადააკეთოს, ისევ დაასვენოს, და ეს ოპერაცია მანამდე იმეოროს, სანამ საბოლოოდ არ დამწიფდებოდეს.
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუტანოს იგი მკითხველს. ასე აყენებენ კარგ ღვინოს, ასე იწერება კარგი რომანიც. მაგრამ ერთსაც და მეორესაც უძირო მოთმინება სჭირდება, ჩვენ კი, მწერლებს, საამისოდ არა გვცალია.
მიხეილ ჯავახიშვილი
დიდი უბედურებაა ერისათვის, როდესაც იგი პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დაჰკარგავს, მაგრამ ეს კიდევ არ შეადგენს ყოველსავე. ამ ერმა შეიძლება მიაღწიოს უმაღლეს ზნეობრივ-გონებრივ განვითარებას, უმაღლეს ნივთიერ კეთილდღეობას, შეიქმნეს ბედნიერად: მაგრამ ამისათვის საჭიროა გამოიაროს კულტურული ბრძოლა და გამარჯვებული გამოვიდეს ამ ბრძოლიდან.
როგორც ომში ბრძოლას, ამ ბრძოლასაც სარდალი ეჭირვება და ამ სარდალს ჩვენ მაღალ განათლებისაგან უნდა მოველოდეთ. დაუფასებელია საზოგადოებისათვის კარგი მრჩეველი, კარგი წინამძღვარი.
ლუარსაბ ლოლუა
დიდი ღირსების ადამიანს მცირე ნაკლოვანება და შეცდომა ყოველთვის უნდა შეენდოს.
ეშენბახი
დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმე ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში. ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული: მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული..
ილია ჭავჭავაძე
დიდობა და პატივი ქვეყნისა ამაო არის და სიზმარი და მატყუარი.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
დიდსულოვანი ჩვეულებრივი ადამიანისაგან იმით კი არ განსხვავდება, რომ მას აქვს ნაკლები გატაცებები და მეტი პატიოსნება, არამედ იმით, რომ ის თავისთავში ატარებს დიდ აზრებს.
ლაროშფუკო
დინება, წარმავალი უსასრულობიდან დასასრულისაკენ - არის ჭეშმარიტება, სიკეთე; ის ექვემდებარება კანონებს და მისი სახე განსაზღვრულია. მისი ექო, გამოძახილი, რომელიც უბრუნდება უსასრულოს, არის აღტაცება და სილამაზე, რომელთა დაჭერა და მისაკუთრება არ შეიძლება და რომელნიც სწორედ ამის გამო ჩვენ აგვამაღლებს.
თაგორი
დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისათვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება.
ნიკო ნიკოლაძე
დოსტოევსკის დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი ცხოვრებას იღებს არა მარტო იმ სახით, როგორათაც სინამდვილეში არსებობს, არამედ ისე, როგორც უნდა იარსებოს. მას აინტერესებს, არა მარტო სტატიკა, არამედ დინამიკა, მოძრაობა, ცხოვრება.
ვლადიმირ სოლოვიოვი
დრკუ კაცთა გული ნიადაგ ეძებს მოყვასთა ძვირებსა, გული მშვიდი და მდაბალი ძრახვას არ გაიკვირვებსა.
არჩილ მეფე
დრო არის იმ ადამიანთა ერთადერთი კაპიტალი, რომელთა განძი მხოლოდ მათი ინტელიგენტურობაა.
ბალზაკი
დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცება უკან.
ავრელიუსი
დროა წელში გავიმართოთ, დროა გავიგოთ, რომ ჩვენი ეკონომიური და ეროვნული ცხოვრების გაღონიერება ერთადერთ ჩვენს ცდაზე, ენერგიაზე, მეცადინეობაზე და მხნეობაზე არის დამყარებული, სხვას ნუ შევყურებთ თვალებში, ნუ მოველოდებით იმას, რის მოლოდინი ბავშვობად ჩამოგვერთმევა, ნუ გავიტეხთ გულს და ნუ ამოვშლით იმის სიღრმიდან სურვილს და ნატვრას უკეთესის მომავლისას.
არჩილ ჯორჯაძე
დრო და კაცნი მოვლენ, შურნი და მატყუარნი იქნებიან, მსგავსი მელისა; კაცნი მოვლენ, კეთილნი და მშვიდობიანი, ვითარცა ცხვარნი; კაცნი მოვლენ ბოროტნი, ხელთ მახვილი ეჭიროსთ; ჟამი ასეთი მოვიდა - მახვილის ხმარებისა და ტყუილის თქმისა: ჟამი მრავალს რიგს საქმეებს მოიტანს, მაგრამ კაცი მოთმინებით უნდა იყოს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
დროშას ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის, არამც თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი სიცოცხლეს არ ზოგავს.
ილია ჭავჭავაძე
დრო-ჟამი ცხოვრებით მოყირჭებული ბებრუხანაა.
მენცელი
"დროს გავყვეთ! ნუღარ გავდგებით ობლად, კიდევ ბევრია გზები სათელი,
რა უცებ გადის ამ წუთისოფლად ჩვენი სიცოცხლე - ელვის ნათელი!?"
ალიო მირცხულავა
დღე ისე მოიქეცი, რომ ღამე მოსვენებული ძილი გქონდეს, ახალგაზრდობაშიაც ისე, - რომ მშვიდობიანი მოხუცებულება გქონდეს.
ჩინური სიბრძნე
დღეს თითოეული ჩვენგანი გამოდის ცხოვრებაში როგორც ველური მხეცი, რომელსაც არაფერი სწამს, არაფერი ამოქმედებს, არაფერი მიიზიდავს გარდა მისი საკუთარი მადისა და ქეიფისა. თუ მოგვშივდა, შეგვიძლიან საკუთარ ძმას ცხვირი მოვაკვნიტოთ და საკუთარი შვილის ხორცი შევჭამოთ.
ნიკო ნიკოლაძე
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთეთ მიიჩნევს და უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში.
ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად - სიცრუე.
ილია II
დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკივილისა, რომლის მორჩენაც მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა მომავალ საუკუნეს.
ილია ჭავჭავაძე
დღეს ჩვენი კულტურის ერთი ტრაგიკული ნასკვთაგანი ის გახლავთ, რომ ქართველი ერის სულიერი ძალა უმთავრესად პოლიტიკაზე იხარჯება.
კონსტანტინე გამსახურდია
დღესაც ილია მთაწმინდის სერიდან თითქმის გვიმეორებს ანდერძს: “ჯერ თქვენ შეიგნეთ, ერთმანეთს გააგებინეთ თქვენი მდგომარეობა და მერმე გააცვნეთ სხვას თქვენი ჭირიო. ჯერ უჭირისუფლეთ ქართველ მკითხველს და მერმე გამოდით ქართველი ერის მოთხოვნილების დამცველადო...“
ნიკო ლორთქიფანიძე
დღეს ქართველებს ზედაპირი სარჩულად მოგვექცა და სარჩული გაგვიზედაპირდა. სიბრძნის ადგილი უმეცრებამ დაიჭირა და წამოშობა: ურწმუნოება, უსასოება და სიძულვილი.
“ივერია“ 1903, №185, გვ. 2-4.
ე
ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს; მტერმან კოდი მომაშინა, მოყვარემან ვარდის კონა, ეგრე მტერმან ვერ მატკინა, მოყვარემან დამაღონა.
სულხან-საბა ორბელიანი
ემოციის გავლენით ადამიანის მეტყველება მელოდიური ხდება.
ჰერბერტ სპენსერი
ენა არის გამოსხიერება ადამიანის აზრისა. მის შესწავლით შეგვიძლია შევიგნოთ ხალხის ზრდისა და განვითარების ისტორია, ასე რომ თვით ენა არის ამა თუ იმ ერის უმთავრესი საისტორიო წყარო, მისი ფსიქოლოგიის მთელი რაობა. ენა არის სარკე, რომელშიაც სწორედ და ცხადად გამოსჭვივის სული ყოველი ერისა. რახან თვითონ სული მარად თვითმოძრავი და თვითმოქმედია, ამიტომ მისი სარკეცენა - მუდამ ცვლილებაშია.
მოსე ჯანაშვილი
ენა ხალხის აღსარებაა, მასში ისმის მის ბუნება, მისი სული და მშობლიური ყოფა.
პეტრე ვიაზემსკი
ენა ერისა არის მისი სული და მისი სული არის მისი ენა.
მელიტონ კელენჯერიძე
ენა უდაბადებოდ იგივეა, რაც მუნჯი უსიტყვოდ. რადა ღირს თუნდ მარტო დავითნი, ეს მთლიანი გალობა, ღაღადება, ქება, დიდება, გოდება. არ დაბერებულა ერი, რომელსაც აბადია სწორუპოვრად თარგმნილი ბიბლია. “წარდათუწირულვართ, არა განწირულვართ“.
მოსე ჯანაშვილი
ენით ადამიანი არა მარტო გამოთქვამს რასმე, მით იგი თავის თავსაც გამოთქვამს.
გეორგ ფონ გაბელენცი
ენის შესწავლას ყოველთვის მოსდევს თვით ერის შეგნება და დაახლოვებაც.
ალექსანდრე ხახანაშვილი
ენას ისა ჰქმნის, ვისაც თანაბრად მოეპოება ნიჭიც, ცოდნაც და დიდი შრომის უნარიც.
მიხეილ ჯავახიშვილი
ენით ვცოცხალვარ, მით მიყვარს ლხენა, მიყვარს სამშობლოს მე დედა ენა!..
რაფიელ ერისთავი
ერთ ბრძენს ჰკითხეს: ვინ უფრო მეტად გიყვარს, - ძმა თუ მეგობარი? არ შევიყვარებ მე ჩემს ძმას, უპასუხა ბრძენმა, ვიდრე იგი არ დამიმეგობრდება.
“ივერია“ 1901, №90, გვ. 4. დამაკვირდი
ერთ მეგობარზე, რომელიც მუდამჟამს მთვრალი იყო, საფირი იტყოდა: დილას ის ღვინის კასრია, საღამოთი - კასრი ღვინითაო.
საფირი
ერთ რეგვენს შეუძლია დასვას შეკითხვები, რომელსაც ათასი ბრძენი ვერ გასცემს პასუხს.
მაქსიმა წიგნიდან “ბრძნული აზრების სამყაროში“
ერთადერთი ჩვეულება, რომელიც უნდა შევათვისებინოთ ბავშვს, ის არის, რომ არავითარი ჩვეულება არ შეითვისოს.
ჟ.-ჟ.რუსო
ერთგვარად სასურველი არ არის სიჭაბუკეს მოკლებული სილამაზე და სილამაზეს მოკლებული სიჭაბუკე.
ლაროშფუკო
ერთგულ ადამიანს მიმიკრია არ სჭირდება, ის პირდაპირია, ამიტომ მან შეიძლება მეტი უნდობლობა დაიმსახუროს, ვიდრე ნიღბოსნებმა.
ლავროსი კალანდაძე
ერთ კაცს ჰკითხეს, ვინ არის ბრძენი კაციო? «ვინც ამას არ კითხულობსო“.
“ივერია“ 1892, №25.
ერთ-ერთი პირველი და ყველას მიერ აღიარებული პირობა ბედნიერებისა, არის ისეთი სიცოცხლე, რომლის დროსაც არ არის დარღვეული ადამიანის კავშირი ბუნებასთან, ე.ი. სიცოცხლე ღვივა ცის ქვეშ, მზის შუქზე, სუფთა ჰაერზე.
ლევ ტოლსტოი
ერთ-ერთი სახელი უზენაესის ღვთაებისა არის სიკეთე. იგი არის კეთილი და ამიტომ სამყაროს გაჩენაც მისი სიკეთიდან მომდინარეობს.
დიონისე არეოპაგელი
ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო ძვირად ღირს, ვიდრე ბუდას პატივსაცემად შვიდსართულიანი სამლოცველოს აგება.
ჩინური თქმა
ერთი გიჟი ზღვაში ქვას ჩააგდებს და ათი ჭკუიანი ვერ ამოიღებსო.
დიმიტრი ჯანაშვილი
ერთი და იმავე ადამიანის გულში შესანიშნავად თავსდება წვრილმანობა და სულგრძელობა, სიბოროტე და გულმოწყალება, სიძულვილი და სიყვარული.
მოემი
ერთი თაობა რგავს ხეებს, მეორე ისვენებს მათ ჩრდილში.
ჩინური ანდაზა
ერთი ნიშანი ჭკუამოკლეობისა იგია, როცა კაცი დაიწყებს ამბების თქმას და აღარ ათავებს.
ლაბრიუერი
ერთი რამე შემინიშნავს, მაგრამ ჩუმად გეტყვით ყურში: ჩვენში თურმე ბევრი არის კაჭკაჭი და თუთიყუში.
აკაკი წერეთელი
ერთი ფარულად ჩამოვარდნილი ცრემლი უფრო გულშემატკივარია, ვიდრე აშკარად მთელი ნაკადული ცრემლთა. მდუმარება და მწუხარება უფრო გატკენს გულს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ერთი შეხედვით დღეს თითქოს საზოგადოება გამოფხიზლდა, მეტი შემეცნება შევიდა და ამოძრავდა იგი, ძალები თითქოს მეტი შეგვეძინა, ცხოვრება ჩვენი გართულდა, მრავალგვარი მწვავე საკითხი დაგვიდგა წინ, ავი ძალები სხვა და სხვა კუთხიდან მოგვადგა და მარჯვნივ და მარცხნივ გვიხდება დღეს ბრძოლა და მუშაობა, თითქოს ვიბრძვით კიდეც, თითქოს ვმუშაობთ, მაგრამ ბრძოლა ჩვენი დონკიხოტის ბრძოლასა ჰგავს, მუშაობა ჩვენი უნაყოფოა ჩვენთვის.
“კლდე“ 1912, №1, გვ. 2.
ერთი წამისა გულის ნების პოვნისათვის საუკუნოსა აუგსა და მოყივნებასა ნუ ჩაიჭრები. ათას წლამდინ გულის ნებისა პოვნა ერთ აუგად არა ღირს, ამით რომელ ჯანგი მისი უკუნისამდინ დაეკვრის კაცსა.
“ვისრამიანი“
ერთნაირად ერიდე შენის მეგობრის მტერსაც და შენი მტრის მეგობარსაც
“ივერია“, 1901, №88, გვ. 4.
ერთნაირად არ-მისანდონი არიან მტერი შერიგებული და მეგობარი ფულით შეძენილი.
“ივერია“ 1901, №68, გვ. 4.
ერთმა ბონზმა (ბუდისტების სასულიერო პირმა) თავისი მრავალი ძვირფასი სამკაული ამხანაგს უჩვენა. “დიდად გმადლობთ ამ თქვენი საუცხოო ნივთებისათვის“, - უთხრა ამხანაგმა დათვალიერების შემდეგ. “რისთვის მეუბნებით მადლობას? მე ის თქვენთვის არ მიჩუქებია?” “ვიცი, მაგრამ თქვენც მხოლოდ უყურებთ მას ისე, როგორც ახლა მე ვნახე: სხვაფრივ არაფერში გამოგიყენებიათ.
განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ თქვენ მისი შენახვისათვის ზრუნავთ“.
აღმოსავლური სიბრძნე
ერთმა კაცმა მეორეს ჰკითხა: “უსაქმურად რას დგახარ?” “მე ვფიქრობსულელურ კითხვაზე ვის რა პასუხი გავცეო”.
ალეკსანდრ ბლუევი
ერთმა მაღალნიჭიერმა მწერალმა სთქვა: “კაცი იმად ღირს, რადაც მას აფასებს საზოგადოებრივი აზრიო“. ამ აფორიზმის მიხედვით ყოველი ერიც სწორედ იმდენად ღირს, რამდენ ფასსაც მას სდებს კაცობრიობა.
იაკობ გოგებაშვილი
ერთმანეთი დაგვეჯაბნოს საქართველოს სიყვარულში.
ლევან გოთუა
ერთნაირი ფრინველი ერთად გროვდება.
ნორვეგიული ანდაზა
ერთნაირად ძნელია გული მოიგო იმის, ვისაც ძალიან უყვარს და იმის, ვისაც სულ აღარ უყვარს.
ლაროშფუკო
ერთს თუ ჰპარავ-პლაგიატობაა, ბევრს თუ ჰპარავ - გამოკვლევა.
ჰელმუდ ჰერნესი
"ერთსა ვიტყვი, ორსა სჯობდეს, ქათამს დავკლავ, ღორსა სჯობდეს.
ზოგიერთა ავი კაცი, ჩხუბს გააჩენს, ომსა სჯობდეს."
“საქართველოს სიძველენი“, ტფ. 1913-1914, გვ. 193.
ერთს რომ სახლი ეწოდეს, მეორე ხელს ითბობს. ესეთია ეს წუთისოფელი.
ინდური ანდაზა
ერთურთს ვეხებით, რითი? ფრთების ფართქალით.
რილკე
ერიდენით და უფრთხილდით საკუთარ ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა წახვალთ, ყველგან თან დაგდევთ სიკვდილის კარამდის.
ლუდვიგ ბერნე
ერი ბოროტად ხმარობს თავისუფლებას მხოლოდ იქ, სადაც ეს თავისუფლება ძალითა აქვს მოპოვებული, და არა იქ, სადაც ნაბოძები აქვს.
ბოსსუეტი
ერი თავის გმირებში ჰპოვებს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონესა და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა მოსავს და ლოცულობს, ზოგს დიდბუნებოვნობის შარავანდედითა, და თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.
ილია ჭავჭავაძე
ერი თავისუფალია, როდესაც თავის მმართველს ადამიანად კი არა, კანონის იარაღადა სთვლის.
ჟან-ჟაკ რუსო
ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს “ჩვენგანს“, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით, თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი, თუ ქმნაა, იმიტომ, რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის.
ილია ჭავჭავაძე
ერი მაშინაა ბედნიერი, მისი მომავალი მაშინ მიემართება სიკეთისაკენ, როცა მისი ბედი და საქმე მოწინავე პატიოსან და უანგარო ახალგაზრდობას აბარია. მათი ინტერესების იდეა საერთოა.
ნიკო ნიკოლაძე
ერი მუდამ ცოცხალია და არ მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა-ცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან.
ვაჟა-ფშაველა
ერი, როგორც ბავშვი ან სტირის, ან იცინის. რომ სტირის ტკივილისაგან და იცინის სიხარულისაგან - ეგ ყველამ იცის, ხოლო რა ადგილას სტკივა და რა მიზეზია სიხარულისა - ეს კი ძალიან ძნელი გამოსაცნობია.
ლუდვიგ ბერნე
ერი უძლურდება და კვდება არა ბიოლოგიური კანონის ძალით, არამედ სოციალურ პოლიტიკის ორგანიზაციის უვარგისობის გამო. ორგანიზაცია ერის ძალებისა არის უტყუარი ფარ-ხმალი და გარანტია მისი არსებობა-განვითარებისა.
არჩილ ჯორჯაძე
ერი, ხალხი ყველგან ჩინებულია! რაც უფრო კარგად გაიცნობ, მით უფრო მეტად გიყვარს.
ლევ ტოლსტოი
ერის სიდიადის საწყაო ლიტერატურაა.
ჰიუგო
ერის სილამაზეს მე ვამტკიცებ ეროვნული ანბანით.
ანატოლ ფრანსი
ერის შეგნება მეცნიერების მიღწევებს არ უნდა ჩამორჩეს.
“მნათობი“ 1984, №12, გვ. 140.
ერიდე მდუმარ კაცს და იმ ძაღლს, რომელიც არ იყეფება.
ფრანგული ანდაზა
ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ერის საგვარტომო მისწრაფების დაკარგვას მოსდევს განრავლება უთავოსნო ნაძირალა და ჩია კაცთა.
მოსე ჯანაშვილი
ეროვნება არის ადამიანთა განსაზღვრული რიცხვი, შეკავშირებული სისხლის ნათესაობით, დედაენით და შემოქმედ გენიოსებით, განმზადებული მჭიდრო სოციალურ ერთეულის შესაქმნელად.
გამიანი
ეროვნული გრძნობა - თავმოყვარეობის აღზრდა-გაფურჩქვნა ისე არა უწყობსრა ხელს, როგორც დიდებულ წინაპართა ხსოვნა-მოგონება.
ალექსანდრე ყიფშიძე
ეროვნული პიროვნების აღდგენა აუცილებელი პირობა იყო ჩვენი საზოგადო წარმატებისათვის.
არჩილ ჯორჯაძე
ეროვნულ საკითხს საქართველოში, როგორც ყოველ სხვა საკითხს, არასოდეს არ უნდა შევხედოთ დოქტრინალური თვალით, იმიტომ, რომ ამ სახით ძნელია განმარტება ცხოვრების ყველა მოვლენათა, მთელის მათის სივრცით და სისრულითა, ეს საკითხი სხვა არა არის-რა, თუ არ წესიერად წამოყენებული საკითხი ადამიანთა სიცოცხლისა და თავისუფლებისა.
არჩილ ჯორჯაძე
"ეს გახსოვდეს დარიგება ძველის მოუსმინარესა, -
აკვნის დაწვა - არ იქნება, წყალს მისცემენ მდინარესა,
ან დასჭრიან ან ჩაფლავენ დაძველებად მჩინარისა
საფლავის ხვნაც არ იქნება მით უმეტეს - წინაპრისა."
გიორგი ლეონიძე
ეს ქვეყანა საათია, რომლის ქვებსაც ფული შეადგენს, ხოლო ენას - დედათა სქესი.
ლესინგი
"ეს შურიანი ქვეყანა ხარბი და უმადურია:
პირველათ იმას გასწირავს, ვინც გულით - ნამსახურია!
..სამარის კარზედ შემდგარსა გულში ეს მრჩება წუნათა:
ვაი თუ სიკვდილის შემდეგ მეც გავხდე მაიმუნათა.
მოჰკლავს და შემდეგ სიკვდილით იგლოვს მას თვალთმაქცურადა;
დევნულს დამარხავს პატივით და ღარიბს დიდკაცურადა."
აკაკი წერეთელი
ეს წუთისოფელი სარკეა, საცა თვითეული ჩვენთაგანი თავის საკუთარს სახესა ჰხედავს. შეიჭმუხვნე მის წინ და იგი გვიჩვენებს შეჭმუხვნილს ცხვირ-პირს, გაიღიმე, გაიცინე მის წინ და მღიმარეს, მოცინარ ამხანაგს დაინახავ.
უილიამ თეკერეი
ესწრაფე საქმეებს, რომელსაც აქ შემოგთავაზებ, სახელდობრ: შრომას, სიღარიბეს, მწირობას და მდუმარებას, რადგან ისინი მოგანიჭებენ სიმდაბლეს. სიმდაბლით კი მიიღწევა ყველა ცოდვის მიტევება.
სიმდაბლე არის ის, როცა ადამიანი აღიარებს თავს ცოდვილად, ღმერთის წინაშე არანაირის სიკეთის მქმნელად; როდესაც ის გულდასმით იცავს მდუმარებას; როდესაც მიიჩნევს საკუთარ თავს არარაობად; როდესაც არავის აძალებს მიიღოს მისი სიტყვა; როდესაც უარყოფს საკუთარ ნებას, იცავს მზერას, თვალწინ უდგას სიკვდილი, თავს იკავებს სიცრუისაგან, არ წარმოთქვამს ფუჭ სიტყვებს, უფროსს არ ეწინააღმდეგება, მოთმინებით გადააქვს შეურაცხყოფა და აიძულებს თავს გადაიტანოს შრომა და მწუხარება.
წმ.ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ეტყობა, საკუთარი ცხოვრების რომანტიკა რომ იგრძნო, ცოტათი მსახიობი უნდა იყო, ცოტა გვერდზე უნდა გადგე და სხვისი თვალით, ყურადღებით დააკვირდე შენს მოქმედებას.
მოემი
ეცადე, არავინ დაიმტერო, ნურც დიდი და ნურც მცირე, ნურც გლახაკი!
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
ეცადე, რომ ბევრი გყავდეს მეგობარი, ხოლო შენ თანამზრახველად იყოლიე ერთი ათასთაგან. ყველა მეგობარი კი არ გამოგადგება გაჭირვებაში; არის ისეთი მეგობარი, რომელიც მტრად გადიქცევა და შენი დამცირების დროს, იგი შენ წინააღმდეგ წავა.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ეცადე ყოველთვის აქო და აღამაღლო შენი ქმარი უცხოთა წინაშე, და ისიც თავის მხრივ ეცდება რიგიანად და ღირსეულად მოგეპყროს.
ბონაფონი (ექიმი)
ეცადე, ჩემო შვილო, არ იყო მხიარული, როდესაც შენი მეუღლე დაღონებულია და დაღონებული - როდესაც ის მხიარულია, იმიტომ რომ პირველს შემთხვევაში შენი სიხარული მას გულს უწყლავს და მეორეში - მწუხარება აღონებს.
ბონაფონი
ეცადეთ, ქვეყანას “სასოება და იმედი არ დაუკარგოთ“ და ამით იგი “სრული განადგურებისაგან“ იხსნათ!
ანა კალანდაძე
"ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხარზე შევისვი, იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ უცბად ცრემლი მომერია და ვეღარ ვზიდე."
ტაკუბოკუ ისიკავა
ეჭვი რისხვაა მამაკაცისა და არ დაინდობს იგი არავის შურისგების ჟამს.
იგავთა წიგნი
ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს.
გერარტ მილერი
ეცადე ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა ადამიანი გლოცავდეს და გაკურთხებდეს შენ.
წმიდა ანტონი დიდი
ეხ, ღმერთო ჩემო! ცხოვრება რა გვარად აშლილ-დაშლილა: ყვავი ბულბულობს, ამაყობს, ასკილი ვარდად გაშლილა; წრფელი გრძნობების სანაცვლოდ გული შხამ-გესლით აღვსილა, ძველთა ანდერძი დიდების იმათ ხსოვნაში წაშლილა!..
გრიგოლ აბაშიძე
ეხ, ღმერთო ჩემო! ცხოვრებამ ვინ უნდა გაახაროსა, როდესაც ძმათა სისხლითა აღვსილს ვსვამთ მთისა წყაროსა; ძმა ძმას ჰკლავს, შვილი მამასა, არვინ ახსენებს ზენასა, მტერსა ადიდებს, მოყვრებზე ბოროტს აუბნებს ენასა, გადაჰყოლია ცხოვრების ნივთიერს მღვრიე დენასა!..
გრიგოლ აბაშიძე
ეხლანდელ დროში, ვინც კაცური ღირსებებით არის სავსე, ვინც არ არის ფლიდი, შურიანი, ორპირი, ვისაც თავისი თავი დავიწყებული აქვს და მარტო მოყვასზე ფიქრობს, იმას პატივსა ვცემთ მარტო გულში. მეტისმეტად იქნება ასეთი კაცი გაფუჭებული, რომ “გულში“ მაინც პატივსა არა სცემდეს ზემო მოყვანილი ღირსებების მქონე კაცს, მაგრამ ამ პატივსაცემ კაცს, რაც უნდა გაჭირვება ჰქონდეს - არ შევეწევით რაც უნდა ბევრი შეგვეძლოს, თუ ეს უკანასკნელი ჩვენი ხარისხისა არ არის. (მოგონება-იოსებ დავითაშვილის წარსული).
ვალერიან გუნია
ეჰ, აბა ვინ მოსთვლის სად და როგორ იჩენს დღევანდელი ქართველი მამაცობას! ის მამაცობს ცოლ-შვილში, მამაცობს მშობლებ-ნათესავებში, თანამოძმეებში: მამაცობს ქორწილში, მამაცობს პრესაში, მამაცობს მეცნიერებაში, ერთის სიტყვით მამაცობს იქ, სადაც მისი მამაცობა სიმხდალეზე უარესი და საზიზღარია და მხდალობს, მონობას იჩენს იქ, სადაც კი მართლაც ნამდვილი ძველებური ქართული სიმამაცეა საჭირო და სანატრელი. ღმერთო! როდის მოეღება ბოლო ასეთს უკუღმართობას?!
იპოლიტე ვართაგავა
ვ
"ვა სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გვჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა."
შოთა რუსთაველი
ვაი გულთა მოშიშართა და ხელსუსტ კაცთა! ვაი ცოდვილს, რომელიც ადგია ორ გზას! ვაი გულსა დახსნილსა? ვინაიდგან მას არა სწამს და ამიტომაც იგი არ იქმნების დაფარული. ვაი თქვენ, რომელთაც დაჰკარგეთ მოთმინება! რასა იქმთ თქვენ, როცა უფალი გიხილავსთ თქვენ?
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ვაი, თუ მართლაც დემოკრატიის გამარჯვებას საზოგადოებრივი განვითარების მთელი საფეხურის აუცილებელი გავლა სჭირდება. ჩვენ საბჭოთა სინამდვილეში მთელ ამ საფეხურს გადავახტით თავზე. მაგრამ, როგორც დღეს გამოჩნდა, ასეთმა ფიზკულტურამ ჩვენს ქვეყანას მაინცადამაინც დიდი ჯანმრთელობა და სარგებლობა ვერ მოუტანა.
ირაკლი აბაშიძე
ვაი თქვენ, თვალთმაქცნო, რომ გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, ხოლო შიგნით სავსეა მტაცებლობით და თავშეუკავებლობით.
მათეს სახარებიდან
ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თვითონ არ არის და თვითოში - ყველა, საცა თვით ეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვით ეულისათვის, საცა “მე“ ხშირია და “ჩვენ“ - იშვიათი!
ილია ჭავჭავაძე
ვაი იმას, ვინც გადაჭარბებული პატრიოტია, მაგრამ ვაი მაშინაც, როდესაც მცირედ აქვს ადამიანს პატრიოტობის გრძნობა.
ჰერბერტ სპენსერი
ვაი იმას, ვინც სავსე გულით არ სტირის, როცა ჰკარგავს საყვარელს, სატირალს, დაუვიწყარს! მაგრამ ნუთუ ესაა მხოლოდ ჩვენი ბედი. ტირილი წმინდა სამარეებთან, გოდება მდინარის პირას, ვით გოდებდნენ ბაბილონის ტყვეები? ნუთუ ვაის მოთქმა და გლოვის ზარია მარტოოდენ ჩვენი გულის ამონახეთქი? ნუთუ ერთი სასაფლავოა ჩვენი საერო შესაკრებელი, სადაც დავსტირით ჩვენს ვაებას და საიდამაც ვბრუნდებით უკვე ცრემლებ-შეშრობილნი?
სამსონ ფირცხალავა
ვაი იმას, ვისაც ერთი დღის სიამოვნება მაინც ვერ შეუწირავს კაცური მოვალეობისათვის.
ჟან-ჟაკ რუსო
ვამე თუ ჩემის სიკვდილით გული არავის სტკიოდეს, გულ-უმხურვალოდ ტიროდეს, განგებ ხმა მაღლა ჰკიოდეს, უბრალოდ იწირპლებოდეს, ცრემლი არ ხარბად ზდიოდეს, და რა მნახოს თვალებ-წუხილი, ჩემზედ ავს რასმე ჩიოდეს.
დავით გურამიშვილი
ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა!
ილია ჭავჭავაძე
ვაჟა-ფშაველას სიმღერებში ბუნება შედუღებულია ადამიანის სიცოცხლესთან და ეს ადამიანი უპირველესად ყოვლისა თვით ვაჟა არის.
არტურ ლაისტი
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ ვინცა სისხლისა მღვრელია, ვაჟკაცად იგი მიქია, ვინცა უბედურთ მხსნელია.
ილია ჭავჭავაძე
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ? რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი: კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად ღმერთმა შეჰქმნა მარტო ცრემლი.
ილია ჭავჭავაძე
ვაჟკაცისა და შემოქმედის უპირველესი მოვალეობაა არა მარტო საკუთარი ღირსების დაცვა, არამედ საკუთარი ადამიანური სიძაბუნის წინააღმდეგ ბრძოლაც.
კონსტანტინე გამსახურდია
ვაჟკაცო, გინდა რომ ქალს უყვარდე? იყავ ძლიერი მაჯით და გონებით, ძლიერი ვნების და გონების შეუდრეკლობით; ქალი, რომელიც შენ გაკვირვებით შეგყურებს, მალე შეგიყვარებს. ბუნებამ შენ გაგაჩინა ოჯახის პატრონად, გაგხადა მეომარი სიყვარულშიაც და ცხოვრებაშიაც. ამიტომ შენ უნდა იყო მძლავრი და ღონიერი.
პ.მანტეგაცა
ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს, თორემ მოკეთე რომ გადაიმტეროს, ეგ რა ბიჭობაა.
ვაჟა-ფშაველა
ვაჭარი კაცის სამშობლო იქ არის, სადაც უღმერთო სარგებლის აღებით მანეთი მალე გადაიქცევა თუმნადა, სადაც მოტყუებაზედ დამყარებულის ვაჭრობით მოყვასის გაძარცვა და გაღატაკება შესაძლებელია. არა, სამშობლოს დარდი მაღალი წმინდა გრძნობაა, და ასეთი გრძნობა ვინ მიაქვავა ანგარებით გაჭყვარტლულ ვაჭრის გულსა.
ნიკო ლომოური
ვაჭრისათვის ყოველი კაცი მყიდველია, მწერლისათვის-მკითხველი.
“ივერია“ 1894, №206, გვ. 2.
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს, იკარგებოდეს სახელი.
ჟურნ. “განათლება“ 1914, №II, გვ. 171.
ვგლოვობ არა ობლობას, არამედ იმ დღეს, რომელ დღესაც ვერ შევძელ ვერც ერთი კეთილი საქმის ქმნა.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვებრძოლოთ ჩვენს საკუთარ თავს, უკანასკნელ წუთამდის.
გუსტავ ფლობერი
ვერ დაამშვიდებ: მთვრალებს, როცა ილანძღებიან.
სუ ში
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი, ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი.
შოთა რუსთაველი
ვერ მოაშლევინებ: მედავითნეს - ანბანურ ჭეშმარიტებაზე ქაქანს; ბერიკაცს - გარდასული დღეების გახსენებას. უვიცს - ლექსების წერას.
ძუან იუნ-ძიაო
ვერ მოაშლევინებ: მოქირქილეს - ქირქილს; უნიჭოს - წერას; ბლუს - ქაქანსა და ლაყბობას.
სუ ში
ვერ უძლე დატევებად საწუთროსა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთრომან.
წმ. დავით აღმაშენებელი
ვერავინ ამაღლდა თვინიერ საქმით ქმნისა, მრავალნი ცხონდეს თვინიერ სიტყვის თქმისა.
ნიკოლოზ ორბელიანი
ვერაფერი ბრძენია იგი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სულელისაგან სასაცილოდ აგდებული.
“ივერია“ 1901, №79, გვ. 4.
ვერცხლისმოყვარეობამ წარმოშვა სიბოროტე, ამპარტავნება, ზვაობა, ნაყროვნება, სიძულვილი, ლალვა, მრისხანება და სოფლისა ამის სიყუარული: ამან ჩაჰკლა ადამიანში ისეთი საუნჯენი, როგორიცაა: “სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული, მოთმინება“.
ამითო “დავაბნელებთ სულსა ჩვენსა ღვთივ განახლებულსა. და ვაფოფინებთ ხორცთა ამათ მატლთა საზრდელსა, წუთხსა მყრალსა. კაცმან რომელმან განაბნია მარგალიტი და აღკრიბა კუროსთავი, ჩვენ ვემსგავსებით მას, ყოველი სამკაული სულისა განგვიბნევიეს და მოსურნე ვართ ხორციელთა საქმეთა“.
სულხან-საბა ორბელიანი
ვეფხის ალერსი, ვაჭრის უანგარობა და ქალის ფიცი - თანასწორად დასაფასებელია.
დამაკვირდი
ვეჭვ, თუ მტერი დააკლებს სოფელსა იმდენსა და იმ ზომსა, რაოდენსაცა ავნებს მას მოძღვარი ხენეში, დრკუ, მსმელი და მუცლის მძოვარი.
მოსე ჯანაშვილი
ვიდრე დაქორწინდებოდე, დიდხანს უნდა იფიქრო სარკესთან და ქისასთან.
პ.მანტეგაცა
ვიდრე მამულიშვილად შეიქმნებოდეს ადამიანი, ჯერ უნდა კაცად იქმნას.
სისმონდი
ვიდრე ცოლად და დედად გავხდებოდე, მე მინდა ადამიანი ვიყო.
ჰენრიხ იბსენი
ვიდრე ჩვენი საზოგადო ცხოვრება არ შესცვლის კვალსა, არ დაანებებს თავს დასუსტებულ კვნესას და არ ამოიღებს ხმას თავის ავკარგიანობაზე, იმ დრომდე არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი ლიტერატურის გაუმჯობესებისა. ყოველივე გაუმჯობესების მიზეზი და ძარღვი, ჩვენის აზრით, უნდა მოსძებნოს კაცმა ცხოვრებაში და არა იმის გარეთ.
ეგნატე იოსელიანი
ვიდრემდის შენ ცოცხალი ხარ, ვიდრემდის შენში არის სულთქმა, მანამდე შენს მოვალეობას სხვას ნუ გადასცემ; უმჯობესია, რომ შვილები გთხოვდენ შენ, ვინემ შენ თვითონ შეჰყურებდე შვილებს ხელში.
“მწყემსი“ 1890, №12, გვ. 13-15..
“ვით მამაზეცის იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა.
“ივერია“, 1896, №4, გვ. 1-2.
ვით ფუტკარი უდედოთ ვერ შეიქმს თაფლს, ვით უხუროთმოძღვროდ სახლი არ აშენდების, ასევეა ერი, რა გინდ დიდი იყოს, ვერცა ერთ საქმეს გააკეთებს, თუ მას არ ჰყავს წინამძღვარი და ანუ მისაბაძი სახე. ვინაითგან გუნდი და დასნი არა მასწავლებელნი, არამედ თავად სასწავლებელნი არიან.
მოსე ჯანაშვილი
"ვით ძნიად ბერ-ფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა;
ვით ახლად ნორჩი ვაზისა ხელს მოჰყვეს საფურჩქნელადა
ეგეთ ახალი მოზარდი-ყრმა-ოსტატს გასაწვრთნელადა."
დავით გურამიშვილი
ვითარ ყორანთასა მლიქვნელნი უბოროტეს არიან: რამეთუ ყორანი მკუდართა, ხოლო მლიქვნელნი ცოცხალთა შემჭამენ.
არისტოტელე
ვითარება თვით ერის სულიერ ძალ-ღონიდან უნდა მომდინარეობდეს, მაშასადამე, “მე“ განუწყვეტლივ და გულდასმით უნდა იკვლევდეს თავის საკუთარს ნაკლსა და სანამ გარეშე წამალს მიმართავდეს, თავის ორგანიზმშივე უნდა ეძიოს მისი მიზეზი.
ემილ ზოლა
ვითარცა ნების მყოფელი შვილი მისი სათნოებათა მისთა მკვიდრად გამოჩნდა. შეხედულება: მამის კანონიერი მემკვიდრე ის შვილია, რომელიც მისი ნების მყოფელია - (ე.ი. ნების აღმსრულებელია). მაშ, შვილის მამისადმი მორჩილება - იდეალია.
გიორგი მთაწმინდელი
ვინ ისმენს ყველაზე მეტ აბდაუბდას? ალბათ მუზეუმში გამოფენილი სურათი.
ძმები გონკურები
..ვინ მოათავსებს ერთად სიწყნარეს და სიცხარეს, ერთგულებასა და გულგრილობას? ვერვინ.
უილიამ შექსპირი
ვინ მოთვლის, რამდენი მძიმე და წაგებული ომის მერე, რამდენი მილიონი მებაღის სიკვდილის მერე აღმობრწყინდა იმედისა და რწმენის ვარსკვლავი ისტორიის მრავალსაუკუნოვან ბნელ და სისხლიან გზაზე. აღმობრწყინდა და ჩაუქრობელი შუქით ანთია.
მებაღე ხალხი, თქვენი ხალხი კაცობრიობის ისტორიაში პირველი დაეუფლა ამ ტყეებსაც, მდინარეებსაც და ველ-მინდვრებსაც - თავისი მიწაწყლის მთელ სიმდიდრეს.
ეს ხალხი გაეპასუხა პოეტებსაც, საუკუნეთა მანძილზე გლეხკაცის ჭირვარამსა და ძველთაძველ ოცნებას რომ უმღეროდნენ. გაეპასუხა არა მარტო ყველა ჩაგრულისა და დასჯილის, ყველა მონის აჩრდილს, არამედ ყველა მოაზროვნესაც და მენაღარესაც, რომელნიც ყოველ დროსა და ჟამსა ცდილობდნენ უპოვართა ჭირსახდელი გამოეხატათ.
პიერ გამარას წერილი მიხეილ მამულაშვილისადმი
ვინ მოიძებნება სადმე ისეთი ადამიანი, რომ იმედი მოგონებაზედ ძლიერ არ უყვარდეს.
ებერსი
ვინ უფრო სულელიაო,-ჰკითხეს ერთს. ის, ვინც პირში მთქმელიაო.
ნაპერწკალი. ნაწილი I, 1896. (6).
ვინაიდან პირველი წყარო უფლებისა მომდინარეობს ხალხთაგან, ამისათვის ხელმწიფენი მხოლოდ ხალხთა სასარგებლოდ უნდა ხმარობდნენ მას.
ბრძენ კაცთა გონების სალაროდან
ვინაიდან წყალობა მამისადმი არა დავიწყებულ იქმნების, მწუხარების დღეს მოგესვენოს შენ და როგორც სითბოსაგან ყინული დადნება, ისე დადნენ ცოდვანი შენნი.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ვინ არის იგი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია ამ სოფლად? მითხარ! სცოცხლობდა კი ის, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია? მითხარ! ომარ ხაიამი ვინც არ შეიწყნარებს შენს რჩევა-დარიგებას, ნუ დამოძღვრავ იმას.
წმიდა ანტონი დიდი
ვინც არის უცხოობაში, მან მტერიც მოყვარედ უნდა დაისახოს.
მოსე ჯანაშვილი
ვინც ახალგაზრდობაში რადიკალი არ ყოფილა, მას გული არ ჰქონია, ხოლო ვინც მოწიფულობაში კვლავ რადიკალად რჩება, მას კი გონება არა აქვს.
ჟორჟ კლემანსო
ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა; მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.
გურამ რჩეულიშვილი
ვინც თავის კეთილშობილი საქციელით თავს იწონებს, ამითი იმას ამტკიცებს, რომ ბუნებით კეთილშობილი არ ყოფილა.
დამაკვირდი
ვინც ანბანი შემოიღო, მან ხელთ მოგვცა ძაფი ჩვენი აზრისა და გასაღები ბუნებისა.
ანტუან რივაროლი
ვინც არეულს დროს თვითვე გულით ყოყმანობს, იგი ბოროტს ამრავლებს და შეძლებას აძლევს გაძლიერებისას, ხოლო ვინც სულით მტკიცეა და შეურყეველი, იგი საკუთარს ქვეყანას იშენებს.
გოეთე
ვინც აშენებს თავის სახლს სხვისი ფულებით, იგი მსგავსია იმ კაცისა, რომელიც ამზადებს ქვებს თავის სასაფლაოსთვის.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ვინც აძლიერებს ვნებათა ღელვას, ის ახშობს გონების სინათლეს.
“მწყემსი“ 1901, №10, გვ. 8-9.
ვინც ბატონი არ არის თავის თავისა, შეუძლიან განა თავისუფლად ყოფნა ინატროს? ხოლო ვინც ბატონია, ის განა თავისუფალი არ არის?
ენლებენი
ვინც ბედნიერებას მხოლოდ თავის თავისთვის ეძებს, იგი ვერასოდეს ვერ ეღირსება.
დამაკვირდი
ვინც ბედნიერებაში თამამია და კადნიერი, იგი უბედურობაში ყოველთვის სუსტია და მხდალი.
ფრანსუა ფენელონი
ვინც ბევრს გპირდება, იმას ნაკლებ უნდა მიენდო.
ჰორაციო
ვინც ბიწიერებასა და ვნებას მოუღალავს და უწამებია, სათნოებაში ეძებს თავის მოქანცული სულის მოსვენებას და ბედნიერებას. ამიტომაც ადვილად შესაძლებელია მოხდეს, რომ ორ სათნო ადამიანს ერთმანეთის გრძნობისა არა ესმოდეს-რა.
ფრიდრიხ ნიცშე
ვინც ბოროტად ხმარობს უფლებას, იგი მალე დაკარგავს ყოველივე გავლენას.
ბრძენ კაცთა გონების სალაროდან
ვინც განმარტოვდა, ის დაიმსხვრა. ვინც რიგებში დარჩა - ის ტოტებფართო და კანშეუმხმარია... მეგობრობა და ამხანაგობა საკუთარი თავის გაყოფაა. მაშასადამე, იღებ მეორე ადამიანს და უერთდები მას რაღაც მიზნისთვის. საშინელმა სიმარტოვემ ფუღურო ხეთ გამხადა.
როდიონ ქორქია
ვინც გზის პირას აშენებს, მას ბევრი მასწავლებელი ჰყავს.
იან ამოს კომენსკი
ვინც გინდა იყავი, იყავი კაცი, ოქროს ხარ, ვერცხლის ხარ თუ სპილენძისა ხარ - წოდების გარეშე - რაცა ხარ - ისა ხარ.
ქართლოს კასრაძე
ვინც დაბადებიდან ოცი წლისა ლამაზი არ არის, ოცდაათისა - ღონიერი, ორმოცისა-გონიერი, ორმოცდაათისა-მდიდარი და სამოცისა - ღვთისმოყვარემისთვის ყოველი იმედი ამაოა.
ძველი ხელნაწერი
ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.
საღმრთო წერილიდან
ვინც დროს არ აფასებს, ის ვერც ცოდნას შეაფასებს.
ალექსი რაზიკაშვილი
ვინც ერთბაშად ვერ გადაწყვეტს ცხოვრებას ისე, როგორც თვითონ უნდა და ამ გადაწყვეტილებას მაშინვე არ აღასრულებს, ის საუკუნოდ სხვისი მონა ხდება.
ლესინგი
ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას - ჭკვიანია, ვისაც ჰგონია ვიპოვეო - სულელია.
გოეთე
ვინც ეჭვობს, მაგრამ გამოსავალს არ ეძებს, დიდად უბედურია და, იმავდროულად, დიდად უსამართლოც. ხოლო თუ, ამასთან, ის მშვიდია და აუმღვრეველი, თუ თავს იწონებს და იკვეხნის ამით, თუ ამ ეჭვს თავისი უბადრუკი სიხარულის წყაროდ სახავს, მე სიტყვები არ მეყოფა მისი სიშლეგის შესაფასებლად.
პასკალი
ვინც ზეიმობს გამარჯვებას: ზეიმობს კაცთა კვლას. ვინც ზეიმობს კაცთა კვლას: ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს.
ლაო-ძი
ვინც თავის ასულს მიათხოვებს მეცნიერსა, ანუ თავის ქონებით შეეწევა მას, იგი სწორია მისი, რომელიც ღმერთს მიემსგავსა.
გორაოტ
ვინც თავს იწონებს რომელიმე საიდუმლოს ცოდნით, იმას ამ საიდუმლოს ერთი ნახევარი უკვე ნათქვამი აქვს და მეორე ნახევრის თქმასაც არ დაახანებს.
ჟან პოლი
ვინც თავის თავს წინაპრებზე მაღლა აყენებს, ის დასნეულებულია პატივმოყვარეობის გრძნობით.
სერგო კლდიაშვილი
ვინც თავის საიდუმლოს სხვას გაუზიარებს, იგი მისი ტყვე გახდება.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვინც თავის შადრევნებს არ დაიცავს იარაღით, სხვები დაუნგრევენ და ვინც ცდილობს აწყენინოს სხვებს, მას სხვები აწყენინებენ.
მოსე ჯანაშვილი
ვინც თავისი შეცდომა აღიარა, სჩანს უფრო დაჭკვიანდა.
პოპე
ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
ილია ჭავჭავაძე
ვინც თქვენთან ლაპარაკის შემდეგ თავისი თავისა და ჭკუის კმაყოფილი გაგშორდებათ, ის თქვენიც კმაყოფილია.
ლაბრიუერი
ვინც ითვალწუნებს თავის მოყვასს, ის სცოდავს.
სოლომონ ბრძენი
ვინც ისვრის ქვას ზემოთ, ის ესვრის თავის თავს; ვინც სხვას უთხრის ორმოს, იგი თვითონ ჩავარდება მასში; ვინც სხვას უგებს მახეს, იგი გაებმის მასში; ვინც შვრება ბოროტს, ბოროტი მასვე მიენიჭება და იგი ვერ გაიგებს, თუ საიდან ეწია მას ბოროტი.
დავით ღამბაშიძე
ვინც იცის ჭეშმარიტი მიზანი მოძრაობის, მას შეუძლია და ვალდებულიც არის, რომ მსჯავრი დადოს ყოველ ჭეშმარიტებიდან ამცდარ გზას.
ვლადიმირ სოლოვიოვი
ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
ვოლტერი
ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვა რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
ილია ჭავჭავაძე
ვინც კეთილით აღტაცებაში არ მოდის, ის ვერც კეთილს მოიმოქმედებს.
ჭკუის სალარო "ივერიიდან“
ვინც კარგ სიძეს იშოვის, იგი შვილს იშოვის, ვინც ცუდსა - იგი ქალიშვილსა ჰკარგავს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვინც კეთილს მიაგებს ბოროტ კაცს, ინანებს, ვინაიდან ამგვარი ღირსია გვემისა და არა ქებისა.
მოსე ჯანაშვილი
ვინც კორუმპირებულია, ის კორუფციას კეთილი თვალით უყურებს და ნორმალურად თვლის. ამართლებს კორუფციის, ბოროტების, როგორც საშინელი მოვლენის არსებობას. “თუ სიავეს ყველა კეთილი თვალით უყურებს, ის სიკეთეა“
(პოლ ვალერი)
“მწამს, თუმცა აბსურდია“.
ტერტულიანე
ვინც მართალს ამბობს, იმას ნება აქვს კადნიერიც იყოს.
მონტოსიერი
ვინც მარმარის გაურანდავ ნაკვეთიდან სილამაზეს, სიტფოს და სიყვარულს აღძრავს, იგი უეჭველად ჯადოსანია. ვინც უბრალო ტილოსა და წამლების შემწეობით ფერების სიმფონიას შეჰქმნის, იგი უთუოდ გულთმისანია, ხოლო იგი, ვინც უბრალო ლექსიკონში მოქცეულ სიტყვების ყორედან გრძნობების ზღვაურს ასტეხს, ლანდებს აამეტყველებს, არარსებულს ან უსულოს არსებულად და სულიერად მოგაჩვენებს, იგი უთუოდ ალქიმიკოსია და ნათელმხილველი.
კონსტანტინე გამსახურდია
ვინც მარტო სჭამს თავის პურს, ტვირთიც მარტო უნდა ზიდოს.
აღმოსავლური სიბრძნე
ვინც მაცადინეობს უფლების მოპოვებისათვის, მშვიდობისა და უვნებელ ცხოვრების მოსაპოვებლად, ემსგავსება იმ კაცს, რომელიც ცეცხლის მფრქვეველ მთისკენ მიდის, რომ თავი დაიფაროს უბედურებისაგან.
ბრძენ კაცთა გონების სალაროდან
ვინც მეტის მეტად გულჩვილია, ის ჩქარა შეიქმნება წრეგადასული და დაუნდობელი.
ეშენბახი
ვინც მეტის მეტად იხრება დედამიწისაკენ იმის საქციელს თან ტალახის სუნი აჰყვება ხოლმე.
გვერაციო
ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.
აკაკი წერეთელი
ვინც მთელს ქვეყანას ემეგობრება, იგი არავის მეგობარი არ არის.
ბარტოლომეი
ვინც მტერსა დიდხანს ადროებს, არის თავისა მტერია.
“როსტომიანი“
ვინც მშობელსა არ აამებს, იგიც მასვე მოელოდეს.
ვახტანგ VI
ვინც მშობლის სიტყვას მასხრად იგდებს და არ უპყრობს ყურს, ცხოვრებისაგან ის მიიღებს მხოლოდღა პანღურს.
ზაქირი სამარყანდელი
ვინც მხოლოდ საკუთარ მეს ეძებს, ადვილად კარგავს მას.
მიხეილ კვესელავა
ვისაც მხოლოდ თავის თავი უყვარს, იმას სიყვარულში მეტოქე არა ჰყავს.
ფრანგული ანდაზა
ვინც ნელა დადის, გონიერად დადის; ვინც გონიერად დადის, ის მკვიდრადაც დადის.
იტალიური ანდაზა
ვინც ოდესმე მდგარა გემის ერდოზე დიდსა და გაშლილ ზღვა-ოკეანეში ვარსკვლავებით მოჭედილს ცის ქვეშ მარტოდმარტო და ჩაჰკვირებია ამ დროს თავის სულიერ არსებას, თავის სინდისს, იმას კარგად ეცოდინება, რა ძვირფასია ადამიანისათვის ასეთი მგზავრობა.
ნეტავ ყველა ჩემს თანამემამულეს გამოეცადოს ასეთი მდგომარეობა, როცა კაცი თავის თავს აძლევს იმის ანგარიშს, თუ რა გააკეთა, რა საქმე სრულყო. ამ დროს კაცს თავს ანებებს გულ-ზვიადობა, მედიდურობა, რომელიც ასე ბევრს შეყრია სენად ჩვენ შორის.
იმპერატორი ვილჰელმი
ვინც ორჯერ მოიხედავს უკან, არაფერს წააგებს.
ჩინური ანდაზა
ვინც პატიოსნად ემსახურება თავის სამშობლოს, იმისთვის სრულებით არ არის საჭირო წინაპრები..
გრაკხ ბაბეფი
ვინც პატივმოყვარეობის სენითაა შეპყრობილი, ლაქლაქი უყვარს და სურს, ყველამ მას უსმინოს, მუდამ ცდილობს მუჯლუგუნებით გზა გაიკაფოს, ხალხის თავში მოექცეს, რადგან იქ მუდამ მეტი ჰაერია. გზის გაკაფვა კი ჭირს, როგორც ჯოჯოხეთიდან ამოსვლა, სამაგიეროდ, თანამოძმეთა თავებზე მოკალათებული არხეინადაა და ლაქლაქებს დაუსრულებლივ ერთსა და იმავეს.
დანიელ დეფო
ვინც პატივსა გვცემს და ვუყვარვართ, ხშირად გვაწუხებს და სიყვარულის ბრალი არის ეს შეწუხება, რისთვისაც უნდათ შემწუხებელთ მადლს გადვუხდიდეთ.
შექსპირი
ვინც პირველად ქალი ყვავილს შეადარა, უდიდესი პოეტი იყო, ხოლო მეორე, რომელმაც იგივე გაიმეორა, ყეყეჩი.
ჰაინე
ვინც პირმოთნეა, ძალიან ადვილი დასაჯერებელია, რომ იგი ცილისმწამებელიც იქნება.
ბერინგტონი
ვინც პოეტად არ შობილა, ვერასოდეს პოეტი ვერ გახდება.
ვალერი ბრიუსოვი
ვინც სათანადოდ ვერ შეიგნებს თავის მშობლიურ სიძველეს და სიყვარულით არ მოუფრთხილდება თავის წინაპრების კულტურულ მემკვიდრეობას, ის მათი არაღირსეული მემკიდრეა, - შემთხვევითი რგოლია ცოცხალ არსებათა ჯაჭვში, ცუდი მეგზურია.
კირიონ II
ვინც საკუთარი საქმე პატიოსნად, საუკეთესოდ მოაწყო, ის საქვეყნო საქმესაც მოერევა.
მიხეილ ჯავახიშვილი
ვინც საკუთარ თავს კარგად იცნობს, იგი არცთუ დიდი წარმოდგენისაა მასზე და არც სხვების შექებით დატკბე.
წმიდა პეტრე დამასკელი
ვინც სარგებლობს თავის გონიერებით, იგი პოულობს გზასა ჭეშმარიტებისასა, ვინც არ სარგებლობს, იგი ამ გზას ვერ პოულობს.
კონფუცი
ვინც სიმართლისთვის მებადურობს გამოუცდელად, ზღვაზე გასული მობრუნდება ხელცარიელი, უფრო მეტს ვიტყვი, დამაშვრალი და ნირშეცვლილი ლეგიონია ამნაირთა რიცხვი მიწაზე.
დანტე ალიგიერი
ვინც სისაძაგლეს ენას უთმობს, ხელსაც ადვილად გაუწოდებს.
კლოდ დებიუსი
ვინც სიტყვას არ სტეხს, მისთვის ყველა კარი ღიაა, ეს დაიხსომე, თუ კაცი ხარ, ასეა, დიახ!
ზაქირი სამარყანდელი
ვინც სიყვარულს პატივსა სცემს და შეტრფის მარად: ის თავის სატრფოს ლამაზ ლექსებს არ უმღერებს წარამარად!
იოსებ გრიშაშვილი
ვინც სცოდავს, ის თავისი თავის წინაშეცა სცოდავს.
ავრელიუსი
ვინც სძლევს ენას და მუცელსა დიდი ნიჭი აქვს მადლისა.
არჩილ მეფე
ვინც სწავლობს, მაგრამ ცოდნას საქმეში არ გამოიყენებს, იმ გლეხს ჰგავს, რომელიც ხნავს, მაგრამ არ სთესავს.
აღმოსავლური საუნჯე
ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი
ვინც სხვას ურჩევს ავაზაკურის და მოსისხლო საქმის ჩადენას, მასვე ის რჩევა სატანჯავად დაუბრუნდება, მართლმსაჯულებას ჩვენს ტუჩებთან მოაქვს უკან ფიალა ჩვენგნივ საწამლავით შემზადებული.
შექსპირი
ვინც სხვის ენას არ შეისწავლის, ის თავისისაც ვერას გაიგებს-რა.
გოეთე
ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალე შეგიძულებს უსაბაბოდ.
ლოურენს სტერნი
ვინც უნდა აკეთებდეს საქმეს, ის არ აკეთებს; ვინც არ უნდა აკეთებდეს, ის აკეთებს. ვინც შეგნებულია, ვისაც ცოდნა აქვს, ვინც კულტურულად ამაღლებულია, ის განზე სდგას და გულგრილად შეჰყურებს იმგვარ ადამიანის მოქმედებას, რომელსაც არც ცოდნა აქვს, არც გამოცდილება, რომელიც კულტურულად დაბლა სდგას და რომლის ზნეობა მეტად საეჭვოა (პირდაპირობაში და ჯიუტობაში ხომ მათ ტოლი არა ჰყავთ).
ამას დაუმატეთ საღი ჭკუა, ცოდნა, გულწრფელობა, შედეგი: საზოგადოება გაირყვნა, დაკნინდა, დაიშალა. რომ დღეს ერთი ალთას მიიწევს, მეორე ბალთას; ერთი ერთ ჰანგზე მღერის, მეორე მეორეზე, მესამე სულ გაჩუმებულია და აღარაა ჩვენში ის შეთანხმება, ის ერთი აზრი, მიზანი, მისწრაფება და ის სოლიდარული მუშაობა, რომელიც მთელ ეპოქას ჰქმნის სხვა და სხვა ხალხის ცხოვრებაში.
ირაკლი აბაშიძე
ვინც ფიქრობს ზარმაცობით ჯანმრთელობის მოპოვებას, იმდენადვე ბრიყვია, რამდენად ის ადამიანი, რომელსაც სურს სიჩუმით თავისი ხმის გაუმჯობესება.
პლუტარქე
ვინც ყიდულობს მას, რაც არ უჭირს, ის მალე გაჰყიდის საჭიროსაც.
ბენჟამენ ფრანკლინი
ვინც ყოველ ძალღონეს ხმარობს მხიარულებისათვის, ის დიდხანს მოწყენილი იქნება.
“მწყემსი“ 1903, №15-16, გვ. 11.
ვინც ყურს უგდებს თავის გულისხმას და არა ბაზრულ ყვირილს, და ვინც გაბედავს ასწავლოს ის, რასაც მას თავის საკუთარი გული ასწავლის, ის ყოველთვის ორიგინალური იქნება. სამართლიანობა გენიოსობის წყაროა და ადამიანები უფრო მდიდარი იქნებოდნენ სულით, რომ უფრო ზნეობრივნი ყოფილიყვნენ.
ლუდვიგ ბერნე
ვინც ჩემი მწარე, ხშირად შხამიანი სიყვარულისათვის არ შემიძულებს, იგი უთუოდ იტყვის: მას უნდა ეპატიოს თავისი პარადოქსები, მართლის თქმის სიყვარულისათვის, რადგან მართლის თქმით ამ კაცს არც ფული, არც პატივი და არც დიდება არ მოუხვეჭია საქართველოში.
კონსტანტინე გამსახურდია
ვინც ცას ჭიდან უყურებს, ცოტას ხედავს.
ჩინური ანდაზა
ვინც შენი ნამდვილი მეგობარია, შენი მტრის მეგობარი არ იქნება.
ალექსი რაზიკაშვილი
ვინც ძალიან ბევრ ყურადღებას აქცევს იმას, რასაც სხვანი მასზე ლაპარაკობენ, ამხელს სისუსტეს თავის ხასიათისას და თავის დღეში ბედნიერი არ იქნება.
ვეისი
ვინც ძმასა სძულობს, სჯულსა და განეშორება მცნებასა; ვინ საფრთხე უგოს მოყვასსა, შთავარდეს დიდსა ვნებასა.
არჩილ მეფე
ვინც წარსულს ივიწყებს. ის მომავალზედაც ხელს იღებს.
აკაკი წერეთელი
ვინც მარტო აწმყოზე შეჩერებულა, უსულდგმულო, საპირუტყვო ფარგალში რჩება, და ჩვენ-კი გვინდა მისთანა მომავალი თაობა, რომელიც უარისმყოფელი-კი არ არის წარსულის, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდებს მომავალს, რომ კავშირგაუწყვეტლად განაგრძონ ისტორიული ცხოვრება;
მათ მოქმედებაში კაჭკაჭურ-მაიმუნური მიმბაძოება-კი არ უნდა სჩანდეს, მოფიქრებული, აწონ-გაზომილი თავისთაობითი შრომა უნდა იხატებოდეს. ვისაც ეს არა აქვს შეგნებული, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ მოიტანს, დაკარგულია, და ხშირად, როგორც უგნურების ნაყოფი, მავნებელიც.
აკაკი წერეთელი
ვინც წიგნს სულ არ კითხულობს, არაფრით არ არის იმაზე უარესი, რომელსაც სჯერა ყველაფერი, რაც შიგა სწერია.
აღმოსავლური საუნჯე
ვინც წრფელი გულით, პატიოსნებით რაიმეს შექმნის, იყო და არის შემოქმედი ახალი ქვეყნის.
გალაკტიონ ტაბიძე
ვინც ხელს უწყობს დამნაშავეს, იგი ერთი ორად დამნაშავეა.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვინც თხუთმეტის წლის ასაკში არა-რა არის, იგი თავის დღეში დიდ-ბუნებიან კაცად არ გახდება.
მონტესკიე
ვინც ჰყვარებიათ ან თვითონაც შეყვარებული ყოფილა თუნდაც ერთი დღე, იმას ნება არა აქვს სიცოცხლე სწყევლოს.
პ.მანტეგაცა
ვინცა ბევრს ღაღადებს: მარცხდება. ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე.
ლაო-ძი
ვინცა გახელმწიფებას მიელტვის: მოკრძალება მართებს. ვინცა გაწინამძღვრებას მიელტვის: მოწიწება მართებს.
ლაო-ძი
ვინცა გნახოს, კვლავაც გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს. (თბილისს)
გრიგოლ ორბელიანი
ვინცა დიდ სახელმწიფოს ხელმწიფებს: მარადი სიმშვიდე და მოთმინება მართებს.
ლაო-ძი
ვინცა მძლავრობით ეუფლება სამყაროს: აქედანვე ვჭვრეტ - ვერ მიაღწევს საწადელს. სამყარო საიდუმლო ჭურჭელს ჰგავს: შეხება მისი არ ეგების. ვინცა შეეხება: ხელყოფს მის თანხმობას. ვინცა დაეუფლება: დაკარგავს მას.
ლაო-ძი
ვინცა ნაწრთობია სვლაში: კვალს არ ტოვებს. ვინცა ნაწრთობია მჭერმეტყველებაში: დუმს. ვინცა ნაწრთობია თვლაში: არ ცდება. ვინცა ჩარაზვა უწყის: ურდულს არ ხმარობს. მაგრამ რაზავს ისე: გაღება მისი შეუძლებელია. ვინცა გაკვანძა უწყის: ბაწარს არ ხმარობს. მაგრამ კვანძავს ისე: გამოხსნა მისი შეუძლებელია.
ჭეშმარიტად: კეთილი - მოძღვარია უკეთურთა. უკეთური - საფუძველია კეთილთა. უკეთუ უკეთურნი - არ ეთაყვანებიან მოძღვარს და მოძღვარი - უარყოფს საფუძველს: თუმც მცოდნედ მოაქვთ თავი - უმეცრებაში ჩანთქმულან. ამას ჰქვია უმაღლესი სიბრძნე.
ლაო-ძი
ვინცა სხვათა შემცნობია განმჭვრეტელია. ვინცა თავისი თავის შემცნობია: გასხივოსნებულია. ვინცა სხვათა მძლეველია: ძლიერია. ვინცა გარეყოფიერს მიელტვის: ვნებააშლილია. ვინცა არყოფნას უჭვრეტს: სრულქმნილია. ვინცა საკუთარ გარწერილობას ფლობს: მრავალჟამიერია. ვინცა წარუვალში გარდიცვალა: მარადიულია
ლაო-ძი
ვინცა უმაღლეს სათნოებას ფლობს: ტბას ჰგავს. ვინცა უმაღლეს სიწმიდეს ფლობს: განკიცხულს ჰგავს. ვინცა უმაღლეს ზნეობას ფლობს: ბრიყვს ჰგავს.
ლაო-ძი
ვინცა ჭეშმარიტად რაინდია: არ მძლავრობს. ვინცა ჭეშმარიტად მებრძოლია: არ მრისხანებს. ვინცა ჭეშმარიტად მოწყალეა: დამარცხებულს არ იმონებს. ვინცა ჭეშმარიტად ხელმწიფეა: გულუხვია და არ ხელმწიფებს.
ლაო-ძი
ვინცა წამისა სიცოცხლესა კეთილად მოიხმარს და შეჰქმნის დიდსა გოდოლსა კეთილისასა, მით უფრო საუკუნო ხსენებასა დაიმსახურებს.
მოსე ჯანაშვილი
ვის არ გამოუცდია, რა ძნელია ჩვენში კოლეგიალური შეთანხმებული მუშაობა, ყოველი მონაწილე სცდილობს სხვის გაკეთებულის მოსპობას და მხოლოდ თავის დამკვიდრებას. ალბად ჩვენი უკულტურობის, გაუნათლებლობის ბრალია, რომ ასე გვიზიდავს ახალი იმიტომ, რომ ახალია, ასე უპატივცემლოდ ვეპყრობით სხვის ნაღვაწს.
სამსონ ფირცხალავა
ვის ჰყვანდეს ცოტა მოყვარე, ავ-კაცად საცნობ არია; თუ ჰყავს და მალე გასწირავს, მას ძაღლიცა სჯობს ბარია.
ვახტანგ VI
ვისა ჰქვიან პატრიოტი? მას, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიური ქვეყნის ბედნიერება.
იაკობ გოგებაშვილი
ვისაც არ უნდა მოსტყუვდეს, სამ დუქანში უნდა იკითხოს საქონლის ფასი.
ჩინური გამოთქმა
ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ვერცა მოითხოვს, რომ იგი უყვარდეთ სხვებს.
მოსე ჯანაშვილი
ვისაც არავისი და არაფრის შიში არა აქვს, იმას თავის თავისა უნდა ეშინოდეს.
აუფენბახი
ვისაც არაფერი არ შეუძლია და არაფერს არ აკეთებს, მას ისღა დარჩენია თავი წარსულით მოიწონოს.
“ტელეუტრო“, 5.XII. 1996.
ვისაც ბევრი არ მიუღია, ბევრს ვერც მოგვცემს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ვისაც ბევრი ბიწიერება აქვს, იმას ბევრი მბრძანებელიცა ჰყავს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვისაც ბევრი ნაცნობი ჰყავს, იგი მოგაგონებს მეწვრილმანე ვაჭარს, რომელიც დიდად ცდილობს და სარგებლობა კი ცოტა აქვს.
კლინგერი
ვისაც დიდი სიყვარული ოდესმე განუცდია, მთელი სიცოცხლე კიდეც ხარობს და კიდეც დარდობს მისგან განკურნების გამო.
ლაროშფუკო
ვისაც დიდის გაკეთება უნდა, სიამოვნება უნდა მოიკლოს, ჩაიკლას ცხოვრებით თრობის ნატვრით გამოწვეული სინანული და მიზნისკენ ტანჯვით გაიკაფოს გზა. თუ გინდა კარგი მწერალი გახდე, ბავშვს უნდა დაემსგავსო, ფართოდ უნდა გაახილო თვალები და ქვეყანას პირველშობილი ცნობისმოყვარეობით მიაშტერდე.
გიორგი შატბერაშვილი
ვისაც ვის ცხოვრებაში სულის ღრმა ტანჯვა-მწუხარება არ განუცდია, იმას მტკიცე რწმენაც არ უღვივის გულში. მწუხარება ის გრძნობაა, რომელიც მძლავრად უნდა შესძრას, და ხნას, გადააბრუნოს ჩვენი ადამიანური სულისა და გულის ნიადაგი, რათა შიგ რწმენამ ღრმად ჩადგას თავის ფესვები და მაღლა უკვდავ ჭეშმარიტების შუქზე თავისი გვირგვინი გაშალოს.
ილია ნაკაშიძე
ვისაც თავისი საკუთარი აზრი არა აქვს, ის ყოველთვის სხვის აზრს ეურჩება და ეკამათება.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, ნურასოდეს მოსთხოვთ, შეიყვაროს თქვენი.
ვახტანგ ჭკუასელი
ვისაც მართლა, ღრმად და საბოლოოდ გადასწყვეტია იმედი, იგი უკვე მკვდარია ცხოვრება-სიცოცხლისათვის.
დამაკვირდი
ვისაც კი ნამდვილი სარგებლობის მოტანა უნდა თავისი ხალხისათვის, არასოდეს საქმის უსიამოვნო მხარეს არ უნდა გაექცეს.. ბოლოს ყოველი შენი შეწუხება თუ სიმწარე დაგავიწყდება, როდესაც ნახავ შენი შრომის ნაყოფს, რომელიც ასარგებლებს და ახარებს თავის პაწია სამშობლოს.
ვასილ მაჩაბელი
ვისაც მეტი გაგება აქვს, მეტის შებრალებაცა აქვს.
იტალიური ანდაზა
ვისაც ნათლად უნდა შეგნება, იგი ჯერ საფუძვლიანს ეჭვში უნდა იყოს.
არისტოტელე
ვისაც ნაკლები ცოდნა მოეპოვება, იმას ეჭვიც ნაკლები აქვს, მით უფრო ნაკლებად გრძნობს კვლევა-ძიების საჭიროებას.
რობერტი ტურგო
ვისაც ნამყო არა აქვს, არც აწმყო აქვს, ვისაც აწმყო არა აქვს, იმას არც მომავალი აქვს. დიმიტრი ბაქრაძემ მთელი ორმოცი წელიწადი იღვაწა და დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ნამყო გვქონდა, აწმყო გვაქვს და მომავალი გვექნება.
იმედი ხვალისა მან მოგვმადლა ჩვენ. თვითონ წავიდა და ჩვენ ხელთ მოგვცა მწვანე შტო იმედისა, სასოებისა, რომელიც მან ხეს მეცნიერებისას და ცნობადისას მოჰკვეთა და ნოეს მტრედსავით მოგვიტანა და გვახარა: ნუღა გეშინისთ წარღვნისაო. სხვაგან ამისთანა კაცის საფლავი სალოცავია მამულისა.
ილია ჭავჭავაძე
ვისაც ნდობა აქვს დაკარგული, ის მეტს აღარაფერს დაჰკარგავს იმაზედ უკეთესს.
“მწყემსი“ 1900, №1, გვ. 6-7.
ვისაც ომი არ განუცდია, ცერცვიაო, ვისაც განუცდია, ცეცხლიაო.
ბიქტორ ღაჭავა
ვისაც სახლი არ აუშენებია, იმას დედაბოძი სახლისა მიწიდან ამოსული ჰგონია.
ხალხური გადმოცემა
ვისაც სიტყვა ვერ სცემს, ვერც ჯოხი სცემს.
“სინათლე“ 1911, №20, გვ. 4.
ვისაც სიტყვის ძებნაზე ტანჯვა არ განუცდია, მას ალბათ არ უაზროვნია.
კარლ ლიბკნეხტი
ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის.
ჯიოვანი პონტანუსი
ვისაც სურს იცოდეს - რა მოხდება, მან ყურადღება უნდა მიაქციოს მას, რაც მომხდარა.
მაკიაველი
ვისაც სხვისი ლაპარაკი კარგად არ ესმის და სხვის კითხვაზე რიგიან პასუხს ვერ მიუგებს, იმას მუსაიფიც არ შეუძლია.
“მწყემსი“ 1896, №20, გვ. 8.
ვისაც სჯერა, რომ ადამიანს ისე შეუძლია მოიქცეს, როგორც თითონ სურს, მას არასოდეს სიყვარული არ გამოუცდია.
ეშენბახი
ვისაც უნახავს მხოლოდ ფული და ფუფუნება, საკვირველია როგორ შერჩა კიდევ გონება.
ზაქირი სამარყანდელი
ვისაც უყვარს სწავლა, იგი ახლოა შემეცნებასთან; ვინც ბეჯითად მოქმედებს, იგი ახლოა სიყვარულთან; ვისაც აქვს სვინიდისი, იგი ახლოა მაღალბუნებოვნებასთან. ვისაც ესმის ეს სამი საგანი, მას აქვს შეძლება შეიმუშაოს პიროვნებითი სიკეთე.
კონფუცი
ვისაც შვილი არ მოჰკვდომია, შენს შვილს ნუ ატირებ.
აფხაზური ანდაზა
ვისაც ცოტა არ აკმაყოფილებს, იმას არა დააკმაყოფილებს-რა.
ეპიკურე
ვისაც ცხოვრებაში მიზანი აქვს და კარგი ცოლი ჰყავს - იმას არაფერი აკლია.
ჰეგელი
ვისაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, ის ყველაზე ადრე სხვის ნაკლს ჰხედავს.
ფრენსის ბეკონი
ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს.
კატონი
ვისაც გულით უყვარს თავისი სამშობლო, იმას არ ერცხვინება არც თავის ხალხი, არც თავისი ენა.
ანტონ-მარტინ სლომშეკი
ვისაც საკუთარი სიმარტოვის შევსება არ ძალუძს, ის საქმიანად მოზუზუნე ბრბოში მარტოდ ყოფნასაც ვერ შესძლებს.
შარლ ბოდლერი
ვისაც სამშობლო არ უყვარს, ის ვერაფერს შეიყვარებს.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
ვისაც შენი ნაკლოვანება ვერ შეუმჩნევია, ის ვერც შენს ღირსებას დაინახავს რიგიანად.
დამაკვირდი
ვისი სიჭაბუკე არ გინახავს, იმის სიბერეს ნუ დასცინი.
აფხაზური ანდაზა
ვისმე რომ სიკეთე უყო და შემდეგ სამაგიერო მოსთხოვო, - ეს სიკეთის უარყოფა და მისი ფასის დაკარგვაა.
აღმოსავლური სიბრძნე
ვიცხოვროთ განახლებულითა სულითა და დაძველებულითა წიგნითა!
ლიტ. მუზეუმი, მ.ჯანაშვილის ფონდი
ვკვდები მაშინ, როცა ხატვა ვისწავლე..
ხოკუსაი
ვნება ერთადერთი ორატორია, რომელიც ყველას გვაჯერებს. იგი ბუნებასა და მის გარდუვალ კანონებს ედარება. ვნებით შეპყრობილი უბირი კაცის სიტყვა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მჭერმეტყველი, მაგრამ გულგრილი ადამიანის გამონათქვამი.
ლაროშფუკო
ვნებათა ღელვა ხანდისხან დედაა სიყვარულისა, მაგრამ უფრო ხშირად მისი ჯალათია.
პ.მანტეგაცა
ვუმზერ და ვერ ვხედავ: ამიტომ ვუწოდებ უხილავს. ვუსმენ და არ მესმის: ამიტომ ვუწოდებ უხმოს. ველტვი და ვერ ვწვდები: ამიტომ ვუწოდებ დაფარულს. აუხსნელია ამ სამთა კავშირი. ერთიანია ამ სამთა კავშირი.
ლაო-ძი
ვფიქრობ მწერლის მოვალეობა იმდენად ადამიანის ყოფის გამოსწორება არაა, რამდენადაც მისთვის გულის გამაგრება, მათთვის სიამოვნების, მხიარულების მინიჭება. ჩვენი წინამორბედები, ჩვენი მოძღვრები, ვისგანაც ხელობა შევითვისეთ:
დიკენსი, ფილდინგი, თეკერეი, კონრადი, ტვენი, სმოლეტი, ჰოთორნისა, მელვილი, ჯეიმსი... ახალგაზრდებიდან კარგია სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში“.
ფოლკნერი
ზ
ზარ-ზეიმით დასაფლავება ცოცხალთა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უფროა განკუთვნილი, ვიდრე მიცვალებულთა გასაპატიოსნებლად.
ლაროშფუკო
ზარმაცმა რომ სარწმუნოებაში ხსნა მოიპოვოს, კვირა დღეს ქრისტიანი უნდა იყოს, ორშაბათს-ბერძენი, სამშაბათს-სპარსელი, ოთხშაბათს-ასირიელი, ხუთშაბათსეგვიპტელი, პარასკევს-ოსმალო და შაბათს-ებრაელი.
საფირის ლექსიკონი
ზარმაცობა შვილია ნამეტანობისა და დედა სიღარიბისა.
ჟან დეკურსელი
ზეკაცობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ როგორც უდიდესი კეთილკაცობა, კეთილკაცობა მთელი კაცობრიობისათვის, რომელსაც შეადგენენ ადამიანები და არა მონები!..
სამსონ ფირცხალავა
ზერელეობა აღტაცებაში აშკარა მაჩვენებელია ადამიანის ზერელე ბუნებისა.
ანდრე მორუა
ზეცამ ადამიანს საკუთარი ხვედრის შესამსუბუქებლად ორი რამ მისცა - ძილი და იმედი,-ამბობდა ვოლტერი. კანტი მას სიცილსაც დაუმატებდა, ოღონდ ვაი რომ, გონიერ კაცთ «სიცილს ძნელად მოჰგვრი, საამისოდ საჭირო ენამახვილობა კი ეგზომ იშვიათია“.
არსენი გულიგა
ზეცამ მიწაზე ჩამოყარა გაჭირვების თეთრი ფიფქები, ისეთი ცივი, ვით მწუხრის ჟამს მგლოვიარე დედის ფიქრები.
ზაქირი სამარყანდელი
ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ, ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.
ილია II
ზეცის მადლმა, პირდაპირ შესაბრალისი სანახავია დედათა უანგარო სიყვარული შვილებისადმი.
უილიამ თეკერეი
"ზნეთა სჭირთ ესე ქართველთა,
დიდთა და გინდა მცირეთა
აზვავდებიან იტყვიან
უჩემოდ ვინ იმღერეთა".
კონსტანტინე გამსახურდია
ზნეობა არის: ნუ ავნებ მოყვასს და დაეხმარე მას საზოგადო საქმეში.
ვაგნერი
ზნეობადაცემული კაცი თავის დღეში თავისუფალი ვერ იქნება.
ბუასტი
ზნეობა მე წარმომიდგენია, როგორც რეალური ნაყოფი ორი მოჩვენებით სიდიდისა. ეს მოჩვენებითი სიდიდეებია მოვალეობა და სურვილი.
ფ.ვედეკინდი
ზნეობა პოზაა: ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.
ოსკარ უაილდი
ზნეობრივი ეგოისტი ის არის, ვინც ყველა მიზანს თავისთვის შემოსაზღვრავს, ვინც სარგებელს მხოლოდ იმაში ხედავს, რაც პირადად მისთვის სასარგებლოა და როგორც ევდემონისტი (განცხრომის მოყვარული) ცხოვრებას საკუთარი ბედნიერებით აფასებს და არა მოვალეობის გრძნობით.
კანტი
ზნეობრივი კანონი - ადამიანების პასუხისმგებლობაა ურთიერთისადმი (ადამიანი ადამიანის წინაშე პასუხისმგებელია). ეს კანონი რომ არ იყოს, მარტო სისასტიკე და ტალახი დარჩებოდა.
ლევან დალაქიშვილი
ზნეობრივი ქენჯნა არის მრღნელი მატლი, რომელიც უმოკლებს კაცს სიცოცხლეს.
«მწყემსი“ 1902, 6, №15-30 მარტი, გვ. 14.
ზნესრულობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველ დღეს ატარებდე ისე, როგორც უკანასკნელს შენს სიცოცხლეში: ამაო შფოთის, უმოქმედობისა და პირმოთნეობისაგან თავისუფალი.
ავრელიუსი
ზოგ კაცს თავი იმისთვის ადგას მხრებზე, მუცელში წვიმა არ ჩაუვიდესო.
ქართული გამოთქმა
ზოგი ადამიანი იქ არ იბადება, სადაც უნდა დაიბადოს. ბედმა ზოგი სად დაასახლა და ზოგი სად, მაგრამ ისინი ნიადაგ უცნობი სამშობლოს ნატვრაში არიან.
ასეთი ადამიანები თავს უცხოელებად გრძნობენ საკუთარ სამშობლოში და ბავშვობიდანვე ნაცნობი დაბურული ხეივნები და ხალხით სავსე ქუჩები ისეთ სადგურებად ეჩვენებათ, სადაც ცოტა ხნით უნდა შეჩერდე და მერე შენი გზა გააგრძელო.
ისინი მთელ ცხოვრებას სამშობლოში ატარებენ ნათესავებსა და ახლობლებს შორის, მაგრამ მაინც უცხოეთში გრძნობენ თავს და სულ ასაფრენად არიან გამზადებული.
მოემი
ზოგი ყოველგვარი წესის გარეშე განიხილავს ნაწარმოებს, ზოგიც - წესების მიხედვით: მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც საათიან და უსაათო კაცთა შორის.
პასკალი
ზოგი წურბელასავით ჩაეჭიდება მეგობრის უბედურებას.
მოემი
ზოგი ხმას არ იღებს იმიტომ, რომ არ იცის, რა სთქვას და ზოგი-კი იმიტომ, რომ დრო იცის როდისა სთქვას.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
ზოგიერთ მწერალთ ჩვენში ზნეთ აქვთ მეგობარ-ნათესავთა და დიდ ბობოლათა უნიადაგო ქება-დიდება და სხვა ყველასი ქირდვა და ძაგება. ამით ფონს ვერ გავალთ.
სიმონ ქვარიანი
ზოგიერთი ადამიანი იმ პაწია სავაჭრო დუქანსა ჰგავს, რომლის საუკეთესო საქონელიც ფანჯარაშია გამოფენილი.
ტიტე ურიხტი
ზოგიერთი ადამიანი ყოველდღიურ ურთიერთობაში სასიამოვნოა და ამიტომ საზოგადოება დიდად აფასებს, თუმცა მთელი მისი დამსახურება მანკიერებაა.
ლაროშფუკო
ზოგჯერ გინდა ძალიან ბევრი რამ უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ შენი სიტყვები უფრო ძვირფასია, ვიდრე ეს ადამიანი და ჩუმდები...!
რობერტ დე ნირო
ზოგიერთი დიდი თანამდებობა ციცაბო კლდესა ჰგავს: ან არწივი უნდა იყვე, რომ აფრინდე, ან ქვემძრომი, რომ აცოცდე.
შარლ ტალეირანი
ზოგიერთი ისეთი საგანია, რომელსაც დედაკაცის თვალი უფრო შენიშნავს და დაინახავს, ვიდრე ასი თვალი მამაკაცისა.
ლესინგი
ზოგიერთი სწავლული ბანკის მოლარესა ჰგავს, რომელსაც მხოლოდ გასაღები აბარია, ფული კი მას არ ეკუთვნის.
უთქვამს ბრძენს
ზოგიერთი ურწმუნო ადამიანი ცხოვრების აზრს კარგავს, რადგან ფიქრობს, რომ ყველაფერი ამაოა და ბოლოს მაინც მოკვდება. ადამიანმა სიკვდილი უნდა მიიღოს როგორც ცხოვრების ბუნებრივი დასასრული, რომელსაც ვერ შეცვლის.
მიხეილ აბრამიშვილი
ზოგიერთი ქალი წიგნებს საათივით საჩვენებლად და თავმოსაწონებლად ატარებს, სულერთია - ის საათი თუნდა იდგეს, თუნდ სწორად დადიოდეს.
კანტი
ზოგი კაცის ტვინის მიდამოებიდან ხშირად ჩალის შრიალი ისმის-ხოლმე.
ტარიელ საყვარელიძე
ზოგი ორატორი ხშირად “შორს მტერს ჰკლავს და ახლოს მოყვარეს“.
დავით მიქელაძე
ზოგი სიტყვასოლომონობს, სინამდვილეში კი რბილი ფოლადი და სველი ცეცხლია.
ჯემალ აფციაური
ზოგი სუფრაზე ბრიყვდება, მაგრამ დამიჯერეთ, ბრიყვი, ჰიმნის მღერის დროსაც ბრიყვია, მე კი ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც სიკვდილის წინაშეც ნამდვილი ზეკაცია.
მიხეილ ჯავახიშვილი
ზოგიერთებს ხელგაუნძრევლად სიკეთის მთესავ ადამიანებად გადაქცევა სწადიათ.
აღმოსავლური საუნჯე
ზოგს პატარა განსაცდელის ეშინია და დიდს განსაცდელში კი იჩენს მთელ თავის ვაჟკაცობას.
ფრანსუა ფენელონი
ზოგჯერ ადამიანი საკუთარი ოცნების მსხვერპლი ხდება. ოცნებაც არის და ოცნებაც, როცა ოცნება შესაძლებელისა და რეალურის ფარგალს გადასცდება, ამას ქიმერას ეძახიან.
კონსტანტინე გამსახურდია
ზოგჯერ ბავშვს სჯიან მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ძალუძს თავის შეცდომის შეგნება, ან უკეთ მისი ჩადენა. ჯერ თვითონ გააბოროტებენ ბავშვს თავისი მოპყრობით, მერე კი ჩივიან - რათაა ასეთიო.
ჟან-ჟაკ რუსო
ზოგჯერ რომ უყვარხარ ვიღაცას, ეს მისი დიდი ღირსებაა და არა შენი დამსახურება - კარგი ვარ და იმიტომ ვუყვარვარო, რომ გაჰყვირიან..
მედეა გეგეშიძე
ზომიერება არის შიში შურისა და ზიზღისა საკუთარი ბედნიერებით გაბრუებული ადამიანების მიმართ: იგი ფუყე ტრაბახია, აქაოდა ძლიერი გონებით გამოვირჩევიო; დაბოლოს, აღზევებულ ადამიანთა ზომიერება არის ლტოლვა, თავიანთ ბედისწერაზე მეტად განდიდებულნი გამოჩნდნენ.
ლაროშფუკო
ზომიერება გქონდეს; ყოველივე წინათვე მოისაზრე; დროს ნუ დაკარგავ; ბევრნი ტყუვდებიან; თავდებობა ბევრს გვანანებს; თავი თვისი შეიგნე; ცალმხრიობას ერიდე, - ჩვენდა გასაგონად ბრძანეს კლეოუვალმა, პერიანდმა, პიტტაკმა, ბიასმა, თალესმა და სოლონმა.
ზომიერება იმიტომ გამოაცხადეს სათნოებად, რომ დიდ ადამიანთა პატივმოყვარეობისთვის ლაგამი ამოედოთ და ენუგეშებინათ უბრალო ადამიანები, მათი მცირე ქონებისა და დამსახურების გამო.
ლაროშფუკო
ზრდილობა ადამიანის ხასიათის საუკეთესო სამკაულია.
სმაილსი
ზრუნვა სრულყოფს სიკეთეს ადამიანში.
სენეკა
ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირში-კი მთქმელი ძვირია.
აკაკი წერეთელი
ზღაპარი, არაკი, იგავი მხოლოდ მაშინ აიყოლიებს ხოლმე გატაცებით ადამიანის გულისყურს, როცა გამცნებთ რასმე საჭკუოს და საზნეოს მართალს, რომელიც ისე შიშველად, ხორცშეუსხმელად, უსახოდ, უსურათოდ, უფერადოთ ყველასთვის ადვილი დასანახი არ არის.
ვიმეორებთ, სწორედ ამიტომ ზღაპარი, არაკი, იგავი ერთსა და იმავე დროს სიბრძნეც არის. ამიტომაც ესეთი სიცრუე არამც თუ ცოდვაა, ასე სამართლიანად საზიზღარი კაცთა ურთიერთობაში, არამედ მადლია, რომლითაც ასე გამოჩენილნი არიან ეზოპე, ლაფონტენი, გრიმმები-ძმანი, ანდერსენი, კრილოვი, საბა ორბელიანი და სხვანი, ამ სახით მქადაგებელნი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა.
ილია ჭავჭავაძე
თ
თავაზიანი და მოხერხებული კაცი ცდილობს ყურადღებიანი იერით უსმინოს. არად დაგიდევს, მთელს მის გამომეტყველებაში რომ გამოსჭვივის გულგრილი დამოკიდებულება მოსაუბრისადმი. ერთი სული აქვს, როდის ამოშაქრავს სათქმელს.
ვერაფერი შვილია ამ გზით საუბრის გაბმა; თავმომწონეობით სხვას ვერც აამებ და ვერც ვერაფერს შთააგონებ. ყურადღებით მოსმენა და პასუხის გაცემა კარგი მოუბრისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა!
ლაროშფუკო
თავდაპირველად შენი თავის იმედი გქონდეს და არ დარწმუნდე იმაზე, რომ შენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს; ცუდად ყოფნა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე: ცხოვრება შეუჩერებელი ბრძოლა-მუშაობაა (რასაკვირველია, სინიდისიერი);
ნურც სხვას შეურაცხყოფ და ნურც ვინმეს მისცემ ნებას, შენი პირადობა ან შენი რწმენა შეგიგინოს!; მეცადინეობის დროს იქონიე სულის სრული სიმშვიდე; წარსულს ვეღარ დაიბრუნებ: ამისათვის უნაყოფოა იმაზე წუხილი. თუ წარსულში რამე დაგრჩა გაუკეთებელი, წუხილისა და ფიქრების მაგიერ ახლა მოჰკიდე საქმეს ხელი მედგრად და მომავლისაკენ იცქირე.
წარსულს თუ გადახედო, მხოლოდ იმისათვის, რომ უკვე ჩადენილი შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო; ცუდ ჩვეულებათ მუდამ ებრძოლე: ეცადე ერთხელვე დაბეჯითებით მიცემული სიტყვა არ გაამტყუნო. კიდევ და კიდევ ეცადე!
იოსებ ყიფშიძე
თავისთავად ადამიანი ისეთი დიდებული ფენომენია, რომ არსებითად პირწავარდნილი ეგოცენტრიზმი და ბატონკაცურობა საშინლად აკნინებს, აპატარავებს, პირუტყვს ამსგავსებს მას. ადამიანი მხოლოდ ადამიანის დაფასებითა და სიყვარულით იქცევა სრულფასოვან ადამიანად, მაღალ არსებად.
გერონტი ქიქოძე
თავისთავად გაუნათლებელი იმდენად საშიში არაა, ვიდრე განათლების არ მიღების მსურველი..
“იბერია-ექსპრესი“ 1996, №176, გვ. 4.
თავის თავის მკვლელი იმ ლაჩარსა ჰგავს, რომელიც, ჯერ მინამ ომი არ გათავებულა, გამორბის.
ბეშერელი
თავის მამის დამცინველ თვალს და დედის მორჩილების ამგდებს გამოჰკეკს ყვავი და შესჭამენ არწივის ბარტყნი.
სოლომონ ბრძენი
“თავის უფლებებზე ხელს იღებენ და უარსა ჰყოფენ ან იდიოტები, ან საცოდავნი და მონანი ან კიდევ გამყიდველი არსებანი“, - ამბობენ ფრანგები, ინგლისელები, შვეიცარიაში, ამერიკელები და ჰოლანდიელები.
ვარლამ ჩერქეზიშვილი
თავის თავის აღწერა არამც თუ საშიში, არამედ შეუძლებელიც არის. კაცი ან უნდა იყოს წრეს გადასული ფატი (ტრაბახა, ცრუპენტელა, ყოვლის მხრით პრანჭია), რომ აქოს თავი, ან სულელთაგან უსულელესი, რომ, საქვეყნოდ დასძრახოს თავისი თავი. გარდა ამისა არაკაცს, რაც უნდა გულწრფელად უნდოდეს ლაპარაკი, მართლის თქმა თავის თავზედ არ შეუძლიან. ეს ვერ შეიძლო ვერც წმ. ავგუსტინმა, ვერც ჟან-ჟაკ რუსომ.
ჰაინე
თავისუფალი, სრულიად შეგნებული და არვის მიწერ ნაიძულევი თავგანწირვა სხვათა სიკეთისათვის, ჩემი აზრით, პიროვნების უმაღლესი განვითარების, მისი ძლევამოსილების, თვითდაუფლების, საკუთარი ნების უდიდესი თავისუფლების ნიშანია.
ნებაყოფლობით თავდადება ყველასათვის, ჯვარცმა, კოცონზე თავის დაწვა ყველასათვის შეუძლია მხოლოდ უდიდეს პიროვნებას. ძლიერ განვითარებული პიროვნება, ვინც სავსებით დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს პიროვნება იყოს და უკვე აღარაფრის ეშინია, იმაზე უკეთესს ვერაფერს იზამს, რომ მთლიანად შეეწიროს ყველას, რათა სხვებიც სწორედ ასეთივე თავისუფალ და ბედნიერ პიროვნებებად აქციოს.
თ.დოსტოევსკი
თავისუფალნი კიდევ არ არიან ის კაცები, რომლებიც მხოლოდ უწოდებენ თავისთავს თავისუფალს; თავისუფლების შენობას პირველ ქვაკუთხედად სათნოება უნდა ედოს.
ფრანსუა შატობრიანი
თავისუფლება - გაცნობიერებული აუცილებლობაა. თავისუფლება ეთიკის თვალსაზრისით თვითნებობა როდია; მინდა ასე მოვიქცევი, მინდა - სხვაგვარად. პიროვნების ზნეობრივი თავისუფლება მოვალეობის შეგნება და შესრულებაა. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანთა წინაშე თავისუფალი ნება და ზნეობრივ კანონებს დაქვემდებარებული ნება - ერთი და იგივეა.
კანტი
თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს დამოკიდებული.
ვოლტერი
თავისუფლება იმის უფლებაა, რომ ყველაფერი გააკეთო, რის ნებასაც კანონი გაძლევს.
მონტესკიე
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავსაყუდარი, შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი, შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა, შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
ილია ჭავჭავაძე
თავისუფლებას მოკლებულია იგი, ვისაც თავისი თავის ყოველმხრივ დამორჩილება არ ძალუძს.
მოსე ჯანაშვილი
თავისუფლებისაკენ ლტოლვა ყველა ცოცხალი არსების ინსტიქტური თვისებაა, მაგრამ ადამიანის თავისუფლება უკვე გონებისმიერი ფენომენის, თუნდაც შეცნობილი აუცილებლობაა, ყოველშემთხვევაში, სასურველია, რომ ასე იყოს.
“კანონთა არსის წვდომა გვათავისუფლებს კანონებისაგან“ - ეს ძველებური სენტენცია. არა მარტო პროფესიული შრომის საყრდენია, არამედ საერთოდ ჩვენი გააზრებული არსებობის, კულტურულად გარდაქმნილი თავისუფლების განმსაზღვრელიცაა.
თამაზ ჭილაძე
თავმდაბალი, უთქმელი კაცისა გეშინოდეს მეტადრე.
ოტია პაჭკორია
თავმდაბალი ქალი უფლის მადლია, რომლის ფასი არ მოიპოვება.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
თავმდაბლობა მეტწილად მოჩვენებითი მორჩილებაა, რის მეოხებითაც ადამიანი სხვებს იმორჩილებს: იგი ფანდია სიამაყისა, რომელიც მდაბლდება, რათა ამაღლდეს. სიამაყე ათასნაირად იცვლის სახეს და ყველაზე უკეთ ინიღბება. სხვებს ადვილად ატყუებს, თუ თავმდაბლობის ნიღაბსაა ამოფარებული.
ლაროშფუკო
თავმდაბლობის აზრი სამართლიანობისადმი, ადამიანური სიწმინდისა და სათნოებისადმი პატივისცემაა.
დამაკვირდი
თავს იქანცავს ძუნწი უჭმელობით და მფლანგავი - გაუმაძღრობით.
დამაკვირდი
"თავსა ნუ იქებ, - არა სთქვან: ავად, რამ არის მქცეველი;
ნუცა აძაგებ, დაგწამონ: კაცია ფარისეველი."
ვახტანგ VI
თამარ მეფე “რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთველი და საკერავი, და ნაშრომსა მას, თვისთა ხელთასა, ხუცესთა და გლახაკთა განუყოფის“. მან კარგად იცოდა: შრომა კაცია სულისა და ხორცის განმაძლიერებელია, ხოლო უქმობა და ნებივრობა სულისაცა და ხორცისაც დამძაბუნებელი და გამლევი. კარგად იცოდა ისიც, რომ მეფენი მარილნია ანუ მწყემსნია ქვეყანისა და იმათს მაგალითს მისდევენ თვით სამწყსონიც.
“ივერია“, 1894, №109, გვ. 1-2.
თანამდებობაზე მყოფი კაცი ცეცხლის წინ მჯდომელსა ჰგავს. თუ წინ წაიწიადაიწვის და თუ უკან დაიწია-გაიყინება.
დიოგენე
თანამდებობრივ საფეხურზე ამაღლება და იმავ დროს, ვაჟკაცობის შენარჩუნება ყოველთვის ძნელი იყო.
ლავროსი კალანდაძე
თეატრალური სანახაობა ზნეობათა განსაწმენდელი და ადამიანის გონების გამაკეთილშობილებელია.
ვოლტერი
თეატრი... იქ მარტო ხელოვნება კი არ არის, იქ მარტო ხელოვნებას კი არ ვეძებთ, იქ მივდივართ რომ ერთხელ მაინც მოვიგონოთ წმინდა ქართული, ვიგრძნოთ ქართული ატმოსფერო.
ნიკო ლორთქიფანიძე
თეატრი მოკვდება, როგორც კი იგი გაექცევა ადამიანს, მის გრძნობებს, მძაფრ განცდებს, ვნებებს, ტკივილებს.
აკაკი ხორავა
თეატრი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ზნეობრივ ამაღლებას, უნდა გაწმინდოს იგი და წარმართოს სიკეთისათვის, იდეალურ, გმირულ ცხოვრებისათვის.
ძველ ელინელთა გაგებით
თეატრის აზრი, უწინაც ეს ყოფილა და დღესაც ის არი, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახის მეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მათი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენი გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელი თეატრისას.
შექსპირი
თვალი ჭკუის სანთელია.
“ივერია“ 1904, №171 გვ. 3.
თვით ყველაზე ძლიერი ნებისყოფის ადამიანსაც კი არ ძალუძს თავისი პირვანდელი ბუნება ხელის ერთი მოსმით შეცვალოს, ენერგიის აქტით ხასიათის თავისებურებანი წაღმა-უკუღმა გადააბრუნოს.
სტეფან ცვაიგი
თვითოეულ ჩვენგანს ხომ დიდ სამსახურს გვიწევენ ხელები შრომით, თვალები ხედვით, ყურები სმენით. ფეხები მოძრაობით, მაგრამ ამ სამსახურს არაფრით ჩამოუვარდება კეთილმოღვაწე მეგობრის საქმიანობა; ხშირად იმას, რაც თავისთვის არ გაუკეთებია, არ უხილავს, არ მოუსმენია და არ შეუსრულებია, მეგობარი ხალისით უსრულებს მეგობარს.
ზოგ-ზოგი ვინმე ნაყოფის გულისთვის ცდილობს ხეხილებს ბეჯითად მოუაროს, ყველაზე სასარგებლო განძს კი, რომელსაც მეგობარი ეწოდება, უმრავლესობა უგულოდ და დაუდევრად ეკიდება.
სოკრატე
თვითეულ ჯარისკაცს ჩანთაში მარშლის კვერთხი აქვს.
ნაპოლეონ ბონაპარტე
თვითოეული ადამიანი ერთი სხეულის ნაწილი არის, ერთი ღმერთისგან შექმნილია და არის ყოველი ძვირფასი თვალი და თუ სხეულის ნაწილებიდან ერთი მათგანი გახდება ავად, დაეკარგება სიმშვიდე ყველას, ყველა მათგანის დღე წავა შავად.
საადი
თვითოეული დიდი ადამიანის შესწავლისას ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მის პიროვნებას, ნიადაგს, სადავ ის აღიზარდა, დროს, რომელშიც ის მოქმედებდა.
ტიმოთეი გრანოვსკი
თვითოეული კაცი-ქვეყნიერებაა. მის გაჩენასთან ერთად ჩნდება ქვეყნიერება და მის გარდაცვალებისას კვდება ქვეყნიერობა. თვითოეული კაცის საფლავის ქვეშ დამარხულია მთელი ქვეყნიერების ისტორია.
ჰაინე
თვითოეული ძველი საისტორიო თხზულების განხილვის დროს, მკვლევარს მარტო ავტორის თანამედროვეობა კი არ უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული, არამედ მისი პიროვნებაც, განათლება, აზროვნება და მედასეობა, მისი წყაროების თვისება, წესი და მეთოდი.
ივანე ჯავახიშვილი
თვითონ იფიქრე. შენი თავი წარმოიდგინე სხვის ადგილას. იფიქრე მუდამ ისე, რომ მართალი იყო საკუთარ თავთან. ინტელექტი ადამიანს იმიტომ აქვს, რომ შეძლოს მისი გამოყენება დამოუკიდებლად, რომ მისი გონსაწიერი იყოს საკმაოდ ფართო, ხოლო აზრები - თანმიმდევრული.
კანტი
თვითონ კაცს უნდა ჰქონდეს საკუთარი ღირსება, რომ სხვისი ღირსება აღიაროს.
პომპადური
თვლემს ადამიანი და არავინ მას არ აღვიძებს.
მაქსიმ გორკი
თითქმის ყოველივე, რაც ადამიანზეა დამოკიდებული, შეიძლება წახდეს და წაიბილწოს ოქროსაგან.
პლატონი
თუ ადამიანი ძალისაებრ არ იღვაწებს და საკუთარ შრომას წმიდანთა ლოცვას არ შეუერთებს, ვერავითარ სარგებელს მიიღებს იმისაგან, რომ წმიდანები მისთვის ლოცულობენ.
წმიდა ბარსანოფი დიდი
თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგნო თავისი ნაკლი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოვებია.
გოეთე
თუ არ შეგვიძლია სილამაზის სიტყვებით გამოხატვა, სჯობს გავჩუმდეთ, რადგან ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, მხოლოდ სიჩუმით უნდა გამოვხატოთ მშვენიერებით აღტაცება.
მიხეილ კვესელავა
თუ ადამიანს უნდა თავისუფლება მოიპოს, სამართლიანი უნდა იყოს.
სენეკა
თუ ადამიანს სურს, რომ მისი ცხოვრება ისეთი იყოს, როგორც კაცს ეკადრება, არც ბევრის იმედი უნდა იქონიოს და არც არაფერზედ სასოება წარიკვეთოს.
ლავაიერი
თუ ადამიანის სიყვარული გინდა, ბევრს ნურას მოსთხოვ.
ავგუსტ კოცებუ
თუ ადამიანში სიკეთე არ არსებობს, ის სიკეთეს ვერ გააკეთებს.
მერაბ მამარდაშვილი
თუ ბრიყვი რამეს დააშავებს, თავს იმართლებს აღმზრდელმა კარგად არ გამწვრთნა, თუ რამეს რაიმეთი გადააჭარბა აღზრდაში და თუ ერთხელ სადმე გაიმარჯვა, არ დააყოვნებს ყაყანს - ჩემისთანა კაცი განა ცის ქვეშ იქნებაღა მოღვაწეო.
მოსე ჯანაშვილი
თუ ბრძენმა სულელებთან არ იარა, სიბრძნე ნაყოფს ვერ გამოიღებს, სულელი ხომ ბრძენთან არ წავა.
ფრიდრიხ ბოდენშტენდტი
თუ დღევანდლამდე ჩვენი პოლიტიკური ფორმულა იყო: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოსო“, დღეს ჩვენი თავისუფლების დაცვის ფორმულა ასეთია: “ჩვენ თავს ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ“.
ვახტანგ კოტეტიშვილი
თუ გაქვს ცოდნა, მიუგე მოყვასს, და თუ არა, მაშინ იყავნ ხელი შენი პირსა შენსა ზედა, ვინაიდგან ლაპარაკში იცნობების კაცის დიდება და უპატიოვება, და ენა შეურაცხყოფს კაცსა.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
თუ გეჩხუბებიან, გიხაროდეს, რომ არ გლანძღავენ, თუ გლანძღავენ, გიხაროდეს რომ არ გცემენ, თუ გცემენ, გიხაროდეს, რომ ტკივილიანი, პრობლემებით სავსე ცხოვრებიდან მიდიხარ.
ინდური გამონათქვამი
თუგინდ ქვეყანას დაიტევს მკერდში სათუთად რგული, - რა გრძნობას, რას არ დაიტევს კაცის პატარა გული?
ალიო მირცხულავა
თუ გინდა აკრძალული რომანების კითხვა - ქალებს უყურე თვალებში.
იაპონური გამოთქმა
თუ გინდა ნათესავს უყვარდე, ნისიად მიჰყიდე რამ, მაგრამ ფულს ნურასოდეს ნუ სთხოვ.
ჩინური გამოთქმა
თუ გინდა კაცს თავი შეაყვარო და დაამახსოვრო, განსაკუთრებით არ უნდა აქო და არ უნდა ადიდო. ვინც აქე, რაღა ენაღვლება, თავისი განაღდებული აქვს. ხოლო ისინი, რომელთა ქებაც ჩაფიქრებული გაქვს (ახალგაზრდებს ვგულისხმობ) დიდხანს სიცოცხლეს გისურვებენ. ახლა წარმოიდგინე, წინ რა დიდი გზა გქონია.
ჯანსუღ ჩარკვიანი
თუ გინდა მრუდედ დაჯექ, ოღონდ სწორედ კი ილაპარაკე.
ოსმალური ანდაზა
თუ გინდათ. რომ დამოუკიდებლად იცხოვროთ, ნუ აიღებთ ვალს.
“მწყემსი“ 1900, №16, გვ. 6-7.
თუ გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, როგორც ჰფიქრობდე, როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწონდეს.
ლუდვიგ ბერნე
თუ გინდა, რომ შეიტყო დედაკაცის სიკეთეთა ღირსება, მოიცადე იმ დრომდე, ვიდრე სილამაზე დაეკარგებოდეს.
გობერტი
თუ გინდა ქალის ხასიათი გაიგო, იმის კომოდში უნდა ჩაიხედო.
იასუნარი კავაბატა
თუ გინდა შეიძინო მეგობარი, შეიძინე იგი გამოცდის შემდეგ, და მალე ნუ მიენდობი მასს. განეშორე შენ მტერთა და გაფრთხილებით იყავ შენ მეგობართან.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის თავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს.
აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრივ შევხედავთ საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმებათ: მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არედან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან.
პასკალი
თუ გსურთ თანამედროვეებმა თქვენი სიდიადე აღიარონ, ეცადეთ დიდად არ აღემატებოდეთ მათ.
ამბროზ ბირსი
თუ გსურს მორცხვობისგან განკურნო ადამიანი, ამ ნაკლზე არ უნდა უსაყვედურო.
ლაროშფუკო
თუ გინდა გაიცნო ვინმე და სწორედ განსაჯო იმის ყოფაქცევა, იკითხე და შეიტყვე - თუ ვინ და რანაირი პირნი არიან იმისი მეგობრები.
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპ., 1878.
თუ გინდა წინ წასულ კაცს დაეწიო, შენც უნდა იმოდენა გზა გაიარო, რაც იმას გაუვლია და თუ გინდა გაასწრო, მეტს უნდა წახვიდე.
დამაკვირდი
თუ გსურთ ხალხის მოქალაქედ აღზრდა, ბრბო გადაამუშაოთ საზოგადოებრივი ცხოვრების შეგნებულ მონაწილედ - აქციეთ ის პასუხისმგებლად იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, - პასუხისმგებლობა დედაა მოქალაქეობრივი სიბრძნისა.
უილიამ გლადსტონი
თუ გულმა ერთი გითხრას გონებამ მეორე, ხოლო მესამე გამოცდილებამ მესამე - მესამეს დაუჯერეო. იმ ხანად (ოცდაათიან წლებში მე გატაცებით ვკითხულობდი ეკერმანს და იქნებ გოეთეს რომელიმე აზრი ჩემს სიზმარში ასე გადაკეთდა.
მე ეს ფრაზა მთელი ჩემი ცხოვრების მრავალათეული წლის მანძილზე თან გამყვა ჩვენს ურთულეს, ჩვენს უმძიმეს ეპოქაში.
ირაკლი აბაშიძე
თუ გყავს მეგობარი, ნუ დაიშურებ მისთვის ვერცხლსა შენსა; კეთილ იყავ მახლობელთა შენთა, როგორც შენს თავს, რომ გლოცავდნენ შენ.
ეფრემ ასური
თუ ეგოისტი თავის თავს არასდროს არ ივიწყებს, სამაგიეროდ ადრე თუ გვიან ხალხი მას დაივიწყებს.
ბუასტი
თუ ერს ავტორიტეტებს მოუსპობ, შეუბღალავ ყველაზე დიადს და ღირებულს, ეჭვ ქვეშ დაუტოვებ წინამძღოლ კაცებს, რაღა არის მაშინ ერი, თუ არა ცხვრის ფარა. დღეს თუ ახალ საქართველოზეა ლაპარაკი, უნდა დავიწყოთ ერისკაცთა ავტორიტეტის აღდგენით, მათი ნიმუშად გამოდგომით, მათი ნაღვაწის სიდიადის გააზრებითა და გაზომვით.
კობა გურული
თუ ვაჟკაცობა საჭიროა, იმისათვის რომ კაცმა სიცოცხლე გამოიმეტოს, უფრო საჭიროა, იმისათვის რომ თავის მწუხარება სძლიოს.
ლებლანი
თუ ვინმე ახალდამწყები დაიწყებს შენთან საუბარს და სულისთვის სასარგებლოზე შეგეკითხება - უპასუხე მას. თუ დაიწყებს საუბარს ისეთ რამეზე, რომელიც სულისთვის სარგებლის მომტანი არ არის - დაემსგავსე ყრუს, რომელსაც არ ესმის და მუნჯს, რომელიც ვერ ლაპარაკობს.
წმ. ეპისკოპოს ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
თუ ვინმემ თავის საიდუმლო განდოს, ნუ გასცემ, თუ გინდ შემდეგში იმ პირთან ნაჩხუბარიც შეიქმნე; თუ ვისმეს რამე აჩუქო, ან სამსახური გაუწიო, საიდუმლოდ შეინახე.
პრაქტიკული რჩევანი
თუ თვით ხალხში, მასაში, დაცულია ეროვნული თვითშეგნების სურვილი, მაშინ გადაგვარების ხიფათი არ არის.
გიორგი ახალციხელი
თუ თქვენ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი მხარს გიმშვენებთ, მაშინ თქვენი წონა ერთი ორად იზრდება ქარაფშუტა და თავქარიანი ადამიანების თვალში; თუ თქვენ უსაფუძვლოდ გაქებენ, ეს თქვენი დამდაბლებაა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფაა.
დავით სულაბერიძე
თუ თქვენ გძულთ ვინმე და არა ღონისძიებას არ თაკილობთ, რომ ავნოთ; თუ ფული თქვენი პირველი და უკანასკნელი სანატრელია, ცბიერება და ფარისევლობა თქვენი მოქმედების ღონეა; თუ სხვისი ბედნიერება გწყინთ; თუ სხვისი ნიჭიერება მარტო შურს აღგიძრავთ და კარგი ღირსება მტრად გხდით; თუ გული თქვენი დახურულია გულმტკივნეულობისათვის და სხვისი უბედურება გიხარიათ კიდეც - თქვენ ღირსი არა ხართ ცოცხალი იყოთ.
თუ თქვენ, ამისთანა თვისების პატრონი, ჯერ არ მისულხართ დიდსა და ავკაცურ დანაშაულობამდე, მარტო იმიტომ, რომ ამისათვის არც ღონე გქონიათ, არც შემთხვევა.
ვეისი
თუ თქვენ ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებით დიდებს და დიდგულად ეპყრობით მცირეთა; თუ უფრო გიყვართ ყოფნა სულელთა საზოგადოებაში, სადაც თქვენა პირველობთ, ვიდრე იგი წრე, საცა შესაძლოა ისწავლოთ რამე; თუ პირფერობა და პირში ლაქუცი უფრო მოგწონთ, ვიდრე ღირსეულად თავის დაჭერა და პატიოსნური გულახდილობა:
თუ შეუბრალებლად ექცევით პირუტყვს და თქვენის მსგავსი სულიერისათვის გულმტკივნეულობა არა გაქვთ და თან თქვენი ქცევა მისდამი იცვლება იმისდაგვარად - დიადია თუ მცირე; თუ სხვისი კარგი და პატიოსანი მოქმედება შეიტყვეთ და ეს სიხარული არ იგრძენით, რომელიც ძარღვებში სისხლს ჰგვრის - ყოველი ეს უტყუარი ნიშანია, რომ თქვენი გული ქვაა და თქვენი სული უღირსად პატივმოყვარე.
ვეისი
თუ ისეთი ბედნიერი ხარ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას აღიარებ და უარჰყოფ მხოლოდ სიცრუეს, ეჭვიანობ იმაზედ, რაც საეჭვოა და გსურს მხოლოდ კეთილი, მაშინ შენ ვერ აგაღელვებს უმგვანისა და ბოროტის ადამიანის საქციელი.
ეპიქტეტი
თუ კარს ხშირად აღებენ და ხურავენ, მაშინ მისი სახელური არ ჟანგდება, ასეა ადამიანიც, თუ ის ბევრს მოძრაობს, ავად არ ხდება.
შე-ნი, ჩინელი ექიმი
თუ კაცი არ არის სულით მაღალი, ის არ შეიძლება იყოს დიდი ადამიანი, არც დიდი ხელოვანი და არც დიდი მოღვაწე; ის მხოლოდ სულმდაბალ ბრბოსათვის განკუთვნილი ფუყე კერპი იქნება, დრო მათ ერთიანად ანადგურებს.
რომენ როლანი
თუ კაცი თავის საქმეს არ უვლის, ის კაცი დაღლარა, არასერიოზულია და მეტი არაფერი.
ტარიელ საყვარელიძე
თუ კაცი ცდილობს, მთლიანად თუ არა, ნახევრად მაინც მოაწყობს თავის ცხოვრებას წესიერად.
ალექსი რაზიკაშვილი
თუ კაცი ცოდნას იძენს მარტო ცოდნისათვის და არა ნაყოფიერად სარგებლობისათვის, იგი კაცი სულელია.
ვერსელი
თუ კაცობრიობა დაიღუპება, მე მხოლოდ გული ერთ რამეზე დამწყდება - მუსიკა დაიღუპებოდა!..
ლევ ტოლსტოი
თუ კაცს გულში ქვეყნის სიყვარული უღვივის, არც სამშობლოს დაივიწყებს, არც უნიადაგო, ხალხისათვის გამოუყენებელ საგანს გამოეკიდება.
ნიკოლოზ ხუდადოვი
თუ კაცს კეთილშობილი გული არ აქვს, ფუჭია მისი ცოდნა. ვაი იმ დედ-მამას, რომელნიც მარტო ცოდნისათვის გზავნიან თავიანთ შვილებს სკოლაში, და მათ გულს კი ყურადღებას არ აქცევენ.
ანტონ-მარტინ სლომშეკი
თუ კაცსა მიხვდეს გრძლად ყოფნა უცხოს თემსა და მიწებსა, შარბათიც ჰქონდეს სასმელად, ნაღველად აღმოიწებსა.
არჩილ მეფე
თუ ისეთი ბედნიერი ხარ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას აღიარებ და უარჰყოფ მხოლოდ სიცრუეს, ეჭვიანობ იმაზედ, რაც საეჭვოა და გსურს მხოლოდ კეთილი, მაშინ შენ ვერ აგაღელვებს უმგვანისა და ბოროტის ადამიანის საქციელი.
ეპიქტეტი
თუ იპოვით იმისთანა კაცს, რომ კეთილიც იყოს, მცოდნეც და მაგარი ხასიათისაც, თამამად შეგიძლიათ სთქვათ, რომ მერვე სასწაული ქვეყნისა ვნახეო. ჭაბუკნო, რომელთაც სახელის შოვნა გწყურიათ! გახსოვდეთ, რომ ამ სამს ღირსებაშია მოთავსებული ყველა იმ დაფნის გვირგვინი, რომელსაც თქვენ ატარებთ და რომელსაც თქვენ ნატრობთ.
ვეისი
თუ მამას ხარები შემოეჭამა, შვილს ურემი შემოეჭმება.
ფინური ანდაზა
თუ მამა გყავს, მას ფრთხილად მოეპყარი, რადგან ტკივილს ვერასდროს შეიგრძნობ, სანამ არ დაინახავ მის ცარიელ სკამს.
ფრიდა კალო
თუ მასპინძელი არ უწილადებს სტუმართ თავის სიამოვნებას, მაშინ ნადიმი ფასით ნაყიდს დაემსგავსება. პურის ჭამისთვის შინ ჯდომა სჯობს. თავაზიანი სიტყვა, ზრდილობა ლაზათია მასპინძლის სუფრის და უიმისოდ მეჯლისიც კი მოსაწყენია.
შექსპირი
თუ მოვიდა შენთან გაჭირვებული, შენ შეგიძლია აჭამო მას თევზი, მაგრამ თუკი შენ მას თევზის დაჭერას ასწავლი, მაშინ ის მთელი სიცოცხლე მაძღარი იქნება და აღარ იმათხოვრებს.
ჩინური სიბრძნე
თუ პიროვნება ხელმძღვანელობს მარტოოდენ ვიწრო შურისძიებით, ასეთი პიროვნება მხოლოდ პირუტყვია.
ლესინგი
თუ რომელიმე ადამიანი ისე გახასიათებს, როგორიცა ხარ, უფრო სარწმუნოა, ვიდრე ის, ვინც მეტად გაქებს.
ალექსი რაზიკაშვილი
თუ მდიდარი ხარ - მრავლისაგან მრავალი ნათესავი გეყოლება, თუ ღარიბი - ყოველთვის მარტოხელი იქნები.
ჩინური გამოთქმა
თუ მებრძოლი ხარ, ხმალში, სროლაში ეცადე მტერმა, რომ არ დაგასწროს, ეცადე ცეცხლად გაშლილ ბრძოლაში ტყვიას გაექცე, მტერს კი-არასდროს!
ალიო მირცხულავა
თუ მწერალი ისეთი ერთგულებით, გულმოდგინებით, სასოებით, მოწიწებით, სიმშვიდით, სიწმინდით, გამჭრიახობით, სიქველით, სიყვარულით და კრძალვით ჰკიდებს კალამს ხელს, როგორათაც ეს იცოდნენ ძველი დროის ქართველ მწერლებმა, მაშინ ნიკოლოზ მღვდელის ნათქვამი - “ხელი მწერლისაი საფლავსა შინა ლპების, ხოლო ნაწერი თითთა მისთა ჰგიებს მარადის“, მართალია და ჭეშმარიტი, ხოლო თუ მწერალს აკლია ზემორე ხსენებული თვისებანი, იგი თავისთან ერთად, თვის სიკვდილის დღესვე, ჰმარხავს თითთა თვისთა ნაწერთაც.
მოსე ჯანაშვილი
თუ პიროვნების შინაგანი ცხოვრება სწორად ვითარდება, როცა ადამიანს დიდება ეძლევა, პარალელურად იმაზე მეტი თავმდაბლობა უნდა მიეცეს.
ილია II
თუ რა იყო ჩვენი ძალა, ჩვენზე უკეთ მტერმა იცოდა, რა მიჰქონდა ჩვენს მტერს საქართველოდან? - ხელნაწერები და ხატები. რად უნდოდა თემურ ლენგს ხელნაწერები, წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ იცოდა, ჩვენი ძალა ეს იყო. რას მალავდა ქართველი კაცი, პირველ რიგში, მტერი რომ შემოესეოდა? ხელნაწერს და ხატს მალავდა.
თამაზ ჭილაძე
თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ.
ილია ჭავჭავაძე
თუ სოკრატისეული ირონია (როცა ადამიანებს ასწავლიდა, რომ მათ ან ცოტა იციან, ან არაფერი, ირონია ჭეშმარიტი ცოდნის გზას კაფავდა) შემეცნების მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომლის შედეგიც ყოველთვის ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზეა, რომანტიკოსთათვის ირონია სულის მწვერვალია, საიდანაც ფილოსოფოსი-ხელოვანი ზიზღით დაჰყურებს ცრუ სოფელს. ამით ვეზიარებით სილამაზეს. მაგრამ სადღაა ჭეშმარიტება და სიკეთე?
არსენი გულიგა
თუ საგმირო საქმეებისათვის ყოველგვარი გზა დახშულია, ადამიანის სული თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის და ფარულად გარბის იმ ბილიკით, რომლის ნაპირი ციცაბოა და რომლის ბოლო ჯერეთ უცნობი.
თაგორი
თუ სიღარიბე კაცს აკვნესებს, ნამეტანობა ამთქნარებინებს ხოლმე. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან თუ ფული არა გაქვს, კაცი არა ხარ, და თუ კაცი ხარ, ფული არა გაქვს.
ზაურ ბოლქვაძე
თუ ქალისათვის ცუდი გინდა, ნება მიეცი მას იმოქმედოს ისე, როგორც თვითონა ჰსურს.
სპარსული აფორიზმი
თუ ქვეყანა და საქვეყნო საქმე დაიღუპა, მაშინ დიდი, პატარა, მდიდარი და ღარიბი ერთ ხიდზე გაივლის, ყველა დაღუპულია.
ვაჟა-ფშაველა
თუ ყოველისავე სიკეთითა ხარ შემკული, მაშინ უფრო თავმდაბალი უნდა იყო. შეხედე ნაყოფიერ ხეს, რომელსაც უფრო ბევრი ასხია, იმას უფრო ძირსა აქვს ტოტები დაშვებული.
დამაკვირდი
თუ შეგიძლია, რაც გიყვარს, ის აკეთო, მაშინ შრომა ნათელია. როცა პოეტი ლექსს წერს, ეს ტანჯვაც არის, ცრემლიც არის, მაგრამ ეს ტანჯვა, ეს ცრემლი და ეს სისხლი ნეტარებას ჰგვრის შემოქმედის გულს, როცა ლექსს დაამთავრებს და ისეთ რამეს მისცემს, როგორც მას სურდა... ხოლო როცა ადამიანი შრომობს იმისათვის, რომ არსებობისთვის ლუკმა-პური მოიპოვოს, ეს ტანჯვაა, ეს ბიბლიური ტანჯვაა, რომელიც გულისხმობს ტანჯვით პურის ჭამას.
კოლაუ ნადირაძე
თუ შენ გაქვს რამე, გამიზიარე, ფასს მოგცემ და თუ თვითონ შენ ხარ რამე, ჩემს სულსა და გულს გაგიზიარებ უსასყიდლოდ.
შილერი
თუ შენი გეგმები გათვლილია ერთ წელზე - დათესე ფეტვი, თუ ათწლეულზე - დარგე ხეები, თუ საუკუნეზე - აღზარდე ადამიანები.
აღმოსავლური სიბრძნე
თუ შენ ჯანსაღი კუჭის, ფილტვებისა და ღონიერი ფეხების პატრონი ხარ, მეტ სიმდიდრეს ნუ ეძებ.
პორაციუსი
თუ შენა ხარ ჩემი მყვარი, ნუღარა ხარ გულ-მზაკვარი; იყავ შენ გულმართალია, როგორც რომ სამართალია.
დავით გურამიშვილი
თუ შენგან არავინ გაიხარებს, შენი პირი კუპრის სწორია.
სარგის თმოგველი
თუ შენი ძმა არ გიყვარს, რომელიც ახლოა და ყოველ დღე ჰხედავ, როგორ უნდა შეიყვარო და იწამო ღმერთი, რომელიც შენზედ შორს არის და უხილავია.
იოანე ოქროპირი
თუ ცოტა ფულს ასესხებ კაცს, მოვალეა, თუ ბევრს-მტერი.
სენეკა
თუ ძალიან გაჭირვებაში ჩავარდი და გინდა, რომ მეგობრები მაინც არ დაჰკარგო - არც ერთს მათგანს ფული არ ესესხო: არც გასესხებენ და თვითონაც დაგშორდებიან.
“თეატრი“ 1886 4, გვ. 28.
თუ წინსვლა გინდა, ყოველ დღე განახლდი.
კონფუცი
თუ მამა ხარ, გახსოვდეს რა მოვალეობით გტვირთავს ეს სახელი.
იხ. ლიტ. მუზეუმი, მ. ჯანაშვილის ფონდი, 21.692-ხ.
თუ მოღვაწის ნაჭირნახულევის აწონ-გაზომის და დაფასების უნარი არ შეგვწევს, თუ მოღვაწის თავის დამსახურების შესაფერად პატივისცემა და დაჯილდოება არ შეგვიძლიან, ის მაინც როგორმე შევძლოთ, რომ ასე უმადურად და უკადრისად არ ვექცეოდეთ საპატიო მოღვაწეებს.
ქაიხოსრო გელოვანი
თუმცა ადამიანი მარადიული არ არის, მაგრამ ის, რაც მარადიულია, ადამიანურია.
შილერი
თუ პიროვნება შრომობს მხოლოდ თავისთვის, იგი შეიძლება, რა თქმა უნდა, გახდეს ცნობილი მეცნიერი, დიდი ბრძენი, საუცხოო პოეტი, მაგრამ ვერასოდეს გახდება იგი ჭეშმარიტად თანამედროვე და დიდი ადამიანი.
კარლ მარქსი
თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: ნანერგითა შენით მარგე.
ილია ჭავჭავაძე
თუ სიცილია, მოდით ძლიერად დავცინოთ მას, რაც ნამდვილად ღირსია საყოველთაო დაცინვისა.
ნიკოლაი გოგოლი
თუ სული სუფთა გაქვს, კეთილი ცხოვრების მშვენიერებას უფრო აღიქვამ, ყველაფერში ეძებ სილამაზეს და თავს ბედნიერად გრძნობ, როცა იპოვი მას - გახსნილი შუბლით და გაღიმებული სახით შეჰყურებ სილამაზეს და ლამაზი ხარ შენც, რადგან გაქვს უნარი ლამაზად აღიქვა და შეიგრძნო ყველაფერი, ლამაზია შენი კეთილშობილური გაფიქრება, ლამაზია ყველა ლამაზი გრძნობა..
მიხეილ კვესელავა
თუ ურთიერთსიყვარულით იცხოვრებთ, უფალი თქვენთან იქნება. თქვენს მტრებს დასჯით და მშვიდად იცხოვრებთ. თუ ქიშპობასა და ურთიერთბრძოლას გადაყვებით, თქვენც დაიღუპებით და მამა-პაპათა ქვეყანასაც დაღუპავთ, რომელიც მათ უდიდესი შრომით შექმნეს.
იაროსლავ ბრძენი
თუ ფხიზლად ვართ, დამიჯერეთ, ვერას გვიზამს მტრების ჭორი!
“ტრიბუნა“ 1923, №404, გვ. 3.
თუ ქალისათვის ცუდი გინდა, ნება მიეცი მას იმოქმედოს ისე, როგორც თვითონა ჰსურს.
სპარსული აფორიზმი
თუ ღვინოსა სვამ ნიჭიერ ხალხთან, ან ტკბილ ბაგებიან ლამაზთან დალიე იგი! ბევრს ნუ დალევ, ხშირად ნუ დალევ, ხალხისათვის სეირს ნუ გახდი. სვი მცირედი, სვი იშვიათად, სვი დაფარულად.
ომარ ხაიამი
თუ შეგიძლია კაცს დაეხმარო, უარი რატომ უნდა უთხრა!
ივანე ბერიტაშვილი
თუ შენ არა გსურს ლაპარაკი, მე ავავსებ მაშინ ჩემს გულს შენი დუმილით და ჩავიკეტები შიგ; მე ვიქნები მჯდარი ჩუმად და ლოდინით სავსე, ვით ღამე, უძრავად ფხიზელი და თმენით თავდახრილი; დილა უთუოდ მოვა, ბნელი გაჰქრება და ხმა შენი ოქროს ჩქერად იწყებს სხმას ცათა შორის; და მაშინ სიტყვები შენი აფრინდებიან სიმღერებით ჩემ ფრინველთა ყველა ბუდეთაგან და ჰიმნი შენი ყვავილებად გაიშლებიან ჩემს ტყეთა ყოველს კუთხეში.
თაგორი
თუ შენ პატიოსანი მამულისშვილი ხარ და კარგი კაცი - მე პატივსა გცემ, ხოლო თუ შენ გაქნილი კაცი ხარ და შენის დიდკაცობით გვიბამ თვალებს - ზედაც არ შეგაფურთხებ. მე და შენ შორის საერთო არ არის რა, გარდა ჩემის ქვეყნის კანონებისა, რომლის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ.
უცნობი
თუ შენ რაიმე არ გესმის, სჯობს დადუმდე და არ გამოსთქვა საჯაროდ საკუთარი აზრი ამ საკითხზე. დეე იფიქრონ, ეს ადამიანი უგუნური ხომ არ არისო, ვიდრე უადგილოდ წამოროშო რაღაც და ამით ის, რაც მხოლოდ ეჭვი იყო, სრულ რწმენად აქციოთ.
დიოგენ ლაერცი
თუ ჩვენ ქედს ვიხრით იღბლიანი ბრიყვის წინაშე და გულგრილობას ვიჩენთ ნიჭიერი მოღვაწის დამხობისას, ეს ჩვენი სავალალო აღზრდის და ზნე-ჩვეულებათა შედეგია, გონიერი ადამიანი პირქუშ ირონიამდე რომ მიჰყავს, გენიოსი კი სასოწარკვეთამდის.
ბალზაკი
თუ ცილს დაგწამებენ და შემდეგ გაცხადდება შენი სიმართლე, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილად ემსახურე უფალს, რომელმაც გამოგიხსნა შენ ცილისწამებისაგან.
ეფრემ ასური
თუ ცოდნა არ აძლევს ადამიანს სულსა და გულს, სამაგიეროდ, ვისაც აქვს უკვე ბუნებისაგან მონიჭებული ეს სული და გული, იმას ღრმად უვითარებს ერთსა და მეორესაც!
სამსონ ფირცხალავა
თუ ჭირისუფალი არ სტირის, მობანეს რა თავის სტკივაო!
ხალხური ანდაზა
თუკი ხალხი ინარჩუნებს თავის უფლებებს, ეს საუკეთესო მდგომარეობაა, თავად თავისუფლებაა, თავად კეთილდღეობაა, რადგან იგი არის მეუფე კანონისა, სამართლისა, ომისა და მშვიდობის საქმეებისა, სამოკავშირეო ხელშეკრულებებისა, ყოველი მოქალაქის უფლებებისა და ქონებისა... მხოლოდ ამგვარი წყობილება შეიძლება ჩაითვალოს სრული უფლებით რესპუბლიკად ე.ი. ხალხის კუთვნილებად.
ციცერონი
თუ ხალხს დაეკარგა ეროვნული შემეცნება, რომელზეც არის აგებული ყოველის ერის სიცოცხლე, - თუ ეს ყოველივე გამოქარდა ხალხის გონებიდან, მაშინ ვერაფერი ვერ დაიჭერს ქვეყანას დაცემისაგან, გათახსირებისაგან. თუ ხალხმა ვეღარ წარმოიდგინა თავისი იდეალები, გმირები, პრინციპები დაივიწყა, თუ წარსული ვეღარ წარმოიდგინა, ვეღარ გაიხსენა, იგი სრულიად მოკვდება, გაქრება. ეს დაცემა იქნება უკანასკნელი, დიდი, სამუდამო. იქნება ძილი გაუღვიძებელი.
მელიტონ კელენჯერიძე
თუ წინსვლა გინდა, ყოველ დღე განახლდი.
კონფუცი
თუკი ბრწყინვალედ და დაწვრილებით გვახსოვს, რაც რამ გადაგვხდენია თავს, ის რატომღა არ გვახსოვს, რამდენჯერ მივუტევეთ იგი ერთსა და იმავე კაცს?
ლაროშფუკო
თუკი თან მსდევდა შხამ-გესლი, სევდა, თუ კი ამ სოფლად ვივლიდი ობლად, თუ კი არ ვიცი რა მაქვს მიზანი, რომელ კაცთ შორის დავისადგურო, ან ვის ვემსხვერპლო, ვის ვცე თაყვანი; თუ კი არ ძალმიძს სევდების ბადე დავგლიჯდავფლითო, გავანადგურო, მაშ რაღად გავჩნდი? რად დავიბადე?!
იოსებ გრიშაშვილი
თუკი შექებას დაგიწყებენ სიქველისათვის, ნუ გაიხარებ ამისთვის და ნუ დასტკბები. დამალე ხოლმე შენი ქველი საქმენი, რამდენადაც შეგიძლია და ნებას ნუ მისცემ ვინმეს ილაპარაკოს მათ შესახებ: ყოველმხრივ ეცადე, რომ შენს მიერ ქმნილი კეთილი საქმეებისათვის ადამიანთაგან შექება არ მიიღო.
წმიდა ანტონი დიდი
თუმცა ყოველ ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ გარკვევით და თავის თავთან თანხმობით ვერავინ გეტყვის, თუ საკუთრივ რა ჰსურს ან რა სჭირდება. სიმდიდრეს ნატრობს? ცოდნას და გაგებას ესწრაფვის? დღეგრძელობაზე ოცნებობს? მერედა ვინ არის თავდები იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივ სატანჯველად არ ექცევა? ბედნიერება გონების იდეალი კი არ არის, არამედ წარმოსახვის იდეალია და მარტოოდენ ემპირიულ საფუძვლებს ემყარება.
კანტი
თქვენ მეკითხებით, რატომ შევაერთე ორი ცნება? იმიტომ, რომ ადამიანის სიტყვასა და მიწას შორის არის იდუმალი კავშირი. ენა დაიბადა ხნულში: წარმოშობით ის სოფლელია. მართალია, ქალაქმა მას მისცა რაღაც სიფაქიზე და სილამაზე, მაგრამ მთელი ძალღონე მას წამოჰყვა მინდვრიდან, სადაც ის დაიბადა ჯეჯილში, როგორც ტოროლას გალობა.
ანატოლ ფრანსი
თქვენ, ქართველები ისე ვერ აღიქვამთ თქვენს თავს და უცხოელები უფრო კარგად გხედავთ. თქვენ საოცარი ხალხი ბრძანდებით, დროებით მძიმე მდგომარეობის გამო გულს ნუ გაიტეხთ, თქვენი ერი არ დაიღუპება... გაჭედილ ავტობუსში ახალგაზრდებმა მოლასლასე მოხუცი ქალი შეიყვანეს (ასეთ ლმობიერებას ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში ვერ ნახავთ).
ამერიკელი ქალბატონი
საპატრიარქოში-სტუმრად ილია II-სთან თქმულა, მოძღვარი იგივ მთესვარი არსო, გარნა არა ხვარბლისა, არამედ სულიერისა იფქლისა: ზნეობისა, ქცევისა, სიტყვა პასუხისა, წიგნისა.
მოსე ჯანაშვილი
ი
იარე არა იმ გზით, რომლითაც ყველა მიდის, არამედ იმ გზით, რომლითაც გმართებს იარო.
სენეკა
ის, რისი მიღებაც არ შეგიძლია, ყოველთვის უკეთესად გეჩვენება, ვიდრე ის, რაც გაქვს. ეს არის ადამიანის ცხოვრების რომანტიკაც და იდიოტიზმიც.
ერიხ მარია რემარკი
იგი, ვინც კეთილმყოფელია, ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისის მხრით აბედნიერებს ადამიანს.
ავრელიუსი
იგი იმ მოჭიდავეს ჰგავდა, რომელსაც ტანზე ქონი უსვია და, როგორც არ უნდა ეცადო, მაინც გაგისხლტდება ხელიდან.
მოემი
იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის, თავს როგორ უშველოს.
ბუასტი
იგი “შეშინებული“ კაცი იყო. მიტომაც ფრთხილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩქარ კაცს ჰგავდა, მაგრამ ასჯერ ზომავდა და ერთხელ ჭრიდა. სხვის საქმეში კი არა, თავის საქმეშიც ძლივს ერეოდა... სულით ხორცამდე ქართველი ინტელიგენტი სხვის ძვირსაც კი ისე იტყოდა, რომ საკუთარ თავს მეტ ტკივილს მიაყენებდა, ვიდრე სხვას.
ისე, თავის გამოდება მაგრა იცოდა: ათუხთუხდებოდა, მხრებს შეათამაშებდა, აქეთიქით ბოლთას დასცემდა, და მზად იყო თავი დაედო მეგობრისათვის, მართალი მეგობრისათვის.
ჯანსუღ ჩარკვიანი
იმ ერსა აქვს ისტორია, რომელსაც აქვს შინაგანი სულიერი განვითარებაწარმატება.
მოსე ჯანაშვილი
ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდეთ და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ.
მათეს სახარება, თავი ზ.
იკითხო და არ განიფიქრო, უდრის იმას, რომ ჭამო და არ მოინელო.
ემილ ფაგე
იკმარე ის, რასაც კმარობს შენი ქმარი და იმის წინაშე ნუ დაარღვევ დუმილსა და მშვიდობიანობას.
ბონაფონი
ილაპარაკე უმთავრესი, ბევრი ცოტა სიტყვებით. იყავ როგორც მცოდნე და მასთან თავდაჭერილი. მოუფიქრებლად ნურას გააკეთებ, და როცა კი გააკეთებ, ნუ ინანებ.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
იმ თავითვე, მესამოცე წლებში მე ვნატრობდი და ველოდი, რომ მომავალი წარმოშობდა დემოკრატიას, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ იმისთანაებს კი არა, როგორც დღეს ზოგიერთები არიან, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობენ, თავს იკატუნებენ და ქვეყანას კი ამადლიან..
“ჩვენ გამოვაღვიძეთ ხალხი, ჩვენ შევქმენით დრო“ და სხვანი, რომ წარამარად გაიძახიან, ეს სულ ტყუილებია!..
აკაკი წერეთელი
იმ კაცისათვის, ვინც ამ ქვეყნიდან მიდის, არა არის რა იმაზე უფრო სანუგეშო, ვიდრე რწმენა, რომ ტყუილად არ უცხოვრია.
კანტი
იმ კერძო ადამიანსა, თუ ერს, რომელიც სხვის აზრებსა და თეორიებს ითვისებს, ან საკუთარ “მე“-ს სნეულება სჭირს, ან იმ ჭლექიანს მოგაგონებთ, რომელიც თავის სნეულობით შესწავლის მაგიერ, ყოველგვარ წამლებს ეტანება, რადგან ამ წამლებს სხვებისთვის ურგიათ.
არტურ შოპენჰაუერი
"იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს."
ალეკო შენგელია
იმათ თვალში, ვინც გიორგი ახვლედიანს პირადად იცნობდა, ზოგჯერ მისიპიროვნება ჩრდილავდა მეცნიერს. იგი ხიბლავდა თავის გარშემო მყოფთ თავისი პირადი თვისებებით და გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას იწვევდა მათში. ის იყო უაღრესად უანგარო და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვ ის მზად იყო დახმარებოდა სხვას. მას გულწრფელად უხაროდა თავისი მოწაფეების წარმატება და ცდილობდა ხელი შეეწყო მათთვის.
გიორგი წერეთელი (აკადემიკოსი)
იმაზე დიდი თავისუფლება არ მოიპოვება, რომ მონა იყო კანონისა.
ლათინური ანდაზა
იმაზე სახიფათო არა არის რა, როცა რომელსამე დიდს მიმართულებას პატარა ტვინიან ადამიანის გოგრაში ჩასჭედენ.
იპოლიტ ტენი
იმაზე უფრო დასაღონებელი და ცუდი არა არის-რა ერისათვის, როდესაც მისი წინამძღოლნი და საუმჯობესო მოღვაწენი რაიმე პირადი ანგარიშის მიხედვით, ასცილდებიან ჭეშმარიტს გზას და თვისის მომხიბვლელის სიტყვებით სთესენ ცხოვრებაში - განხეთქილებას, შურს, ზიზღს და მტრობას.
“ივერია“ 1894, №97, გვ. 1-2.
იმედი მღვიძარე კაცის სიზმარია და სხვა არაფერი.
“ცნობის ფურცელი“ 1899, №725.
იმ ადამიანს სძინავს მშვიდად, ვისთვისაც კარგი დღე დაღამდა და ხვალეც კარგს მოელის.
ალექსი რაზიკაშვილი
იმდენად უნდა გიყვარდეთ ბავშვი, რომ მუდამ სათითაოდ ფიქრობდეთ მათზე.
სლხსა, ფ. 229, ანაწ. 1, საქ. 13, ფურც. 14.
..იმ კაცისათვის “ღმერთს არც იმდენი ნიჭი მიუცია, რომ თავისთავად რასმე მიხვდეს, არც იმდენი სითავმდაბლე, რომ სხვებს რაშიმე დაეკითხოს“.
“მწყემსი“ 1889, №14.
იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი.
წმიდა ანტონი დიდი
იმისთვის, ადამიანის ცხოვრება რომ მწუხარება კი არა, სიკეთე იყოს, მან უნდა ისწავლოს ცხოვრება არა სხეულისათვის, არამედ სულისათვის. სწორედ ამას გვასწავლის ლაო-ძი. ის იმას გვასწავლის, როგორ გადავიდეთ ხორციელი არსებობიდან სულიერ არსებობაში. იგი თავის მოძღვრებას გზას უწოდებს, რადგან მოძღვრება ამ გარდაქმნის გზას გვიჩვენებს - წიგნი გზისა - უმოქმედონი ვიყვეთ, ანდა რაც შეიძლება ნაკლები ვქნათ ის, რაც სხეულს სწადია; არ შევიზღუდოთ ის, რაც სულს სწადია.
ლევ ტოლსტოი
იმოდენად ბიწიერი კაცი არა სძულთ, რამდენადაც იგი, ვისაც არც ერთი სათნოება არა აქვს.
შარლ რეინოლი
ინგლისელი, როდესაც გაჭირვებას განიცდის, აი რას ამბობს და ხშირად იმეორებს: “ევერ სეყ დეად“ – “არასოდეს არ სთქვა: “დავიღუპე“, “მოვკვდიო“, ე.ი. უნდა იყვე მუდამ მამაცი, მედგრად და ენერგიულად უნდა იცავდე თავის უფლებას და ყოველივე ძალ-ღონით ებრძოდე გაჭირვებას! ჭელპ ჯოურსელფ, თავის თავს მოეხმარე… იფიქრე შენ თვითონ შენ თავზე - საზოგადოდ მიღებული წესი და ცხოვრების სიბრძნეა. “მიშველეთ” “მომეხმარეთ“,”შემეწიეთ“ - ასეთ გამოთქმებს ადგილი არა აქვს ინგლისელთა ცხოვრებაში.
“თემი“ 1911, 15, გვ. 3-4.
ინტელიგენციას დიდი ცოდო აწევს - ვეღარაფერი ვიღონეთ შეგვეჩერებინა მორალური დაქვეითება ქვეყნისა. შეგნებული ერი გამოფხიზლების დროს წინათვე შემზადებულის პროგრამით იწყებს კრიტიკულად განხორციელებას თავისი წადილის და მისწრაფებისას. ჩვენ კი არც პროგრამა გვქონდა და, მგონი, არც იდეალი!...
გიორგი ჟურული
იოლია კაცი მოატყუო, როცა იგი თავად აპირებს შენს მოტყუებას.
ლაროშფუკო
იპოლიტ ტენმა ევროპის ერები სტარტზე მდგომ დოღის ცხენებს შეადარა.
არავინ უწყის, რომელი ცხენი იქნება ფინიშზე პირველი.
“ლიტერატურული საქართველო“ 2000, №2 გვ. 13.
ის ადამიანი ვერასოდეს ვერაფერს შეჰქმნის, რომელიც თავის თავს მუდამ მრავლობით რიცხვში არ გულისხმობს.
კონსტანტინე გამსახურდია
ის ადამიანი, რომლის მშიშრობაც ყველას მიერ ცნობილია, ყოველთვის დაბრიყვებული იქნება საძაგელთ და უმაქნისთ კაცთაგან.
პიერ ბომარშე
ის უფრო ადვილია, რომ ოცი კაცი დავარიგო, ვიდრე ის, რომ ერთი იმ ოცდათაგანი მე ვიყო და მევე შევასრულო ჩემი დარიგება.
ჭკუის სალარო - “ივერიიიდან“
ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.
ლევ ტოლსტოი
ის ერი, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგისთანა შვილებს ზრდის, დაფერფლილ ნაღვერდალს ჰგავს და მის გულში ღვივის ნაკვერცხალი. იგი ელის მხოლოდ დროს, როცა ნაკვერცხალი ისევ დააგიზგიზებს დიდს ისტორიულს ცეცხლს და გაანათებს სამყაროს. თვით ეს ნაკვერცხალი ყაზბეგის შემეცნებით მიმალულია ჩვენს მთებში, საცა ქართველი ერის გული ჯერ ისევ არ გამდრკალა და შერჩენია ძველი ქართველური ზნეობა, სიმამაცე და დამოუკიდებლობის სიყვარული.
აკაკი წერეთელი
ის (გურამ რჩეულიშვილი) იყო მართალი, პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი - ქალაქში მთიულივით დადიოდა, მუდამ საკინძეგახსნილი, თავაწეული, დაძაბული, მუდამ რაღაცაზე კამათობდა. ასეთი ცხარე კამათი იმათ იციან, ვისაც რაიმეს შეცნობა სწადიათ, შეცნობა არა ზერელედ, არამედ ღრმად, რათა ის რაიმე თავიანთი არსების ნაწილად აქციონ. როდესაც მას უსმენდი, გრძნობდი, ამქვეყნად მხოლოდ მწერლობისთვის იყო გაჩენილი.
თამაზ ჭილაძე
ის ქვეყანას ვერ გაახარებს, ვისაც ქვეყანა არ ახარებს.
ბერტოლდ აუერბახი
“ისა სჯობს მამულისათვის, რომ შვილი სჯობდეს მამასა“. უმჯობესია, თუკი ამ სიტყვებს დაურთავთ - “ისა სჯობს მამულისათვის, მყობადი სჯობდეს წარსულსა“.
“ივერია“ 1879, №5-6, გვ. 132.
ისე არა აახლოებს რა ადამიანს ღმერთთან, როგორც ქმნა კეთილისა მახლობელთათვის.
ციცერონი
ისე არა რა უწყობს ხელს დედაკაცის სახელის გატეხასა, როგორც უმართებულო გამომეტყველება სახისა.
პისიო
ისე არაფერი აკნინებს კაცს, ვისაც უდიდესი ხოტბა დაუმსახურებია, და ვისი მისწრაფებაა, ღირსებად ჩაეთვალოს წვრილმანებიც.
ლაროშფუკო
ისე აჭრელდა ჩვენი ინტელიგენცია, რომ ნამდვილ კაცებს ვეღარ ვსცნობთ, რადგან სიტყვით ერთს ამბობენ, საქმით სხვას სჩადიან, თეთრს შავად გიმტკიცებენ, შავს თეთრად, საზოგადოებაც ცხვრის ბრბოსავით განუსჯელად ეთაყვანებოდეს და საზოგადოებაში პატრიოტებად მიაჩნიათ მაბეზღარნი და უკუღმართნი!
დავით ღამბაშიძე
ისეთს თავზედ ხელ-აღებულს ლანძღვა-თრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ჰნახავთ, როგორც ჩვენში. საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს სამართლიანი წიგნი დასდო, საკმაოა რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, - ერთ-ერთი ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და ზედ თავზედ დაგაბერტყოთ.
სამწუხარო ჭირთა ჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.
“ივერია“ 1887, №274, გვ. 1-2.
ის კი არ არის საჭირო - რა კაცად დაიბადე შენ, საქმე ის არის, რა კაცად მოკვდები.
შვედინი
ისე, კაცმა რომ თქვას, სასაცილოა - მოხვიდე იმისათვის, რომ წახვიდე!
მიხეილ თუმანიშვილი
ისტორია არის საღმთო წიგნი ერთა: უმთავრესი, უსაჭიროესი; სარკე მათის ყოფისა და მოქმედებისა; ზანდუკი განცხადებათა და წესთა; აღთქმა წინაპართა შთამომავალთადმი, დამატება, განმარტება აწმყოსი და მაგალითი მომავლისათვის.
ნიკოლაი კარამზინი
ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თვისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავისი დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი.
ილია ჭავჭავაძე
ისტორიასთან ადამიანის ფამილარული თამაშის შედეგი ყოველთვის სასაცილოა, ან ტრაგიკული, ხოლო ისტორიის ჭიდაობაში გამოწვევა სასაცილოზე სასაცილო. ისტორია საჭიდაო მოედანზე ჩვენს წინაშე არასდროს გამოდის. მხოლოდ ეპოქები ეჭიდებიან ერთმანეთს.
ირაკლი აბაშიძე
ისტორიული გამოჩენილი პირების ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის გასამხნევებლად, გამბედაობის მისაცემად და არა წინანდელი ცხოვრების აღსადგენად.
ანტონ ფურცელაძე
ისწავლე მოხუცი როგორ უნდა გახდე და ერიდე არ დაემსგავსო ხილს, დრო ჯერ ისევ დაუმწიფებელსავე რომ ალპობს.
ალფონს კარრი
ისწავლე, რომ გიყვარდეს უმწვერვალესად ყოველი კაცი, თუ გინდა ბედნიერი და დღეგრძელი იყო.
ავრელიუსი
იტალია ვერდის გარეშე უშექსპირო ინგლისს დაემსგავსებოდა.
ლუჩანო ბერიო
იტალიელი ჭკვიანია საქმის დაწყებამდე, გერმანელი-როცა საქმის კეთებაშია და ფრანგი-როცა საქმე უკვე გაკეთებულია.
დამაკვირდი
იუმორი - ეს დისტანციის გრძნობაა.
შტრიხები ბერტოლდ ბრეხტის პორტრეტისათვის
იუმორი ყველასათვის მისაწვდომი და გასაგებია. სიცილი რომ დაიბადოს, ორი ადამიანი მაინც არის საჭირო, რადგან მარტო გიჟის მეტი, არავინ იცინის. იუმორი საზოგადოებისათვის სისხლის მიმოქცევის მაგვარია... ხალხს, რომელსაც იუმორი არ შეუქმნია, არც არსებობის უფლება აქვს მოპოვებული.
ილია ბეშკოვი
იფქლსა ვეროდეს შეიკრებს, ვისც ღვარძლი დაუთესია?!
არჩილ მეფე
იქ სადაც არის ხალხი მშიერი, რას მოარიგებს პოლიციელი..
გაზ. “კავკასიის კომუნა“ 1921, №37, გვ. 1.
იქ, სადაც კაცი არ არის, იყავი შენ კაცად!
”მწყემსი“ 1902, №6, გვ. 14.
იქ, სადაც კაცის სინდისია წმინდა, ნათელი, იმის ჭიქაში ღვინოც ბრწყინავს, როგორც სანთელი.
ზაქირი სამარყანდელი
იქ, სადაც მოსამართლე მზაკვარია და მტაცებელი, ქურდს სრული უფლება აქვს ქურდობისა.
შექსპირი
იყავ წრფელი და უვნებელ ქცევა შენი კაცთა თანა და მოიქეც მათთანა ესრეთ, ვითარცა გინდეს შენ ქცევა მათი შენთანა.
ბრძენი კაცი.…კონსტანტინეპ. 1878 წ.
იყო ქვეყნად და არ არსებობდე, ეს არის კაცის პირველი ცოდვა.
იონა ვაკელი
იყოს კაცი კეთილი და ვერავინ გაემკლავება.
ივან ტურგენევი
იცნობთ ისეთ კაცს, რომლის გამოსწორებაც გსურთ, გინდათ, რომ უკეთესი გახდეს? ძალიან კარგი, მაგრამ რატომ საკუთარი თავიდან არ იწყებთ? განა ეს წმინდა ეგოისტური თვალსაზრისითაც უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე ის, რომ ეცადო, სხვა გამოასწორო? სხვათა შორის, ეს გაცილებით უსაფრთხოც არის.
დეილ კარნეგი
იცოდეთ თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება. შეიძლება სხვაგან სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა - იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ.
აკაკი წერეთელი
იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს. ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ. დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა “ვწუხვარ“, “მაპატიე“, “გეთაყვა“, “გმადლობთ“ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცი.
მარკესი
იშვიათად, რომ ადამიანს მტერი ჰყავდეს და თვითონვე არ იყოს ამისი მიზეზი.
ბუასტი
იჭვიანობა კაცს სასაცილოდ ჰხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულს და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი იჭვიანობა უფრო თავაზიანად ჰქმნის, გონებამახვილად და მგრძნობიარობას უბადებს.
ბერნე
იხსენ შეწუხებული ხელიდგან შემაწუხებელისა და ნუ იქმნები სულმოკლე ოდეს სჯიდე.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
კ
კაენი და აბელი - აი, თითქმის მთელი შინაარსი საერო ისტორიისა.
ვერტეიმერი
კავკასიის ხალხები მეტისმეტად სულსწრაფნი არიან და ყველანი ერთიმეორეს ტყუპისცალებივით ჰგვანან.
ალექსეი ლოსევი
კაი სიტყვა - კაი მთქმელი, კაი ღვინო - კაი მსმელი!
თედო სახოკია
კაი შვილი მამისთვის და კაი მამა შვილისთვის წმიდანებია ერთმანეთისთვის.
მოსე ჯანაშვილი
კამათის დროს უმთავრესი უფრო ის არის, მიუხვდე კაცს, რისთვის გეკამათება, რა უყვარს.
ლევ ტოლსტოი
კანონმდებლობა, ხელისუფლება, საზოგადოება ეყრდნობა ურთიერთდათმობის, თავდაჭერილობის, ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ამას ემყარება ყველაფერი. მან ვინც შეძლო ყოველივე ადამიანურზე ამაღლება, ვინც არ უწყის ადამიანური სისუსტეები და გაუბედაობა, კმაყოფილია ყველაფრით და არაფრის გაჭირვებას არ განიცდის.
ჰენრი კლეი
კარგ ცოლქმრობაში ქმარი თავია და ცოლი-გული, თავისთვის საჭირო.
ფრიდრიხ რუკერტი
კარგად ვერ აღზრდის ყმაწვილებს ის ადამიანი, რომელსაც თავის ყმაწვილობიდან არა ახსოვს-რა.
ვალერიან გუნია
კარგი გუთნისდედითა გუთანს არ გაუჭირდებაო.
უთქვამს ქართველ კაცს
"კარგი ვარ იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი არც თავის დედასა."
ხალხური ლექსი
კარგი კაცი გამოჩნდების სიმართლისა საძირკველად.
“როსტომიანი“
კარგი მამულიშვილი თავის მოქმედებაშივე პოულობს ჯილდოს.
მასლიონი
კარგი მწერლის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე კარგი მკითხველისაო.
ლესინგი
კარგია, თუ ღვაწლმოსილი ხარ, მაგრამ უფრო კარგია, თუ ღვაწლმოსილის პატივისცემა გაქვს.
დროზი
კარგი გაზრდა - გაწვრთნა იმისთანა მეცნიერებაა, რომელიც ასწავლის ჩვენს შვილებს გაუძღვნენ წუთისოფლის ავკარგიან ომს ჩვენდა დაუხმარებლად.
ლეგუვე
კარგი იქნებოდა, რომ ბევრი გვყავდეს ისეთი მოქალაქე, რომელთაც გარკვეულად იცოდნენ, თუ სად არის პატრიოტიზმის საზღვარი.
ლესინგი
კარგი კაცის პურმარილი ზღვაზე ხიდად გაიდება.
ქართული ანდაზა
კარგი რამეა ცხოვრება და არ გახადო საზარი.
არ გაახურო არასდროს ღორმუცელობის ბაზარი.
კაცს ალხენს შრომა ნამდვილი, განა ადვილი ფაცური!
არ დაგავიწყდეს: კაცი ხარ, საქმე იცოდე კაცური!
იმას გაუტკბა ცხოვრება, თავს ბედი იმან აღირსა,
ვინაც სიხარბის ბედაურს არ ანებებდა აღვირსა.
ისე იცხოვრე ამქვეყნად, ჩემი რჩევაა გზიანი,
შენ გაიხარო, მაგრამ სხვას არ მიაყენო ზიანი.
ნიზამი განჯელი
კარგი სიტყვა კარგ ყმას ხმალივით უნდა ამშვენებდეს.
ქართული ანდაზა
კარგი ჩვენც მოგვეწონება, ავი - არც თავის დედასა.
ქართული ანდაზა
კარგია თუ ავიაო, ქალო, შენი ქმარიაო.
ქართული ანდაზა
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების.
შოთა რუსთაველი
კარგი ხასიათის მქონე ადამიანები სინდისია იმ საზოგადოებისა, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
რალფ უოლდოუ ემერსონი
კარგია, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ადამიანი ისეთი კეთილი არ არის, როგორც მისი მეგობრები ამბობენ და არც ისეთი ავი, როგორც მისი მტრები.
კლინგერი
"კარგს გააკეთებ? გაგიხარდება, ვისაც კარგი ჰშურს, ის რა კაცია,
ობობას ქსელში გაიხლართება, ეკლებს მოისხამს, ვით აკაცია!"
ალიო მირცხულავა
კარგს კაცს როგორ დავუკარგო რაც რამ სიკარგკაცე აქვსო.
დავით გურამიშვილი
კარგსა და ავსა მოყვარეს ერთი-მეორეს არ ანაცვალებენ.
აფხაზური ანდაზა
კარგსა კაცსა ცხოვრებაში გზას ვერ აცდენს ვერა ძალა.
საიათნოვა
კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა, მე დღეს ვის რა ვარგე.
ილია ჭავჭავაძე
კაცზედ რომ შური ჩაგედვას და გულძვირად შეიქნა, მოშორდი, მანამ შენი გული დამშვიდდეს. აგრეთვე თუ სხვის გული შენზედ შურად შეიქმნას, კიდევ მოშორდი, მანამ შენზედ გული მოუბრუნდეს. თუ კაცს დაუშაო რამ, გაეცალე, მანამ იმ კაცმა შენზედ გული მოიბრუნოს, რომ ახლოს ყოფნით უფრო დიდი შფოთი არ მოგიხდესთ.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
კაცთა ისტორია სამი სიტყვით დაიწერება: გაჩნდა, დაფუსფუსებდა და გაქრა.
“ივერია“ 1899, №232.
კაცთა მინიჭებული პირველი სიმდიდრე წიგნთა მოძღვრება არს.
დავით აღმაშენებელი
კაცთა საამებლად არაფერი მოიმოქმედო და ღვთის წყალობის ღირსი შეიქმნები, რამეთუ კაცთმოთნეთათვის უცხოა ღმერთი და მათზე არ არის სული ღმრთისა.
წმ. ბარხანოფი დიდი
კაცთა ყოველივე სურვილი რომ შესრულებულიყო, მაშინ მთელი სამყარო ჯოჯოხეთად გადაიქცეოოდა.
ბუასტი
კაცთა შორისაც, როგორც წიგნთა შორის, ბევრი ისეთი ეგზემპლიარია, რომელიც კრიტიკისა და საყვედურის ღირსიც არ არის.
გოეთე
კაცთმოთნეობის ნებით შეპყრობილი კაცი ამაოებას ემორჩილება. ხოლო როდესაც ამაოებას მოამრავლებს - სიამაყე იპყრობს.
წმ. ბარსანოვ დიდი
კაცი ამ ქვეყნად დევნილი ყველგან იპოვის ბინასო, უჯობს არაფერს შეუდრკეს, გული უგავდეს რკინასო.
ხალხური
კაცი არ ვარგა უმტერო, არც მეტად მტერმორეული.
ქართული ანდაზა
კაცი არაფერს წააგებს, თუკი დათანხმდება, რომ მასზე ოღონდაც ცუდი არაფერი თქვან და ნურც კარგს იტყვიან.
ლაროშფუკო
კაცი გულითა, ხე ძირითაო.
ქართული ანდაზა
კაცი ზღვას გადაურჩა და ცვარმა კი დაახრჩოო.
ქართული ანდაზა
"კაცი თავს ვერას გაუვა ცრუის საწუთროს მდურვასა,
უნდა რომ კაცმან გაუძლოს, ჭირს შეყრის ცხრასა, თუ რვასა."
დავით გურამიშვილი
"კაცი ის არის, ვინც მამულს გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს, თავი - სამსხვერპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს, მისი ღიმილი - ლხინადა,
ვინც მისთვის თავსა შესწირავს, მას შთამომავლებს ფთილადა!"
რაფიელ ერისთავი
კაცი კაცით ხარობს და ხე ფურცლითაო.
ქართული ანდაზა
კაცი კაცის სარკეა.
აღმოსავლური საუნჯე
კაცი კაცისთვის მეგობარი უნდა იყოს!
კონსტანტინე ერისთავი
კაცი მაშინ არის კაცი, როდესაც იგი თავის გარეთ სხვასაც ხედავს და იმ სხვისთვისაც ცდილობს, თორემ აბა რითი უნდა გაირჩეს კაცი ცხოველიდან, თუ იგი როგორც ლოკოკინა, შემძვრალა ცხოვრების ვიწრო სოროში და კმაყოფილებით შეჰხარის თავის პიროვნებას.
სწორედ ამ ვიწრო სოროში შემძვრალა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა და თვალებს ახელს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე შეარხევს იმის სიჩუმეს, მშვიდობიანობას, იმის ვითომ კეთილდღეობას. ლოკოკინაც რქებს გამოჰყოფს ხოლმე ბუდედან, როდესაც გასაჭირი რამე კარზე მიადგება.
ჟურნ. “იმედი“ 1882, №11-12, გვ. 64.
კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონესა.
ჟან-ჟაკ რუსო
კაცი მაშინ მოკვდება, თუ სიყვარული არ ჩაიყოლა. გზა სიცოცხლისა შეუმოკლდება, კაცი იყო და არა იყო რა! გარდაიცვალა.. რა კაცი იყო? და სიყვარულიც თან წაიყოლა. კაცობა დარჩა, განა წაიღო? ვინ თქვა, იყო და არა იყო რა!
გიორგი ქავთარაძე
კაცი მომაკვდავია თავის შიშით, ხოლო უკვდავია თავის სურვილებით.
პითაგორა
კაცი მუდამ უნდა იყოს გართული და შრომობდეს ყოვლის ღონისძიებით იმ საქმეზედ, რაზედაც აქვს ნიჭი და მიმზიდველობა, მაშინ ის კაცი გარდაიცვლება წმინდა სინიდისით და იმ გრძნობით, რომ მან ყოველი აღასრულა.
სიდნეი სმიტი
"კაცი, მშობლიურ ენის მხშობელი, სამშობლოს გარეთ დაკარგულია,
საზრდოს გვაწოვებს მიწა მშობელი, გახმება, რაც რომ გადარგულია!"
ალიო მირცხულავა
კაცი რამდენი თვალით სცოდავს, იმის მეასედს რომ საქმით სცოდავდეს, ქვეყანაზედ უცოდველი აღარავინ დარჩებოდა.
ნესტორ ბაკურაძე
კაცი, რომელიც მხოლოდ თავისთვის მოინდომებს ცხოვრებას, კაცი, რომელიც არავის დახმარებას არ მოისურვებს, წინასწარ განწირულია დასაღუპავად.
მოემი
კაცი მუდამ უნდა იყოს გართული და შრომობდეს ყოვლის “ღონისძიებით იმ საქმეზედ, რაზედაც აქვს ნიჭი და მიმზიდველობა, მაშინ ის კაცი გარდაიცვლება წმინდა სინიდისით და იმ გრძნობით, რომ მან ყოველი აღასრულა“.
სმიტი
კაცი რაჟამს საქმეს განასრულებს: სიმარტოვეში უნდა უკუდგეს. კაცი საქმეს რომ აღასრულებს: სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს.
ლაო-ძი
კაცი რაც უნდა აქო და ადიდო, ახალს მაინც ვერაფერს ეტყვი.
ლაროშფუკო
კაცი რომ გამდიდრდება, სახლის კედლები ბრუნდად ეჩვენებაო.
ქართული ანდაზა
კაცი რომ ცოდვას დაეჩვევა, ქურდობას, ბოზობას, კაცის კვლას, თუ სხვა ცოდვებს ვეღარ მოშორდებაო, ურვა და ცოდვის სული შეჰკრავს და გასწევს, როგორც ძაღლი საბელსა. გველია ცოდვა, ნახვრეტს მალე შევა და უკან ვეღარ გამობრუნდება ღრმა ორმოსაგან.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
კაცი, რომელიც მადლობის თქმას არ ეძიებს, სწორედ იმისთანა კაცია, რომელიც მართლა ღირსია სრულად ჩვენი მადლობისა. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან კაცი, რომელიც მაშინ გაქებს, როდესაც მისთვის საჭირო ხარ, წრფელი არ არის და არც ღირსია პატივისცემისა.
“თემი“ 1913, №118, გვ. 3.
კაცი, რომელმაც თავისი თავის იმედი დაჰკარგა, აუცილებლად თავის ღონესაც დაჰკარგავს.
გოეთე
კაცი, რომელმაც თავისი სამშობლოს წარსული არ იცის, თავის წარმოშობას მალავს.
ალექსეი ტოლსტოი
კაცი, რომელსაც არ ძალუძს თვითონ ამაღლდეს სულითა, სხვის დამდაბლებას ჰსცდილობს.
ბლესინგტონი
კაცი სახელმწიფოს უფრო ადვილად განაგებს, ვიდრე ოჯახსა და დედაკაცს.
ჩინური გამოთქმა
კაცი სახელის მძებნელი უკვდავად შემირაცხია; მკვდრად იგი თქმულა, ვის კაი სახელი ზედ არ აცხია.
ვახტანგ VI
კაცი უგულოა რწმენადაკარგული, არც გრძნობა უბრწყინავს ნაზი და სპეკალი მშობლიურ მიწიდან ხეა გადარგული, ნაყოფის მაგიერ ასხია ეკალი. სძულს კეთილშობილი ნერგი რტო მრავალი, ტანთ ეკლებამოსხმულს ხელს არვინ აკარებს, - ვერ ათბობს წარსული და ვერც მომავალი, მზით გაბრწყინებული ვერც აწმყო ახარებს.
ალიო მირცხულავა
კაცი ფრთხილად უნდა ექცეოდეს ჩვეულებას, არ ივიწყებდეს, რომ ზოგიერთს წვრილმან წესსაც, საზოგადოებაში მიღებულსა და შეწყნარებულს, შესრულება უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაუბედურდეს, ცამდინაც მართალი რომ იყოს.
ეჩეგერაი
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
შოთა რუსთაველი
კაცი ჭკვიანია იმ დრომდე, ვიდრე ცოდნას ეძებს; როდესაც წარმოიდგენს, რომ ვიპოვნეო, სწორედ მაშინ იშლება ჭკუიდან.
არაბული ანდაზა
კაცის ბედნიერება თუ უბედურება ისევეა მის ხასიათზე დამოკიდებული, როგორც ბედზე.
ლაროშფუკო
კაცის გაბიაბრუება თვისებაა სულელისა, პირფეროობა-თვისებაა ბიწიერთა.
რობერტ ბერნსი
კაცის გვარი ბუნებით სუსტია - გენუს ჰუმანუმ დე ნატურა იმბეცილე ესტ!
პეტრე მირიანაშვილი
კაცის მგრძნობელობა ყოველგვარი წვრილმანისადმი და მისი სრული უგრძნობლობა ყოველივე დიადის მიმართ - სულის უცნაური გახრწნილების ნიშანია.
პასკალი
კაცის სიკეთეს ენა კი არ უნდა ამბობდეს, არამედ მთლად კაცის ცხოვრება და მისი მოქმედება.
გაბრიელ ქიქოძე
კაცის ცხოვრება ასეა: დღეს შენ გაქვს ლხინი-მღერაო, ხვალ სხვა იმღერებს და შენ-კი გატირებს ბედის წერაო.
დიმიტრი მაჩხანელი
კაცის ღიმილსა, თუ სიცილში მთელი მისი სამყარო ირეკლება. რამდენნაირი ადამიანიცაა, იმდენნაირი სიცილი თუ ღიმილია ამ ქვეყნად.
სიცილში მოჩანს ადამიანი. უამრავია ნირი სიცილისა: არის გულიანი და გულალალი სიცილი, არის ფიქრჩაწნული გონივრული სიცილი, არის სევდიანი სიცილი, არის მწარე სიცილი, არის გულიდან დაძრული სიცილი, არის გულისმიღმა ყელიდან ამომავალი სიცილი, არის კეთილი ხარხარი, არის ხარხარი იქედნურიც, ბოროტიც, არის ქალურიც, კეკლუცურიც, არის ქირქილიც და, ვინ მოთვლის, რამდენნაირი, რამდენი ელფერის სიცილია.
და ყოველნაირ სიცილს უთვალავი პიროვნული და განუმეორებელი გასხივება აქვს.
ლავროსი კალანდაძე
კაცის წარსულსაც ისევე სათუთად უნდა მოექცე, როგორც ცოცხალ არსებას.
იოსებ გრიშაშვილი
კაცის ხასიათი - კაცის გულია.
იოსებ ბზვანელი
კაცისა და მოყვასის უფლებით ვსარგებლობ და პატიებას ვითხოვ იმ ზომით, როგორადაც ჩვენ გამოვიყვანთ ჩვენს გმირებს, რათა არა მარტო წარმოგიდგინოთ ისინი, არამედ დროდადრო ჩამოვიდეთ ავანსცენიდან და ვისაუბროთ მათ შესახებ, თუ კარგნი და სათნონი აღმოჩნდებიან, შევიყვაროთ და მივესალმოთ, თუ ბრიყვნი არიან, მკითხველისაგან თავდახრილებმა, ვიცინოთ მათზე, თუ ბოროტები და უსულგულონი არიან ყველაზე ულმობელ სიტყვებით გავკიცხოთ ისინი ზრდილობის ფარგლებში.
უილიამ თეკერეი
კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.
სულხან-საბა ორბელიანი
კაცისათვის კაცზე მაღალი მიუწვდომელია, ე.ი. ის ვერასოდეს ვერ გახდება ზეკაცი.
სცსია, ფონდი 1835, ანაწ. 1, საქმე 72, ფურც. 10.
კაცმა კაცთან გაიარე და ფასი დაგედებაო.
ქართული ანდაზა
კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო. ან რა არის მუდმივობა, - სისულელე. ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს: ყოველ შემთხვევაში მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე. კაცმა რომ თქვას, არც კვდება კაცი, იბადება სხვა, რომელიც ოდნავ განსხვავდება გარდაცვლილისაგან.
გურამ რჩეულიშვილი
კაცმა რომ ყური უგდოს ჩვენს ცხოვრებას, დაიხსომოს ყველა, რასაც ჰნახავს, გაიგონებს და წაიკითხავს, მივა იმ დასკვნამდის, რომ მარტო ის არის საკვირველი, რასაც ეხლა არ მოიგონებენ, რაც ეხლა არ მოხდება.
“თეატრი“ 1886, №3, გვ. 30.
კაცმა ყოველი მოვალეობის კისვრის წინ, უნდა დამჯდარი ჭკუით და გონებით განსაჯოს, შეუძლიან ამ მოვალეობის ასრულება თუ არა?
ვივეკანანდა
კაცობრიობა ახირებული მოდგმისაა: ყვირის, მძვინვარებს, ილანძღება და ყველა მართალია.
ჰაინე
კაცობრიობა ემსგავსება მაგარი და გრძელი ჯაჭვით დაბმულ ლომს: თავისუფალი ჰგონია თავი და წინ მიისწრაფის, ვიდრე ჯაჭვი გაწყდება, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ჯაჭვი აღარ გაწყდება და მაშინ ძალაუნებურად უკან მობრუნდება, რომ ახლა სხვა მხარეს გაიწიოს.
“ივერია“ 1897, №69, გვ. 3.
კაცობრიობის ისტორია არის ისტორია ბრძოლისა უფლებისათვის.
სამსონ ფირცხალავა
კაცობრიობა მუდამ დაუსრულებლად სტირის ან იცინის და რომელიც თავის დღეში არც დადუმდება.
პიერ დენი
კაცობრიობა ორ ნაწილად განიყოფება: ერთი იგია, რომელმაც იპოვა და არა ჰხმარობს, მეორე იგია, რომელიც ეძებს და ვერ პოულობს.
არაბული ანდაზა
კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: ალალ-მართლებად, რომლებსაც ცოდვილები ჰგონიათ თავი, და ცოდვილებად, რომლებიც ალალ-მართლებად გვაჩვენებენ თავს.
პასკალი
კაცობრიობა ცხენზე მჯდარ მთვრალ მამაკაცს ჰგავს, რომელიც ხან მარჯვნივ გადიხრება, ხან მარცხნივ.
ერაზმ როტერდამელი
კაცობრიობის დიდებულებს ნაღვაწთა თირკმლები რომ გაუშინჯოთ, მთელს კაცობრიობის ახოვანს პროგრესს თავიდამ ბოლომდე გონების ნესტარი გაუტაროთ, ნახავთ, რომ ყოველივე ეს მართლა-და დიდებული ნაომარი კაცობრიობის ხელისა, გონებისა და მხნეობისა სხვა არა არის-რა, თუ არა ძლევამოსილი სვლა კაცებურ ღირსებათა, გრძნობის აღსამატებლად მიმართული. რამდენადაც ეს გრძნობა აღმატებულია, იმდენად ძლიერია, როგორც ცალკე კაცი, ისე მთელი ერიც.
ილია ჭავჭავაძე
კაცობრიობის კულტურას ემუქრება უზარმაზარი ტალღა ბარბაროსობისა, რაც თითქმის ყველა ხალხის ცხოვრებაშია აგორებული.
“მნათობი“ 1979, №3, გვ. 133.
კაცობრიობის კულტურული ჭირნახულის კალოს ის ერი შეჰმატებს ყველაზე მეტს, რომელიც თვით პოლიტიკური ქარიშხალის დროსაც ხელს არ უშვებს კულტურულ საქმიანობას.
“პრომეთე“ 1918, №1, გვ. 3-4.
კაცობრიობის მეათედი ნაწილი მაინც რომ რიგიანად იქცეოდეს, გონიერებს კიდევ არ დაეკარგებოდა იმედი ამ ქვეყნად გამეფებისა.
სეუმი
კაცობრიობის მთავარი მტერია გულის ვულგარულობა.
იოსებ ბროდსკი
კაცობრიობის მოდგმის უმეტესობა თუთიყუშებს წარმოადგენენ.
ჰენრი ბოკლი
კაცმა წვეთი წვეთსა ჰკრა და ზღვად აქციაო.
ხალხური ანდაზა
კაცს არ შეუძლიან არ მიბაძოს მას, რომელთანაც მეგობრობა და ნაცნობობა აქვს.
“ცნობის ფურცელი“ 1899, №726.
კაცს ბედისაგან რაც არ ერგება, ის ძალადობით არ შეერგება.
ზაქირი სამარყანდელი
კაცს დამძიმებულს სიტყვის ბარაქით ახლავს აზრების ტვირთთა მცირობა, სულელს ჩვევია სულ ლაპარაკი, ჭკვიანს-სიბრძნე და სიტყვაძვირობა!
ალიო მირცხულავა
კაცს განათლებამ უნდა მისცეს სახსარი ცხოვრების გაფაქიზებისა და სიმდიდრის მოპოვებისა
დიმიტრი ჯანაშვილი
კაცს ენა მოატყუებს და ძროხას - მარილი.
ქართული ანდაზა
კაცს თავს ნუ მოაბეზრებ, რომ სულ არ გაგაგდოს შენ და ნურც ძალიან განშორდები, რომ სულ დავიწყებული არ იქმნე.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
კაცს თვალსა და ყურში პირველად ის მოხვდება, რაც ყველაზე კარგია ან ყველაზე უხეირო.
იასუნარი კავაბატა (უსინათლო მასაჟისტი)
კაცს თუ ახლოს არ იცნობ, ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
ქართული თქმა
კაცს მალე ჰსჯერა ან იგი, რის სურვილიცა აქვს, ან რისაც ეშინია.
ბეკონი
კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა, სიამპარტავანით ხარისხსა ძირი არ განებაძროსა.
დავით გურამიშვილი
კაცს მინიჭებული აქვს ისეთი სულის გრძნობა, რომელთანაც ბრძოლა ყოვლად შეუძლებელია. ეს გრძნობა არის: თავის მამულის, თავის მოძმეთა სიყვარული. არის ავადმყოფობა, რომელსაც არავითარი წამალი არ მოეკარება, - ეს არის წუხილი სამშობლოზედ. ყოველს პატიოსან კაცს აქვს ერთი რწმუნება და ეს რწმუნება არის მამულის სამსახური.
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო: ერთი - აქ დასატოვარი, მეორე - იქ წასაღები.
ქართული ანდაზა
კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე და არქონება გეთაკილება, ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი, სირცხვილით არსად გაგემხილება. ვინც რა უნდა თქვას, რაგინდ რა იყოს, არ გვედარდება, არ გვერცხვინება, ვიყოთ ღარიბი და უსახელო, არ გვსურს წოდება და წარჩინება. ..ვინც რა უნდა თქვას, დიდი წოდება კაცის ღირსება ნუ გეგონება, ღირსებად მითქვამს პატიოსნება და გამჭრიახი ჭკუა-გონება.
რობერტ ბერნსი
კაცს, რომელსაც სძულს მართალი, სძულს აგრეთვე იგიცა, ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
ფრანსუა ფენელონი
კაცს, რომელსაც არასოდეს უცდია თავის აშკარა შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ გასვლა და რომელიც ამაყობს, რომ მის მიღწევათა სიაში არცერთი შეცდომა არ არის, ალბათ არასოდეს გამოუცდია ბოლომდე თავისი ძალები. ასეთი კაცი ქების კი არა, გაკიცხვის ღირსია, რადგან მან სულის სიმშვიდე ამჯობინა სულიერი მოვალეობის შესრულებას.
ნორბერტ ვინერი
კაცს, რომელსაც სხვისი საქმე ან საქციელი არ მოსწონს, თვითონ უკეთ უნდა შეეძლოს თქმაცა და გაკეთებაც.
დავით ციციშვილი
კაცს სახელწოდება «ადამიანი“ მის ადამიანურ ღირსებათა გამო რომ ეძლეოდეს, ადამიანი დიოგენეს ფარნით საძებნელი გახდებოდა.
“ივერია“ 1897, №209, გვ. 3.
კაცს უნდა ჰქონდეს სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი, რაც სთქვა მის სიკვდილამდის მისდიოს, ვიდრე თავისი სიტყვა არ აღასრულოს, თავი არ დაანებოს. ხელ-გულზედ დაკრეფილი ჯდომა ეხლა ჩვენ აღარას გვარგებს. ახლა დროა სიტყვა საქმით აღვასრულოთ, ვიმოქმედოთ, თუ რომ ჩვენი სურვილი გულითადია, და რამე სარგებლობა შეგვიძლიან შევძინოთ ჩვენს შთამომავლობასა.
დიმიტრი ჯანაშვილი
კაცსა დიდს იშვიათ მიეტევების ცთომილება და პატარას-კი ხშირად.
მოსე ჯანაშვილი
“კაცსა რაიცა რაი უყვარნ და აქებნ მისსა მიმართ მიისწრაფვინ“.
გიორგი მთაწმინდელი
კაცსა სწავლა განანათლებს, ვითა მთვარე ღამე ბნელსა (“ქილილა და დამანა“).
სულხან-საბა ორბელიანი
კაცში ჯერ ეძებენ სულს და მერე ჭკუას.
“მწყემსი“ 1890, №23-24
კბილი ტკბილია, მაგრამ როცა ადამიანს გაამწარებს, მოიგლეჯს და გადააგდებს.
ქართული ანდაზა
კეთილგონიერი ადამიანისთვის უფრო იოლია, დაემორჩილოს უგუნურს, ვიდრე უხელმძღვანელოს.
ლაროშფუკო
კეთილთა კაცთა მიაგებდი კეთილსა, ხოლო ბოროტსა სულგრძელობით შეიძენდი.
ნიკოლოზ ორბელიანი
კეთილი და ღვთის სათნო კაცი მშვენიერი მწვანილებით აშენებულს კლდესა ჰგავს, რომელსაც რამდენსაც მოსჭრი, უფრო მშვენივრად აჯეჯილდება.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს ჩადის, არამედ ის, ვისაც, ბოროტების ჩადენა არ შეუძლია.
“ლიტ. საქართველო“ 2003 წ. 26 დეკ.-2004 წ. 8 იანვ., გვ. 11.
კეთილი კაცი ცოტას დაგპირდება და ბევრს კი გაგიკეთებს, ბოროტი-კი ბევრს დაგპირდება და ცოტას გააკეთებს.
ებრაული სიბრძნე
კეთილი მოძღვარი იგია, ვინც, როგორც ბნელში ლამპარი, ნათობს და ნათელს ჰფენს თავის სამრევლოს.
გონების სალაროდან
კეთილი სალამი დამადლებულ საჭმელზე ძვიფასია.
ჩინური წყაროსთვალი
კეთილი ცხოვრება არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს დამთმენლობის გარეშე, ყოველნაირი წვდომა კეთილ ცხოვრებისა მისით იწყება. არის სათნოებათა კიბე, და იგი პირველი საფეხურიდან უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ მომდევნოს დავეუფლოთ. და პირველი სათნოება, რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა ყველაზე უმაღლესის დასაუფლებლად, არის კეთილგონიერება, ანუ თვითფლობა.
ლევ ტოლსტოი
კეთილია ხელმწიფე: ვინცა დუმს და არას ითხოვს ხალხისაგან. უკეთურია ხელმწიფე: ვინცა სიყვარულსა და დიდებას მოითხოვს ხალხისაგან. შლეგია ხელმწიფე: ვის წინაშეც ძრწის ხალხი. გულბოროტია ხელმწიფე: ვინცა ეზიზრებათ.
ლაო-ძი
კეთილის ქმნა ბოროტთათვის-იგივეა, რაც ბოროტის ქმნა კეთილთათვის.
საადი
კეთილმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება.
ალექსანდრე მანცონი
კეთილს ყველა აქებს, მაგრამ რა არის ადამიანისათვის კეთილი, ბევრმა არ იცის.
ვლადიმირ სტასოვი
კეთილს ნუ მოელის ქვეყანა, თუ მისს საჭეთმპყრობელად, რაიმე მანქანის ძალით, შეიქმნა სულელი, რომელსაც თავი თვისი ბრძნად მიაჩნია.
მოსე ჯანაშვილი
კეთილის მქნელ ადამიანს ჭკუა უნდა ჰქონდეს. უგუნურ კაცს ამისი ნიჭი არა აქვს.
პომპადური
კეთილშობილ ადამიანებს და განსაკუთრებით იმათ, ვისაც ღმერთმა ძალაუფლება მიაკუთვნა, რომ სხვებისაგან განსხვავდებოდნენ, მოეთხოვებათ, რომ გამოირჩეოდნენ სხვებში სიკეთითაც, მაგრამ არა მხოლოდ ხორციელი კეთილშობილებით უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ უფრო მეტად სულიერი ბრწყინვალებითაც იყვნენ შემოსილი.
ნიკოლოზ მისტიკოსი
"კია ავტორი ტეტია,
მაგრამ ავტორიტეტია."
გურამ პეტრიაშვილი
კეთილისყოფის ღირსი მხოლოდ ის არის, რომელსაც შეუძლია მადლობის გადახდა.
“მწყემსი“ 1896, №1, 20 გვ. 8.
კერძო, თითოეულ კაცის საზოგადო საქმის სამსახური პატივსაცემია და ყოველის კაცის ნამოქმედარი დასაფასებელია ისე, როგორც კერძო კაცისა.
“ივერია“ 1889, №131, 24 თიბათვე, გვ. 2-3.
კვებაში მთავარია ზომიერება: ჭამეთ ყველაფერი მხოლოდ ცოტ-ცოტა. ადამიანის მთავარი მტერია გადამძღრობა, შიმშილი კი უახლოესი მეგობარია.
ივანე ბერიტაშვილი
კისერს თუ გაუწვდენ, უღელს ყველა დაგადგამს. ძაღლმაც კი იცის, რა დროს დაიყეფოს. ზოგიერთი ადამიანი ამ ღირსებასაც მოკლებულია.
“ივერია“ 1904, №57, გვ. 3.
კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
ილია ჭავჭავაძე
კულტურა თვითგანვითარებაა, ე.ი. ცხოვრების განვითარება თვით ერის სულიერ ძალღონიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაშასადამე, «მე“ განუწყვეტლივ და გულდასმით უნდა იკვლევდეს თავის საკუთარს ნაკლსა და სანამ გარეშე წამალს მიმართავდეს, თავის ორგანიზმშივე უნდა ეძიოს მისი მიზეზები.
კურტ ბრეიზიგი
კულტურული ერი მოსაზელი ცომი არ არის, საიდანაც ხან ნაზუქი გამოცხვება, ხან ხაჭაპური.
არჩილ ჯორჯაძე
ლ
ლამაზ გრძნობას მიზიდულობის დიდი ძალა აქვს. იგი აღვივებს კეთილ სურვილებს, ამაღლებს გრძნობებს, აფაქიზებს ადამიანის სულს და აძლიერებს ლტოლვას სილამაზისადმი. ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ სულიერ სილამაზეს. თუ მათი ცხოვრება აღსავსეა ინტერესით, შემართებით, აზრებით, ძიებით, სიკეთითა და კეთილშობილებით - ისინი ლამაზებიცაა და ბედნიერნიც.
მიხეილ კვესელავა
ლოცვა ცის ქვეშაც შეიძლება, მაგრამ ობლისა და უპოვარის ცის ქვეშ დატოვება დანაშაულია.
ოთარ ჭილაძე
ლამაზ ქალთან ყმაწვილი კაცი წყნარს მდიდარს ჰგავს, მოხუცი კი-უსვინდისო მათხოვარს.
სპარსული აფორიზმი
ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა.
ვაჟა-ფშაველა
ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.
ვაჟა-ფშაველა
ლამაზებად არ იბადებიან. ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ სულიერ სილამაზეს. თუ მათი ცხოვრება აღსავსეა ინტერესით, შემართებით, აზრებით, ძიებით, სიკეთითა და კეთილშობილებით - ისინი ლამაზებიცაა და ბედნიერნიც. ამგვარი სულიერი სილამაზის ადამიანებმა შემოგვინახეს ჩვენ სამშობლო.
მიხეილ კვესელავა
ლაპარაკზე მეტად გაგონება უნდა გიყვარდეს.
“ივერია“ 1901, №277, გვ. 2.
ლაჩრებზე არასოდეს არაფერი დაუწერიათ.
ესპანური ანდაზა
ლევ ტოლსტოის განსაკუთრებით მოსწონდა “ილიადას“ ერთი ადგილი: როცა მშვენიერი ელენე მოდის, უხუცესნი ფეხზე დგებიან.. ალბათ ეს არის “გარინდება მშვენიერების წინაშე“. ხევსურეთში როდესაც ბალღი სახლში შედის, იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაცი იყოს, ყველანი ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან (ვაჟა-ფშაველას “ეთნოგრაფიული წერილები»).
მიხეილ კვესელავა
ლეონარდო და ვინჩი... მე მაკვირვებდა ამ კაცის ენით უთქმელი სინაზე. მას ისეთ დროს უყვარდა ხატვა, როცა მის ობიექტს ბუნებრივი იერი ჰქონდა. მწუხრი უყვარდა, მწუხრი და ღრუბლიანი ამინდი, ამბობდა, ღრუბლიან ამინდში ფერები უფრო ნატურალურია, უფრო ბუნებრივი, ვიდრე მზიან დღეს, მზიანი დღე ატყუებსო ადამიანს.
კოლაუ ნადირაძე
ლექსი მარადი ჟღერაა ცისა და მიწის ხმებისა, ერის ღირსების ემბლემა, და ძეგლი უკვდავებისა.
ხარიტონ ვარდოშვილი
ლექსი სწერო, ეს ისაა, თითქოს წყალში ფეხშიშველა შეაბიჯო თრთოლვით, ეს ისაა, ვით ხასხასა გარიჟრაჟი, ეს ისაა, ვით პირველი თოვლი.
დავით გაჩეჩილაძე
ლიტერატურა-კი, როგორც მოღვაწეობა უკეთესთა კაცთა ერთადერთი ფარხმალი უნდა იყოს ადამიანისა, როცა მის ღირსებას უღირსად, უკადრისად ხელს შეახებენ ხოლმე.. ამ მხრივ ლიტერატურა ყოველი კაცის პატრონი უნდა იყოს და მფარველი, ნამეტნავად იქ, საცა ეგ პატრონობა და მფარველობა სხვა გზით არ არსებობს.
ილია ჭავჭავაძე
ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, - სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, - უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ.
რევაზ ინანიშვილი
ლომი ლომია, ერთია ძუ იყოს, გინდა ხვადია, ქალსა თუ კაცსა ნამუსი რო უნდა ჰქონდეს ცხადია.
გლეხთაგან თქმული
ლომ-ვეფხვის პირდაპირ შებმა სჯობიან, კაპასი დედაკაცის პირში შებმას.
ნესტორ ბაკურაძე
ლოცვის აზრი იმაშია, რომ გავაღვივოთ ჩვენში თანაგრძნობის, მოყვასისადმი დახმარების უნარი.
დალაი-ლამა
მ
მადლს შემწირველი სჭირდება, რომ მადლად იქცეს. სიკეთეს დამნახავი უნდა, მშობლის ზრუნვას და ამაგსაც მადლიერი და კეთილსინდისიერი შვილი. მათემატიკაში არის ისეთი რამ, რაც იწვევს ადამიანის აღტაცებას.
ფელიქს ჰაუსდორფი
მათემატიკის მეშვეობით ადამიანი ბუნებას და თავის თავს მართავს.
ანდრია კოლმოგოროვი
მამაკაცებს საქმე კლავთ, ხოლო დედაკაცებს - სიტყვა.
უილიამ თეკერეი
მამაკაცი თავის მოქმედებაში შეგნებულად ან შეუგნებლად ყოველთვის იმით ხელმძღვანელობს, რომ ქალს თავი მოაწონოს.
პროსპერ მერიმე
მამაკაცისათვის ყველაზე საწყენია, თუ ვიტყვით, სულელია, ქალისათვის კი იმის თქმა, უშნოაო.
კანტი
მამაკაცნი ქმნიან კანონს, დედაკაცნი-ზნესა.
“ივერია“ 1894.
მამაკაცსა და სახელგანთქმულ ქალს შორის მეგობრობა უპერსპექტივოა, თუმცა იგი შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო, ვიდრე არ გადაიქცევა რაიმეთი მეტი ან რაიმეთი ნაკლები: პატივმოყვარე მწერალ-ქალებისათვის ეს მეგობრობა უფრო ნაკლებად არის პერსპექტიული.
ერნესტ ჰემინგუეი
მამაკაცს შეუძლია ყური არ ათხოვოს ქვეყნის მითქმა-მოთქმას, დედაკაცს კი - უნდა ეკრძალებოდეს.
მადამ დე-სტალი
მამაჩემი მარიგებდა: როცა ორი ყბედობს, ნუ იქნები მესამეო..
ლადო მრელაშვილი
მამულიშვილობას კაცს უნერგავს მრავალგვარი პირობანი: ნათესაობა, წრე, საზოგადოება, გარემო ბუნება, ღვიძლი ენის საიდუმლო ხმები.
მოსე ჯანაშვილი
მანდილოსანი არა თუ კლდემამოსილი უნდა იყო, მარტო გულით, არამედ კლდემამოსილად უნდა ეჩვენებოდეს ყოველთვის ადამიანს.
იულიუს კეისარი
მართალია, ცხოვრება მოდუნებულია, ჰაერი გაჟღენთილია სისხლით, შურით და სამარებრივი სიცივით, მაგრამ თუ სიცოცხლე გვსურს, სწორედ ახლა, ამ ჯოჯოხეთურ წუთებში უნდა ამოვიღოთ ადამიანის ენა, რომ გავმხნევდეთ, ავამუშავოთ გრძნობა და გონება, არ დავეცეთ სულით, რადგან დაცემა სიკვდილია.
სიკვდილი-კი ჩვენ გვეზიზღება, არ გვსურს. ცოცხალმა კი აუცილებლად უნდა იმუშაოს, ჩვენც ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ გულწრფელად, თავის გონებისა, გრძნობისა და ძალღონის შესაფერად, ეროვნების სასარგებლოდ და სადღეგრძელოდ.
ჟურნ. “განთიადი“ 1915, №1, გვ. 4. (ქუთაისი).
მართლა ღონიერი კაცი იგია, ვინც უბედურების ატანა იცის.
მარციალი
მართლაც რომ ბედის დაცინვაა. გონიერი, მაღალნიჭიერი ადამიანები მთელ სიცოცხლეს სწირავენ ბრიყვ და ლენჩ საზოგადოებას და ამავე დროს სულის სიღრმეში ჭირივით სძაგთ ყოველი ორი ჩერჩეტი, რომლებიდანაც შედგება ეს ჯამაათი.
ძმები გონკურები
მართლმადიდებელო ქრისტიანენო, ნუ ვინ იკადრებს თქვენგანი ესრეთ ქცევასა და ბოროტმეტყველებასა დედისათვის. დაიმორჩილეთ ენანი თქვენი. რამეთუ წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა: “ყოველი სიტყვა უქმი, რომელსაც იტყოდნენ კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღესა მას სასჯელისა“.
მათე 12,36
მარტო ის არ კმარა რომ შენ გიყვარდეს ქალი, საჭიროა იმას უყვარდე და თუ შეიძლება ერთი ათად მაინც მეტად, ვიდრე შენ გიყვარს იგი. მუდამ უნდა ცდილობდე რომ ყოველდღე, სანამ ქალი დაბერდებოდეს, სულ სხვადასხვა შენი გულის საუნჯე უჩვენო, ან გონების ძლიერება და სხვ. მთელი სიცოცხლე დაბერებამდე ცოლისათვის იმის გარდა, რომ ქმარი ხარ, მოხდენილი და საამო აშიყი უნდა იყო.
ვალერიან გუნია
..მარტო ოქროც არ კმარა. ადამიანს სიცოცხლე და სიყვარული უნდა ჰქონდეს, რომ დასტკბეს ოქროთი. თუ კაცი დაბერებულა, ოქროს რაღას აქნევს? რად გვინდა მთელი რუმბი ღვინო, თუ სმის მადა არა გვაქვს?
რენანი
მარტო სულმდაბალი კაცის საქმეა - უკადრისად მოექცეს დიდბუნებოვან კაცსა.
შეინი
მარცხი გაცილებით მეტ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, ვიდრე წარმატება, რადგან ეს უკანასკნელი ბრმაა, ხოლო პირველი კი თვალხილული.
დავით სულაბერიძე
მას კიდევ არ დაერქმის სამართლიანი, ვინც თავისთავად სხვას არ აწუხებს, თუ ამასთანავე იგი არ იცავს, როცა-კი შეუძლიან, სხვათაგან შეწუხებულს. ლაზ-კოლხთა ელჩების მიმართვა ყაენისადმი 539 წელს მაქებარს უთხარ: რად მაქებ, ავი რა წამკიდებია?
ვახტანგ VI
მაღალი ციხე-კოშკი ჩრდილით განიზომება, ხოლო დიდებულება ადამიანისა იმის მიხედვით, თუ რამდენი მოშურნე და მტერი ჰყავს.
გერონტი ქიქოძე
მე არაფერი არ ვიცი, ჩვენ არაფერი არ ვიცით, ჩვენი ცოდნა არის დიდი საიდუმლოს პატარა მონაკვეთი.
ჰანს ბუდე
მე ახალგაზრდა კაცში მომწონს ზოგიერთი კარგი თვისება ხანდაზმულობისა, ხოლო ხანდაზმულში - ზოგიერთი კარგი თვისება ახალგაზრდისა.
ციცერონი
მე ბავშვზე მაღლა იმით ვდგავარ, რომ ბავშვობას ვინარჩუნებ და თანაც ცნობიერად ვასრულებ და ვხატავ. ბავშვი ხომ არაცნობიერად ხატავს და სულ შემთხვევით ასრულებს, თუ რამეს ასრულებს. აი ეგ არის თავი და თავი - გქონდეს ბავშვის გული და ბრძენის გონება.
ირაკლი ფარჯიანი
მე ისეთი პოეტი მიყვარს, რომელიც მაღალს რასმე დასწერს, მაგრამ ისეთი უბრალო ენით, ისე ტკბილად, რომ ყოველმა კაცმა იფიქროს მეც შევიძლებდი ასეთი ლექსის დაწერასო.
ფრანსუა ფენელონი
მე ძალიან მაწუხებს, რომ ისეთი ძველი ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შემქმნელთა იდეალი იყო, ახლა დავიწყებულია. ქრება, მაგალითად, ახლობლებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება.
ჯუნი ვ. ხეკენდორფი
მეგობარნო, ნუ გძულთ ნურავინ, ეს დუხჭირთ, სულელთ, მატრაკვეცათ მიაჩეჩეთ. სიძულვილი ნიღაბია, რომლითაც პირს იმშვენებს არარაობა, გონებრივი სიღატაკე: სიძულვილი, კეთილი გულისა, ჭკუის და ადამიანთა ცოდნის ნაკლებობის ნიშანია.
ადრუაზ დიდო
მომენტი, როდესაც ადამიანმა პირველი სიტყვა წარმოსთქვა, უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ ხალხთა ისტორიისათვის, ვიდრე ამერიკის აღმოჩენა, მთვარეზე გაფრენა, კვანტური ფიზიკისა თუ ატომის აღნაგობის თეორიის მიგნება.
კამილო ხოსე სელა
მარტო შიში და ანგარება ჰქმნის ხოლმე ადამიანს ბოროტ კაცად.
რეინოლი
მას აქეთ, რაც კანონები შემოიღეს, აღარავის ახსოვს ადამიანი.
“ივერია“ 1897, №79, გვ. 4.
მდიდარი ადამიანი სამადლო ხალხითაა გარშემორტყმული. ყოვლის შემძლე კაცი - მლიქვნელებით, მოქმედების ადამიანს კი მეგობრები, ამხანაგები არტყია გარს.
სენტ-ეკზიუპერი
მე ადამიანი ვარ და ამიტომ მოსვენება არ შემფერის.
შექსპირი
მე თუ არ დავიწვი, შენ თუ არ დაიწვი, ის თუ არ დაიწვა, ბნელს ვინ გაანათებს.
ნაზიმ ჰიქმეთი
მე მსოფლიო ისტორიას უცნაური, მაგრამ ნამდვილი სახელი ვუწოდე - ადამიანის მოწამეობა.
მაინ რიდი
მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რადღა დავმტერდები.
დავით გურამიშვილი
მე პატიოსანს ვეძახი არა ისეთ ძალად პატიოსან ხალხს, რომელსაც საშუალება თუ მიეცი, პირობები თუ შეუქმენი, შეიძლება ყველაზე დიდ ყაჩაღებად გადაიქცნენ, არამედ ისეთ მამაც, ჭკვიან და გამბედავ ადამიანებს, ვისაც შნოცა აქვს რაიმე ცოდვის ჩადენისა, უნარიც გააჩნია დიდი პირადი სარგებლობის გამონახვისა, სიმამაცეც მოსდგამს რისკზე წასვლისა და, მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც არც ერთ ცოდვაზე არ მიდიან, მაინც პატიოსან ადამიანებად რჩებიან.
გიორგი ციციშვილი
მეგობრულ ურთიერთობას ერთადერთი მიზანი აქვს - ერთმანეთის ხშირად ნახვა და საუბრები, ერთი სიტყვით, ყოველგვარი გამორჩენის უარმყოფელი სულთა ერთობა. წმინდა მეგობრობა ჭეშმარიტად სხვას არაფერს ეძებს, გარდა თავისი თავისა. მასში შერეული უნდა იყოს ნდობა, მშვენიერება და სიხარული.
ანდრე მორუა
მერმისი ყოველთვის გაურკვეველი, უფერული, ფერმკრთალი აჩრდილია ხალხისათვის, როცა მან წარსული არ იცის. წარსული დედაა მერმისისა, უამისოდ ხალხი უიდეალო, სასოწარკვეთილი მისდევს ცხოვრებას უგზო-უკვლოდ.
მოსე ნათაძე
მეტად სასტიკი აღზრდა ბავშვებს შეშინებულ და დამფრთხალ მონებად გადააქცევს.
მონდი
მეტისმეტ სიკეთეს ნუ მოითხოვ ადამიანისაგან, თუ გინდა, რომ იგი გიყვარდეს.
კოცებუ
მეტისმეტი სიხარული და მომეტებული მწუხარება - არც ერთი არ შეფერის გონიერ ადამიანს.
ჟ.-ჟ.რუსო
მეტყველებით-კი არა, სიბრალულით უნდა განირჩეოდეს ადამიანი მხეცისაგან.
"ივერია“ 1895, №112, გვ. 2.
მეფეო, შენ შეგიძლია რომის მოქალაქის უფლება მიანიჭო ადამიანებს, მაგრამ სიტყვებს კი ასეთ უფლებებს ვერ მიანიჭებ.
მარცელიუსი
მიმართვა რომის იმპერატორ ტიბერიუსისადმი მე არისტოტელეს მამაჩემის გვერდით ვაყენებ, რადგან მამაჩემმა თუ სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ მომანიჭა ყოველივე ის, რითაც სიცოცხლე ფასდება.
ალექსანდრე მაკედონელი
მე თვითონ მხატვარი ვარ და ქვეყანაზე ფუნჯის ოსტატი არ მეგულება, რომ თავისი დედის პორტრეტი არ დაეხატოს.
მიხეილ ქვლივიძე
მე ახლა იმ ასაკში ვარ, როცა ადამიანი უახლოვდება დიად დასასრულს, უფრო სწორად - მარადისობას. დღეს ვისაც ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე ათწლეულში აღარავინ შემორჩება დედამიწის ზურგს. ასე იყო და ასე იქნება მიწყივ. სწორედ ამაშია ბუნების უტყუარი დემოკრატულობის გამოვლინება. ჩვენი მიწიერი ცხოვრების ყველაზე ნაღდ ემბლებად ქვიშის საათი გამოდგებოდა. ქვიშა შეუსვენებლივ მოცვივა ბოლო მარცვლამდე, რის შემდეგ ჩამოდგება სიჩუმე-სიკვდილი.
ლევან დალაქიშვილი
“მე უნდა ვიყო მდიდარი“, “მე უნდა ვიყო დაფასებული“, “მე ვარ ნიჭიერი“, “მე მინდა“, “მე შემიძლია“, “მე გაძლევთ გარანტიას” - ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ.
ილია II
მე ქართველი ვარ და ჩემი თავი არავიზედ ნაკლებად არ მიმაჩნია - არც ინგლისელზედ, არც ფრანგზედ, არც გერმანელზედ და მეტადრე რუსზედ! მე მათი სწორი ვარ და მინდა მათგან სოლიდარობა, თუ ჩაგრული ვარ მათთან, მინდა მათ ბრჭყალებს თავი დავაღწიო და მერე შევიდე მათ კავშირებში, თუ მეცა მსურს მათი ამხანაგობა და მათაც სურთ ჩემთან ერთობა!
მიხეილ წერეთელი
მე ყოველთვის მაღიზიანებს ვიღაცის მორალზე ან საქციელზე ლაპარაკი მათი, ვინც არაფერს აკეთებს. უმოქმედო კაცს ყოველთვის შეუძლია სხვისი აუგის თქმა, მას ამის საშუალებას მხოლოდ უმოქმედობა აძლევს. ყველაზე ძნელია, მოქმედებისას
შეინარჩუნო ხელშეუხებლად შენი მორალური პოზიცია, შენი ზნეობრივი მრწამსი.
ისე, რა თქმა უნდა, დიდებულად შეიძლება ცხოვრება განვლო, არც არავის ერჩოდე, არც არავინ გერჩოდეს. მაშინ რას მიიტან ერის სამსხვერპლოზე: მხოლოდ უმოქმედობით შემორჩენილ უზადო პრინციპს. იგი არავის სჭირდება, ეს არაფერია.
ოტია პაჭკორია
მეცნიერება სალაროა, საცა აწყვია უკეთესი განძი, ადამიანის უკეთესის ჭკვითა და გრძნობით მოპოებული; იგი უდიდესი ტაძარია, საცა დაყუდებულია დიდებული ხატი კაცობრიობისა, ადამიანის ჭკვითა და გულით ძვირფასის თვალებით შეჭედილი, საცა განუქრობლად ანთია უმშვენიერესი ხომლი ადამიანის ჭკვითა და სულით ანთებულის ჭეშმარიტებისა.
ილია ჭავჭავაძე
მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ღონე უნდა მისცეს ბუნებას ებატონოს. ხოლო ბატონობს იგი, ვინც ძალოვანია, იგი, ვინც მცოდნეა. ადამიანის ცოდნა და ძალოვნება ერთი და იგივეა.
ბეკონი
მეცნიერება ხელოვნება არაა. სიახლე ხილვისა და განცდის დამამშვენებელი და აუცილებელია შემოქმედებისა და ხელოვნებისათვის, ხოლო სახიფათო და საზიანო მეცნიერებისათვის, რადგან მეცნიერება რომ ამ გზას დაადგეს, შეიძლება მოჭარბებული ექსპანსიის მეცნიერმა წარმოისახოს, რომ თუ მან ისეთი რამე სთქვა ჯერ რომ კაცს არ უთქვამს, ამით განსწავლული მოაზროვნეს სახელი უზრუნველყო.
ჯერ რომ ადამიანს არ უთქვამს ისეთის თქმა ჭკუისა და უჭკუობის საზღვარზეა მოთავსებული და ამიტომ უჭირს თანამედროვეობას მისი ერთბაშად ამოცნობა და შეფასება.
შალვა ნუცუბიძე
“მზე და მთვარე ჩვენია ხორცთათვის, წიგნნი - ჩვენთა სულთათვის“.
დავით ჯიბისძე (XI საუკ.)
მთამ ადგილი იცვალაო,-დაიჯერე, შენი ნებაა. კაცმა ზნე იცვალაო - არ დაიჯერო!
ალეკსანდრ ბელოსელსკ-ბელოზიორსკი
მთავარია იმათთან იყო კარგი, ვისთანაც ცხოვრობ.
ჟან-ჟაკ რუსო
მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლიური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი.
ვაჟა ფშაველა
მთელ ბავშვს თუ მახინჯი არ არის, აქვს ყველა ხუთი გრძნობა სითბოს, სიცივის, შიმშილის, წყურვილის, სინათლეს. სიბნელეს, ხმაურობას, სიჩუმეს, ყმაწვილი გრძნობს, მაგრამ გრძნობა და შეგნება ერთი როდია (ვაჟა).
სიმონ სხირტლაძე
მთელი ბუნება აუმეტყველებია ქართველს, მის ყოველ შემადგენლობისათვის მიუნიჭებია ხუთივე გრძნობა: “დროით დრო ცას კარები იღებაო“, “წამით წამს წყალსაც ძილი ერევაო; ამ დროს ჩერდებიანო მდინარეები, მაღლიდან დაწყებული ჩანჩქერებიც ადგილზე ყუჩდებიანო“. “ჩვენი სოფლის მუხა დუდუნებსო“. “ყვავმა გასძახა ყვავსაო “ჩავარდი გულის ხმასაო“. “მყინვარმა ქედი მოიხარაო იალბუზის წინაშე“.
მთელი კაცობრიობის ოსტატები მასწავლებლები არიან, ესენი გვასწავლიან და თავიანთი ცხოვრებით გვიჩვენებენ, როგორ უნდა სცდილობდეს ადამიანი საუკეთესო ცხოვრების მიღწევას, ესენი გვასწავლიან საზოგადო კეთილდღეობისათვის თავიანთი კერძო კეთილდღეობისა და ხანდახან ცხოვრების შეწირვასაც.
სერგეი მესხი
მთელი საიდუმლოება სიცოცხლისა, სიყვარულია. იგია ჭეშმარიტი წყარო და ერთადერთი გამართლება მსოფლიოს ყოფისა: სულთა ნათესაობა და ერთმანეთისადმი ლტოლვა ქმნის სიცოცხლის ბედნიერებას.
ვასილ ბარნოვი
მთელი ქვეყნიერება საუცხოო სანახავია: ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ აღტაცებაში არ მოვიდეს.
რენანი
მთელი ჩვენი აწინდელი ცხოვრება ბოდიშის მოხდაზე არის აშენებული, ჩვენი ყოვლისფერი ბოდიშის მოხდას თხოულობს. საითკენაც კი მიიხედავ, ყოველ ნაბიჯზე ისეთ სისულელეს შეიტყობთ, რომ სულ “უკაცრავად“ უნდა იძახოთ. სინიდისის შერჩენა, ამ ჩვენს უსინდისო დროში ხომ დიდ საუნჯეს შეადგენს.
მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი
მთელმა ხალხმა რომ ერთად ამოიხვნეშოს,-ქარი იქნება, მიწას რომ ფეხი დაარტყას,-მიწისძვრა იქნება.
ჩინური ანდაზა
მთელს ცის ძირზე ყველაზე უკეთესი ექიმი წყალია. მეორე გახლავთ სხეულის მოძრაობა და მხოლოდ მესამე კი არის მცირე ჭამა.
ტიუვმულე
მთელს ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდათ დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე - ესენი იყვნენ მიწის მუშა გლეხ-კაცნი სიუტაევი და ბონდარევი.
ლევ ტოლსტოი
მიაჩვიეთ ბავშვი, რომ სიმართლეს წმინდად იცავდეს, პატივისმცემელი იყოს სხვისი საკუთრებისა, ცნობიერად შეიკავოს თავი ისეთი საქციელისაგან, რომელიც ცუდ გზაზე ატარებს - და თვითონ მოერიდება სიცრუეს, ტყუილს, ქურდობასა და ვალების აღებას.
ბრუგმანი
მიდი ადამიანებთან როგორც თანასწორი, როგორც მეთევზე, ან მხედარი, ყველა ამ გზით მისულა მათთან, ვისაც მათი მოქცევა ნდომებია.
კონსტანტინე გამსახურდია
მიდის ადამიანი და სიკვდილის ჟამს გამოჩნდება ვინ არის იგი.
ლათინების შეგონება
“მიეცით და მოგეცემის“ - აღზარდეთ შვილები, თქვენი და სხვანი, ამით თქვენს ცხოვრებას უზრუნველყოფთ.
აპოლონ წულაძე
მივარდნილ სადმე ადგილას ყოფნა ისე მწყურიან, როგორც ბერს სულის ცხონება. ნეტავი შენ, რომ უმანკო წმინდა ბუნების კალთაზე დადიხარ და მის საიდუმლო ჩურჩულს ყურს უგდებ!.. ჭირზე უარესად მომაძულა თავი წვრიმალ, ჭუჭყითა და და ათასგვარ სისაძაგლით სავსე ცხოვრებამ!..
ნუთუ უზარმაზარ მუხის, ნაზი ფიჭვის და სურნელებით შეზავებულ მინდვრის ცქერა არა სჯობიან, ვიდრე სინიდის ჩამპალ და ტვინდანამცეცებულ ადამიანებთან ყოფნასა?
ნიკო ლომოური
მინამ გაფრთხილდი, მინამ ცოლი ცუდი სიტყვების მოხსენიებით პირს შეგაჩვევდეს, და თუ რომ შეგაჩვია, იცოდე ვეღარ გადააჩვევ, ვეღარც მუქარით და ვეღარც დაყვავებით.
დამაკვირდი
მინდა ადამიანებს ორივე თვალი შევუნარჩუნო.
ვოლტერი
მიჩვენეთ თქვენი სამარენი და გეტყვით, რა მომავალი მოელის თქვენს ერს, - უთქვამს ერთ გამოჩენილ მსოფლიო მწერალს.
“საქართველო“-სურათ. დამატება 1916, №1, გვ. 3.
მკვდარად იგი თქმულა, ვისაც კაი სახელი ზედ არ აცხია.
ვახტანგ VI
მლიქვნელი ამისთვის სჯობს ყორანსა, რამეთუ ესე მრთელს სჭამს, ხოლო იგი მკვდარსა.
“ივერია“ 1899, №160, გვ. 4.
მმართველთა ლაპარაკი ხალხის საჭიროებაზე ჰგავს ყრუ-მუნჯთა მსჯელობას მუსიკაზე.
მაქსიმ გორკი
მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშვს. ზოგი თავს იბავშვებს, როცა ბავშვს ელაპარაკება; ზოგი უფროსად რჩება, როცა ბავშვთანაა, მაგრამ ავიწყდება, რომ მასთან “ბავშვია“. უფრო იშვიათია მესამე ტიპი; იგი “უფროსობს“ ბავშვთან, მაგრამ არ ავიწყდება, რომ მასთან ბავშვია. აქ უფროსი თითქოს იტოლებს ბავშვს. ბავშვს ეს უფროსი უყვარს.
გრიგოლ რობაქიძე
მოაზროვნე ადამიანის ქცევას უნდა მართავდეს მხოლოდ მოვალეობის ფხიზელი შეგნება.
კანტი
მოვეშვათ ფიქრს იმის შესახებ, რომ ჩვენ სრულფასოვანი ადამიანები ვართ და ვეცადოთ, აღმოვაჩინოთ დადებითი თვისებები სხვა ადამიანებში. მაშინ არ დაგვჭირდება მლიქვნელობა და თვალთმაქცობა; ვიყოთ გულუხვნი ქებაში და წახალისებაში, მაშინ ჩვენს სიტყვებს ფასი ექნება.
ამ ადამიანებს თქვენი სიტყვები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხსომებათ, მაშინაც, როცა თქვენ დიდი ხნის დავიწყებული გეყოლებათ ისინი.
დეილ კარნეგი
მოზრდილ ადამიანს ყველაზე უფრო აინტერესებს ჯანმრთელობის საკითხი. შემდეგ კი, რის მიმართაც ისინი ინტერესს იჩენენ, ეს არის ადამიანებთან კარგი ურთიერთობების დამყარება.
დეილ კარნეგი
მოთმინება უნდა შეეძლოს ყველა დიდ საქმეს შეჭიდებულ კაცს.
მიხეილ მესხი
მოთმინებითა და სიმშვიდით დარიგება ერისა, რათა მან სამაგიერო არ გადაუხადოს მას, რომელიც ცუდად მოიქცა - ეს არის სამხრეთელის მოთხოვნილება; მარად შეიარაღებული ყოფნა და უშიშრად სიკვდილის დახვედრა - ეს არის მოთხოვნილება ჩრდილოელისა და სტიქიონი მამაცისა.
კონფუცი
მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში კაცობრიობა როგორც შენი, ისე სხვა პიროვნებათა სახით ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.
კანტი
მოკვდავსა სიტყვას არ ძალუძს უკვდავზე ქების გამოთქმა.
ანასტასია ერისთავ-ხოშტარია
მონური სიყვარული ათახსირებს ადამიანის სულს, სანამ არ დაჰკრავს საათი მისი სულიერი გარდაქმნისა და განახლებისა. ხორციელი მონა მონა არ არის, სანამ სული აქვს თავისუფალი, მაგრამ სულიერი ძალა როდესაც იკარგება, მაშინ მონური სიყვარულიც იბადება. ასე რომ არ იყოს, განა ჩვენ ქართველებსაც რამე გაგვიჭირდებოდა?
მიხეილ წერეთელი
მოსწავლეთა აზროვნება ვითარდება მუდმივად მათემატიკაში მეცადინეობის დროს. ეს ისევე ნათელი და გარდაუვალია, როგორც ადამიანის კუნთების და მოქნილობის სრულყოფა ტანვარჯიშში მეცადინეობის დროს.
დიმიტრი პისარევი
მოძებნე უკეთესი შენზე და ისარგებლე შემთხვევით, იმიტომ რომ, თუ ისეთებს მონახავ, როგორიც შენა ხარ, მაშინ დროს დაჰკარგავ მხოლოდ.
საადი
მოწმობანი სულისანი რაოდენად ჭეშმარიტნია, იმოდენად მარტივნია; რაოდენად მარტივნია, იმოდენად მახლობელნია ერისადმი; რაოდენად მახლობელნია ერისადმი, იმოდენად ზოგადნია; რაოდენად ზოგადნია, იმოდენად ბუნებრივნია; რაოდენად ბუნებრივნია, იმოდენად ღვთიურნია.
ტერტულიანე
მოწყალება ჰრყვნის როგორც მიმღებს, აგრეთვე გამცემს: პირველს უსპობს შრომის უნარს და სურვილს, ამცირებს ზნეობრივად და უკარგავს თვითმოქმედებას, ხოლო მეორეს ამშვიდებს და მის სინიდისს აყრუებს, ვინაიდგან აძლევს უფლებას იფიქროს, ვითომდა კეთილ საქმეს ჩადიოდეს, როცა თითო ფარას არიგებს.
“თემი“ 1911, №17, გვ. 3.
მოხუცებული ადამიანის მორთულობა სიკვდილის უარყოფას მოასწავებს.
დიოგენე
მოხუცი წამსვლელ მეგობარსა ჰგავს: - ზრდილობიანად მაინც უნდა გავაცილოთ. იცოდეთ, როცა მოხუცს ეხმარებით და ჩაგყავთ ან აგყავთ კიბეზე, თავი ისე უნდა აჩვენოთ, ვითომც პატივსა სცემთ და კი არ გეცოდებათ.. ასევე სიარულის დროს უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი ფეხების თანაბრად ვითომ იმის ლაპარაკის ყურისგდებისათვის მიდიხართ.
მოხუცებულობის პატივუცემლობა იმას ჰგავს, რომ დილით ის სახლი დაანგრიოს კაცმა, რომელშიაც საღამოს თავი უნდა შეაფაროს. მოხუცთა ნაკლოვანებები სულ მოხუცებულობას როდი უნდა მიაწეროთ. მოხუცთან როცა საქმე გაქვს, არ უნდა დაივიწყო: მასში ერთი ნაწილი ხასიათისა მამობრივია, და ერთიც ბავშვური.
ალფონს კარრი
მოჰმადლე ქართველს, ქართველის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული! ჰოი, სახიერო, ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა.
გიორგი ლეონიძე
მოსწრებული სიტყვა, ხუმრობა და იუმორი არსად არ არის განვითარებული ისე, როგორც საქართველოში. ქართველთა ბაასში ხუმრობის კილო მათი გულკეთილობის მაჩვენებელია, ვინაიდან ბოროტ ადამიანს არ უყვარს ხუმრობა. მათი ხუმრობა არ არის გესლიანი, დამცინარე, არამედ უღვარძლო და მხიარული.
არტურ ლაისტი
მრავალ უკეთურს და მეძავს და განრყვნილ კაცს შევხვდი - მგელნი ტყავთა შინა ცხუართასა - რომელთა ვერიდებოდი მარად და რომელნი მამულთ მოყვარეობით, მოღვაწეობით ჩვენის საცოდავი ეკლესიისათვის და ყოველისფრივ მსახურებით იქებენ თავსა თვისთა - სიტყვით ძლიერნი, მოქმედებით მცირენი.
მიხეილ (გობრონ) საბინინი
მრავალს უმეცარში ნუ შეხვალო და მტრის სიტყვას ნუ დაიჯერებო, უმეცარს კაცს ნუ გაჰყვებიო, მეცნიერობით გაექეცი ეშმაკსა და იმათ მიმყოლსაო.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, 1899.
მომხვეჭელობა არის ძირითადი ბოროტება. მაგრამ მომხვეჭელობა ეკონომიკის ფარგლებით არ ამოიწურება და ადამიანის კეთილდღეობის ყველა სფეროს მოიცავს.
ასე მაგალითად, პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ა.შ. ჩვენ წინ არის არა (ან არა მხოლოდ) ეკონომიკური მომხვეჭელობა, არამედ საზოგადოებრივი მდგომარეობის, პრესტიჟის მოხვეჭის არანაკლებ ზიზღისმომგვრელი ფაქტი.
ეს ხშირად უფრო ღირებულსა და უფრო შორეულს გადაწვდება, ვიდრე ეს ეკონომიური მომხვეჭელობაა.
თამაზ ბუაჩიძე
მოქმედება არის ყველაზე უფრო ნათელი მხილება ინდივიდუმისა, როგორც მისი აზრთა წყობის, ისე მისი მიზნების მიმართ; ის, რაც ადამიანი არის თავისი ყოფის უღრმეს საფუძველში, სინამდვილეში მჟღავნდება მხოლოდ მოქმედებაში.
ჰეგელი
“მოყვარეს პირში უძრახე, მტერს-პირს უკანაო“. სადა ხარ ეხლა ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც “სხვისთვის“ გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის “სხვანივე“ თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულისტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულისტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს.
ილია ჭავჭავაძე
მოხუცება ან სცვლის ადამიანს ან აქვავებს.
ებნერ-ეშენბახი
მოხუცებმა კიცხვა და ზიზღით ხსენება არ უნდა დაუწყონ ახალგაზრდობის სიამოვნებას, მსგავსად ლოთი კაცისა, რომელიც დალევის შემდეგ ჭიქას ამსხვრევს, ან მსგავსად მარტო თავის თავის მოყვარე მგზავრისა, თვითონ წყურვილის მოკვლის შემდეგ წყაროს რომ ამღვრევს.
ალფონს კარრი
მოხუცებულობა უვიცთათვის ზამთარია; სწავლულთათვის - დროა მომკისა.
სტეინბერგი
მოხუცი მაშინ დაპატარავდება ხალხის თვალში, როდესაც ბავშვის საქმეს საქმედ გაიხდის.
ალექსი რაზიკაშვილი
“მრისხანე კაცსა ვერა შეაგონებს ერთგული, ვერა შემართებს კადნიერი, ვერა რაისა უმჯობესსა ეტყვის თანა გამზრახი: მრისხანე კაცი ვერა ოდეს მხიარულ ჰყოფს თავსა თვისსა, თუმცა შვილისაცა ქორწილი აქუნდეს.
მრისხანე კაცისა მეგობრობა მზგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქუს გესლი მაკუდინებელი. მრისხანება კაცისა თანა ჯდომასა უსაწადელეს არს ქაცუთა შიგან ჯდომა მრავალ ეკლოვანთა.
მრისხანე კაცი არა უპატიოსნეს არს ძაღლსა განცოფებულსა, ვინათგან არცა მან იცის კეთილი და ბოროტი და არცა მან, ორივე სწორად ჰკბენსა“. “უკეთუ წუეთი მარადი სიპთა ქუათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას გახურეტს და შევალს, ხოლო მრისხანის კაცისა გულსა კეთილი სწავლა არა შევალს“.
სულხან-საბა ორბელიანი
მსგავსნი ყველაი მსგავსსა ჰშობს, მსგავსნი მსგავსს ემსგავსებიან.
დავით გურამიშვილი
მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად ისეთი სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება, რადგანაც ადამიანი თავისი ბუნებით არ შეიძლება ბედნიერი იყოს თავისუფლების გარეშე.
მარკიზ დე კიუსტინი
მუსიკა ადამიანების სულიდან ცეცხლს უნდა აკვესებდეს.
ბეთხოვენი
მფლანგავი კაცი მონაა, გამფრთხილებელი კი-ბატონი.
რაიო
მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი.
“ივერია“ 1887, №12, გვ. 1.
მშვენიერება კვდება, როდესაც კაცს, ყვავილებით სულგახარებულს, ესმის ყვირილი: “უფროსი მოდის!“
ლი შან ინი
მშვენიერების გარეშე კაცი ყოველმხრივ ვერ განვითარდება. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ მშვენიერ ხელოვნებას არა მარტო იმიტომ, რომ ისინი სასიამოვნონი არიან, არამედ იმიტომაც, რომ მათ კაცობრიობისათვის სარგებლობა მოაქვთ.
ფრანსის გიუტჩენსონი
მშვენიერია გამარჯვება, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე იზეიმებს. არ არსებობს საკუთარი თავის ძლევაზე მშვენიერი გამარჯვება.
“საპატრიარქოს უწყებანი“ 1999, №46, 20-26 ნოემბ. გვ. 6.
მშვენიერია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც შეუძლია მთელი სინამდვილე ასახოს თავის აზროვნებაში. ეს იწვევს ბედნიერებას და განაცდევინებს ადამიანებს მიწიერ ჭუჭყისაგან განწმენდილ იდეალურ სიამოვნებას.
ბალზაკი
მშიერს არც ეძინებოდა, არც ეცინებოდა.
რუსული ანდაზა
მშიერს უფრო ადვილად ეშველება, ვიდრე გადაჭარბებით გამაძღარს.
მ. ებნერ-ეშენბახი
მშობელნი, რომელნიც ანებივრებენ შვილებს, უბედურებისათვის ამზადებენ.
ბუასტი
მჩურჩნელის თვისება ასრეთია: შეგხვდება, ერთობასა და სიყვარულზედ დაგიწყებს უბნობას: და გაგაცილებს რა და გამოგეთხოვება, ნაცარტუტას აგიზელს.
მოსე ჯანაშვილი
მცენარეების დარად, ადამიანთა უმრავლესობა დაჯილდოებულია ფარული თვისებებით, რისი გამომჟღავნებაც შემთხვევას შეუძლია.
ლაროშფუკო
მცონარე კაცი ფლანგავს თავის სიცოცხლეს, შრომისმოყვარე კი ხარჯავს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
მძლავრის მამულიშვილობა უნდა იყოს წმინდა და სათნო სხვათა მამულიშვილობისადმი. ეროვნებათა შეწყნარება უნდა იყოს ქვაკუთხედი კაცურ კაცობის მამულიშვილობისა.
მოსე ჯანაშვილი
მძვინვარეობა კაცთა შორისი სიკვდილითა ჰკლავს თვით უკვდავებას.
აკაკი წერეთელი
მხატვარი ის ბავშვია, რომელზედაც ზღაპარი ლაპარაკობს, რომ ყოველივე იმისი ცრემლი ალმასათ იქცაო.
ჰაინე
მხატვარს არავითარი საფუძველი არა აქვს, ზემოდან უცქიროს სხვა ადამიანებს. იგი შტერია თუ წარმოუდგენია, რომ მის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, და კრეტინია, თუ არ შესწევს უნარი მივიდეს თვითეულ ადამიანთან, როგორც თანასწორთან. (ირემი იმიტომ დადის ტყეში ლამაზად, რომ მან არ იცის რომ ლამაზად დადის!).
მოემი
მხოლოდ ბოროტ ადამიანს ეჯავრება სიმღერა-გალობა.
სეგური
მხოლოდ გულწრფელი სინანულით (თავმდაბლობით, უბრალოებით) უნდა მოხდეს ადამიანის გადარჩენა.
რადამისი
მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ნაკლოვანებები.
ლაროშფუკო
მხოლოდ ის ადამიანი მოიპოვებს თავისუფლებას, ვინც თავისი თავის მართვას ისწავლის.
თომას პენი
მხოლოდ ის ადამიანია თავისუფალი, ვინც სავსებით აღიარებს თავის ადამიანურ ღირსებას, თავისი თავი კეთილშობილად მიაჩნია და ცდილობს კიდეც დაიცვას ეს ღირსება და კეთილშობილება; მხოლოდ ის არის თავისუფალი, ვინც თვითონ წონავს თავის ფიქრსა და აზრს, ვინც სხვის ნათქვამს არ იმეორებს, როდესაც ეს ნათქვამი არ ესმის, ვისაც ახსოვს ბრძენის მიერ გულში ჩაჭდეული კანონი და ამ კანონს არ ღალატობს, რაც უნდა განსაცდელს მოელოდეს.
ბერტოლდ აუერბახი
მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული. ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე; ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გარდაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი ამ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.
კარლ იმერმანი
ნ
ნამდვილ შემოქმედს ყოველთვის რაღაც ბავშვური აქვს, ეს აძლევს მას განუმეორებელ უშუალობას, სიწმინდეს, სიკეთეს.
დიმიტრი ალექსიძე
ნამდვილი პატიოსანი კაცი არის ის, ვისაც თავი არაფრით მოაქვს.
ლაროშფუკო
ნამდვილი სახელი და დიდება მხოლოდ იმ ადამიანს ამშვენებს, ვისშიაც სიბრძნე შეხამებულია სიკეთესთან, ვინც თავად ასრულებს და პატივს სცემს იმას, რასაც სხვებს ასწავლის.
კანტი
ნამუსიანად მქცეველი ქალი არს მარგალიტი ძვირფასი თვალი.
დავით გურამიშვილი
ნაცარქექიობა სჯობია, ვიდრე ლაპარაკი ისეთ კაცთან, რომელიც “ჰო“ და “არას“ მეტს არას ლაპარაკობს.
ბუასტი
ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოთ ადამიანები, ეცადეთ, გაუგოთ მათ, ეცადეთ, მიხვდეთ, რატომ იქცევა ასე და არა სხვაგვარად.
დეილ კარნეგი
ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიტიკოსს ოჯახური სიმყუდროვის, ოჯახური მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვა. თუ ეს არ არის, ადამიანი ან კორუფციის წუმპეში გადაეშვება ან ისეთი ზნეობრივი კომპრომისების წუმპეში, რომ იქედან თავის დაღწევა შემდეგ შეუძლებელია.
ჟიული შარტავა
ნელა შემოპარულ ტკივილს ადამიანი უფრო იოლად ეგუება. ერთბაშად დატეხილი უბედურებაა ძნელი ასატანი, თორემ წვეთწვეთობით შემოჩვეულ დარდს როგორმე გაუძლებს კაცი.
აკაკი გელოვანი
ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს.. აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე, და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა, ბოროტის ღვიარება ნახევარი გასწორებაა.
ილია ჭავჭავაძე
ნეტარ არს კაცი, რომელმან შეიძინა სიბრძნე და მოიპოვა გონიერება. ამათი მოხვეჭა არის უმჯობეს ვერცხლის მოხვეჭისა და მოგება მათი - უმეტეს ოქროს მოგებისა.
სიბრძნე უძვირეს არს ძვირფას თვლებზე, და კაცი იმის შესადარს ვერარას მოისურვებს. სიბრძნეს მარჯვენა ხელში აქვს დღეგრძელობა, მარცხენაში კისიმდიდრე და დიდება. გზა სიბრძნისა საამურია და კვალი მისი სამშვიდობო.
იგავნი სოლომონისა
ნიანია მართალი კაცი იყო. აღზარდა პატიოსანი შვილები, მათ დაუტოვა მცირეოდენი დედულ-მამული და მოკვდა გმირულად თავდადებული მამულისათვის.
ძველი თქმულება
ნიჭიერი კაცი რომ უსწავლელია - დასანანია. უვიცის ხელში მოხვედრილი იშვიათი წიგნი თუ ძვირფასი ნივთი დასანანია. ვაი და ვაი, მშვენიერი ლექსი მისი ასაგასის უცოდინარსს რომ ეძღვნება-დასანანია!
ძუან იუნ-ძიაო
ნუ გაატარებ შენ წუთისოფელს შიშსა და შურში.
ლევან გოთუა
ნუ გააცნობ ყველა შენს საიდუმლოებებს შენს მეგობარს, ვინაიდან რა იცი, რომ ის შენი მტერი არ გახდება.
საადი
ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენს შესახებ, რადგან ეს კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება. ამ მზაკვრობით (უსამართლო კიცხვა-გმობით) იგი იმედოვნებს დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში.
წმიდა ანტონი დიდი
ნუ გაკიცხავ მოყვასსა შენსა, ვიდრე არ იქმნე მის ადგილზე.
ებრაული სიბრძნე
ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ: ვითარმედ, აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა, ანუ შენ რაისა შეურაცხჰყოფ ძმასა შენსა: და შენ ვინ ხარ რომელი განიკითხავ სხვასა მონასა და კუალად იტყვის: ამისთვის ნუ ვინ წინასწარ ჟამისაგან რასმე იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს ოვფალი და განანათლოს დაფარული ბნელისაი და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი.
მათეს სახარება (XII საუკ. ხელნაწ.)
ნუ გეშინია მტრებისა - უარეს შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოგკლან, ნუ გეშინია მეგობრისა - უარეს შემთხვევაში მათ შეუძლიათ გიღალატონ, გეშინოდეს გულგრილი ადამიანებისა - ისინი არ ჰკლავენ და არ ღალატობენ, მაგრამ მათი მდუმარე თანხმობით არსებობს დედამიწაზე ღალატი და მკვლელობა.
ბრუნო იასენსკი
ნუ გიხარია კაცის სიკვდილი, თუ გინდ იგი შენი საშინელი მტერი იყოს, გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებით.
დავით ღამბაშიძე
ნუ დაეცემი, დადეგ, გამაგრდი, გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!
მამია გურიელი
ნუ დასცინი კაცის ნაკლოვანებას, თუ მასში არ არის დანაშაულობა.
დავით ღამბაშიძე
ნუ ელით გულწრფელობას, სამართლიანობას, დახმარებას, სამსახურს, კეთილმოსურნეობას, დიდსულოვნებას და ერთგულებას ადამიანისგან, რომელსაც გულში აღზევების იდუმალი სურვილი შეჰპარვია.
შეგვიძლია თუ არა ვიცნოთ ასეთი კაცი მისი სახის გამომეტყველებით და ლაპარაკით? ის უკვე აღარ არქმევს საგნებს თავის სახელებს. მისთვის აღარ არსებობენ თაღლითები, ყალთაბანდები, რეგვენნი და თავხედნი, მას ეშინია, ვაითუ იმ კაცმა, ვისზედ უნებლიედ ნამდვილი აზრი გამოთქვა, წინ წაწევაში ხელი შეუშალოს.
გულწრფელობა არა მარტო მისთვისაა უცხო, ამ თვისებას ის სხვაშიც ვერ იტანს, სიმართლე ყურსა ჭრის. თუ მეფის კარზე და კარისკაცებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ცივად და გულგრილად თავს არიდებს საუბარში მონაწილეობას, რამეთუ ეშინია, არავინ იფიქროს, მოლაპარაკის თანამზრახველიაო და პასუხი არ აგებინონ.
ლაბრიუერი
ნუ იტყვი ყველაფერს, რაც იცი, მაგრამ ის კი კარგად უნდა იცოდე, რასაც ამბობ.
აღმოსავლური თქმა
ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს ენითა ქარიანითა.
ვაჟა-ფშაველა
ნუ მიენდობი სხვას, ვიდრე მის გულს არ გამოცდი და არ ერწმუნო უმიზეზოდ, თუმცა უნდობლობა კაცთმოყვარეობას ეწინააღმდეგება. მხოლოდ მაშინ მიენდე, როცა დარწმუნდები, რომ იმ კაცს აქვს პატიოსანი და მართალი სული. და თუკი ასეთი კაცი შეგხვდა, მაშინ ძვირფასი საუნჯესავით გაუფრთხილდი.
“ბრძენი კაცი“. კონსტანტინეპ. 1878 წ.
ნურავის დაეკუთვნები, ვიდრე შენი თავის პატრონობა შენვე შეგიძლია.
ლათინური ანდაზა
ნურასოდეს გააბეზრებთ სხვას საკუთარ თავზე ლაქლაქით. მოსაუბრეს ნიადაგ მისი პიროვნების შესახებ ელაპარაკეთ. ასეთია ხელოვნება მოსწონდეთ გარეშეთ. ეს ყველამ იცის და მაინც ყველას ავიწყდება.
ძმები გონკურები
ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლა და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი ბრიყვი და უგნურია.
წმიდა ანტონი დიდი (ეკლესიასტე 10, 14).
ნურვინ დაკარგავს ძველ მეგობარს, ნუ დათმობს მასა, ნურვინ დაკარგავს ძველ მეგობარს და ძველსა გზასა. დავცალოთ თასი, ხალისი გვაქვს დღეს ღვინის სმისა, ძველი მეგობრის ხსოვნა იყოს და ძველი გზისა.
რობერტ ბერნსი
ნურც დიდი გზის პირად იცხოვრებ და ნურც დიდ კაცს ემეზობლები.
ფრანგული ანდაზა
ნუ უარყოფთ მამებს, თუ არ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა თქვენს მიერ შეგინებული პაპების სამაგიეროდ თავად არ უარგყონ!
დავით სულაბერიძე
ნურვის ნუ გასწირავთ თქვენი ბედნიერებისათვის, სხვისი გაუბედურებით კაცი ვერ იბედნიერებს. მოუთმენლობა და შეუწყნარებლობა სისუსტეა ჭკუისა.
ბუასტი
ნუ შეეჭიდებით ტვირთსა მას მძიმეს და რადგან ვერ შეიძლებთ ზიდვას - დაუტოვეთ საკურთხეველი იგი წმიდა და შეიყვარეთ ადამიანი.
დავით სულიაშვილი
ნუ ჩასთვლი შენს თავს დიდ კაცად იმ ლანდის სიდიადით, რომელსაც შენი ტანი სტოვებს ხოლმე ჩამამავალი მზის დროს.
პითაგორა
ნუ წაეღებინებით ქებას, ნურც ძაგებას შეუშინდებით. გახსოვდეთ, არც ერთი საქმე არ არის იმისთანა, რომ არა ჰყავდეს მაქებარიც და მძაგებელნიც. პატიოსანი კაცი აქებს მარტო კარგს, სულელი ყველაფერს და ავი - მარტო ბოროტს.
ვეისი
ნურავის დაუწყებ კამათს - მაინც ვერავის დაარწმუნებ. აზრი ლურსმანს ემზგავსება, რომელსაც, რამდენსაც ბევრსა სცემ, იმდენად უფრო ღრმად და ღრმად მიდის იგი შიგნით.
“ივერია“ 1895, №172, გვ. 1, 191, გვ.2.
ო
ო, ადამიანთა ბუნების საკვირველებავ, ეს რა უგუნურება გხიბლავს და გიტაცებს შენ!
ლეონარდო და ვინჩი
ო. ბედნიერო ადამიანო, ვწუხვარ, რომ საკუთარ თავს გვერდიდან არ უცქერი.
არისტოტელე
ო, რა ძნელია, იყო ადამიანი! ეს არის სასჯელი და საზღაური მიწაზე განვლილი გზისა. უმძიმესი ტვირთი, რომელსაც ადამიანი განუწყვეტლივ ცდილობს მხარი შეუნაცვლოს ანდა სულაც გაცვალოს რაიმე დიდ საქმეში, წამოწყებაში, ღვაწლში, შრომაში... და რაგინდ კეთილი საქმით უნდა იყოს ადამიანი ვალმოხდილი, ადამიანობა მას მაინც თავისი კითხვიანი, სასჯელისმდები თვალებით მისჩერებია.
ძნელია ადამიანობა!.. იგი თითქოს ცალკე ნიჭია და ამიტომაც პატივმოყვარე კაცი ტყუილად შეეჭიდება, ტყუილად მიითვისებს და მიისაკუთრებს. და თუნდაც მოხდეს და ცოტახნით თავი დაიმშვენოს მალევე ჩამოსცილდება, რადგან ადამიანობა ზედაპირი კი არ არის, ანდა ნიღაბი, არამედ სიღრმეა და სახე. დიახ, ადამიანობა ნიჭია, ნიჭია ღვთისგან ბოძებული, შეუქცევადი და გამოუცნობი. ადამიანებად ისევე იბადებიან, როგორც დიდი შემოქმედნი და შესაძლოა უფრი იშვიათადაც.
ბესიკ ხარანაული
ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი-გამდიდრებასა.
საუნჯე ხალხური ზეპირსიტყვიერებისა, I, 1935, გვ. 35.
ობოლო, ვის წაახრჩობო? - ჩემს გამომზრდელსაო! ესამართლებისცა: რად გამოზარდა ესევითარი უმადლო, ავყია და თავხედი?
მოსე ჯანაშვილი
ოდეს ბოროტი გამრავლდეს, კეთილი გაცუდდებისა; მოაკლდეს კარგთა პატივი, ავები გადიდდებისა.
ვახტანგ VI
ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა, არა ვკმაობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უ ზ ო მ, უ ხ ვ ა, გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქ უ ხ ვ ა, რა ვერ ვპოვებთ საწადელთა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა!
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ომი საჭიროა გონებრივ განვითარებისათვის; იგი ამაღლებს ადამიანს, ომის დროს ადამიანი უფრო მკაფიოდ ჰხატავს თავის ვაჟკაცობას, განამტკიცებს სახელმწიფოებს, და მეფეების გვარეულობას, გამარჯვებას არგუნებს უფრო ღირსს, საზოგადოებაში ყველაფერს ამოძრავებს, გააცოცხლებს..
ჰეგელი
ომი ყოველ კაცს არ შეუძლია და ინტრიგანობა ყველას.
კონსტანტინე გამსახურდია
ომში გამოიცდება ვაჟკაცი, რისხვაში-ბრძენი, გაჭირვებაში მეგობარი.
ალი ხარაზი
ორ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ თავისუფლად ლაპარაკი სიყვარულზე, როცა ან ორივეს ესმის რა არის სიყვარული, ან ორივე უმეცარია.
გულიერმო ფერერო
ორგულნო! თუ არ გიყვართ მშობელი ქვეყანა, პატივს არ სცემთ თქვენს წარსულს, მოწიწებით არ იცავთ თქვენს მიწა-წყალს, მაშ გვითხარით, რა გწამთ, რა გწადიათ, ვისა ან რას ეტრფით და ევლებით!
მოსე ჯანაშვილი
ორატორი პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს. მას არა აქვს ნება ივაჭროს თავისი მჭერმეტყველებით.
რამუსი
ორი რამ აღავსებს სულს სულ უფრო მზარდი განცვიფრებითა და მოწიწებით, რაც უფრო ხშირად და დიდხანს ვფიქრობ მათზე, - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში.
კანტი
ორი ჯურის კაცია, რომელთაც საქმის კეთება არ შეუძლიათ: ერთია გულსწრაფი და მეორე-მშიშარა. პირველი ხელს ჰკიდებს საქმეს წინასწარ მოუფიქრებლად; მეორე ჰფიქრობს მაშინ, როცა საქმეს უნდა შეუდგეს.
სტანისლავი
ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ.
რუკერტი
ოსტატის სიმკაცრე მამის სიყვარულს სჯობს.
შეიხ საადი შირაზი
ოხვრა აწმყოს მიმართ – უბედურებაა, ნამყოს მიმართ ღიმილია.
შაფო ლუბარლი
ოჯახი განსაზღვრავს ერის სულიერ სიმშვიდეს, ძალასა და სიმდიდრეს; მის ნივთიერ სინოყივრეს, სიუხვესა და ბარაქას. ძირითადი ცნება ცოლქმრისა - ურთიერთსიყვარულის, ურთიერთიმედის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების, ურთიერთგამტანიანობისა და ურთიერთნდობის აუცილებლად მუდმივი, უცვლელი და უკვდავია.
ავლიპი ზურაბაშვილი
ოჰ რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთვნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაც.
სენეკა
პ
პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც “მოაზროვნე ლერწამს“ (ანუ
შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს,
რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა,
მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ
მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.
ილია II
პასკალის “აზრები“ ყველაზე საშინელი, ყველაზე აუტანელი წიგნია იმ წიგნთა შორის, რომლებიც ოდესმე წამიკითხავს. ის ფეხქვეშ თელავს ყველაფერს, რაც ძვირფასია ადამიანისათვის, მიწაზე განარცხებთ და ტალახში გსვრით. არავის არასოდეს აღუნიშნავს, ის, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს პასკალი: მისი წუხილი, მისი წყევლა - საზარელია და თავზარდამცემი. მასთან შედარებით ბაირონი - ვარდის წყალია. მაგრამ როგორი სიღრმეა, როგორი სიცხადე - რა სიდიადე!.. რა თავისუფალი, მძლავრი, თამამი და ლაღი ენაა!.. მე შემაძრწუნა ამ წიგნის კითხვამ.
ივან ტურგენევი
პატარა ერისთვის პატრიოტული გრძნობა ერთადერთი საშუალებაა ბრძოლისა, გადაგვარების და სრულიად მოსპობის წინააღმდეგ.
ნინო ნაკაშიძე
პატარა საქართველო, როგორც მუდამ, ეხლაც უნდა იყურებოდეს დასავლეთისაკენ და უმთავრესად დასავლეთისაკენ. თუმცა მზე აღმოსავლეთიდანაა, მაგრამ იგი დასავლეთს უფრო ანათებს. ევროპის ორიენტაცია - აი ჩვენი გზა და გნებავთ მთავარი მიზანი.
ქრისტეფორე რაჭველიშვილი
პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო.
ქართული ანდაზა
პატივი ეც სხეულსა შენსა, ვითარცა სიცოცხლის დამკვიდრებელსა; უარჰყავ ყოველივე არაბუნებრივი, გამოფიტული საკვები, უარი უთხარ სასმელსა ფრიად აღმგზნებსა; ჰკვებე სხეული შენი მხოლოდ ბუნებრივი, გადაუმუშავებელი, საღი პროდუქტით; მიუძღვენ წელნი მრავალნი ერთგულსა და უანგარო სამსახურს შენის ჯანმრთელობის გასაკაჟებლად;
განიმრთელე ტანი შენი ზომიერი შრომისა და დასვენების მადლითა, განიწმინდე უჯრედები, ქსოვილები, სისხლი სუფთა ჰაერისა და მზის სხივების ძალითა; უარჰყავ ყოველივე საჭმელი, როცა გონებასა და სხეულსა შენსას უჟმური დააწვეს;
იქონიე აზრები, სიტყვები და ემოციები წმინდა, მშვიდი და ამაღლებული; დღემუდამ სრულჰყავ ცოდნა ბუნების კანონებისა, გაიხადე ეს შენი ცხოვრების მიზნად და გაიხარებ შენი შრომის ნაყოფით; პატივი ეც ბუნების კანონებს - შენი ჯანმრთელობა შენსავე ხელთაა, ისარგებლე ამ უფლებით.
პოლ ბრეგი
პატივმოყვარეობა ჩინ-მედლებისათვის სამარცხვინო ბრძოლაა. მერე რა მოგემატა!? შფოთი, შური, სიძულვილი, ჩივილი, დავა, დამდურება, მტრობა.
გაბრიელ ქიქოძე
პატივისმცემელი მამისა იქმნების დღეგრძელ, და მორჩილი უფლისა განუსვენებს დედასა თვისსა. მოშიში უფლისა პატივსა სცემს მამასა და, როგორც დედოფალს, ისე ემსახურება მშობელთა თვისთა.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
პატივისცემას, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, ხელს ნუ ჰკრავთ, რადგან ეს სამართლიან გულისწყრომას იწვევს იმათში, ვინც ამ პატივისცემას თქვენს მიმართ იჩენს.
დავით სულაბერიძე
პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს აღარ დაადგას ქედზე უღელი. არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება.
ოთარ ჭილაძე
პატივსა და თაყვანს ვსცემ ჩემს მასწავლებელს, რადგან მას შეთვისებული აქვს სიბრწყინვალე გონებისა, სიწმიდე სულისა, სიმშვენიერე ზნეობისა და ზრდილობისა.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
პატიოსან გულს ხშირად შეხვდება კაცი, ხოლო პატიოსნება, ჭკუითა და გონებით განათლებული, იშვიათია.
“ივერია“ 1897, №9, გვ. 4.
პატიოსან და ღირსეულ ადამიანებს აქვთ ცუდი ჩვეულება-ცილისმწამებელთა და უტიფართა წინაშე თავს ხრიან.
ბესარიონ ბელინსკი
პატიოსანი ქალი დაფარული განძია; ვისაც უპოვნია და არ ტრაბახობს, გონივრულად იქცევა.
ლაროშფუკო
პატიოსანია იგი, რომელიც იმოდენა სიკეთეს იქმს, რამდენიც შეუძლია.
ჟაკ დელილი
პატიოსანი სახელი დიდებული აკლდამაა.
კურსო
პატიოსნება ადამიანისა ძალიან იშვიათად გარდაიცემის მემკვიდრეობით, მოდგმით, ამიტომაც იგი უნდა ამშვენებდეს მარტო იმის სახელს, ვინც მისი მქონებელია.
დანტე ალიგიერი
პატიოსნება აზროვნებისა უფრო კიდევ იშვიათი ხილია, ვიდრე პატიოსნება ყოფაქცევისა.
ბერნე
პატიოსნება ის გზატკეცილია, რომელზედაც შეუძლია კაცს იაროს მთელი თავისი სიცოცხლე უშიშრად.
“მწყემსი“ 1900, №9-10, გვ. 20.
პატიოსნება ნამუსია მამაკაცისა, სათნოება და თავის შენახვა დედაკაცისა. რომელნი უფრო ბევრნი არიან ქვეყანაზედ? ნამუსიანი მამაკაცნი თუ ნამუსიანი დედაკაცნი?
ლეონი
პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა.
ბენჟამინ ფრანკლინი
პაწია ყრმავ, როცა პირველად მოდიხარ ქვეყნად, სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ, როცა ქვეყანას ეთხოვებოდე და თავს ანებებდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ მოგდიოდეს ღიმილი.
ინდური ანდაზა
პირველად გაიგე და მერე უსაყვედურე. სანამ არ მოისმენ, პასუხს ნუ მისცემ, და ნურც ლაპარაკის დროს შეაჩერებ ვისმეს.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
პირველი და აუცილებელი კუთვნილება ნამდვილის საზოგადო მოღვაწისა - არის მშვიდობა სულისა.
დავით მიქელაძე
პირში ქებას და პირსუკან ლანძღვას არ უნდა არც მამაცობა, არც ძალა, არც ჭკუა. დიდი ჭკუა არც მისთვისაა საჭირო, რომ შენი პოლიტიკური აზრები იცვალო მიხედვით იმისა თუ საიდან უბერავს ქარი. ყველა ამაებისათვის ითხოვება მხოლოდ სიფლიდე. დიდი, ერთობ დიდი სიფლიდე.
“მწყემსი“ 1891, №1, გვ. 6.
პოლიტიკა ტრადიციულად ადამიანებში აღვიძებდა და ნერგავდა მდაბალ ზრახვებს: მორჩილების, პატივმოყვარეობის, მლიქვნელობის, კომერციულუტილიტარულ, მტრობის, ძალმომრეობის, შურისძიებისა და სხვ.
კარლო გოგსაძე
პოლიტიკას მიაქციეთ ყურადღება. პოლიტიკა მთელ ხალხს შეეხება. მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი. მსურს მხოლოდ, რომ ჩემი სამშობლო აყვავებულიყოს, რომ იმას ქვეყანა პატივს სცემდეს. მსურს, ჩემი ქვეყნის მმართველებმა გაიგონ ის ჭეშმარიტება, რომ ჩვენს დროში ხალხს ისე ვეღარ მოეპყრობა, როგორც ადრე ეპყრობოდნენ.
ჯუზეპე გარიბალდი
პოლიტიკაში ყოველგვარი პირადი ამბიციების გარეშე მოსულ ადამიანებს შეუძლიათ შეიტანონ მასში ჯანმრთელი სიო, დანერგონ მორალური პრინციპები პოლიტიკაში.
დალაი-ლამა
პოლიტიკოსი პატივმოყვარეობის გრიგალია, თავის წინ ყველას და ყველაფერს გადამთელავი.
უინსტონ ჩერჩილი
პოპულარობა, საერთო-სახალხო აღიარება ბუხრისთავზე შემოსადები სამახსოვრო ნივთი როდია, რომელსაც შეიძლება კაცი ერთხელ და სამუდამოდ დაეპატრონო. იგი, როგორც უზარმაზარი სასახლე, ყოველდღე და ყოველ წუთს აგურ-აგურ შენდება იმისდაკვალად, თუ როგორ თანდათანობით ჰკვეთს თავის სახეს ერის წინაშე ქვეყნის რჩეული შვილი.
“მნათობი“ 1974, №2, გვ. 142-144.
ჟ
ჟამი მრავალს რიგს საქმეებს მოიტანს, მაგრამ კაცი მოთმინებით უნდა იყოს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, 1899.
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი, თვითონ სამარეც მევიწროვოს თუ ტოლი მყავდეს?!
ნაპოლეონ ბონაპარტე
ჟურნალისტი უპირველესად უნდა ფლობდეს პოლემისტის ხელოვნებას, უნდა შეეძლოს რკინისებრი ლოგიკით საუბარი, ბოლომდის დინჯი, მკვეთრი, განმგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული იყოს, მაგრამ ზრდილობიანი და დარბაისლური...
ილია ჭავჭავაძე
ჟურნალისტმა უნდა შეითვისოს მოთმინება სახედრისა და მისებრ მოთმინებით უნდა ილაზლაზოს, როცა მათრახის და სახრის ჭახა მოესმის;
ჟურნალისტი უნდა ედრებოდეს აქლემს, რათა რამდენიმე დღე უსმელ-უჭმელი გაძლოს და ამავე დროს აქლემისებურის თავაწეულ ამაყობით უნდა მიმოდიოდეს გაზეთის უდაბნოში;
ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მეძებარი ძაღლის ყნოსვა, რათა მყისვე იგრძნოს სად და რა სოროში იმალება ნადირი და მხეცი, უნდა შევარდენის ჭვრეტა ჰქონდეს, რათა აღმოაჩინოს მტერი და მავნე;
ხშირად თხუნელასავით მკვდრად აჩვენოს თავი, როცა მის თავზე რაიმე უბედურება დატრიალდება;
ჟურნალისტმა კუს სიარულიც უნდა შეისწავლოს, რათა არავინ შეამჩნიოს, რომ თუმცა წყნარად, მაგრამ მაინც წინ მიდის, ხშირად როცა საჭირო იქნება ხვლიკივით ფერი უნდა იცვალოს, ფრთხილი და ცქვიტი უნდა იყოს, ვით ირემი და იმავ დროს მაიმუნადაც უნდა იქცეს, რათა ყველასათვის მუდმივ საინტერესო და სამხიარულო იქნეს.
ლარრა
რ
რა არის ადამიანი? - თუკი რაიმეს ქმნის იმ სფეროში, რა სფეროშიაც იხარჯება.
ერნსტ კასირერი
როცა შენი გონება ილუზიის უღრანი ტყიდან გამოვა, მაშინ გულგრილი გახდები ყველაფერი მიწიერის მიმართ, რაც მოგისმენია და რასაც მოისმენ.
"ბჰაგავად-გიტა" - დან
რა არის სახელი? უმნიშვნელო ხმა, რომელსაც გესვრიან ხშირად დაუმსახურებლადაც, ანდა წაგართმევენ დაუშავებლად!
შექსპირი
რა არის სახელი და დიდება? ჩიფჩიფი მკითხველისა, დევნა-გინება სულმდაბლისა, თუ აღტაცება სულელისა?
ალეკსანდრ პუშკინი
"რა არის სიტყვა უსაგნო? უხვადა სცვივა, ჭრელია,
ნიგვზის ფუჭ კაკალს მიაგავს: გასტეხ და ცარიელია,
სულ სხვაა საქმის დინება, ბევრს არ ხმაურობს, არ წივის,
სიტყვა და საქმე ერთად კი მძლავრი ფრთებია არწივის."
გალაკტიონ ტაბიძე
რა განსხვავებაა განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორის. ისეთივე, როგორც მკვდარსა და ცოცხალს შორის.
არისტოტელე
რა გულუხვად ფლანგავს ცივილიზებული ადამიანი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის წუთებს ათასგვარ მოსაწყენ საქმიანობაში.
მოემი
რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას.
გრიგოლ ორბელიანი
რა კაცმან გვარი დაისვაროს, ასისა ზღვისა წყალიც ვერ გარეცხის.
“ვისრამიანი“
რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს ამისთვის, ნურავის ნუ წარმოუჩენ და განუცხადებ მის რაიმე მანკიერებას.
წმიდა ანტონი დიდი
რა რჩება ჩვენგან წასული მეგობრისაგან? განა მთელი მისი სიცოცხლე? მისი რთული ცხოვრების ვრცელი აღწერა?.. არა, რჩება მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო, შეუმჩნეველი შემთხვევა, ხმა, რომელიღაც ფრაზა, რომლის ბოლო აღარც კი გვახსოვს და ეს ყოველივე საკმარისია, რომ იგი მკვდრეთით აღვადგინოთ.
პოლ კლოდელი
რა სარგებელს ნახავს ადამიანი, თუნდაც მთელი სამყარო მოიპოვოს, ხოლო სული თვისი ვნებულჰყოს?!
სახარება მარკოზისა
რა უნდა მოერგოს რას - ადამიანი ბედნიერებას თუ ბედნიერება ადამიანს.
ლავროსი კალანდაძე
რა უფრო ახლო დგას ადამიანთან, სახელი თუ სახე ადამიანის? სახელი სხვადასხვა ქვეყანაში იცვლება და ქრება.
ლეონარდო და ვინჩი
რა ხშირად ხმარობს ადამიანი ჭკუას იმისათვის, რომ სულელობა ჩაიდინოს.
ლაროშფუკო
რად მინდა პირადი კეთილდღეობა, სიმდიდრე, პატივი, თუკი გარშემო ისეთი პირნი გვახვევიან, რომელსაც არაფერი დაუშლის ჩემ შეჭმას, დამხობას, დახრჩობას?
ნიკო ნიკოლაძე
რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი
რაიმე საზოგადოების შექმნისას ..გირჩევთ, ნუ მოიწვევთ დიდ ადამიანებს, ისინი ერთმანეთს ვერასდროს შეეწყობიან.. (სააზიო საზოგადოების მიზნებისა და წევრთა სიის გაცნობისას თქვა პანდიდ ბედიასაგარმა)
თაგორი
რაკი შენი შვილის შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენი.
პოპე
რამდენად ნაკლები ცოდნა აქვს ადამიანს, იმდენად უფრო ნაკლებად გრძნობს იმის სიცოტავესა და ნაკლებულობას.
შოტლანდიური ანდაზა
რამდენადაც კარგია ადამიანი, რამდენადაც წმინდაა და პატიოსანი ხელი მისი, მით უფრო ნაკლებია მასში ძალა და ენერგია.
მაქსიმ გორკი
რამდენადაც სიტყვაძვირია კაცი, იმდენად ნაკლებ სისულელის მთქმელია.
დე ლა-ბუისი
რამდენი კაცი დამუნჯდებოდა ქვეყანაზე, რომ აკრძალული იყოს თავისი თავის ქება და სხვისი ძაგება.
ბუასტი
რამდენი კაცი ისე მოკვდება, ისე უბჟეოდ ჩაივლის სოფელს, მიქელანჯელო გულს არ მოხვდება, ვერ გამოარჩევს ას ხმაში შოპენს! რამდენი კაცი არ გაშლის რუსთველს! რამდენი კაცი არ გაშლის ბოდლერს! რამდენი კაცი ძაღლსა ჰგავს უწვრთნელს! რამდენი კაცი პირუტყვს ჰგავს ოდენ!..
მურმან ლებანიძე
რამდენი წელია ვაკვირდები და უნდა მოგახსენოთ, რომ ქართველები რაც უფრო მეტს სვამენ, მით უფრო ფხიზლდებიან. დედამიწის ზურგზე არ მეგულება მეორე ერი, რომელსაც ღვინო ასე აკეთილშობილებს, აფილოსოფოსებს, აადამიანებს. იმას, რასაც სხვები ღვინოში კარგავენ, ქართველები სწორედ ღვინოში პოულობენ.
ალექსანდრ გრიბოედოვი
რამე ნაკლი რომ არ გაგვაჩნდეს, სხვისი ნაკლის შემჩნევა ესოდენ სიამოვნებას როდი მოგვანიჭებდა.
ლაროშფუკო
“რამეთუ განძღეს და იშუებდეს უწესოებად მიდრკეს სიძვათა და მთვრალობათა შინა უგუნურნი კაცნი, მეფის კარსა ზედა არაყოფის ღირსნი და აწ კასრსა ზედა მყოფნი“.
ჟამთააღმწერელი, XIV საუკ.
რამოდენადაც კაცს ვრცელის გრძნობის დატევა შეუძლიან გულში, იმოდენად დიდია. მე რომ მარტო ყვარელი მიყვარდეს და შენ მთელი კახეთი-შენ ჩემზე დიდი იქნები და თუ იმისთანაც იქნება, რომ მთელი საქართველო უყვარდეს, ის ორთავეზე უდიდესი იქნება.
ილია ჭავჭავაძე
რას უსურვებდით ახალგაზრდებს? – ახალგაზრდებს უყვარდეთ სამშობლო და ეს სიყვარული საქმით დაადასტურონ.
აკაკი შანიძე
რას, ჩვენი ცხოვრების რა ნაწილს ვუანდერძებთ შთამომავლობას - ტყუილსა და შემგუებლობას, ეგოიზმსა და პირადულზე ზრუნვას, თუ ჭეშმარიტების უანგარო სამსახურს, საერთო კეთილდღეობისათვის თავდადებულ შრომას.
თენგიზ ბუაჩიძე
რამდენი სიფრთხილე მართებს ადამიანს, რომ წრეგადასულ სიხარბესა და თავკერძობას მოერიოს და სახელი სამუდამოდ არ შეირცხვინოს.
ვახტანგ ჭელიძე
რანაირ მაღალ მდგომარეობასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა, არ უნდა დაივიწყოს, რომ სხვათაებრ მომაკვდავია, რომ ადრე თუ გვიან მისი მზეც ჩაესვენება. ამიტომ უნდა ჩქარობდეს, ხარჯოს თავისი ადამიანური ძალები სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, სილამაზისათვის.
პოლიევქტორ კალანდაძე
რას არ იზამს დედაკაცი, ოღონდ მოქიშპეს გული ატკინოს! მახსოვს ერთმა ქალბატონმა მარტო იმიტომ შემიყვარა, რომ მე სხვა მიყვარდა.
მიხეილ ლერმონტოვი
რას არგებს კაცსა დიდება თუ მოაკლდება თავისუფლება!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
რას ნიშნავს იყო ქართველი? ეს ნიშნავს პირველ ყოვლისა, მტრის გეშინოდეს მომხდურის, ვით შარშანდელი თოვლისა.
გალაკტიონ ტაბიძე
რას წარმოადგენს ისტორიული პროგრესი? ესაა თანდათანობითი გადასვლა ბარბაროსობიდან გონების სინათლისკენ, სიდუხჭირიდან-ბედნიერებისკენ. და ისტორიკოსმა, უწინარეს ყოვლისა, იმ დიდი ადამიანების სურათი უნდა დაგვიხატოს და იმ მოვლენების აღწერა მოგვცეს, რომელთაც ხელი შეუწყეს კაცობრიობის წინსვლას კეთილდღეობისა და განათლებისაკენ...
ვოლტერი
რასაც უფრო მეტს მიუბოძებს კაცი ხალხს და თავისთვის მცირედით დაკმაყოფილდება, მით უფრო უკეთესია იგი, რაც ნაკლებს გაიღებს და ბევრს თავისთვის მოიხვეჭს, მით უფრო უარესია იგი.
ლევ ტოლსტოი
რაღაც უცნაური ერთმანეთის ჭამიაობა და დაუცხრომელი შუღლი ჰღუპავდა წარსულში საქართველოს, და თუ ასე გასტანა, ესევე მოუღებს ბოლოს მომავალშიც, - სხვა ჭირი და მტერი საქართველოს არ უნდა.
ალექსანდრე ცაგარელი (1896 წ.)
რაც ბედმა გვარგუნა იმას უნდა დავჯერდეთ. ზეკაცად არავინ დავბადებულვართ, და ჩვეულებრივი ადამიანობაც უნდა ვიკმაროთ და ის ვაკეთოთ, რაც ძალგვიძს, კეთილდღეობა ჩვეულებრივ ადამიანთა საერთო მუშაობით მყარდება.
ექვთიმე თაყაიშვილი (ირ.სონღულაშვილს)
რაც ვიცით, ისე არ ვიქცევით, და აი ეს არის კიდეც ჩვენი და მთელის კაცობრიობის უდიდებულესი ნაკლი და დამღუპავი უბედურება.
“ივერია“ 1892, №67, გვ. 1-3.
რაც საჭიროა ჩვენთვის, არ ვიცით! ხოლო რაც ვიცით, როდი გვჭირია.
უილიამ შექსპირი
რაც უნდა დიდი უბედურება შეგვემთხვეს, ყველას გავუძლებთ, თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა არ მოსდევს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან
რაც უნდა ნიჭიერი, მხნე და შესანიშნავი მოღვაწე იყოს კაცი, თუ რომ მას ზნეობა არ უვარგა. მისი მოქმედება სიკეთის მაგივრად ბოროტს შეამთხვევს ქვეყანას.
გიორგი წერეთელი
რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში მაინც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს.
პეტიტსენი
რაც უფრო დაბალი თანამდებობა აქვს კაცს, მით უფრო შესამჩნევია სამსახურში მისი არყოფნა.
ჰელმუდ ჰერნესი
რაც უფრო დიდი კულტურაა, მით უფრო დიდად ფასობს იქ განსჯა და შრომა.
“ივერია“, 1901, №144, გვ. 3.
რაც უფრო მატულობს უშრომელი შემოსავალი, მით უფრო ნაკლებ პატივშია შრომა. იქ, სადაც პატიოსან შრომას პატივი არა აქვს, პატივშია გარყვნილება და უზნეობა.
ვალერი ქაჯაია
რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობ, მით უკეთ ხედავ, რომ ამქვეყნად არაფერი არ მიიჩნევა ისე ღირსაცნობად, როგორც უმნიშვნელო ამბავი, და არაფერს არ უცქერ უფრო ზერელედ, ვიდრე მართლაცდა საგულისხმო ამბავს.
ძმები გონკურები
რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა საზოგადოდ, მით უფრო ნაკლებ მიყვარს ადამიანები ცალ-ცალკე. დამიახლოვდება თუ არა ვინმე, მისი პიროვნება თავმოყვარეობას მითრგუნავს და თავისუფლებას მიზღუდავს. რაც უფრო მეტად მძულდა ადამიანი კერძოდ, მით უფრო მგზნებარე იყო ჩემი სიყვარული კაცობრიობისადმი საზოგადოდ.
თ. დოსტოევსკი
რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, მით უფრო ახირებული არიან მოხელეები (მესაზღვრეები) და მით უფრო ლაპლაპაა მათი ტანსაცმლის ფორმა.
გრიგოლ წერეთელი
რაც ყველა დედას შიგ გულში ხვდება, ის მამას მხოლოდ შუბლამდე სწვდება.
გერმანული ანდაზა
რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი რომ ერკვეოდეს პოეზიაში, ხოლო პოეტებიპოლიტიკაში, ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა.
ჯონ კენედი
რბილი ეკალივითაა, რბილად გესობა, სამაგიეროდ მერე გაგამწარებსო, - ნათქვამია. რბილი ეკალი, - იტყვიან არაფრის გამკეთებელ, მოლაყბე, ბრექია და პატივმოყვარე თანამდებობის პირზე, რაიმე უბრალო საქმის მოგვარებას გულდაგულ რომ შეგპირდება, რამდენჯერმე მიგიყვანს, ზოგჯერ დაგემალება; როცა მოძებნი, ჩვეულებრივზე უფრო კარგად მიგიღებს, კიდევ, აგერ უკვე მერამდენედ შეგპირდება და მაინც არაფერს გაგიკეთებს!
ზურაბ ლომიძე
რედაქტორი, მაპატიეთ, კერძის მიმტანსა ჰგავს, ხოლო მკითხველი-საყვარელ სტუმარს. ერთხელ იმერეთში ერთმა მასპინძელმა შემომჩივლა თავის სტუმარზე - ფერსათის თავანკარა ღვინო დამიწუნაო! კაცი ისე გამშრალი იყო, თითქოს ტყვია დაჰკრესო.
ზოგს ფერსათს კი არა, წინანდალსაც ვერ მოაწონებ. “აბა ის რა ოჯახია, სადაც პაპა და შვილიშვილები ერთად ვერ მოთავსდებიან. გისურვებთ ყველა სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მუდამ გამარჯვებას შინ და გარეთ!“
რედაქტორის მინაწერი - “აიწყოს“, ნიშნავს - “კარგია!“ ხოლო მკითხველს მოეწონება თუ არა, ეს უკვე მისი საქმეა!
გიორგი ნატროშვილი
რელიგიის მოპოვება საკუთარ გულში - ეს დიდი და ვაჟკაცური საქმეა, რომელიც მთელ ცხოვრებადა ღირს. ტანჯვის მწვერვალებზე იბადება იგი, გულის სისხლით იზრდება და იმისდა მიუხედავად, მოაქვს თუ არა შვება კაცისათვის, მისი ცხოვრების გზა აღსრულების სიხარულით მთავრდება.
თაგორი
რელიგიის სამი ნიშანია: უწყვეტობა, კეთილი სიცოცხლე, სასწაული. უწყვეტობას ისინი ანგრევენ თავიანთი ალბათობით; კეთილ სიცოცხლეს - თავიანთი მორალით; სასწაულს - თავიანთი ჭეშმარიტებით.
პასკალი
რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი განსაცდელითა.
ძველი თქმულება
როგორ შეიძლება ანგარიში გაუწიო ბრბოს აზრს, როცა ცალკეული ადამიანის აზრი ჩალად არ გიღირს.
მოემი
როგორ შეიძლება შეიცნო შენი თავი? არა მჭერმეტყველობის, არამედ მხოლოდ მოღვაწეობის გზით, ეცადე შეასრულო შენი მოვალეობა, და გაიგებ, რა არის შენში.
გოეთე
როგორც დედაბოძი სახლისა, ეგრეთვე ჭკუა ბურჯია კაცისა.
გონების სალაროდან
როგორც მზე ანათებს აღმოსვლის დროს მაღალ ადგილებს, ისე კეთილი ქალის შეხვედრა და თავმდაბლობა, სიმშვენიერე ამშვენებს მის სახელს, როგორც სანთელი ანათებს სასანთლეს, ზედა წმიდისა, ისე ანათებს ქალის პირის სილამაზე ასაკსა ზედა მყუდროებით.
“მწყემსი“ 1890, №12, გვ. 13-15.
როგორც მზის სხივი დაიკარგება და გაქრება უსასრულო სივრცეში, თუ გზად დედამიწა ან ღრუბელი არ შეხვდა და არ გამოამჟღავნა მისი არსებობა, ასევე დაიკარგება ქვეყნად სიმართლე, თუ მას არ იღაღადებენ დიდსულოვანი და გამბედავი ადამიანები.
ედიშერ ყიფიანი
როგორც მინიმუმი, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი: უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები; უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის; ჰქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი და იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.
მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა სკოლაში, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს.
ნოდარ დუმბაძე
როგორც ტაძარში, შემოვდივარ აქ მოწიწებით, სადაც წინაპართ დიდი სიბრძნის შუქი ანთია, რამდენი თავი შეუმოსავს ამ შუქს დიდებით, რამდენი ბნელი უმეცრება გაუფანტია! ..და როგორც სკაში ითაფლება ყვავილთ ნექტარი, ფუტკრის მანანად უჯრედებში მოოქსოვილი, ისე იზრდება ხალხთა სულის ნამოქმედარი და ათას წიგნში ინახება აქ მოგროვილი..
ალექსანდრე აბაშელი (1944 წ.)
როდესაც ხედავ ობოლს, რომელსაც ნაღვლიანად ჩაუღია თავი, ნუ აკოცებ შენს შვილს შუბლზე.
საადი
როცა გონებრივ-ზნეობრივად დაქვეითდა ადამიანი, საცხოვრებისო ძალაც შესუსტდა და მაშინ მავნებელი კი არა, უვნებელიც მავნებელი გახდა მისთვის.
ალექსი ბერი (შუშანია)
როდემდის უნდა ითმენდეს კაცი უსამართლობის უნდო «სიმართლეს“? ..მივაღწიოთ იმას, რომ თვით სიმართლის სახელით, ქვეყნად აღარ ხდებოდეს უმცირესი უსამართლობაც. “სიბნელე? არასდროს, არასდროს! სიკვდილი წვდიადის ჩრდილებს! სინათლეს გაუმარჯოს, სინათლის ყვავილებს!
გალაკტიონ ტაბიძე
როდესაც კეთილი დასთესე და კეთილმა ნაყოფიც გამოიღო, რაღად სცდილობ უგნურად ქებისა და ჯილდოს მიღებასა ამ შენს კეთილის საქმისათვის.
“სინათლე“ 1911, №9, გვ. 2.
როდესაც რაიმე შემთხვევის გამო ვინმეს სიტყვას მისცემთ, ნუ გატეხთ მას, თუნდაც ეს თქვენ სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეთ. ვინც თავის პირობას შეასრულებს, ის ჩვენთან კარგი, ღირსეულ ადამიანად ითვლება, ვინც მიცემულ სიტყვას გატეხს, იგი უღირს, გაფუჭებულ კაცად მიგვაჩნია.
შამილი - რუს კაპიტანს.
როდის არის კაცი ბედნიერი: როცა “მწიგნობარი არა დურგლობს და დურგალი არ მწიგნობრობს, შინაური არა მტრობს და გარეგანი არ გვმეგობრობს.
ვალერიან გუნია
როგორც არ არის ქვეყნად ისეთი ყოფა, როცა კაცი ბედნიერია და სრულიად თავისუფალი, ეგრედვე არც ისეთი ყოფაა სადმე, როცა ადამიანი უბედურია და სრულიად მოკლებული თავისუფლებას. არსებობს საზღვარი ტანჯულთათვის და არსებობს საზღვარი თავისუფლებისათვის და ეს საზღვარნი ძალიან ახლო-ახლოა.
ლევ ტოლსტოი
როდის იჩენს სიყვარულსა და ნდობას მშრომელი ხალხი თავისი ორგანიზაციისადმი? მაშინ, როცა ორგანიზაციაში მუშაობენ არჩეულები კეთილსინდისიერად, უანგაროდ და ისინი დაკისრებულ საქმეს ასრულებენ და უძღვებიან პირნათლად.
კონსტანტინე ხომერიკი
რომ არ იყოს კანონი ადამიანის წინაშე ადამიანის პასუხისმგებლობის თაობაზე, მარტო სისასტიკე და ტალახი დარჩებოდა.
ბერტა ფონ-ზუტნერი
რომ შექმნა, რომ მოიმოქმედო რაიმე დიადი, საჭიროა, რომ მთელი ძალა სულისა ერთი წერტილისაკენ მიმართო. რომ შექმნა რაიმე დიადი, უნდა გახდე მთელის შენის არსებით ნაწილი მეორე, არსებული დიადისა. რომ შექმნა, რომ მოიმოქმედო რაიმე დიადი, საჭიროა გადაცხრილო ეს ხალხი (მოფუსფუსე პატარპატარა ხალხი), ეძებო მათში საუკეთესო თანამგრძნობელები. რომ შექმნა რაიმე დიადი, საჭიროა სინათლე, ბევრი სინათლე..
გალაკტიონ ტაბიძე
რომელ კაცსაც სიჩუმე არ მოსწონს, იმის ლაპარაკი მოსაწონი არ იქნება.
არისტოტელე
რომელ ნაკლს აპატიებდით ადამიანებს ყველაზე იოლად? - ისეთს, რომელიც გულწრფელად სურს ადამიანს მოიშოროს, მაგრამ ვერ ახერხებს.
ბერტა ფონ-ზუტნერი
რომელმან თავისი ამხანაგი ავათ ახსენოს და დასძრახოს, თითონ დაიძრახება და ავათ იხსენიება, და კაცმა რომ თავის ამხანაგის კეთილი მოინდომოს და თქვას, ქვეყანაში თითონ შეიქნება კარგი და თითონ მიიღებს სიკეთესა ღვთისაგან და კაცისაგანაც და ორსავე სოფელს კეთილი მიეცემა.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
რომელი პატივსა სცემს მამასა, განიწმინდების ცოდვისაგან და სიხარული ექმნების შვილთაგან თვისთა და ვედრების დროს უფალი შეისმენს მის ლოცვას. რომელიც პატივსა სცემს დედას, იგი შეიკრებს საუნჯეთა.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
რომელიც არ უსწავლებიათ არც მამასა და არც დედას, მას ასწავლიან დღენი და ღამენი.
ყაბუსი
რომელნიც კეთილ დარიგებას აძლევენ სხვას და თვითონ არ ასრულებენ, ემსგავსებიან გზებზე დასობილ ბოძებს, რომლებიც სხვას გზას უჩვენებენ და თვითონ კი ადგილიდან არ ინძრევიან.
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპოლი, 1878.
როს კაცი არის ზნეკეთილი და გულმართალი, მაშინ გონებაც იმას ხედავს, რასაც ჭვრეტს თვალი.
ზაქირი სამარყანდელი (XII ს.)
როცა ადამიანი გიყვარს, როცა მოხიბლული ხარ მისი პიროვნებით, გიჩნდება დაუძლეველი სურვილი, ხმამაღლა უთხრა ეს, ან ნატრობ, მოგეცეს შემთხვევა, რაიმე საჭირო საქმეში გამოადგე და ამით სიყვარული დაუმტკიცო. მაგრამ გადის წლები, შემთხვევა არ გეძლევა, სიყვარულის ხმამაღლა გამჟღავნება კი ისევე უხერხული გეჩვენება, როგორც ხმამაღლა ფიქრი!
ედიშერ ყიფიანი
როცა ადამიანი სიცოცხლიდან გააბიჯებს, მას არც ჩვენი კარგი ესიამოვნება და არც ცუდი შეაწუხებს,-ხსოვნა მისი საჭიროა ჩვენთვის ცოცხალთათვის, სწორედ ამაშია მოღვაწის ძალა, ამას აღმზრდელობითი, საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რომ კარგი კარგად ფასობდეს და ვისაც სიკეთე გაუკეთებია, არ უნდა მიიჩქმალოს.
არნოლდ ჩიქობავა
როცა ადამიანი სთესს სიკეთეს, მან უნდა იცოდეს, რომ იგი წაადგება არა მარტო საკუთრივ მას, არამედ მთელ მის შთამომავლობას. (სიკეთე, სიყვარული, მიტევება, საკუთარი დანაშაულის და ცოდვის დანახვის უნარი, გზის ძიება მის გამოსასწორებლად).
ილია II
როცა ბრიყვები ჩხუბობენ (დაუსრულებლად კამათობენ), ჭკვიანები მდიდრდებიან.
ებრაული სიბრძნე
როცა დიადი არა ხარ, მისმინე, ნუ ხარ ზვიადი, დიადის ადგილს ნუ ეძებ, როცა არა ხარ დიადი. თუ სიდიადე გენება, არ გაჭრის მარტო ქენება, წინაპრებს ეცი პატივი, იცოდე, მათი ხსენება.
ნიზამი განჯელი
“როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია, მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს“ (ეკლესიასტე), იგი “წუხილმომრავლებული, დიდი დარდის შვილია“.
ვანო ჩხიკვაძე
როცა ერთი კაცი გიჟდება, ამას უბრალოდ სიგიჟე ჰქვია, ხოლო როცა ყველა გიჟდება - რევოლუცია.
ნიცშე
როცა კაცი მოულოდნელად იცვლის ცხოვრების წესს, ამხანაგები მაშინვე ცუდსა და სამარცხვინოზე აიღებენ გეშსა და გუმანს.
მოემი
როცა კაცი დასუსტდება და დაუძლურდება, ის სხვას შეჰყურებს და სხვის იმედით სულდგმულებს. როდესაც კაცი ცხოვრების მიზანს დაჰკარგავს და რწმენა გაუქარწყლდება, ტრიალებს აღშფოთებული და სხვას უყურებს თვალებში, ეგება სხვამ მიშველოს რამეო. ჩვენ, ქართველებს, სწორედ ამ დაუძლურებულ და სასოებადაკარგულ ადამიანის ელფერი დაგვედო.
არჩილ ჯორჯაძე
როცა კაცი კაცს აყვედრის, მე შენზე უკეთესი ვარო, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ უარესი და ამაზრზენია, როცა ერი ერს ეუბნება და დასცინის - მე შენზე უკეთესი ვარო.
ლევ ტოლსტოი
როცა მაბეზღართ აჯილდოვებენ, იქ თავისს დღეში დამნაშავე არ გამოილევა.
“ივერია“ 1901, №71, გვ. 6.
როცა ფული ლაპარაკობს, მაშინ მართალი მდუმარებს.
“ივერია“ 1901, №178, გვ. 1.
როცა ყველანი დამნაშავენი არიან, არავინ არის დამნაშავე.
პიერ ლაშოსე
როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება-არამზადობაა.
ლევ ტოლსტოი
როცა ჩვენ ნათლად გავიგებთ იმას, თუ რითიცა ვართ დაკავშირებულნი ძველ თაობასთან, რა გვაქვს მასთან საერთო და რა არა, მაშინ, და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, შევიგნებთ იმას, რა გზით უნდა ვიაროთ მომავალში, დავინახავთ ჩვენს საკუთარ პიროვნებას, გამოჩნდება ახალი თაობის ახალი პროგრამა.
არჩილ ჯორჯაძე
როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედებენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი სრულიად უღონონი არიან.
დუკლო
რუსთაველის პროსპექტი - თბილისის ღერბია, მისი სიმშვენიერე, მისი კულტურისა და თანადროობის მაჩვენებელი. გარდა ამისა ის - თბილისელ საზოგადოების სანავარდოა: აქ კეთდება ყოველივე საქმე; აქ იწყება კარიერა; აქ ნაღდდება ფულზე ყოველგვარი ნიჭი; აქ წყდება საქართველოს და მსოფლიოს პრობლემები სადილის ჭამის და პაპიროსის წევის დროს.. დაბოლოს, აქ იხვეჭენ სახელს..
აქ პოულობენ უფლებას ატარონ პორტფელი მაშინაც კი, როდესაც ის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, ააცურონ თვალი უღირს, ან ცუდად ჩაცმულ ნაცნობებს, რომელთა მდგომარეობა არ ხდის სავალდებულოდ მათ ცნობას და არ იწვევს სახეზე თავაზიან და გულისმოსაგებ ღიმილს.
კოლაუ ნადირაძე (1925 წ.)
რჩევას ნუ იქმ სულელ კაცთან, რადგან მას არ შეუძლია საქმის დაფარვა. გარეშე პირთან ნუ იქმ რაიმე ფარულ საქმეს, რადგან არ იცი, თუ რას იზამს იგი. შენს გულს ნუ გადუშლი ყველას, რომ მან სამაგიეროდ ცუდი არ მოგაგოს.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
რჩევასა და დარიგებას კი აძლევენ და ჭკუას კი არა, რომ ეს რჩევა და დარიგება გამოიყენონ.
ლაროშფუკო
რჩევების მისაცემად მზადაა ყველა, ყველამ არ უწყის, საკუთარ თავს როგორ უშველოს.
სებასტიან ბრახდი, XV საუკ.
რწმენა მომავლისა, თუ იგი დამყარებული არ არის წარსულზედ და იქ არა აქვს მას ფესვები გადგმული, არის ბავშვური თავის მოტყუება. მხოლოდ მათ შეუძლიანთ უშიშრად უცქირონ მომავალსა, ვინც მცოდნეა წარსულისა.
ბესტუჟევ-რიუმინის საფლავის ქვის წარწერა
რწმენა არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება ურწმუნო გარემოში გაატარა. იმ დიდი გაგებით ასეთი რწმენის მოთხოვნა უფლებააყრილი ადამიანის გაშარჟება-გაბიაბრუებაა და მეტი არაფერი.
სტეფან ცვაიგი
ს
სტუმარი გიყვარდეს, გლახას არ დაემალო, ობოლს არ გაუწყრე, მშიერი დააპურე, შეციებული გაათბე, გვერდით დაისვი ( ანდა - დაიყენე ) ცეცხლთან, ცოტა ჩაიჩოჩე, არაუშავს, ყველას გეყოფათ ადგილი.
განიკითხე და განიკითხები. დედ-მამა დააფასე, გინდაც მიგატოვონ. მკვდრები არ დაივიწყო, რადგან შენც მოკვდები, შენც იქ ხარ მისასვლელი....
ოთარ ჭილაძე
სად არის ჩვენს საზოგადოებაში შრომა თავდადებული, გატაცება მტკიცე, გულწრფელობა, სიმართლე, თავგამოდება შეგნებული, სურვილი ხანგრძლივი, კავშირი საფუძვლიანი, შეერთება სერიოზული? არავითარი მუყაითობა, დაკვირვება, შეთვისება, დაფიქრება! მხოლოდ მასხარაობა, უდიდეს საქმეების მოუფიქრებლად გადაჭრა, სიცილი სამარის წინ!
ვიცინით და ვმასხარობთ, არც სხვას და არც ჩვენს თავს არა ვსთხოვთ სერიოზულობას, მოვალეობის შესრულებას, ვმასხარაობთ, სანამ მასხარაობა ჩვენი არ წალეკავს ყველაფერს და თან არ ჩაგვიყოლებს ჩვენც, მასხარებსა!..
სამსონ ფირცხალავა (1910 წ.)
სად გაგონება არ არის, კარგვაა სიმართლისაო!
გლეხთაგან თქმული
სად მაღალი არსად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.
დავით გურამიშვილი
სიყვარულისთვის სიკვდილი რთული არ არის. მაგრამ რთულია იპოვო ადამიანი, რომლის გამოც სიკვდილი ღირს.
ფრედერიკ ბეგბედერი
სადაც არ არის მართლმსაჯულება, იქ ბუნაგია და არა მამული.
ლემონტეი
სადაც სინდისია, იქ საკმაოა პატიოსანი სიტყვაც, სადაც სინდისი არ არის იქ ფიციც არაფერია.
შარლ რეინოლი
სადაც სულელად ყოფნა ბედნიერებას შეადგენს, იქ დიდი უგნურებაა ყოფნა ჭკვიანისა.
თ. გრო
სადაც ჯაშუშებს ჯილდო ეძლევათ, იქ ბრალიანნი ყოველთვის მრავლად იქნებიან.
ეტიენ მილერამი
სავსებთ შეიძლება ენდო მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც კეთილი გული აქვს და ამასთან განათლებული და ჭკვიანიც არის.
გიორგი ახვლედიანი
საზოგადოება არ იქნებოდა, ადამიანები რომ ერთმანეთს ცბიერად არ ეკიდებოდნენ.
ვოვენარგი
საზოგადოება ისე არავის არ სჯის, როგორც იმათ, ვინც იმის ხმას არ ემორჩილება, ვინც იმის წესს მასხარად იგდებს. ჭორი, მითქმა-მოთქმა, ბოროტის ენის ტრიალი დიდი დარაჯია და მცველი ზნეობისაო, დიდი ღვთის წყალობაა საზოგადოებისათვისაო.
ხმა ერისა, საზოგადოებისა, ანუ ის, რასაც ზოგიერთნი ჭორს ეძახიან, ისეთისავე ყურადღების ღირსია, როგორც ნამუსი, სინიდისი, იმიტომ - რომ ყოველივე გარეგანი ჩვეულება მტკიცე საფუძველია ზნეობისათვის და, ვინც ბოროტს ენებს მასხარად იგდებს და არღვევს კეთილს ჩვეულებას, იმას ვითომც პირველი ნაბიჯი გადაუდგამს ზნეობის კანონების დარღვევაში.
რუდოლფ იერინგი
საზოგადოება, რომელიც თავის წევრს, ჭუჭყიან ადამიანად ყველასგან ცნობილს წევრს, თავის წრეში ადგილს მისცემს, საზოგადოება, რომელიც მეტიჩარა, არამკითხე მოამბეს არ შეუტევს და არ ჩააჩუმებს, რომელიც არ დასჯის ზნეობრივად მაინც ბოროტგანმზრახველს და სიყვარულით და პატივისცემით არ მოექცევა პატიოსანს, ის საზოგადოება სასურველ კალაპოტში ვერ ჩააყენებს ცხოვრებას და გარყვნის, გაასაძაგლებს მას.
“კლდე“ 1912, №3, გვ. 6-7.
საზოგადოება უტრადიციოდ ვერასოდეს ვერ იქნება მტკიცე და ღონიერი. ჩვენში ყოველი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ახლად გამოდის საზოგადო ასპარეზზე, უპირველესად იმას სცდილობს, რომ დაარღვიოს, რაც არსებობს და რაზედაც შეეძლო მას დაემკვიდრებინა თავისი მუშაობა.
ყველას ახალის, მუდამ ახალის გაკეთება გვინდა და ამ მუდმივ ახალის კეთებით ვერაფერს ვქმნით საფუძვლიანს, დიდღირსებიანს, რომელიც გადადიოდეს თაობიდან თაობაზე და ასწავლიდეს საზოგადოების წევრებს მოპოვებულ უფლების თუ ქონების დაფასებას.
სამსონ ფირცხალავა
საზოგადოებას მხოლოდ იმ ადამიანის დამორჩილება შეუძლია, ვისაც სინდისი აქვს.
მოემი
საზოგადოებრივი (და ეროვნული) ცხოვრება ყველა შეგნებულ პირთაგან მოითხოვს გონების სიფხიზლეს, ძალ-ღონეს და ენერგიას; რომელ დარაჯსაც კი სძინავს ჩაბარებულ სადარაჯოზე,-თანაბარი მოღალატეა იმ პირთან, რომელიც მტრის ბანაკში გადასულია.
ბერკი
სათაურის მიხედვითაც შეიძლება წიგნზე იმსჯელო.
არაბული ხალხური სიბრძნე
სათნოებას მოკლებული ადამიანი ძნელად შეძლებს ბედნიერების გონიერად გამოყენებას.
არისტოტელე
სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს თანასწორად მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი - შენზე გაცილებით აღმატებულად ჩათვალე სულიერ სრულყოფილებაში.
წმიდა ანტონი დიდი
საიდუმლო შენი პატიმარია, ვიდრე იცავ; ხოლო თუ ვერ შეინახე, მაშინ შენ ხდები იმის პატიმარი.
ჰამადანი
საიქიო არის ხატში განჭვრეტილი, ყოველგვარი უხეში მატერიისაგან გაწმენდილი, გამშვენიერებული სააქაო.
ფეიერბახი
საკმაო არ არის კაცმა ცოდნა შეიძინოს: ისიც უნდა იცოდეს, როგორ გასცეს იგი სამატებლად.
პენინი
საკმარისი არ არის, რომ თავად პატიოსანი იყო, უნდა გველივით გეზიზღებოდეს უპატიოსნობა და ვითარცა გველს მუდამ მზად უნდა იყო თავი გაუჭყლიტო უპატიოსნობას.
ვალერიან გუნია
საკმარისია სულ მცირე ჭეშმარიტება, რომ ერთი ადამიანი კი არა, მთელი წოდება ამხედრდეს შენს წინააღმდეგ.
ნიკოლაი გოგოლი
საკუთარი ღირსებების მიმართ ღრმად დარწმუნებულ ადამიანს თუ თავის ცთომილებას დაუმტკიცებ, ისევე ცუდ სამსახურს გაუწევ, როგორც მოეპყრნენ იმ გიჟ ათანელს, ვისაც ნავსადგურში შემოსული ყველა გემი თავისი ეგონა.
ლაროშფუკო
საკუთარი ოჯახის ბოლი სხვის ცეცხლსა სჯობია.
ლათინური ანდაზა
სამართლიანი ადამიანი თავისი თავის პირველი მბრალდებელია.
სოლომონი, ეპისტ. 18,17
სამართლიანია ჩვენი მტკიცება, რომ ძალიან მდიდარი ადამიანები გულუხვები არ არიან და რადგან ისინი გულუხვები არ არიან, არ შეიძლება, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.
პლატონი
სამართლიანობა გენიოსობის წყაროა და ადამიანები უფრო მდიდარი იქნებოდნენ სულით, რომ უფრო ზნეობრივნი ყოფილიყვნენ.
“ლიტ.საქართველო“ 1998, 4 ნოემბ., გვ. 11.
სამგვარი მეგობრები მყავს: ისინი, რომელთაც ვუყვარვარ; ისინი, რომელნიც სულ არ მაქცევენ ყურადღებას, და ისინი, რომელთაც ვძულვარ.
შამფორტი
სამება - ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე უბრალო, მოძველებული ფორმულა როდია. თუკი წინა ორს გაუჭირდა ცხოვრებაში დამკვიდრება, იქნებ მესამემ მაინც იმარჯვოს.
თ.დოსტოევსკი
საერთოდ არ მინდა ვიცოდე, რას ფიქრობენ ადამიანები ჩემზე ზურგს უკან, რადგან უკვე საკმარისად კარგი აზრი მაქვს საკუთარ თავზე.
ოსკარ უაილდი
სამი თვალი აქვს ბრძენის გონებას: ჰხედავს წარსულსა-იკვლევს, გვამხილებს; ჰხედავს აწმყოსა - გვირჩევს, გვაშინჯებს; ჰხედავს მომავალს - სწონავს, გვაფრთხილებს.
დიმიტრი მაჩხანელი
სამი რამ არის მეტისმეტად აუტანელი: გლახა-ამპარტავანი, ბებერი-არშიყი და მდიდარი-ძუნწი.
“ივერია“ 1901, №159, გვ. 4.
სამი რამ არის, რაც კაცს ბოროტისაგან დაიცავს: მშვიდობით იყოს, პირის წყალი და სრული ჭკუა ჰქონდეს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, თბ., 1899.
სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა. სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.
აკაკი წერეთელი
სამი რამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს ხელმწიფეს: ერთი, რომ იგი მმართველია ერისა, მეორე - კანონისა და სიმართლის თანახმად უნდა მართავდეს, და მესამე - მმართველობა მისი საუკუნო არ არის.
ევრიპიდე
სამი სახის ვნება განიშორე: საკუთარი ნება, თავის მართლება, კაცთმოთნეობა, მაშინ გრძნობებს უეჭველად გაუმკლავდები და ღმერთი ყოველგვარი სიბოროტისაგან დაგიცავს.
წმ. ბარსანოფი დიდი
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას.
ილია ჭავჭავაძე
სამნაირი უმეცრებაა. ერთი - არარაის ცოდნა. მეორე ცუდად ცოდნა მისი, რაც იცის, მესამე - ცოდნა იმისი, რაც არ უნდა იცოდეს.
შარლ დუკლო
სამშობლო განსაცდელშია! და დღეს ჩვენთვის იშვიათია სხვა სიტყვა უფრო მართალი, რომელიც ასე სისწორით, უნაკლოდ, სავსებით გამოხატავდეს სინამდვილეს.
– ეს ყველაფერია. ეს ჩვენი ყოფნა და არყოფნაა. სამშობლო განსაცდელშია, იღუპება, მაშასადამე, ვიღუპებით ჩვენც, იღუპება ჩვენი დედა, რომლითაც ვარსებობთ და ურომლისოდაც შესწყდება ჩვენი მაჯისცემა და მოკვდება სული.
იკარგება ათასის წლობით მოპოებული, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, მწერლობა, მუსიკა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც შეადგენს ჩვენს “მე“-ს, ჩვენს არსებას, ჩვენს შემოქმედებას, სიცხოველეს, უკვდავებას.
სამსონ ფირცხალავა
"სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა.
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მეჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!.."
რაფიელ ერისთავი
სამშობლო ქვეყნის კაცურ სამსახურს წარამარად ლაპარაკი არ შვენის.
რევაზ ინანიშვილი
სამშობლოს კვამლიც კი ტკბილია და საამური.
ალექსანდრე გრიბოედოვი
სამშობლოს მოცილებული ადამიანი მდუმარე ბულბულს ჰგავს.
პოლონური ანდაზა
სამშობლოს ღალატის მერე, ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია სხვა ხალხთა სიძულვილი, დამცირება და ხალხებს შორის მტრობის ჩამოგდება. საქართველო უნდა გახდეს სრულუფლებიანი, ღირსეული წევრი თანამედროვე კულტურული სამყაროსი.
თამაზ ჭილაძე
სამწუხარო და სავალალოა, როცა ერის წიაღში მოჭარბებულადაა იმ ადამიანთა მასა, რომლებიც შეპყრობილი არიან თაყვანისცემის გრძნობით - მამაზეციერს, ან მიწიერ ღმერთკაცს რომ მოუდრიკონ ქედი. ეს ის ადამიანებია, რომლებმაც ზრდა ვერ დაასრულეს ან არ დაასრულეს და როგორც ბავშვობაში მათთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი მამა იყო - ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის შემძლე, დამცველიც და დამსჯელიც, და, რაც მთავარია, მზრუნველიც, ახლაც ეძებენ მსგავსს ავტორიტეტს. ბელადს, წინასწარმეტყველს, ღმერთს.
მიხეილ ჩულაკი
სამხედრო კაცის ძალა - იმედი და რწმენაა.
გიორგი მაზნიაშვილი
სანამ იცოცხლებ, ერიდე ადამიანების შეფასებას მათი გარეგნობის მიხედვით.
ფრანგული ანდაზა
სანამ კაცს სიტყვა არ უთქვამს, მისი ნიჭი და ნაკლი დაფარულია, მაგრამ ნუ გგონია, ყველა ტევრი ცარიელი იყოს, ეგების შიგ ვეფხვსა სძინავს.
საადი
სანამ ცოცხალ არს ამა ქვეყნად ადამიანი, ვერ იტყვის რომე: “ჩემთა ჭირთა ბოლო ეს არი“.
შექსპირი
სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი.
ძველი გალური ანდაზა
სანატრელი არ არის იმის ბედი, ვისაც არავინ შენატრის.
ესქილე
სანდო არაა მშობელი რომ თავის შვილს აქებს.
კორნელი
საპატიმროში უფრო შეჰხვდები პატიოსან კაცს, ვიდრე საბაჟოში.
ჩინური გამოთქმა
სარკეში ჩახედვისას, თუ საკუთარი თავი არ მოგეწონება, სარკეს ნუ დაამსხვრევ, იგი არაფერ შუაშია.
მერაბ კოკოჩაშვილი (ისრაელში გაგონილი)
სარწმუნო მეგობარი არის ძლიერი საფარველი; ვინც მოიპოვა იგი, მოიპოვა საუნჯე. სარწმუნო მეგობრისთანა არარაი არს, იგი არის დაუფასებელი; სარწმუნო მეგობარი არს წამალი ცხოვრებისა.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
სარწმუნოს მოყვრის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა.
არჩილ მეფე
სარწმუნოება მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერის განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა.
ვაჟა-ფშაველა
სარწმუნოება სიყვარულსა ჰგავს და ძალდატანებით ვერავის ჩაენერგება. ამიტომ დიდი უგუნურებაა ვისმე ძალა დავატანოთ, გინდა თუ არა ესა და ეს სარწმუნოება ირწმუნეო. როგორც ძალდატანებულს სიყვარულს სიძულვილი მოსდევს, ისე ძალდატანებულს სარწმუნოებას სრული ურწმუნოება მოსდევს.
შოპენჰაუერი
სარწმუნოების გარეშე სახელმწიფოს არსებობა არ შეუძლია, - იგია მისი ბოძი.
გეორგ ვებერი
სასარგებლო რიტუალების ასრულება და ადამიანის ვალდებულებათა ღალატი, ლოცვების წარმოთქმა და ბიწიერების შენარჩუნება, მარხულობა და მახლობლის სიძულვილი, ვერაგობა, ძალმომრეობა, - აი უმეცარი ქრისტიანის სარწმუნოება. ნამდვილი ქრისტიანის რელიგია კი იმაში მდგომარეობს, რომ მან ყოველი ადამიანი თავის ძმად ჩასთვალოს, მას სიკეთე უყოს და ბოროტება აპატიოს.
ვოლტერი
სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს, და საბრალოა როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
სასაცილოდ აგდება სხვისა ხშირად ჭკუის სიღატაკესა ნიშნავს.
ლაბრიუერი
სასტიკად დასაჯე შენი შვილი, როცა ნახო რომ ჭიასა ჰკლავს, იქიდან იწყება კაცის მკვლელობა.
პითაგორა
საუკეთესო და ღმერთების მოსაწონი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიწათმოქმედებაში სამიწათმოქმედო სამუშაოს ასრულებენ ბეჯითად, სამკურნალო ხელოვნებაში - საექიმო მოვალეობას და სახელმწიფო გამგებლობაში - საზოგადო საქმეს.
სოკრატე
საუკეთესო ხელმძღვანელი ისაა, ვისაც ბევრი მასზე ჭკვიანი ქვეშევდრომი ჰყავს.
ჰელმუდ ჰერნესი
საფლავი ვაჟკაცისა წმიდა სალოცავია მამულისათვის.
ეზოპე
საქართველო მაშინ წამოიწევდა ხოლმე, როცა ხალხს სათავეში ვაჟკაცები ედგნენ.
მიხეილ ჯავახიშვილი
საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიბიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზად მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს... ბევრი მინახავს ასეთი.
ნოდარ დუმბაძე
საქართველოს ძალიან უყვარს ადამიანის ამაღლება და მალე დაცემაც. ადამიანის ამაღლება, - ეს არის სტატისტიკიდან მცირე ხალხის წყურვილი: ჰყავდეს კერპი. დაცემაც იმის ბრალია, რომ რადიუსის სიმოკლე უშლის თვალიდან კერპის მიფარებას და მალე იმსხვრევა, როცა თვალები მიაშტერდებიან.
ტიციან ტაბიძე
საყვარელი ადამიანისადმი ძალდატანებითი ერთგულება არაფრით სჯობს ორგულობას.
ლაროშფუკო
საშინელი კიცხვაც კი ადვილად ასატანია იმათგან, რომელნიც ჩვენს ქებას უფრო სიამოვნებით იტყოდნენ, ვიდრე ძაგებას.
ვ.ეშენბახი
საძაგს საქმეს კაცს ვერ ვუქებ, კაცი კარგ საქმით იქება.
“ივერია“ 1887,N№18, გვ. 1.
"საწუთრომან ჰრქვა: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა;
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კარგი კაცობა."
დავით გურამიშვილი
საჭირო არაა ხალხს მორალი უკითხო და ჭკუა ასწავლო, თვითონ შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ მათთვის მაგალითი იყო.
სიჰბა სინგჰი
საჭიროა შეგნება, რომ ჭამა დ სმა კი არ არის ადამიანის დანიშნულება, რომელსაც მშვენივრად ასრულებენ ცხოველები, არამედ სულის ძალების განვითარება, ზნეობრივი სიმაღლე, რომლის უმისოდ კუჭი ვერასოდეს ვერ იგრძნობს კმაყოფილებას.
“შინაური საქმეები“ 1908. (ქუთაისი)
სახელი და დიდება ის თივაა, რომლის ჭამითაც ადამიანი მხეცი ხდება.
რენანი
სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მსხვერპლსა და სამსახურს მოითხოვს მოქალაქეებისაგან, არ შეიძლება მათი სიყვარულისა და პატივისცემის საგანი იყოს.
პოლ ვალერი
სვინიდისი სამსჯავროა, რომლის წინაშე ადამიანი ერთსა და იმავე დროს თავისთავის ბრალმდებელიც არის, მოწმეც, მსაჯულიც და ჯალათიც.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან სიავით შეპყრობილი ადამიანისათვის ავსიტყვაობა ნიშნავს სიტყვის თავისუფლებასაც, დემოკრატიასაც და დამოუკიდებლობასაც.
თეოფრასტე
სიბრძნე უდროოდ კაცს არ აბერებს, თუ გული მთლად აქვს, კიდეც ამღერებს.
დავით გურამიშვილი
სიმართლის თქმა მოვალეობაა. ზნეობის ყველაზე მტკიცე საყრდენი და ჭეშმარიტი წყაროა მოვალეობა. არიან ისეთი თანამგრძნობი სულის ადამიანები, რომ ყოველგვარი პატივმოყვრული მოტივის ან ანგარების გარეშე შინაგან კმაყოფილებას გრძნობენ, თუ თავიანთ გარშემო სიხარულს თესავენ.
მათ სიამოვნებთ სხვების კმაყოფილება, რაკი ამის მიზეზი თავად არიან. მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაში, ყოველ ასეთ საქციელს, რაც უნდა შეესაბამებოდეს იგი მოვალეობას და რა კმაყოფილებასაც უნდა გვანიჭებდეს, მაინც არ გააჩნია არავითარი ზნეობრივი ღირებულება. მერე - აქვს კი რაიმე ფასი გულცივად ჩადენილ სიკეთეს?.
კანტი
სიმშვიდისა და სილამაზის ის მცირე ოდენობა, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას სცხია, თავის არსებობას უნდა უმადლოდეს არა ლამაზ სიტყვებსა და დიად საქმეებს, არამედ ყოველდღიურ პატარა საქმეთა უდრტვინველად შესრულებას.
თაგორი
სინამდვილეს ინტელექტუალი ყოველთვის მიკროსკოპით უჭვრეტს.
აინშტაინი
სინდისი ადამიანს ფეხზე აყენებს, გამბედაობა კი ხელს უწყობს დარჩეს იმავე მდგომარეობაში.
“ცნობის ფურცელი“ 1899, 726.
სინდისი იმიტომ დაუყენეს დარაჯად ადამიანს, რომ წესებს არ გადაუხვიოს. ეს წესები საზოგადოებამ საკუთარი თავის დასაცავად გამოიგონა. სინდისი ყოველი ადამიანის გულში მოკალათებული პოლიცსმენია. იგი თვალყურს ადევნებს, რომ კანონი არავინ დაარღვიოს.
სინდისი ჯაშუშია, რომელიც ჩვენი მეობის მთავარ ციხესიმაგრეში ჩასაფრებულია. ადამიანს ისე ძალიან უნდა ხალხმა საქციელი მოუწონოს, ისე ძალიან ეშინია საზოგადოების სამსჯავროსი, რომ თვითონვე უღებს თავის უბოროტეს მტერს ციხე-სიმაგრის კარს. იგი აიძულებს ადამიანს, რომ საზოგადოების ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.
მოემი
სინდისი სამსჯავროა, რომლის წინაშე ადამიანი ერთსა და იმავე დროს თავისი თავისთვის ბრალდებულიც არის, მოწმეც, მსაჯულიც და ჯალათიც.
ლა-ლუცერნი
სინდისის მექანიზმი სპობს ადამიანის გაორებას. არ შეიძლება ყველაფერი სწორად გესმოდეს და უმართებულოდ იქცეოდე, ერთი იცოდე და მეორე აკეთო.
სინდისთან დამალობანას თამაში არ გაგივა. მასთან მორიგება გამორიცხულია. მას ვერც მიაძინებ, ადრე თუ გვიან გამოფხიზლდება და პასუხს მოგთხოვს. თავად განსაზღვრე შენი თავი, განიმსჭვალე მორალური მოვალეობის შეგნებით, მიჰყევი მას მარად და ყველგან, თავად აგე პასუხი შენი ქცევისათვის.
კანტი
სიტყვას მაგიური ძალა აქვს. გინდა კაცს მოკლავ, გინდა - აცოცხლებ. პირველი იყო სიტყვაო, შემთხვევით არ არის ნათქვამი. სიტყვით მკურნალობა შეიძლება, სიტყვით შეიძლება ადამიანი მოსპო, გაანადგურო, განსაკუთრებით შესამჩნევია სიტყვის ძალა იმპულსური ადამიანების მაგალითზე.
დიმიტრი ალექსიძე
სიმხდალე თავის მწვერვალს რომ მიაღწევს, ულმობლობად გადაიქცევა.
ჰენრიკ იბსენი
სიყვარული ზურმუხტის ძვირფას თვლებივით ამკობს ადამიანის ცხოვრებას. იგი ამ ცხოვრებაზე ბევრად უფრო მაღლა დგას და მეტად ძვირფასია იმათთის, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს.
დავით სულაბერიძე
სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება და გვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა.
სიყვარული ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა, დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა.
სიკვდილი გაღვიძებაა, თითქო განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო, უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე, თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.
ლევ ტოლსტოი
სიყვარულის გრძნობის განცდა მხოლოდ ყოველმხრივ ჩამოყალიბებულ, სრულყოფილ, მაღალგანვითარებულ ადამიანს შეუძლია.
ფრომი
სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ კაცმა ტყუილები ილაპარაკოს.
აპდაიკი
“სიძულვილი სიფრთხილეს უკარგავს ადამიანს!“ (რემარკი); ასევე სიყვარულიც.
გიორგი შატბერაშვილი
სიხარული მაშინაა კეთილშობილური, როდესაც მოგვაგონებს დიადს პასუხისმგებლობას, რომელსაც გვავალებს საგანი სიხარულისა. მხოლოდ ბავშვებს შეჰფერით უპასუხისმგებლო სიხარული.
სამსონ ფირხცხალავა
სრული უმეცრება არც ისეთი უბედურებაა, რომ კაცს ყველაზე უფრო იმისი ეშინოდეს; ცუდად გაგებული და ურიგოდ მონელებული ცოდნა ბევრად უარესი და სახიფათოა.
პლატონი
"სულელ მეგობარს გირჩევნოდეს მძვინვარე მტერი,
ბრიყვი მოყვარე ურგებია, ვით ფეხის მტვერი."
ზაქირი სამარყანდელი
სულელს სულელი მაქებარი არ დაელევა.
ბუალო
სულიერად გაუწვრთვნელი კაცი ფიზიკურად დონდლო და გაუღვიძებელ ადამიანს ჰგავს, მისი სულიერი არსება მოშვებული და განუვითარებელია.
გიორგი შატბერაშვილი
სუყველა დედას ღიმილი აქვს თავისებური, მაგრამ ტირილში ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს..
ნაფი ჯუსოითი
სწავლისა და სიბრძნის მოყვარე ადამიანებმა საჭიროა იცოდნენ, რომ დრო სამად იყოფა - წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. წარსულზე უნდა მოგვითხრონ, აწმყოზე ილაპარაკონ, მომავალი კი განჭვრიტონ და გაგვაფრთხილონ.
თოვმა მეწოფეცი
სხვების სისულელე ჩვენ ვერა დროს ვერ დაგვაჭკვიანებს.
ნაპოლეონ ბონაპარტე
სხვისი დახმარების შემყურე ყველაზე ნაკლებად ეხმარება საკუთარ თავს.
კონსტანტინე გამსახურდია
სჯობს კაცმა კაცის გული სიყვარულით მოიპოვოს, ვიდრე შიშითა.
დაციერი
სჯობს მარგალიტსა, ოქროსა, ვერცხლსა, კაცი არ ვარდეს სირცხვილის ცეცხლსა.
დავით გურამიშვილი
სჯობს მცირედი მართლისა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
იოანე ბატონიშვილი
სჯობს სამი დღე იცოცხლო და ყველა მოხიბლო შენი სილამაზით, ვიდრე მთელი საუკუნე და ზიზღს ჰგვრიდე ადამიანებს.
მიხეილ კვესელავა
სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა.
არჩილ მეფე
სჯობს საქმე უხმოი სიტყუასა უსაქმოსა.
ნიკოლოზ ორბელიანი
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა.
შოთა რუსთაველი
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთნელის შვილის ყოლასა.
დავით გურამიშვილი
ტ
ტანჯვა უსაზღვროა და მრავალნაირ ფორმას იღებს. ზოგჯერ ის საგანთა ბრმა ტირანიით, გაჭირვებით, ავადმყოფობით, ბედის უკუღმართობით, კაცთ გაუტანლობითაა გამოწვეული. ზოგჯერ კი მისი სათავე თვით ადამიანშია და მაშინ ეს ტანჯვა ნაკლებ სავალალო, ან ნაკლებ საბედისწერო როდია, რადგან კაცი თავის არსებას თავად ვერ ირჩევს, რაც არც გაჩენა უთხოვია და არც ყოფნა ისეთად, როგორადაც აქცია არსთა გამრიგემ.
რომენ როლანი
ტანჯვის სიმწვავეს მხოლოდ ისა გრძნობს, ვინც განზედ გასდგომია ქვეყნიერების ცხოვრებას, არა ჰხედავს იმ თავის შეცდომებს, რომლითაც ტანჯვა შეჰქონდა ქვეყნიერებაში, თავისი თავი უდანაშაულო ჰგონია და ამიტომ აღშფოთებულია იმ ტანჯვათა წინააღმდეგ, რომელთაც განიცდის ქვეყნის ცოდვათათვის.
ლევ ტოლსტოი
ტაძარსა შინა მოწყალებისასა ყოველი ფერი დიდია, ხოლო კარი ისეთი დაბალი აქვს, რომ მარტო ცოცვით თუ შევა კაცი.
დე-ლევი
ტაძრები თავიანთი სიდიადით და აგებულებით შიშს და კრძალვას უნერგავდნენ ხალხს.
ჰენრი ბოკლი
ტვირთი შენგან უზიდავი სხვამან ვითა აიკიდოს?
ვახტანგ VI
ტკბილსა პატრონი უდგა მცველად, მწარეს - მისივე სიმწარე.
“სინათლე“ 1911, №9, გვ. 2.
"ტრელთა ენათა ეკრძალე, კაცი გიყვარდეს ცნობილი;
მაბეზღართ ყოლე ნუ უსმენ, სიტყვა ნუ გინდა გმობილი."
ვახტანგ VI
ტრიბუნაზე მან (ი.გრიშაშვილმა) თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა და ალბათ ნახევარ საქართველოს მაინც ახსოვს, როგორ ქანაობდა მისი პატარა სხეული, როგორ ტოკავდა ეს სიფრიფანა კაცი, როგორ ნაბავდა თვალებს, როგორ შლიდა სუსტ ხელებს მთელი დარბაზის გულში ჩასახუტებლად (სხვათა შორის ახლობლებისათვის უთქვამს, მთელი ჩემი ცხოვრება სცენაზე ვარ და მაინც ყოველი გამოსვლის წინ შიშით გული მელევაო).
ლექსს ისე კითხულობდა, თითქოს ბაიათს ასრულებსო, გაბმით, წამღერებით, აქა-იქ წატირებითაც და სხეულის მოძრაობას ამ რიტმს აყოლებდა.
გურამ ასათიანი
"ტყვია სჯობს, ტყვია, როდესაც იგრძნობ ღალატს ვინც გიყვარს იმის!
წამსვე ჩაქრება წმინდა ლამპარი, წამსვე გაწყდება სიმი,
აღარ მოგესმის ბუნების ენა, ისმენ სიკვდილის წივილს!"
კოლაუ ნადირაძე
"ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო, მთა გაშიშვლდება, ბრალია...
მთის ცივი წყარო დაშრება, კლდეღა დაგვრჩება სალია,
ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.."
ქართველი გლეხკაცის შეგონება
ტყის ფოთლებს მოწყვეტილს ვამსგავსე მე მოდგმა კაცთა.
ჰომეროსი
ტყუილად თავს ნუ იწონებ შენის მამაპაპითა, თუ იმოდენას ვერ შესძლებ, რომ შენით თავი მოიწონონ შენთა შთამომავალთა.
“ივერია“ 1892, №226, გვ. 2.
ტყუილად კი არ ამბობს ქართული ანდაზა: სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. სახელგატეხილი ერი ემსგავსება გაკოტრებულ ვაჭარსა, რომელსაც ყოველი ნდობა დაუკარგია მოყვასთა შორის და რომლის სიტყვას, აღთქმას და დაპირებას ნამცეცი ფასი აღარა აქვს.
სახელგატეხილი ერი მოგაგონებს უკანონო თამასუქსა, რომლის სიყალბე ყველას შეუტყვია. ამისთანა ერს ყველა სიძულვილით ექცევა, ყველა თავში უჩაკუნებს, ნამცეცს ნდობას არ აღირსებს, ყველა მას ბრიყვობს და სარგებლობს მისი დაცემული სახელით თავისი ინტერესებისათვის.
იაკობ გოგებაშვილი
უ
უადგილო ქება სამარცხვინოა მაქებრისთვისაც და ქებულისთვისაც.
ვილჰელმ გრიმი
უამრავი ოჯახის მიერ განვლილი გზა ხეებით დაჩრდილულ ნაკადულს მაგონებს, აბიბინებულ მდელოზე რომ მირაკრაკებს და ბოლოს უკიდეგანო ზღვა ჩაიხვევს გულში, მაგრამ ეს ზღვა ისეთი მშვიდი და მდუმარეა, ისეთი გულგრილი, რომ უნებურად რაღაც გაურკვეველი სევდა შემოგაწვება გულზე.
მოემი
უანგარო ადამიანი უფრო ადვილი მოსაძებნია, ვიდრე შურს მოკლებული ადამიანი.
ლაროშფუკო
უცხოელები "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმების შესატყვისი განცდა არ გააჩნიათ, თორემ იმათი ენა ქართულზე ღარიბი როდია.
მიხეილ ქვლივიძე
უწიგნოდ გაზრდილი ახალგაზრდა მარადიული წყვდიადისთვისაა განწირული.
ოთარ ჭილაძე
უარს ნუ ეტყვი გლახაკს საზრდოზე და დიდ ხანს ნუ მოაცდევინებ. უარს ნუ ეტყვი დაჩაგრულს, რომელიც გთხოვს შემწეობას, და ნუ მოარიდებ თვალსა შენსა გლახაკს; ვინაიდან როგორც წყალი აქრობს ცეცხლის ალს, სამოწყალო სწმენდს კაცს ცოდვებისაგან.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
უარყოფა განათლებულ კაცებისა კარგი ნიშანი არ არის ვისიმე მსჯელობისა იმისთანა საგანზე, რომელიც შეეხება კაცთა კრებულსა და ჯგუფს. ყველასაგან შეწყნარებული ელემენტარული აზრია, რომ ყველგან სწავლა და განათლება არის წინამძღვარი, მეტადრე კაცთა კრებულის მოქმედებაში.
“ივერია“ 1889, №131, გვ. 2-3.
უახლოესი მეზობელი უკეთესია შორეულ ნათესავზეო.
ქართული გამოთქმა
უბედურება და ბოროტება კაცთა შორის იმდენად იმ მიზეზით არ წარმოსდგება, რომ ადამიანებმა არ იციან - რა არის მათი მოვალეობა, არამედ უფრო იმისგან წარმოსდგება, რომ ცრუ მოვალეობანი უკისრიათ. თავის მოვალეობად მიაჩნიათ ის კი არა, რაც მათი მოვალეობაა და არ მიაჩნიათ თავის მოვალეობად ის, რაც სახელდობრ მათი უმთავრესი მოვალეობაა.
ლევ ტოლსტოი
უბედურება ის კი არ არის, როცა კაცმა რამე არ იცი (ყოვლის მცოდნე არავინაა!). უბედურება ის არის, როცა არ იცი: რა იცი და რა არ იცი. ხოლო თუ ამას უპასუხიმგებლობაც ზედ დაერთო, უბედურება დანაშაულის სახეს იღებს.
არნოლდ ჩიქობავა
უბედურება მხდალსა ჰგავს: იგი იმას გამოეკიდება, ვინც უფრთხის და ვინც კი გულდაგულ დაუხვდება, მას გაექცევა ხოლმე.
დესტუშე
უბედურება ნუ შეგაშინებს, ვაჟკაცურად გაუმკლავდი მას.
კანტი
უბედურება სულმოკლე კაცის დამამხობელია, აღმამაღლებელია დიდხელოვანისა.
სეგიური
უბედურებას გონება და ჭკუა იტანს, ვაჟკაცობა ებრძვის, მოთმინება და რწმენა სძლევს ხოლმე.
მადამ დე-სევინიე
უბედურობაა, როცა უყვარხართ და გრძნობ-კი, რომ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ სამაგიეროს ვერ უხდი და არც შეგიძლიან გადაუხადო.
ლევ ტოლსტოი
უბედურებაში ჩავარდნილს უყვარს ნახვა თანაგრძნობის ადამიანის სახის, უყვარს მოთხრობა თვისთა ტანჯვათა და გაგონება სიყვარულისა და შებრალების სიტყვებისა.
ლევ ტოლსტოი
უბედურია ის ერი, რომელიც თავის უდიდეს ნიჭს შესაფერ ნიადაგს ვერ მისცემს და კლდიან მიწაზე ადრე უჭკნება ყვავილი. ჩვენს ბედში მყოფმა ერმა, აბა, რანაირად უნდა დაამთავროს ნორჩი ძლიერი ნერგი აზროვნებისა, რომელიც ითხოვს თავისუფალს წმინდა ჰაერს, ბევრს მზის შუქს და დღის სითბოს.
განა გარშემომდგარი რთვილი და ზამთრის ჭირხლი, რომელშიც მუდამ გახვეულია მზის შარავანდედი, ნებას მისცემს, რომ გაახაროს ეს ნერგი და ნაყოფი მისი დაამწიფოს?
აკაკი წერეთელი
უბედურია ის ქვეყანა, რომელიც გმირების საჭიროებას განიცდის.
ბერტოლდ ბრეხტი
უბედურია ქვეყანა, სადაც მწერლობა დამსგავსებია უნამუსო დიაცს, რომელსაც ბაზარში გამოუტანია თავი გასასყიდად და მარტო ისღა დარჩენია ნუგეშად, რომ ყოველს პატიოსან ქალს უტეხავს ქვეყანაში სახელს უცნაურის ჭორით და მოულოდნელის ნაცილით. ასეთ ქვეყანაში შეგინებულია ღირსება ადამიანისა, დაცემული და მიწასთან გასწორებულია ზნეობა, პატიოსნება, რიგიანობა.
“ივერია“ 1889, №55, გვ. 1.
უბედურია შემოქმედი, რომელმაც არ იცის კარში რომელი ათასწლეულია.
ბორის პასტერნაკი
უბედურნი ყოველთვის სტყუიან: სტყუიან, რომ უბედურნი არიან; სტყუიან, რომ ეს თავისი უბედურება სალაპარაკოდ გახდომიათ; სტყუიან, რომ სხვათა შემწეობა სჭირიათ; სტყუიან, რომ სხვას ვერავითარ სამსახურს ვერ უწევენ.
ჰონორე მირაბო
უბედურის იღბლიანია ადამიანი! დაიწყებს თუ არა გონება მის აღყვავებას, სხეული უუძლურდება და ეხრწნება.
მონტესკიე
უბედურს კაცს სხვისი უბედურება ამხნევებსო.
ხალხური თქმულება
უბედურს კაცს წყლის პირზე შემოაღამდება.
აფხაზური ანდაზა
უბრალო ადამიანის გაბედულებაა: არ მონაწილეობდე სიცრუეში, მხარი არ დაუჭირო ბილწ ქმედობას.
ალექსანდრე სოლჟენიცინი (ნობელის ლექციიდან)
უგვანის ბუნებისაგან ქმნა ნურა გიკვირს ნურასი.
“ივერია“ 1887, №24, გვ. 1.
უგუნურ კაცს მალე შეემჩნევა გულმოსულობა, ხოლო ჭკვიანი შეურაცხებას დიდხანს დაიფარავს გულში.
სოლომონ ბრძენი
უგულო ადამიანი სულელია, იმიტომ - რომ აზრი, ზრახვა გულიდან გამოდის და არა თავიდან.
ჰაინე
უგულო სწავლულები სწავლულის ენით დაგიწყებენ ლანძღვა-გინებას.
ანტონ-მარტინ სლომშეკი
უგუნებო ადამიანი ნებასაც მოკლებულია. ვისაც გონება არ მოეპოვება, იმას ადვილად გადააცდენენ გზას და იარაღად გამოიყენებენ. მხოლოდ იმას შეუძლიან თავისუფლადა და დამოუკიდებლად ყოფნა, ვინც აზროვნებს.
ფეიერბახი
უგუნური კაცის ამპარტავნება ფრიად შეურაცმყოფელია. უაღვიროთა წადილითა ლაპარაკი არის უზომო უგუნურება..
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპ. 1878 წ.
უდიდესი ბედნიერება არის ადამიანის პიროვნება.
გოეთე
უდიდესი საუნჯე იქნებოდა ადამიანის კარგი და ლამაზი აზრების კრებული.
ჟაკ დელილი
უდიდესი უბედურება გლახა-ამპარტავნობაა.
კალდერონი
უვიცი რომ მესაჭედ ან სტრატეგოსად დააყენონ, თავისდაუნებურად დაღუპავს ხალხს, თვითონ კი, შერცხვენილი და გალანძღული, იძულებული გახდება გადადგეს. ასევე უსარგებლო საქმეა ტყუილად თავის გამოჩენა მდიდარ, მამაც და ძალ-ღონით აღსავსე კაცად. უდიდესი თაღლითია იგი, ვისაც არავითარი ღირსება არ გააჩნია და ცდილობს, მოტყუებით დააჯეროს ყველა, რომ სახელმწიფოს მართვა შეუძლია.
სოკრატე
უთუოდ უბედური იქნება ის, ვინც თვალყურს არ ადევნებს საკუთარი სულის მოძრაობას.
ავრელიუსი
უიმედობა ცუდი თვისებაა კაცისა და იმის დამღუპველი, დამამცირებელი რამ არის.
პეტრე უმიკაშვილი
უკანონობა იგივეა, რაც ადამიანი რწმენასა და აზრს მოკლებული.
დამაკვირდი
უკეთეს ღირსებას ადამიანისას შეადგენს: სხვისთვის კეთილის სურვილი, სიბრძნე და სიმაგრე ხასიათისა.
ვეისი
უკეთესია რაღაცა ილუზიები გვქონდეს ადამიანებსა და საგნებზე და ისინი გაგეფანტონ, ვიდრე ცხოვრება ფხიზლად გაატარო, ყოველი ილუზიის გარეშე.
გერონტი ქიქოძე
უკეთესია შინაგანად კარგი იყო და სხვების წარმოდგენაში ცუდი, ვიდრე იყო ცუდი და ადამიანთა შორის კეთილის სახელი გქონდეს. ადამიანებისთვის ისეთ სამარხს წარმოადგენდე, რომელიც შიგნიდან გახრწნილი მიცვალებულების სიმყრალითაა სავსე, გარედან კი თეთრად ქათქათებდეს და სანახავად სასიამოვნოა.
წმიდა გრიგორი ღვთისმეტყველი
უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭკუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი კაცთმოყვარე.
გაბრიელ ეპისკოპოსი
უმაღლესი ზნეობრივი სიკეთე ვერ განხორციელდება მხოლოდ ცალკეული ადამიანის სწრაფვით საკუთარი მორალური სრულყოფისაკენ. ეს მიზანი შეიძლება განხორციელდეს მარტოოდენ კეთილგონიერ ადამიანთა მთლიანობაში შეკავშირებით.
კანტი
უმაღლესი საზოგადოებრივი გრძნობები მხოლოდ მაშინ მიაღწევენ განვითარების მწვერვალს, როცა არსებობისათვის ბრძოლა ომით არ გამოიხატება..
შეერთება ადამიანებისა დიდრონ ჯგუფებად და ზრდა ცივილიზაციისა შესაძლოა იმდენად, რამდენადაც ჰკარგავს თავის ძალას პრინციპი, რომელიც მოითხოვს ერთი კაცის მოკვლისათვის მეორის და ბევრის გაჟლეტას.
ცივილიზაციის დაბალ საფეხურიდან მაღალ საფეხურამდის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლო, როცა ადამიანები მოსპობენ ხალხთა შორის შურისძიებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ველურობისაგან მემკვიდრეობად.
ჰერბერტ სპენსერი
უმეცარი კაცი ადვილად გადიდგულდება.
ჩინური წყაროსთვალი
უმეცრებისა კალამი ვერ დასწერს სწორად ნავალსა, კეთილს გმობს, ავსა ეწყობის, მრუდად იქმს თავის სწავლასა.
ქილილა და დამანა
უმეცრებობა ეს არის: კაცმა არა იცოდეს რა, არცა რასა სწავლობდეს, და მცოდნეს უძრახვიდეს და მისთვის ავს უბნობდეს.
იოსებ ტფილელი
უმთავრესი ღონე, რათა მორჩილებაში იყოლიო ხალხი, ის არის, რომ ეჭვი არავინ აიღოს, რომ ვითომ ხალხს შეეძლოს მორჩილებაში არ იყოს.
ლევ ტოლსტოი
უმიზნო კაცი ჰგავს უისრო საათს, რომელიც მუშაობს, მაგრამ დროს არ უჩვენებს.
ალიო მირცხულავა
უმოქმედო კაცს ყოველთვის შეუძლია სხვისი აუგის თქმა, მას ამის საშუალებას მხოლოდ უმოქმედობა აძლევს.
ოტია პაჭკორია
უმჯობესია კაცმა არა იცოდეს რა, ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.
რაფიელ ერისთავი
უნაკლო ადამიანებს ძალიან ცოტა ღირსება გააჩნიათ.
აბრაამ ლინკოლნი
უნამუსო დედაკაცი, შეიძლება, ნამუსიანი და პატიოსანი კი შეიქმნეს, მაგრამ იმას ზნეობითი უფლება კი არა აქვს, რომ ნამუსიანობის მოძღვარი გახდეს.
ბრძენთაგან თქმული
უნამუსო კაცის სიძულვილი სახელია პატიოსანი კაცისათვის.
ბუასტი
უნდა დაბერდეს ადამიანი, რომ სხვებს ნაკლი და ცოდვა ადვილად შეუნდოს. ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ შესაფერს გარემოებაში მეც არ ჩავიდინო.
გოეთე
უნდა კარგად ჩახვდეს ადამიანი ყველას ყოფა-მდგომარეობას: “ვინც ყოველსავე გაიგებს, ყოველსავე აპატივებს კიდეცა“.
ლევ ტოლსტოი
უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა; არცავინ თვით სხვა გაჰკილოს. არც სხვისგან გაიკილოსა.
დავით გურამიშვილი
უნდა შეამოწმო არა იმდენად ახალგაზრდის ცოდნა, რამდენადაც მისი უნარი ცოდნის შეძენისა.
ილია ვეკუა
უნუგეშოა ადამიანი, თუ მტერი მოატყუებს, ან მეგობარი უღალატებს, მაგრამ კმაყოფილია, თუ თავად მოატყუებს, ან უღალატებს საკუთარ თავს.
ლაროშფუკო
უპარტიო ხალხი, რომელთაც ხშირად გვხვდება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, მმართველ პარტიის ხელში ვემსგავსებით სათამაშოს, რომელსაც პარტიის რომელიმე წევრი თავის სურვილისამებრ ათამაშებს, ყოველგვარ ექსპერიმენტს აკეთებინებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს, რადგან არსაიდან დასჯას არ მოელის.
გიორგი მაზნიაშვილი
უპირატესად აირჩიე მოსმენა და მდუმარება; შეეცადე გაიგო ის, რასაც გეუბნებიან. შენაძენი აქედან იმ სიტყვებზე უკეთესი შენაძენია, რომელთა წარმოთქმის უფლებასაც მისცემდი საკუთარ თავს. მრავალსიტყვაობისა და უქმი მეტყველების მოყვარეს ვერანაირი კეთილი საქმე ვერ ხელეწიფება.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
უპირველესი იარაღი შურისა - ცილისწამებაა. ცილისწამება, როგორც სულმდაბალი კაცის მკვლელი, მოქმედებს ბნელში, ან სამალავიდან ისვრის ისარს, რომელიც აწყლულებს გულს განუკურნებლად.
უსამართლობა შეიძლება გასწორდეს, ხოლო რას უზამ იმ ტყუილს, რომელიც ხალხმა უკვე დაიჯერა? თუ სულგრძელობა ითხოვს მძარცვავ ავაზაკისაგან დაიხსნა შენი მოყვასი, რამდენად ძლიერ უნდა ითხოვდეს იგი სულგრძელობა იხსნას ადამიანი ცილისწამებისაგან, რომელიც ადამიანს სტაცებს უფრო უდიდეს და უძვირფასეს განძს, განძს სულიერსა.
ვეისი
უპირველესი იგი არის სულელთა შორის ვინც “ჰოს“ მთქმელია ყოველ წუთში დაუფიქრებლად, აგრეთვე მჩატედ ყოველივეს უარმყოფელი.
დანტე ალიგიერი
ურმული ნამდვილად ფიქრის სიმღერაა და.. სამხიარულო არ უნდა ყოფილიყვნენ ის ფიქრნი, რომელთაც ეს სიმღერა წარმოეშვათ. ეს იყო ფიქრი ცხოვრების უკუღმართობაზე, მარადიულ ვარამზე, რაც ადამიანთა დიდი უმრავლესობის ხვედრს შეადგენდა.. ეს იყო ფიქრი-გაცუდებულ შრომაზე,
ცოლშვილის შიმშილზე, შიშვლობაზე, მწარე ბედზე, ტკბილი ოცნება ალალმართალ ცხოვრებაზე და მქენჯნელი ფიქრი ამის საწინააღმდეგო დუხჭირ დღიურ ცხოვრებაზე, ადამიანთა უთანასწორობაზე, ლუკმის წართმევაზე, ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრაზე.
ილია ზურაბიშვილი
ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმიდა ბარსანოფი დიდი
უსავარგო ხარჯი მას ჰგავს: ცეცხლს მიუპყრა შენ აბედი.
ვახტანგ VI
უსაზღვრო არაფერი არ ვარგა: არც სიკეთე, არც სიყვარული და, რასაკვირველია, არც სიძულვილი. ყოველგვარ ზედმეტობას ადამიანი წონასწორობიდან გამოჰყავს.
ქეთევან ჯავახიშვილი
უსაშინელესი მახვილი კაცისათვის მისი გაუმაძღრობაა; უმტკიცესი ფარი კი - უანგარობა.
აღმოსავლური სიბრძნე
უსულო ესმერალდას გვერდით იქნებ უდიდესი სილამაზე კვდებოდა, სილამაზე ყველასგან დევნილი, დამცირებული, ადამიანები კი მას მახინჯს უწოდებენ, მახინჯს და თავზარდამცემს.
“საპატრიარქოს უწყებანი“ 2000, №7, გვ. 7.
უსწავლი კაცი ბრიყვი არის, ვით სახედარი, უღელს დაიდგამს ცხოვრებისას იგი, თავმკვდარი.
ზაქირი სამარყანდელი
“უფალმან მომავლინა ადამიანთა სამგვარი მოდგმის შესამუსრავადა: ამაყთა, მრავალღმერთთა და მხატვართა! ერიდენით გამოსახვას უფლისას ანუ ადამიანისასა. ხატავდეთ მარტოოდენ ხეებს, ყვავილებს და უსულო საგნებს“. ასეთი იყო სპარსული ცენზურა.
გიორგი ლეონიძე (ლადო გუდიაშვილის დაბადების 60 წლისთავის გამო)
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა ნუ მიმცემ მე; ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ვაჟა-ფშაველა
უფალო, შემოქმედო ყოვლისა, შენ განაწესე ხალხები, ქვეყნები, დაუდევ საზღვარი და დაადგინე, რათა ვიცხოვროთ საზღვრის დაურღვევლად.
ალექსანდრე ნეველი
უფერული და მოსაწყენი იქნებოდა იმ ხალხის ცხოვრება, რომელმაც დროზედ ხუმრობა არ იცის.
“კვალი“ 1912, №8, გვ. 6-8.
უფლება არის ის ნორმები, რომელნიც საზღვრავენ და აწესრიგებენ ადამიანთა შორის ურთიერთობა-დამოკიდებულებას - როგორც ერთი ადამიანის მეორე ადამიანთან (მოქალაქეობრივი უფლება), ისე ერთ ადამიანის მთელ საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან (პოლიტიკური უფლება) - და რომელთა სისრულეში მოყვანას და ხელუხლებლობას სდარაჯობს განსაზღვრულ ორგანიზაციის მქონე საზოგადოებრივი ძალა.
ვლადიმერ დალი
უფრო ადვილია კაცმა მთელი ერი ჰმართოს, ვიდრე თავის თავი.
დამაკვირდი, დ. ყვირილა, 1902, №127.
უფრო ადვილია მთელის კაცობრიობისათვის იყოს ადამიანი კეთილი, ვიდრე კერძო პირისათვის.
“ივერია“ 1895, №172, გვ. 1.
უფრო ადვილია შეიცნო საზოგადოდ ადამიანები, ვიდრე ერთი ადამიანი კერძოდ.
ლაროშფუკო
უფრო მეადვილება ვკითხო მოხუცს,-როდის მოკვდები, ვიდრე ქალსა, - როდის დაიბადეო.
ლაბრიუერი
უფრო სასახელოა კაცმა თავისი გვარეულობა ასახელოს, ვიდრე სახელოვანის გვარეულობით თავს იწონებდეს.
სალლენტინი
უფრო ძნელია იცხოვრო თავისუფლების პირობებში, ვიდრე მონურ მდგომარეობაში, რადგან თავისუფლება არის გამოწვევა, განუწყვეტელი ლტოლვა, თავისთავის სრული კონტროლი, შეიძლება თავგანწირვაც კი.. თავისუფლება არის დაპატიჟება იცხოვრო გაბედულად და, ზოგჯერ, გმირულად.
ჟორჟ ლეფებრი
უქმო კაცი ცხოველია, დრო და ჟამის მჭამელია.
ჟაკ დეკურსელი
უქმობა უფრო ძალიან ღლის ადამიანს, ვიდრე გარჯა.
ლუკ ვოვენარგი
უქნარასა, ბუქნარასა ვინ ამყოფებს შუქნარასა.
ხალხური
უშვილოდა სჯობს სიკვდილი, უკეთურთ შვილსა ყოლასა; სჯობს მარტო ყოფნა კაცისა, ბოროტთა თანა ყოლასა.
არჩილ მეფე
უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.
აკაკი წერეთელი
უღონო კაცის სიძულვილი ისე გამაფრთხილებელი არ არის, როგორც იმისი მეგობრობა.
ლუკ ვოვენარგი
უძლეველია კაცი სიტყვაძლიერი, მკლავმაგარი, ფეხმარდი, სულგრძელი, მედგარი, მხნე და ქველი.
გონების სალაროდან
უძლიერესი ნაკლი კაცისა არის სიცრუე; უკეთესია ქურდი, ვინემ მუდამ სიცრუის მოლაპარაკე; მაგრამ ორივენი მიიღებენ სასჯელს.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
უცაბედად, მოულოდნელად მიადგება ადამიანი სამარის კარს ისე, როგორც გულმავიწყი კაცი თავის სახლის კარებს მიაწყდება ხოლმე.
“ივერია“ 1893, №270, გვ. 3.
უცები და ცუნდრუკი კაცი ჭირი არს მამულისათვის: ბევრს მოეჭიდების, ჭაპანწყვეტით მოიღლების, გარნა ვერ გაანედლებს და ვერ გაასწორებს ვერცა ერთსა საქმეს, და არა თუ ესრე, - თვით განედლებულსა და გასწორებულსაც გაამრუდებს, შერყვნის, გააწბილებს.
მოსე ჯანაშვილი
უცოლო კაცის ცხოვრება შეიძლება შეადაროს კაცმა ძლიერ მბრწყინავ ვარსკვლავებს, რომლებიც ჯერ ოდნავ ბჟუტავენ და ნელ-ნელა ციმციმებენ ცაზედ, მაგრამ ბოლოს კი ჰქრებიან ცის წვდიადში.
“მწყემსი“ 1902, №6, გვ. 14.
უცხო კაცი უცხო ალაგსა ვაი რა ფინთი ხეტიაო, რა გინდ რომ ამბობდეს კარგსა, მაინც იტყვიან რეტიაო.
ლიტერატურული მუზეუმი, 21.688-ხ
უჭკვიანესი დედაკაცი ჩვეულებრივ უჭკუო კაცსა ჰხვდება ცოლად.
ჩინური გამოთქმა
უჭკუოდ კაცის სიკეთე, ვაი, რა ცარიელია!
ვახტანგ VI
უძველესი წეს-ჩვეულებით, უმცროსი მუდამ პატივს სცემდა უფროსს, მუდამ მორიდებით ექცეოდა. ეს ჩვენი (ქართველების) ტრადიციული ურთიერთობა იყო და ასეც უნდა დარჩეს.. ..მინდა შეგახსენოთ, რომ უფროსი თაობის პატივისცემა უნდა აღვადგინოთ და მათი სიტყვის მოსმენა უნდა შევძლოთ.
ილია II
უძლიერესი ნაკლი კაცისა არის სიცრუე; უკეთესია ქურდი, ვინემ მუდამ სიცრუის მოლაპარაკე; მაგრამ ორივენი მიიღებენ სასჯელს.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
ლაროშფუკო
უწმინდესი მოვალეობა საზოგადოებისა, ესე იგი მთავრობისა, რომლის წყალობითაც ადამიანი ადამიანობს, იგია, რომ ადამიანის “მე“-ს დღემუდამ მფარველობდეს, უმიზეზოდ, უდანაშაულოდ შინ არავინ შეუსიოს და არავის გააქელვინოს.
..თითონ მიზეზი და საბუთი საზოგადოების არსებობისა მარტო ეგ მოვალეობაა და სხვა არაფერია. ეგევე წმინდა მოვალეობა კისრად ადევს ლიტერატურასაც. ამის გარეთ ლიტერატურას ასპარეზი არა აქვს.
ილია ჭავჭავაძე
უწმინდური ლაპარაკი და უჯერო შექცევა გააპირუტყვებს კაცსა და განამზადებს სიბოროტეზედ.
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპ. 1878.
"უჭკვოს მოყვარეს ისივ სჯობს - ჭკუათამყოფელი მტერია;
უცები რასაც გიმოყვრებს, ვით ბზენარევი მტვერია,
უნდა თუ გარგოს, რას გარგებს? თუ გარგო, არაფერია.
ვახტანგ VI
უჭკნობი სილამაზის, მარადიული ახალგაზრდობის “საიდუმლოება“ მდგომარეობს შინაგან განწმენდასა და აღდგენაში, რაც უნდა მოხდეს ნატურალური საკვებისა და ადამიანის გაჯეელების პრინციპის მეოხებით, ასეთი კი გახლავთ:
სუფთა ჰაერი, შიმშილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და ა.შ.
პოლ ბრეგი
ფ
ფარისეველი ადამიანი თუ თქვენდამი რამე კეთილგანწყობილებას იჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამაღლებული ხართ, მაგრამ თუ არაფრად გაგდებთ, მაშინ, უთუოდ, ძირს დაცემული და განადგურებული!
დავით სულაბერიძე
ფარისევლობა ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდმომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში და მოინადირებს სულსა მისსა.
გაბრიელ ქიქოძე
ფარ-ხმალი დედაკაცის ცრემლია.
შექსპირი
ფიზიკური შრომა ადამიანს სულიერი მწუხარებისაგან ათავისუფლებს, სწორედ ამის შედეგად არიან ღარიბ-ღატაკნი ბედნიერნი.
ლაროშფუკო
ფრონტი დიდი ბავშვია: მას მცირედი გაამხნევებს და მცირედი დააღონებს.
ვალიკო ჯუღელი
ფუ, იმ მოედანს, სადაცა ვირები ბედაურობენ! შაბაშ იმ ერსა, რომელსაც უღირსნი მეთაურობენ.
აკაკი წერეთელი
ფული ყოველივე არსებულის ბატონ-პატრონია; მისი შხამი ადამიანს ძვალრბილში აქვს გამჯდარი. ფული ელასტიური ქამარია, რომლის მოცილებაც ადამიანს არ ძალუძს, ფული ქაღალდია, რომელზედაც ადამიანის ცხოვრების მატიანეა აღბეჭდილი.
ტესიმონდი
ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერსა უღონოდ.
ვოლტერი
ქ
ქალი ემსგავსება კაცის აჩრდილს: თუ გაეკიდე-გაგექცევა და თუ გაექეცი თან მოგსდევს.
სპარსული აფორიზმი
ქალი ემსგავსება საათს, რადგან შემდეგ ოცდახუთის წლისა, ის ყველაფერს უკან რჩება.
აფორიზმები და პრაქტიკული რჩევანი
ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც ცის თაღი მიწისაგან.
კალდერონი
ქალი-მიკროსკოპია, რადგან ყველაფერს ადიდებს და აზვიადებს.
“თეატრი“, 1888, 48-49, გვ. 12.
ქალი, როგორც ნაზი და შემწყნარებელი არსება, უფრო ადვილად ითვისებს ზნეობით ხელმეორედ განათლებას.
ფილარეტ ბაქრაძე
ქალი რომ სიბერეში შევა. ქალს მაშინ უმეგობრდება.
სპარსული აფორიზმი
ქალი, რომელსაც უყვარს, ყოველთვის ანგელოზია, თუ გინდ დედა იყოს, ქალიშვილი თუ ცოლი; ხოლო ქალი, რომელსაც არ უყვარს, ყოველთვის ქალია თუ გინდ ისეთი ლამაზი იყოს, როგორც ფარნარინა და ისე მშვენიერი, როგორც მილოსის ვენერა.
პ. მანტეგაცა
ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.
ჰიუგო
ქალი უნდა იყოს ნასწავლი და არა ჭკვიანი.
სპარსული აფორიზმი
ქალმა რომ იცოდეს, რა ძლიერი ფარ-ხმალია მისთვის სიმშვიდე და სიწყნარე, სხვა ფარ-ხმალს თავის დღეში აღარ იხმარდა.
ბონნი
ქალო, გინდა რომ შენ ვაჟკაცს უყვარდე? იყავ ლამაზი: ლამაზი ტანით, გულით და გონებით. ამ ქვეყნიერებაში შენ უნდა იყო დამცველი ოჯახის სიწმინდისა, დამცველი მომავალი შთამომავლობისა, შენ უნდა იყო სიცოცხლის მაცისკროვნებელი, შენ უნდა იყო ლამაზი.
პ.მანტეგაცა
ქალს არშიყობა ისე ახალისებს, როგორც გვალვიან ყანას ნამიანი დღე.
“ივერია“ 1904, №57, გვ. 3.
ქართველ ხალხს ისე არა ეხალისება-რა წაიკითხოს და შეიტყოს, როგორც თავის მამა-პაპის წარსული ცხოვრება, მისი ავი და კარგი, ამისათვის ყოველი ქართველი მწერალი ისტორიული მოთხრობებისა, დიდის სიფრთხილით უნდა ლაპარაკობდეს, რომ ტყუილის თქმით არ დაამციროს ერის საკეთილდღეოდ მომქმედნი გმირნი.
დიმიტრი ჯანაშვილი
ქართველები არსად ისე ყოჩაღები და დაუღალავები არ არიან, როგორც ურთიერთ ქიშპსა და ბრძოლებში.
იაკობ რაინეგსი
ქართველები, ერთმანეთისაგან ყოველ განცალკევებას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, მეტადრე-კი ენის, სულიერის ცხოვრების სფეროში, თორემ ამას მოჰყვება ზნეობრივი განხეთქილება და ჩვენზე ბოროტება გაიმარჯვებს.
“ივერია“ 1903, №168, გვ. 2.
ქართველებში ერთი უცნაური სენია მაგრად ფეხმოკიდებული, რომელიც სხვაგან, უცხო ქვეყნებსა და ერებში უცნობია. იქ ყველგან თავის გამოჩენილ პირებს და საზოგადო მოღვაწეებს პატივისცემით იხსენიებენ და საქმითაც ხელს უწყობენ. ჩვენში კი, სიტყვით რომ ცაში აჰყავთ, საქმით ქვესკნელს უთხრიან.
აკაკი წერეთელი
ქართველთა კულტურის ასამაღლებლად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ქართველურ “მე“-ს ყოველმხრივი შესწავლა, მისი ღირსება ნაკლოვანებებით. მხოლოდ მაშინ მიეცემა მწერლობასა და ხელოვნებას თავისებური ხასიათი, მხოლოდ მაშინ იქნება იგი ნამდვილი სარკე ქართველთა ცხოვრებისა.
არტურ ლაისტი
ქართველი არის ის, ვისი შვილიშვილიც ქართულ წიგნს კითხულობს.
“ტრიბუნა“ 1923, №496, გვ. 3.
ქვრივის სარკმელს ქვეყანაა მიჩერებული და როგორც კი დაღამდება, ძაღლი და მამაძაღლი ამ სარკმელში ჩამდგარი სინათლისკენ მიძუნძულებს, რადგან მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია. სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.
ოთარ ჭილაძე
ქართველი ერის სულიერი ძალა უმთავრესად პოლიტიკაზე იხარჯება.
კონსტანტინე გამსახურდია
ქართველი კაცისთვის დამახასიათებელია უკმარობა, უკმარისობის გრძნობა, რეალურ მდგომარეობასთან შეურიგებლობა და გამარჯვების, მასზე ზეიმის, მისი დაძლევის წყურვილი, რაც ხშირად მცირე, არაარსებითი წარმატებით უზომო აღფრთოვანებაში ან ფსევდო გამარჯვებულის პოზაში ვლინდება, ორივე ეს თვისება გარეშე თვალს ამხიარულებს.
გურამ ასათიანი
ქართველი ხალხი მაგონებს აღელვებულ და ადუღებულ ზღვაში მოხვედრილ კაცს, რომელიც “ნავში იჯდეს, მენავეც გასცლოდეს, ნიჩაბიც ხელიდან გავარდნოდეს და მარტო შეშინებული აჰქონდეს და დაჰქონდეს იმ საშინელის ზღვის ღელვასა და მიახლიდეს და მოახლიდეს“.
“მცირე ნავი ხომ მწარედ მუდამ მტრისაგან შეწუხებული ჩვენი ქვეყანა არის. კაცნი მუდამ მწუხარებით აღვსილი და საწყალობელნი ხომ ჩვენა ვართ, მენავე ხომ ჩვენი სასოება ღვთისმშობელი არის, ნიჩაბი და საჭე ხომ ლოცვა და ღუთის ვედრება არის! ვართ შემწყვდეულნი და საყვარელნო, ამ ერთს მცირე ნავში, მცირესა და ცოტას ადგილში“.
ამბროსი ნეკრესელი
ქართველობისთვის “დედა“ მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც “დედაენას“ ეძახის, უფროს ქალაქს-“დედაქალაქს“, მკვიდრ დიდბოძს სახლისას - “დედაბოძს“, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს - “დედაბურჯს“, სამთავრო აზრს - “დედააზრს“, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი - “გუთნისს დედას“.
ილია ჭავჭავაძე
ქართველური ენა ქართული მოდგმის გონებაა, ხოლო გონება - მისი ენა და ისტორია.
მოსე ჯანაშვილი
ქართულ დემოკრატიულ და ეროვნულ წარმატებაში “სახალხო მოღვაწეობას“ უპირველესი ადგილი უნდა ეჭიროს.
ქართულ პოლემისტობას ასაზრდოვებს საზოგადოებრივი დაქსაქსულობა. ჩვენი საზოგადოება ისე ეკონომიკურად არ არის დაქსაქსული, როგორც ზნეობრივად და იდეურად.
არჩილ ჯორჯაძე
ქართული ანდაზები - ეს მოკრიალებული სარკეა, რომლის სიღრმიდანაც გამოიცქირება ჩვენი ერის ხანგრძლივობა და ცხოვრების გრდემლზე გამოკვერილი მისი სიბრძნეთა სიბრძნე.
ლევან მეტრეველი
ქართული ენა უფსკრულია, მისი ამოწურვა შეუძლებელია თვით უნივერსიტეტში, სადაც ვრცელი, მეტი რომ არ ვსთქვათ, პროგრამაა.
ნიკო მარი
ქართული ენით ყველაფერი გამოითქმა, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდ რა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე რუსეთის, ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრობით ყალიბში ვერ ჩამოასხას.
ქართული ენა, მეტადრე ცოცხალი ქართული ენა, უფრო მხატვრულად ხორცს ასხამს ყოველ აზრს და არა დახსნილ-დაქსაქსულად აგვიწერს და არა ზოგად ცნებებზე მხოლოდ გადაიღებს აზრს... ასე მდიდარია ქართული, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით მსოფლიურია.
ნიკო მარი
ქართული მუზა საუკუნეთა მანძილზე თავს დასტრიალებდა მომავალ გამოჩენილ პოეტთა აკვანს ხან დედის - გლეხი ქალის მოთმინებით აღსავსე სახით, ხანაც მეომრის მკაცრი სახით.
და ეს სახე ყოველთვის თვით საქართველო იყო ყოველგვარი ჭირ-ვარამის დროს, მაშინაც კი, როდესაც თითქოს ტაძართა კედლებზე მოხატულ ფრესკებსაც კი სისხლი სდიოდათ, ქართულ პოეზიაში კვლავ ცოცხლობდა და მწიფდა ხორბალი, ჰყვაოდა ვაზი, ცოცხლობდა ხალხის ტკივილი, მისი სიხარული და სიმედგრე, ვაჟკაცობა და იმედი ადამიანური ლმობიერებისა და თანაგრძნობისა.
ყაისინ ყულიევი
ქებას პირმოთნე კაცისას უფრო ერიდეთ, ვიდრე მუქარას მტრისას.
პეტიტსენი
ქველმოქმედების მაგალითებს სხვათა აღმზრდელი და წაბაძვის მნიშვნელობა მიეცა.. თანაგრძნობით და გულშემატკივრობით ეკიდებიან საზოგადო საქმეებს საერო და სასულიერო კაცები, რომელნიც არც ჯაფასა და არც ხარჯს არ ერიდებიან ჩვენი სხვადასხვა საქმეების გაძლიერებისა და ფეხზე წამოყენებისათვის.. თუმცა ჩვენის დაქვეითებულის ცხოვრებისათვის ყოველივე ზემოხსენებული ქველმოქმედება იგივეა, რაც ცვარი ზღვის აღსავსებად.
“ივერია“ 1891, №88, 27 აპრ. გვ. 2.
ქვეყანა საგარჯილოა; ზარმაცი სათაკილოა; მისი სიცოცხლე-სიკვდილი სატირალ-სასაცილოა!
გლეხთაგან თქმული
ქვეყანა სავსეა უცნაური ადამიანებით, რომლებიც უცნაურად იქცევიან.
მოემი
ქვეყანაზედ ხუთი საქმე არის, რომ არავინ იცის. ერთი ეს, რომ კაცმა კაცის განზრახვა არ იცის, არც ანგელოზი, არც ეშმაკი. მეორე არ ვიცით, თუ ხვალ რა არის ჩვენს თავს მოსასვლელი. მესამე რა საქმე დავიჭიროთ, არ ვიცით, კეთილი მოგვიხდება თუ ბოროტი.
მეოთხე სიკვდილის ჟამი არ ვიცით, როდის მოვჰკვდებით. მეხუთე ქვეყნის დასრულების ჟამი არ ვიცით. სამი რამ არის რომ კაცს ბოროტისაგან დაიცავს: მშვიდობით იყოს, პირის წყალი ჰქონდეს და სრული ჭკუა.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
ქვეყნად ადამიანი არ მოიპოვება, რომ თავისუფლება არ უყვარდეს, ოღონდ სამართლიან ადამიანს ყველასათვის უნდა თავისუფლება, უსამართლოს კი - მარტო თავისთვის.
ბერნე
ქვეყნად ყოველთვის ამგვარად ხდება: ადამიანი კი არა კვდება - იგი უკვდება ახლობელს თვისას, მეგობრებს, მამულს, დასახულ მიზანს; ყველაფერს, რაც ამ მიწაზე რჩება... ადამიანში კი არა კვდება, - ცოცხლების ღიმილს აკლდება შუქი. ჰო და ამიტომ, კაცი ხარ თუკი. იცხოვრე ისე, მოუკვდე ვინმეს. თუნდაც... საკუთარ დედას და შვილებს!
მიხეილ ქვლივიძე
ქვეყნიერების გასაცნობად კაცსა აქვს ხუთი გრძნობა (იარაღი - მხედველობა (თვალები), სმენა (ყურები), ყნოსვა (ცხვირი), შეხება (მთელი ტანი) და გემოვნება (ენა). ბედნიერია ის კაცი, ვისაც ყველა ეს გრძნობა მთელი აქვს და უბედურია, ვისაც რომელიმე ამ უმთავრესთაგანი აკლია, მაგ., თვალი.
ვაჟა-ფშაველა
ქვეყნის უბედურება მისი მოზროვნე შვილების არსებული, თანადროული სინამდვილიდან ერთბაშად აწყვეტა და წინ, საოცნებო მომავალში გაფრენაა, ან მეორე მხრივ, უკან, რომანტიკულ წარსულში გადაფრენა. ერთსაც და მეორესაც ქვეყანა მხოლოდ ბუნებრივ სასჯელისაკენ მიჰყავს.
ირაკლი აბაშიძე
ქლესა ადამიანი, არამზადა ადამიანების ყველაზე უარესი ნაირსახეობა, ღირსეული თავდაჭერის მიღმა მალავს თავის ყველაზე დიდ ბიწიერებას.
ჯეიმზ ჯოისი
ქონება ისეთს არაფერს იძლევა, რისი გულისათვისაც ღირდეს ცხოვრება.
მდიდარი ადამიანი სამადლო ხალხითაა გარშემორტყმული, ყოვლის შემძლე კაცი - მლიქვნელებით, მოქმედების ადამიანს კი მეგობრები, ამხანაგები არტყია გარს.
ეკზიუპერი
ღ
ღალატის ამბავი ასეთია: ყოველ კაცს პირველად უჭირს უღალატოს იმას, რაც წმიდათა წმიდათ მიაჩნია. თუ ეს მოხდა, ის ყოველივეს უღალატებს - სამშობლოს, ოჯახს და საკუთარ თავსაც.
კონსტანტინე გამსახურდია
ღარიბისათვის თავის დამცირება ისევე სამარცხვინოა, როგორც მდიდრისათვის მეტისმეტი თავმომწონეობა და გულზვიადობა.
მეიდანი
ღმერთს, მაინცდამაინც, არ უყვარს საჩუქრების დარიგება და თანაც მისი საჩუქრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩევა. მაგალითად, გაჩუქებს უდაბნოს ან სალ კლდეებს, დაარქმევს მას შენს სამშობლოს და არ არსებობს ქვეყნად რაიმე, თუნდაც, სამოთხე, რომელზედაც ამ უდაბნოსა და სალ კლდეებს გაცვლი, თუკი, რასაკვირველია, მართლაც გესმის ღმერთის საჩუქრის მნიშვნელობა....
თამაზ ჭილაძე
ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა, ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა ეს არაკი მაქვს ძველითა.
არჩილ მეფე
ღვთის ნებაა, მეზობლობენ ნადიმი და ტრაგედია, ნუღარ ურჩობ, შეურიგდი, კაცის ხვედრი აგეთია.
ემზარ კვიტაიშვილი
ღვინო ისე და იმდენი უნდა დალიო, რომ გონებას ბრწყინვალება, ენას სიმახვილე და ხასიათს კაცთმოყვარეობა შეემატოს.
სოლომონ ჩოლოყაშვილი
ღვინოს ღირსი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ სასმელს წყალსავით ხმარობს.
ფრიდრიხ ბოდენშტედტი
ღირს მყოობადი ხვნად, თესვად, ფარცხვად და თოხნად! შვილი გაზარდე მტრად - გამოგადგება მოყვრად.
მურმან ლებანიძე
ღირსა მოღვაწეობის დანახვა თუ მოსმენა ჩვეულებრივ ადამიანს, ხალხს ბაძვად, შურად (შეჯიბრებად) აღძრავს, ორბის (არწივის) სიჭაბუკეს (თვალთა ელვისებური სისწრაფე, ფრთების სიმტკიცე,- მოუღლელობა, ენერგიის უშრეტობა), ე.ი. ახალგაზრდულ ენერგიას ანიჭებს, მთვარის თვისებას განახლებისას ჩარმოუჩენს - სულიერად განაახლებს, რომ ცხოვრების ბნელში, როგორც დღის სინათლეზედ, გზა ადვილად გაიკვლიოს.
გიორგი მთაწმინდელი
ღირსება და სირცხვილის გრძნობა ტანსაცმელივითაა - რაც უფრო გაცვეთილია, მით უფრო დაუდევრად ექცევიან.
უთქვამთ ძველ ბერძნებს
ღირსეული ადამიანი მხოლოდღა მაშინ შეინარჩუნებს საკუთარ ღირსებას, თუ თავის თავში არა და არ შეანელებს საზოგადოებრივი აზრისადმი სიძულვილს..
ძმები გონკურები
“ღმერთ გადღეგრძელას, გამყოფას, მანამ ცა და მზე ასა, მანამდი გადღეგრძელოსა, მანამდე თავის ჯალაფთ არ მოსძულდები, მანამდე გადღეგრძელოსა, მანამდე ჭიანჭველა ქალაქჩი წავოო და იქით 10 მარილის ქვას იყიდის, ციხის წვერსა აიღებსა, მერე კი მოგკლასაო და შვილების ხელლთ დაგმარხასო.
ხალხნო, დღეგრძელობა ამ კაცსა, თქვენ - მშვიდობა. მე ვერა ვსთქვი, ღმერთმა ბრძანასა. ღმერთმა აგაშენას, აი დავლიე, მე რა მოგაკელ. ღმერთმა ის შაგისრულოსა, სტუმარმა რაც მოგაკლო“.
სტუმრის სადღეგრძელო ხევსურეთში
ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო.
ვაჟა-ფშაველა
ღმერთმა ადიდოს, ასახელოს, გაუმარჯოს იმ შვილს, რომელიც მამას დაემჯობინება ქვეყნის სამსახურში და რომელიც ეგრე ეჭირვება ჩვენს მშვენიერ მიწაწყალს, ჩვენს საყვარელ საქართველოს!
გაუმარჯოს აკაკი წერეთელსაც, რომლის სამსახურს და ღვაწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად, და რომლის მშვენიერის ლექსებით არაერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არაერთხელ გულს მოიცემს მამულისშვილობისათვის.
ილია ჭავჭავაძე
ღმერთმა სიტყვა მოგვცა, რომ აზრი გადავცეთ ერთმანეთს, ცრემლები, რომ მწუხარება ვიტიროთ, გული, რომ თანაგრძნობა გამოვსთქვათ, სახის მეტყველება, რომ ჩვენის სულის და გულის სიხარული, თუ წუხილი გამოვხატოთ, მაგრამ უნდა დავმუნჯდეთ, ცრემლები გავიშროთ, გულის ცემა შევსწყვიტოთ, სახეც გავიქვავოთ, - და მკვდარმა წინწკლებმა, სამარის ქვებივით ჩამწკრივებულებმა, უნდა აუწყოს მკითხველს: აქ განისვენებს ადამიანის გული და გონებაო.
სამსონ ფირცხალავა
ღმერთმანი, გულზე გასკდები კაცი: თუ ეშხში შეხვალ, სიგიჟემდე მოგინდა ლხინი, ღვინო კი ამ დროს გამოილია.. სასმისში ღვინო არ ქათქათებს? - დასანანია.
ლი შან ინი
ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა.
ვაჟა-ფშაველა
ღრმა, როგორც ველურის ჭკუა.
ბალზაკი
ღონე შურიანი კაცისა - ცილისწამებაა.
სეგიური
ღუზა - ხომალდის იმედია ზღვაში; რწმენა ადამიანის ღუზაა ამქვეყნად.
ებრ. 6,19 “საპატრიარქოს უწყებანი“
ყ
ყალბი პატიოსანი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ ნაკლს სხვებსაც უმალავენ და თავიანთ თავსაც; ნამდვილი პატიოსანი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ საკუთარ ნაკლს და ყველას წინაშე აღიარებენ.
ლაროშფუკო
ყბედი დედაკაცისაგან უფრო შიში მოგველის, ვიდრე გარეულ მხეცებისაგან.
სოლომონ ბრძენი
ყეყეჩი კაცი სიკვდილამდე ასე დარჩება, თუნდაც ისმინოს დღენიადაგ სწავლულთა რჩევა.
ზაქირი სამარყანდელი
“ყვავილები, სიყვარული, სოფელი, ზეიმურობა“, - აი რას ეტრფის პუშკინის ხალხი. პუშკინის რუსები გატაცებულია თავისივე გრძნობით, თავისივე ოცნებით და მორალურ კმაყოფილებაში ეძიებენ ბედნიერებას.
აქ ზოგი ნატრობს დაუსრულებელ დროს ტარებას, ქეიფს და უსაქმობას (ონეგინი), ხოლო ზოგი კი დაუსრულებელ მყუდროებას, შინ ჯდომას და მეოჯახეობას (ტატიანა).
ირაკლი წერეთელი
ყველა ახალგაზრდა რელიგიისათვის დამახასიათებელია სხვაგვარად მოაზროვნეებთან შეურიგებლობა. მასობრივი სარწმუნოება - აზრის მონოპოლია. მართლმადიდებელი სარწმუნოება შეცვალა კომუნისტურმა სარწმუნოებამ.
მიხეილ ჩულაკი
ყველა კაცმა, რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
ილია ჭავჭავაძე
ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწდეს და მხოლოდ წრფელი სული, წმიდა, ცხოველი მღვთადა აღვიდეს, ნაწილაკი მღვთაებრი.
გრიგოლ ორბელიანი
ყველა კაცი მიელტვის ბედნიერებას; უკლებლივ ყველა კაცი. მათი საშუალებები სხვადასხვაა, მიზანი-ერთი, მაგრამ ვინ მოგვაშავა ეს ნანატრი ბედნიერება? ვინ არის ამ ქვეყნად ბედნიერი, თავისი ხვედრით კმაყოფილი, უშფოთველი, უდრტვინველი, აუმღვრეველი? არავინ! არავინ!
…მიუხედავად იმისა, თუ სად, როდის, როგორ ან რამდენ ხანს ცხოვრობს ამ ქვეყნად. მაშ, რა ვქნათ, რა ვიღონოთ, რა გზას დავადგეთ? სადაა საშველი ან გამოსავალი? ისევ და ისევ გართობაში, განცხრომაში, უბედურების თუნდაც დროებით დავიწყებაში?
ვინც ვერ გრძობს, რომ სიამაყით, პატივმოყვარეობით, უსამართლობით, სიმწრით, სისუსტით, სიბილწით და, საერთოდ ათასგვარი ბიწით არის სავსე, ჭეშმარიტად ბრმაა. ხოლო თუ გრძნობს, მაგრამ არ ცდილობს თავი დააღწიოს ბიწიერებას, რა გვეთქმის მის მიმართ.
პასკალი
ყველა კაცის ღირსება მისივე ლაპარაკით იხატება.
არისტოტელე
ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებელიც არის, ქვეყნიერობაზედ უბედურნი აღარ იქნებოდნენ.
დუკლო
ყველა მმართველს, უხსოვარი დროიდან ახასიათებს ერთი განსხვავებული თავისებურება: ისინი უკანასკნელ წუთამდე იქცევიან ისე, თითქოს განზრახული ჰქონდეთ, მარადიულად მართავდნენ.
დეზიდერ გალსკი
ყველა მოკლე ჭკუის პატრონი საშიშარია და მოსარიდებელი.
ჟაკ დელილი
ყველა სპეციალობის ქართველმა ნამდვილად კარგად უნდა ისწავლოს და იცოდეს სამშობლოს წარსული. მაგრამ ისტორია ისტორიაა, იგი წარსულია და ჩვენ იქ გადასახლებას არ უნდა ვეცადოთ. ჩვენც, როგორც ყველა ერს, იგი ისტორიის გაკვეთილებად გვჭირდება, გვჭირდება მომავლის გაკვეთილებად; ისტორია სკოლად უნდა გამოვიყენოთ და არა საცხოვრებელ სახლად. ჩვენი ხვალინდელი დღე მომავალშია და არა წარსულში.
ირაკლი აბაშიძე
ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი - ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადამიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი - ცხოველებს აახლოვებს.
მღვდელი ნ.სოკოლოვი
ყველა ცოდნაზე უკეთესია - ღირსეულად მოეპყრათ ადამიანებს.
ებრაული სიბრძნე
ყველაზე გათახსირებულ ქალსაც კი ჩვენზე მეტი აქვს სირცხვილი.
მაქსიმ გორკი
ყველაზე გონიერი არის ის, ვინც მუდამ ფიქრობს გარდაცვალების გარდუვალობაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ მიდის ამქვეყნიდან ხალხი, მაგრამ მათ ადგილზე საკუთარი თავი ვერ წარმოგვიდგენია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დრო ყოველი ჩვენთაგანისათვის დადგება.
ილია II
ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელიც სიყვარულს შეუძლია მოგვანიჭოს, ესაა საყვარელი ქალის პირველი ხელის მოჭერა.
სტენდალი
ყველაზე დიდი გმირობაა სხვას აპატიო.. ..შენ ხომ არ მიეცი მას «ცუდის“ ჩადენის შანსი.
“ქალთა გაზეთი“, 1994, თებ.-მარტი,
ყველაზე მაღლა ისა სდგას, ვისაც ჰკიცხავენ კეთილის საქმისათვის.
“სინათლე“ 1911, №8, გვ. 4.
ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმოდენა ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.
ფენელონი
ყველაზე მეტი იმ კაცს კი არ უცხოვრია, ვინც მეტი წელი დაითვალა, არამედ ვინც მეტად განიცადა სიცოცხლე.
ჟან-ჟაკ რუსო
ყველაზე მშვენიერი და ღრმა განცდა, რაც წილად შეიძლება გვერგოს, იდუმალების შეგრძნებაა. ეს განცდა დევს რელიგიის საფუძველში და მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა უღრმეს ტენდენციაში.
ის, ვისაც არ განუცდია ეს გრძნობა, უსულო გვამი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მე ბრმა მგონია. იმისი უნარი, რომ შეიგრძნო ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, უშუალო განცდების წიაღდაფარული იდუმალება, რომლის სილამაზე და სრულყოფილება ჩვენს გულს სუსტ ათინათად და შორეულ ხმიერებად წვდება, - სწორედ ეს არის ჩემთვის რელიგიურობა და ამ აზრით მე რელიგიური ვარ.
მე ვკმაყოფილდები იმით, რომ განცვიფრებული ათასნაირად ვსინჯავ ამ საიდუმლოს და ვცდილობ მიახლოებითი სურათი მაინც შევქმნა არსებულის სრულყოფილის სტრუქტურისა.
ალბერტ აინშტაინი
ყველაზე ნაკლებ ცნობისმოყვარე იგია, ვინც არა იცის-რა.
სუარდი
ყველაზე საზიზღარი და გულიდან ამოსაღები ნახევრად პლუტი კაცია. ძნელად გაუგებ რაში სტყუის და რაშია მართალი. ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ურევს და მით ცდილობს ტყუილი მართალს დაამგვანოს.
მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან.
ყველაზე სასაცილო ქვეყნიერებაზე იგია, როცა სულელი მეტიჩარა გაბუტული დადის.
ბუასტი
ყველაზე უარესი რამ, რაც ახალგაზრდობამ შეიძლება ისწავლოს, ქარაფშუტობაა. მხოლოდ იგი ანიჭებს ადამიანს ისეთ სიამოვნებას, რომელიც მანკიერებას წარმოშობს.
დემოკრიტე
ყველაზე ძნელია კაცმა კარგად ილაპარაკოს მაშინ, როცა ჩუმად ყოფნა სირცხვილია.
ლაროშფუკო
ყველამ და მანეტნავად - ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე, შეყვარებული არ არის.
ჟორჟ სანდი
ყველამ იცის რომ ჯაბან კაცს, გულს უკლავს სხვის მამაცობა.
დავით გურამიშვილი
ყველგან, ყოველთვის სუყველაფერი რომ სთქვა ეს არის განა ზრდილობა, გულუბრყვილობის კართან მიიყვანს კაცს მეტისმეტი გულახდილობა!
ალიო მირცხულავა
ყმაწვილებო, გიყვარდეთ ერთი მეორე. შეგნებულად იცხოვრეთ, რომ მერე მოგიგონონ..
იოანე მოციქული
ყმაწვილის აღზრდის საიდუმლოება ის არის, კაცმა იცოდეს ბრძნულად დროის დახარჯვა.
სპენსერი
ყოველ ადამიანს სამი ხასიათი აქვს: ის, რომელსაც მას მიაწერენ; ის, რომელსაც თვითონ იჩემებს; დაბოლოს, ის, რომელიც მართლა აქვს.
ვიქტორ ჰიუგო
ყოველ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება.
აშშ 1776 წლის ჯეფერსონისა და 1975 წლის ჰელსინკის კავშირის დეკლარაციები
ყოველ ადამიანში არის მზე, ოღონდ მიეცით საშუალება, რომ გაანათოს.
დემოსთენე
ყოველ კაცს აქვს გულშემატკივრობა. ყველასა აქვს გული, მოკრძალე მიწიერებისა, ყველასა აქვს გული სიყვარულისა და პატივისცემის ნიჭით, ყველასა აქვს გული, განმრჩეველი ჭეშმარიტებისა სიცრუისაგან.
გულშემატკივრობა არის სიყვარული; გული, რომელსაც რცხვენია ბიწი, არის ჭეშმარიტება, გული, რომელსაც სიყვარულისა და პატივისცემის ნიჭი აქვს, არის კეთილზნეობა; გული, რომელიც განმარტავს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, არის სიბრძნე.
ეს სიკეთენი ჩვენში გარედან კი არ არიან შემოთვისებულნი, არამედ თვით ჩვენი არსება შეიცავს მათ.
მენციო
ყოველ კაცს, ისე როგორც მთელ ერს, მართებს თავისი ძალის შეგნება, თავის შემოქმედების ფარგლების ცნობა და მისი გონიერად გამოყენება.
სოკრატე
ყოველთვის მავნებელი ადამიანი ის კაცია, რომელიც თავისდა სასარგებლოდ სარგებლობს კაცის სისუსტით.
ფრიდრიხ ნიცშე
ყოველი ადამიანი მჭედელია თავის ბედის ან უბედობისა.
ვალერიან გუნიას დევიზი
ყოველი ადამიანი, რა საქმესაც უნდა აკეთებდეს, ცდილობს, თავი მოგაჩვენოს ისეთად, როგორიც თავად ნებავს იყოს. ასე და ამგვარად, შეიძლება ითქვას, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ნიღაბიაო.
ლაროშფუკო
ყოველი ადამიანი სიცოცხლეშიაც უნდა იცავდეს იმავე სიმშვიდეს, როგორიც ახასიათებს მიცვალებულებს.
სიმონიდე კეოსელი
ყოველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, რაღაცით მაინც მჯობია და მე მზადა ვარ ვისწავლო მისგან.
ემერსონი
ყოველი განათლებული კაცი, ყოველი ინტელიგენტი უნდა ცდილობდეს, რომ სიმდიდრეში და წარმატებაში წილი ედოს არა ერთ რომელსამე ნაწილს ერისას, არამედ მთელს ერს გამოუკლებლად და თანასწორად, უამისოდ ერის წარმატებას არ ეთქმის; ის არ არის ხანგრძლივი, საფუძვლიანი და ჭეშმარიტი.
ისტორიკოსებმა დიდი ხანია დაადგინეს ასირია, ბაბილონი, საბერძნეთი, რომის ცივილიზაცია იმიტომ დაემხო, რომ მასში (ცივილიზაციაში) წილი ედო მხოლოდ ერის ერთ ნაწილს, დანარჩენი, უმეტესი ნაწილი ერისა კი უკანონოდ იყო დატოვებული. ამიტომ არც ცდილობდა მისთვის უსარგებლო ცივილიზაციის წარმატებაზე და გულგრილად უცქეროდა მის დამხობას.
ეგნატე ნინოშვილი
ყოველი დიდი და საშვილიშვილო საქმე მაშინ იქნება მტკიცე, მაშინ მოიკიდებს ფეხს, მაშინ შეადგენს შეურყეველს ძალას, როცა იმ საქმეს ეკუთვნის მთლად ერის სიმპატია, როცა მას სიხარულით შესცქერს და სიყვარულით შესტრფიალებს მთლად ქვეყანა.
...ის ერი და ის ქვეყანა, რომელიც არ ასულა ამ სიმაღლემდე, არ გამოუცდია სიხარულის გულისცემა ამგვარ საერთო, საქვეყნო საქმისათვის სამსახურის დროს, ჯაფით, შრომით, ენერგიით, თავდადებით, იგი ერი და ქვეყანა ისტორიაში ადგილს ვერ დაიჭერს, მაღალ და დიდებულ ერთა შორის ვერ დადგება, კაცობრიობის სალაროში ვერა განძს ვერ შეიტანს.
ჟურნ. “ივერია“ 1884, №3, გვ. 146.
ყოველი ენა ისეთი რთული ფენომენია, ერთი სიცოცხლის მანძილზე კაცს შეუძლია მხოლოდ ერთი ენა შეისწავლოს ზედმიწევნით.
კონსტანტინე გამსახურდია
ყოველი ერი ისტორიით სულდგმულობს, რომ ისტორიაა საგანძე, საცა ერი ჰპოულობს თავისის სულის ღონეს, თვისის გულის ბგერას, თვის ზნეობრივსა და გონებრივს აღმატებულობას, თვის ვინაობას, თვის თვისებას.
“ივერია“ 1890, №32, გვ. 3.
ყოველი კაცი, ვინც უნდა იყოს იგი, ცდილობს ისეთი სახე მიიღოს და ისეთი ნიღაბი გაიკეთოს, რომ ხალხმა აღიაროს იმად, რადაც სურს ჩანდეს; ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მთელი საზოგადოება მხოლოდ ნიღბებისაგან შედგება.
ლაროშფუკო
ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოვლის ფერისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველი ფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისაგან.
რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღე ას გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელ კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩია თეთრი და შავი, შავისათვის შავი დაერქმია, თეთრისათვის-თეთრი.
ილია ჭავჭავაძე
ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება.
გალაკტიონ ტაბიძე
ყოველი პიროვნება თვითვე დაუდგეს დარაჯად საკუთარ ყოფაქცევას და დასაწყისშივე აღკვეთოს «რტონი ცოდვათანი“.
სულხან-საბა ორბელიანი
ყოველი საშუალო ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობის მხოლოდ ათ პროცენტს ავითარებს. იმასთან შედარებით, რაც უნდა ვიყოთ, ჩვენ მხოლოდ ნახევარი ვართ, ჩვენი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს ვიყენებთ.
უილიამ ჯეიმსი
ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავის ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ყოველი შეცდომა საბავშვო გამოცემაში ერთი ხუთად და ათად მავნებელია, ვიდრე დიდებისათვის დანიშნულს წიგნებში.
იაკობ გოგებაშვილი
ყოველგან საძაგელია მუხთალი, მიუნდობელი, ღადარი, პირის გამტეხი, აღთქმისა დაუპყრობელი.
ვახტანგ VI
ყოველი სულელი პოულობს უფრო დიდ სულელს, რომელიც მას აქებს.
ბუალო
ყოველი ქვა წარსულის დიდების ნანგრევებისა, ყოველი ძვალი ჩვენი მამაპაპების აკლდამებისა სულ იმას გაიძახის, რომ შურმა და ორგულობამ დაგვღუპაო, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვეხსნებით ამ დაწყევლილ ისტორიულ ჩვეულებას.
“მოგზაური“ 1901, №6 და №7, გვ. 528.
ყოველი ჩვენი აღფრთოვანება წუთიერია. სადღესასწაულოდ ვართ შობილნი. მუდმივი შრომა გვეჯავრება. კრებულად ყოფნა გვალხენს, აზრს გვიღვიძებს, იმედს გვიცხოველებს.
მაგრამ დავიშლებით თუ არა ყრილობიდან, იუბილეა იგი თუ პანაშვიდი, (პანაშვიდი ერთგვარი გასართობია ჩვენში), მივუბრუნდებით თუ არა ჩვენს მუდმივს, ჩვენს უფერულ დღიურ საქმეებს, ყოველივე იცვლება ჩვენს გულში - აღფრთოვანება ჰქრება, აზრი მიდუნებულია, სიცოცხლის ხალისი დახშულია.
ვაკეთებთ რაღაცას, თითქოს ვმუშაობთ, მაგრამ გული ჩვენი დაწყლულულია და ეს ჩვენი მუშაობა უნაყოფოა და უაზრო.
არჩილ ჯორჯაძე
ყოველი წერილი ძეგლი არს მეტყველი, გამომაჩინებელი აღმწერელისა საუკუნოდ, რომელისამე საქებელ ყოფად, ხოლო სხვისა განქიქებად.
არსენ ამარტოლი
ყოველ დროს ჰყავს თავისი ხმაურიანი და უხმაურო მოღვაწენი. ხმაურიანთა სახელი გადადის თაობიდან თაობაში, უხმაუროთა კი თავის თაობაში რჩება.
როდიონ ქორქია
ყოველ ეპოქაში წარმოიშვება ერთი საერთო იდეა, რომელიც ბატონობს დედამიწის ყოველ კუთხეში. ეს იდეა სხვადასხვანაირ ხასიათს ღებულობს, ქვეყნებისდა მიხედვით კიდეც განსხვავდება განვითარებისდა კვალად, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივეა.
და ეს იდეა ერთიდან მეორეს კი არ გადაეცემა, არამედ დამოუკიდებლად იჩენს თავს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც სხვა ხალხებთან არავითარი კავშირურთიერთობა არ აქვს.
თაგორი
ყოველ კაცს აქვს გულშემატკივრობა. ყველასა აქვს გული, მოკრძალე ბიწიერებისა, ყველასა აქვს გული სიყვარულისა და პატივისცემის ნიჭით, ყველასა აქვს გული, განმრჩეველი ჭეშმარიტებისა სიცრუისაგან.
გულშემატკივრობა არის სიყვარული; გული, რომელსაც რცხვენია ბიწი, არის ჭეშმარიტება, გული, რომელსაც სიყვარულისა და პატივისცემის ნიჭი აქვს, არის კეთილზნეობა; გული, რომელიც განმარტავს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, არის სიბრძნე.
ეს სიკეთენი ჩვენში გარედან კი არ არიან შემოთვისებულნი, არამედ თვით ჩვენი არსება შეიცავს მათ.
მენციო
ყოველ კაცს, ისე როგორც მთელ ერს, მართებს თავისი ძალის შეგნება, თავის შემოქმედების ფარგლების ცნობა და მისი გონიერად გამოყენება.
სოკრატე
ყოველ მტერზე უფრო საშიშარი ის არის, რომელსაც ვძულვართ და ამასთან ალერსიანად და დიდად თავაზიანად გვეპყრობა.
“ივერია“ 1894, №199, გვ. 2.
ყოველ საზოგადოებაში, ცხოველების იქნება იგი, თუ ხალხთა, ძალადობას შეუქმნია მტარვალები, მშვიდობისმოყვარე უფლებას მეფეები შეუქმნია.
ბრძენ კაცთა გონების სალაროდან ყოველ საქმეში, საცა კი თავი უნდა, გულს ნაკლებად ათხოვეთ ყური და, საცა გული უნდა - თავი.
ბუასტი
ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია იგი ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, რომ ლამაზი ვარო. ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი-გულს. პირველილამაზი ნივთია, მეორე-საუნჯე.
ნაპოლეონ ბონაპარტე
ყოველ უბრალო მოკვდავს მოეთხოვება ცოდნა იმ საგნისა, რომელზედაც იგი სჯას აპირობს, რაზედაც ბაასობს და ლაპარაკობს.
ვალერიან გუნია
ყოველი დღე პაწია ცხოვრებაა: ყოველი გამოფხიზლება - პაწია დაბადება, ყოველი დილა პაწია სიჭაბუკეა და ყოველი ძილი პაწია სიკვდილია.
არტურ შოპენჰაუერი
ყოველი ერი ანუ საზოგადოების წყობა იბრძვის იმიტომ, რომ იგი არ არის კმაყოფილი თავისი ხანგრძლივი უფლებისა და უნდა ხელში ჩაიგდოს მეტი ქონება, მეტი ეკონომიური უფლება.
ფელეტონი, ფიქრი და შენიშვნა გარემყოფელისა. ფონდი 480, აღწ. 1, საქმე 868.
ყოველი ერის სული, მისი საიდუმლო მიუწვდომელია, სხვა მოდგმის ხედვისათვის.
ტიუტჩევი
ყოველი ერის უფლებას, იმის პოლიტიკურს, სასულიერო და საზნეობო წესსა და წყობილების საფუძვლად და დასაბამად აქვს ქონებრივის ცხოვრების წესი და წარმოება.
სცსია, ფონდი 480, აღწ. 1, საქმე 868.
ყოველი კაცი თვითვე თავისი თავის მტერია.
პლატონი
ყოველი კაცი, რასაც აკეთებს, თავის თავს უკეთებს. სხვისთვის რომ ზრუნავ, ამით შენს თავს ეხმარები. რადგან სულიერებას იძენ. ხოლო როცა ბოროტებას ჩადიხარ - პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებ ვნებას, რადგან შენი სული ცოდვით ივსება.
ილია II
ყოველი კაცი სცდება და მარტო დიდბუნებიანი კაცი კი დაინახავს და იტყვის ხოლმე თავის შეცდომას.
ფონტენელი
ყოველი კაცი უთუოდ მართებული უნდა იყვეს: ყოველს მის განზრახვას, სურვილს, შენიშვნას სარჩულად აუცილებლად სიფაქიზე, სიწმინდე, კეთილსვინდისიანობა უნდა ედვას, ეს მით უმეტეს მოეთხოვება ლიტერატორს, გაზეთის თუ ჟურნალის თანამშრომელს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ლიტერატორს შარლატანი ეწოდების, უმართებულო ჯღაბნია დაერქმევის.
ვალერიან გუნია
“ყოველი კაცის მოქმედება იმ დრომდის უნდა მიაწერო კეთილს განზრახვას, ვიდრე ბეჯითად არ დარწმუნდები, რომ იგი არის შედეგი ცუდის მიზეზისაო“, - თქვა ერთმა კაცურმა კაცმა..
იაკობ გოგებაშვილი
ყოველი მოქალაქე ისევეა მოვალე იზრუნოს ერის გამრავლებაზე, როგორც სამშობლოს დაცვაზე.
“ერთობა“ 1919, 237, გვ. 3.
ყოველი პატრიოტი მკაცრია უცხოელების მიმართ. ისინი მისთვის მხოლოდ ადამიანებია, რომლებიც მეტს არაფერს წარმოადგენენ მის თვალში
ჟან-ჟაკ რუსო
ყოველი პიროვნება თვითვე დაუდგეს დარაჯად საკუთარ ყოფაქცევას და დასაწყისშივე აღკვეთოს «რტონი ცოდვათანი“. ყოველი ჟამი იგი წარწყმდეს, რომელიცა სწავლასა ზედა არა სახმარ ვყოთ.
პლინიუსი
ყოველი საქვეყნო მოღვაწე, ყოველი ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანი ყოფილა და არის გაზაფხულის მსგავსის სულისა. მხოლოდ მათ განუცდიათ გაზაფხული სულისა. ...გაზაფხული ერის სულისა უმშვენიერეს სურათს დაგვიყენებდა ერის სულისას.
ვაჟა-ფშაველა
ყოველი ქართველი, რომელსაც ნაღვლით უფიქრია თავისი ერის სვე-ბედზე, დგას ამ საუკუნის განაპირას თვალცრემლიანი და შიშის ზარით შეჰყურებს მომავალს.
რა ფერი ადევს ამ მომავალს? აი საჭირბოროტო საკითხი, რომლის განხილვითაც იგი უნდა შევიგნოთ. მაგრამ ამის გასაგებათ საჭიროა ვიკითხოთ, რა იყო, ან როგორი ელფერი ესვა ამ საუკუნის წარსულ ჩვენ ცხოვრებას?
“ივერია“ 1895, სექტ.
ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავის ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ყოველი წუთი თავისუფალ დროისა ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს.
კონფუცი
ყოველივე, რაც კი საამაყო დამრჩენია - შეძენილია არა მარტო კაბინეტური შრომით, არამედ ხალხში ყოფნით... იქიდანაა ხმამაღალი შეძახილი ჩემს შესახებ.
იქიდანაა ჩემი წარსული, ჩემი აწმყო, ჩემი მომავალი. მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ მთვრალი ამ გარემოებით, იმგვარად რომ არ მცოდნოდა, სადაა ნამდვილი სიმართლე და სადაა სიყალბე, თავბრუდახვევა ჩემთვის უცნობი იყო ყოველთვის. ყოველივე ემორჩილება ანალიზის გრძნობას.
გალაკტიონ ტაბიძე
ყოველივე, რასაც ასწავლი ყრმას, საამო უნდა იყოს მისი, ვინაიდან სწავლა მონური შრომა კი არ უნდა იყოს, არამედ სიტკბოება, არა ტყვეობა, არამედ ხალისი, მოწადინება.
იერონიმე
ყოველივე ქება, საზოგადო პატივისცემა იმავე დროს მცირეოდენი დამცირებაც არის ადამიანისა, იმიტომ რომ, როცა ის, ვისაც აქებენ, ამ ქებას გაზომავს, ეცოტავება, საკმარისი არა ჰგონია ხოლმე. მოგვეცით ერთი მეგობარი შორსმხედველი და გულმართალი და თქვენი ქება-დიდება კი თქვენთვისვე დაიტოვეთ. საქმე სიცოცხლის საგანი და აზრია, დანარჩენი-არაფერი.
ზაქარია ტოპელიუსი
ყოველთვის გვიყვარს ის, ვინც აღტაცებულია ჩვენით და არცთუ ყოველთვის გვიყვარს ის, ვისაც აღტაცებით შევცქერით.
ლაროშფუკო
ყოველი ბავშვი მცირეოდნად მაინც გენიოსია; ყოველი გენიოსი მცირეოდნად მაინც ბავშვია.
არტურ შოპენჰაუერი
ყოველი ხარისხი სიბრძნისა არის ესე: რათა იცოდე უმეცრებაი შენი, უკეთუ არა გნებავს რათა შეგრაცხონ შენ სხვათა უგუნურად; მაშ განაგდე შენგან უგუნებით პატივისცემა თავსა შენისა ბრძნად საკუთართა ფიქრთა შინა შენთა.
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპ. 1878.
ყოველი კაცის საფლავის ქვის ქვეშე დამარხულია მთელის ქვეყნიერების ისტორია.
ჰაინე
ყოველი ღონე იხმარე, რომ არავის არ გაუკეთო ბოროტება და წმინდა გული გქონდეს ყველა ადამიანისადმი.
ამბა პიმენი
ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე.
მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე მოძმეს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან; გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა.
ჩვენ თითქოს ყარიბები ვართ და თითქმის ვერ ვახერხებთ ამ უცხო ქვეყნის ენაზე საუბარს; უამრავი ლამაზი და ბრძნული აზრი გვიტრიალებს თავში, მაგრამ ვერ გამოვთქვამთ და იძულებული ვართ “მოკლე სასაუბრო წიგნიდან“ ამოკითხული წინადადებებით დავკმაყოფილდეთ.
ტვინი ლამის აგვიდუღოს ამდენმა ერთიმეორეზე უკეთესმა აზრმა, მაგრამ თქმით მხოლოდ დაახლოებით ასეთი ფრაზის თქმა შეგვიძლია: “მებაღის დეიდას დარჩა თავისი ქოლგა ოთახში“.
მოემი
ყოველივე ხორცი თივაი არს და ყოველივე დიდებაი კაცისა-ვითარცა ყვავილი თივისაი. განხმის თივაი იგი და ყვავილი დასცვივის.
ესაია 40,6-7
“საპატრიარქოს უწყებანი“ 2002, №8, გვ. 12.
ყოველს შენს მოქმედებას თამამად დააჩნიე ბეჭედი შენის ჭკუისა, რომ შენმა მახლობლებმა შენ გეძიონ; ძველს ქვეყნიერობას თამამად აუწყე შენი გულითადი აზრი, რომ შენ მოსეულთაც გისმინონ.
შლეინმარხერ
ყოვლად მოწყალეო დედოფალო ღვთის მშობელო, აღმოგვიყვავნ ჩვენ სიღმრთეთაგან ცოდვათაგან და გვიხსენ ჩვენ სიყმილისაგან, სრვისა, და ძრვისაგან, ცეცხლისა მახვილისა და ზედა მოსვლისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ზედა დასხმისაგან მტერთასა და გამრხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკვდილ-შემოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა.
“დაუჯდომელში“ ჩართული საოხებელი ქართველთა
ყოვლად ძლიერო! ტყეებში ვარ ბედნიერი, ბედნიერი ვარ ტყეებში, სადაც ყოველი ხე შენზე ლაპარაკობს. უფალო! რა დიდებულებაა ამ ტყეებში, ამ გორაკებზე! აქ, ამ სიმშვიდეში შემიძლია შენ გემსახურო.
ბეთხოვენი
ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი ეროვნული საქმე წახდეს მარტო უცხო ერის შოვინისტების წყალობით ისე, რომ ჩვენი ერისვე შვილები არა ჰყვანდეს მათ მარჯვენა ხელად. ამიტომ ყოველი შეგნებული ქართველის წმინდა მოვალეობაა როგორც სიტყვით, ისე საქმით ებრძოლოს მსგავსი პირების მოღვაწეობას
“თემი“ 1911, №50, გვ. 3.
ყოვლითა გულითა შენითა პატივეც მამასა შენსა და ნუ დაივიწყებ დედის მწუხარებათა მშობიარობის დროს. გახსოვდეს, რომ შენ მათგან ხარ შობილი, და რა შეგიძლია შენ მისცე მათ ნაცვლად იმისა, რაც მათ შენ მოგანიჭეს?
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
ყურადღების ღირსი მხოლოდ და მარტოოდენ ის არის და ისა ხდება, რაც არა მარტო მომწიფებული და შესწავლილია, არამედ ისიც, რის განხორციელებისათვის ხალხი მოწადინებულია - შრომა, ენერგია არ დაზოგოს.
არჩილ ჯორჯაძე
ყური მივუგდოთ სიცოცხლის მომნიჭებელ ცხრა მკურნალს, ესენია: მზის სხივი, სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ბუნებრივი კვება, შიმშილობა, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება, კარგი ტანადობა, გონება.
პოლ ბრეგი
ყური დამიგდეთ, ხალხო, ჩემო ძვირფასო ძმებო, ადამიანი - აი, ამ ქვეყნის უმაღლესი ჭეშმარიტება, და მის უმაღლეს არა არის რა!
ჩანდიდასი
ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა-იშვიათს, რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ.
შექსპირი
"ყურს ნუ უგდებ ბოროტ ენას,
არ იწამო არ რა მისი,
ცხოვრებაში გაიღმერთე
სამშობლო და სინიდისი."
გიორგი ჟღენტი
შ
შავი ხვედრი ქართველი ერისა, ბნელი ეტლი ჩვენი სამშობლო ქვეყნისა ქართველთ ბევრს შტენს ხვდა ქარ-ცეცხლ-მეხ-ხანჯალ-ხმალი და ერთი ამ მრავალ შტენთაგანი არის - მწერლობითი ნაშთი “დილარიანი“.
ზაქარია ჭიჭინაძე
შარიანი კაცი შურის გამჩაღებელია და ყველა უმეცარი - შუღლის ამტეხიო, შეგვახსენებს ბიბლია და დასძენს შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებააო.
ანა კალანდაძე
"შე წინაპართა სინდის-ნამუსო! შე შენთა ტოლთა ციხევ და ბურჯო! შე მომავალთა კელაპტარ-სანთელო! ქართული სიტყვის შნოვ და ჯავარო!"
ლადო მრელაშვილი
შეგიძლია დაივიწყო შეურაცხება, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაივიწყო კაცის სიკეთე-მოწყალება.
“მწყემსი“ 1896, №1, გვ. 8.
შეგნებული გადაწყვეტილება მოაზროვნე და მამაცი ადამიანის განადგურების თაობაზე არც ერთ ეთნოსს არ მიუღია, იღუპებიან კი ისინი მოვლენათა ლოგიკის შედეგად.
ლევ გუმილიოვი
შეზღუდული, მაგრამ საღი გონების მქონე ადამიანი გაცილებით ნაკლებ მოსაწყენია საუბარში, ვიდრე დიდი, მაგრამ უცნაურად მოაზროვნე ადამიანი.
ლაროშფუკო
შეისმინე, რომ ყოველი კაცი ისე მოქმედებს, როგორც მისთვის უმჯობესია. თუ ეს ნამდვილად უმჯობესია მისთვის, მაშინ ის კაცი მართალია, და თუ სცდებაიმისთვისვეა უარესი, რადგან ყოველს შეცდომას მოსდევს სატანჯველი. თუ ეს მუდამ გეხსომება, მაშინ არავისზედ აღარ მოგივა გული, არც აღელდები ვისზედვე, არც არავის დააყვედრებ, არ გალანძღავ და არც არავისი მტრობა არ გექნება.
ეპიქტეტი
შეიძინე სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე აზრისა, ურყეობა ზნეობისა.
გაბრიელ ქიქოძე
შეიძლება ადამიანი მცოდნე იყოს სხვათა ცოდნით, ბრძნად ყოფნა კი მარტო საკუთარის სიბრძნით არის შესაძლებელი.
მონტენი
შეიძლება ეჭვი შეგეპაროს შენს შესაძლებლობაში, გაწუხებდეს უკმარობის გრძნობა, იყო უკმაყოფილო, ცდილობდე მსმენელის შეხრილი წარბით მიხვდე, შენი ქმნილების მელოდია და რიტმი, დაუჯერო რჩევას. ოღონდ ყოველივე ამის მიღმა უნდა იდგეს შეგრძნება, რომ არსებითად შენ მართალი ხარ.
ოტია პაჭკორია
“შეიცან თავი შენი“ და “არაფერი ზედმეტად“. - მოკვდავთა საქმეების განსახილველად და სიბრძნის მარგალიტების გასაცვლელად შეკრებილმა შვიდმა ბრძენმა, თავის სამდღიანი სხდომის რეზიუმე დელფის ტაძრის კედელზე ასე დაწერეს.
რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი (შემდგენელი ნიკო აჭარაძე. გვ. 3.)
შეიძლება ადამიანს დილით-დილამდე ძველი სიტყვები ეკეროს პირზედა, ამავე დროს, ეპოქის ერთგულიც იყოს.
მიხეილ ჯავახიშვილი
შეიძლება არ იყო თავმდაბალი და არ იყო ბრძენი, მაგრამ შეუძლებელია იყო ბრძენი და არ იყო თავმდაბალი.
ჩინური წყაროსთვალი
შეიძლება გძულდეს, რაც შენ ბუნებით ასე თუ ისე გეახლოვება, რასაც შეუძლია ხელი შეგიშალოს, წინ გადაგეღობოს. მაგრამ ადამიანს ძალუძს წინაღუდგეს ღვთაებას? ზეკაცი თუ ზეკაცია, თუ ღმერთს მიახლოებია, მისი შარავანდედი მხოლოდ სიყვარული იქნება. ვისაც ზეკაცობა სწადია და ღმერთთან მისვლა, უნდა აირჩიოს გზა სიყვარულისა, რადგან ცხოვრებაში შემოქმედებითი ნიჭი მხოლოდ სიყვარულს აქვს.
სამსონ ფირცხალავა
შეიძლება ხალხი ერთხელ მოატყუო, მაგრამ არ შეიძლება მისი განუწყვეტლივ მოტყუება, რადგან ამას თვით ამ პოლიტიკოსებისათვის სავალალო შედეგი მოჰყვება.
აბრაამ ლინკოლნი
შეიძლება ყველაზე საშინელი, ყველაზე დამანგრეველი, რაც ჩვენ ცხოვრების, უფრო სწორად, ყოფის ინსტიქტური შეგრძნებისგან მივიღეთ, ისეთი ხალხისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ნიჰილიზმია. ჩვენ, რატომღაც დაგვავიწყდა მთავარი, თუ რა არის ჩვენი ძალა! (ქართული კულტურა).
თამაზ ჭილაძე
შევუნდობთ იმას, ვინც თავს გვაბეზრებს, მაგრამ ვერ შევუნდობთ იმას, ვისაც თავს ვაბეზრებთ.
ლაროშფუკო
შემოქმედებაში თავისუფალი საწყისიდან აშკარავდება ღვთიური ადამიანში, და არა ზენადან. შემოქმედებაში თავად ადამიანი ამოიცნობს თავისთავში ღვთის ხატებასა და ღვთიურობას.
ნიკოლაი ბერდიაევი
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.
ნიკოლაი ბერდიაევი
შენ კარგად შეგნებული გქონდა, რომ იქ, სადაც ყველა ბელადობს და ჯარისკაცი არ არის, საქმე არ გაკეთდება, სიძლიერე ჩვეულებრივს საერთო გულწრფელს მუშაობაშია.
ექვთიმე თაყაიშვილი (სიტყვა ალექსანდრე სარაჯიშვილის ცხედართან)
შენ კი ყველა მტერს, მით უფრო თვისტომს, თუნდაც ნათესავსაც, უნდა გააგდებინო ხელი, რომელიც მტრის საქმეს აკეთებს ჩვენში!
ლევან გოთუა
შენ შენი აზრი უნდა გქონდეს, შენი ფარული აზრი, და ყველაფერს მისი მიხედვით უნდა აფასებდე, მაგრამ აშკარად მხოლოდ ისე უნდა მსჯელობდე, როგორც მსჯელობს ყველა, როგორც მსჯელობს ბრბო, როგორც მსჯელობს ხალხი.
პასკალი
შენ ცილს დამწამებ, დამგმობ, დამწყევლი და მე კი შენსას ვერ ვიტყვი ავსა! (გამეცინება), დრო დამცინავი წავა და ბედი - დიდხანს გვატარებს გაცვეთილ გზებით, ბევრი გვაჩუქებს მატყუარა გულს, ბევრს შევიყვარებთ, ბევრს შევძულდებით, და კვლავ შევხვდებით მზე-ჩასულები..
სიკო ფაშალიშვილი
შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი; შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარია; ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის.
შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი; მიეცი მას წრფელის გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს; მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე.
ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი; გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ; თავმოყვარეობა შეიძინე და თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ: არ გაამაყდე; ბოლოს და ბოლოს ყოველივეს სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - ისევ შრომა; ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.
შენი მოსიყვარულე მამა.
მიხეილ ჯავახიშვილი (მამის დარიგება 10 წლის ქეთევანს)
შენ ხარ ჩემი გულის პასუხის სალარო. აქ ყველაფერი ცივია, ცივი, ვით ყინვა.. ადამიანებიც, ადამიანებიც ცივი და უგულონი არიან; მათ, გულის მაგიერათ, ცივი ქვა უდევთ გულის ადგილზე.
“თავისუფლება“ 1917, №2, 15 მარტი
შენი ამხანაგის და მეზობლის ძვირს ნუ იძრახავ, თორემ ბოროტი შენ მოგევლინება. შენ ილოცე: ღმერთო, ჩემს შურის მაძიებელს შენ მიაგე კეთილი-თქო, და ღმერთი სწორი მოსამართლე არის, საქმისაებრ თვისთა ყოველს მიანიჭებს.
იგავ-არაკების კრებული ვარდანისი, ტფ., 1899.
შენი საიდუმლო რომ სხვას შეატყობინო და იმან კიდევ სხვას გაუზიაროს, ამისთვის ნუ დაემდურები, რადგან შენი საიდუმლო თვითონ შენ ვერ შეგინახავს და სხვა როგორ შეინახავდა.
“ივერია“ 1904, №57, გვ. 3.
შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე!
ქართველთა უძველესი თქმულება
შენს თავს შორიდან სხვისი თვალით შეხედე, გაუღიმე და უკეთესი გახდები.
აღმოსავლური ანდაზა
შენს წინაშე ვინც დაეცეს, ნუ დასცინი.
აფხაზური ანდაზა
შესაძლო იყო დაბადებულიყვნენ ზრდილობიანი ბავშვები, თვითონ მშობლები რომ ზრდილობიანი ყოფილიყვნენ.
გოეთე
შესაძლოა დიდ ვინმედ გამოვჩნდეთ, თუ ჩვენ ღირსებებზე დაბალი თანამდებობა გვიჭირავს, მაგრამ ხშირად პატარა ვჩანვართ, თუ თანამდებობა ჩვენზე დიდია.
ლაროშფუკო
შესაძლოა კაცი საქმიანიც იყოს და ფრჩხილების სილამაზისთვისაც ფიქრობდეს.
ალეკსანდრ პუშკინი
შესაძლოა, კაცობრიობის მთელ ისტორიაში არც ერთ ეპოქას არ სჭირდებოდა ისეთი ნამდვილი ისტორიული, ისეთი მკაცრი ისტორიული თვალსაზრისით მიდგომა და გაანალიზება, როგორც ჩვენს ამ ახლო წარსულს, ჩვენს ამ გუშინდელ დღეს, მთელ ამ აბობოქრებულ მეოცე საუკუნის რუსეთის ომპერიისა და მასში შემავალი ქვეყნების გუშინდელ დღეს და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ირაკლი აბაშიძე
შეუმწიკვლელი გული და ყოფაქცევა უმთავრესად დიდებაა დედაკაცისა.
მადამ მენტენონი
შეუღლება მეტად ახალგაზრდისა ან მეტად ბებრისა ხშირად ერთგვარივე უბედურების ნაყოფის მომტანია.
პ.მანტეგაცა
შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს ერთი პიროვნება, თუკი მას არ უყვარს ყველა სხვა, თუკი იგი არ არის გამსჭვალული სიყვარულის გრძნობით მთელი კაცობრიობის მიმართ. შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს საკუთარი შვილი, და, ამასთან, არ უყვარდეს ყველა სხვა ბავშვი.
ერიხ ფრომი
შეუძლებელია პატიოსნურად აზროვნება იქ, სადაც მთელი ფიქრი ადამიანისა ლუკმა პურის მოპოვებას უნდება.
მონტესკიე
შესაძლოა კაცმა შურსა სძლიოს ზოგჯერ და იარაღი დააყრევინოს-კი - არასდროს..
ლაჰარნი
შეყვარებულ ქალს ყველაზე ძლიერ უყვარს, ცოლს - ყველაზე უკეთ, დედას - ყველაზე ხანგრძლივ.
დამაკვირდი, “ივერია“, 1901, №133, გვ. 3.
შეყვარებული ქალის გული არის ოქროს ტაძარი, რომელშიაც ხედავთ.. თიხის კერპს.
სპარსული აფორიზმი
შეცდომანი დიდბუნებოვან კაცთა, უფრო მეტ ჭკუას გვასწავლიან, ვიდრე ჭეშმარიტებანი წვრილმანებისა.
ბერნე
შეცდომებისაგან თავის დაზღვევის სამი გზაა: თავის თხზულებებს მეგობრებს განასჯევინებს - ლიუსიუსის ცნობით, ძველად შემოღებული იყო თხზულებათა წაკითხვა მის გამოცემამდე მოწვეული მეგობრების წრეში; თავის თხზულებები გამოაქვს თავისი მეგობრებისა და მტრების საზოგადოებრივ სამსჯავროზე.
იმისათვის, რომ იცოდე, საჭიროა როგორც ერთგული მეგობარი, ისე ულმობელი მტერიც; თვითოელმა ადამიანმა თვითონ შეასრულოს ეს სამუშაო, ხელახლა გადასინჯოს თავისი წინანდელი იდეები, თხზულებანი და საქმეები და სრულიად სერიოზულად განსაჯოს ისინი არა როგორც თავისი, არამედ სხვისი ქმნილებანი.
არისტოტელე
შვილებს, მეგობრებსა და მოსამსახურე პერსონალს ვაძლევთ საჭმელს, მაგრამ რა იშვიათად ვაძლევთ მათ საკვებს თვითკმაყოფილების მისაღწევად. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ კარტოფილითა და ხორცით, რათა ძალა და ენერგია მოიკრიბონ, მაგრამ დაუდევრობის გამო გვავიწყდება, ვუთხრათ მათ ტკბილი სიტყვა.
გვავიწყდება მათი აღიარება, მათი ადამიანური თვისებების აღნიშვნა, იმ სიტყვებით, რომლებიც მათ ემახსოვრებათ მრავალი წლის განმავლობაში და ხანგრძლივად დაატკბობს მათ ყურთასმენას.
დეილ კარნეგი
შვილებისათვის მშობლები წარსულია, მშობლებისათვის შვილები მერმისი; თუ მშობლებს ყოველთვის უფრო მეტად უყვართ შვილები, ეს სამწუხაროა, მაგრამ ასე კი უნდა იყოს, - ვინ მოიძებნება სადმე ისეთი ადამიანი, რომ იმედი მოგონებაზედ ძლიერ არ უყვარდეს.
ჟან დუსოლი
შვილებო, რჩევა ყველას ჰკითხეთ, მაგრამ დაჯერებით-კი ბევრს ნუ დაუჯერებთ.
აკაკი წერეთელი
“შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო“; და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთვისცა იტყვის: “უდარესსა შენსა ნუ გამოეძიებო და უძლიერესსა შენსა ნუ განიკითხავო“.
იოანე საბანიძე
შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ვაჟა-ფშაველა
შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა.
დიაღ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარედ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.
ვაჟა-ფშაველა
შვილმა გულში გამიარა, შვილიშვილმა გულისგულში.
ნოდარ დუმბაძე
შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.
შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო მცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა, უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.
ილია ჭავჭავაძე
შვილო, თუ შენი მეგობარი ავად იყოს, ნუ იტყვი შენს გულში, თუ მსხალი ან ვაშლი ვიყიდო და ასრე წავიდე სანახავად; წადი ფეხით და ნახე თვალით, რამეთუ ავადმყოფის ცარიელად ნახვა უფრო სჯობს, ვიდრე მრავალი რამის ჭმევა.
ალექსანდრე ხახანაშვილი
შვილო, შეეწიე მამას სიბერესა შინა და ნუ განახელებ მას მის ცხოვრებაში, კიდეც რომ მოაკლდეს მას მეცნიერება, მაინც მორიდება გქონდეს და ნუ შეურაცხყოფ მას შენი მოქმედებით;
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
შვილო ჩემო! ქართლისა ქვეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან და ვხედავ, რომელ ღმერთა მიუმადლებია შენდა: აწ იღუაწ, რათა განამრავლო სასყიდელი შენი.
იოანე ათონელი
შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავისი დედ-მამისა: ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვას და კურთხევას.
გაბრიელ ეპისკოპოსი
შთამომავლობა იმით კი არ დაგვაფასებს, რა მიღწევები გვექნება ტექნიკასა და მატერიალური ფასეულობების შექმნაში, არამედ იმით, თუ რა ვარგეთ ადამიანის სულებს.
ჯონ კენედი
შიში ღვთისა არს ნიჭი, მონიჭებული უფლისაგან; იგი აყენებს კაცს სიყვარულის გზაზე და მოსპობს ცოდვათა, რომელსა არა აქვს შიში ღვთისა, მას არ შეუძლია გამართლება.
სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა
შრომა ადამიანს ფულს აშოვნინებს და დროს არ აძლევს იგი დახარჯოს.
დეკურსელი
შრომა, გარდა იმისა, რომ ადამიანს სიცოცხლის საზრდოს უნახავს, - სხეულს ჯანს უმატებს და სულს - ზნეობრივს სიმშვიდეს.
პ. მანტეგაცა
შურთ მხოლოდ მათ, რომელნიც მოყვასთ კეთილსა ზედა სწუხან. ძალიან ბევრნი ისე არიან განწყობილნი ზოგიერთთა მიმართ, რომ უბედურებაში მათი მიტოვება არ შეუძლიათ და სვეგამწარებულთ შემწეობას უჩენენ, მაგრამ საკმარისია დაჰკრან თვალი მათ ბედკეთილობას, მყისვე წუხილს იწყებენ.
სოკრატე
შური და ბოღმა სხვისა კეთილსა ზედა ბევრ სიმდაბლეს ადენინებს ადამიანს. ამიტომ, სანამ ვინმეზე აუგს ვიტყოდეთ, ჯერ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ ნაცუღლუტარში და მერე ისე დავდოთ სხვის ნაოფლარს მსჯავრი!
ლადო მრელაშვილი
ჩ
ჩაცმამ დამხატა, კაცი გამხადა.
ინგლისური ანდაზა
ჩემთვის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ის არის, ვისაც შეუძლია ყველას შეეთვისოს, ვისაც არათანამოაზრენიც უყვარს. ადამიანის გონების შეცდომები უნდა ვამხილოთ კეთილშობილური გზნებით და არა ღვარძლიანი ნიშნის მოგებით.
უთხარი ადამიანს, რომ ის ცდება და რატომ ცდება, მაგრამ გულს ნუ მოუკლავ და უგნურს ნუ უწოდებ. ადამიანებო, რას არ მოიგონებთ თავის საწამებლად!
ნიკოლაი კარამზინი
ჩემთვის ხალხია ისინი, რომელთაც აკავშირებს ერთიანობა და თანხმობა სამართლის თაობაზე.
ციცერონი
ჩემი თაობის გამოცდილებით, ჩემდა სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვა - ვაი, თუ ქართველ ხალხს საერთოდ არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს რამდენიმე თავისი გამოჩენილი შვილის აღიარება და პატივისცემა. იგი ერთ კაცს, მხოლოდ ერთ თავის მოღვაწეს გაიხდის ხოლმე იმედად და სათაყვანოდ და ბოლოს და ბოლოს გააღმერთებს კიდეც მას სანამ ეს კაცი ფათერაკს რასმე გადაეყრებოდეს. მერე კი კარგად მეყოლე.
ირაკლი აბაშიძე
ჩემი ლოზუნგი ხელოვნებაში ასეთია: ყოველმა ოსტატმა თავისი საქმე ისე გააკეთოს, რომლის უკეთესად გაკეთება მოცემულ პირობებში ყოვლად შეუძლებელია.
კონსტანტინე გამსახურდია
ჩემი ტროფეები სისხლის მდინარეში სცურავდნენ. ჩემი საომარი ეტლი ჰგლეჯდა ადამიანებს თუ ცხოველებს და აფრქვევდა მათ მთრთოლვარე ასოებს. დასახიჩრებული გვამების გროვა ძეგლად აღვმართე. იმათ კი, ვინც ცოცხლად დამნებდა, ხელები დავსჭერი და თვალები დავსთხარე.
აშურბანიპალი
ჩემი ცხოვრების მანძილზე არა ერთხელ მიფიქრია დიდ ადამიანებზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც არა მარტო დაღს ასვამდნენ დროს, არამედ ჰქმნიდნენ კიდეც მთელს ეპოქებს.
ყოველთვის, როცა კი მათზე ლექსების წერას შევუდგებოდი, ჩემდა უნებურად ვგრძნობდი მათდამი არა მარტო მოკრძალებას, არამედ შიშსაც. ვცდილობდი მათი სულის გამოსახვას.
სამწუხაროდ, მარტო პორტრეტი გამოდიოდა, პორტრეტი, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩემდა დამოუკიდებლად იცნობდა. დამწუხრებული ვტოვებდი სამწერლო მაგიდას და ისევ ოცნებას ვედევნებოდი. სიტყვაში ვერ ჩავტიე დიდ ადამიანთა სული, მე უძლურებას ვგრძნობდი ჩემი თავის წინაშე. დიდება იმათ, რომელთაც ძალა ეყოფათ ამ საქმის აღსასრულებლად!
ჰაინე
ჩემო მეგობარო მკითხველო, ცხოვრება სიყვარულსა და მაღალ მისწრაფებებში გაატარე.
ანდრე მორუა
ჩემს მოღვაწეობაში მე ვხელმძღვანელობდი ერთი ხალხური ლექსით, რომელშიაც მშვენივრად არის გამოხატული ქართველი ხალხის ზნეობრივი მოძღვრება აუცილებლობის შესახებ, რომელსაც უნდა ადამიანი აკმაყოფილებდეს: “კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა, კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი - არც თავის დედასა“.
ივანე ჯავახიშვილი
ჩვენ არ გვინდა ეროვნული მტრობა და ეროვნული შუღლი, რადგანაც ჩვენი შუღლი ჩვენივე სამარეა.
ფურმანოვი
ჩვენ, ადამიანები, ბევრს რამეში ცხოველთა და ფრინველთა შეგირდები ვართ. ქსოვა და კერვა ობობასაგან ვისწავლეთ, ბინების აგება მერცხლებისაგან, სიმღერა კიმგალობელ ფრინველთა, გედებისა და სხვათაგან.
დემოკრიტე
ჩვენ არ გვაშინებს არც შური, არც ცილის წამება, არც დევნა სულდგმულთა, რადგან სახელმძღვანელოდ გაგვიხდია შემდეგი სიტყვები სახარებისა: “ესრეთ ბრწინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი“.
“კვალი“ 1894, №52, გვ. 1.
ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგანმომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა.
წარსული-მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყომომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.
ილია ჭავჭავაძე
ჩვენ არასოდეს არა ვართ არც ისე ბედნიერნი და არც ისე უბედურნი, როგორაც ეგ ჩვენ გვეჩვენება ხოლმე.
ლაროშფუკო
ჩვენ ბრალმდებელი ისე არ გვჭირდება, როგორც საქმის მოყვარული და საზოგადო უღლის გამწევი ადამიანები.
“მწყემსი“ 1895, №12, გვ. 1-4.
ჩვენ გვგონია, რომ რაც უფრო მეტს დავმალავთ, რაც დასამალი არ არის, ეროვნულ საქმეს სწორედ მეტ ზიანს მოუტანთ. სინამდვილე კარგად უნდა გვქონდეს გათვალისწინებული - ეს არის ერთადერთი უტყუარი წარმატების გზა.
არჩილ ჯორჯაძე
ჩვენ გვინდა წესი არა უძრაობისა, არამედ მოძრაობისა, თანასწორობის სიყვარულით გასხიოსნებული, გონიერების ძალით კარნახებული. წესი წესიერს საუკუნოობას უქადის, ხოლო უწესურს - საწყალ სიკვდილს. მაგრამ ამისთანაებს შევეწივნეთ ჩვენი აშორათი.
მოსე ჯანაშვილი
ჩვენ გვინდა ისეთი ხალხი, რომელიც თავის ფეხებით დადის და თავის თვალებით იცქირება.
ვილჰელმ მეორე
ჩვენ ვართ მზეთა შვილები და გვიყვარს მეტად მზეოსანი ლალებით მოთენთილობა. ჩვენი საშოს წყაროსთვალი მუქი ზურმუხტია და სიამით ვეფინებით მწვანილოვან მდელოს. მოტრფიალენი ვართ «უსაქმო“ სილამაზის და გამუდმებით ვიწვით მშვენიერებისათვის. ვაღმერთებთ სიცოცხლეს როგორც ცეცხლის მოთაყვანე წარმართები და ყველაზე მეტად უდარდელობას ვაფასებთ. გვიყვარს ლაგამახსნილი ქეიფი და გვართობს ალესილი ხმალის სისხლიანი სიმღერა.
გრიგოლ რობაქიძე
ჩვენ ვიცით მაგალითებიდან, რომ, როცა ერი პოლიტიკურ ფრონტზე მარცხდება, იგი კულტურულ ფრონტზე მიაბჯენს ყველა თავის სასიცოცხლო ძალებს.
კონსტანტინე გამსახურდია
ჩვენ თვითონ რომ ცუდი არ გვჭირდეს-რა, სხვისი ცუდი არ გაგვიხარდებოდა.
ფენელონი
ჩვენ თითქმის ყველანი ბავშვობაში ვყალიბდებით.. უკვე რვა წლის ასაკში ადამიანი ან პესიმისტია, ან ოპტიმისტი. შემდეგ ის უკვე აღარ იცვლება, თუკი მოვლენები ისე არ წარიმართებიან, რომ უკიდურესად გაუხარელი ბავშვობის შემდეგ ცხოვრება მისთვის უაღრესად სასიხარულოდ გადაიქცევა (ანდა პირუკუ); მაგრამ უსიხარულო ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის ხასიათში მაშინაც რჩება რაღაც მელანქოლიური და გაუბედავი.
ანდრე მორუა
ჩვენ იმდენი ვიცით, რამდენიც გვახსოვს.
ლათინური ანდაზა
ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, იმედი გვაქვს მხოლოდ, რომ ვიცხოვრებთ.
პასკალი
ჩვენ მოყვარენი შევიძულენით და შევიყვარეთ «მტერნი ჩუენნი!“
ზაურ ბოლქვაძე
ჩვენ მოყვრები ვეძებოთ, მტრები თვითონაც მოგვნახავენ.
აღმოსავლური გამოთქმა
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი, დამტევებელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია მარადიული.
სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი
ჩვენ პატარა ერი ვართ, თანაც ისეთ ადგილას გაჩხირული, სადაც ოდისევსის სცილა და ქარიბდა კანფეტად მოგეჩვენება.. ახლა ოლიგარქია ბატონობს ჩვენში.
ოლიგარქია ჯერ იმდენად ახალგაზრდაა - თავისიც თავის ჰგონია და შენიც თავისი. ჯერ დაუღვინებელია და, მაშასადამე, არამცთუ გონებით ვერ დაიკვეხნის, არამედ სულიერადაც დაცლილ-გაღატაკებულია.
აი, ასეთი ხალხით არი მთელი მთავრობა და პარლამენტი დაკომპლექტებული. მეზვერეთა ხანაა ჩვენში..
ლადო მრელაშვილი
ჩვენ რომ ყურადღებას ვაქცევდეთ ყველა იმ ბრიყვულ, უაზრო და უსაგნო ლაქლაქს, რომლის მოწმენიც ვხდებით, აღარც ლაპარაკი მოგვინდებოდა და აღარც მოსმენა და უთუოდ მდუმარების აღთქმას დავდებდით; მაგრამ მდუმარე მაღალ საზოგადოებაში კიდევ უფრო აუტანელია, ვიდრე ყბედი.
ლაბრიუერი
ჩვენ ყველას ძალა შეგვწევს სხვისი უბედურება ავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის არ შეგვწევს ძალა სხვისი ბედნიერება ავიტანოთ.
ლაროშფუკო
ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ვიპოვოთ არა ის, რაც სხვა ადამიანთაგან გვაშორებს, არამედ ის, რაც მათთან გვაახლოებს.
ჯონ რესკინი
ც
ცარიელი გუდა ქარისაგან იბერება, ცარიელი თავი - ამპარტავნებით.
მ.კლოდიუსი
ცოდნა ადამიანს სიმდიდრეს აძლევს, საარწმუნოება-ნეტარებას. ეხლანდელი ხალხი უფრო გამდიდრებას არის მოწადინებული, ვიდრე ნეტარების მოპოვების.
ლევენსტეინი
ცოლი გერმანიაში დიასახლისია, ინგლისში ბატონია, საფრანგეთში მანდილოსანია, იტალიაში ტყვეა, ესპანეთში მხევალია.
პინდე მონტე ჯოვანი
ცოტაა ქვეყანაზე იმისთანა კაცი, რომლისთვისაც მართალი საწყენი არ იყოს.
ფილიპე სეგური
ცოტას ნიშნავს, რომ ადამიანს ასწავლო როგორ იმღეროს კავატინა, სერენადა, ბალადა და რომანსი, საჭიროა ადამიანებს ვასწავლოთ ის, როგორ ესმოდეთ აზრი მათ მიერ წარმოთქმული სიტყვებისა, გრძნობებისა, რომლებიც ცხოვრებაში. სახელდობრ, ეს სიტყვები ათქმევინა გმირს.
თედორე შალიაპინი
ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი.
სულხან-საბა ორბელიანი
ცუდად აღზრდილი ყმაწვილები ცუდი დროების მომასწავებელნი არიან.
ანტონ-მარტინი სლომშეკი
ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშო. ყველაზე საჭიროა ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.
კანტი
ცხოვრება ადამიანისა მთაა, რომელზედაც ასვლით ფეხდგომელა უნდა ადიოდეს კაცი და ჩამოსვლით კი-ჯდომელა ჩამოდიოდეს.
ბუასტი
ცოლისა და ქმრის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა კაცობრიობის სიძულვილად იქცევა, რომელიც შენიღბულია როგორც საზოგადოებრივი აზრი და მაღალი მორალი.
ეს სამწუხარო რეალობა სექსუალური მოთხოვნილების არასწორი კონცეფციის შედეგია.
პავლე მოციქული თვლიდა, რომ ერთადერთი, რაც ქორწინებაში მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს სქესობრივი ურთიერთობაა და ამ თვალსაზრისს ძირითადად მხარს უჭერს ქრისტიანული მოძღვრება მორალის შესახებ.
მორალისტები ისე დააბრმავა სექსისადმი სიძულვილმა, რომ ისინი სქესობრივი ურთიერთობის კარგ მხარეს ვეღარ ხედავდნენ. შედეგი ის გახლდათ, რომ მათ ვინც ახალგაზრდობაში ეს მოძღვრება მიიღო, სიბრმავის გამო თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზაცია უკვე აღარ შეუძლიათ.
ბერტრან რასელი - ქორწინება და მორალი
ცხოვრება ზარაფსა ჰგავს, ბგერით გამოცდის ადამიანს. ხან მწუხარებას შეახლის, ხან გაჭირვებას, ხან თავისუფლების წყურვილს. და უმოწყალოდ გვერდზე ისვრის ისეთს, ვინც ისეთს, ვინც ასეთი შეჯახების დროს სუსტ ხმას გამოსცემს..
თაგორი
ცხრა ძიძის ხელში ბავშვი შიმშილით მოკვდაო.
ქართული ანდაზა
ძ
ძალზე ძნელია, ისე გააკეთო რამე, რაღაცაში არ შეცდე; უნაკლოდაც რომ შეასრულო საქმე, მაინც ძნელია, განუკითხავი მსაჯულის ყბაში ჩავარდნას გადაურჩე.
სოკრატე
ძაღლისა სჯეროდათ და ადამიანისა კი - არაო.
ქართული ანდაზა
ძველ დროში სპარსელები თავიანთ ბავშვებს პატარაობიდანვე სამ რამეს ასწავლიდნენ: ცხენზე ჯდომას, მშვილდის ხმარებას და სიმართლის თქმას. ამას ემატებოდა მეოთხე: სესხის აღება, რაც ადამიანს ცრუ ლაპარაკს აჩვევს იმით, რომ ვალს დროზე ვერ იხდის.
ქვეყნიერების გასაოცარი ამბები, 1902.
ძველი ჭეშმარიტებაა - თუ გინდა, რომ ყველა შვილი ზრდილი იყოს, რიგიანად აღზარდე უფროსი შვილი: უფროსის მაგალითით იზრდებიან უმცროსები.
ანტონ-მარტინ სლომშეკი
ძვირფასო მამა!. ჟამს მყუდროებისას, შენს მუხლებზე მჯდომი, ჯერ კიდევ ყრმა, ჩუმად გისმენდი და ვითვისებდი შენს სიყვარულს და შებრალებას ყოველი სულდგმულისადმი. შენ შემასწავლე გულისხმიერებით ადამიანთან მისვლა, ჩემი ერისა და დიადი ქართული ენის სიყვარული, შენ შთამაგონე პატიოსნების რაინდულად დაცვა, შენგან გავიგე, რომ მშფოთვარე სულს სიმშვიდეს გვრიან თვალები, თუ მათ შეაჩვევ ხშირად უცქირონ ცის უძირო ლაჟვარდს.
მთელი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა წუთი, რომ არ გეცოცხლა ჩემში, რომ მაგალითს შენი კეთილშობილური სიცოცხლისა არ მოეცა გამხნევება და სულიერი სიმტკიცე, და თუ ვერ ვაქციე სიმღერად, რაც მსურდა, რაც სულის წიაღში იყო, შენი ნათელი ხსოვნის წინაშე წარსდგეს ეს წიგნი, ნიშნად ჩემი დაუვიწყარი სიყვარულისა.
კოლაუ ნადირაძე
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო იმედო, ჩვენო ახალგაზრდობავ!.. ჩვენ, მოხუცებს გვინდა, რომ არჩევდეთ კეთილს ბოროტისაგან და მოქმედებდეთ მთელ თქვენს ცხოვრებაში კეთილი გულითა და კეთილი აზრით, კეთილი სიტყვითა და კეთილი ეს ამშვენებს ადამიანის ცხოვრებას, როგორც პირადს, ისე საზოგადოებრივს. ერიდეთ სიმრუდეს და ტყუილს, ჭორსა და სიცრუეს, რაც არცხვენს და ლაფში სვრის ადამიანის პიროვნებას!..
მოუარეთ თქვენს ენას, მეტყველებას. უნდა ილაპარაკოთ საჯაროდ თუ კერძოდ. გარკვევით, მკაფიოდ, რადგანაც მეტყველება თავდებია მკაფიო აზროვნებისა. ვინც ლაპარაკობს გაურკვევლად, ის გაურკვევლადვე აზროვნებს.
გიორგი ახვლედიანი
ძირი ყოვლისა უკეთურებისაი არს ვერცხლის მოყვარებაი, რომელმან შეკრას ბუნება კაცისაი და მისგან გამოვლენან: ანგარებანი ბოროტნი, სიძვანი არაწმინდანი, ბილწებანი კერპთმსახურებისანი, წამლებანი, მტერობანი, ხდომანი, წვალებანი, შფოთებანი, ლირწობანი, მთვრალობანი, სიღოდანი, ცილობანი, ცილისწამებანი და მსგავსნი ამათნი.
იოანე ბოლნელი
ძირითადი ცნება ცოლქმრისა - ურთიერთსიყვარულის, ურთიერთიმედის, ურთიერთპატივიცემის, ურთიერთგაგების, ურთიერთგამტანობისა და ურთიერთნდობის აუცილებლობა მუდმივი, უცვლელი და უკვდავია.
ავლიპი ზურაბაშვილი
ძირფესვიანი ზნეობრივი განახლება-ერთგვარი მეორედ დაბადება - ადამიანისა და კაცობრიობის ხასიათის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.
კანტი
ძლიერ მტერზე საშიშია ცბიერი მეგობარი.
ალექსი რაზიკაშვილი
ძლიერი უნდა იყოს კაცი, რომ მტკიცედ ადგეს ბუნებრივი ზნეობის კანონებს და, საზოგადო გარყვნილების დროს, მუდამ და შეურყევლად ესწრაფვოდეს უმაღლეს თვითგანვითარებას, რასაც მე ხასიათი ვუწოდე.
დავით ღამბაშიძე
ძლიერი ადამიანები უკუაგდებენ კანონებს, რომლებიც შექმნილია სუსტების, უმრავლესობის დასაცავად; რომ ბევრი დიდი საქმე გაკეთებულია ძალდატანებით, სამართლის დარღვევით; რომ ხშირად საქმე კეთდება ამორალური საშუალებებით, მკვლელობით, ფარისევლობით, ფულის ან ძალაუფლების სიხარბით, პირფერობით, სიცრუით, ძლიერი ადამიანის ქებით. ყოველივე ეს უქადის ადამიანს გამდიდრებას ან ძალაუფლების მოპოვებას, მაგრამ არღვევს საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
ვასილ ჩანტლაძე
ძნელი სათქმელია, რომ დედაკაცთ უფრო ძლიერად შეეძლოთ სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ დედაკაცთ უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
დიუბო
ძნელია რისიმე გლოვა, მაგრამ ყველაზე უძნელესი და იმავ დროს ყველაზე უხანგრძლივესი გლოვა - ბავშვობის დროის უმანკოების სამუდამოთ დაკარგვის გლოვაა.
“ცნობის ფურცელი“ 1902, 1919, დამატ. 57, 8 სექტ. გვ. 3.
ძუნწი კაცი ვირსა ჰგავს, რომელსაც ცოტას აჭმევენ და ბევრს ამუშავებენ და რომლის ტყავისაგან სიკვდილის შემდეგ დაირას აკეთებენ სხვათა მოსალხენად.
სიუტორი
ძუნწი კაცი კვდებოდა და თქვა: ეს სანთელი რად იწვის, განა ბნელაში არ იქნება სიკვდილიო.
ალექსანდრე ბლუევი
წ
წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, და თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.
კანტი
წამხდარი გემოვნება ნიშანია წამხდარი სულისა.
ბუასტი
წარმატება და ბედნიერება ერისა მაინცა და მაინც არ ითხოვს საკუთარ სახელმწიფოს; მაგრამ საკუთარ თავით მმართველობას და ეროვნებას-კი ყოველთვის.
იაკობ გოგებაშვილი
წარსული და მომავალი აშუქებს მხოლოდ დიდბუნებოვან კაცთა, სწორედ ისე, როგორც ამომავალი და ჩამავალი მზე ასხივოსნებს მთის წვერთა.
რენანი
წარჩინებული კეთილობა კაცის ხასიათისა, მისი ყოფაქცევისა, ლაპარაკისა, წერისა და სხვა ყოველი რაიმისა, სიმდაბლეში და მარტივობაში მდგომარეობს.
ბრძენი კაცი. კონსტანტინეპ. 1878.
წერდე თანამედროვეობის ისტორიას, იგივეა რაც ხატო პეიზაჟი ნისლიან ამინდში.
ჟაკ დიუპანი
წესიერ კაცს სწორედ ის უნდა დააბრალო, რასაც იგი მთელი ცხოვრება ებრძოდა (რის წინააღმდეგაც იბრძოდა).. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრის თქმა შეიძლება და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს.
რადიოთი მოსმენილი (2002 წლის 26 თებ.)
წესიერება ერის ჯანმრთელობაა.
ჟან დეკურსელი
წვეულებაზე სულ ერთთავად ჩუმად მჯდომ კაცს ფილოსოფოსმა თეოფრასტემ ბოლოს უთხრა: უკეთუ უმეცარი ხარ, ბრძნულად იქცევი და უკეთუ ბრძენი ხარ, უმეცრულად იქცევიო.
ქვეყნიერების გასაოცარი ამბები წვიმას უფრო ადვილად შეაჩერებ, ვიდრე ქალს გათხოვებაზედ ხელს ააღებინებ.
ჩინური გამოთქმა
წიგნები აგროვებენ ადამიანის აზროვნების მარგალიტებს და მათ გადასცემენ შემდეგ თაობებს.
ჰაინე
წიგნი ოთხგვარია: არის ისეთი წიგნი, რომელსაც ყიდულობენ და არ კითხულობენ; არის იმისთანა, რომელსაც კითხულობენ და არა ყიდულობენ; არის იმისთანა, რომელიც მხოლოდ იწერება, არავინ არც ყიდულობს და არც კითხულობს; და დასასრულ, არის იმისთანა, რომელსაც ყველა დიდი სიამოვნებით კითხულობს.
“ივერია“ 1898, №109, გვ. 4.
“წიგნი ზღვა არსო გინა მდინარე, დაუშრეტელი წყარო მჩქეფარე“. “მისგან შეუგდებს ზოგი ყანასო, ზოგი სათიბსა, ზოგიც ვენახსო. “არ ილევისო არც კლებულობსო, არ შეისმების, არც ვსებულობსო“. “კაცს სულმოუთქვამს წყურვილს მოუკლავს, ჰმატებს არს კეთილს უზომ უთვალავს“; «წიგნის ნათელი არ მოიპარვის, არ დაივსების, არც დაიკარგვის“; “ჰგია მარადის მადლი წიგნისა ქმნილებათ შორის ღვთისა ჩვენისა სვით მისგან ყველამ და მოირწყენით, ემბაზ საბანელს მოინათლენით“.
დავით ჯიბისძე (XI ს.), (1035 წელს ტყავზე დაწერილი დავითნი)
წყეულიმც იყოს ის კაცი თუ ქალი, თხოვნით წაიღოს და ამის პატრონს დაავიწყდეს და აღარ აღმოუჩინოს, წყეულ იყოს რომელსაც აქედამ ამბავი მოეწონოს, ან რვეული ამოგლიჯოს და ან ფურცელი ამოხიოს და ან უბრალოდ არშიაზედ ბღარჯვა დაუწყოს.
XVII-XVIII საუკ. ერთ-ერთი ქართული ხელნაწერიდან
ჭ
ჭაბუკი ვიყავ, მოვხუცდი და ჯერ არ მინახავს, რომ ღონიერი და ძლიერი მართალიც არ იყოს.
პიერემონტი
ჭეშმარიტ ბრძენ კაცს იმდენი ამპარტავნობა არა აქვს, რამდენიც უგუნურსა და ცერცეტს, რადგან ბრძენი თავის ნებას მალე გამოიცვლის, უგუნურნი კი ამას არ გააკეთებენ.
ჭეშმარიტად, არსებობის ღირსია მხოლოდ ყოვლად სრული და აბსოლუტური არსება, რომელიც ერთეულით თავისუფალია ყოველგვარი ნაკლისა და შევიწროებისაგან.
ვლადიმირ სოლოვიოვი
ჭეშმარიტად დიდებული კაცი ყოველთვის გულწრფელი და საქციელიც მარტივი და ფერუმარილი შეუყრელი აქვს.
კლინგერი
ჭეშმარიტად დიდებულმა გენიოსმა თვითონვე იცის საზღვარი თავისი ნამოქმედარისა და იფარგლავს წრეს მოღვაწეობისას, რომლის შუაშიც უნდა იმოქმედოს მისმა ჭკუამ, რომ ნაყოფიერი იყოს.
ფრიდრიხ ბრუგმანი
ჭეშმარიტად პატიოსანმა ადამიანმა თავის თავს უნდა ამჯობინოს ოჯახი, ოჯახს - სამშობლო, სამშობლოს კაცობრიობა.
ჟან დალამბერი
ჭეშმარიტად ღირსეული კაცი არასოდეს არ მოიწონებს თავს თავისი ღირსებით.
ვალერიან გუნია
ჭეშმარიტად: კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან. და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.
ლაო-ძი
ჭეშმარიტად ძლიერი ის არის, ვინც თავის თავს სძლევს.
აღმოსავლური საუნჯე
ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
შილერი
ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო მსგავსებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.
გურამ რჩეულიშვილი
ჭეშმარიტება სიტყვაში და საქმეში - საფუძველია ხასიათის.
“ცნობის ფურცელი“ 1899, 735.
ჭეშმარიტება სულელთათვის იგივეა რაც ნისლში მაშხალა მაშხალა პრიალებს და ნისლს კი ვერა ფანტავს.
ბუასტი
ჭეშმარიტება ყველაზე ხშირად შედეგია ხოლმე ბევრი დავისა და საგანზე სხვადასხვაგვარი შეხედულებისა.
გაბრიელ ქიქოძე
ჭეშმარიტებას ვერ ითვისებენ, რადგან მათი სინიდისი ავადმყოფია.
ეპიქტეტი
ჭეშმარიტებას ვინც ეძებს, ჭეშმარიტების უკომპრომისო დამცველიც უნდა იყოს.
არნოლდ ჩიქობავა
ჭეშმარიტების სიყვარულის გამო ფილოსოფოსმა თავის საკუთარ შეხედულებებზეც უარი უნდა თქვას.
არისტოტელე
ჭეშმარიტმა დიდებულმა გენიოსმა თითონვე იცის საზღვარი თავისის ნამოქმედარისა და იფარგლავს წრეს მოღვაწეობისას, რომლის შუაშიაც უნდა იმოქმედოს იმისმა ჭკუამ, რომ ნაყოფიერი იყოს.
ფრიდრიხ ბრუგმანი
ჭეშმარიტი ამპარტავნება უფრო ადვილად აიტანს წყენას, ვიდრე მოწყალებას.
ბუასტი
ჭეშმარიტი დიდებულება ადამიანისა სხვის დამდაბლებას არ საჭიროებს.
პიერ დარიუ
ჭეშმარიტი გმირი თავის დღეში გმირად არა ჰხდის თავის თავსა და ამაშია, სწორედ, მთელი სიდიადე გმირისა.
ტომას კარლეილი
ჭეშმარიტი მამულიშვილი ჩვეული თავმდაბლობით, ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებს საქვეყნო საქმეს იქ, სადაც ყველაზე საჭიროა.
“ლიტერატურული საქართველო“ 2002, №33, გვ. 2
ჭეშმარიტი მართალი გრძნობა ყბედი როდია, პირიქით, იმოდენად თავდაჭერილია, იმოდენად სიტყვაძვირია, რამოდენადაც უფრო ძლიერია და თუ გნებავთ - ამ სიტყვაძვირობაშია იმისი მიმზიდველი ღირსებაცა, იმისი გულსაწვდენი ზემოქმედებაცა მაყურებელზე.
ილია ჭავჭავაძე
ჭეშმარიტი მეგობარი ყოველგვარ სიკეთეზე მაღლა დგას, მაგრამ მის შესაძენად ყველაზე ნაკლებ ვიღვწით.
ლაროშფუკო
ჭეშმარიტი სახელი და დიდება იგია, რომ ისა ჰქმნა, რაც ღირსია აღწერისა, და აღწერო ის, რაც ღირსია წაკითხვისა.
პლინიუსი
ჭეშმარიტი სიდიდე და დიდებულება ადამიანისა გულშია და არა თავში.
ბუასტი
ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე-კი არ არის, არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.
ნაპოლეონ ბონაპარტე
ჭეშმარიტი სიხარულია, რომელსაც განიცდის ადამიანი იმ ადამიანთა წარუმატებლობით, რომლებისაც მას შურს.
გერმანული ანდაზა
ჭეშმარიტი სულგრძელობა მაშინ არის, როცა კაცი თვითონ იკლებს, რომ სხვას შეეწიოს.
ტომას მორი
ჭეშმარიტი ტალანტი სამ სიტყვას არ იტყვის იქ, სადაც ორი სიტყვა საკმაოა.
ვეისი
ჭეშმარიტი ღირსება ძვირფასი მარგალიტია, მოჩვენებული კი-იაფი თაღლითი და ამიტომაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი შემძენი ჰყავს.
აკაკი წერეთელი
ჭეშმარიტი შემოქმედი არის ის, ვინც იდეას სრულად ასახიერებს. ჭკვიან კაცს გულზედ უბია ენა, უჭკუოს ენაზედ უძევს გული.
“ივერია“ 1901, №277, გვ. 2.
ჭკვიანი და კულტურული კაცი არათუ თვითონ იტყვის სისულელეს, არამედ სხვის სისულელესაც ყურს არ დაუგდებს.
გაზ. “ქუთაისი“ 1961, 22 დეკ.
ჭკვიანი იგი კი არ არის, ვინც ბევრს აკეთებს, არამედ იგი, ვინც აკეთებს იმას, რაც ჯერ არს.
სტობე
ჭკვიანი კაცები ართქმას ირჩევენ, როცა სულელნი ლაქლაქობენ. (ყვირიან)
დე ფერიერი
ჭკვიანი კაცი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად სიმაგრე ხასიათისა არა აქვს: ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს.
სებასტიან შამფორტი
ჭკვიანი კაცი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად ხასიათის სიმაგრე არა აქვს.
ლუშარლ შაფო
ჭკვიანია იგი, ვინც დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია ის, ვინც დროზე წავა.
გაიბელი
ჭკვიანმან კაცმან არ უნდა თვისი საქმის საფუძველი გულის თქმაზედ დადვას.
ვახტანგ VI
ჭკვიანს ბევრი ლაპარაკი არ უხდება და სულელს ხომ სულ არ შეჰფერის.
თალმუდი
ჭკუა იმას უნდა მოკითხო, ვისაც აქვს.
“ივერია“ 1895, №119, გვ. 1.
ჭკუამოკლე კაცის თვისება ის არის, რომ განადიდოს, რაც დიდი არ არის, და დაამციროს, რაც დიდია.
დუბაი
ჭკუა ფუჭდება მარტოობაში, სათნოება-წუთისოფელში და გული - ცუდ საზოგადოებაში.
სალენტინი
ჭკუა ჰქმნის ფილოსოფოსს, პატიოსნება გმირსა და მხოლოდ კეთილმოქმედება ბრძენსა.
ვოვენარგი
ჭკვიან კაცს ქალის წყრომა არ ეშინიან, და ასჯერ უფრო ჭკვიანია ის, ვინც ამ წყრომას ერიდება.
სპარსული აფორიზმები
ჭკუა ჩვენი მუზარადია - მახვილობა მარტო ფრთაა მუზარადისა.
იუნგი
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის: ჭკვა ცოდნით მოხმარების.
“ივერია“ 1887, №29, გვ. 1.
ჭკუას უფრო დიდი სიკეთე მოაქვს ქვეყნისათვის, ვიდრე ქონებას, სისულელეს უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე ბოროტმოქმედებას.
ლაროშფუკო
ჭკვიანი კაცები არა თქმას რჩეობენ, როცა სულელნი ლაქლაქობენ. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან ჭკვიანს კაცს ქალის წყრომის არ ეშინიან, და ასჯერ უფრო ჭკვიანია ის, ვინც ამ წყრომას ერიდება.
სპარსული აფორიზმები
ჭკუამოკლე კაცის თვისება ის არის, რომ განადიდოს რაც დიდი არ არის და დაამციროს რაც დიდია.
თეოდორ დუბუა
ჭკუა ფუჭდება მარტოობაში, სათნოება-წუთისოფელში და გული - ცუდ საზოგადოებაში. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან ჭკუას უნდა ათბობდეს ჯეროვანი სიფაქიზე გრძნობისა, პატიოსნება განზრახვისა, ნამდვილი სიყვარული ქვეყნისა საზოგადოდ და ყველა ადამიანისა კერძოდ!
“თეატრი“ 1889 №1, გვ. 10.
ჭორი, ქვებუდანობა და სხვათა ქირდვა ჟამზედ უარესი სენია: თუ იგი შაგეყარა, ვერღა განიყრი, გინდ პორფიროსანი შეიქმნე.
მოსე ჯანაშვილი
ხ
ხალხი არამც და არამც არ მიიჩნევს უგუნურად იმ კაცს, რომელიც ისეთ რამეში ცდება, რაც ადამიანთა უმრავლესობამაც არ იცის, მაგრამ გონებადაკარგულს უწოდებს მათ, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ საკითხებში ცდებიან ხოლმე.
სოკრატე
ხალხი ვისაც შეიძულებს, უსნებოდაც მოკვდება.
ჩინური წყაროსთვალი
ხათრი მონობის ერთ-ერთი ფორმაა.
კუსანაგი
ხალხი, ფართო მასა ერისა, რომელიც არის ქვეყნის მრჩენელი, შემნახველი, რომელმაც თითქოს ქედდალოცვილ ხარის მსგავსად იმთავითვე თავს იდვა ადამიანთა შენახვა.
გაზ. “სამშობლო“ 1915, №120, გვ. 2;
ხალხის განვითარება და გაძლიერება ყოვლად შეუძლებელია ეროვნული პრინციპების გარეშე. ისტორიაში ვერ მოსძებნით ისეთ მაგალითს, რომ ერს ეღალატნოს თავისი ეროვნებისათვის, ეროვნული კულტურისათვის და არ გახრწნილიყოს.
იაკობ გოგებაშვილი
ხალხის გენია, ხალხის ნიჭი და ძლიერება, ცხოვრების გზაზე მიმავალი ცოდნის გემია.
გალაკტიონ ტაბიძე
ხალხის ლანძღვას არაფრად ვაგდებთ, მაგრამ ამავე ხალხის ქება-კი სიამაყითა და სიამოვნებით გვივსებს გულს.
ლაროშფუკო
ხალხის სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ ათასში ერთხელ ადამიანს ძლივს დაანახვებს მზესა და ვარსკვლავს. უეცრად არ ჩნდება დიდი და კეთილი საქმე ადამიანის ცხოვრებაში. რომელი ხალხიც ნაკლებათა მუშაობს, წინ ბაყაყივით მძიმეთ მიდის.
“სასოფლო გაზეთი“ 1876, №1, გვ. 1.
ხალხის ყველა უბედურებაზე მეტი უბედურებაა, როდესაც მას კარგი კანონები, კარგი პრინციპები და კარგი წეს-წყობილება არა აქვს.
“მწყემსი“ 1896, №1, გვ. 8.
ხალხის ყოველი თაობა იმისთვის მუშაობს, რომ რამდენიმე რჩეული გამოზარდოს.
მიხეილ ჯავახიშვილი
ხალხს მალე ბეზრდება სხვისი უბედურების მოსმენა.
მოემი
ხალხში ვერ აღზრდი კეთილ თვისებებს, თუ იგი შეძლებულად არ ცხოვრობს.
სიუნ-ცზი
ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
შოთა რუსთაველი
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.
შოთა რუსთაველი
ხანგრძლივი სიცოცხლე არ უწერია იმას, ვისაც ამა ქვეყნის გასანათლებლადა და გასაბრწყინებლად დაუდვია თავი თვისი.
ლენაუ
ხასიათის სრულყოფილება ის არის, რომ ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელ დღესავით გაატარო და მოერიდო ფუსფუსს, უმოქმედობასა და პირფერობას.
ავრელიუსი
ხე ამპარტავნებელისა აღმოიფხვრების სიმდაბლით. სიმდაბლე ესე არს: “კაცი კეთილს რომ ირჯებოდეს, გული არ აღიმაღლოს და თავი თვისი ყოვლის კაცისაგან უდარესად მიაჩნდეს“.
ნიკოლოზ ორბელიანი
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითა.
აფხაზური ანდაზა
ხელახალ შეფასებას მოითხოვს როგორც საქართველოს ისტორიის გმირები, ისე გასული საუკუნეების მწერალთა რანგების ტაბულა.
კონსტანტინე გამსახურდია
ხელი მწერლისა ლპების საფლავსა შინა, ხოლო ნაწერი თითთა მისთა ჰგიებს საუკუნოდ.
ნიკოლოზ მღვდელი (1210 წ.)
ხელისუფლება უნდა ებაროს ხელოვანსა და გონიერ კაცს და არა უხელოუთავოს, და უმეტესად-კი უგულოს.
მოსე ჯანაშვილი
ხშირად ადამიანი იკუთვნებს და იჩემებს სწორედ იმას, რაც მას ნამდვილათ ან სრულიად არ გააჩნია.
გრიგოლ რობაქიძე
ხშირად იმათი ბედიც გვშურს, რომელნიც ჩვენზე უბედურნი არიან.
ვეისი
ხშირად ნამეტანი გატაცება ყოველდღიურობით ნიადაგს აცლის ერს და მის თავისუფლებას და დაღუპვის კარამდე მიჰყავს. მაგრამ საქართველო ყოველთვის მოძრაობდა და იბრძოდა იდეური მოტივებით, მის მატიანეს ეს იდეურობა, ქვენაგრძნობების დაძლევა ახასიათებდა, და დღესაც ახასიათებს და აქ არის ხსნა საქართველოსი, აქ არის საწინდარი იმისიც, რომ ქართველ ერს შეუძლიან შეინახოს თვისი თავისუფლება და გამოიყენოს იგი თვისი ნიჭის გასაშლელად, ძალების ასამოძრავებლად.
დიმიტრი უზნაძე
ხშირად შეხვდებით ისეთ ადამიანთ, რომელთაც სრულებით არ იციან რა უყონ, საიდან რა მოუგვარონ თავიანთ თავს და ამავე დროს ყოველთვის მტკიცედ იციან, თუ რა უნდა უყონ, რა უნდა მოუგვარონ საზოგადოებას და რაც უფრო ნაკლები ცოდნა აქვთ თავიანთ თავის შესახებ, მით უფრო მტკიცე ცოდნა აქვთ საზოგადოების შესახებ.
ილია ნაკაშიძე
ჯ
ჯარს, ერს არ უყვარს დაცინვა. ერი, როგორც გენიოსი, როგორც სიყვარული, როგორც ტყე, როგორც ზღვა, გულჩახვეული და წარბშეჭმუხვნილია.
ჰაინე
ჯერ ადამიანი გრძნობს ამა თუ იმ მდგომარეობის სიმწვავესა და სიამეს. მერმე ადგენს იდეალს უკეთესის მდგომარეობისას, რომელსაც შეუძლია შეამოკლოს სიმწვავე და გააღრმაოს, გააფართოვოს სიამე ამა სოფლისა. მისაღწევად ამ იდეალისა ის ადგენს ერთგვარ გეგმას. ყოველ მწერალს სამივე მომენტი გავლილი აქვს. მაგრამ საჭიროა მან თვით საზოგადოებას გამოაცდევინოს რაც თვითონ განიცადა.
ნიკო ლორთქიფანიძე
ჯერ ისევ ციცერონი მოძღვრავდა მწერალს - თავი და ბოლო ნაწარმოებისა კარგად უნდა იყოს დაწერილიო.
თედო სახოკია
ჰ
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს.
შოთა რუსთაველი
ჰოი, უფალო, მომეც მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.
ეფრემ ასური
ჰოი რაზომ ბედნიერ არს და უმეტეს სანატრელ მეფე, რომელმაც იცის უფლება თვისი არა უმსაძღვროდ, და რომელი მიიჩნევს მათცა თანასწორად თავის კაცთა, რომელ მიჰსცეს მას უფლება თავსა ზედა თვისსა, და იქცევის მათთანა უმეტეს მჰსგავსად უხუცესისა ძმისა, ვიდრე თავმოყვარისა მეფისა.
ალექსანდრე ამილახვარი
ჰოი, რამდენი სიბრძნე გმართებთ იმათ წინაშე, ვინც არა მარტო კაცთ საქციელს ამჩნევს და ხედავს, არამედ სულის უფსკრულებშიც კითხულობს აზრებს.
დანტე ალიგიერი
* * * * * * *
შემდგენელი კორნელი კინწურაშვილი